“ტრამპმა შესაძლოა, შეწყვიტოს დახმარება. კიევი რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება”- “როიტერი”

“აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ,უკრაინის მთავრობა დამატებით საბრძოლო იარაღს და ბრძოლის ველზე პოზიციების დაკავებას ცდილობს, რათა გააძლიეროს თავისი პოზიცია რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში” – ამის შესახებ „როიტერი“ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. როგორც „როიტერთან“ საუბარში მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით განაცხადა, შემდეგი ოთხი-ხუთი თვე იქნება გადამწყვეტი ამ ომში. „ეს ზამთარი კრიტიკული მომენტია. ვიმედოვნებ, რომ ომი დასასრულს მიუახლოვდება. ახლა ჩვენ განვსაზღვრავთ ორივე მხარის პოზიციებს– ამბობს წყარო. უკრაინაში შიშობენ, რომ ტრამპმა შესაძლოა, შეუწყვიტოს კიევს დახმარება. „მე ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ეცდება ამ რისკის თავიდან აცილებას დახმარების ტემპის აჩქარებით“ – ამბობს მაღალჩინოსანი.

მეტი...

არასრულწლოვანმა ჯერ მძინარე დედა მოკლა, შემდეგ კი ოჯახის სხვა წევრებს დაესხა თავს

თურქეთში 17 წლის არასრულწლოვანი საკუთარ ოჯახს დანით თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად, დედამისი გარდაიცვალა, მამა, ბიძა, მამიდა და ბაბუა კი მძიმედ არიან დაშავებულები. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შემთხვევა ღამის 3 საათზე მოხდა. არასრულწლოვანმა სამზარეულოს დანით ჯერ მძინარე დედა მოკლა, შემდეგ კი, იმავე იარაღით, ოჯახის სხვა წევრებს დაესხა თავს. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს, ხოლო 17 წლის ახალგაზრდა პოლიციამ უკვე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური აშლილობა აქვს.  

მეტი...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო, გუნდი საგურამოში შეიკრიბა. საწვრთნელ პროცესში 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა – გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ალექსანდრე კალანდაძე, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. ნოემბრის მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები სრულად 12 ნოემბრიდან შეიკრიბება. წლის დასკვნით საშინაო მატჩს ეროვნული გუნდი ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.

მეტი...

“საქართველო ევროპის ნაწილია და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს!”- მარკო მიხელსონი

“საქართველო ევროპის ნაწილია და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს!” – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველო ევროპის ნაწილია და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს! ჩვენ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“ – წერს მარკო მიხელსონი X-ზე.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე აქცია  „ჩვენ ვართ ევროპა“ დასრულდა. შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვით მიმართეს 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა. დელეგაციის წევრები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მსვლელობით მივიდნენ. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა. პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.

მეტი...

“არასოდეს დანებდეთ!”- შვედი პოლიტიკოსი აქციაზე

“საქართველო გვიანი არ არის, გვიანი არასდროს არ არის” – ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ერიკ ოტოსონმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ქართველ ხალხს მოუწოდა, არასდროს დანებდნენ. „მე შვედეთიდან მოვდივარ, სადაც ხუმრობით ვამბობთ, რომ ორასი წელია ქვეყანა მშვიდობით იტანჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ცოტათი გულუბრყვილოები ვიყოთ. მაგრამ რეალობა გვიახლოვდება, რეალობა მთლიანად კონტინენტს უახლოვდება. რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი სახე არ აქვს, ტანკებითა და ჭურვებით. მას აქვს სახე, რომელიც უკანა კარიდან შემოდის, რომელსაც თითქმის ვერ ცნობ, სანამ გვიანი არ არის. მაგრამ საქართველო გვიანი არ არის, გვიანი არასდროს…

მეტი...

