ესპანეთში ძლიერი წვიმის გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია

ესპანეთში ძლიერი წვიმის გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ძლიერი წვიმების შედეგად, ვალენსიაში დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, სხვადასხვა რეგიონში ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა წითელი განგაშის დონე გამოაცხადა სამხრეთით მდებარე მალაგასა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კატალონიის რეგიონში. ანდალუზიისა და კატალონიის რეგიონულმა მთავრობებმა მოსახლეობას მობილურ ტელეფონებზე გაფრთხილებები გაუგზავნეს, რომელშიც სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. შეგახსენებთ, რომ წყალდიდობის შედეგად ესპანეთში 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 89 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.  

მეტი...

საფრანგეთ-ისრაელის საფეხბურთო მატჩის წინ პარიზში პოლიციის საგანგებო მობილიზებაა

ხვალ პარიზი საფრანგეთ-ისრაელის საფეხბურთო მატჩს მასპინძლობს. სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ქუჩებში, დამატებით, ათასობით პოლიციელია მობილიზებული. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები მკაცრად იქნება დაცული. პოლიციის თანამშრომლები განლაგდებიან საფრანგეთის ეროვნული სტადიონის (Stade de France) ტერიტორიაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკვანძო ლოკაციებზე. გამკაცრებული ზომების შემოღების მიზანი ისეთი შეტაკებების თავიდან აცილებაა, როგორიც ნიდერლანდების დედაქალაქში იყო.  

მეტი...

ვალენსიაში აღდგენითი სამუშაოების პარალელურად სტიქიისთვის ემზადებიან

ესპანეთის მთელ ტერიტორიაზე განგაშია გამოცხადებული. ქვეყანაში კვლავ ქარიშხალსა და წყალდიდობას ელოდებიან. მთავრობა მოსალოდნელი სტიქიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ცდილობს. ვალენსიაში, წყალდიდობის შემდეგ მიყენებული ზიანის აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, სტიქიისთვის ემზადებიან. სტიქიით დაზარალებულ რაიონებში, შლამით გავსებული სისტემების გაწმენდა ცდილობენ, რათა, მოსალოდნელი წვიმის დროს, წყალმა და ღვარცოფულმა ნაკადმა ტერიტორია ხელახლა არ დატბოროს. გასულ თვეს, წყალდიდობას ესპანეთში 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხელისუფლებამ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 31 მილიარდი ევრო გამოყო.  

მეტი...

ცნობილი ბლოგერი tik-tok-ისთვის ვიდეოს გადაღების დროს დაიღუპა

რუსეთში 23 წლის ცნობილი ბლოგერი სტეპან მორკოვი tik-tok-ისთვის ახალი ვიდეოს გადაღების დროს დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცი თავის გამომწერებისთვის ახალი ვიდეოს გადაღებას ცდილობდა, სადაც  ავტომობილის მონაწილეობით, საშიში ილეთი უნდა შეესრულებინა. “ტიკტოკერმა” ილეთის წარმატებით შესრულება ვერ შეძლო, რის გამოც ის ჰაერში რამდენჯერმე გადატრიალდა და ასფალტს დაენარცხა, რის გამოც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები მიიღო და ადგილზე დაიღუპა.  

მეტი...

რუსეთის პროკურატურა უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საქმეებს განიხილავს

რუსეთის გენერალური პროკურატურა უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საქმეებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ, მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეების – ლადო გამსახურდიისა და ქართლოს რუსიტაშვილის – წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. “პროკურატურა” განიხილავს. რუსეთის გენპროკურატურა ქართველ მებრძოლებს “დაქირავებულ მებრძოლებად” მოიხსენიებს. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. “უმაღლეს სასამართლოს” გადაეცა.

მეტი...

“ხელი არ მომკიდო”- ანა დოლიძე (video)

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მეტი...

სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემების შტაბის უფროსი ააფეთქეს

ოკუპირებულ სევასტოპოლში საკუთარ ავტომობილში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემების შტაბის უფროსი ვალერი ტრანკოვსკი ააფეთქეს. ინფრმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. წინასწარი ვერსიით, ავტომობილზე დამონტაჟებული იყო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დისტანციურად იმართებოდა. მედია წერს, რომ სწორედ ის გასცემდა უკრაინის ქალაქების დაბომბვის ბრძანებას და ის ხელმძღვანელობდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებიდან უკრაინის სამოქალაქო და ენერგო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშებს.

მეტი...

თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს. მათ უფლებამოსილების გადაბარება უნდა განიხილონ. ბაიდენმა არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და განუცხადა, რომ ის ელოდება იანვარში ძალაუფლების შეუფერხებელ გადაბარებას. „პოლიტიკა მკაცრია და, ხშირ შემთხვევაში, ეს არ არის ძალიან კარგი მსოფლიო, თუმცა დღეს კარგი მსოფლიოა და მე ამას ძლიერ ვაფასებ“, – თქვა თავის მხრივ ტრამპმა. ეს დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის პირველი პირისპირ შეხვედრაა ივნისში გამართული საპრეზიდენტო ტელედებატების შემდეგ.  

მეტი...

“აშშ უკრაინის დახმარებას აძლიერებს”- ბლინკენი

“აშშ უკრაინის დახმარებას აძლიერებს, რომ ჰქონდეს თავდაცვის საშუალება” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში ვიზიტს დროს განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ დახმარება სრულად მიეწოდოს უკრაინას 20 იანვრამდე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ჯარების განთავსების საფრთხეზე ისაუბრა. „ჩვენ ახლა ვხედავთ ჩრდილოეთ კორეის ძალების შეყვანას ბრძოლაში და ეს არის ღრმა და წარმოუდგენლად საშიში განვითარება ორი თვალსაზრისით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს ამწვავებს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ეს არის ღრმა შეშფოთების საგანი ყველასთვის ნატო-ს მაგიდის გარშემო, მაგრამ ეს ასევე…

მეტი...

ტრამპი უახლოეს მომავალში უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომელსაც ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება დაევალება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს. “ნახავთ ძალიან მაღალი თანამდებობის წარმომადგენელს, დიდი სანდოობის მქონე ადამიანს, რომელსაც დაევალება გამოსავლის პოვნა, მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა. ამას მალე ნახავთ” – განაცხადა გამოცემის წყარომ. აღინიშნება, რომ ეს ანაზღაურებადი სამუშაო არ იქნება. ცნობისთვის, 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით უკრაინაზე სპეციალური წარმომადგენლის ვალდებულებებს კურტ ვოლკერი ნებაყოფლობით ასრულებდა.  

მეტი...

თურქეთი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

თურქეთი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.ერდოღანის თქმით, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა მისი ხელმძღვანელობით არ გააგრძელებს და არ განავითარებს ურთიერთობას ისრაელთან. „ჩვენ ბოლომდე დავდგებით პალესტინის გვერდით მის სამართლიან საქმეში. ჩვენ მჩაგვრელს, სახელად ნეთანიაჰუს და მის ბანდას, კანონის წინაშე პასუხს ვაგებინებთ იმის გამო, რაც გააკეთეს. ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მიმართულებას არა ცილისმწამებლების ბინძური წინადადებების მიხედვით, არამედ იმ მიმართულების მიხედვით, რომელზეც ჩვენი ერი მიუთითებს. ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მძაფრი რეაქცია გამოავლინა ისრაელის სისასტიკის მიმართ და გადადგა ყველაზე კონკრეტული ნაბიჯები, უდავოდ არის თურქეთი“- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.  

მეტი...

“სტრასბურგის სასამართლომ “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა”- საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა. „ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia დაარეგისტრირა, ხსენებული ფაქტი, კიდევ ერთხელ ააშკარავებს და ამხელს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა. მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების…

მეტი...

“საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით და დავინახეთ თაღლითობა, დაშინება”- ევროპარლამენტარი

“მე და ჩემი ექვსი კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით და დავინახეთ თაღლითობა, დაშინება”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხცადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი ევროკავშირისგან ბევრს ელის. “მე და ჩემი ექვსი კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით და დავინახეთ თაღლითობა, დაშინება, და შესაბამისად მსურს, რომ ამაზე დებატები გავმართოთ აქ, პარლამენტში. რაც ახლა საქართველოში ხდება – ვსაუბრობ პროტესტებზე, ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით გამოსულ ხალხზე – ისინი ბევრს ელიან ევროკავშირისგან. სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე ვერ გამონახა დრო ამაზე სალაპარაკოდ. ჩვენ დემოკრატიის სახლი ვართ ევროპაში და დრო უნდა გამოვნახოთ…

მეტი...

„გამოვა, რომ 51 დამარცხებულს ყოველთვის შეეძლება არჩევნების შედეგების ბლოკირება“ – კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე პარლამენტის შეკრებაზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ახალი პარლამენტის შეკრება-არშეკრების შესაძლებლობაზე საუბრობს და განმარტებას აკეთებს. „პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოსთვის ახლავე მიმართვის შესახებ, რაც დღეს მოვისმინე, ან იურიდიული შეცდომაა ან ნორმათა არაკეთილსინდისიერი განმარტება. თითქოსდა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი ვეღარ ცნობს 100 წევრის უფლებამოსილებას და ამიტომ ვეღარ გააგრძელებს მუშაობას. ეს ასე არ არის, მაგრამ ამის სამართლებრივ მტკიცებას არ შევუდგები. მხოლოდ ერთს ვიტყვი და დაფიქრდით: დავუშვათ, რომ შესაძლებელია არჩევნების შემდეგ, უფლებამოსილების ცნობამდე, მანდატებზე უარის თქმა და, იმავდროულად, პარტიული სიის გაუქმება. ახლა დავუშვათ, რომ დამარცხებულმა პარტიებმა 51 მანდატი მიიღეს, უფლებამოსილების ცნობამდე…

მეტი...

ისრაელის ავიაციამ ბეირუთი დაბომბა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანეს. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. „ცაჰალის“ მტკიცებით, მათ ბეირუთში მდებარე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ კუთვნილი იარაღის ცხრა საცავი და სამეთაურო ცენტრები დაბომბეს. ყველა ობიექტი მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილებში იყო განთავსებული. საჰაერო იერიშებამდე ისრაელის თავდაცვის არმიამ ბეირუთის მოსახლეობა გააფრთხილა, რათა მსხვერპლის მინიმიზაცია მომხდარიყო. „ეს დარტყმები არის ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ „ჰეზბოლას“ შესაძლებლობების შეზღუდვისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილი, რათა მან ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობასა და არმიაზე თავდასხმების განხორციელება ვერ შეძლოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

ხატია დეკანოიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც დეკანოიძემ მედიასთან განაცხადა, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისცემს. „პროტესტის მიმდინარეობისას მომწერა პროკურატურამ. მე არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას. არასდროს მივსულვარ. ჩემი პასუხები საზოგადოებას ექნება მოსამართლესთან და ალბათ დამატებით თარიღს შემატყობინებენ. ზოგადად, სასაცილოა, როდესაც გაყალბების დამდასტურებელი ამდენი მასალა არსებობს და ოპოზიციონერ ლიდერებს იბარებენ პროკურატურაში. ამიტომ ეს ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

მეტი...

პრეზიდენტსა და ცესკოს ოპოზიციურ წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა

ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერ წევრებს შორის აუდიენცია დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა ,,ძლიერი საქართველოს” წევრმა, გიორგი სიორიძემ მედიასთან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს გიორგი კალანდარიშვილის უწყება შიგნიდან. ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ანა კობახიძის თქმით, ქვეყნის მთავარსარდალთან იმის შესახებ იმსჯელეს, თუ როგორ მუშაობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ადმინისტრაციაში.

მეტი...

