“საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ”- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. “ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გავაჩერეთ დახმარება. ისე არ არის, რომ ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა. ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები ამ გადახედვის შედეგად და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ”, – განაცხადა მილერმა.
მეტი...დღე: ნოემბერი 19, 2024
აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე რჩებიან – გაშლილია კარვები
ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ისინი ადგილილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. როგორც ცნობილი გახდა, აქ მონიტორს დაამონტაჟებენ, სადაც საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ. ცნობისთვის, 2 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, 19 ნოემბრის დილით, სამართალდამცავებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მყოფი მომიტინგეები ტერიტორიიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებს მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირი. ჭავჭავაძის გამზირზე მონიტორი განთავსდება, სადაც საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ
მეტი...საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩეხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არიან: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე. სათადარიგო შემადგენლობაში არიან: ლორია, გუგეშაშვილი, კვერკველია, კალანდაძე, გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, შენგელია, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, ზივზივააძე. ერთა ლიგის B დივიზიონის ბოლო მატჩში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ქართველი გულშემატკივრები ჩეხეთში – მატჩამდე ცოტა დრო რჩება (video)
მეტი...ჭავჭავაძის გამზირზე მონიტორი განთავსდება, სადაც საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ
ჭავჭავაძის გამზირზე მონიტორს დაამონტაჟებენ, სადაც საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ. ამის შესახებ, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ შეკრებილებს უთხრა, ეროვნულ ნაკრებს ერთად უგულშემატკივრებენ. ამ დროისთვის, აქცია ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარეობს, სადაც პროტესტის მონაწილეებს ორი კარავი აქვთ გაშლილი. როგორც ლიდერებმა განაცხადეს, აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და პროტესტი არ შეწყდება.
მეტი...“უკრაინას იარაღზე მეტად მობილიზაცია სჭირდება”- სალივანი
“უკრაინას იარაღზე მეტად მობილიზაცია სჭირდება” – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. როგორც სალივანმა PBS News-თან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ უკრაინას დიდი რაოდენობით თანამედროვე სამხედრო ტექნიკას აწვდის, ბრძოლის ველზე მაინც რთული მდგომარეობაა. „ვნახეთ თუ არა მნიშვნელოვანი განსხვავება ბრძოლის ველზე მას შემდეგ, რაც უკრაინას ტანკები მივაწოდეთ? ვიხილეთ თუ არა შესამჩნევი განსხვავება F-16-ის მიწოდების შემდეგ? ჩვენ ვფიქრობთ, არცერთი იარაღის სისტემა არ არის გადამწყვეტი ამ ბრძოლაში. ეს ეხება ადამიანურ რესურსებს და ვფიქრობთ, უკრაინამ მეტი უნდა გააკეთოს, რათა გააძლიეროს თავისი პოზიციები ფრონტის ხაზზე არსებული ძალების რაოდენობის თვალსაზრისით“-…
მეტი...ქართველი გულშემატკივრები ჩეხეთში – მატჩამდე ცოტა დრო რჩება (video)
საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩამდე ცოტა დრო რჩება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩი ჩეხეთის ქალაქ ოლმოუცში ჩატარდება. ქართველი გულშემატკივრები უკვე შეიკრიბნენ და ნაკრების მხარდასაჭერად ემზადება.
