საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია. საქართველომ 12 ქულა მიიღო იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან, მალტასგან. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა,  

მეტი...

უკრაინა-საქართველო, თამაში ფრედ დასრულდა

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგა 2024-25 წლების სეზონში მეხუთე მატჩს მართავს, სადაც უკრაინის ნაკრებს ეთამაშება. თამაში ბათუმში მიმდინარეობს. ანგარიში უკრაინამ გახსნა, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა, მე-76 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. გოლი კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. თამაში ფრედ დასრულდა.

მეტი...

პატრიარქი მმართველ გუნდს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

„დასრულდა ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“ – აღნიშნულა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  განცხადებაში. ილია მეორეს იმედი აქვს, რომ პოზიცია და უპოპზიცია თანამშღომლობას შეძლებს. „მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ, შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!“, – აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.  

მეტი...

ირაკლი დემეტრაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა

პოლონეთის ქალაქ პილაში გამართულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფინალში პოლონელი ძიუდოისტი ტერესინსკი ეფექტური იპონით დაამარცხა. დღეს ფინალურ ბლოკში ოქროს მედალი მოიპოვა კოტე კაპანაძემაც (81კგ). ტურნირზე გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი აკაკი ჯაფარიძე და გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის დაპირისპირებაში დამარცხდნენ.  

მეტი...

რუსეთმა ავსტრიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა

რუსეთმა ავსტრიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. ცნობისთვის, პარასკევს, 15 ნოემბერს, ავსტრიამ განაცხადა, რომ მოსკოვმა მას შეატყობინა იმის შესახებ, რომ გაზის მიწოდება 16 ნოემბრიდან შეწყდებოდა. ეს ენერგორესურსების ავსტრიული მიმწოდებლის OMW-ს სასარგებლოდ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას მოყვა, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომს” მის გერმანულ ქვედანაყოფში გაზის მიწოდების ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. OMW “გაზპრომისგან” საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შედეგად ზარალის 230 მილიონი ევროს მიღებას ცდილობს.

მეტი...

საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი დაიწყო

საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი დაიწყო. მატჩი „აჭარაბეთ არენაზე“ მიმდინარეობს. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ლაშა დვალი ტოვებს. ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არიან: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი, შენგელია, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე. სათადარიგო შემადგენლობაში არიან: ლორია, გუგეშაშვილი, კალანდაძე, გველესიანი,  გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, მიქაუტაძე. 

მეტი...

“მოედანზე წყალი დგას”- მატჩი იწყება (video)

ბათუმში ძლიერი წვიმაა. მოედანზე წყალი დგას. უკრაინა-საქართველოს მატჩი იწყება, ფეხბურთელები მოადანზე არიან. უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არიან: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი, შენგელია, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე. სათადარიგო შემადგენლობაში არიან: ლორია, გუგეშაშვილი, კალანდაძე, გველესიანი,  გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, მიქაუტაძე. 

მეტი...

ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არიან: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი, შენგელია, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე. სათადარიგო შემადგენლობაში არიან: ლორია, გუგეშაშვილი, კალანდაძე, გველესიანი,  გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, მიქაუტაძე.  შეგახსენებთ, რომ დღეს უეფა-ს ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეხუთე შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21:00 საათზე, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება.  

მეტი...

“ეს იყო სოლიდარობა იმ სტუდენტების და ქართველი ხალხის მიმართ, რომლებმაც ხმა დაკარგეს”- კირთაძე

“ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც გიორგი კალანდარიშვილის მიმართ გამოვხატე – ეს იყო სოლიდარობა იმ სტუდენტების და ქართველი ხალხის მიმართ, რომლებმაც ხმა დაკარგეს” – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს საქართველოში არის რეალობა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, რადგან მისი შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ქართველი ამომრჩევლების “ხმა მოიპარა”. “თქვენ ნახეთ თვალახვეული კალანდარიშვილი, რომელიც მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში – დიახ, ზუსტად ასე იყო. თვალახვეული იყო და ვერ ხედავდა, ვერც არჩევნების დღეს დარღვევებს, ცემა-ტყეპას, დაშინებას, მოსყიდვას, რაც არჩევნების პროცესში მიმდინარეობდა. ამიტომ მე ყველა ქართველ…

მეტი...

ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში კოტე კაპანაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

პოლონეთის ქალაქ პილაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში კოტე კაპანაძე (81კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფინალში იტალიელი ძიუდოისტი მადალონი ეფექტური გდებით დაამარცხა. ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილიც. დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი აკაკი ჯაფარიძე და გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მიიღეს. გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ვერცხლს ნინო ლოლაძე (57კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს კი – თენგო ზირაქაშვილი (66კგ).  

