კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთ მაგალითად ალექსანდრ ლუკაშენკომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაასახელა. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა, რამდენად ეფექტიანია საერთაშორისო საზოგადოების საქმიანობა ასეთ სამიტებზე. „საკმარისია იმის თქმა, რომ ისინი, ვინც აქამდე ასე ზრუნავდნენ კლიმატის გაუმჯობესებაზე, დღეს არ ესწრებიან ამ კონფერენციას, მეტიც, საბოტაჟს უწყობენ მას. რა იქნება კიდევ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევების შემდეგ? ჩნდება კითხვა, რამდენად ეფექტიანია ჩვენი საქმიანობა ამგვარ სამიტებზე? ოდესღაც საფრანგეთის პრეზიდენტი ლამის დიდებულად მიიჩნევდა თავს „პარიზის შეთანხმების“ გამო და სად არის ეს პრეზიდენტი დღეს? ნუთუ დღეს ეს არ არის აქტუალური? აი, ჩვენი საქმიანობის, ჩვენი მუშაობის ეფექტიანობა.…
მეტი...დღე: ნოემბერი 12, 2024
სტატისტიკის მიხედვით ვილი სანიოლმა დავით ყიფიანს გადაასწრო
ვილი სანიოლი, რომელმაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2028 წლამდე იმუშავებს, სტატისტიკით „ჯვაროსნების“ საუკეთესო მწვრთნელია – მაჩვენებლებს „ტრანსფერმარკტი“ აქვეყნებს. სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა. ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „ჯვაროსნებმა“ საშუალოდ 1,57 ქულა დააგროვეს. ამ მაჩვენებლით მან დავით ყიფიანს გადაასწრო, რომელმაც ნაკრები ორჯერ ჩაიბარა და მისი საშუალო მაჩვენებელი 1,53 ქულაა. საშუალო ქულებით საუკეთესო მწვრთნელები (დასახელებულია მწვრთნელები, რომლებმაც საქართველოს ნაკრებში 10-ზე მეტ შეხვედრა გამართეს): ვილი სანიოლი 42 მატჩი, საშუალოდ 1,57…
მეტი...“ისრაელი და სხვები თავისუფალი სამყაროში თქვენთან არიან”- ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს მიმართავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმი ირანელ ხალხს უფრო აშინებს, ვიდრე ისრაელს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „მსოფლიომ უკვე იხილა ჩვენი ძალაუფლების მხოლოდ ნაწილი. თუმცა, არის ერთი რამ – იცით, ვის უფრო ეშინია ხამენეის რეჟიმის, ვიდრე ისრაელს? ეს ხართ თქვენ – ირანელი ხალხი. სწორედ ამიტომ ხარჯავენ ასეთ ბევრ დროს და ფულს, რათა ჩაახშონ თქვენი იმედები და შეაფერხონ თქვენი ოცნებები. მოგმართავთ თქვენ: ნუ მიატოვებთ თქვენს ოცნებებს. ნუ დაკარგავთ იმედს. იცოდეთ, რომ ისრაელი და სხვები თავისუფალი სამყაროში თქვენთან არიან“- მიმართა ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს.
მეტი...გერმანიაში დააკავეს მოზარდი, რომელიც ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა
გერმანიაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 17 წლის მოზარდი დააკავეს. როგორც ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარე ქალაქ ფლენსბურგის პროკურატურაში განაცხადეს, დაკავებული ახალგაზრდა ისლამისტურ ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ არსებობს დაკავებულის რადიკალიზაციის მტკიცებულებები. გამოძიება ეჭვმიტანილის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ის თავდასხმისას დიდი ზომის მანქანის გამოყენებას გეგმავდა.
