„მხარს ვუჭერთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს“ – ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაწყებულ პროტესტს ეხმაურება და მათ მხარდაჭერას უცხადებს. “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ვეხმიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას მოპარული ხმისთვის და ვგმობთ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში.  შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ ჩვენი, სტუდენტების, არათუ უფლება, მოვალეობაა სამშობლოს სამსახურში დგომა, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ხმის ჩახშობას ვერც უნივერსიტეტებში და ვერც უნივერსიტეტებს მიღმა! დღეს ჩვენც ჩვენი ხმების, სამშობლოს, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის გუშაგები ვართ! მოგიწოდებთ ერთიანობისკენ ! ჩვენ, სტუდენტები, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც თავადვე შევესწარით, როგორ…

მეტი...

“არჩევნები ფასობს, თუ იგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ასეთია ენჯეოების მიდგომა”- პრემიერი

„NGO-სთვის პივიტის არავითარი ფასი არ აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის, თუ პივიტი სწორად არის შედგენილი, ამ შემთხვევაში მას ფასი არ აქვს, უნდა იყოს მაინცდამაინც გაყალბებული, რომ ფასი ჰქონდეს და გამოქვეყნდეს“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ასე მოხდა და 4 წლის წინ ISFED-მა გამოაქვეყნა გაყალბებული პივიტი და მმართველ გუნდს ხუთ კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ ორგანიზაციას პივიტის გაყალბება ეღიარებინა. „ხუთი კვირა დაგვჭირდა, რომ ეღიარებინათ ის გადახრა, რაც არსებობდა პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის. მთავარი არგუმენტი, რასაც აფუძნებდა ოპოზიცია მაშინ გაყალბებაზე საუბარს, იყო სწორედ პივიტი, ცდომილება პივიტისა…

მეტი...

“ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, გამარჯვებებს”- გველესიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ბათუმი არენაზე გამართავს. 19 ნოემბერს კი, ჩვენი გუნდი ოლომოუცში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. “ვემზადებით სრულფასოვნად, წინა შეკრებაზე ძალიან დასანანი ორი მარცხი ვიწვნიეთ და სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, გამარჯვებებს. ბათუმში, ამ ახალ სტადიონზე არასოდეს გვითამაშია, რა თქმა უნდა, იქაც განსაკუთრებული გულშემატკივარი გვყავს და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ატმოსფერო დაგვხვდება, ჩვენც არ დავაკლებთ, იმედია ავიღებთ 3 ქულას”- აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი.

მეტი...

“ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის  ბედი”- კობახიძე

“საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და ამ არჩევნებში საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის  ბედი. „ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები. ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის  ბედი. ეს გზავნილი სათანადოდ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ და ამასთან არის დაკავშირებული ის უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა ამ არჩევნებზე. ამ უპრეცედენტო აქტივობით რეალურად გაირკვა ის, რომ საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული…

მეტი...

„ყველანი მზად ვართ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ“- ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. საგურამოში გამართული რამდენიმე დღიანი შეკრების შემდეგ, გუნდი ბათუმში გაემგზავრა. წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ბათუმი არენაზე გამართავს. “წლის ბოლო შეკრებაა, ორი შეხვედრა გვაქვს და ბიჭებს, ყველას გვსურს, რომ პოზიტიურად დავასრულოთ სანაკრებო წელი. წინა შეკრება არ გამოვიდა ისეთი როგორიც გვსურდა, თუმცა გავაანალიზეთ ჩვენი შეცდომები და ამ შეკრებაზე ვეცდებით რომ ჯგუფში სიტუაცია გამოვასწოროთ და დავბრუნდეთ იქ, სადაც თუნდაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით. ყველანი მზად ვართ, რაც მთავარია ყველა ჯანმრთელად არის და მაქსიმუმს გავაკეთებთ რათა ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ”- აცხადებს…

მეტი...

