80 წლის მასწავლებელმა 7 წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა

უმძიმესი დანაშაული. დაკავებულია 80 მასწავლებელი, რომელმაც  7 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. როგორც ირკვევა,  მუსიკის დამსახურებულ პედაგოგთან 7 წლის ბავშვი  რამდენიმე თვის წინ მიიყვანეს სამეცადინოდ. მოგვიანებით კი დადგინდა, რომ ის ბავშვზე ზექსუალურდ ძალადობდა. 80 წლის გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავებულია.  მას  12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმის არსებითი განხილვა მომავალ თვეს დაიწყება.

მეტი...

“ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! კეთილი ინებეთ და ჩვენს გვერდით დადექით”- ოპოზიცია პოლიციას მიმართავს

“პოლიციას” კი არ ვთხოვთ, მოვითხოვთ და ვეუბნებით – ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! კეთილი ინებეთ და ჩვენს გვერდით დადექით და დაიბრუნებთ ჩვენი სამშობლო ჩვენთან ერთად” – ასე მიმართა კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა სამართალდამცველებს და მოუწოდა, რომ აქციის მონაწილეების მხარე დაიჭირონ. სამართალდამცავების მისამართით მოწოდებები სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმაც გააკეთეს. „პოლიციამ მოწოდების მიხედვით იმოქმედა. ყველა მანქანა ქვემოთ ჩაიყვანა. ასე მოუწევთ ყველა სხვა შემთხვევაში. იმიტომ, რომ მათ ჩვენ ვუხდით ფულს და სანამ ჩვენ ვუხდით ფულს და მათ სანამ ქართველი პოლიცია ჰქვია, მანამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი გვარდია არ უნდა იყოს და ამას ჩვენ არ დავუშვებთ! კი არ ვთხოვთ,…

მეტი...

რუსთაველზე მყოფი აქციის მონაწილეები თსუ-სთან მყოფ მომიტინგეებს შეუერთდნენ

თსუ-სთან შეკრებილ მომიტინგეებს, რუსთაველზე მყოფი აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ. მათ პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ. „არ დავშალოთ მიტინგი და ვიყოთ აქ… აგერ არის გეგმა. კიდევ არის რამდენიმე გეგმა და გაიგებთ ყველაფერს. მალე იქნება მეორე ნაწილი“- განაცხადა „კოალიცია ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.  

მეტი...

საძილე ტომრები, პლედები და კარვები – აქციის მონაწილეები ღამისთევისთვის ემზადებიან

ვარაზისხევში საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. პოლიციას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადგილიდან გაჰყავს. აქციის მონაწილეები კარვებს შლიან. ადგილზე მოიტანეს, პლედები, საძილე ტომრები და სხვა საჭირო ნივთები. მოქალქეები, რომლებიც პარლამენტთან იყვნენ შეკრებილი მსვლელობით, თსუ-სკენ მიემართებიან. ოპოზიციამ 24 საათიანი პროტესტი დაანონსა.  

მეტი...

24 საათიანი პროტესტი – რუსთაველზე მყოფი აქციის მონაწილეები თსუ-სთან გადაინაცვლებენ

საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია დასრულდა. შეკრებილები მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიემართებიან, სადაც ოპოზიცია კარვებს შლის. თსუ-სთან 24 საათიანი პროტესტი დაანონსდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი აქ ღამეს გაათევს.

მეტი...

მელიქიშვილის ქუჩა გადაიკეტა, კარვების გაშლა დაიწყო

მელიქიშვილის ქუჩა გადაიკეტა. აქ კარვების გაშლა დაიწყეს. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამეს თსუ-სთან გაათევს. ამის შესახებ განცხადება ოპოზიციური პარტიების წევრებმა გააკეთეს და საზოგადოებას მიმართეს, რომ საკვები და პლედები მიაწოდონ. აქციის მონაწილეები აქ ხვალ საღამოს 8 საათამდე დარჩებიან. პროტესტის გამო მოძრაობა შეზღუდული იქნება სამ ლოკაციაზე: ჭავჭავაძე, მელიქიშვილი და ვარაზის ხევი. “არ ვიცვლით ფეხს” – აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამეს თსუ-სთან გაათენებს

მეტი...

