ცნობილია ვინ არის ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო

12 ნომებერს სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა, მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, ირაკლი ჩოფლიანიამ. მომხდარზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ,,ირაკლი ნათელში ყოფილიყოს შენი ვაჟკაცი სული უზომოდ მტკივნეულია შენი იმიერში გადასვლა ჩემო მეგობარო“; ,,მართლა არ მყოფნის სიტყვები როგორ გაგიხსენო წარსულში”, – წერენ სოციალურ ქსელში ახლობლები.

მეტი...

პოლონეთში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვითი ბაზა გაიხსნა

პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ რეძიკოვოში აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზა საზეიმოდ გაიხსნა. პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ცერემონიას აშშ-ის ელჩთან და სხვა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ბაზის გახსნა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნისა და ნატო-ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „მთელმა მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ეს აღარ არის რუსეთის ინტერესების სფერო“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე განმარტებით, „პოლონეთის თვალსაზრისით, ეს სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანია“. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ბაზის გახსნა „გამორჩეულ მოვლენად“ შეაფასა პოლონეთის, აშშ-ისა და ნატო-ს უსაფრთხოების ისტორიაში. მისი თქმით, კონფლიქტები უკრაინასა…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 15-18 ნოემბერს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-18 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს: 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. ქ. თბილისში  15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 და 18 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16-17 ნოემბერს შედარებით აგრილდება, გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი,…

მეტი...

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ტრამპმა ტულსი გაბარდი დაასახელა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ჰავაის შტატიდან, ტულსი გაბარდი წარადგინა. ის ადრე დემოკრატიული პარტიის წევრი იყო და 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობდა, მაგრამ შემდეგ რესპუბლიკელების მხარდაჭერა დაიწყო. გაბარდი დაეხმარა ტრამპს 2024 წელს ჰარისის წინააღმდეგ დებატების მომზადებაში. ტულსი გაბარდი 43 წლისაა, ის ამერიკის სამოას ტერიტორიაზე დაიბადა, გაიზარდა ჰავაიზე და ბავშვობის ერთი წელი გაატარა ფილიპინებში. პირველად ის წარმომადგენლობით პალატაში 21 წლის ასაკში აირჩიეს, თუმცა ერთი ვადის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით იგი კონგრესში აირჩიეს ჰავაის წარმომადგენლად. როგორც წარმომადგენელთა პალატის პირველმა ინდუისტმა წევრმა, გაბარდმა ფიცი დადო ბჰაგავად გიტაზე, ინდუისტურ…

მეტი...

,,აშშ დაყოფილია, პოლიტიკური განსხვავებები ანგრევს მეგობრობასა და ოჯახებს, არ მინდა ეს გერმანიაშიც მოხდეს” – შოლცი

,,აშშ ღრმად არის დაყოფილი, პოლიტიკური განსხვავებები ანგრევს მეგობრობას და ოჯახებს. ქალბატონებო და ბატონებო, მე არ მინდა, რომ ეს მოხდეს აქ, გერმანიაში”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თვალს ადევნებდა აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიას და ხედავდა, თუ რამდენად ემოციურად მიმდინარეობდა პროცესი და რამდენად დაყოფილია ქვეყანა. ოლაფ შოლცმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია აშშ-თან ძლიერი თანამშრომლობის გაგრძელება. „მე კვირას ველაპარაკე პრეზიდენტ ტრამპს. უპირველესად, ეს იყო კარგი დისკუსია, კარგი საუბარი ბევრ საკითხზე, რომელიც გვაწუხებს. ჩემი აზრით, კარგი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის, გერმანიასა და…

მეტი...

ნაგვის ურნაში ახალშობილი იპოვეს

თურქეთში, ქალაქ კონიაში, ნაგვის ურნაში ახალშობილი იპოვეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ჩვილი გადაარჩინეს და ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ახალშობილი, დილით, ნაგვის გადასაყრელად გასულმა ადგილობრივმა იპოვა და შესაბამის სამსახურებს შეატყობინა. გოგონა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის დაბადებულია.

მეტი...

ამსტერდამში პოლიციამ პროპალესტინელი მომიტინგეები დააკავა

ამსტერდამში პოლიციამ პროპალესტინელი მომიტინგეები დააკავა. დემონსტრანტები ეწინააღმდეგებოდნენ აკრძალვას, რომელიც გასულ კვირას საფეხბურთო კლუბ ,,აიაქსსა” და ისრაელის ,,მაკაბს” შორის მატჩის შემდგომი ძალადობის გამო დაწესდა. დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე. გასულ კვირას მომხდარი შეტაკებების გამო, საერთო ჯამში, დაკავებულ დემონსტრანტთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენს.

მეტი...

