“ყველა ბრალდებას გადავხედავთ”- რა იქნება ტექნიკური მისიის მიზანი, რომელიც საქართველოში გაიგზავნება?!

“არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლია, გასაანალიზებელია და ტექნიკური მისიის ამოცანაც ეს არის – ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან განმარტა თუ რა იქნება ტექნიკური მისიის მიზანი, რომელიც საქართველოში გაიგზავნება. „შეაფასებს რა მოხდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის სამართლიანობაც ეჭვქვეშ დგას, თავად პრეზიდენტის მიერ. არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლია, გასაანალიზებელია და ტექნიკური მისიის ამოცანაც ეს…

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტი გრძელდება

აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ კვლავ რჩებიან. ადგილზე არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. “ჩვენ მიერ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე”- განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, მას შემდეგ რაც ჭავჭავაძის გამზირზე დაანონსებული 24-საათიანი აქციის დრო ამოიწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად გუშინდელი ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.  

მეტი...

კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ჯარს ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა

კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ჯარს ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სამხედრო მეთაურებს  და პოლიტიკურ ხელმძღვანელებს შეხვდა და შესაძლო კონფლიქტისთვის ჯარის მომზადება მოსთხოვა. კიმ ჩენ ინის  აზრით,  კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობაა და მისი ვექტორის გაზრდას აშშ-მა და სამხრეთ კორეამ შეუწყო ხელი. სამხედრო მეთაურებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელების შეხვედრა უკანასკნელად 10 წლის წინ შედგა.  

მეტი...

“საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ მოქმედი ხელისუფლების ქვეშ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა” – ბორელი

“ჩვენ ყველას გვინდა ერთი რამ, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს და ამას ძალისხმევა დასჭირდება” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ძლიერი ცვლილებების გარეშე ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს. „გასულ თვეში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ მოქმედი ხელისუფლების ქვეშ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირის გზას დააშორეს, ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის გზაზე იდგეს. ჩვენ ყველას გვინდა ერთი რამ, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს და ამას ძალისხმევა…

მეტი...

“საქართველოში მისიას გავგზავნით, არჩევნები უნდა იყოს გამოძიებული”- ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოში არჩევნებზე ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მიიწვევს, რათა მან წევრ ქვეყნებს დარღვევების შესახებ საკუთარი შეფასებები წარუდგინოს. „ქართველ ხალხს, მინდა გავიმეორო ის, რაც შარშან ვთქვი საქართველოში ვიზიტის დროს: საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია დარჩება, მაგრამ საქართველოს მთავრობის კურსი როცა საქმე კანონის უზენაესობის პატივისცემასა და ფუნდამენტურ პრინციპებს ეხება, მათ შორის იმას, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აშორებს“ – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. მისი განმარტებით, საქართველო ძლიერი ცვლილებების გარეშე ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს. „გასულ თვეში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ მოქმედი…

მეტი...

“ქართული ოცნების” ლიდერებმა ქვეყანა ევროპულ გზას დააშორეს”- ჯოზეფ ბორელი

ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებმა ქვეყანა ევროპულ გზას დააშორეს. “ქართული ოცნების” ლიდერებმა ქვეყანა ევროპულ გზას დააშორეს. დაუპირისპირდნენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს  და ქვეყანა არ დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე.  ჩვენ გვინდა, რომ იგი დაბრუნდეს ევროპის გზაზე“- განაცხადა ბორელმა.

მეტი...

„ჩინეთისა და კორეის გარეშე რუსეთი ვერ გააგრძელებდა ბრძოლას“- ბორელი

„ჩინეთისა და კორეის გარეშე რუსეთი ვერ გააგრძელებდა ბრძოლას“- ამის შესახებ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. “ჩვენ ვართ შეშფოთებულები, რომ გვესმის ანგარიშები მიწოდებაზე იარაღის და სამხედრო სისტემების შექმნაზე. განსაკუთრებით ეს ეხება ჩრდილოეთ კორეას, რომელიც პირდაპირ აწვდის საბრძოლო მასალას რუსეთს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მერე რა მოხდება? ეს მისცემს რუსეთს შესაძლებლობას გააგრძელოს ესკალაცია”- განაცხადა ბორელმა.  