“არ ვიცვლით ფეხს” – აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამეს თსუ-სთან გაათენებს

აქციის მონაწილეთა ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ღამეს გაათევს. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს. მათი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. „ღამეს გავათევთ თსუ-სთან, შემდეგ გეგმებს  გაგაცნობთ. არ ვიცვლით ფეხს, ეს  არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება“-  განაცხადეს მათ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, 24 საათის განმავლობაში ეს ტერიტორია გადაიკეტება.

მეტი...

“მოდიოდნენ სხვადასხვა მოქალაქეების პირადობებით”- რუსთაველზე სიტყვით გამოდიან დამკვირვებლები

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია დაიწყო. შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებას საპარლამენტო არჩვენების დროს მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ისაუბრებენ. „ქვეყანაში არჩევნები არ ყოფილა ეს იყო გადატრიალება. მე მოგიყვებით იმ გადატრიალებაზე, რასაც შევესწარი. მე ვიყავი მარნეულში დამკვირვებელი. არ მივეცი უფლება გაყალბების სქემა გამოეყენებინათ. შეეცადნენ ფიზიკურად გამსწორებოდნენ. კონკრეტულად მოდიოდნენ სხვადასხვა მოქალაქეების პირადობებით. როდესაც ამაზე პროტესტი გამოვხატე 30 ადამიანი დამესია, იმისთვის, რომ ამ ნაძირლებს მიეცათ ხმა“- განაცხადა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა სიტყვით გამოსვლის დროს. პარალელურად დიდ ეკრანზე მათ მიერ მოპოვებული კადრები ჩანს, რომელიც არჩევნების დღეს არის გადაღებული.  

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. მსვლელობის მონაწილეების ნაწილი საპროტესტოს აქციას უკვე შეუერთდნენ. პარლამენტთან შეკრებილები ახლა დამკვირვლებლების სიტყვით გამოსვლებს ელოდებან.  ადგილობრივი დამკვირვებლები მოქალაქეებს დარღვევების შესახებ მოუყვებიან. აქციას სტუდენტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც უერთდებიან.

მეტი...

“მოვითხოვთ, ლეგიტიმურ არჩევნებს” – პარლამენტთან აქციას სტუდენტებიც შეუერთდებიან

სტუდენტები მსვლელობით, ოპერისა და ბალეტის თეატრთან მივიდნენ, სადაც მანიფესტი წაიკითხეს. მანიფესტს რამდენენიმე უნივერსიტეტი აწერს ხელს. როგორც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ განაცხადა, ისინი არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნებს. ახალგაზრდები მსვლელობას პარლამენტისკენ გააგრძელებენ. „ჩვენ მოვითხოვთ, ლეგიტიმურ არჩევნებს, რომელიც არ ჩატარებულა 26 ოქტომბრეს. ჩვენ გვინდა თავისუფალი არჩევანი. ჩვენ გვინდა, რომ აქ მივიღოთ განათლება და არ გვიწევდეს ევროპაში ემიგრაციაში წასვლა“- განაცახადა ერთ-ერთმა სტუდენტმა. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

მეტი...

აქციას მსვლელობით პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდებიან

მოქალაქეები, სხვადასხვა ლოკაციიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან. აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიებიც, კერძოდ, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველოს” და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მიემართებიან საკანონმდებლო ორგანოსკენ. ამასთან, ამ წუთებში მსვლელობას მართავენ, სტუდენტებიც, რომლებიც შეუერთდებიან პარლამენტთან დაგეგმილ აქციას. როგორც ცნობილია, დაანონსებულ აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე. ამასთან, იურისტები საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდნენ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე.

მეტი...