“ევროპისკენ მხოლოდ დემოკრატიული გზა არსებობს და ეს გზა თქვენ ხართ”- ერიკ ოტოსონი

“ევროპისკენ მხოლოდ დემოკრატიული გზა არსებობს, არსებობს მხოლოდ კანონის უზენაესობის გზა, არსებობს გზა თავისუფლებით და ადამიანის უფლებებით და ეს გზა თქვენ ხართ” – ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ერიკ ოტოსონმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ჟიგიმანტს პავილიონისის სიტყვები გაიმეორა და თქვა, რომ  ევროპისკენ არ არსებობს „ორბანისეული გზა“. „მადლობელი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვდგავარ. ჩემი პოლიტიკური ცნობიერების ერთ-ერთი პირველი გამოცდილება იყო, როდესაც ქართველი ხალხი რუსეთის აგრესიას წინ აღუდგა. იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი ხალხის გამბედაობამ, რომ დღეს აქ თქვენს წინაშე ვდგავარ, როდესაც თქვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და…

მეტი...

“მათთვის, ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი არჩევნები – “Русский военный корабль…”- პოლონელი პარლამენტარი

„მათთვის, ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი არჩევნები, ვისაც უნდა თქვენი ხმები და თქვენი თავისუფლება მოიპაროს, ჩვენ გავიმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების სიტყვებს – “Русский военный корабль…” – ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა, რომ აგვისტოს ომის დროს რუსთაველზე იმყოფებოდა. “მათთვის, ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი არჩევნები, ვისაც უნდა თქვენი ხმები და თქვენი თავისუფლება მოიპაროს, ჩვენ გავიმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების სიტყვებს – “Русский военный корабль…”. ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. ჩვენ…

მეტი...

“მე აქ ვიდექი, როდესაც რუსეთის ტანკები თბილისს უახლოვდებოდა. მაშინ საქართველო გადარჩა”- მიჰაუ კამინსკი

რუსთაველის გამზირზე აქციის მინაწილეებს სიტყვით მიმართა პოლონეთის პარლამენტის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ. მან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ თბილისში იმყოფებოდა. “მე აქ ვიდექი, როდესაც რუსეთის ტანკები თბილისს უახლოვდებოდა. მაშინ თბილისი და საქართველო გადარჩა. საქართველომ გაუძლო რუსულ აგრესიას. ახლა მინდა გითხრათ, მე მაქვს ოცნება, მე მაქვს ნამდვილი ქართული ოცნება. ეს არის ევროპული ქვეყანა სავსე თავისუფლებით და სიყვარულით. ეს არის სწორედ ქართული ოცნება – საქართველო იქნება ევროპაში. არავის არ აქვს უფლება, მოიპაროს თქვენი ხმები, თავისუფლება. საქართველო იქნება თავისუფალი და საქართველო იქნება ევროპაში. და ბოლოს გეტყვით, მიხეილ…

მეტი...

“არ არსებობს ორბანის გზა ევროკავშირისაკენ. არ არსებობს რუსული ოცნება”- პავილიონისი

“იბრძოლეთ თქვენი დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის  თქვენი ქვეყნისთვის”- ამ სიტყვებით მიმათა აქციის მონაწილეებს ლიეტუვის პარლამენტის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა. მისივე განცხადებით, გაერთანების წევრობისთვის 24 საათიანი მუშაობაა საჭირო. “იბრძოლეთ თქვენი დამოუკიდებლობისთვის,  დემოკრატიისთვის  თქვენი ქვეყნისთვის.  იბრძოლეთ  იმისთვის, რომ გახდეთ ევროკავშირისა  და ნატოს წევრი. არ არსებობს ორბანის გზა ევროკავშირისაკენ. არ არსებობს რუსული ოცნება, არის ევროპული ოცნება და თქვენ ხართ ამ ოცნების წევრი. თავისუფლება არ არის მოცემულობა, ამიტომ ამას სჭირდება 24 საათიანი მუშაობა, რომ გახდეთ ამ  გაერთიანების წევრი”- განაცხადა პავილიონისმა.  

მეტი...

