საპროტესტო მსვლელობა ევროპის მოედანზე დასრულდა

ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა ევროპის მოედანზე დასრულდა. ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქცია ბრძოლის დასაწყისია. აქციაზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. მანამდე, აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო, ასევე, ბარათაშვილის ხიდი გადაკეტეს. 11 ნოემბერს, პრეზიდენტისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის შეხვედრის პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადეს, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. გარდა ამისა, აქცია გაიმართება, საქალაქო სასამართლოსთანაც.   “გადაიყვენეთ ეს ხალხი”- პოლიციამ აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა

მეტი...

ხვალ, ორბელიანების სასახლესა და საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

11 ნოემბერს, პრეზიდენტისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის შეხვედრის პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადეს, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. გარდა ამისა, აქცია გაიმართება, საქალაქო სასამართლოსთანაც. „ამ შეხვედრაში ჩვენც უნდა მივიღოთ გარკვეული მონაწილეობა. ეს მონაწილეობა იქნება, რომ ჩვენ დავანახებთ რამდენი ვართ პრეზიდენტის სასახლესთან. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროპელ მეგობრებს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ქართველი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, იბრძვის მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად. ამიტომ ყველას, ხვალ, გელოდებით ორ ლოკაციაზე, ვისაც, სადაც გირჩევნიათ და გული მიგიწევთ, ოღონდ, სახლში არ დარჩეთ. მოვა დრო თავისუფალ, დამოუკიდებელ…

მეტი...

“გადაიყვენეთ ეს ხალხი”- პოლიციამ აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პოლიციამ გააფრთხილა. სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი. როგორც მათ  განმარტეს, ადგილზე გზის გადაკეტვისთვის საკმარისი რაოდენობის ხალხი არ იმყოფება. „აქციის ორგანიზატორები დაჯარიმდება 5000 ლარით, აქციის მონაწილეები დაჯარიმდებიან 500 ლარით. გადაიყვანეთ ეს ხალხი გზის სავალი ნაწილიდან, თუ არადა ჩვენ ვიწყებთ იდენტიფიცირებას“- განაცხადა პოლიციელმა, რომელმაც აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, რომ გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ. ამ წუთებშო მტკვირის ორივე სანაპირო პარალიზებულია.    

მეტი...

“ცესკო-ს კომისიის გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ”- საიას იურისტი

“ცესკო-ს კომისიის გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ, იმ სამართლებრივი პროცედურის ფარგლებში, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი” – ამის შესახებ საიას იურისტმა, ტატა ჭანკვეტაძემ სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სხდომის მიმდინარეობისას ცესკო-ს კომისიის მხრიდან კითხვები იყო დეტალური და ვრცელი. ის, რომ ერთი შემთხვევა მაინც არსებობს ფარულობის პრინციპის დარღვევის იძლევა შესაძლებლობას, ჩვენი შეფასებით იმისა, რომ ამ პრინციპის დარღვევის გამო ვიდავოთ, ზოგადად შემაჯამებელი ოქმებისა და შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რადგან სარჩევნო პროცესი ერთგვაროვანი იყო ყველა იმ უბანზე, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდებოდა არჩევნები”, – განაცხადა ტატა ჭანკვეტაძემ. ცესკო-ს კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა…

მეტი...

უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა მოსკოვში

მოსკოვის ოლქში უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხ სახლს ცეცხლი გაუჩნდა უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად. „სამ დასახლებაში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ხუთი ადამიანი დაშავდა“– აღნიშნულია განცხადებაში. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ მოსკოვზე შეტევა რეკორდული რაოდენობის უპილოტო აპარატებით სცადა.

მეტი...

ისრაელის ავიაიერიშს დამასკოს გარეუბანში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის ავიაიერიშს სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკოს გარეუბანში საიდა ზეინაბის ზონა დაბომბა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლი ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ეკუთვნოდა და აღნიშნული ტერიტორია ირანის მომხრე ჯგუფების დასაყრდენია.