„მეორე ოპერაციის ძალიან ეშინია“ – როგორია ტიკტოკერ მაკა ქიქავას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ცნობილი ტიკტოკერი, მაკა ქიქავა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში, კლინიკაში იყო მოთავსებული, სახლში გაწერეს. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ შოთო სიხარულიძე ინფორმაციას ავრცელებს. „მაკა ქიქავა კლინიკიდან გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე, თავბრუს ხვევა აქვს და უჭირს სიარული. რაც შეეხება მეორე ოპერაციას, იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი. ექიმებმა ასე გადაწყვიტეს, რომ საჭიროა განმეორებითი იგივე ოპერაცია, რადგან ძალიან რთულად ჰქონდა ყველაფერი თავში. მაკას ძალიან ეშინია მეორე ოპერაციის და ამბობს, რომ იმედია ცხოვრებას ისევ გავაგრძელებო. მადლობა გადაუხადე ყველას, ვინც ნერვიულობდა ჩემზე და მამხნევებდაო და ვინც მლანძღავდა, იმათაც მადლობაო,“ – წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება

ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის ცნობით, შეხვედრა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მნიშვნელობის დემონსტრაცია იქნება. „მას ნორმების სჯერა, მას ჩვენი ინსტიტუტების სჯერა, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის სჯერა“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ,ჯო ბაიდენსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ადგილობრივი 11:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა – ცესკო

,,საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია ნათქვამი. „საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას, რომელიც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, ქეთევან თურაზაშვილის მამის, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების მიზეზად საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება. სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი დაუსაბუთებელი…

მეტი...

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე დამაჯერებლად გაიმარჯვა. საქართველოს წარმომადგენლები ქვეყანაში ორი მედლით დაბრუნდნენ. ასპარეზობის პირველივე დღეს, რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში ბელარუსი მოწინააღმდეგე ალესია ილმინსკაია 15:7 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ნადია დოლოჰს მოუგო ანგარიშით 15:13 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

მეტი...

800, 1000 ან 1200 ლარიანი დაფინანსება სტუდენტებს – ახალი გადაწყვეტილება

რუსთაველი სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან მუნიციპალიტეტისგან სწავლის დაფინანსებას მიიღებენ. დაფინანსება არის სამი სახის: 81 დან 90 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით; 90 დან 95 მდე ქულის მქონე სტდენტებს არაუმეტეს 1000 ლარით; 95 დან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით; სწავლის დაფინანსებას მიიღებენ: ქვეპროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის საფეხურის სტუდენტები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის…

მეტი...

საქალაქო სასამართლოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საარჩევნო სარჩელების განხილვის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, ,,ძლიერი საქართველოსთვის” და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გაერთიანებული სარჩელები განიხილება. მოსამართლე ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ არჩევნების გაყალბებაში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა, ვინაიდან მან არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ,,მოსამართლედ წოდებული ივერი აბაშიძე არის გაყალბების სპეცოპერაციის თანამონაწილე დღეს, რომელიც უარს აცხადებს ყველა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ექსპერიმენტი ითვალისწინებდა ყველა მასალის გამოთხოვას იქნებ ეს ბიულეტენი, მარკერი, ვერიფიკაციის აპარატი, თუ ხმის მიცემის აპარატი, სადაც რიგითი ამომრჩეველი წარდგებოდა სასამართლოს წინაშე და რომ რეალურად, ელექტრონული ხმის მიცემის დროს დარღვეული იყო ფარულობის პრინციპი,…

მეტი...

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები პრეზიდენტთან შეხვედრას მართავენ

ორბელიანების სასახლეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა განუცხადეს, პრეზიდენტს იმ ინფორმაციას მიაწვდიან, რომელიც დარღვევებს და არასამართლიან გადაწყვეტილებების ეხება, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდში მიიღო, რამაც მათი მტკიცებით, „არჩევნების გაყალბება და მიტაცება გამოიწვია“. ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის განმარტებით, ახლა პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია, რომ ის ინფორმირებული იყოს ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან.