“მეგობრებო, არ დანებდეთ. ჩვენ ვართ თქვენთან ერთად”- მიხაელ როთმა აქციის მონაწილეებს მიმართა

“ძვირფასო ქართველებო, ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი, რომ მოგვეცა შანსი, დავბრუნებულიყავით საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. გასაგებია, რომ ჩვენი ჩამოსვლით მმართველი პარტია და მთავრობა არ არის გახარებული, მაგრამ ჩვენ ჩამოვედით ქვეყანაში, რომელიც არის ევროპის ნაწილი და უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ისინი გვაკრიტიკებენ, რომ თითქოს, ვერევით ქვეყნის შიდა საქმეებში”- განაცხადა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა რუსთაველის გამზირზე. როგორც მან აღნიშნა, ევროპა საქართველოს გვერდით დგას. “შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, ძალიან მამაც ქალბატონს, რომელიც იბრძვის თქვენთან ერთად ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. ძალიან დიდი პატივია, რომ შეგხვდეთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებს,…

მეტი...

“ჩვენი ჩამოსვლის შემდეგ საქართველოს მთავრობა არ არის გახარებული”- მიხაელ როთი

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით,  მმართველ პარტიას მათი აქ ჩამოსვლა არ უხარია. „გასაგებია, რომ ჩვენი ჩამოსვლის შემდეგ საქართველოს მთავრობა არ არის გახარებული. მაგრამ ჩვენ ჩამოვედით ქვეყანაში, რომელიც არის ევროპის ნაწილი. ჩვენ ისინი გვაკრიტიკებენ, რომ ჩვენ ვერევით მათ შიდა საქმეებში. ჩვენ დღეს შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, ძალიან მამაც ქალბატონს, რომელიც იბრძვის თქვენთან ერთდა ამ ქვეყნის მომავლისთვის“- განაცხადა როთმა.

მეტი...

ევროკავშირის 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრები აქციას შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ დაიწყო. დღევანდელი აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. აქციის მონაწილეები აპირებენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა უთხრან: „საქართველო ევროპაა!“. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უკვე შეუერთდნენ საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები. დელეგაციის წევრები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მსვლელობით მივიდნენ.    

მეტი...

აქცია დაიწყო – ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველის გამზირისკენ  ფეხით მიემართებიან

რუსთაველის გამზირზე აქცია დაიწყო. პოლიტიკური პარტიის ლიდერები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. აქციას ევროპელი პოლიტიკოსებიც შეუერთდებიან, რომლებიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირისკენ ფეხით მიემართებიან. როგორც ცნობილია ისინი სიტყვით მიმართავენ აქციის მონაწილეებს.  

მეტი...

“სოლიდარობას გამოუცხადებენ ქართველ ხალხს”- რუსთაველის გამზირზე ევროპელ ლიდერებს ელოდებიან

რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალქეებს სიტყვით მიმართავენ 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. როგორც აქციის მონაწილე ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, ევროპელი პოლიტიკოსები სოლიდარობას გამოუცხადებენ ქართველ ხალხს. „ველოდებით ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც უნდა მიმართონ ქართველ ხალხს, გაამხნევონ სოლიდარობა გამოუცხადონ და უთხრან რომ, ევროპის კარი არის ღია“- ამბობენ ისინი. აქციაში ევროპარლამენტარებიც მონაწილეობენ

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე აქცია, ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ იწყება. პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. პარლამენტის წინ, საიდანაც საზოგადოებას ოპოზიციონერი ლიდერები და თბილისში ვიზიტით მყოფი, ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის წევრები სიტყვით მიმართავენ, სცენაა დამონტაჟებული. პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.  

მეტი...

აქციაში ევროპარლამენტარებიც მონაწილეობენ

შეკრების ადგილი უცვლელია. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ისევ აქცია იმართება, რომელსაც საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარებიც უერთდებიან. „ჩამოვედით, რო რეჟიმის ცვლილებას ხელი შევუწყოთ“ – აცხადებენ ევროპარლაენტარები. აქციის მონაწილეები პარლამენტთან უვე იკრიბებიან. როგორია მათი გეგმა, ამ ეტაპისთვის უცნობია.  

მეტი...