მეტი...

“ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მოკლა”- გახარია

“ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მოკლა” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა განაცხადა, რომელიც ამ წუთებში საპროტესტო აქციაზე იმყოფება. “თუ არ ექნება არჩევნების ლეგიტიმაცია, მაშინ ეს ნიშნავს იზოლაციას. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ და ფაქტი უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირის ლიდერები უკვე ამბობენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უბრალოდ მოკლად „ოცნებამ“, აღარ არსებობს. ამ იზოლაციას მოყვება ეკონომიკური იზოლაცია და დავდგებით უსაფრთხოების რისკების წინაშე” – ამბობს გახარია.

მეტი...

გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მტკვრის ორივე მხარე გადაკეტეს. “დღეს ჩვენ იმდენი ვართ ვფიქრობდით გუნდში, შევძლებდით თუ არა ერთი სანაპიროს მაინც გადაკეტვას, მაგრამ ჩვენ დღეს იმდენი ვართ, რომ ორივე სანაპიროს გადავკეტავთ. ერთი კოლონა დაიძვრება “პიკაპთან” ერთად, მეორე კოლონა გაჰყვება ჩვენს მოტოციკლეტებს, წინ რომ მიგვიძღვიან”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაადგილდებიან, მობილიზებულია პოლიციაც. შეკრებილები ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.  

მეტი...

“ფაქტობრივად, არის გადატრიალება”- ოთარ ზურაბიშვილი

დღეს გამართულ საპროტესტო მსვლელობას  პრეზიდენტის ძმაც შეუერთდა. ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ხალხის  არჩევანი მოპარა. “ეს არ არის ჩვეულებრივი გაყალბება. როგორც ვიცით, უკვე ყოფილა წარსულში. ეს არის მასიური ხალხის მოტყუება, ფაქტობრივად, არის გადატრიალება. ელექტორაული გზით სასამართლოშ როგორ იღებენ არგუმენტებს, ეს არის მიუღებელი. ეს არის ხალხის დაცინვა. აღარ გვინდა არც კობახიძე, არც ივანიშვილი” – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.

მეტი...

“ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას“- აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

„დღეს “დაიტოვე” დგამს პორველ ნაბიჯს სახალხო პროტესტისკენ და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას“ – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომლის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მსვლელობას მართავენ. “დღეს ჩვენ იმდენი ვართ ვფიქრობდით გუნდში, შევძლებდით თუ არა ერთი სანაპიროს მაინც გადაკეტვას, მაგრამ ჩვენ დღეს იმდენი ვართ, რომ ორივე სანაპიროს გადავკეტავთ. ერთი კოლონა დაიძვრება “პიკაპთან” ერთად, მეორე კოლონა გაჰყვება ჩვენს მოტოციკლეტებს, წინ რომ მიგვიძღვიან” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მეტი...

შვედი აქტივისტი მოქალქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ

შვედმა აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ. „შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში“ – წერს აქტივისტი პლატფორმა აქტივისტი პლატფორმა X-ზე. როგორც თუნბერგი აღნიშნავს, „ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა სარგებელი“.

მეტი...

“საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად”- გიორგი სანტურიანი

“არც წარმოდგენილი მასალებით და არც სხდომის მიმდინარებისას, რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომელიც დამატებით რაიმე არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების მიერ დაყენებულ პოზიციას – საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად” – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, წარმოების შედეგად ყველა წარმოდგენილი მასალა შესწავლილი იქნა. “დღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომაზე წარიმართა საჩივრების განხილვა, რომელიც შეეხებოდა ფაქტობრივად, ყველა საარჩევნო კომისიის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და წარმოდგენი იქნა შესაბამისი არგუმენტები მხარეების მიერ. სხდომის მიმდინარებისას ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, როგორც საჩივრის ავტორების მხრიდან, ასევე,…

მეტი...

აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან

ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო”, საქართველოს გაუმარჯოს!”.