მეტი...

„ჩემო პატარა, არ მჯერა, რომ შენ ღიმილიან სახეს ვეღარ ვნახავ“ – ახალი დეტალები ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ ამბავზე

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. როგორც ირკვევა, დაღუპულები არიან 23 წლის ლაშა მინდელი და 26 წლის ელენე ძინძიბაძე. ახალგაზრდების ცხედრები პოლიციამ ნაქირავებ ბინაში მას შემდეგ იპოვა, რაც ლაშა მეგობრის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. გარდაცვლილებს მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან: „ჩვენო თბილო და კეთილო ბიჭო, გული გაგვიგლიჯე… ყველას ძალიან დაგვაკლდები“; „როგორ დამწყვიტე გული ელე”; ,,ჩემო პატარა, არ მჯერა, რომ შენ ღიმილიან სახეს ვეღარ ვნახავ ყოველ…

მეტი...

,,სამარცხვინო ხელისუფლება ქვეყნის ისტორიაში დიდ შავ წერტილად დარჩება” – ანა ნაცვლიშვილი

,,სამარცხვინო ხელისუფლება ქვეყნის ისტორიაში დიდ შავ წერტილად დარჩება”, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან მყოფმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერის თქმით, არჩევნების მიტაცების და ხმების მოპარვის სირცხვილს ,,ქართული ოცნება” ვერ ჩამოირეცხავს. ,,ვითხოვთ, დაგვიბრუნონ ხმები, რომლებიც მოიტაცეს და გააყალბეს. ხმების მოპარვასთან ერთად სამარცხვინო ხელისუფლება ამ ადამიანებთან ერთად (საუბარია ცესკოსთან მყოფ სამართალდამცველებზე)რომლებსაც სამარცხვინო ხელფასს უხდის და სამარცხვინო მდგომარეობაში ამუშავებს, ახლა თავს იცავს და იცავს ნაქურდალს, სოროშია შემძვრალი და ჰქონია რომ პოლიციის კორდონი მის სირცხილს ჩამორეცხავს. ამ დანაშაულს და სირცხვილს, რომელიც მათ ჩაიდინეს, ვერაფერი ვეღარ ჩამორეცხავს. იმ დიდ შავ წერტილად დარჩებიან…

მეტი...

,,ქალებს გადაგვიარეს, გადაგვჯეგეს” – ხმაური და დაპირისპირება აღმაშენებლის ხეივანზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლაა მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველება არ მისცეს. მსვლელობისას აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. მონაწილეებს შორის იყვნენ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები. ,,ქალებს გადაგვიარეს, გადაგვჯეგეს”, – ამბობენ ადგილზე მყოფი ქალი ოპოზიციონერები. მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, მსვლელობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვებოდა. მსვლელობის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.

მეტი...

თბილისში, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ქალს ემშვიდობებიან

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ელენე ძინძიბაძეა. არსებული ინფორმაციით, 26 წლის ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გარდაცვლილს ახლობლები ემშვიდობებიან: „როგორ მეწყინა, ღმერთო, გული როგორ დამწყვიტე, ელე“; „საყვარელი და თბილი გოგო, ძალიან მეტკინა გული, ელე“; „ყველაზე კაშკაშა მზე ჩაქრა“, – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

მეტი...

გოგირდმჟავით დატვირთული სატვირთო მანქანა 4 ავტომობილს შეეჯახა – არის მსხვერპლი

თურქეთში, დურსუნბეის რაიონში, გოგირდმჟავით დატვირთული სატვირთო მანქანის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და გზის პირას მდებარე სამშენებლო მოედანზე შევარდა. სატვირთო მანქანა 4 გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა და ამობრუნდა. სატვირთო მანქანის მძღოლი ავტომობილის სალონში გაიჭედა. ინციდენტის შედეგად, დაიღვარა გოგირდმჟავა. ექიმები აცხადებენ, რომ მძღოლი მჟავის გადასხმის შედეგად გარდაიცვალა. სატვირთოდან დაღვრილი ქიმური ნივთიერება შესაბამისმა სამსახურის წარმომადგენლებმა დაასუფთავეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