მეტი...„უნივერსიტეტის ისტორიული კორპუსი ძალოვანების შტაბად გადაიქცა”- სტუდენტების განცხადება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, უნივერსიტეტის ისტორიული კორპუსი არის გადაქცეული ძალოვანი სტრუქტურების შტაბად. ისინი პასუხისმგებლობას რექტორს აკისრებენ. “ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვგმობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დუმილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია უნივერსიტეტის ისტორიული კორპუსის ჩაკეტვა სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის და მისი გახსნა საპოლიციო ძალებისათვის, საიდანაც ისინი გვარბევდნენ სტუდენტებსა და აქციის სხვა მონაწილეებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული კორპუსი არის გადაქცეული ძალოვანი სტრუქტურების შტაბად, რაც არის უნივერსიტეტის უდიდესი შეურაცხყოფა. დღეს ძალოვნები (პოლიციელები და შავებში გადაცმული ხალხი, რომლებიც ვერ გვიმხელენ ვინაობას) დგანან უნივერსიტეტის პირველ კორპუსსა და ეზოს ტერიტორიაზე. შენობაში უშვებენ…
მეტი...“წითელი წაიღეს, მოვიდა მწვანე”- აქციის მონაწილეებმა კარვები მოიტანეს
ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ახალი კარვები მიიტანეს. ადგილზე ღამისთევისთვის ემზადებიან. პოლიტიკოსებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და მათ მოუწოდეს, რომ არ დაიშალონ, რადგან მათივე თქმით, პოლიციას ხალხის რაოდენობის ეშინია. „წუხელ წაიღეს წითელი კარვები, ახლა მოიტანეს ახალი, მწვანე კარვები“- აღნიშნა „ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ბაქრაძემ. ამ დროისთვის ორი კარავია გაშლილი. “დღე მესამე – სამით ნული ხალხის სასარგებლოდ”- აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი ჩახერგეს
მეტი...„უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია”- მიჰკელსონი
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატია დასრულებულია და ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებელი სტატუსით სარგებლობს, პრეზიდენტის ინსტიტუტია. ევროპელი მაღალჩინოსნის ვარაუდით, “ქართული ოცნება” ახალი პრეზიდენტის პირობებში ამ ინსტიტუტის გაკონტროლებასაც ეცდება. „უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში სალომე ზურაბიშვილის მანდატიც ამოიწურება და დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ პარტიას ენდომება ამ ინსტიტუტის გაკონტროლებაც“- განაცხადა მან. “დემოკრატია საქართველოში დასრულებულია”- მარკო მიჰკელსონი
მეტი...“დემოკრატია საქართველოში დასრულებულია”- მარკო მიჰკელსონი
“სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი” – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა განაცხადა. მიჰკელსონის თქმით, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელი სტატუსით სარგებლობს, პრეზიდენტის ინსტიტუტია. “სამწუხაროდ ეს არ იყო ძალიან დიდი მოულოდნელობა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, რომ ამ არჩევნების შედეგები ასეთი დრამატული იქნებოდა. სინამდვილეში, ჩვენ ბოლო 12 წლის განმავლობაში უკვე გავხდით მოწმენი, თანდათანობით, მმართველი პარტიის მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმწიფოს მიტაცების, რაც პირდაპირაა მხარდაჭერილი იდეებითა და პოზიციებით რუსეთიდან. ეს სიურპრიზი არ იყო. მაგრამ ბევრი ქართველისთვის, “ქართული ოცნება” – “რუსული ოცნებას” უდრის. რა…
მეტი...“გერმანიისთვის დროა შორ მანძილზე დარტყმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს” – ზელენსკი
“გერმანიისთვის დროა შორ მანძილზე დარტყმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი ახლა იმაზე მუშაობს, რომ ყველა ქვეყანამ დაუჭირო მხარი შორი მანძილის დარტყმებზე გადაწყვეტილებას. “ვფიქრობ, [პუტინის] განცხადებების შემდეგ ბირთვული იარაღის თაობაზე დროა უკვე გერმანიამაც მხარი დაუჭიროს შესაბამის გადაწყვეტილებებს… ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილებებისთვის შესაძლებლობების რაოდენობის მიმატება, რომლებითაც შეგვიძლია რუსეთის სამხედრო პოტენციალის შემცირება, სადაც არ უნდა იყოს ის” – განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...“დღე მესამე – სამით ნული ხალხის სასარგებლოდ”- აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი ჩახერგეს
აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირისა და კეკელიძის ქუცის ამოსასვლელები ჩახერგეს. სავალი ნაწილი ავტომანქანებიტ არის გადაკეტილი. როგორც ოპოზიციური პარტიი წევრები აცხადებენ აქციის მონაწილეები ღამეს ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენებენ. “დღე მესამე – სამით ნული ხალხის სასარგებლოდ. ეს არის ხალხის ძალა, აუცილებლად იცოდეთ, მერწმუნეთ, ჩვენო თანამემამულეებო, ჩვენ გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და არა ოლიგარქიაში” – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა. აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. “მთელი ღამე დავრჩებით აქ”- ოპოზიციის გეგმები (video)
მეტი...“მთელი ღამე დავრჩებით აქ”- ოპოზიციის გეგმები (video)
აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ. ამ წუთებში მოძრაობა შეჩერებულია ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ბრძოლა გრძელდება და ისინი მთელი ღამე ადგილზე დარჩებიან. “ვაგრძელებთ ბრძოლას. მთელი ღამე დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა გამარჯვებამდე, ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული, დავიცავთ ყველა მოქალაქეს და მოვუფრთხილდებით, არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხდეთ წინაღმდეგობის მოძრაობა და ეს მოძრაობა წავა წინ “- განაცხადა ხოშტარიამ. ცოტა ხანში, პოლიტიკური ლიდერები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ და შემდგომი გეგმების შესახებ ისაუბრებენ.