მეტი...

“ევროპარლამენტში საუბარი იყო ინდივიდუალურ სანქციებზე ივანიშვილის წინააღმდეგ”- ბოკუჩავა

“ევროპარლამენტარებმა დააფიქსირეს, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რომ ის არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და, შესაბამისად, ამ არჩევნებს არ ექნება ლეგიტიმაცია. მათ ასევე მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება და საუბარი იყო ინდივიდუალურ სანქციებზე ივანიშვილის წინააღმდეგ” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ევროპარლამენტში „უმწვავესი დებატები“ უშუალოდ გაფართოების ანგარიშის განხილვით გაგრძელდება. „ამ წუთებში მიმდინარეობს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც შედგა დებატები საქართველოს საკითხებზე, სადაც ევროპარლამენტარებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რომ ის არ…

მეტი...

„გაყალბების ისეთი ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა” – მდინარაძე

“სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს, რითაც პრეზიდენტის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. „გაყალბების ისეთი კონკრეტული ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა. უტყუარად დამტკიცდა სამასიდან-ოთხასი ათასამდე ხმის გაყალბება. ასევე დამტკიცდა, რომ აქტივობა იყო არა ორ მილიონზე მეტი, არამედ მილიონ შვიდასი ათასი, რიგები უბნებზე კი – მოჩვენებითი. აქამდე რატომ არ თქვეს სხვებმა, ვერ ვხვდები… ან თენგოს რაღა დაემართა. აი, ეს რომ გჯერა, სახლში როგორ უნდა გაჩერდე ადამიანი, არ ვიცი, მოკლედ… ყველანი კარვებში!!! მოთხოვნას რაც შეეხება – სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც…

მეტი...

“საზოგადოებამ შეუგუებლობა და პროტესტი უნდა გააგრძელოს”- პრეზიდენტი

“საზოგადოებამ ცხადია, მისი შეუგუებლობა და მისი პროტესტი უნდა გააგრძელოს” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში გამართული ბრიფინგიდან აქციაზე შეკრებილ საზოგადოებასა და სტუდენტებს მიმართა. „მინდა მივესალმო ამ საღამოს ადამიანებს, რომლებიც იქ არიან და ალბათ, ღამეც იქნებიან ქუჩაში. სტუდენტებს მინდა პირველ რიგში მივესალმო, რადგან ისინი ნებისმიერ ქვეყანაში არიან პროგრესის ძალა, რომელსაც ქვეყანა მომავლისკენ მიჰყავს. მინდა გითხართ, რომ თქვენი პროტესტის გარეშე, ჩემი ძალისხმევა არაფერი იქნება, რადგან ეს არის ამ გეგმის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. რაც შეიძლება ყველაზე მშვიდობიანი და პოლიტიკურად ძალიან მყიფე პროტესტი არის აუცილებელი”- განაცხადა პრეზიდენტმა.  

მეტი...

“არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო” – ევროპარლამენტარი

“არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა „ყველა სახის გაყალბებას“. „საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი და ასევე, მე სამხრეთ კავკასიის დელეგაციის წევრი ვარ. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ადგილი ყველა სახის გაყალბებას ჰქონდა და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო. სამწუხაროდ, ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის ერთადერთი ნიშანი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა: „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც რუსულის…

მეტი...

“სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას – არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით”- ოპოზიცია

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ განცხადებები გააკეთეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა. მათი თქმით, ისინი იზიარებენ პრეზიდენტის პოზიციას. “სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას – არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, არც ოპოზიციის მხრიდან. საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ, ამიტომ, ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ – ქართველმა ხალხმა და იცოდეთ, ყოველთვის ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით. არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ, როგორც აქ ითქვა, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები ისევე, როგორც თქვენ და თქვენს ნდობას ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით. ამ გადაწყვეტილებას, რომ…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, კარგად დაფიქრდნენ “- სალომე ზურაბიშვილი

„ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ კარგად დაფიქრდნენ “ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს მიმართა. „ეს რაღაც თამაში, რომ მე გავხსნი ახალ პარლამენტს და დავნიშნავ მთავრობასო – ეს ყველაფერი არასერიოზულია, როცა არ მოგყვება არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები. იყოს გასული პარლამენტი – 2020 წლის პარლამენტი და იყოს ბატონი კობახიძის ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მშვიდობიანად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. მე მგონი, უნდა დაფიქრდნენ და მე მინდა ეს დავუტოვო საფიქრალად“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეტი...