მეტი...ენტონი ბლინკენი ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც უკრაინის მხარდაჭერას განიხილავს
აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში მიემგზავრება. ეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ბლინკენის პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ნატო-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების დროს ბლინკენი განიხილავს უკრაინის მხარდაჭერას. როგორც ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აშშ-ის მთავრობა ეცდება, 20 იანვრამდე უკრაინას გადასცეს უკვე გათვალისწინებული დახმარება, ანუ ვიდრე პრეზიდენტის უფლებამოსილებას დონალდ ტრამპი გადაიბარებს. „ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაზე დავტოვოთ როგორც ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე დახმარების გაზრდის, ისე მსოფლიოში პარტნიორებთან კოორდინაციის კუთხით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მზადყოფნა, ჩაერიონ ნებისმიერ სიტუაციაში“ – განუცხადა „როიტერს“ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა…
მეტი...„ლუფთჰანზას“ რეისზე ძლიერი ტურბულენტობის გამო 11 ადამიანი დაშავდა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ რეისზე, რომელიც ბუენოს აირესიდან ფრანკფურტის მიმართულებით ასრულებდა ფრენას, ძლიერი ტურბულენტობის გამო 11 ადამიანი დაშავდა. „სამწუხაროდ, ხუთმა მგზავრმა და ეკიპაჟის ექვსმა წევრმა დაზიანებები მიიღო“- განაცხადა ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ სპიკერმა. ავიაკომპანიის ცნობით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ ჩაუტარდათ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა დანიშნულების ადგილზე.
მეტი...რუსეთის დუმამ ე.წ. “ნებაყოფლობითი უშვილობის პროპაგანდა” აკრძალა
რუსეთის დუმამ ე.წ. “ნებაყოფლობითი უშვილობის პროპაგანდა” აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს. კანონი ითვალისწინებს ინტერნეტში, მედიაში, ფილმებსა და რეკლამაში “ჩაილდფრის” შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე აკრძალვას. სოციალურ ქსელებს დაევალებათ კონტენტის მოდელირება, რომელიც ნებაყოფლობით უშვილობაზე პროპაგანდას უკავშირდება. დარღვევის შემთხვევაში რესურსები, რომლებიც მსგავს ინფორმაციას შეიცავენ, “როსკომნადზორის” მიერ აკრძალული გვერდიგვერდ სიაში მოხვდებიან. ფილმებს, რომლებშიც “ჩაილდფრი” იდეოლოგიასთან დაკავშირებული სცენები ან რეპლიკები იქნება, კინოთეატრებში ჩვენების ლიცენზია ჩამოერთმევათ. აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები 100 ათასი რუბლიდან 4 მილიონ რუბლამდე (1,000 – 40,000 აშშ დოლარი). უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის იგივე ჯარიმებია გათვალისწინებული, როგორც რუსეთის მოქალაქეებისთვის, თუმცა ამასთან…
მეტი...მოსამართლემ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი შეაჩერა
ნიუ იორკის მოსამართლემ დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი შეაჩერა. საუბარია პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე. 5 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებისა და 2025 წლის იანვარში ინაუგურაციის გამო პროკურორებმა ნიუ იორკის მოსამართლეს, ხუან მერჩანს პროცესის შეჩერება სთხოვეს. პროკურორების თქმით, ტრამპმა სთხოვა მოსამართლის ოფისს, დათანხმებულიყვნენ სასამართლო პროცესის შეჩერებაზე. მოსამართლე ხუან მერჩანმა საქმის ყველა პროცესი 19 ნოემბრამდე შეაჩერა. როგორც მედია წერს, ამ ვადამდე პროკურორებმა მოსამართლეს უნდა მიაწოდონ ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ იმოქმედებს ტრამპის პრეზიდენტად არჩევა შესაძლო სასჯელზე.
მეტი...ესპანეთში ქარიშხალს ელოდებიან
ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის უმეტესი ნაწილისთვის 12 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ახალი გაფრთხილება გამოსცა. 11 ნოემბერს ანდალუსიაში ძლიერი წვიმა მოვიდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია, თუმცა მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ახალი ქარიშხალი იმდენად ძლიერი არ იქნება, როგორც ორი კვირის წინ იყო. შეგახსენებთ, რომ წყალდიდობის შედეგად ესპანეთში 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 89 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
მეტი...ახალი კონტრაქტის თანახმად, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს
ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოში თავს ბედნიერად გრძნობს. „ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, მსგავსი ისტორიის გამეორება გვინდა და კონტრაქტის გახანგრძლივებაც ახალი პროექტის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს, ამის ნაწილი ვიყო. საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ მქონია. საქართველოს ნაკრები ევროპაში უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ…
მეტი...თბილისში 15 ნოემბერს მსვლელობა გაიმართება
თბილისში, ჯგუფის „დაიტოვე“ ორგანიზებით 15 ნოემბერს მსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება. მსვლელობის მონაწილეები არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ. ჯგუფის ორგანიზებით აქცია 10 ნოემბერსაც გაიმართა.
