ჯგუფ „დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდა, თუმცა, სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში რჩება, სადაც ღამის გათენებას გეგმავენ. ახალგაზრდებმა, აქცია ხვალ, 11:00 საათზე, ცესკოსთან დააანონსეს, სადაც, მათი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ოქმს შეაჯამებს. “ცესკომ გამოაცხადა, რომ ხვალ აპირებს არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნა გამოიტანოს, რომელსაც, გარდა „ქართული ოცნებისა”, რუსეთისა და ნიკარაგუისა, ყველა თვლის, რომ გაყალბებულია. ხვალ, 11:00 საათზე, ცესკოსთან ვიქნებით ამ დასკვნის მოლოდინში. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ არჩევნების გაყალბება ტრადიციად შემოიტანონ. ყველა პროცესი, რომელიც ჩვენი დაწყებულია, საქართველოს გამარჯვებით დასრულდება”- განაცხადა აქციის მონაწილემ.
მეტი...დღე: ნოემბერი 15, 2024
“დროს ითხოვს” – ბჟანიას გადადგომას აფხაზი ოპოზიციონერი არ ადასტურებს
“ასლან ბჟანია არ დათანხმებულა გადადგომას, მოლაპარაკებებში პაუზაა” – ამის შესახებ აფხაზმა ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ განაცხადა. „პრეზიდენტთან ერთად საუბარია ვიცე-პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე [მათ გადადგომაზე]. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად გასაგებია. ამ ეტაპზე დეპუტატები უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ მას [ბჟანიას]. ის, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ ცოტა დროს ითხოვს, მოსაფიქრებლად და ასე შემდეგ. ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რაღაცნაირი პაუზაა, როგორც ჩანს იქ, ერთმანეთში თათბირობენ,” – განაცხადა არძინბამ. ცნობისთვის, პარალელურად მედიაში აფხაზ ოპოზიციონერებზე დაყრდნობით ინფორმაცია ვრცელდება, რომ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია ოპოზიციის მისი გადადგომის შესახებ მოთხოვნას დათანხმდა. ასლან ბჟანია გადადგა
მეტი...ასლან ბჟანია გადადგა
გავრცელებული ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ დღეს, დე ფაქტო პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენდნენ. აქციის მონაწილეები დე ფაქტო პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.
მეტი...“ხვალ, ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის”- დეკანოიძე
“ხვალ ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს. თან, ფეხბურთია და იმედი აქვთ, ასე გააპარებენ” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოიძე საზოგადოებას ხვალ ცესკოს შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს „ხვალ ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს. თან, ფეხბურთია და იმედი აქვთ ასე გააპარებენ. ხვალ, ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის. 11 საათზე! მართლა ქურდები”- წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში. ცესკო ხვალ შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს
მეტი...ბათუმი, თბილისი, ქუთაისი – სტუდენტების პროტესტი
სტუდენტები აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს ბათუმსა და თბილისში. ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს თსუ-ს მეორე კორპუსთან. ცოტა ხნის წინ პოლიციასა და სტუდენტებს შორის დაპირსპირება იყო. სამართალდამცავები ახალგაზრდებს უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ. სტუდენტები იმყოფებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. პარალელურად, ღამის გათევას გეგმავენ ახალგაზრდები ბათუმის უნივერსიტეტშიც.
მეტი...ცესკო ხვალ შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს
ცენტრალურლმა საარჩევნო კომისიამ ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, სხდომა ჩანიშნა. ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. სავარაუდოდ ცესკო შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს. რის შემდეგაც, 10 დღის ვადაში მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. როგორც ცნობილია, ის ოპოზიციური პარტიის წევრები, რომლებმაც არჩევნებში ბარიერი გადალახეს შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.