,,პროკურატურამ დააყადაღა საარჩევნო აღჭურვილობა” – გიორგი გახარია

როგორც პარტია ,,გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, იმის ნაცვლად რომ ცესკოს მხრიდან მომხდარიყო საარჩევნო სიების გასაჯაროება, პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში დააყადაღა საარჩევნო აღჭურვილობა, რომელშიც ამომრჩეველთა სიები ინახებოდა. ,,ჩვენ თავიდან მივმართეთ ,,ოცნებას”, რომ გაესაჯაროებინა იმ ამომრჩევლების სიები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, იმის მითითებით, თუ რომელი უბანზე მიიღეს მათ არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა ,,ცესკომ” ამაზე რეაგირება არ მოახდინა. ამის შემდგომ მივმართეთ სასამართლოს, რათა სასამართლოს დაეცვა ის აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახებოდა. მივმართეთ სასამართლოს თხოვნით, რომ გადაუდებლად დაეცვა ეს აღჭურვილობა. სამწუხაროდ, სასამართლოზე გამოცხადდნენ ცესკოს წარმომადგენლები, რომლებმაც თქვეს, რომ პროკურატურამ თურმე აღძრა სისხლის…

მეტი...

რუსებმა ილინკა დაიკავეს და კუპიანსკში შევიდნენ – DeepState

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ილინკას დასახლება აიღეს. ინფორმაციას ანალიტიკური პროექტი DeepState-ი ავრცელებს. ,,მტერმა ილინკას ოკუპაცია მოახდინა და ასევე წინ წაიწია ნოვოდონეცკთან, ტრუდოვოისა და კუპიანსკთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. DeepState-ის ცნობით, რუსები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ. რუსული მხარე, რომელმაც მიიღო ინფორმაცია მათი წარმატებების შესახებ, ცდილობდა მხარდამჭერი ძალების გაგზავნას, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტერს დაარტყეს

მეტი...

,,ეს არის ფაქტობრივად აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარების პროცესის დაწყება” – გიორგი გახარია

როგორც პარტია ,,გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ,,ქართული ოცნების” ქმედებების შედეგად აფხაზეთში ანექსიური პროცესები დამძიმდა, ამის გამოსახულება იყო ჟენევის მოლაპარაკებებიც და ისიც, რაც 16 ნოემბერს აფხაზეთში მშენებლობებთან დაკავშირებით კანონის მიღების შედეგად მოხდება. ,,ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამართლებრივი და მორალური ბაზისი შეუქმნა იმ ქმედებებს, რასაც რუსეთი ახორციელებს აფხაზეთში. ეს იყო, ბოდიში, რომელიც რუსეთის საგარეოს განცხადებაში გამოყენებულია იმის დასადასტურებლად რომ ომი დაიწყო საქართველომ. შემდგომ პრემიერის მიერ დაბრალება, რომ ომი დაიწყო საქართველომ და გაასამართლებენ ომის დამნაშავეებს. ამის შემდგომ კამპანია, რომ დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ ახალი, მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს…

მეტი...

რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. ,,შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 15 ნოემბრის 15:00 საათიდან 17 ნოემბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს. რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე, იმოძრავებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო…

მეტი...

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორი მოქალაქე დაუსწრებლად დააკავა

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორი მოქალაქე, ლადო გამსახურდია და ქართლოს რუსიტაშვილი დაუსწრებლად დააკავა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TACC რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ე.წ. პროკურატურა მათ დაქირავებულ მებრძოლად მსახურობაში სდებს ბრალს. როგორც TACC წერს, ,,გამოძიებამ” დაადგინა, რომ გამსახურდია და რუსიტაშვილი სამხედრო დანაყოფ ქართულ ლეგიონს მოხალისეობრივად შეუერთდნენ და იქ უცხოეთის მოქალაქეების მიღებასა და მათთვის წვრთნების ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები. ,,ორივე ბრალდებული საერთაშორისო ძებნილთა სიაშია, ამიტომ სასამართლომ გადაწყვიტა, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორივე მათგანი დაუსწრებლად დაეკავებინა”, – წერს TACC.

მეტი...

,,თუ ისინი არ შეცვლიან კურსს, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში” – ლოპატკა

,,ვხედავთ, რომ მმართველი პარტია რუსეთისკენ მიიწევს. თუ ისინი არ შეცვლიან კურსს, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რეინოლდ ლოპატკამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,ძვირფასო კოლეგებო, სამწუხაროდ ვერ ვილაპარაკებთ საქართველოში სამართლიან არჩევნებზე და გეტყვით რატომ. იყო ზეწოლა უფრო მეტად არჩევნებამდე, ვიდრე არჩევნების დღეს. ევროპარლამენტიდან დამკვირვებლებმა დააფიქსირეს საკუთარ მოხსენებაში, რომ არჩევნები ჩატარდა პოლარიზაციის პირობებში და ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობები გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, რომ საქართველოს მმართველი პარტია მიუთითებს ევროპაზე, მაგრამ თვითონ მიიწევს რუსეთისკენ. თუ ისინი არ შეცვლიან თავიანთ კურსს, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში”,…

მეტი...