ცნობილია, ვინ იქნება გაეროში აშშ-ის ელჩი

ამერიკის ახალი პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მისი კაბინეტის შემადგენლობაში ელის სტეფანიკი იქნება. ის გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ელის სტეფანიკი, 2021 წლიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციის თავმჯდომარეა. ტრამპი მას  „ძლიერი და ჭკვიანი მებრძოლად“ ახასიათებს. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება მივიღე, მის კაბინეტში ვიმსახურო, როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში აღვნიშნე, თუ როგორი მადლიერი ვარ დავთანხმდე. სენატში ჩემი კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას მოუთმენლად ველი“, – აცხადებს თავად სტეფანიკი.    

მეტი...

კრემლში ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარს უარყოფენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „საუბარი არ შემდგარა. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, ეს გამოგონილი ამბავია“, – თქვა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ The Washington Post-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპსა და პუტინს შორის გასულ ხუთშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც წყაროები აცხადებენ, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ურჩია, უკრაინაში ომის ესკალაცია არ მოახდინოს. ტრამპმა გამოხატა ინტერესი შემდგომი საუბრებით, რათა განიხილონ უკრაინაში ომის მალე გადაწყვეტა.

მეტი...

ვრცელდება მდუმარე ბერის მორიგი წერილი, რომელიც მრევლს კარზე დაუტოვა

ვრცელდება მდუმარე ბერის, ნარიმანის მორიგი წერილი, რომელიც მრევლს კარზე დაუტოვა. აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირის წერილებს და ქმედებებს მინიშნებად აღიქვამენ და უცნობია, თუ რა იგულისხმება კონკრეტულად ამ შემთხვევაში. ცნობისთვის, მამა ნიკოლოზი 20 წელზე მეტია, რაც მდუმარეა. მიუხედავად იმისა, რომ ბერს ეკლესია არ აღიარებს, მასთან უამრავი ადამიანი მიდის, ამბობენ, რომ მისგან ბევრი სასწაულის მომსწრეები გახდნენ.

მეტი...

სამწლიანი პაუზის შემდეგ, ზვიად პატარიძემ ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა

სამწლიანი პაუზის შემდეგ ზვიად პატარიძემ ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ, ამჯერად შეერთებულ შტატებში მოიპოვა. ნიუ-იორკში „ბილ ფარელის” სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც ქართველი მძიმეწონოსანი, საქართველოს სახელით ტურნირის ჩემპიონი გახდა. პატარიძემ ფინალში ამერიკის დროშის ქვეშ მოასპარეზე კუბელი ფრიმანი 6-0 დაამარცხა, მანამდე კი უკრაინელ ვიშნიცკის და ამერიკელ მესონს უშანსოდ მოუგო. ქართველი მოჭიდავე ამერიკაში რამდენიმე თვეა ცხოვრობს და მას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე ავარჯიშებს. სპორტსმენის მთავარი მიზანი 2028 წლის ლოს-ანჯელესში გასამართი ოლიმპიადაა, რომლისთვისაც მზადება დაწყებული აქვს. ზვიად პატარიძე საქართველოს ბერძნულ-რომაულ ნაკრებში ყველაზე პერსპექტიულ და იმედისმომცემ ფალავნად ითვლებოდა.…

მეტი...

საფრანგეთში ფერმერები, პილოტები და რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ

საფრანგეთში ფერმერების, პილოტებისა და რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვა იგეგმება. ადგილობრივი მედის ცნობით, ქვეყანაში მომდევნო კვირის განმავლობაში რამდენიმე მასშტაბური გაფიცვა გაიმართება. საპროტესტო აქციები პილოტების გაფიცვით, 14 ნოემბრიდან დაიწყება. პილოტთა ეროვნულმა კავშირმა თავის წევრებს მოუწოდა, შეიკრიბონ ეროვნული ასამბლეის შენობასთან, სადაც გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა გაიმართება. მეორე დღეს, 15 ნოემბერს ფერმერები მასშტაბურ აქციებს გეგმავენ. პროტესტის მიზეზი ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მერკოსურის ბლოკს შორის სავაჭრო ხელშეკრულების შესაძლო შედეგებია. ფერმერები ამბობენ, რომ ხელშეკრულება მათ ბიზნესებს დააზარალებს. 21 ნოემბერს გაფიცვას საფრანგეთის სარკინიგზო კომპანია SNCF-ის თანამშრომლები გეგმავენ. პროფკავშრები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ულტიმატუმია, რომელსაც შესაძლოა, უფრო…

მეტი...