მეტი...

“ქართული ოცნების” წევრებს ჩვენ მივმართეთ შეხვედრისთვის, მაგრამ მათგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია”- მიკელსონი

8 ევროპული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლების დელეგაციას “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრა სურდა, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ. ამის შესახებ, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიკელსონმა განაცხადა, რომელიც თბილისში იმყოფება. “როგორც იცით, ჩვენ აქ ვართ ევროპული პარლამენტის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ვემზადებით პრეზიდენტთან დაგეგმილი ხვალინდელი შეხვედრისთვის და ვნახოთ რა იქნება. ქართველ ხალხთან ჩემი მთავარი სათქმელი არის ის, რომ მხარი დაუჭირონ თავისუფლებას, მხარი დაუჭირონ საკუთარ უფლებას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვართ საქართველოში ახლა – მხარი დავუჭიროთ საქართველოს სწორი მიმართულებით სვლას. მე რა ინფორმაციაც მაქვს ორივე მხარისგან – საერთაშორისო და…

მეტი...

თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა

ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის გამო, თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 26 ოქტომბრერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ისინი საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს არჩევნების მოთხოვნით პლაკატები აქვთ გაშლილი. გარდა ამისა, მათ ადგილზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშაც აქვთ მიტანილი. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.  

მეტი...

თავისუფლების მოედანზე აპროტესტო მარშის მონაწილეები იკრიბებიან

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარშის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს არჩევნები მოჰპარა და ხალხის ხმები გააყალბა. აქციის მონაწილეებს სიმბოლურად გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ორგანიზატორების განცხადებით, სამოქმედო გეგმას აქციის მონაწილეებს ადგილზე გააცნობენ.

მეტი...

„ის აქ არის!“- როკფელერის ნაძვის ხე, ნიუ-იორკში ჩავიდა (video)

ნიუ-იორკის ერთ-ერთი მთავარი საახალწლო სიმბოლო, როკფელერის ნაძვის ხე, ქალაქში ჩავიდა. ტრადიცია, რომელიც 1931 წლიდან იღებს სათავეს, უკვე 93 წელს ითვლის.  ნაძვის ხე მასაჩუსეტსიდან 74 ფუტის სიგრძის, 11 ტონიანი მანქანით ჩაიტანეს და როკფელერის ცენტრში ამწეს მეშვეობით დადგამენ. როკფელერის ცენტრის საშობაო ნაძვის ხე მანჰეტენის ცენტრის ღირებულებად იქცა, რომელიც სავაჭრო და ტურისტულ ადგილებში ყოველწლიურად სადღესასწაულო პერიოდში უამრავ სტუმარს იზიდავს.  

მეტი...

“რუსი ხალხი ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის “განსაკუთრებულ ფასს“ იხდის”- სერ ტონი რადაკინი

“უკრაინის წინააღმდეგ ომში ოქტომბერში ყოველდღიურად, საშუალოდ, 1 500 რუსი ჯარისკაცი იღუპებოდა, ან იჭრებოდა და მსგავსი დანაკარგი რუსეთს არცერთ თვეში არ განუცდია ომის დაწყების დროიდან” – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსმა, ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, 2022 წლის თებერვლიდან, ომის დაწყების დროიდან რუსეთის დანაკარგები 700 000-მდე გაიზარდა. სერ ტონი რადაკინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსი ხალხი ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის “განსაკუთრებულ ფასს“ იხდის. „რუსეთს, დაახლოებით 700 000 დაღუპული და დაჭრილი ჰყავს – უზარმაზარი ტკივილი და ტანჯვა, რომლის ატანაც რუს ერს უწევს პუტინის ამბიციების გამო“- აღნიშნა სერ ტონი რადაკინმა.…

მეტი...

ბუდუმ “პროისენ მიუნსტერს” გაუტანა

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ლიგაში “პროისენ მიუნსტერს” გაუტანა. ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინაც გაიტანა, თუმცა გოლი არ ჩაუთვალეს, რადგან მისი თანგუნდელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო

მეტი...