მეტი...ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირი კვლავ გადაიკეტა (video)
მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირი ისევ გადაკეტილია. დედაქალაქში კვლავ აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხანში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეკრებილებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ. საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქცია დღეს, დილით დაშალა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან გაათავისუფლა.
მეტი...“აქციაზე დაკავებული მოქალაქეებიდან, 10 სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია”- ომბუდსმენის აპარატი
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული 14 მოქალაქე მოინახულა.აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუსმენის აპარატი ავრცელებს. ომბუდსმენის წარმოამდგენლებმა, ასევე მოინახულეს აქციის დაშლისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო, კლინიკაში მყოფი 2 მოქალაქე . „სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყოს და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება – ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და კადრები გადასცა, რომელშიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებია ასახული. სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, მონიტორინგს…
მეტი...,,დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო, ამაზე პასუხი არის მეტი ორგანიზება, მეტი ხალხმრავლობა!” – მიხეილ სააკაშვილი
,,დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო. გამოიყვანეს ქუჩებში იმაზე მეტი პოლიცია ვიდრე საჭირო იყო, მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მიზნით. ამაზე პასუხი არის მეტი ორგანიზება, მეტი ხალხმრავლობა!”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო. გამოიყვანეს ქუჩებში იმაზე მეტი პოლიცია ვიდრე საჭირო იყო, მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მიზნით. ამაზე პასუხი არის მეტი ორგანიზება, მეტი ხალხმრავლობა! ევროკავშირმაც მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთავრობისთვის გამოყოფილ ფულის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადამისამართდება გამოაცხადა. ახლა ქართველი ხალხის ორგანიზებულობაზე და სიმტკიცეზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოვა“, – წერს სააკაშვილი.
მეტი...,,შევიკრიბოთ 7 საათზე, რომ დღევანდელი სიმხეცის გამო პასუხისმგებლობა დავაკისროთ ამ რეჟიმს” – ხატია დეკანოიძე
,,ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში ბევრი ადამიანი გავიდეს, რათა ,,ოცნების” ხელისუფლებას დილანდელი სიმხეცის გამო პასუხი გაეცეს. ,,7 საათზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობა დავაკისროთ ამ რეჟიმს დილანდელი წარმოუდგენელი სიმხეცის გამო, რაც მათ ჩაიდინეს. ასევე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად ჩვენი წინააღმდეგობა”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე. ცნობილია, რომ ოპოზიცია საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს დღეს, 19:00 საათზე გააცნობს.
მეტი...,,შესაძლოა, მოხუცმა ბაიდენმა მართლაც გადაწყვიტა ლამაზი სიკვდილი კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის თან წაყვანით” – მედვედევი
,,შესაძლოა, მოხუცმა ბაიდენმა მართლაც გადაწყვიტა ლამაზი სიკვდილი კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის თან წაყვანით”, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, ალიანსის რაკეტების რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად გამოყენება ბლოკის ქვეყნების რუსეთზე თავდასხმად შეიძლება შეფასდეს. „ასეთ შემთხვევაში, ჩნდება უფლება, განხორციელდეს საპასუხო დარტყმა მასობრივი განადგურების იარაღით კიევზე და ნატო-ს ძირითად ობიექტებზე, სადაც არ უნდა იყოს ისინი განთავსებული და ეს უკვე მესამე მსოფლიო ომია. შესაძლოა, მოხუცმა ბაიდენმა მართლაც გადაწყვიტა ლამაზი სიკვდილი, კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის თან წაყვანით“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
მეტი...,,საომარი მდგომარეობის პირობებში უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება” – ზელენსკი
,,უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საომარი მდგომარეობის დროს შეუძლებელია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საომარი მდგომარეობის დროს უკრაინის კონსტიტუცია არ გვაძლევს უფლებას ჩავატაროთ არჩევნები. ამის გაკეთებას უკრაინისგან მსოფლიოში არავინ ითხოვდა და არც ითხოვს. თუმცა, ჩვენთან უკრაინაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისე მოსწყურდათ, რომ მათ სახელმწიფოს შიგნოთ უნდათ ბრძოლა უფრო, ვიდრე სახელმწიფოსთვის. მათ სანგრებში, როგორც ტელესტუდიებში პოლიტიკური დებატების გამართვა სურთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სურს, ხოლო ამის შემდეგ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს. ცნობისთვის, ზელენსკი 2019 წლის 20 მაისს…
მეტი...თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში იყო და სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა. როგორც Türkiye Gazetesi იუწყება, მიწისძვრამ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ცნობისთვის, კაჰრამანმარაში, გასული წლის 6 თებერვალს, დამანგრეველი მიწისძვრების ეპიცენტრი იყო.