მეტი...

პრეზიდენტის ბრიფინგი გადაიდო

საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი, რომელიც დღეს უნდა გაეკეთებინა, ორშაბათისთვის გადაიდო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 20:00 საათზე იყო ჩანიშნული

მეტი...

გიორგი კალანდარიშვილის სახლთან კვლავ დაპირისპირებაა

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის გამოსახატად მივიდნენ, კვლავ ხმაურია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები ცდილობდნენ ახალგაზრდები კალანდარიშვილის სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაეყვანათ, რა დროსაც პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. ფიზიკური დაპირისპირების დროს  აქციის მონაწილე  შეუძლოდ გახდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, აქტივისტები ადგილობრივ მცხოვრებლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ისინი ტერიტორიიდან განერიდებინათ. „აქ მცხოვრებლებთან დაპირისპირებაში შედიან. ისინი გავიყვანეთ და აქედან აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ აქ მცხოვრებლებს. შესაბამისად, რომ არ დაიძაბოს ვითარება, რომ არ…

მეტი...

დაპირისპირება იყო გიორგი კალანდარიშვილის სახლთან

დაპირისპირება იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის სახლთან, სადაც პროტესტის ნიშნად  აქტივისტები მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, თავს უცნობი ადამიენები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მეტი...

“საქართველოს ნაკრებში „ოქროს თაობაა“ – რომან იერემჩუკი

რაინის ნაკრებისა და ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ თავდამსხმელმა, რომან იარემჩუკმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. „საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ ნამდვილად კარგი გუნდია. ეს გამოვლინდა არა მხოლოდ ჩვენთან მატჩებში, არამედ სხვებთანაც. ევროპის ჩემპიონატზე კი ყველამ დაინახა, რომ მათ ახლა „ოქროს თაობა“ ჰყავთ. არიან ფეხბურთელები, რომლებთანაც ვთამაშობდი, გიორგი ჩაკვეტაძესთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად „გენკში“ გამოვდიოდი. მათი სათამაშო დონე ვიცი და რთულ მატჩს ველი. გარდა ამისა, შეხვედრა მეტოქის სტადიონზეა. მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებულად უნდა მოვემზადოთ და მოწინააღმდეგეებს დიდი ყურადღება მივაქციოთ“ – განაცხადა იარემჩუკმა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ინტერვიუში. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე…

მეტი...

„საღებავ შესხმული ფოტოს გაზიარება ტერორი და ძალადობის წახალისებაა“- რატი ბრეგაძე

“საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, საღებავის შესხმაზე სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა. „საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია. ამ სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა. იფიქრეთ, სანამ ღილაკს დააჭერთ. ამ ქვეყანაში სოცქსელები ბავშვებსაც აქვთ“ – დაწერა რატი ბრეგაძემ.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 20:00 საათზეა დაგეგმილი. ბრიფინგის თემა უცნობია.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ასლან ბჟანიას წინადადებას მომიტინგეები არ დაეთანხმნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა „ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი განაცხადეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ პრეზიდენტის „ადმინისტრაციასთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „სამთავრობო“ შენობების დატოვებაზე უარი განაცხადეს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ მომიტინგეებს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას წინადადება გააცნო, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ თანახმა მხოლოდ ე.წ. პრეზიდენტის გადადგომაზე იქნებიან. მანამდე, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ გადადგომისთვის მზად იყო, იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები „სამთავრობო“ შენობებს დატოვებდნენ.

მეტი...

„საუბარი, რომელიც შოლცსა და პუტინს შორის გაიმართა, ნორმანდიულ ფორმატში დაბრუნების რისკს ქმნის“ – ჯონსონი

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი „საშინელ ნორმანდიულ ფორმატში“ დაბრუნების რისკს ქმნის. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ვშიშობ, ვოლოდიმირ ზელენსკი აბსოლუტურად მართალია, ჩვენ ვრისკავთ საშინელ ფრანგულ-გერმანულ-ნორმანდიულ ფორმატში დაბრუნებას, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შიდა კამათში განიხილავდა, როგორც თანაბარ თანამოსაუბრეებს“– განაცხადა ჯონსონმა. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის პოზიციების მასიურ და სწრაფ გაძლიერებაშია. 2022 წლის შემდეგ პირველად ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის 15 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გაიმართა.  

მეტი...

“წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის, რაც დღეს ცესკო-ში ვიხილეთ” – სახალხო დამცველი

“ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის, რაც დღეს ცესკო-ში ვიხილეთ” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ. “აღნიშნულ ფაქტს მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ. ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ. ეს მორალურადაც გაუმართლებელია. ჩემი აზრით, ადამიანს, რომელიც ასრულებს თავის საქმიანობას, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეასრულოს ის კანონის ფარგლებში თანმიმდევრულად. ასეთი დამოკიდებულება, ასეთი დესტრუქცია ამ ყველაფერს უშლის ხელს. ჩემთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის ქმედება, რომელიც ჩვენ დღეს ცესკო-ში ვიხილეთ”- განაცხადა იოსელიანმა.  

მეტი...

„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით, 55 რაკეტა და 4 დრონი გაუშვა

„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით, 55 რაკეტა და 4 დრონი გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის პოლიციის ცნობით, ლიბანიდან გაშვებული რაკეტები ქალაქ ტამრას მახლობლად მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე ჩამოვარდა, რასაც რამდენიმე ცხოველი ემსხვერპლა. სარაკეტო იერიშის შედეგად, ჩრდილოეთ ისრაელში ავტომობილები და შენობები დაზიანდა.

მეტი...

“დონალდ ტრამპს დახმარება სურს, ის ჩვენს სიმამაცეს აფასებს” – ზელენსკი

“დონალდ ტრამპს დახმარება სურს, ის ჩვენს სიძლიერეს, ერთიანობასა და სიმამაცეს აფასებს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ახლა ამოცანა ევროპასა და აშშ-ს შორის ერთიანობის შენარჩუნებაა. რადგან თუ ამერიკული პოლიტიკა შეიცვლება, მაშინ ევროპაში ერთიანობის სიმტკიცეც შეიცვლება. ექნება თუ არა ამას გავლენა დახმარების გაზრდაზე? არა, ეს მხოლოდ მის შემცირებაზე იქონიებს გავლენას“ – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სექტემბერში გამართული შეხვედრა „ძალიან კარგი“ იყო. „მან თქვა, რომ ომის დასრულება სურს, მაგრამ ასევე, მას დახმარება სურს. ის უკრაინის მხარდაჭერის მხარეს არის, ის ჩვენს სიძლიერეს, ერთიანობასა და სიმამაცეს აფასებს. ჩვენს…

მეტი...

ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ირაკლი დემეტრაშვილი ნახევარფინალშია

პოლონეთის ქალაქ პილაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებს. ტურნირის მეოთხედფინალში არიან გასულები აკაკი ჯაფარიძე, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ), კოტე კაპანაძე (81კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (100კგ). საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი უკვე მიიღეს. გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ვერცხლს ნინო ლოლაძე (57კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს კი – თენგო ზირაქაშვილი (66კგ).  

მეტი...

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს” – ზელენსკი

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა. მისივე თქმით, ახლა უკრაინაში ოთხი ტიპის რაკეტის გამოცდა მიმდინარეობს. „ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

მეტი...

მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულმა დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლდნენ. ცნობისთვის, 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით სულ 27 ადამიანი იყო დაკავებული მათ ბრალი სისხლის…

მეტი...

ხვალ, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა

აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, დღევანდელმა აქციამ ხელისუფლების სუსტი ძალა აჩვენა და ხალხს ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს. „ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს, ხვალ, 19:00 საათზე სამოქალაქო სექტორს აქვს დაანონსებული აქცია და შევუერთდეთ! ეს არის სულ მათი ძალა, ახლა აქ რამდენი პოლიციელიც დაგვყვება, სიმართლე გითხრათ დღევანდელ მსვლელობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, „გავტესტეთ“, ცესკოში რაც მოხდა იყო ფაქტი, რამაც საქართველოს მოქალაქეების განწყობა აჩვენა, იმ ოქმთან დაკავშირებით, რომელსაც კალანდარიშვილმა ხელი მოაწერა“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცესკოსთან აქციის დასრულების შემდეგ, მოქალქეებმა პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა მათ…

მეტი...

“მზად ვარ გადავდგე”- ბჟანია

ასლან ბჟანიას განცხადებით, მომიტინგეების მიერ ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, „პრეზიდენტის“ თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ განცხადებას რუსული მედია ავრცელებს. „მათ ვინც შენობა დაიკავა, ვინც სახელმწიფო გადატრიალების დასრულებას ცდილობდა, შენობის კომპლექსი უნდა დატოვონ, რის შემდეგაც მე მზად ვარ არჩევნები დავნიშნო, მზად ვარ გადავდგე და არჩევნებში მონაწილეობა მივიღო“ – განუცხადა ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში შეკრებილ მხარდამჭერებს.    

მეტი...