“დღეს არავის სჯერა, რომ უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს”- ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი

“გულწრფელად რომ ვთქვათ, დღეს არავის სჯერა, რომ უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს, ეს არის რეალობა” – ამის შესახებ ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ხოსე მანუელ ბაროზომ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა ბაროზომ, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს ევროკომისიის პრეზიდენტი იყო, გაიხსენა წევრი ქვეყნების დიპლომატიური უთანხმოება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე ევროკავშირის საერთო პასუხთან დაკავშირებით. ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, სამი ვარიანტი იყო: ომის გამოცხადება რუსეთისთვის, სანქციების დაწესება ან დაგმობის განცხადება. „პირველი, ფაქტობრივად, ვიქტორ ორბანი იყო. ორბანმა თქვა: „არ ვეთანხმები სანქციებს, რადგან იქნება კონტრსანქციები, ეს ჩვენთვის უარყოფითი იქნება, მაგრამ კონსენსუსის შემთხვევაში, წინააღმდეგი არ ვიქნები“ –  განაცხადა ბაროზომ. 10 წლის…

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს და ქართველ გულშემატკივარს ახალგაზრდული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ხვალ, 15 ნოემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, UEFA-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხეილ მესხის სტადიონზე, ხორვატიის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები კი მატჩამდე გულშემატკივრებს მიმართავენ და თამაშზე დასწრებისკენ მოუწოდებენ.  

მეტი...

უკრაინის რადას დეპუტატს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენეს

უკრაინის რადას დეპუტატს, ევგენი შევჩენკოს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. გამოცემა „უკრაინკაია პრავდა“ აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების განცხადებებში არ არის მითითებული ეჭვმიტანილის სახელი, თუმცა საქმის გარემოებები მიუთითებს, რომ საუბარია მოქმედ დეპუტატ შევჩენკოზე. შევჩენკომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს. „ეჭვმიტანილი სისტემატურად ეწეოდა ძირგამომთხრელ საინფორმაციო საქმიანობას აგრესორი სახელმწიფოს ინტერესებში. დეპუტატი აკრიტიკებდა უკრაინის ხელისუფლებას, ამახინჯებდა ფაქტებს და მოვლენებს და საჯაროდ გამოდიოდა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მოწოდებებით. დეპუტატი საკუთარ არხებით ავრცელებდა ინფორმაციას, აძლევდა ინტერვიუს პრორუს ბლოგერებს და ექსპერტებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ვერ მიაღწევს მშვიდობას,…

მეტი...

პროკურატურა ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების ფარგლებში, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა, შემდგომში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვოს ვერიფიკაციის აპარატებში დაცული ინფორმაცია, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მონაცემებს. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ კი დაგეგმილია…

მეტი...

“სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის”- პიტერ ფიშერი

“სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია”- ამის შესახებ გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის პირად გვერდზე წერს. გარდა ამისა, ელჩი ამბობს, რომ ეამაყება თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მიმართ გერმანიის მხარდაჭერა. “აღვნიშნავთ ბუდესვერის [გერმანიის შეიარაღებული ძალები] დაარსების დღეს საპატიო სტუმართან, თავდაცვის ხელმძღვანელი მოადგილესთან, ბრიგადირ-გენერალ ჭიჭინაძესთან. მეამაყება გერმანია-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გერმანიის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია” – წერს ფიშერი.  

მეტი...

“სწორად თუ ვიმუშავებთ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლებელი არ იქნება”- გურამ კაშია

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ერთა ლიგის მოახლოებულ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებზე ისაუბრა. “სახლში ვთამაშობთ, სავსე ტრიბუნები იქნება და აუცილებლად უნდა მოვიგოთ ეს შეხვედრა, ჩვენი გეგმა ესაა. ვიცი, სწორად თუ ვიმუშავებთ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლებელი არ იქნება. შანსი გვაქვს. ეს ჩემი, როგორც ფეხბურთელის, ბოლო იმედია, მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ იქ მოსახვედრად. ვფიქრობდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო და ზუსტად იგივე გრძნობა მაქვს ახლაც. ვიცი, რომ სწორად მუშაობის შემთხვევაში, მუნდიალზე თამაში შეგვიძლია” – განაცხადა კაშიამ.  

მეტი...