ომბუდსმენი საკონსტიტუციოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის აბორტის უფლებაზე შეზღუდვის მოხსნას სთხოვს

საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო სახალხო დამცველის სარჩელი, რომლითაც ომბუდსმენი ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის აბორტის უფლებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვს. მოქმედი კანონმდებლობით, ორსულობის 12 კვირის შემდეგ, აბორტის გაკეთება მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებშია დასაშვები, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე. ძალადობის მსხვერპლების შემთხვევაში, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ორსულობის 12 კვირის შემდეგ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც დგინდება, რომ ორსული ქალის მიმართ ჩადენილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული – გაუპატიურება. ამგვარი გადაწყვეტილების შემთხვევაში აბორტი შესაძლებელია ორსულობის 22-ე კვირამდე. სახალხო დამცველის პარატის განმარტებით, სამართალწარმოების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება არა…

მეტი...

სატვირთო მანქანა, ავტობუსი და სამი სხვა მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – დაღუპულია 12 ადამიანი

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ჩრდილო-აღმოსავლეთით პროვინცია პორტ-საიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 5. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევა გუშინ მოხდა. სატვირთო მანქანა, ავტობუსი და სამი სხვა მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე სასწრაფო დახმარების და უსაფრთხოების სამსახურის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. დაშავებულები სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცუდი საგზაო პირობების, სიჩქარის და საგზაო მოძრაობის კანონების არასრული აღსრულების გამო, ეგვიპტეში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევებში.

მეტი...

,,ქართველი ხალხი ერთ-ერთი ყველაზე პროევროპელია” – ჯორჯო გორი

,,ქართველი ხალხი ერთ-ერთი ყველაზე პროევროპელია. ამომრჩეველს არ მიეცა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოეხატა აზრი არჩევნებზე”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჯორჯო გორიმ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,ათასობით ქართველის ქუჩაში გამოსვლის კადრები, ევროპული დროშებით, რომლებმაც გააპროტესტეს ბოლო არჩევნების შედეგები, ადასტურებს, როგორ არის ქართველი ხალხი მიჯაჭვული ინტეგრაციაზე. ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოეხატათ თავისი აზრი და დაფიქსირდა ბევრი დარღვევა. იყო ყალბი ნიუსების კამპანია. ამასობაში, მიღებულ იქნა ბევრი პრორუსული კანონი, როგორიც არის უცხოური აგენტების კანონი და ასევე ე.წ ოჯახური ფასეულობების დაცვის კანონი. რუსეთის ჩარევასთან ბრძოლა არის გადამწყვეტი. ქართველი ხალხი არის ერთ-ერთი ყველაზე…

მეტი...

,,ჩორჩანა-წაღვლის ტყეში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ორკებმა გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები” – ქაცარავა

,,ჩორჩანა-წაღვლის ტყეში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ორკებმა გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები”, – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია” დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში დაწერა. ,,ჩორჩანა-წაღვლის ტყეში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ორკებმა გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები. ქოცური მშვიდობა ინ ეწშენ”, – დაწერა ქაცარავამ.

მეტი...

,,ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს” – იუკნევიჩიენე

,,ქართულ ოცნებას” არჩევნები არ მოუგია… ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს, საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. ,,კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით ცდილობენ მოიპოვონ ძალაუფლება ყველგან, საქართველო გამონაკლისი არ არის. არჩევნები საქართველოში არ იყო დემოკრატიული. ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას. ,,ქართულ ოცნებას” არ მოუგია. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მათ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისკენ. საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაყინულია – ეს ასე დარჩება. ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს. ასევე უნდა ვიმსჯელოთ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის დახმარებებზეც”, – განაცხადა…

მეტი...

,,ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი” – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

,,ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის შინასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს, საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. ,,26 ოქტომბრის არჩევნები გაისვარა სერიოზული დარღვევებით. ეს არ შეესაბამება იმ ქვეყნის სტანდარტებს, რომელსაც EU-ს კანდიდატის სტატუსი აქვს. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია – ეს ზომები დარჩება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის თავის კურსს. 26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა ახალი პარლამენტის არჩევას. ეს არჩევნები გაისვარა სერიოზული დარღვევებით – დარღვევები დაფიქსირდა როგორც ხმის მიცემის დროს, ასევე მანამდე. ეს არჩევნები…

მეტი...