მეტი...სტუდენტებმა თსუ-ს მეორე კორპუსთან გადაინაცვლეს
ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა და სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მეორე კორპუსთან გადაინაცვლეს. როგორც ორგანიზატორებმა შეკრებილებს განუცხადეს, მეორე კორპუსთან გადანაცვლების მიზეზი არის ის, რომ სწორედ ამ კორპუსში ატარებს პრემიერ-მინისტრი ლექციებს. ახალგაზრდებს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შესასვლელთანაც სამართალდამცავების კორდონი დახვდა. სტუდენტები სკანდირებენ: შეგვიშვით, შეგვიშვით!“
მეტი...“არჩევნების დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები არ გიცავდათ და არ გვიცავს დღემდე” – სალომე ზურაბიშვილი
“არჩევნების დღეს ძალადობის კადრები რომ ვნახე ტელევიზორით, დავურეკე შს მინისტრს, მის მოადგილეს… ვერსად დავუკავშირდი და დღემდე არ გადმოურეკავთ. შემიძლია დავადასტურო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ გიცავდათ იმ დღეს და არ გვიცავს დღემდე” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო შეხვედრის დასრულებისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს ბრძოლა ახლა მხოლოდ პირველ ეტაპზეა. “ეს არაფერს ნიშნავს, ფაქტია, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, არ ჩატარებულა ლეგიტიმურად, გაყალბდა, მოპარულია. დარწმუნებული ვარ, რომ აქ იყო დიდი ინსპირაცია რუსული სცენარის და ამიტომ არის, რომ ბევრი რამ წინასწარ ვერ…
მეტი...“უნდათ, რომ გამოხატონ პროტესტი. ეს მათი უფლებაა”- ლექტორების ნაწილი სტუდენტებს მხარს უჭერს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ლექტორების ნაწილი უერთდება. “სტუდენტებს უნდათ, რომ გამოხატონ პროტესტი უნივერსიტეტის შიგნით. ეს მათი უფლებაა. გადახედონ, რა ხდება ევროპულ უნივერსიტეტებში. რომელი ევროპული უნივერსიტეტის კარი არის ჩაკეტილი სტუდენტებისთვის. მაგრამ ამათ არ უნდათ ევროპული უნივერსიტეტი, ესენი მიდიან რუსეთისკენ. არ შემიშვეს არც მე. ჯაბა სამუშია არის “ქართული ოცნების” დანიშნული რექტორი და ის კობახიძის დავალებებს ასრულებს. არ დაგავიწყდეთ, რომ კობახიძემ უნივერსიტეტის სტუდენტები რამდენჯერმე გაალახინა. 35 წელია მე უნივერსიტეტში ვასწავლი, მე მსგავსი არაფერი მინახავს. რაც დღეს ხდება, ეს არის სრულიად სამარცხვინო და მიუღებელი. რექტორი ასრულებს “ქართული ოცნების” დავალაბებს და არ ითვალისწინებს სტუდენტების…
მეტი...“შეგვიშვით!”- თსუ-თან ამ დრომდე რთული ვითარებაა
თსუ-თან ამ დრომდე რთული ვითარებაა. ადგილდე მობილიზებულია პოლიცია. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელთან არიან სტუდენტებოი, რომლებიც შენიბაში შესვლის უფლებას ითხოვენ. “შეგვიშვით!” სკანდირებენ ახალგაზრდები, რომლებსაც დაანონსებული ჰქონდათ, რომ ღამე უნივერსიტეტის შენობაში უნდა გაეთენებინათ. პოლიციელებსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებაც კი იყო. პარალელურად, სტუდენტები ილიაუნშიც იმყოფებიან. ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია. ახალგაზრდების გარდა, საპროტესტო მსვლეობას შეუერთდნენ რიგითი მოქალაქეებიც.
მეტი...ჭავჭავაძის გამზირი პარალიზებულია
აქციის მონაწილეების მსვლელობის გამო ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ. ჯგუფ „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს. ილიაუნის შესასვლელში ასევე სტუდენტები იმყოფებიან, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვს გაშლილი. ისინი ამბობენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ახალგაზრდები იმყოფებიან ასევე თსუ-ს პირველ კორპუსთან, სადაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო.