“არანაირი მედიაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შარლ მიშელი 2 არ იქნება”- ხოშტარია

“არანაირ მედიაციაზე არ არის საუბარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შარლ მიშელი 2 არ იქნება” –  განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ხოშტარიამ, პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პარტნიორებმაც და ოპოზიციამაც გაიგეს, რომ „ქართული ოცნების“ სიტყვას ფასი არ აქვს. „ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც მივიღეთ გამოცდილება, რას ნიშნავს მედიატორობა „ქართულ ოცნებასთან“. შარლ მიშელმა გაიგო, რომ უბრალოდ სიტყვას ფასი არ აქვს და პირიქით, პროპაგანდისტულად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენც ყველამ ვნახეთ, რომ შეთანხმება უბრალოდ ფიზიკურად განადგურდა, გამოვიდნენ და თქვეს, რომ აღარ არსებობს. ასეთი ტიპის ხალხთან მედიაცია არ არის საჭირო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.  

მეტი...

უკრაინას დამატებითი 4 მილიარდ ევროს გადასცემენ

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებითი 4 მილიარდი ევროს გადაცემა გაამტკიცა. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. აღინიშნება, რომ 4.1 მილიარდი ევრო კიევს Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში გადაეცემა და ქვეყნის მაკროფინანსურ სტაბილურობასა და საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას დაეხმარება. “ევროკომისიის მიერ უკრაინის 4.1 მილიარდი ევროს დაფინანსების მოთხოვნის პოზიტიური შეფასება კიდევ ერთი დასტურია უკრაინისადმი ევროპის მტკიცე ერთგულებისა, და ქვეყნის მიერ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში, რათა წინ წაიწიოს ევროკავშირის გზაზე, როდესაც სასტიკ ომში იბრძვის” – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.    

მეტი...

სირიის დედაქალაქზე ისრაელის ავიაიერიშს 15 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის დედაქალაქ დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშს 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის ორი უბნის: მაზეს და ქუდსაიას დაბომბვის შედეგად კიდევ 16-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. პარალელურად, ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე დაჯგუფება „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ შენობები და სამეთაურო ცენტრები იყო.

მეტი...

ილონ მასკის შვილი ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკას ტოვებს

ილონ მასკის ტრანსგენდერმა შვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ამერიკას დატოვებს. 20 წლის ვივიენ ჯენა უილსონმა მამასთან ურთიერთობა 2022 წელს გაწყვიტა,როდესაც სქესისა და სახელის შეცვლა გადაწყვიტა. ამის ფონზე, ის იმედოვნებდა, რომ გაწყვეტდა ყველანაირ კავშირს ბიოლოგიურ მამასთან. ახლა მას სურს შეერთებულ შტატებთან კავშირის გაწყვეტა ტრამპის ხელახალი არჩევის შემდეგ. ილონ მასკი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას და მისი აშკარა მხარდამჭერი იყო. „ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, გუშინ კი საბოლოოდ დადასტურდა. მე ვერ ვხედავ ჩემს მომავალს აშშ-ში. მაშინაც კი,თუ ის თანამდებობაზე მხოლოდ 4 წლის განმავლობაში იქნება, მაშინაც კი,…

მეტი...

სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ახალი ლიდერი აირჩიეს

სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ახალი ლიდერი აირჩიეს. მიტჩ მაკკონელს პოსტზე სამხრეთ დაკოტელი სენატორი ჯონ თუნი შეცვლის. მეორე დახურულ კენჭისყრაში თუნმა ტეხასელი სენატორი ჯონ კორნინი დაამარცხა 29 ხმით 24-ის წინააღმდეგ. პირველ კენჭისყრაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების უმრავლესობა, რის გამოც განმეორებით კენჭისყრაში მხოლოდ თუნი და კორნინი მონაწილეობდნენ. თუნი სენატში 2005 წლიდან იმყოფება. 2021 წლიდან ის რესპუბლიკელთა ამჟამინდელი ლიდერის, მიტჩ მაკკონელის მოადგილე იყო.

მეტი...