PHOTO: ავარიის შედეგად დაშავებული დების, ნიაკოს და თათულის კლასელებმა ექიმებს საჩუქარი გაუკეთეს

ავარიის შედეგად დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის კლასელებმა ექიმებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს. კლასელებმა იაშვილისა და ნიუ ჰოსპიტალსის ექიმებს მადლობის სიგელები გადასცეს. ფოტოებს სოციალურ ქსელში თათულის და ნიაკოს დედა, სოფიო ხარშილაძე აზიარებს. „მთავარი სიგელი ცხოვრებაში, როცა სიტყვები ზედმეტია, ნიაკო აუცილებლად კარგად უნდა იყოს. მეამაყება ჩვენი გუნდი, ნამდვილად საამაყოა, ყოველი დღის ბრძოლა ჩვენი ექიმების, ქირურგების, ექთნების, უმცროსი ექიმების, მუდამ ჩვენს გვერდში მყოფი სანიტრების“, – წერს ექიმი მაკუნა თევზაძე. ხაშურში ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ თვეში ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და…

მეტი...

,,ასეთ ადამიანებთან შეხვედრა, არ იყო მიზანშეწონილი” – პრემიერი ევროპელ პარლამენტარებზე

,,ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების თბილისში ვიზიტს გამოეხმაურა. კობახიძის შეფასებით, აღნიშნულ პირებთან შეხვედრა ხელისუფლების მხრიდან მიზანშეწონილი არ იყო. ,,რაც შეეხება ამ ვიზიტს, თქვენ იცით, როგორია ჩვენი პოზიცია, ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს. როდესაც ის…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პირისპირ შეხვედრა ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ,,მხარეებმა კონფერენციაზე განსახილველ საკითხებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლს ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისთვის. შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

სკოლები ღაზას სექტორში თავშესაფრებადაა გადაქცეული – გაერო

,,წელიწადზე მეტია, რაც სკოლები ღაზას სექტორში თავშესაფრებადაა გადაქცეული”, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სოციალურ ქსელში X-ის პირად გვერდზე აქვეყნებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახები ცდილობენ გადარჩნენ მიმდინარე თავდასხმებისა და გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების ფონზე. „უწყვეტი ჰუმანიტარული წვდომის გარეშე უამრავი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,26 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულობასთან ახლოსაც არ იყო” – მიჰკელსონი

არჩევნების სავარაუდო გაყალბების საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ახლოსაც არ იყო ევროპულ სტანდარტებთან: ,,დიახ, აუცილებელია საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ის, რაც უკვე ცნობილია ქართველებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამიტომ, საერთაშორისო გამოძიება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მანამდე კი ჩვენ ყველამ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეს განსაკუთრებით ცუდია იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ასე რომ, ფაქტები ცნობილია და მნიშვნელოვანია, რომ მთელმა ევროკავშირმა აღიაროს ის, რაც…

მეტი...

ჯოზეფ ბორელმა კიევში, საჰაერო განგაშის გამო, თავშესაფარს შეაფარა თავი

,,ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, კიევში გამოცხადებული საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამო იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო”, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბორელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კიევში დღეს თავშესაფარში ვიწყებ, რადგან რუსეთი მორიგი სარაკეტო შეტევას ახორციელებს. ეს არის უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ“, – წერს ბორელი. ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში შაბათს ჩავიდა.

მეტი...

გიორგი ლოლომაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

იტალიაში, მილანში, ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსინგში, სადაც ქართველმა სპორტსმენმა, გიორგი ლოლომაძემ იასპარეზა და გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა.

