ყაზახეთში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის კატასტროფას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ვერტმფრენი ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ეკუთვნოდა. ბორტზე 3 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები ქალაქ აქტობეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით. კატასტროფის მიზეზი – საფრენი აპარატის ტექნიკური გაუმართაობაა.
მეტი...დღე: ნოემბერი 9, 2024
“ოპოზიცია ისე იყო, საერთოდ პულსი არ ესინჯებოდა”- მეუფე იაკობი
“ოპოზიცია ისე იყო, საერთოდ პულსი არ ესინჯებოდა” – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. ქადაგებისას მეუფემ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. „არჩევნები ჩატარდა. ქართველების დაკვეთა იყო, რომ 150 კაცი აგვერჩია პარლამენტში, ავირჩეთ. შევიკრიბოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რაც ქართველ ერს წაადგება. ღვთის ნება რომ არ ყოფილიყო, ასე ხომ არ დამთავრდებოდა?!“- განაცხადა მეუფე იაკობმა. ბოდბელი მთავარეპისკოპოსი ევროპელი ლიდერების მხრიდან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაწვევის მოთხოვნასაც გამოეხმაურა. „შეეძლოთ, ჩვენ ნატო-შიც მივეღეთ და ევროკავშირშიც და ავრიდებოდით ამ ტერიტორიების დაკარგვას, სამოქალაქო ომს. მერე აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონსაც რა უქნეს?!…
მეტი...კატარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად შუამავლობას წყვეტს
კატარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად შუამავლობას წყვეტს, ვიდრე ისრაელი და „ჰამასი“ არ აჩვენებენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების „გულწრფელ სურვილს“. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „კატარმა კონფლიქტის დაწყებისთანავე თქვა, რომ მათ შუამავლობა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარი ავლენს ჭეშმარიტ ინტერესს გამოსავლის პოვნისადმი“- განუცხადა სააგენტო „როიტერს“ მაღალჩინოსანმა, რომლის თქმითაც, კატარმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ „ჰამასს“, ისრაელსა და აშშ-ს უკვე აცნობა. კატარი, აშშ-სთან და ეგვიპტესთან ერთად აქტიურ შუამავალ როლს ასრულებდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და „ჰამასის“ მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებში.
მეტი...“ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი პრეზიდენტ ზელენსკისთვის – ყირიმი აღარ არის”- ტრამპის მრჩეველი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი ბრაიან ლანზა აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაცია ფოკუსირებული იქნება უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე და არა ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის სტრატეგმა „ბიბისის“ განუცხადა. ლანზას თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მიმართვას პრეზიდენტ ზელენსკის, რომ მან წარმოადგინოს „მშვიდობის რეალისტური ხედვის“ საკუთარი ვერსია. „პრეზიდენტი ზელენსკი თუ მოვა მაგიდასთან და იტყვის, რომ ჩვენ მშვიდობა შეიძლება გვქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ყირიმი, ის გვაჩვენებს, რომ არის სერიოზულად განწყობილი. როდესაც ზელენსკი ამბობს, რომ მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყირიმი დაბრუნდება, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი პრეზიდენტ ზელენსკისთვის – ყირიმი აღარ…
მეტი...თბილისში აქცია დასრულდა
აქცია გმირთა მოედანზე დასრულდა.პოლიტიკოსები დღეს, მხარდამჭერებთან ერთად თბილისში ორ ნაწილად, სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა გმირთა მოედნისკენ გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, რის გამოც, ხელახალი არჩევნების დანიშვნაა საჭირო. სიტყვით გამოვიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკისები. მათი განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია, არჩევნების შედეგები არ უღიარებია, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დიდ ნაწილს, აქედან გამომდინარე, ოპოზიციონერი პოლიტიკისების თქმით, “არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას ოპოზიცია არ აპირებს”. გმირთა მოედანზე შეკრებილებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, ბოლოს კი, აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა.