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა დაიწყო

14 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელსაც საქსტატი ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ატარებს. მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაციის დროს რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის, პლანშეტის, ან სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენებით, ელექტრონულად ავსებენ კითხვარებს მათთვის სასურველ დროსა და ადგილზე. აღნიშნული მეთოდი ხელსაყრელია იმ რესპონდენტებისთვის, რომელთაც არ სურთ ინტერვიუერის სახლში სტუმრობა ან არ აქვთ საკმარისი დრო პირისპირ ინტერვიუსთვის. ელექტრონული კითხვარის შესავსებად მსურველებმა უნდა გაიარონ მარტივი რეგისტრაცია საქსტატის…

მეტი...

,,ვეცდებით, ჯგუფში ვითარება გამოვასწოროთ” – ბუდუ ზივზივაძე

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩებისა და საწვრთნელი შეკრების მიმდინარეობის შესახებ კომენატარი ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა. „წლის ბოლო შეკრებაა. ორი შეხვედრა გველის და ყველას გვსურს, წელი პოზიტიურად დავასრულოთ. ოქტომბრის მატჩები არ იყო ისეთი, როგორიც გვინდოდა. თუმცა ვეცდებით, რომ ვითარება გამოვასწოროთ და ერთა ლიგის ჯგუფში ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ. რაც მთავარია, მზად ვართ, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში „კარლსრუეს“ ფორმით შესანიშნავად თამაშობს და 12 მატჩში გატანილი 8 გოლით (პლუს ორი საგოლე გადაცემა) გერმანიის…

მეტი...

,,კანონით არის განსაზღვრული, რომ შეუძლებელია სიების ჩახსნა, მაგრამ ალბათ თავიანთ ამომარჩევლებს ეკეკლუცებიან” -კახა კალაძე

„ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი შავი წერტილი არის გარედან მართული რადიკალები, უსამშობლო, მოღალატე აგენტები. ეს არის დღევანდელი რეალობა“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას ძეგლებზე შავწერტილიანი სამკლაურების შებმის შესახებ. მისივე თქმით, უსუსურია ოპოზიციის მიერ წარმოებული კამპანიაც სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. „სიებთან დაკავშირებითაც უსუსური კამპანიაა. თავიდანვე იცოდნენ, რომ შეუძლებელია ეს, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, კანონით არის განსაზღვრული, შეუძლებელია სიების ჩახსნა, მაგრამ ალბათ თავიანთ ამომარჩევლებს ეკეკლუცებიან თუ რა უნდათ, არ ვიცი. ეს პირდაპირ ასახავს, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. თუ ვინმეს უნდაა აქციაზე გასვლა, ესეც მათი უფლებაა, არავინ არ ზღუდავს. შეუძლიათ ჩაატარონ,…

მეტი...

,,ვერ წარმომიდგენია, რომ დონალდ ტრამპი რუსეთს უკრაინის განადგურების საშუალებას მისცემს” – ანჯეი დუდა

,,ვერ წარმომიდგენია, რომ ტრამპი რუსეთს უკრაინის განადგურების საშუალებას მისცემს, ის პატივს სცემს აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულს”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. „ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმატებული ადამიანია. რა თქმა უნდა, ის დაბადებულია მებრძოლად, უყვარს ბრძოლა და უპირველეს ყოვლისა, არ უყვარს წაგება – ის არის გამარჯვებული, რაც ასევე აჩვენა ამერიკის ბოლო არჩევნებმა. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პატივს სცემს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს. არაერთხელ უთქვამს, არაერთხელ გაუსვამს ამისთვის ხაზი. ამას თუ გავითვალისწინებთ, თუ გავითვალისწინებთ, რამხელა ინვესტიცია ჩადო უკვე შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად, რამდენად დიდი თანხები…

მეტი...

,,ჩვენი განსჯის საგანი არ არის, ვინ ვისთან დადის და რა ფორმით” – კახა კალაძე

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ემსახურება და არ არის მიმართული სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების შეზღუდვისკენ”, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც ისინი აღნიშნული კანონის გაუქმებას მოითხოვენ. მისი შეფასებით, ლგბტ პროპაგანდა, როგორც მოზარდებში, ისე ბავშვებში კატეგორიულად მიუღებელია. „ნუ იჩქარებენ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა, რომელსაც კონსერვატიული ღირებულებები აქვს. დაველოდოთ. ბევრი რაღაც შეიცვლება სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება აღნიშნულ კანონს, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას,…

მეტი...