მეტი...თბილისში, ერთ-ერთ ბინაში 23 წლის ბიჭის და 21 წლის გოგოს ცხედრებია ნაპოვნი
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, 2 სტუდენტის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდებს მოაკითხეს და რადგან კარი არავინ გააღო პოლიცია გამოიძახეს. 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის 115-მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მეტი...პაველ ჰერჩინსკი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება
ხვალ, 13 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი რამდენიმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრა 11:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება და მას სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმიდან” შეხვედრას ეკა გიგაური და მიხელ ბენიძე დაესწრებიან. შეხვედრაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
მეტი...მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით, ორმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. “11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით. გორგასლის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ევროპის მოედნიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეზღუდებათ მეტეხის ხიდის მიმართულებით, ხოლო წრიული მოძრაობა დარჩება უცვლელი. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N301, N331, N333, N345, N350, და N371, ასევე, მიკროავტობუსები: N538, N547, N550 და N580 ევროპის მოედნის ნაცვლად, გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩაზე და თავისუფლების მოედნიდან…
მეტი...“არჩევნები გაყალბდა”- ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
“არჩევნები გაყალბდა” – ამ ლოზუნგით ბათუმში მოქალაქეები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. “აქ საერთო მიზანმა შეგვკრიბა. დიდი ხანია ნათელი და ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა „კლანმა“არჩევნები გააყალბა. გვაიძულებენ, რომ რუსეთში ვიცხოვროთ, სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ბედი. ჩვენ არაერთხელ დაგვარბიეს და გვიგზავნიდნენ ადამიანებს დასაშინებლად, მაგრამ დღეს აქ ვდგავართ. აუცილებელია რეგიონების აქტიურობა. არ უნდა დავიღალოთ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ. ნებისმიერ რუსულ ძალას ქართველი ერთიანობითა და უწყვეტი ბრძოლით გადატეხს”- აცხადებენ შეკრებილები.
მეტი...კულინარიის შედევრი – რა უნდა დააგემოვნოთ ჩინეთში?!
პეკინური იხვი სწორედ ის კერძია, რომლის დაგემოვნების გარეშე ჩინეთი არ უნდა დატოვოთ. უფრო მეტიც, შემწვარი იხვი, პეკინის გარდა, ყველა პროვინციაში უნდა გასინჯოთ და ნამდვილ სასწაულს აღმოაჩენთ. მართალია, მას შემწვარი იხვი ჰქვია, თუმცა, ყველგან იმდენად განსხვავებულად კეთდება, აღარც მოგინდებათ, სხვა კერძზე გადახვიდეთ. ეს კერძი ჩემთვის იმდენად საოცარი აღმოჩნდა, გინდ დაიჯერეთ, გინდ, არა, მთლიანი იხვი შემიძლია მივირთვა. შემწვარი იხვი ძალიან პოპულარული ჩინური კერძია, რომელიც ძირითადად ორი ფორმით მზადდება – ჩრდილოეთ პეკინის სტილი და სამხრეთ კანტონური სტილი. იხვისათვის დამახასიათებელია თხელი, ხრაშუნა კანით, რომელსაც იმდენად სასიამოვნო გემო აქვს, ზოგჯერ მხოლოდ კანს მიირთმევენ და არა…
მეტი...პრეზიდენტი სი ძინპინი APEC-ის სამიტზე სიტყვით გამოვა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი APEC-ის ეკონომიკურ ლიდერთა შეხვედრას დაესწრება და სიტყვით გამოვა. საინტერესოა, გეგმავს თუ არა პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრას. აღნიშნულ საკითხებზე ჩინეთის საგარეო უწყებაში განმარტებას აკეთებენ. „სამიტში მონაწილეობა არის ჩინეთის სახელმწიფოთა დიპლომატიის მეთაურის მნიშვნელოვანი ქმედება აზია-წყნარი ოკეანის წინაშე, რაც სრულად აჩვენებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩინეთი ანიჭებს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა ახალი გამოწვევების წინაშე დგას. APEC არის მნიშვნელოვანი პლატფორმაა ეკონომიკური თანამშრომლობისთვის აზია-წყნარ ოკეანეში და მოსალოდნელია, რომ ეს რეგიონი გააგრძელებს თავისი როლის შესრულებას, როგორც დინამიური ძრავის მსოფლიო ეკონომიკური ზრდისთვის“ – განაცხადა საგარეო უწყების…
მეტი...VIDEO: ნოტრ-დამის ზარებმა 2019 წლის ხანძრის შემდეგ პირველად დარეკეს
ხუთი წლის წინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი კატასტროფულ ცეცხლში გაეხვა, რომლის დროსაც შენობის უდიდესი ნაწილი დაზიანდა. თუმცა, ისტორიული ტაძრის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პარიზის ქუჩებში ისევ გაისმა ნოტრ-დამის ზარების ხმა.