მეტი...„დიდი“ კომბსი 50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს
ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი შონ „დიდი“ კომბსი 50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ, ფლორიდაში მდებარე 48 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლის უზრუნველყოფით ითხოვენ. ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსანდრა შაპირომ ასევე შესთავაზა სასამართლოს შონ კომბსის შინა პატიმრობაში მოთავსება 24-საათიანი მონიტორინგით, მისთვის სავარაუდო მსხვერპლთან ან თვითმხილველებთან კონტაქტის აკრძალვის პირობით. ცნობისთვის, შონ კომბსი რვა კვირაზე მეტია, ბრუკლინის ციხეშია, სადაც ის სექსუალური ტრეფიკინგში ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული. პროკურატურის მტკიცებით, კომბსი იყენებდა თავის ბიზნეს-იმპერიას, მათ შორის ხმის ჩამწერ კომპანია Bad Boy Entertainment-ს…
მეტი...“არავინ არ შევა პარლამენტში”- ოპოზიცია
“[ხალხს] სჭირდება მტკიცე დოკუმენტი – ვაპირებთ იქ შესვლას, თუ არ ვაპირებთ?! და კონკრეტული დღე როდესაც მოვა მე მჯერა, ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერთად დავდგებით და ქართველ ხალხთან ერთად ვიტყვით, რომ არავინ არ შევა იმ პარლამენტში, რომელშიც არაფერი გვესაქმება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის უახლოეს პერსპექტივაში” – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აქციაზე სიტყვით სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც გამოვიდნენ და აღნიშნეს, რომ პარლამენტში არც ისინი აპირებენ შესვლას. ამ წუთებში აქცია გმირთა მოედანზე მიმდინარეობს.
მეტი...ზელენსკისა და ტრამპს შორის შეხვედრა იგეგმება
ზელენსკისა და ტრამპს შორის დიალოგი უკვე აწყობილია, დაიწყება შეხვედრის მომზადება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ კიევში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “განიხილებოდა შესაძლო სამომავლო კონტაქტები ლიდერების დონეზე. როგორც აქამდე შეგატყობინეთ, შეთანხმებულ იქნა, რომ გუნდები დაიწყებდნენ პრაქტიკულ მოსამზადებელ სამუშაოს ასეთი შეხვედრის ორგანიზებისთვის”- განაცხადა სიბიგამ.
მეტი...“ივანიშვილს ეყოლება ის პრემიერი, რომელიც „ჰეზბოლასთან” დგას”- მსვლელობის მონაწილეები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ
მსვლელობის მონაწილეები, გმირთა მოედანთან შეიკრიბნენ. მათ სიტყვით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიმართავენ. როგორც „ლელოს’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხდა, პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება. „ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, ბიძინა ივანიშვილს ეყოლება ის პრემიერი, რომელიც „ჰეზბოლასთან დგას და „ჰამასთან“. ჩვენი არჩევანი ეს არ არის. ბრძოლა იქნება ბოლომდე“- აღნიშნა ხაზარაძემ.
მეტი...გაერთიანებული მსვლელობა გმირთა მოედნის მიმართულებით (video)
მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან” და „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანდნენ. მსვლელობის მონაწილეები ერთმანეთს ტაშით შეეგებნენ. ადგილზე უკვე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის”, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და „ცვლილებებისთვის“ ლიდერები და მხარდაჭერები არიან. გაერთიანებული მსვლელობა გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდება. მსვლელობის მონაწილეებს მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.
მეტი...ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა საჰაერო იერიში ლიბანის სანაპირო ქალაქ, ტვიროსში განახორციელა, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა და სულ მცირე, 46 დაშავდა. სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მეტი...“ერთადერთ რამეზე ფიქროს ახლა ივანიშვილი, იქნებ ვინმე შეათრიოს პარლამენტში”- ნიკა მელია
“კოალიცია ახალის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიზანი ახლა ოპოზიციის პარლამენტში შეყვანაა. მელიას ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება და არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი საკანონმდებლო ორგანოში არ შევა. “ყველაზე დიდი მასშტაბი გაყალბების იყო თბილისში. მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ გაიფორმეს გაყალბება. უახლოესი პერიოდის ამოცანა არის შემდეგი რომ ის პარლამენტი, არ შედგეს როგორც საქართველოს პარლამენტი. განვითარებულმა მსოფლიომ არ აღიარა ეს არჩევნები. მეტიც, ითხოვენ გამოძიების ჩატარება. როდესაც ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დიდი ნაწილი არა თუ არ აღიარებს არჩევნებს არამედ გიპროტესტებს ამ არჩევნებს. რა თქმა უნდა ამ პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ…
მეტი...“ძვირფასო ირაკლი კობახიძე , ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ”- როთი
“ძვირფასო ირაკლი კობახიძე ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ” – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. როთი ირაკლი კობახიძე სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ “ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს” და არ იცის, “როგორ მოიცალა საქართველოსთვის”. “ძვირფასო ირაკლი კობახიძე , ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ. მაგრამ ჩვენ ვნერვიულობთ საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. რატომ? მოდით შევხვდეთ და ვისაუბროთ. მსურს თბილისში თქვენს საყვარელ კაფეში მოგიწვიოთ. თავისუფალი იქნებით ორშაბათს?” – წერს როთი.