საქართველოში ჩატარებული არჩევნების და მასში რუსეთის ჩარევის საკითხზე ევროპარლამენტში დღეს დებატები ჩაინიშნა

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით, დღეს, 13 ნოემბერს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება. განცხადება ევროპარლამენტის ვებგვერდზე გავრცელდა. ,,პარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ოთხშაბათს გამართულ დებატებში, ევროპარლამენტარები განიხილავენ საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევას. პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ პლენარული დღის წესრიგის შეცვლაზე ამ თემის დასამატებლად. გადაწყვეტილება გახსნაზე უნდა დაადასტურონ ევროპარლამენტარებმა. საქართველოში ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად, რომელშიც მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა იმ ფონზე, რომ რუსეთი დაეხმარა ხმების გაყალბებაში. აქციის მონაწილეები სხვა საკითხებთან ერთად ითხოვენ…

მეტი...

ცესკო-სთან შეკრებილებმა ტერიტორია დატოვეს და მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა ცესკო-ს ტერიტორია დატოვეს და მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან. ცესკო-ს ეზო აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დატოვეს, როდესაც აქციის მონაწილეებს აცნობეს, რომ მათ ინდივიდუალური განცხადებები უნდა შეეგროვებინათ და ისე უნდა წარედგინათ ცესკო-ში. მსვლელობაში მონაწილეობენ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსებიც. ხატია დეკანოიძემ სამართალდამცველებს მიმართა, რომ მსვლელობის დროს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება დაცული იყოს. მსვლელობის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.

მეტი...

ცვლილება პირველკლასელებს შეეხებათ! – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებს

სკოლაში შესვლის მსურველთა ასაკი ბოლოჯერ შეიცვლება მომავალი სასწავლო წლისთვის. როგორც ზოგადი განათლების შესახებ კანონში წერია, 2025 წლის 1 იანვრიდან პირველ კლასში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების თარიღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. „ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება. ამასთანავე, პირს, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება, უფლება აქვს, მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

მეტი...

,,მარკერები ცესკოს Smartmatic-მა მოაწოდა, ინფორმაცია მარკერების შეცვლის შესახებ სიცრუეა” – ცესკო

თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ ცესკომ არჩევნებზე ,,სმარტმატიკის” მარკერები არ გამოუყენებია, ცენტრალური საარცევნო კომისია სოციალურ ქსელში პასუხობს და წერს, რომ ინფორმაციას სიმართლეს არ შეესაბამებს. ,,საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად,” – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,ფასმა უნდა მოგვცეს საშუალება, რომ რუსეთთან შევიდეთ კონკურენციაში” – ლევან სილაგავა ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,დღეს ქვეყანაში არის ხორბლის 2-თვიანი მარაგი. შემოსატანი ფასები და ფქვილის ფასიც სტაბილურია”, – ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მოსავალი მაღალი აქვთ მათ, თუმცა ლოჯისტიკური ჯაჭვი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დიდი რაოდენობა შემოვიდეს ქვეყანაში. „ყაზახეთთან მიმართებაში, პულსზე გვიჭირავს ხელი. ისევე, როგორც რუმინეთის, ბულგარეთის და უკრაინის შემთხვევაში. კონკრეტულად ყაზახეთის შემთხვევაში მოსავალი მაღალი აქვთ მათ, თუმცა ლოჯისტიკური ჯაჭვი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დიდი რაოდენობა შემოვიდეს. ალბათ, ეს პერსპექტივაში შესაძლებელი იქნება. საქართველოში ყაზახეთის საელჩომ…

მეტი...

ტრაგედია საქორწინო ცერემონიის დროს – რა მოხდა მარნეულში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლში საქორწინო ცერემონიის დროს 60 წლის ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 60 წლის ქალი ცეკვის დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა, თუმცა მათ ქალის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მეტი...