მეტი...უფლებამოსილების ცნობამდე, რეგისტრაციის გაუქმებას კანონი არ ითვალისწინებს – ცესკო
,,კანონმდებლობა ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს”, – ამის შესახებ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა. მისი თქმით, რეგისტრაციის გაუქმება არ ხდება არც პარტიების მომართვის და არც პირადი განცხადების შემთხვევაში. „მოქმედი კანონმდებლობა ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის შემთხვევაში, ასევე პირადი განცხადებების შემთხვევაში და სხვაგვარი რეგულირება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული არ არის“, – აღნიშნა სანტურიანმა. შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში…
მეტი...თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 2 სტუდენტის ცხედარი იპოვეს
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 2 სტუდენტის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,TV პირველი” ავრცელებს და წერს, რომ ცხედრები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაშია აღმოჩენილი. 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე სატვირთო გაიჭედა
თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი გაიჭედა. ადგილობრივების თქმით, ავტომობილი გაფუჭდა და მოძრაობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს. ამის გამო, ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია. ფოტო: ,,მთავარი არხი”
მეტი...„მამა გაბრიელს დაუჯდომელი წავუკითხე და დავინახე, რომ გულიდან მირონის წვეთები წამოუვიდა” – რას ჰყვება ბერი გაბრიელის და
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მამა გაბრიელის დამ საქართველოს წმინდა ბერის ხსენების დღე მიულოცა. მისმა ვიდეომ საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურება და ემოციები გამოიწვია. 88 წლის ქალბატონი ჯულიეტა ამბობს, რომ ძმასთან, მამა გაბრიელთან კავშირს მუდმივად გრძნობს. „სულიერად სულ ჩემთან არის. გაბრიელის კელიაში დაბადების დღეზე სამთავროში ვერ წავედი. ჩემი ახლობლები იყვნენ და ვუთხარი, წამოდით და გაბრიელს დაუჯდომელი წავუკითხოთ მეთქი. წავუკითხე და დავინახე, რომ გულიდან მირონის წვეთები წამოუვიდა. ეს იყო შეხვედრა გაბრიელთან, ჩახუტება“, – იხსენებს ქალბატონი ჯულიეტა „იმედთან“ ინტერვიუში.
მეტი...მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის – დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 1000 და 3000 ლარი იქნება
დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის, ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა. თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით. ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს. მოქმედი ნორმით, აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. ცვლილებების…
მეტი...,,ტრამპს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ჩვენი დროის ჩერჩილი” – მარგუს ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აქვს შესაძლებლობა, გახდეს „ჩვენი დროის ჩერჩილი“, თუ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. როგორც მარგუს ცაჰკნამ „სიენენთან“ ინტერვიუში აღNიშნა, დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჰგავს 1938 წელს ევროპაში მიმდინარე ვითარებას, როდესაც იმდროინდელი ლიდერების განსხვავებულ გადაწყვეტილებებს პოტენციურად შეეძლოთ ჰიტლერის შეჩერება და მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება. „ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. რუსეთი მომავალშიც საფრთხედ დარჩება. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სამართლიანად და სათანადოდ“, – განაცხადა ცაჰკნამ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ბევრი სხვა დაძაბულობის კერაც…