მეტი...“ის რაც ხდება თვითოკუპირებულ აფხაზეთში არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატარონ”- პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. პრეზიდენტის განმარტებით, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატარონ. „მე მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება და ასევე გამოვეხმაურო რუსულ პოლიტიკას და დავგმო ის, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი და რაც, პრინციპში, უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის, ვითომ და დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს მისი პოლიტიკა. შეაცვლევინებ კი არა ააჩქარებ და ეს ჩანს ყოველდღიურად და ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატაროს და…
მეტი...“თქვენი გამოცდილება არსად დაიკარგება. შედგება ახალი არჩევნები”- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიების წარმოამდგენლებს ხვდება. პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა. “თქვენი გამოცდილება არსად დაიკარგება. შედგება ახალი არჩევნები. როდის და როგორ ამას ვერ ვიტყვით ჩვენ, მაგრამ შედგება ახალი არჩევნები, რადგან ეს არჩევანი არ შედგა და ამას არავინ შეეგუება. თქვენი გამოცდილება, ხვალინდელი ბრძოლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის და მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ხვალინდელ არჩევნებში კიდევ უფრო კარგად დაიცავთ ჩვენს ხმებს. გექნებათ გამოცდილება, გეცოდინებათ უფრო მეტად რას უნდა მიაქციოთ ყურადღება” – ამბობს პრეზიდენტი.
მეტი...“შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი, ვერ შევუშვებთ ვერავის”- სერგი ბზიშვილი
“შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი, ვერ შევუშვებთ ვერავის” – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა თსუ-ს პირველ კორპუსთან განაცხადა, სადაც ამ დროისთვის სტუდენტები არიან შეკრებილი და შენობაში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ. სერგი ბზიშვილის განცხადებით, სამართალდამცავების მიზანია, რომ შენობაში ვინმე არ შევიდეს და უნივერსიტეტის ინვენტარი არ დაზიანდეს. „ჩვენი მიზანი რა არის გეტყვით, ვინმე არ შევიდეს შენობაში და არ დააზიანოს ინვენტარი. შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი. ვერ შევუშვებთ ვერავის, ამ შენობას დაცვა სჭირდება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ ამ შენობას ვიცავთ“ – განაცხადა სერგი ბზიშვილმა.…
მეტი...„ყველაზე მთავარი პრინციპები იქნა დარღვეული და არ შედგა არჩევნები“ – პრეზიდენტი სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე
“არის ისეთი საკითხები, რომლებიც წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ ნამეტანი თავდაჯერებულები ვიყავით, ესეც შექმნილი სიტუაცია იყო და ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტმა დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მომდევნო არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. “ფრონტის ხაზზე და იყავით ის ჯარი, რომელიც ჩვენს ხმებს იცავდა. მე ვიტყოდი, რომ ახალი მტკიცებულებები ნამდვილად არ არის საჭირო იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ვნახეთ და ყველა დავრწმუნდით იმაში, რომ ყველაზე მთავარი პრინციპები იქნა დარღვეული ამ არჩევნებზე და არ…
მეტი...ხმაური და დაპირისპირება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავდნენ. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ. თსუ-ს სტუდენტების ნაწილის ამბობს, რომ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია. ადგილზე ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან, რომლებიც თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ. სტუდენტები სკანდირებენ -“შეუშვით”. უნივერსიტეტის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.