„თვითონ დაიწყებენ პარლამენტის შესვლასთან დაკავშირებით ხვეწნას”- მდინარაძე ოპოზიციაზე

“წინა შემთხვევისგან განსხვავებით, არავის ხვეწნას არ დავუწყებთ ჩვენ იქით, გამორიცხული ამბავია, იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს ვაჭრობა – პარლამენტში შემოვალ და არ შემოვალ, უნდა დამთავრდეს. უნდა მიხვდნენ, რომ წაგებულმა, დამარცხებულმა უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები და სულ გადატრიალებაზე, ამოტრიალებაზე და რაღაც სისულელეებზე აღარ უნდა იფიქრონ”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, პირველი სხდომის შემდეგ, „თვითონ დაიწყებენ პარლამენტის შესვლასთან დაკავშირებით ხვეწნას, ვინაიდან, მათ თავმოყვარეობა არ გააჩნიათ“. „პირველი სხდომის შემდეგ, თვითონ დაიწყებენ ხვეწნას. ისეთი უთავმოყვარეოები არიან, ყველანი შემოვლენ პარლამენტში – დაიმახსოვრეთ, რამდენს ექნება სურვილი. თუ…

მეტი...

სტუდენტების მსვლელობა დაიწყო – პარალელურად იკრიბებიან პარლამენტთან

თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მსვლელობას ლოზუნგით – „დაიბრუნე ხმა“ მართავენ. ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. სტუდენტები გეგმავენ, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრთან მანიფესტი გააჟღერონ. მოთხოვნების და მოწოდების შემდეგ სტუდენტები საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა!” შეუერთდებიან. პარალელურად საქართველოს პარლამენტთან იკრიბებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ. მათი თქმით, ისინი საზოგადოებას მოუყვებიან, თუ როგორ „გაყალბდა არჩევნები“.

მეტი...

სტუდენტების მსვლელობას იწყებენ

ახალგაზრდების მსვლელობა დღეს ერთდროულად ორი უნივერსიტეტიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თსუ-დან დაიწყება. პირველი გაჩერება რუსთაველის მეტრო იქნება, სადაც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გაერთიანდებიან და ერთად მივლენ პარლამენტთან. აქციაზე ახალაგზრდები წაიკითხავენ მანიფესტსაც. “ვიკრიბებით თსუ-თან თსუ-ს სტუდენტები. ასევე შმეოგვიერთდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და დავიძრებით, შევხვდებით რუსთაველზე და შემდეგ წავალთ ყველანი პარლამენტისკენ. ასევე ჩვენ მანიფესტს გავაჟღერებთ, სადაც არის სხვადასხვა გეგმა და მოწოდება” – ამბობენ ახალგზრდები.

მეტი...

უნიკალური მოვლენა – კალიფორნიის სანაპიროზე ზღვამ გადაშენების პირას მყოფი თევზი გამორიყა

იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი თევზი სახელწოდებით “სიკვდილის მაცნე” კალიფორნიის სანაპიროზე გამოირიყა. მეცნიერების ინფორმაციით, თევზის გამორიყვის ფაქტი წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. აღნიშნული მოვლენა იმითაც არის უნიკალური, რომ მიმდინარე წელს, თევზის ამ სახეობის კალიფორნიის სანაპიროზე გამორიყვის მეორე შემთხვევაა. თევზის ეს სახეობა ოკეანის ღრმა წყლებში ბინადრობს, სადაც სინათლე ვერ აღწევს.  

მეტი...

ისანი-სამგორის რაიონში ავტოფარეხი აფეთქდა

თბილისში ისანი-სამგორის რაიონში, ე.წ. მერვე ლეგიონის დასახლებაში ერთ-ერთ ავტოფარეხში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიცია“ დროებითი „მთავრობის“ შექმნას გეგმავს

პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო დროებით მთავრობას შექმნის. ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თემურ გულიამ განაცხადა. „თუ პრეზიდენტი საღამომდე არ გადადგება, საკოორდინაციო საბჭოსგან მოვაწყობთ დროებით მთავრობას, მოვუწოდებთ ყველა საჯარო მოხელეს მუშაობისკენ, უზრუნველვყოფთ სამუშაო პირობებს და გავაკონტროლებთ საჯარო მმართველობის პროცესს“ – განაცხადა გულიამ. მისი თქმით, „ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ცხოვრება“.  