მეტი...ჩინეთში ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში მანქანა სპორტული ცენტრის მოედანთან შეკრებილ მოქალაქეებს დაეჯახა. შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. ინციდენტი, ადგილობრივი დროით, ორშაბათს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა. დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში გადიან. CNN-ის ინფორმაციით, ჟუჰაის სპორტულ ცენტრს გარე მოედანი აქვს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშისთვის ხშირად სტუმრობს. ინციდენტის შემდეგ ცენტრი დროებით დაიხურა. 62 წლის კაცი, გვარად ფანი, რომელიც სავარაუდოდ ავტომობილის მძღოლი იყო პოლიციამ დააკავა. ,,ოფიცრებმა ფანი მანქანაში იპოვეს, როდესაც ის დანით თვითდაზიანებების მიყენებას ცდილობდა, გააჩერეს და სამკურნალოდ საავადმყოფოში გაგზავნეს. კისრის მძიმე დაზიანებების გამო ფანი ამჟამად უგონო მდგომარეობაშია, ჯერ კიდევ გადის სასწრაფო…
მეტი...შანხაის საერთაშორისო იმპორტმა 80 მილიარდი დოლარის გარიგებებს მიაღწია
ჩინეთის ქალაქ შანხაიში მეშვიდე საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (CIIE) დასრულდა. რაც შეეხება შედეგებს, გარიგებების ერთწლიანმა შესყიდვებმა 80 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, „ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (CIIE) არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, რომ ჩინეთი აფართოებს მაღალი სტანდარტების გახსნას და აზიარებს თავის განვითარების დივიდენდებს დანარჩენ მსოფლიოსთან. ექვსი დღის განმავლობაში ქვეყნის გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 77 ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, ბიზნეს გამოფენაში კი წარმოდგენილი იყო 129 ქვეყანა და რეგიონი. Fortune Global 500-ში მონაწილე კომპანიებისა და ინდუსტრიის ლიდერების რაოდენობამ 297-ს მიაღწია. წარმოდგენილი იყო 450-ზე მეტი ახალი პროდუქტი, ახალი ტექნოლოგიები და ახალი სერვისები. ჩვენ მზად ვართ…
მეტი...გერმანიაში დააკავეს 17 წლის მოზარდი, რომელიც ტერაქტს გეგმავდა
გერმანიაში დააკავეს 17 წლის მოზარდი, რომელიც შობის დღეებში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. გერმანული მედიის ცნობით, მოზარდი ქალაქ ელმსჰორნში დააკავეს. საუბარია თურქი წარმომავლობის გერმანიის მოქალაქეზე. ის ტერაქტის მოწყობას საშობაო ბაზარზე გეგმავდა და ამისთვის სატვირთო ავტომობილის გამოყენება ჰქონდა გადაწყვეტილი. გამოცემა Bild წერს, რომ ტერაქტის მომზადების შესახებ გერმანიის პოლიციას 2024 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სპეცსამსახურებმა გააფრთხილა. პოლიციამ ეს ინფორმაცია პროკურატურას გადასცა, რის შედეგად შლეზვიგ-გოლშტეინის რეგიონში მცხოვრებ ეჭვმიტანილზე თვალთვალი დაიწყო. დაახლოებით ერთი თვის წინ გერმანიის ქალაქ კარლსრუეს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინში მდებარე ისრაელის საელჩოზე იგეგმებოდა თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა.