„გთხოვთ, ჩვილ ტყუპებს გადაურჩინეთ დედა! იაშვილში ჩააბარეთ სისხლი“ – ახალგაზრდა ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ახალგაზრდა ქალს, შორენა ონიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. „გთხოვთ, დაგვეხმაროთ მეგობრებო, ვინც თბილისში იმყოფებით. მეგობარს სჭირდება სისხლის გადასხმა. რეზუსს არ აქვს მნიშვნელობა. ვისაც შეგიძლიათ დახმარება, მიდით თბილისში, იაშვილის კლინიკაში და ჩააბარეთ სისხლი შორენა ონიანის სახელზე (შორენა იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში). გთხოვთ, ჩვილ ტყუპებს გადაურჩინეთ დედა. ნუ გავწირავთ ახალგაზრდა გოგოს და მივცეთ შანსი დედობის“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ფულის გათეთრებისა და მაფიის საქმიანობის გზით საგადასახადო თაღლითობის საქმეზე ევროპის პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა

ევროპის პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა ფულის გათეთრებისა და მაფიის საქმიანობის გზით საგადასახადო თაღლითობის საქმის გამოძიების ფარგლებში. ევროკავშირის პროკურატურისა და იტალიის პოლიციის ცნობით, გამოძიება ეხება IT-პროდუქტებითა და ელექტრონული მოწყობილობებით ვაჭრობისას საგადასახადო თაღლითობას და მოიცავს 400-მდე კომპანიას. გამოძიებას 200-მდე ეჭვმიტანილი ჰყავს ძირითადად იტალიასა და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. დაკავებულები ასევე ეჭვმიტანილი არიან დღგ-ს გადახდისგან თავის არიდებით მიღებული შემოსავლით იტალიური მაფიის საქმიანობის ხელშეწყობაში. დაკავებულთა შორის 34 ციხეშია, ცხრა კი – შინა პატიმრობაში. კიდევ ოთხ ეჭვმიტანილს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ბრალდებულები დააკავეს ჩეხეთში, ნიდერლანდებში, ესპანეთსა და ბულგარეთში. გამოძიების ფარგლებში აღმოჩენილია 1,3…

მეტი...

,,უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს” – უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გიორგი ტიხიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს. „უკრაინა ემხრობა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას. ჩვენ არ გვაქვს, არ ვმუშაობთ და არც ვაპირებთ შევქმნათ ბირთვული იარაღი. უკრაინა მჭიდროდ თანამშრომლობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და სრულად გამჭვირვალეა, რაც ბირთვული მასალების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას გამორიცხავს“, – დაწერა ტიხიმ. ცნობისთვის, ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ, შესაძლოა, საკუთარი ბირთვული ბომბი შექმნას, თუ აშშ მას სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე უარს ეტყვის.

მეტი...

,,შეიკრიბება პარლამენტი და არ შევიდნენ, მერე თუ უნდათ, სიები ჩახსნან და რაც უნდათ, ის გააკეთონ” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ პარტიული სიების ჩახსნის შესახებ განცხადებებს სისულელეს უწოდებს. „ჩვეულებრივი სისულელეა განცხადებები, რაც ჩვენ ვნახეთ კონკრეტული პარტიების მონაწილეობით. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. თუ მართლა პარლამენტში არშესვლა უნდა და სიების ჩახსნა, შეიკრიბება პარლამენტი და ამის შემდეგ ჩვეულებრივად, არ შევიდნენ და მერე თუ უნდათ, სიები ჩახსნან და რაც უნდათ, ის გააკეთონ. მაგრამ ახლა რომ იციან, რომ შეუძლებელია, ამის გაჟღერება არის იმ ბინძური პოლიტიკის და სიცრუის ნაწილი, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