მეტი...

“ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში ომის დასრულება”- ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს შეფასებით, ოლაფ შოლცს პუტინთან უნდა დაერეკა, რადგან უკრაინაში ომის დასრულება რუსეთის ლიდერთან გარკვეულ ურთიერთობას მოითხოვს. „ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში ომის დასრულება, კონფლიქტების დასრულება მთელ მსოფლიოში. ხოლო კონფლიქტის გადაწყვეტა საჭიროებს ურთიერთქმედების გარკვეულ დონეს მეორე მხარესთან, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არ ეთანხმები“-  განაცხადა ტრუდომ. ამავე დროს, ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადა და მისი მოკავშირეები აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

მეტი...

“ვის მიმართ და რისთვის არის სოლიდარული ქალბატონი ზურაბიშვილი”- აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციონერი პრეზიდენტს მიმართავს

„მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ჩვეულებისამებრ თავის მსჯელობებსა და შეფასებებში ხელმძღვანელობს ეროვნული მითოლოგიით და არა რეალობითა და საღი აზრით, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს, განვითარების მიმართულებებსა და ეროვნული ინტერესებს“ – ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, ადგურ არძინბა „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი თქმით, აფხაზი ხალხი აბსოლუტურად ერთიანია უმთავრესში, ე.წ. „კონსტიტუციის ძირითად დებულებებში“. „ამ მხრივ, გაურკვეველია, ვის მიმართ და რისთვის არის სოლიდარული ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელთანაც აშკარად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს არა მხოლოდ სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე, არამედ ქვეყანაში ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე და, ალბათ, მორალზე. ასევე, გვინდა კიდევ…

მეტი...

თვითმფრინავი სრულად დაიწვა – ავიაკატასტროფას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავსტრალიაში, ავიაკატასტროფის შედეგად, 3 ახალგაზრდა დაიღუპა, მათ შორის, ორი არასრულწლოვანია. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულების ვინაობა იდენტიფიცირებულია. დაღუპულებს შორის 20 და 16 წლის ძმები და მათი 15 წლის ნათესავი არიან. ჩამოვარდნამდე თვითმფრინავი, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ჰაერში ტრიალებდა, შემდეგ კი მკვეთრი ვარდნა დაიწყო. ჩამოვარდნის შემდეგ, ის აალდა და სრულად დაიწვა. მცირე ზომის თვითმფრინავს 20 წლის ლიცენზირებული პილოტი მართავდა. სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლები ინციდენტს უბედურ შემთხვევად აფასებენ

მეტი...

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შერეული გუნდური შეჯიბრების ფინალშია

პოლონეთის ქალაქ პილაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს შერეული გუნდური შეჯიბრება იმართება. ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა გერმანიის ძლიერი გუნდი 4:1 დაამარცხა და ფინალში უკრაინის ნაკრებს შეხვდება. საქართველოს ნაკრები შერეულ გუნდურ შეჯიბრებაზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: 90 კგ აკაკი ჯაფარიძე +70 კგ ნინო პაპიძე +90 კგ ირაკლი დემეტრაშვილი 57 კგ ნინო ლოლაძე 73 კგ გიორგი ლოლაძე 70 კგ ეთერ ასკილაშვილი შეგახსენებთ, რომ 23-წლამდელთა შორის კონტინენტის პირველობა ინდივიდუალურ ასპარეზობებში 16 ნოემბერს დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრები მამაკაცთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

მეტი...

“საქართველოს რუსული მთავრობა 12 წელია ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას”- კეზერაშვილი

“შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად „დაპატიმრების” ამბავი – ე.წ. საქმის” დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის” – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა „ქართული ოცნების“ მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ცნობილ დაანონსებას. „შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად „დაპატიმრების” ამბავი. ე.წ. საქმის” დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მესმის, რომ რუსეთის დანაშაულებრივი…

მეტი...