პრეზიდენტი უმოკლეს ვადაში ახალ არჩევნებს ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალ არჩევნებს ითხოვს. მისი განცხადებით, სწორედ ეს არის კრიზისისგან გამოსავლის გზა. „ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისისგან გამოსავლის გზა ერთად უნდა მოძებნოთ. უნდა შევთავაზო საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს არსებულმა ხელისუფლებამაც, როგორც ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი. გეგმა როგორია, რას ვთავაზობ?! პირველი – ცხადია, ახალი არჩევნები. არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, რომ გამეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს ვადა თავისთავად დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას. ერთი არის საერთაშორისო გამოძიება. არა…

მეტი...

“პოლიტიკური დესტაბილიზაცია და გარე დესტაბილიზაცია, ეკონომიკური კრიზისი კარზე გვიდგას” – პრეზიდენტი

“ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში იმყოფება და მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას სერიოზული საფრთხეები ემუქრება, ერთი ასეთი საფრთხე დესტაბილიზაციაა, რომელიც შეიძლება ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას მოჰყვეს, რასაც ყოველდღიურად როგორც ვხედავთ, ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ შედგა. მან ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეებზე ისაუბრა. “პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა, ასევე მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების ნაცვლად, იზოლაციას ირჩევს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს, ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი,…

მეტი...

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ, მან ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა. „ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. “განაჩენი გამოტანილია, ქვეყანას ელოდება სერიოზული საფრთხე” – სალომე ზურაბიშვილი

მეტი...

“განაჩენი გამოტანილია, ქვეყანას ელოდება სერიოზული საფრთხე” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში ბრიფინგს მართავს. მან საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნებით დაიწყო. მისი განცხადებით არჩევნები არ შედგა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანას დესტაბილიზაციის საფრთხე ემუქრება. „ჩემი შეჯამება არჩევნების შედეგების, როგორც ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტის, რაზეც ცესკოს ვერ ექნება პრეტენზია, არის: დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა. ადგილი ჰქონდა სისტემურ გაყალბების სქემებს. დაირღვა უმნიშვნელოვანესი უფლება, რომ საჩივრები სასამართლოს მიერ იყოს განხილული. პრეზიდენტი არ აღიარებს არჩევნებს, არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს. არ აღიარებს საზოგადოების დიდი ნაწილი და აგრძელებს პროტესტს. გარეთ, თავს იკავებენ თქვან, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფლად და დემოკრატიულად. განაჩენი გამოტანილია,…

მეტი...

“საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს” – გერმანიის საგარეო უწყება

“საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს”- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ზურგს აქცევს. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს საქართველოს ხელისუფლება. ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევები დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებაა. ასევე, საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი ღონისძიებები“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

“საქართველოში ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება”- რიკარდ იოზვიაკი

საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება.  ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს. მისი ცნობით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შესაძლოა, უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს. საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეიძლება უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. სიტუაციის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ოდირი აცნობებს“ – წერს რიკარდ იოზვიაკი.  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი განცხადების გასაკეთებლად ემზადება

საქართველოს პრეზიდენტი 20:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. აღნიშნული განცხადება დაკავშირებული იქნება არჩევნების შედეგებთან, პროტესტთან, რომელიც ქუჩაში გრძელდება და სამომავლო გეგმებთან. დღეს, პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის ლიდერები შეხვდნენ. მათი ინიციატივაა ე.წ. სახალხო პარლამენტის შექმნა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა ამ საკითხზეც ისაუბროს. როგორც ოპოზიციის ლიდერები განმარტავენ, სალომე ზურაბიშვილი „კარგ რამეს იტყვის“.

მეტი...