რომის ღია პირველობაზე ერთმანეთს ვლადიმერ ახალკაცი და ირაკლი ბეროშვილი დაუპირისპირდებიან

81-კილოგრამ წონით კატეგორიაში რომის ღია პირველობაზე ქართული ფინალი გაიმართება. ერთმანეთს ვლადიმერ ახალკაცი და ირაკლი ბეროშვილი დაუპირისპირდებიან. ტურნირზე დღეს გამომსვლელი კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე დამარცხდა. უიღბლო გამოდგა ერთწლიანი პაუზის შემდეგ ძიუდოში დაბრუნება ლუკა მაისურაძისთვის (90კგ). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მერვედფინალში იტალიელ ბედელთან წააგო. 90კგ-ში ასევე გამოდიოდნენ მიხეილ კუპრაშვილი და თორნიკე ფოლადიშვილი. რომის ღია პირველობაზე 10 ნოემბერს მედლები 81, 90, 100 და +100 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

მეტი...

2,2 ტონა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – რეკორდული რაოდენობის კოკაინი ევროპისთვის იყო განკუთვნილი

კარიბის ზღვის კუნძულ ჰაიტის აღმოსავლეთით, დომინიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 2,198 შეკვრად დაფასოებული, 2,2 ტონა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. სამართალდამცველებმა რეკორდული რაოდენობის კოკაინი კაუსედოს პორტში, ტანსაცმლის კონტეინერში იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ნარკოტიკი პორტში პანამიდან შევიდა და ის ევროპისთვის იყო განკუთვნილი – ტვირთის დანიშნულების ადგილი ბელგია, ანტვერპენის პორტი იყო.    

მეტი...

“ტრამპი ზეწოლას მოახდენს – სამწუხაროდ პუტინს დარჩება უკრაინის 20%”- ჯეიმს სტავრიდისი

“დონალდ ტრამპი ზეწოლას მოახდენს უკრაინასა და რუსეთზე მოლაპარაკების მაგიდასთან მათ მისაყვანად, სამწუხაროდ, პუტინს დარჩება უკრაინის 20 პროცენტი, 80 პროცენტი კი იქნება დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინა “– ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ჯეიმს სტავრიდისმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. ნატო-ს ყოფილი სახედრო მაღალჩინოსნის თქმით, შეთანხმება სავარაუდოდ კორეის სცენარის მსგავსად წარიმართება და შემდეგ, სამ-ხუთ წელწადში უკრაინას ნატო-ში მიიღებენ. „ეს არ არის ყველაზე ცუდი შედეგი და ალბათ ასე დასრულდება უკრაინის კრიზისი”- განაცხადა მან.  

მეტი...

სამეგრელოში 750 კილოიანი გოგრა გაჭრეს (video)

გიგანტური გოგრა, რომელიც ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივმა მოიყვანა, გაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის 750 კილოგრამს იწონიდა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მეტი...

პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს მოაწერა ხელი. ხელშეკრულების მეოთხე მუხლი ადგენს, რომ თუ ერთ-ერთი მხარე ექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას სხვა სახელმწიფოს ან რამდენიმე ქვეყნის მხრიდან და აღმოჩნდება ომის მდგომარეობაში, მაშინ მეორე მონაწილე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას ყველა არსებული საშუალებით. გარდა ამისა, მერვე მუხლის მიხედვით, მხარეები ქმნიან მექანიზმებს ერთობლივი საქმიანობისთვის, რათა გააძლიერონ თავდაცვის შესაძლებლობები ომის თავიდან აცილების ინტერესებიდან გამომდინარე და რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.  

მეტი...