“შავი ლაქა! ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო!”- მდინარაძე

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბოლოდროინდელ აქტივობებს და ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ შავი სითხის შესხმას ეხმაურება. “შავი ლაქა! ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო! საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს! მკლავზე დამაგრებით დაიწყეს…“ – წერს მდინარაძე.  

მეტი...

საპროტესტო მსვლელობაზე 3 ადამიანი დააკავეს

საპროტესტო მსვლელობისას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან გაიმართა, ჯამში სამი ადამიანია დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. ცნობისთვის, იქამდე საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მოქალაქეთა დაკავება გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობისა და საპოლიციო მოქმედებებისთვის ხელის შეშლისთვის მოხდა.

მეტი...

დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“ქართული ოცნება” პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი. ოქმის თანახმადვე, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ – „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ 12. საარჩევნო სუბიექტის შედეგები ასეთია: „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 3 892 ხმა, 0.19%’„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 229 161 ათასი ხმა, 11.03%, მანდატების რაოდენობა 19.„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენობა 16;„ევროპელი დემოკრატები“ – 7955 ხმა, 0.38%; „საქართველოს…

მეტი...

აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარე მსვლელობაზე ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას, საპატრულ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სერგი ბზიშვილი ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავაა. ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა მსვლელობა დაიწყეს აღმაშენებლის ხეივანზე. პოლიცია მსვლელობის მონაწილეებს უფლებას არ აძლევს გზის სავალი ნაწილის სრულად გადასაკეტად. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად შეხლა-შემოხლაა.

მეტი...

დაპირისპირება იყო სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის

აღმაშენებლის ხეივანში ვითარება დაძაბა. დაპირისპირება იყო სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის. სავარაუდოდ, დაკავებულია აქციის ერთი მონაწილე. “პოლიცია რუსეთის დავალებას ასრულებს, მიმდინარეობს ქტივისტებზე ფიზიკური აგნარიშსწორება”- ამბობს აქციის მონაწილე. ცესკოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის ხეივანი გადაკეტეს.

მეტი...

“ფიზიკურად ვერ შეძლო”- ბრიფინგი კალანდარიშვილის ნაცვლად მისმა მოადგილემ გამართა

შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერისა და არჩევნების ოფიციალურად დასრულების დასკვნითი ბრიფინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად, მისმა მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გამართა. როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, სხდომის მიმდინარეობისას მომხდარი სამწუხარო ინციდენტის გამო, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო. “ყველა შემაჯამებელი ოქმი იყო კანონიერ ძალაში შესული. ასე რომ, დღევანდელ სხდომაზე ერთადერთი პროცედურა რასაც ითვალისწინებს კანონი გახლავთ ის, რომ კომისიის მდივნის მიერ ცხადდება შესაბამისი შედეგები და ივსება შემაჯამებელი ოქმი, მას ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი და ის დასტურდება კომისიის ბეჭდით. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის სამწუხარო ინციდენტი, რაც მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის სხდომაზე და შესაბამისად,…

მეტი...

“შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება”- გიორგი შარაბიძე

“უკიდურესი ვადა 21 ნოემბერი არ არის დათქმული და ბეჭედ დასმული ვადა- შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება – ყველა ვადა და ინსტანცია გუშინ ამოწურული იყო” – ასე უპასუხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ კითხვას, რატომ არ დაელოდა ცესკო ვადის ამოწურვას, კერძოდ, 21 ნოემბერს წარედგინათ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. მისივე თქმით, შესაძლოა, არსებობდეს მეორე კონტრკითხვა – რატომ უნდა გაწელოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ხელოვნურად ვადა, როცა ყველა იურიდიული საფეხური გავლილია და დასრულებული? „საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელ ოქმს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ადგენს მას შემდეგ, რაც ამოიწურება ყველა ინსტანციაში ყველა შესაძლო საჩივრის განხილვის…

მეტი...

აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

ცესკოს შენობასთან მყოფი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ. მათ გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. უცნობია, თუ სად მიდიან აქციის მონაწილეები. „მოქალაქეები ვცდილობთ არ შეწყდეს პროტესტი. ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, რასაც უპირისპირდება შავ ლაქად გადაქცეული ძალა, რომელიც იყენებს ყველა მეთოდს – შეზღუდვის დაშინების და ტერორის“- ამბობს აქციის მონაწილე.

მეტი...

ცესკოსთან აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ცესკოსთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვითარება, მას შემდეგ დაიძაბა რაც აქციის მონაწილეები ცესკოს ეზოში შესასვლელ ჭიშკართან მივიდნენ და პროტესტის ნიშნად, რკინის კონსტრუქციის ძალით გარღვევა სცადეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ერთ-ერთმა პოლიციელმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მეტი...