ევროკავშირის საბჭომ ირანს რუსეთისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერის გამო სანქციები გაუფართოვა

ევროკავშირის საბჭომ ირანს რუსეთისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერის გამო სანქციები გაუფართოვა. ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კატეგორიულად გმობს და მიუღებლად მიიჩნევს ირანის მიერ რუსეთისთვის გაწეულ სამხედრო მხარდაჭერას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას. ახალი გადაწყვეტილებით გაფართოვდება თვითმფრინავებთან და რაკეტებთან დაკავშირებული სანქციები, ასევე, დაწესდება შემდგომი სანქციები ირანულ სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებზე.

მეტი...

,,რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრებულია” – კახა კალაძე

,,ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქცია რადიკალიზმის ნაწილია, თუმცა რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრებულია”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქში მიმდინარე აქციას თბილისის მერი კახა კალაძე. მისი თქმით, არჩევნების გაყალბების საკითხის წინ წამოწევა ოპოზიციის ცრუ კამპანიაა. „აქციებს რაც შეეხება, იმ ფორმით, როგორითაც ვხედავთ, ეს არის რადიკალური ქმედებები რადიკალების მხრიდან. ისინი დამარცხდნენ არჩევნებში, მოსახლეობის უმრავლესობამ მათ მიუჩინა შესაბამისი ადგილი და გაისტუმრა პოლიტიკურ სანაგვეზე. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ ამ ადამიანებს, ეუბნებოდნენ, რომ თითქოს ისინი გამარჯვებულები იყვნენ, შემდეგ, არჩევნების დღეს, ყალბი ეგზიტპოლები აჩვენეს, იზეიმეს კიდეც და შემდეგ უკვე დაიწყეს ცრუ კამპანია, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ისიც, რასაც ვხედავთ…

მეტი...

მამუკა ხაზარაძემ ის საკითხები დაასახელა, რომელიც პრეზიდენტთან განიხილეს

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გამართეს. როგორც მამუკა ხაზარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტს გააცნეს ,,სახალხო პარლამენტის” იდეა და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. „მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი გამართავს ბრიფინგს. არ მინდა ახლა მეტი კომენტარი გავაკეთო იმიტომ, რომ პრეზიდენტი თვითონ გააცნობს საზოგადოებას იმ გეგმებს, რომელიც არის ძალიან სერიოზული. ეს შეხვედრები გაგრძელდება არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა კოალიციებთანაც. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, არის გეგმა. ეს გეგმა არსებობს, რომ ამ ქვეყანაში მივიღოთ მშვიდობიანად ახალი არჩევნები”, – განაცხადა ხაზარაძემ. ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების…

მეტი...

ასლან ბჟანია ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია „დეპუტატთა“ ჯგუფთან შეხვედრაზე დელეგაციის შექმნას და „ხელისუფლებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფს შორის შეხვედრა გაიმართა. განიხილეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არაუგვიანეს 18:00 საათისა, შეიქმნას დელეგაციები და დაიწყოს მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,პარლამენტი, რა თქმა უნდა შეიკრიბება, დამტკიცდება მთავრობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს” – კახა კალაძე

,,პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს”, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის მომდევნო კვირაში ჩანიშვნის შესახებ. „პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. დამტკიცდება მთავრობა. ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მცდელობისა. ამ მცდელობებით კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მიხარია, რომ საზოგადოება უფრო და უფრო რწმუნდება იმაში, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს. მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და ქვეყნის…

მეტი...

ქუჩაში, აქციის მონაწილეებისთვის ბიბლიოთეკა გაიხსნა

სულაკაურის გამომცემლობამ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისთვის ბიბლიოეთეკა მოაწყო. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, გამომცემლობის წარმომადგენელმა განაცხადა. ,,ჩვენმა გამომცემლობამ, სულაკაურის გამომცემლობამ გადაწყვიტა, პატარა ბიბლიოთეკა მოაწყოს აქ აქციის მონაწილეებისთვის და 5-ის ნახევარზე ჭავჭავაძის 15-დან, ჩვენი მაღაზიიდან გაკეთდება ცოცხალი ჯაჭვი, რომ წიგნები აქამდე მოვიტანოთ. შემოგვიერთდით და თქვენ გექნებათ საშუალება, ეს ბიბლიოთეკა გამოიყენოთ ვინც აქ იქნებით დღისით თუ ღამით”, – განაცხადა გამომცელობის წარმომადგენელმა. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და ამ ფორმით, წიგნები მთავარ ლოკაციამდე მიაქვთ.