თბილისში პოლიციელის დაჭრის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში პოლიციელის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყნეთის პოლიციის თანამშრომელს საკუთარ სახლთან გვიან ღამით ესროლეს.

მეტი...

ანდრია ფუტკარაძე საქართველოში ხვალ დაბრუნდება

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე საქართველოში ხვალ დაბრუნდება. “საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე და საქართველოს დელეგაცია ხვალ დილით ბრუნდება საქართველოშირეისი ჩამოდის გამთენიისას 4:50 საათზე, ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბებიან გულშემატკივრები. მსურველებს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

თურქეთში პოლიციას “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს

თურქეთში, ქალაქ სტამბულში, პოლიციის მანქანას “მოლოტოვის კოქტეილი” და ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება ესროლეს.  სამართალდამცავების ინფორმაციით, არასანქცირებული შეკრების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, ადგილზე მივიდნენ და მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდეს. პოლიციის მოწოდების საპასუხოდ, ამოუცნობმა ადამიანებმა მათი მიმართულებით “მოლოტოვის კოქტეილი” და ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება ისროლეს და ადგილიდან მიიმალნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

მეტი...

უკრაინის სამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია

უკრაინის სამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია. უკრაინის უმსხვილესმა ენერგოპროვაიდერმა კომპანიამ, DTEK-მა დილით თავის ტელეგრამარხზე განაცხადა, რომ ელექტროენერგია გათიშულია კიევში, ასევე დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. აღნიშნულის მიზეზად გასულ ღამეს რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიში სახელდება. „კიდევ ერთი მასიური თავდასხმა ჩვენს ენერგოსისტემაზე“-  ამბობს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშენკო.

მეტი...

“ძვირფასო თანამოქალაქეებო, ნუ აყვებით პროვოკაციებს. არ მიიღოთ მონაწილეობა უკანონო აქციებში”- ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“, ასლან ბჟანია მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ პროვოკაციებს არ აყვნენ. „მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყურადღებით მოუსმინონ ჩემს სიტყვებს. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ნუ აყვებით პროვოკაციებს. არ მიიღოთ მონაწილეობა უკანონო, არასანქცირებულ აქციებში. ახლა ეს არ გვჭირდება. ახლა არის დრო, როდესაც უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე. ის საფრთხეშია და ჩვენი სამშობლო ამ მდგომარეობაში იმ ადამიანების ქმედებების შედეგად აღმოჩნდა, რომლებიც გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ. ჯერ კიდევ არ არის გვიან, ყველაფერის უკან დაბრუნება“- აღნიშნა ბჟანიამ. უკვე მესამე დღეა აფხაზეთის „ოპოზიციას“ ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში „სამთავრობო“ შენობების კომპლექსი აქვს დაკავებული.  

მეტი...

„ვვარაუდობთ, რომ ფორმალური პრეზიდენტი დაარღვევს კონსტიტუციას და არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას“- კობახიძე

“ერთადერთი, ვისი ლეგიტიმაციაც სჭირდება ქვეყნის პარლამენტს, ეს არის მოსახლეობა, ამომრჩეველი, ქართველი ხალხი და, სწორედ, ქართველმა ხალხმა მიანიჭა პარლამენტს ლეგიტიმაცია” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია და ეს რომ სხვანაირად იყოს, ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგებოდა. „რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეკრებას, როგორც მოგეხსენებათ, ვადები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. ამ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი არჩევნების…

მეტი...

“დაველოდოთ ოფიციალურ სამართლებრივ კვალიფიკაციას”- პრემიერი ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე

“ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს გუშინ ცესკოს სხდომაზე მომხდართან დაკავშირებით, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამის შეფასება მისი პრეროგატივა არ არის და ამ ქმედებას შეაფასებს შესაბამისი უწყება. „ჩვენ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ სამართლებრივ კვალიფიკაციას. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციამ საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება. მადლობას გადავუხდი ცესკოს გაწეული საქმიანობისთვის, იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“პატრიარქის თითოეული გზავნილი, ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად“ – პრემიერი

“უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მილოცვისთვის” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ძალიან ყურადსაღებია განცხადებაში წარმოდგენილი თითოეული გზავნილი. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, ჩვენთვის არის ძალიან ყურადსაღები და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად“ –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

მეტი...