მეტი...აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები მცირე უპირატესობას ინარჩუნებენ
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები მცირე უპირატესობას ინარჩუნებენ. „როიტერის“ ცნობით, ამჟამად გრძელდება ბოლო ხმების დათვლა, რომელთა შედეგები გადაწყვეტს წარმომადგენელთა პალატის კონტროლს. Edison Research-ის პროგნოზით, რესპუბლიკელებს 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში ამ დროისთვის გარანტირებული აქვთ სულ მცირე 211 ადგილი. მათ უმრავლესობამდე 7 მანდატი აშორებთ. ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილის 24 ადგილის ბედი. ამასთან, უკვე ცნობილა, რომ რესპუბლიკელებს 100-წევრიან სენატში 53-მანდატიანი უმრავლესობა ექნებათ. როგორც „როიტერი“ წერს, რესპუბლიკელების მიერ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვება არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუმარტივებს პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას, მათ შორის გადასახადების შემცირებას, ენერგეტიკული რეგულაციების დამტკიცებასა და საზღვრის კონტროლის უზრუნველყოფას.…
მეტი...საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ
მეტროსადგურ “მარჯანიშვილიდან” დაძრული საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ. მოქალაქეების განცხადებით, ორბელიანების სასახლესთან მისვლა ქვეყნის მთავარსარდლის მიმართ ერთგვარი პატივისცემის გამოხატულებაა. შეკრებილებმა ათონელის რეზიდენციასთან საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გააჟღერეს. “არა რუსულ არჩევნებს – არა რუსულ რეჟიმს” – დედაქალაქში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე – მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ და სწორედ ამ ორი ლოკაციიდან დაიწყეს მსვლელობა.
მეტი...,,ჩვენ არ გავისუსებით, ჩვენ არ დაგითმობთ ქვეყანას” – მსვლელობის მონაწილეები სუს-თან გაჩერდნენ
,,მეტროსადგურ უნივერსიტეტიდან” დაძრული მსვლელობის მონაწილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სასამხურთან გაჩერდნენ, სადაც კოალიცია ,,ცვლილებისთვის” ლიდერებმა სუს-ის უწყებას მიმართა: ,,ჩვენ არ გავისუსებით, ჩვენ არ დაგითმობთ ქვეყანას” , – განაცხადა ნიკა გვარამიამ. ,,საქართველო ჩვენია, წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსენებთ, ემსახურეთ საქართველოს, გაანებეთ თავი ივანიშვილს ის წავა და ჩვენ დავრჩებით. თვალებში უნდა ჩახედოთ შვილებს, ცოლებს, ქმრებს, მშობლებს, მეგობრებს, თანამოქალაქეებს დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო. საქართველო ჩვენია, ჩვენ მივდივართ ევროპაში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მეტი...თბილისში ცოფით დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფი 6 პირი იდენტიფიცირებულია
თბილისში ცოფი დაფიქსირდა. იძებნებიან ადამიანები, რომლებსაც მიუსაფარ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდათ. მოკვლევის შედეგად იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფი 6 პირი, რომლებმაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. სურსათის ეროვნული სააგენტო აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ პირებს გამოხმაურებისა და დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
მეტი...საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით ფილარმონიის მიმართულებით გადაადგილდებიან
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეჩერების შემდეგ, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით ფილარმონიის მიმართულებით გადაადგილდებიან. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია. პარალელურად, აქციის მონაწილეები შემხვედრ მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად მსვლელობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება. რაც შეეხება მეორე მსვლელობას, რომელიც მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტიდან” დაიძრა, ისინი სუს-ის წინ შეჩერდნენ.