ხაშურში, ავარიაში დაშავებულ დებზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის ოჯახის ახლობელი ალექსანდრე ტაბატაძე გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს. „მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდი შედეგი გამოიღო თქვენმა გვერდში დგომამ, ოჯახმა იგრძნო, რომ მარტო არ არიან ამ ტრაგედიის წინაშე და სიცოცხლისათვის ბრძოლაში. ჩვენი მაგარი გოგოების მდგომარეობას რაც შეეხება, მართვით სუნთქვიდან მოხსნეს, თათულის დღე-დღეზე გამოღვიძებას ველოდებით, ნიაკოს ხვალ (13/11/2024) მორიგი, მესამე, ოპერაცია უტარდება. საქართველოში მკურნალობის დასრულების შემდეგ, ისევ და ისევ რეაბილიტაციის პერიოდია გასავლელი, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს. მთელი…

მეტი...

ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას განიხილავს

ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას განიხილავს. ინფორმაციას ,,როიტერი” ავრცელებს და წერს, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ღაზაში მიმდინარე ომში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამო, ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერება შესთავაზა. ,,როიტერს” ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებულმა ოთხმა დიპლომატმა დაუდასტურა. სტატიაში ნათქვამია, რომ ისრაელმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევების შესახებ ჟოზეფ ბორელის არც ერთი შეშფოთება არ გაითვალისწინა. ცნობისთვის, პოლიტიკური დიალოგის შესაჩერებლად, ევროკავშირის ყველა, 27 წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

მეტი...

დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელებთან ერთად, წარმომადგენელთა პალატაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იზეიმა

დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელებთან ერთად, წარმომადგენელთა პალატაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იზეიმა. ცნობილია, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნად, ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო წარადგინა. ამერიკის პირველი დიპლომატის პოსტზე მისი კანდიდატურა, ახალმა კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. კიდევ ერთ საკვანძო პოსტს მეთ გეთსი დაიკავებს. ფლორიდის შტატის წარმომადგენელი კონგრესმენი ამერიკის გენერალური პროკურორი იქნება. დონალდ ტრამპის 12 ნოემბრის განცხადებით, ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი მის ადმინისტრაციაში ახალი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებენ.

მეტი...

ლიბანში, საჰაერო იერიშების შედეგად ,,ჰეზბოლას” ორი მეთაური დაიღუპა

ლიბანში, საჰაერო იერიშების შედეგად ,,ჰეზბოლას” ორი უფროსი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათი ცნობით, დაღუპულები ,,რადვანის” ქვედანაყოფის უფროსი მეთაურები იყვნენ, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფებსა და სანაპირო ზონაში ოპერაციებზე პასუხს აგებდნენ. ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასულ კვირას თვითმფრინავებმა ,,ჰეზბოლას” 140-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურეს, რომელთაც ,,ჰეზბოლა” ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასაშვებად იყენებდა.

მეტი...

17 ნოემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება

17 ნოემბერს, 19 საათზე, პარლამენტის წინ აქცია დაანონსდა სახელწოდებით, ,,დაიბრუნე ხმა”. აქციაზე დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, ხოლო ორგანიზატორები იტყვიან ხედვას, როგორ უნდა მივიდეთ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე. აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, იურისტები გაგაცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შემოგთავაზებთ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდეთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებამდე. 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, რეალურად კი ხელისუფლებამ ამომრჩეველი მასიურად დააშინა, მოისყიდა, გააკონტროლა მათი არჩევანი და სხვების პერსონალური…

მეტი...

,,განვიხილეთ გერმანიის მხრიდან საჰაერო თავდაცვის სისტემებით დამატებითი დახმარების პერსპექტივები” – ზელენსკი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ,,დოიჩე ველე” გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის ურყევი და უცვლელი სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც თითქმის 1 000 დღეა გრძელდება. მან უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო სფეროში, ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით”, – ნათქვამია განცხადებაში. ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გაავრცელა. მისი თქმით, გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემების მეექვსე პარტია უკრაინაში 2024 წლის ბოლომდე ჩავა. ,,ჩვენ ასევე განვიხილეთ…

მეტი...