ავტოკომპანიის ფარეხში ირემი შევიდა და BMW-ს მარკის სამი ავტომობილი დააზიანა

შვედეთში, ერთ-ერთი ავტოკომპანიის ფარეხში ირემი შევიდა და BMW-ს მარკის სამი ავტომობილი დააზიანა, რის შემდეგაც ტყეში გაიქცა. ცხოველმა კომპანიას, დაახლოებით, 20 000 დოლარის ზარალი მიაყენა. შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები კომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.    

მეტი...

აშშ-ში თვითმფრინავის ბორტზე ხანძარი გაჩნდა

აშშ-ში, დენვერის საერთაშორისო აეროპორტში, Southwest Airlines-ის ბორტზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი მგზავრი დაშავდა. თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც, ერთ-ერთი მგზავრის ტელეფონის ელემენტის გამო, ბორტზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ტელეფონის მფლობელი დაშავდა. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ხანძარი ეკიპაჟის წევრებმა ჩააქრეს, ცეცხლი სავარძელს გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის დროს, ბორტზე 108 მგზავრი იმყოფებოდა. მათი ევაკუაციის დროს, ერთ-ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა.  

მეტი...

ჩინეთში სტუდენტმა 8 ადამიანი მოკლა, 17 კი დაჭრა

ჩინეთში სტუდენტმა 8 ადამიანი მოკლა, 17 კი დაჭრა. 21 წლის ახალგზრდა პროფესიულ სასწავლებელში დანით შეიჭრა. პოლიციიის ინფორმაციით, მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული შურისძიების მიზნით ჩაიდინა. ის გამომოცდებში ჩაიჭრა. შემთხევა ჩინეთის ქალაქ ვუსიში მოხდა.

მეტი...

თბილისში პოლიციელი დაჭრეს

თბილისში პოლიციელი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველს საკუთარ სახლთან ესროლეს. ის ახლა კლინიკაშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „გავიგე სროლის ხმა, გავედი, „რა ხდება“-მეთქი და რა ხდება და შაკო დაჭრესო. ჩემი მაზლის შილიშვილია ეს ბიჭი. შაკო დაჭრესო და წაიყვანა სასწრაფომ. რატომ მოხდა, არავინ იცის“ – ამბობს ნათესავი.

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის საგარეო მინისტრები დაადასტურებენ, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება”- ბოკუჩავა

“დარწმუნებული ვარ, ორშაბათს ევროკავშირის საგარეო მინისტრები მორიგ ჯერზე დაადასტურებენ იმას, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება” – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი განცხადებით, ევროკავშირის საგარეო მინისტრები, სავარაუდოდ, ასევე იმსჯელებენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება ევროკავშირმა გადადგას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მიმართ მორიგ ჯერზე სოლიდარობა გამოხატოს. “იცით, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანა ამ არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებს. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 26 ოქტომბრის მოპარულ არჩევნებს ევროკავშირის ლეგიტიმაცია არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ორშაბათს საგარეო მინისტრები მორიგ ჯერზე დაადასტურებენ იმას, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება. სავარაუდოდ, ასევე…

მეტი...

“რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიას 120-მდე რაკეტით და 90 დრონით შეუტიეს”- ზელენსკი

“რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიას 120-მდე რაკეტით და 90 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 140 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს. „მასიური კომბინირებული დარტყმა უკრაინის ყველა რეგიონზე. გუშინ ღამის და დილის განმავლობაში რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის დრონები, ფრთოსანი, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები: „ცირკონები“, „ისკანდერები“, „კინჟალები“- წერს ზელენსკი. მისი ინფორმაციით, რუსების სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

მეტი...