მეტი...ტყუპები გააჩინა და გარდაიცვალა
28 წლის ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ტყუპები გააჩინა, გარდაიცვალა. შორენა ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ის ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა და თურქეთში გადაყვანა სჭირდებოდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაციას, მისი გარდაცვალების შესახებ, ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
მეტი...,,მშვიდად ვუყურებთ პროცესს, ეს ყველაფერი ჩაივლის, პარლამენტი შეიკრიბება, გაგრძელდება ცხოვრება” – შალვა პაპუაშვილი
,,პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიცია ჩარჩენილია წარსულში და 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის არგუმენტებით საუბრობს არჩევნებთან დაკავშირებით”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ამ არჩევნებზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ შეეჯახნენ მანქანებს, ტექნოლოგიას. „შეუძლებელია იმ არგუმენტებით ისაუბრონ, რაც ჰქონდათ თუნდაც 2020-ში, თუ ადრე. აიღებდნენ რამდენიმე შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც შეიძლებოდა, დისბალანსი ყოფილიყო ან შესწორების ოქმები ყოფილიყო, რაც კანონმდებლობით დაშვებული საკითხები იყო. ამით, ვინაიდან ვიზუალურად შეეძლოთ სპეკულაცია, აფრიალებდნენ რაღაც ფურცლებს და უბრალოდ დრო სჭირდებოდა შემდეგ ამ დეზინფორმაციის უარყოფას. ახლა ამასაც ვერ აკეთებენ. ფურცელსაც ვერ იჭერენ ხელში, რომ რაღაც თქვან დარღვევაზე. ჩვეულებრივ შეთქმულების…
მეტი...სოხუმში აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვენ
სოხუმში, უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ბჟანიას დე ფაქტო მთავრობამ ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ ე.წ. აპარტამენტების კანონს უკან გაიწვევენ. ბჟანის პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია საინვესტიციო შეთანხმების კანონპროექტის რატიფიცირების პარლამენტიდან გატანის შესახებ დოკუმენტს ამზადებს. ,,ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით იქნა მიღებული”, – აღნიშნულია განცხადებაში. პროტესტის მონაწილეებმა დე ფაქტო ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად 20 წუთი მისცეს. ამ წუთებში, სოხუმში, დე ფაქტო პარლამენტის შენობა პარალიზებულია. დერეფნებში სამი ათასამდე მომიტინგე დგას, რომლებიც ბჟანიას გადადგომას და მორატორიუმს ითხოვენ. აფხაზეთში მომიტინგეებმა დე ფაქტო პარლამენტის ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში შევიდნენ
მეტი...ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით, ღამის საათებში შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო, 16 და 17 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...რესპუბლიკის მოედანზე გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან
რესპუბლიკის მოედანზე გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან. მალე თბილისის ქუჩებში მსვლელობა დაიწყება. დღეს ქუჩაში იდგებიან სტუდენტები. ასევე, გარეთ გადიან ხელოვანებიც, ყველასთვის ცობილი სახეები და უცნობი ადამიანებიც, ვინც ფიქრობს რომ მათ გარეშე არაფერი გამოვა. ,,ერთობას ვერანაირი ძალა ვერ დაამარცხებს”, – ამბობენ რესპუბლიკის მოედანზე მისული ადამიანები.
მეტი...,,ქალბატონი სალომე წესით, დაკავებული უნდა იყოს საკუთარი ნივთების გამზადებით” – შალვა პაპუაშვილი
,,ქალბატონ სალომეს სულ რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი ამ თანამდებობაზე ყოფნის და მის ადგილას, წესით, ადამიანი დაკავებული უნდა იყოს საკუთარი ნივთების გამზადებით, იმისთვის, რომ გავიდეს მისი პოზიციიდან”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერთა ნაწილის ინიციატივას, რომ სიების ჩახსნის პროცესში პრეზიდენტიც ჩაერთოს. ასევე, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატზე კონსულტაციებსა და ფიქრს, პარლამენტის შეკრების შემდეგ დაიწყებენ. რაც შეეხება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებებს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ოპოზიცია ჩარჩენილია წარსულში და 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის არგუმენტებით საუბრობს“. „აღმოაჩინეს ამ არჩევნებზე, რომ ისინი შეეჯახნენ მანქანებს, ტექნოლოგიას და შეუძლებელია იმ არგუმენტებით…
მეტი...,,მუქარის შეტყობინებები, სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები მოტივაციაა, რომ დაუღალავად ვიმუშაოთ” – გიორგი კალანდარიშვილი
,,არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რაც კვეთს ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პირადად ჩემზე და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მან ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიმართა და განაცხადა, რომ მათ უფლებებს ყველა ადამიანური და სამართლებრივი საშუალებით დაიცავს. „მინდა გამოვეხმაურო ზეწოლის კამპანიას, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სულ უფრო ძლიერდება, ინტენსიურ და შეურაცხმყოფელ ხასიათს იღებს. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რაც კვეთს…
მეტი...ბაყაყის უგემრიელესი წვნიანი, შანხაი (video)
ბაყაყის ხორცი ჩინეთში ერთ-ერთ დელიკატესად ითვლება. ბაყაყის წვნიანი კი ქორწილებში ერთ-ერთ მთავარ კერძად ითვლება, კუს წვნიანთან ერთად. ბაყაყი და კი კი მარკეტებში თევზთან ერტად იყიდება როგორ ცოცხალი, ისე გაყინული.