,,დამპყრობლებმა კუპიანსკში ვერ შეაღწიეს. ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა” – გენშტაბი

,,ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი უკრაინელი სამხედროების კონტროლს ექვემდებარება, ამ მიმართულებით ყველა თავდასხმა წარმატებით მოვიგერიეთ”, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. „რუსმა დამპყრობლებმა კუპიანსკში ვერ შეაღწიეს. ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა“, – განუცხადა გენშტაბის სპიკერმა ანდრიი კოვალევმა Ukrinform-ს. მისივე თქმით, ოთხშაბათს ნაშუადღევს რუსებმა კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვითი ძალების გარღვევა სცადეს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ოთხ ტალღად შეუტიეს, დაახლოებით 15 ერთეული ტექნიკის გამოყენებით, თუმცა უკრაინულმა შენაერთებმა შეაჩერეს წინსვლა და გაანადგურეს ყველა ჯავშანტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მეტი...

„ჩვენი ხალხის ფსიქოლოგია უფრო აზიურია, ვიდრე დასავლური“ – სი ძინპინი პერუში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი პერუში  APEC-ის ეკონომიკური ლიდერების შეხვედრა ესწრება. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, პრეზიდენტობის პერიოდში, ეს მისი მეორე ვიზიტია ჩინეთის „მეზობელ“ წყნარი ოკეანის გაღმა. მან ისაუბრა ჩინეთის უძველეს ცივილიზაციაზე, კულტურაზე, პერუს ცივილიზაციის ისტორიაზე, მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და სამომავლო გეგმებზე. „ჩინეთისა და სხვა ქვეყნების არქეოლოგიურ საზოგადოებებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ჩინური ცივილიზაცია და ამერიკის ცივილიზაციები ფაქტობრივად შეიქმნა ერთი და იმავე წინაპრების შთამომავლების მიერ სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა ადგილას. ჩვენი ცივილიზაციების სიბრძნის წყალობით, ჩვენი გონება პოულობს საერთო ენას და ჩვენი გული რეზონანსდება“ – აღნიშნა სი ძინპინმა. მან დასძინა, რომ „ჩვენი ხალხის ფსიქოლოგია უფრო აზიურია, ვიდრე…

მეტი...

პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

პარიზის პროკურატურა სთხოვს სასამართლოს ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანება“ ლიდერი მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნოს ევროპარლამენტის თანხების გაფლანგვის საქმეზე. ინფორმაციას Politico ავრცელებს. სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს სთხოვს ლე პენს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, რომელთაგან სამი იქნება პირობითი. თუ ასეთი განაჩენი დადგება, ლე პენი 2027 წელს დაგეგმილი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასულ კვირას სასამართლო პროცესზე ლე პენმა განაცხადა, რომ მეოთხედ აპირებს კენჭი იყაროს საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ხოლო თუ ხელისუფლება მას ამის უფლებას არ მისცემს, აღმოჩნდება, რომ „მილიონობით ფრანგს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება“. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო…

მეტი...

,,ჩემი დიდი მადლიერება და სრული სოლიდარობა გმირ ქალებს, ვინც გუშინ თავდადება აჩვენა საარჩევნო კომისიასთან” – მიხეილ სააკაშვილი

,,ჩემი დიდი მადლიერება იმ გმირ ქალებს, ვინც გუშინ უკიდურესი გამბედაობა აჩვენა საარჩევნო კომისიასთან”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება. „ჩემი დიდი მადლიერება და სრული სოლიდარობა იმ გმირ ქალებს, ვინც გუშინ უკიდურესი გამბედაობა და თავდადება აჩვენა საარჩევნო კომისიასთან. ასევე ძალიან მოვიხიბლე მათი ლოგიკით, არგუმენტებითა და ხედვით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

25 წლის მამუკა ლომიძის მკვლელობაში ბრალდებულებს 15 და 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის შელაპარაკება მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდებული თავის მეგობარს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. იმავე ღამეს, ბრალდებულები ავტომობილით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაინახეს დაზარალებული, რომელიც მეგობართან ერთად ქუჩაში იმყოფებოდა. მძღოლმა ავტომობილი გააჩერა, მის გვერდით მჯდომი ბრალდებული კი ავტომანქანიდან გადავიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის…

მეტი...