,,ქართული ოცნება” ამბობს, რომ ევროპული ძალაა, მაგრამ ის რუსეთის მეთოდებს იმეორებს” – დავორ ივო სტიერი

,,ქართული ოცნება” ამბობს, რომ ევროპული ძალაა, მაგრამ ის რუსეთის მეთოდებს იმეორებს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დავორ ივო სტიერიმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,ქართულ არჩევნებში დარღვევები არის ის, რაც უფრო ფართო კონტექსტში უნდა გავნიხილოთ. ეს არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც ებრძვის ქართველი ხალხის უფლებას რომ თვითონ გადაწყვიტონ თავიანთი ცხოვრება და ამისთვის გამოიყენება ომის შიში და სხვა მეთოდები. მოლდოვაში რუსეთის ფედერაცია დამარცხდა და ჩვენ ახლა მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს. ,,ქართული ოცნება” ამბობს, რომ ევროპული ძალაა, მაგრამ ისინი რუსეთის მეთოდებს იმეორებენ. ჩვენ…

მეტი...

,,ჩვენ ისევ უნდა დავაწესოთ სავიზო რეჟიმი” – ჟური რატასი

,,საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები დაკარგულია. ჩვენ ისევ უნდა დავაწესოთ სავიზო რეჟიმი”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჟური რატასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,მიხარია, რომ პირველად მაქვს შესაძლებლობა ესტონეთის სახელით ვილაპარაკო. რუსეთის გავლენის გამო, საქართველოში უბრალოდ დაკარგულია დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები. საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა ხმა მისცა იმას, რომ ევროპის ნაწილი ყოფილიყო. საქართველო კი უფრო და უფრო შორს მიიწევს ევროპისგან. ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ ვისხდებით. უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ ხალხს. ჩვენ ისევ უნდა დავაწესოთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის, მაგრამ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი და არ უნდა მივატოვოთ ისინი. ჩვენ…

მეტი...

ბრაზილიის უზენაეს სასამართლოსთან მომხდარ აფეთქებებს თავდამსხმელი ემსხვერპლა

ბრაზილიის დედაქალაქის ცენტრში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, BBC-ის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელი საკუთარმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ იმსხვერპლა. ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. ამასთან, აფეთქებების შემდეგ უზენაესი სასამართლოს შენობის ევაკუაცია განხორციელდა. გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც მამაკაცმა სასამართლოში შესვლა სცადა და შეაჩერეს. პოლიციამ დაადასტურა, რომ ცხედარი შენობის გარეთ აღმოაჩინეს, მაგრამ დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.  

მეტი...

,,მოუთმენლად ველოდები ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას” – ბაიდენი

,,არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს ოვალურ კაბინეტში შევხვდი. მოუთმენლად ველოდები ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას”, – ამის შესახებ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ წერს. ,,არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს დღეს ოვალურ კაბინეტში შევხვდი. მოუთმენლად ველოდები ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას. როგორც არჩეულ პრეზიდენტს ვუთხარი, ჩემი გუნდი მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა მომავალ ადმინისტრაციას ჰქონდეს ის, რაც სჭირდება”, – დაწერა მან.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 14 ნოემბერს საქართველოში

14 ნოემბერს, ხუთშაბათს საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +16, +21°; მთაში +14, +19°; მაღალ მთაში +12, +17°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +10, +15°; მთაში +10, +15°; მაღალ მთაში +5, +10°.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს და წერს, რომ მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 00:27 საათზე, დაბა ჩოხატაურთან დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 4.1 მაგნიტუდას შეადგენდა.

მეტი...

თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე დეტალური კითხვები წარადგინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განუცხადა. მისი თქმით,  შეხვედრა იყო ,,გულითადი, ძალიან კეთილგანწყობილი და შინაარსიანი“.  პრესმდივანმა არ ისაუბრა იმაზე თუ კონკრეტულად კითხვები წამოაყენა ტრამპმა თითქმის ორსაათიანი შეხვედრის დროს, თუმცა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაიდენი ,,მოუთმენლად ელოდა შეხვედრას, უპასუხა არჩეული პრეზიდენტის ყველა კითხვას, გაუზიარა საკუთარი მოსაზრებები”. ჟან-პიერის თქმით, ბრიფინგზე გამოსვლამდე ის თავად ესაუბრა ბაიდენს ოვალურ კაბინეტში, ,,გვთხოვა, გადმოგვეცა თქვენთვის, რომ არჩეული პრეზიდენტი იყო ძალიან თავაზიანი. ვფიქრობ, შეხვედრის ხანგრძლივობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ სიღრმისეული საუბარი ბევრ საკითხზე“, – განაცხადა ჟან-პიერმა. მისივე თქმით,…

მეტი...