მეტი...,,მაისის სტუდენტური მოძრაობა“ თსუ-ის რექტორატის და ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვს
,,მაისის სტუდენტურმა მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ეზო სამართალდამცველების შეკრების ადგილი გახდა, რექტორატი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უნდა გადადგეს. მათი თქმით, პირველი კორპუსის ეზო იქცა ,,ძალოვნების თავშესაფრად“ და ეს ყველაფერი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და ჯაბა სამუშიამ დაუშვეს. ,,დღეს დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად! მოძალადეებმა უნივერსიტეტის ეზოს გავლით, მალულად შეძლეს აქციის სივრცეში შეღწევა და მისი დარბევა. ეს ყველაფერი კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მისმა თვითაღიარებულმა აკადემიკოსმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დაუშვეს. ჯაბა სამუშიას რექტორობა ფორმალური და ფიქტიურია. მას გარკვეული პრივილეგია აქვს ბოძებული მისივე პატრონი მმართველი პარტიისგან. ეს პრივილეგია…
მეტი...,,რა უნდოდა სპეცრაზმს აკადემიურ სივრცეში? შეიკრიბეთ და გააკეთეთ განცხადება” – თსუ-ს ლექტორი
თსუ-ს ლექტორი, მარიამ გერსამია აკადემიური საბჭოს მიმართავს და ითხოვს რეაგირება მოხდინონ იმ ფაქტზე, რომ ,,მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად მოსულ პარტიის რობოკოპებს უნივერსიტეტში უმასპინძლეს”. ,,მივმართავ აკადემიურ საბჭოს! წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა ,,რუსულმა ოცნებამ” უნივერსიტეტს და ვალდებულები ხართ მოახდინოთ რეაგირება! აქამდე გვესმოდა, რომ უნივერსიტეტი ,,აპოლიტიკური” იყო. სტუდენტების ჯგუფს ამ მიზეზით არ უშვებდნენ შაბათს შენობებში. დაჯერება მიჭირს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად მოსულ პარტიის რობოკოპებს უნივერსიტეტში უმასპინძლეს. რა უნდოდა სპეცნაზს ჩვენს აკადემიურ სივრცეში? შეიკრიბეთ და გააკეთეთ განცხადება. მერე, გადაწყვიტეთ მაგ საბჭოში რჩებით თუ არა”, – წერს ლექტორი.
მეტი...უკრაინამ პირველად გამოიყენა დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენა ამერიკული რაკეტა ATACMS რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთი ობიექტი დაბომბა. უკრაინის სამხედრო პირების განცხადებით, დაბომბვა შედეგიანი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ბრიანსკის ოლქში ქალაქ კარაჩევში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრი დაბომბეს. თუმცა მაშინ არ კონკრეტდებოდა, თუ რა იარაღით დაიბომბა საწყობი. ცნობისთვის, 18 ნოემბერს სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.