მეტი...

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „სახალხო პარლამენტის“ ინიციატივაზე პრეზიდენტს ხვდებიან

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ მედიასთან განაცხადა, პრეზიდენტთან „სახალხო პარლამენტის“ შექმნის იდეას განიხილავენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში პროტესტის გარდა, შეიქმნას სივრცე, სადაც საზოგადოება დაინახავს, რომ ერთობლივად უამრავი საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. ხაზარაძის განცხადებით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, სხვადასხვა ფორმით. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ ,,სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა.

მეტი...

,,გვსურს, დავინახოთ სამომავლო ევროპული გეზი საქართველოს მოსახლეობისთვის” – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

,,მე არ ვარ დარწმუნებული, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ დღეს საქართველოსთან დაკავშირებით. წინასწარ ვერ ვიტყვი, რა იქნება განხილული”, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში. „ასევე ველოდებით ეუთო-ს და ოდირს საბოლოო ანგარიშს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რეალისტურ დისკუსიას გავმართავთ. მოდით, ასე ვთქვათ – ჩვენ გვსურს, დავინახოთ სამომავლო ევროპული გეზი საქართველოს მოსახლეობისთვის, ძალიან ბევრ ქართველს, მათ შორის, ვისაც მე ვიცნობ, სურს ევროპული გეზი და მე სრულად ვუჭერ ამას მხარს“, – განაცხადა კასპარ ველდკამპმა.

მეტი...

თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ტომრებით გზის ბლოკირება დაიწყეს

თსუ-ს მიმდებარე ტერიტორია, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კვეთაზე, ისევ გადაკეტილია. გზის სავალ ნაწილზე კარვებია გაშლილი. მოძრაობა „დაფიონის“ წევრებმა ადგილზე მიიტანეს სხვადასხვა ნივთი, სამშენებლო მასალები და ტომრებით გზის ბლოკირება დაიწყეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათი პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა კონსტიტუციურია. მათი თქმით, გზის გახსნას არ აპირებენ. ასევე, თსუ-თან იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები. ადგილზე არ მისულან „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები. როგორც პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ განმარტეს, პროტესტს უერთდებიან, თუმცა კარვების გაშლაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მეტი...

,,EU მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, თუმცა, შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ქმედებებით” – ევროკავშირის საბჭო

ევროკავშირის საბჭო საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშია: ,,ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს”, – ნათქვამია განცხადებაში. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს.

მეტი...

ანდრია ფუტკარაძემ საბავშვო ევროვიზიის მთავარი პრიზი საქართველოში ჩამოიტანა

2024 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე საქართველოში დაბრუნდა და ევროვიზიის მთავარი პრიზი ჩამოიტანა. მას აეროპორტში გულშემატკივრები და მეგობრები დახვდნენ. ანდრიას ემოციური დახვედრის კადრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მედიასთან საკუთარ ემოციებზე ისაუბრა თავად ანდრიამაც. „ძალიან გახარებული ვარ, ძალიან მიხარია, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ მოვუტანე გამარჯვება“, – აღნიშნა ანდრიამ.

მეტი...

უკრაინას ნებართვა მისცეს, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევა განახორციელოს – როგორია ჩინეთის პოზიცია?!   

შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უფლება მისცეს უკრაინას, გამოიყენოს შორი დისტანციური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. „ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული და ნათელია. ცეცხლის ადრეული შეწყვეტის განხორციელება და პოლიტიკური მოგვარებისკენ სწრაფვა ემსახურება ყველა მხარის ინტერესს და ყველაზე დიდი იმპერატივი არის რაც შეიძლება მალე დეესკალაციის ხელშეწყობა. ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და მხარს უჭერს ყველა მცდელობას, რომელიც ხელს უწყობს კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას და მზად არის განაგრძოს კონსტრუქციული როლის შესრულება უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარებისთვის“ – აღნიშნეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.  