მეტი...

ქუთაისში, ქვეითს მანქანა დაეჯახა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა იყო მობილიზებული. მედიკოსებმა დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

,,თუ ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ?” – კახა კალაძე

საარჩევნო პროცესში ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებულ კრიტიკას კახა კალაძე არ იზიარებს და აცხადებს, რომ ამომრჩევლის უმრავლესობამ ხმა არ მისცა ოპოზიციას. „სისულელეა ეს ყველაფერი. უამრავი ფაქტი იქნა მოყვანილი, როგორ ტარდება მოლდოვაში, პოლონეთში. იცით რა არის მთავარი? – მილიონ 120 ათასმა მოქალაქემ მკვლელებს, მწამებლებს და აგენტურას უთხრა არა. თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ? რატომ ზეიმობდით რვა საათზე, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული? თუ ეს პრობლემა იყო მთელი დღის განმავლობაში, რამდენი უცხოელი დამკვირვებელი იყო, ზოგადად, 25 ათას დამკვირვებელზეა საუბარი, რატომ კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განცხადებები, რატომ კეთდებოდა…

მეტი...

,,ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ქვეყანაში იქნება მშვიდობა და უახლოეს მომავალში მე-11 მოწვევის პარლამენტიც დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ მან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა. „გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად. რეალურად, არაფერი ხდება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მოხდება ეკონომიკური განვითარება, პარლამენტიც დაიწყებს ძალიან მალე მუშაობას, მთავრობაც დამტკიცდება. ოპოზიციაც შევა პარლამენტში, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ცხოვრება და მუშაობა ჩვეულებრივად გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შეტანილ სარჩელებს, თბილისის მერი აცხადებს,…

მეტი...

,,ესენი არიან უსაქმური ადამიანები” – კახა კალაძე ევროპელ დეპუტატებზე

„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს“, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, მათ საქართველოს მოსახლეობას თავი სიცრუით დაამახსოვრეს. „ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ. ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ვისმენდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, დღესაც აგრძელებენ. ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ისინი და როგორც ვთქვი, არანაირი ფასი არ აქვს მათ…

მეტი...

მადრიდში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

მადრიდში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა. „დაგვეღუპა ახალგაზრდა ვაჟკაცი, დედისერთა ბიჭი, გიორგი მარიხაშვილი. აქ, მადრიდში, დავუდგეთ მხარში გაუბედურებული დედას, ჩემო ქართველებო, ხელი ხელს ჩავჭიდოთ, გთხოვთ, მივეხმაროთ, გული მოკვდა აღარაა, უსაშველო ტკივილია, ერთმანეთის ერთად დგომით გავუთბოთ სული საცოდავ დედას. ანგარიშის ნომერი ES71 0049 6699 1329 1626 5818 Teona Ambrolidze. ვისაც „ბიზუმი“ გაქვთ, ასე დარიცხეთ – 642 72 73 36 Teona Ambrolidze”, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი, ასევე შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

მეტი...

ISFED-ის ახალი კვლევა ცესკოს რეპუტაციის დაზიანების მორიგი მცდელობაა – ცესკო

ცესკო „საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლო კამპანიაში ჩართულ სოციალური ქსელების ყალბ ან საეჭვო გვერდებთან დაკავშირებით“ „სამართლიანი არჩევნების“ კვლევას ეხმაურება და აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ე.წ. ყალბ და საეჭვო გვერდებთან არანაირი კავშირი არ აქვს. „გუშინ, სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში გავრცელდა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ე.წ. კვლევა სოციალური ქსელების ყალბ ან საეჭვო გვერდებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლო კამპანიაში. თავი რომ დავანებოთ ამ ე.წ. კვლევის „მასშტაბურობას“, სადაც საუბარია 7 ყალბ და 15 საეჭვო გვერდზე, მისი იმ დროს გამოქვეყნება, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა საარჩევნო დავების განხილვის უმნიშვნელოვანესი პროცესი, საეჭვოს ხდის ორგანიზაციის რეალურ მიზანს და…

მეტი...