მეტი...ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა „პრეზიდენტის“ თანამდებობიდან ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ფარული კენჭისყრით ბჟანიას გადადგომას მხარი 28-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ორი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანია, „თანამდებობიდან“ გადადგომაზე თანხმობა განაცხადა. შეთანხმების თანახმად, ბჟანიას მოვალეობას კი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. თანამდებობას ასევე ტოვებს ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი და მის მოვალეობას ყოფილი „პრემიერ-მინისტრი“ ვალერი ბგანბა შეასრულებს. ამასთან, შეთანხმება…
მეტი...,,უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან” – გერმანიის საგარეო
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან. გერმანიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვეა აკვირდებიან, როგორ აქცევს საქართველოს ხელისუფლება ზურგს ევროკავშირის ღირებულებებს. „რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს დარღვევები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ. ასევე უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერის ღონისძიებები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში“, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...,,საქართველოს მეტის გაკეთება სჭირდება, რომ EU-სთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს” – სიკორსკი
,,საქართველოს მეტის გაკეთება სჭირდება, რომ EU-სთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს”, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ,,სევდიანი საუბარი გვქონდა საქართველოზე, რადგან, როგორც იცით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დარღვევები აღმოაჩინეს, თქვენმა პრეზიდენტმაც დაგმო არჩევნები და, მართლაც, სანდო გამოკითხვების ჩამტარებელმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც წარსულში ზუსტად ჰქონდათ პროგნოზირებული არჩევნების შედეგები, შეუსაბამოები აღმოაჩინეს. ჩვენ ველოდებით საბოლოო ODIHR-ის ანგარიშს, მაგრამ საქართველოს მეტის გაკეთება სჭირდება, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს. ასევე მინდა, საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მივმართო, რომ მისი დარჩენილი მანდატი გამოიყენოს, რათა წინა საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვერევით საქართველოს სასამართლო სისტემაში,…
მეტი...ილიაუნის წინ ლაშა ბუღაძე საჯარო ლექციას ატარებს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ლაშა ბუღაძე საჯარო ლექციას ატარებს. ადგილზე სტუდენტები ევროკავშირის და საქართველოს დროშებით არიან მისულები. ლექციის შემდეგ სტუდენტები და ლექტორები მთავარ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
მეტი...,,ამ ომზე კოლექტიური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ რუსებს და არა მხოლოდ ერთ შეშლილს კრემლიდან” – ზელენსკი
,,პასუხისმგებლობა იმ სისხლიან ომზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1000 დღის წინ გააჩაღა, კოლექტიურად ეკისრება რუსებს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პუტინმა ომის დაწყების ბრძანება გასცა, მისი გარემოცვა ომის ორგანიზებას ახორციელებს, მაგრამ რუსული აგრესია ეყრდნობა მრავალი რუსის ქმედებებს და თანხმობას, პუტინმა შექმნა პირობები მკვლელობისთვის, მაგრამ რაკეტებს და დრონებს უშვებენ, უკრაინულ პოზიციებზე შტურმს ახორციელებენ, ჩვენს ტყვეებს აწამებენ და ომის მანქანას უზრუნველყოფენ რუსები და არა მხოლოდ ერთი შეშლილი კრემლში“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ამ ომზე პასუხისმგებლობა კოლექტიური უნდა იყოს, რადგან „რასაც ისინი აკეთებენ არ…
მეტი...„სემეკი აქტიურად მუშაობს როგორც მომხმარებლებისთვის სერვისების გამარტივების, ისე მათი უფლებების დაცვაზე“ – გიორგი დიდებაშვილი
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სემეკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საწარმოებს, ასევე მომხმარებლებსა და საწარმოებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. იგი სადავო საკითხს წყვეტს მიუკერძოებლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი დიდებაშვილი აცხადებს, რომ სემეკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა მომხმარებელს კომუნალური მომსახურების სერვისებზე წვდომა გაუმარტივოს, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ციფრული და სატელეფონო სერვისები. „სემეკი მუდმივად მუშაობს, რომ მომხმარებლისთვის მომსახურებები…
მეტი...,,7 საათზე ხალხს გავაცნობთ კონკრეტულ სამოქმედო სცენარს” – ელენე ხოშტარია
,,ოპოზიციის გეგმა შემუშავებულია და მოსახლეობას საღამოს 7 საათზე გააცნობენ”, – ამის შესახებ ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა და მხარდამჭერებს მელიქიშვილის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა: ,,აქ ვდგავართ, ფეხს არ მოვიცვლით აქედან. 7 საათზე გვინდა ხალხის მაქსიმალური კონცენტრაცია და კონკრეტულ სცენარს დღის, საზოგადოებას გავაცნობთ ადგილზე”, – განაცხადა ხოშტარიამ ,,მთავარი არხის” ეთერში და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროტესტი არ შეწყდება.