მეტი...,,ველოდები, რომ კობახიძე გადადგეს და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან წავიდეს” – ოთარ ზურაბიშვილი
,,ველოდები, რომ კობახიძე გადადგეს და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან წავიდეს”, – ამის შესახებ ,,მარჯანიშვილის მოდანზე” მისულმა პრეზიდენტის ძმამ განაცხადა. ოთარ ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას უერთდება. ,,რაც დღე გადის, ჩნდება ახალი გაყალბებები. ყველამ ვნახეთ, როგორ ეპყრობიან ირაკლი კობახიძეს საერთაშორისო პირები. სერიოზულად აღარ უყურებენ მას. მე ველოდები, რომ ირაკლი კობახიძე გადადგეს, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან წავიდეს და იყოს ახალი არჩევნები, წესიერი, ევროპული და დემოკრატიული”, – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
მეტი...აქციის მონაწილეები მსვლელობით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან
თბილისის ქუჩებში გამოსული მოქალაქეები მსვლელობით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ იქამდე, სანამ ქვეყანაში არჩევნები ხელახლა არ ჩატარდება. ოპოზიციის ლიდერები დაზუსტებით არ ამბობენ, რა არის დღევანდელი აქციის საბოლოო ლოკაცია და სამოქმედო გეგმა. თუმცა, მათი თქმთ, მიზანი ერთია ივანიშვილის ხელისუფლების შეწუხება აქციების პერმანენტულ რეჟიმში გადასვლით. დედაქალაქში აქცია-მსვლელობა ორი ლოკაციიდან დაიწყო
მეტი...,,ქვეყნის დასახსნელად გვაქვს მხოლოდ ერთი გზა, ეს არის აქტიურობა და ყოველდღიური პროტესტი” – თინა ბოკუჩავა
,,ქვეყნის დასახსნელად გვაქვს მხოლოდ ერთი გზა, ეს არის აქტიურობა და ყოველდღიური პროტესტი”, – ამის შესახებ ,,მარჯანიშვილის” მოედანზე მისულმა ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ახლა სასწორზე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი დგას. ,,მნიშვნელოვანია მუდმივი აქტიურობა, ადამიანების პროტესტი, იმისთვის რომ ახლანდელი ვითარება, როცა ამ არჩევნებს არ აქვს საერთაშორისო აღიარება. კარგად უნდა გვესმოდეს, ივანიშვილი ცდილობს ქვეყანა მოაქციოს ტოტალურ საერთაშორისო იზოლაციაში, რაც გამოიწვევს როგორც პოლიტიკურ იზოლაციას, ასევე ეკონომიკურ იზოლაციას, სადაც საფრთხე შეექმნება მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას, გზავნილებს ევროპიდან, რომელზეც დგას ქართული ეკონომიკა. ქვეყნის დასახსნელად გვაქვს მხოლოდ ერთი გზა, ეს არის აქტიურობა და ყოველდღიური…
მეტი...,,ოთხშაბათს ქალების აქცია იქნება” – ანა დოლიძე
ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, ქალები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ მარჯანიშვილის მოედანთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ,,ხალხის ყოფნა აქციებზე მნიშვნელოვანია. დღეს ვერ ახერხებთ ხვალ, ხვალ ვერ ახერხებთ ოთხშაბათს. ოთხშაბათს ქალების აქცია იქნება. ყველა, ვინც პროევროპულ არჩევანს მისცა ხმა, უნდა ეცადოს, რომ რომელიმე აქციაზე მაინც გამოვიდეს. ხელისუფლებას უნდა დავანახოთ, რომ არ ვაპირებთ დანებებას და დასავლეთს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ პროევროპული მომავლისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ”, – ამბობს ანა დოლიძე.
მეტი...დედაქალაქში აქცია-მსვლელობა ორი ლოკაციიდან დაიწყო
მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსვლელობას შემდეგ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ წამოსულ მსვლელობას შეუერთდებიან. ოპოზიციური პარტიების, ,,კოალიცია ცვლილებისთვის”, ,,ძლიერი საქართველოსა” და ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაორგანიზებული მსვლელობა, სავარაუდოდ, გმირთა მოედანზე დასრულდება.
მეტი...აქცია-მსვლელობის მონაწილეები მარჯანიშვილისა და სახ.უნივერსიტეტის მეტროსადგურებთან იკრიბებიან
მოქალაქეები მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მარჯანიშვილთან აქცია-მსვლელობისთვის იკრიბებიან. დღევანდელი აქციის ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიები: ,,კოალიცია ცვლილებისთვის”, ,,ძლიერი საქართველო” და ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” არიან. როგორც აქცია-მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, პროტესტი არის უწყვეტი, სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას. მათი თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ უკმაყოფილება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოთქვამს. მსვლელობის მონაწილეები ორი ლოკაციიდან გმირთა მოედნისკენ დაიძვრებიან. სად დასრულდება მსვლელობა, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. უკრაინის სამხედრო ტყვეების საქმეთა საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ამ მორიგი გაცვლისას უკრაინამ 563, ხოლო რუსეთმა 37 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. დაღუპულთა ვინაობის დასადგენად, სამხედროთა ცხედრები შესაბამის დაწესებულებებს გადაეგზავნება. აღსანიშნავია, რომ უკრაინელ სამხედროებს შორის 320 სამხედრო დაიღუპა დონეცკის მიმართულებით, 89 – ბახმუტში, ხოლო კიდევ 154 ჯარისკაცის ცხედრები რუსეთში, მორგებში იქნა ნაპოვნი.