ქალმა აბაზანაში ქვეწარმავალი აღმოაჩინა

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში, ქალმა აბაზანაში ქვეწარმავალი აღმოაჩინა. დილის 05:00 საათზე, უნიტაზის უკან პითონის დანახვით შეშინებულმა ქალმა ჯერ ყვირილი დაიწყო, შემდეგ კი, დახმარებისთვის, შერიფის დეპარტამენტს მიმართა. შერიფის ოფისმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც სამართალდამცველები წერენ, პითონი თავის ახალ, “სამუდამო სახლში” გაუშვეს.  

მეტი...

„ევროკავშირს ადარდებს ის, რაც საქართველოში ხდება“- ეკა გიგაური

„ევროკავშირს ადარდებს ის, რაც საქართველოში ხდება“ – ამის შესახებ “საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა განაცხადა. ეკა გიგაურის თქმით, ევროკავშირის დელეგაციას, რომელიც დღეს თბილისში ჩამოდის, კითხვები საქართველოში ჩატარებულ  არჩევნებთან დაკავშირებით აქვს. „ის, რომ თავისთავად, ეს ვიზიტი არის ორგანიზებული და ევროკავშირის 10 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოდიან, ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ადარდებთ ის, თუ რა ხდება ქვეყანაში. მათ აქვთ კითხვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და შესაბამისად, ზუსტად ამიტომ არ ხდება ამ არჩევნების ლეგიტიმაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენთან შეხვედრა არის განპირობებული იმით, რომ გვყავდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ და შესაბამისად,…

მეტი...

ქეით მიდლტონმა მკურნალობის დაასრულების შემდეგ საჯაროდ გამოჩნდა

ქეით მიდლტონი მკურნალობის დასრულების შემდეგ, ოფიციალურ ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდა. მანმადე, უელსის პრინცესამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა. ,,ზაფხული დასრულდა და სიტყვებით ვერ გადმოვცემ სიხარულს იმის გამო, რომ ჩემი ქიმიოთერაპიის კურსი დასრულებულია. ბოლო ცხრა თქვე იყო საშინელი ჩვენი ოჯახისთვის, რადგან მკურნალობის პროცესი არის გაუთვალისწინებელი რისკი ყველა ახლობლისთვის. ამ პერიოდმა მე და უილის შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია უბრალოდ გიყვარდეს. ყველას ვინც აგრძელებს სიმსივნესთან ბრძოლას, გეტყვით, მე თქვენთან ვარ. სიბნელეში აუცილებლად გამოჩნდება კაშკაშა სხივები”-  ნათქვამია ვიდეო მიმართვაში.

მეტი...

„ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია – ეს ყველა ქვეყნისთვის ნათელია”- ზელენსკი

“საჰაერო თავდაცვის ძალები ამ კვირაში დღე და ღამ მუშაობდნენ უკრაინის ცის რუსული ტერორისგან დასაცავად”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის – 145 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში კი რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით 600 დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 20 რაკეტა გამოიყენა. „ასეთი ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია, ბავშვების მკვლელობისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია“ – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია. „ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების…

მეტი...

მარკო მიხელსონი თბილისშია

გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი უკვე თბილისშია. ევროკავშირის რვა სახელმწიფოს წარმომადგენელი ხვალ პრეზიდენტს, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს  შეხვდება. სამოქალაქო სექტორი ევროკავშირის დელეგაციას არჩევნების, შესაძლო, გაყალბების მტკიცებულეებს – ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს გადასსცემს.  

მეტი...

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ოქტომბერში დავითაშვილმა სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა. ზურიკომ ორჯერ „ანჟეს“ გაუტანა, ხოლო „ოსერის“ წინააღმდეგ ჰეთთრიქი შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან ერთად თვის საუკეთესოს წოდებისთვის ბრედლი ბარკოლა (პსჟ) და ლუკას შევალიე („ლილი“) იბრძოდნენ. UNFPA Football Trophies-ი პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული კავშირის (UNFP) მიერ დაწესებული ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა მოთამაშეებს, რომლებიც თამაშობენ საფრანგეთის ლიგა 1-ში, ლიგა 2-ში და ქალთა ლიგაში.  

მეტი...