მეტი...,,ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა!” – ხაზარაძე
,,როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა!”, – წერს ფეისბუქზე ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე. ,,გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით და ბევრი სხვადასხვა საპროტესტო კერებით – ინსტიტუტებში, საჯარო და კერძო სექტორებში, საზოგადოებრივ ადგილებში. როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა! ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და აღვადგინოთ თითოეული მოქალაქის უფლება. ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება! მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! დავიბრუნოთ წართმეული უფლებები. ევროპული არჩევანი…
მეტი...აფხაზეთში მომიტინგეებმა დე ფაქტო პარლამენტის ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში შევიდნენ
ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები დე ფაქტო პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ მომიტინგეებმა „პარლამენტის“ ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში ისე შევიდნენ. შეგახსენებთ, რომ დღეს, დე ფაქტო პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ. VIDEO: შეჭრა სოხუმის დე ფაქტო პარლამენტში
მეტი...VIDEO: შეჭრა სოხუმის დე ფაქტო პარლამენტში
აფხაზეთში მომიტინგეები დე-ფაქტო სამთავრობო შენობის ალყაში მოქცევას ცდილობენ ღობე შანგრიეს და ე.წ. პარლამენტში შეიჭრნენ აფხაზეთში დე-ფაქტო პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
მეტი...აფხაზეთში მომიტინგეები დე-ფაქტო სამთავრობო შენობის ალყაში მოქცევას ცდილობენ
აფხაზეთში, საპროტესტო აქციის მონაწილეები დე ფაქტო სამთავრობო შენობის ალყაში მოქცევას ცდილობენ. აფხაზეთის ,,ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები” აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ე.წ შს მინისტრი და ე.წ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აქციაზე გავიდნენ და პირობას იძლევიან, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ასლან ბჟანიას გადასცემენ. აფხაზეთში დე-ფაქტო პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
მეტი...აფხაზეთში დე-ფაქტო პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია, მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამის შესახებ ,,ტელეგრამ” არხი ,,D News Абхазия” იუწყება. მანამდე აქციის მონაწილეებმა ავტომობილით ღობის ნაწილი დაანგრიეს და დე ფაქტო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდნენ. აქციის მონაწილეებსა და ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ღობე შანგრიეს და ე.წ. პარლამენტში შეიჭრნენ
მეტი...ღობე შანგრიეს და ე.წ. პარლამენტში შეიჭრნენ
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სესია გაიხსნა, სადაც „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ „კანონპროექტის“ რატიფიკაცია იგეგმებოდა, თუმცა ე.წ. დეპუტატებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა არ გაგრძელდება. ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი RESPUBLICA ავრცელებს. ამასთან, დე-ფაქტო პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „კანონპროექტის“ რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან, დაშლას არ აპირებენ და მოითხოვენ, სხდომა ჩატარდეს და ე.წ. „დეპუტატებმა“ „კანონპროექტის“ წინააღმდეგ მისცენ ხმა. „სხდომა უნდა შედგეს და დეპუტატებმა საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოხსნან. სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადგურ არძინბამ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
მეტი...VIDEO: სოხუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ პარლამენტის ღობე შეანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ
ოკუპირებულ აფხაზეთში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ე.წ პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, ადგილზე არსებული სამხედრო მანქანით რკინის ღობის დაზიანება და ე.წ პარლამენტის ეზოში შეჭრა შეძლეს. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებსა და ძალოვანებს შორის დაპირისპირებაა. ადგილზე მობილიზებულია სამხედრო მანქანებიც. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტში სესია, რომელზეც ინვესტიციების შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირების საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო. ე.წ პარლამენტის წევრებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ მოხდეს სესიის გადადება და დეპუტატებმა კანონის წინააღმდეგ მისცენ ხმა.