მეტი...ესპანეთში ისევ წყალდიდობაა
ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ჟირონას რეგიონში წყალდიდობაა. სტიქიის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები. წყალმა 30-მდე მანქანა გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, წყალდიდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ესპანეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ვალენსია დაზარალდა. აღნიშნული წყალდიდობა ევროპაში ამ საუკუნის ყველაზე მასშტაბურ სტიქიად ითვლება.
მეტი...თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები იგეგმება ევროპის სხვადასხვა ქალაქშიც
,,გაუქმდეს გაყალბებული არჩევნები! არა რუსულ რეჟიმს!”, – ემიგრანტები დღეს აქციას ამ ლოზუნგით გამართავენ და ,,ქართული ოცნების” მიერ არჩევნების გაყალბებასა და ხალხის ხმების მიტაცებას გააპროტესტებენ. ,,ვერთიანდებით იმ მიზნით, რომ ვიბრძოლოთ ისეთი საქართველოსთვის, რომელშიც გვინდა რომ დავბრუნდეთ”, – აცხადებენ ემიგრანტები.
მეტი...ორთაჭალაში, სამშენებლო ობიექტზე უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ორთაჭალაში, სამშენებლო ობიექტზე უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ფოტო: 1TV.ge
მეტი...ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს
ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან და არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. არსებული ინფორმაციით, საქართველო დღის წესრიგში მეორე საკითხი იქნება უკრაინის შემდეგ.
მეტი...,,ინფორმაცია, თითქოს არასამთავრობოებს რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ, მცდარია” – საია
სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ეხმიანება და წერს რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ,,ბოლო პერიოდში სამთავრობო მედია ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ. გვინდა განვმარტოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. საჩივარი 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიგზავნა. პოსტს თან ერთვის გადამზიდი კომპანიის მიერ მოწოდებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჩივარი, სტრასბურგის სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის რეგისტრაციის პროცედურები, რომელიც საქმის მოცულობის გათვალისწინებით,…
მეტი...,,თავისუფლება თავისთავად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ” – გერმანიის საელჩო
გერმანიის საელჩო საქართველოში არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, რის მაგალითსაც ბერლინის კედლის დაცემა წარმოადგენს. ,,მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს. ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა…
მეტი...ქობულეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ღამით 50 უკრაინული დრონი გაანადგურა
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ღამით ქვეყნის შვიდი რეგიონის თავზე 50 უკრაინული დრონი გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 28 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქში, 12 – კურსკის ოლქში, ოთხი – ნოვგოროდის, ორი – სმოლენსკის, ორი – ტულის და თითო-თითო ორლოვისა და ტვერის ოლქებში. კალუგის ოლქის გუბერნატორის, ვლადისლავ შაპშას ცნობით, დრონის იერიშის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ტულის ოლქის გუბერნატორი დმიტრი მილიაევი კი აცხადებს, რომ დრონის ნამტვრევების ჩამოვარდნისას კერძო სახლში მინები ჩაიმსხვრა.
მეტი...ცესკოს ოპოზიციონერი წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდებიან
ცესკოს ოპოზიციონერი წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ აღნიშნა, ამ დრომდე ცესკოს ჰქონდა იზოლაციონისტური დამოკიდებულება ოპოზიციონერი წევრების მიმართ და არ აძლევდნენ საერთაშორისო მისიებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების საშუალებას. “ჩვენ ჩვენი პირადი და პარტიული ხაზებით, რა თქმა უნდა, ვაწვდიდით მათ ამ ინფორმაციას, მაგრამ ახლა არჩევნებიდან როდესაც გასულია უკვე 2 კვირა, ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ მიგვეწოდებინა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გამოვლინდა ამ დღეებში, ის მიგნებები და დასკვნები, რათა მათ შეფასებებში და საბოლოო ანგარიშებში სრულად აისახოს იმ დარღვევების და მიტაცებული არჩევნების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში.…
მეტი...ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიაში ალეპოსა და იდლიბის პროვინციები დაბომბა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიაში ალეპოსა და იდლიბის პროვინციები დაბომბა. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ალეპოსა და იდლიბის გარეუბნებზე ისრაელის სამხედრო ავიაციამ იერიში ალეპოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიიდან მიიტანა. ვრცელდება ინფორმაცია მატერიალური ზარალის შესახებ. ისრაელი რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს სირიის ობიექტებზე და აცხადებს, რომ სამიზნე ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები და სამხედრო ტვირთებია.
მეტი...პაკისტანში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
პაკისტანში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „25 დადასტურებულ დაღუპულს შორის 14 სამხედრო მოსამსახურეა“ – განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა. BBC-ის ცნობით, ბელუჯისტანის პროვინციაში მდებარე კეტას რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
მეტი...