მეტი...„მოწმემ ისაუბრა მისთვის ცნობილ გარემოებებზე ზოგადად, თუმცა კონკრეტული მტკიცებულება არ დაუსახელებია” – პროკურორი
არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს ” წევრი, საბა ბუაძე და კოალიცია ,,ცვლილებებისთვის” წევრი თენგო თევზაძე დაიკითხნენ. საბა ბუაძის განცხადებით, პროცესზე წარადგინა ქალის ვიდეო, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი ოთხ წელზე მეტია გარდაცვლილია, ის საარჩევნო სიაში მაინც იმყოფებოდა. საქმის პროკურორის ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი ყველა სახის ინფორმაცია გადამოწმდება. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრიც დაიკითხა. ,,მოწმემ ისაუბრა მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ ზოგადად, თუმცა რაიმე კონკრეტული მტკიცებულება მას არ დაუსახელებია, მხოლოდ და მხოლოდ მიგვითითა…
მეტი...„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც უარს ამბობენ პარლამენტის წევრობაზე
„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ მოხდეს მათზე პარლამენტის წევრის დროებითი მანდატის გაცემა. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ და ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადეს. „პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად. ეს არის ჩვენი კოალიციის პოზიცია და ჩვენი გადაწყვეტილება. კოალიციის სია იყო 82-კაციანი. ყველა, ვინც სიაშია, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში. ამ სამყაროში ჩვენი ერთადერთი მტრის, რუსეთის ფედერაციის. ვადასტურებთ, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი თანამონაწილეობა ამ…
მეტი...,,მარტივი კითხვაა – რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა?” – კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებზე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. ამის შესახებ მან არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. „ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ. რა მტკიცებულებებზეა საუბარი? ამას ვამბობთ ამდენი ხანია. არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა და მას შემდეგ მიდის საუბარი ამაზე. ჯერ იზეიმეს 20:00 საათზე, მთელი ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული. მარტივი კითხვაა – რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა? მთელი კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, იგებდნენ რაღაც გაუგონარი კვლევებით, ეგზიტპოლებით, შეცდომაში შეყავდათ და დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს ცრუ ბრალდებები, სადაც არანაირი…
მეტი...ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდი ისევ ჩაკეტეს
ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდი ისევ ჩაკეტილია. ხიდი აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ გახსნეს, რაც დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ სიტყვიერი დაპირება მიიღეს, თუმცა ცოტა ხნით. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. ხმაური „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტს მოჰყვა, რომელსაც ე.წ. პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს. საპროტესტო აქციები სწორედ ოპოზიციის იმ წარმომადგენლების დაკავების შემდეგ დაიწყო, რომლებიც ამ „შეთანხმების პროექტს“ ეწინააღმდეგებიან.
მეტი...გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
გერმანიის მმართველი ,,სოციალ-დემოკრატიული” პარტია და ოპოზიციური ალიანსი ,,ქრისტიან-დემოკრატიული” კავშირი, ასევე ,,ქრისტიან-სოციალური” კავშირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 23 თებერვალს ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციაში აცხადებენ, რომ ოლაფ შოლცი ბუნდესტაგს მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრის 16 დეკემბერს გამართვას სთხოვს. არჩევნების დანიშვნის საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უნდა მიიღოს. გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.
მეტი...,,გამორთეთ ბიტკოინის აპარატები!” – მესტიის მერია ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობას მიმართავს
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში კრიპტო მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფულადაა გაზრდილი. ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია, კრიზისულად გაზრდილი ტვირთის გამო ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნულ თემებში, ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან. მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები! გთხოვთ გაიაზროთ, რომ თქვენს პირად ინტერესებს ეწირება დანარჩენი მოსახლეობის – თქვენი მეზობლების, თქვენი ნათესავების, თქვენი მეგობრების კეთილდღეობა. მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი…
მეტი...ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მეომართა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გაიმართა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილე, საბრძოლო მოქმედებების დროს და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია; დაღუპულთა ოჯახის წევრებს, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები გადასცეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში, ანგი ხუციშვილმა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და სამშობლოს წინაშე მხედრული ვალის პირნათლად…
მეტი...საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, თუნდაც იმისთვის, რომ ისევ EU-ის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს” – ბორელი
კიევში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ გამოცემა Європейська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით ეჭვგარეშეა, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობა სურს. ,,უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად არის ჩართული EU-ში გაწევრიანებაში, ისევე როგორც უკრაინელი საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას სურს გახდეს EU-ის წევრი და უკრაინის წევრობა EU-ში არის ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ უკრაინას. საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩვენ ვეუბნებოდით საქართველოს მმართველებს, საქართველოს მთავრობას, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას. და თუ მათ სურთ გახდნენ…
მეტი...თვითმფრინავი, რომელსაც აფრენიდან რამდენიმე წუთში პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში დაჯდა
„ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი, რომელსაც აფრენიდან რამდენიმე წუთში პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. თვითმფრინავი თბილისი-მილანის რეისს ასრულებდა. ბორტს რადიოკავშირის ხარვეზი, დაუფიქსირდა, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში თბილისის აეროპორტის თავზე დაფრინავდა საწვავის დასაცლელად. ამის შემდეგ კი, თბილისის აეროპორტში დაბრუნება მოუწია. „ჯორჯიან ეარვეისის“ ცნობით, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ თვითმფრინავი თბილისი-მილანის რეისს შეასრულებს.
მეტი...