მეტი...დონალდ ტრამპი აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ტოდ ბლანშეს წარადგენს
აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ტოდ ბლანშეს წარადგენს. ბლანშე ტრამპს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში, სადაც ის ბიზნესჩანაწერების გაყალბებისთვის გაასამართლეს. „ტოდი არის შესანიშნავი იურისტი, რომელიც მნიშვნელოვანი ლიდერი იქნება იუსტიციის დეპარტამენტში და გამოასწორებს იმ მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩამოშლილია“, – აღნიშნავს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მეტი...სოხუმში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმი, საპოლიციო და სამხედრო ძალებია მობილიზებული. სხდომაზე დღეს იმ ე.წ კანონს ამტკიცებენ, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს ექნებათ უფლება ოკუპირებულ აფხაზეთში დაიწყონ ბიზნესი, უფრო ხელსაყრელი პირობებით ვიდრე ადგილობრივებმა. ადგილობრივი მედია წერს, რომ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებამდე, დეპუტატებს მთელი ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ ეგრეთ წოდებული მთავრობის წევრები. ოპოზიცია აქციებს აანონსებს და ადგილობრივებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ძალოვნებისა და სპეცდანიშნულების ჯგუფების ყველა ავტომობილს საბურავები დაზიანებული აქვს. მედიის ინფორმაციით, ეს უკავშირდება დე ფაქტო ხელისუფლების შიშს ე.წ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მხარეს არ გადავიდნენ.
მეტი...ევროკავშირმა კომპანია Meta კონკურენციის დარღვევის გამო დაახლოებით 800 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკულ კომპანია Meta-ს, რომელიც Facebook-ის მფლობელია, დაახლოებით 800 მილიონი ევროს ჯარიმა გამოუწერა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. ევროკავშირმა მიიჩნია, რომ Facebook-ის Marketplace-ის შეტყობინებების დაფა არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის, რის გამოც სხვა მსგავსი პლატფორმები ზარალდებიან. ჯარიმის ზუსტი ოდენობა 797,72 მილიონი ევროა. ამერიკული ტელეარხი აღნიშნავს, რომ ეს არის Facebook-ის პირველი დაჯარიმება ევროკავშირის მხრიდან. მანამდე ბრიუსელმა მილიარდობით ევროთი უკვე დააჯარიმა Big Tech Google და Apple ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო.
მეტი...სარფთან ახლოს მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, კერძოდ რიზეში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა. გეოლოგის ინფორმაციით, მიწისძვრა სარფიდან 53 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა ბათუმში. მანამდე, თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4.9 სიმძლავრის მიწისძვრა მალათიის პროვინციის დოგანშეჰირის რაიონში მოხდა.
მეტი...,,ენერგორესურსებზე ფასების შესამცირებლად ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს” – ორბანი
,,ენერგორესურსებზე ფასების შესამცირებლად ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრულ საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სანქციები ზრდის ენერგორესურსების ფასებს, რაც ხელს უშლის ბლოკის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას. „ენერგორესურსების ფასები ნებისმიერი გზით უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ სანქციები უნდა გადაიხედოს, რადგან არსებული სანქციების პოლიტიკის პირობებში ენერგორესურსების ფასები არ დაიწევს“, – განაცხადა ორბანმა.
მეტი...