მეტი...,,საქართველოს შესახებ ბევრი საუბარი არ არის, სხვა საკითხი გვაქვს წინ” – რუტე
,,საქართველოს მოვუწოდებთ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დაუბრუნდეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, განსაკუთრებით მათ ამბიციებს დაუახლოვდნენ ევროკავშირს. მაგრამ დღეს საქართველოს შესახებ ბევრი საუბარი არ არის, ბევრი სხვა საკითხი გვაქვს წინ”, – თქვა მან.
მეტი...,,ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები, მე მხარს ვუჭერ სანქციებს” – იუკნევიჩიენე
,,საქართველო რუსული ოლიგარქიული სტილით შეპყრობილია. ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები. მე მხარს ვუჭერ სანქციებს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობა და 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს. ,,ახლახან ჩვენ ვაკვირდებოდით ორ მნიშვნელოვან არჩევნებს რეგიონში – მოლდოვასა და საქართველოში. ორივე არჩევნები კრემლის სამიზნე იყო. მაგრამ მოლდოვაში რუსეთს გარე აქტორის როლში ყოფნა მოუწია, საქართველოს არჩევნებში კი კრემლის ნარატივები გავრცელდა და არჩევნების მოპარვა ხელისუფლებამ შიგნიდან განახორციელა. საქართველო რუსული ოლიგარქიული სტილით შეპყრობილია. ჩვენ ეს ძალიან ღიად და მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ. მე მხარს ვუჭერ სანქციებს. აქ, ევროკავშირში,…
მეტი...,,1000 დღეა, რაც თქვენ იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად” – პრეზიდენტის მიმართვა უკრაინელ ხალხს
,,1000 დღეა, რაც თქვენ იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად”, – აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, რუსეთის აგრესიის მე-1000 დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. ,,1000 დღეა, რაც თქვენ, უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად, თქვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, თავისუფლების დასაცავად. თქვენ იბრძვით ჩვენი სახელით, ევროპელის სახელით, ყველას სახელით, ვისაც სურს საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის დამორჩილების, ანექსიისა და სხვა მეზობლების ტერიტორიების გაკონტროლებისაგან. თქვენი ეს ბრძოლა, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, არასოდეს იქნება დავიწყებული. და შეიძლება დამთხვევაა (მაგრამ, რა თქმა უნდა არა) ის, რომ დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მორიგ მცდელობებს ეწინააღმდეგებიან.…
მეტი...ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებასა და უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებასა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ,,რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ეჭვს გამოთქვამენ ბულგარეთი და იტალიაც. თავის მხრივ, გერმანია წინააღმდეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს. „საქართველოს საკითხზე ცალსახა გადაწყვეტილება არ მიღებულა. იყო ფართო დისკუსია“, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოავლინა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარეკ ეშტოკის კომენტარმაც, რომელსაც ასევე, ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს. „ჩვენ მივიღეთ ქართველი…
მეტი...,,დაკავებული დემონსტრანტები ნაცემები არიან” – ადვოკატი
მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პოლიციელებმა 4 ადამიანზე ფიზიკურად იძალადეს. როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ტყეშელაძემ განაცხადა, 3 ადამიანი, რომელთაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მან თავად მოინახულა, კიდევ ერთ ადამიანზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების შესახებ კი მას დაკავებულმა უამბო. ადვოკატის თქმით, სამართალდამცავებმა ნაწილზე დაკავების მომენტში იძალადეს, ნაწილზე კი დაკავების შემდეგ, მანქანაში. ტყეშელაძემ იზოლატორში ალექსანდრე ბექაური, რეზი დუმბაძე და ალექსნადრე ქავთარაძე მოინახულა.
მეტი...,,ზურაბიშვილი ცდილობს, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა, ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი” – კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს. ,,სალომე ზურაბიშვილს თავისი თავი ადარდებს, რეალურად მას არც ქვეყანა აინტერესებს, არც ქვეყნის ბედი. რა იქნება საქართველოში, ამის ინტერესი საერთოდ არ აქვს. მისი მცდელობაა, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი”, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, თბილისის მერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს არანაირი არგუმენტი არ გააჩნია. ,,ეს ჩვეულებრივი სისულელეებია. ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტი არ…
მეტი...