საფრანგეთი უკრაინას SCALP-ის ათამდე რაკეტას გადასცემს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ხელი მოაწერა უკრაინისთვის SCALP-ის ათამდე რაკეტის გადაცემას, რომელსაც ქვეყანას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დაჰპირდა.  ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „უნდა შევინარჩუნოთ დახმარება გრძელვადიან საფუძველზე, რადგან ეს ასევე საშუალებას მისცემს უკრაინის ხელისუფლებას, განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როდესაც ისინი ამას გადაწყვეტენ. სამხედრო მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და მაშინაც კი, როცა ომი დამთავრდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის არმიის გაძლიერება. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ უპრეცედენტო საწვრთნელ პროგრამას აღმოსავლეთ საფრანგეთში, სადაც 2000 უკრაინელი ჯარისკაცი გადის წვრთნას ბრიგადაში, რომელსაც ფრანგი ჯარისკაცები ხელმძღვანელობენ და ფრანგულ აღჭურვილობას იყენებენ. მეორეც, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას. ზამთრის დადგომასთან ერთად, რუსეთის ღრმა…

მეტი...

უკრაინელებმა რუსეთში საბრძოლო მასალის საცავებს დაარტყეს

უკრაინელებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სულ მცირე, 8 აფეთქება და ძლიერი ხანძარი დაფიქსირდა. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტპრიაზე 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 14 ბრიანსკის ოლქში.­

მეტი...

ცესკოს სხდომიდან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გააძევეს

ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა ცესკო-ში მიმდინარე გააძევა სხდომიდან, სადაც საჩივრებს განიხილავენ. ლაშა ფარულავამ ცესკო-ს წარმომადგენლებს არჩევნების გამყალბებლები უწოდა. „ეს არ იყო კენჭისყრა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა საქართველოში. რუსული სპეცოპერაციით დემოკრატია გაუქმდა ქვეყანაში. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები გაუქმდა. ამაზე, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ბატონო გიორგი და ბატონო გიორგი ჯავახიშვილო. თქვენ ხართ მთავარი გამყალბებლები. თქვენ არჩევნები გააუქმეთ ამ ქვეყანაში. თქვენ მიიტაცეთ ეს არჩევნები! “,- აღნიშნა ფარულავამ.  

მეტი...

აშშ-ში ათასობით ადამიანმა არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება გააპროტესტა

აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანმა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება გააპროტესტა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ დონალდ ტრამპის მიდგომებს საიმიგრაციო პოლიტიკასა და აბორტის უფლებასთან დაკავშირებით. ნიუ იორკში დემონსტრანტები მანჰეტენზე, „ტრამპ ტაუერთან“ შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციები გაიმართა ვაშინგტონსა და სიეტლში. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.  

მეტი...

ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორის ქალაქ ჯაბალიაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. – ინფორმაციას Reuters-ი პალესტინელ მედიკოსებზე დაყრდნობით ავცელებს. პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს და „ჰამასის“ მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 32-ს აღწევს. ისრაელი აცხადებს, რომ ჯაბალიაში, ბეიტ ლაჰიასა და ბეიტ ჰანუნში ჯარები გაგზავნა, რათა ხელი შეეშალა „ჰამასის“ იმ მებრძოლების გადაჯგუფებისთვის, რომლებიც თავდასხმებს იქიდან ახორციელებენ. ისრალესა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მცდელობები ჯერ-ჯერობით შეჩერებულია.  

მეტი...

ცესკოში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრების განიხილავენ. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, ცესკოს 11 წევრის მხარდაჭერა რომ არა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, განმარტა, რომ საზოგადოებამ დაინახა აქცენტების შემოტანა, თითქოს ოპოზიციის მხარდაჭერით განხორციელდა 60 საარჩევნო უბნის შექმნა. „რომ არა 11 წევრის მხარდაჭერა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება და მათ შორის თქვენიც, ამ ნაწილს არ დაგიკარგავთ,…

მეტი...