მეტი...

,,ის გზა, რომლითაც უკრაინას 3 წლის განმავლობაში ვეხმარებოდით, წარუმატებელი აღმოჩნდა” – ლანდსბერგისი

,,ჩემი აზრით, სამართლიანია თუ ვიტყვით, რომ ის გზა, რომლითაც უკრაინას 3 წლის განმავლობაში ვეხმარებოდით, თითქმის 1000 დღე, წარუმატებელი აღმოჩნდა”, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. მისი თქმით, საჭიროა ის სტრატეგია, რასაც უკრაინა ითხოვს. „მშვიდობა დეესკალაციით არის წარუმატებელი სტრატეგია. ჩვენ გვჭირდება ახალი სტრატეგია, რომლის საფუძველიც იქნება სიძლიერე. ეს ის სტრატეგიაა, რომელსაც ითხოვენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა და მათი მხარდამჭერები. როდესაც სიძლიერეზე ვსაუბრობ, მე ვგულისხმობ იარაღს, ყველა შეზღუდვის მოხსნას და რაც იქნება გამარჯვების სტრატეგია. გამარჯვების სტრატეგიით მივალთ იქამდე, როდესაც ყველა სატელეფონო ზარს ექნება მნიშვნელობა, ვინაიდან ახლა არ აქვთ. ჩვენ ჯერ კიდევ…

მეტი...

თბილისში კაცმა, მეუღლის გასაკონტროლებლად, სახლში ფარული ჩამწერი მოწყობილობები დაამონტაჟა – მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისში კაცმა, მეუღლის გასაკონტროლებლად, სახლში ფარული ჩამწერი მოწყობილობები დაამონტაჟა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ფარული მიყურადების ფაქტზე, მხილებულია ერთი ადამიანი. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ქ. თბილისში, 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა, მეუღლესთან უთანხმოების გამო, მისი გაკონტროლების მიზნით, საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ტელეფონის დამტენის ფორმის ფარული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დენის წყაროსთან დააკავშირა, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული თავისი მობილური ტელეფონიდან ფარულად გადაღებულ კადრებს პერიოდულად ნახულობდა და კომპიუტერში ინახავდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა საძინებელი ოთახის ჭერში ფარულად აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის ჩანაწერებსაც, ასევე, მეხსიერების ბარათზე ინახავდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 1990 წელს…

მეტი...

,,შეშფოთებული ვართ, რა სახითაც ჩატარდა არჩევნები საქართველოში” – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,შეშფოთებული ვართ იმით, რა სახით ჩატარდა არჩევნები საქართველოში”, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ განაცხადა. აღნიშნული განცხადება ლუმინიტა ოდობესკუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, სადაც საქართველოში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების საკითხი დღის წესრიგშია. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩეს ევროკავშირის გზაზე, თუ გავითვალისწინებთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, – განაცხადა ლუმინიტა ოდობესკუმ.

მეტი...

სი ძინპინი ბრაზილიაში G20-ის ლიდერთა სამიტს დაესწრება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ბრაზილიაში მიემგზავრება, სადაც,   რიო-დე-ჟანეიროში G20-ის ლიდერთა სამიტს დაესწრება.  ბრაზილიაში ვიზიტთან დაკავშირებით სი ძინპინი განცხადებას ავრცელებს, სადაც ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე საუბრობს. „ბრაზილია ჩინელი ხალხის საყვარელი ადგილია. ორასზე მეტი წლის წინ, როდესაც ჩინური პროდუქტები, როგორიცაა ჩაი, ლიჩი, სანელებლები და ფაიფური, გადიოდა ოკეანეებში ბრაზილიის სანაპიროებამდე, სავაჭრო და ეკონომიკურმა გაცვლამ ჩვენი  კავშირი მეგობრული გახადა“ – აცხადებს პრეზიდენტი. მისი თქმით, ჩინეთი და ბრაზილია აფასებენ ურთიერთპატივისცემას და ეპყრობიან ერთმანეთს, როგორც თანასწორს. „ჩვენი ხალხი აფასებს და მხარს უჭერს ერთმანეთის განვითარების გზის არჩევას. ბრაზილია პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. ის ასევე არის…

მეტი...