„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ. ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა ბოკუჩავა პროკურატურაში თუ ისიც, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვს გამოკითხვას.
მეტი...დღე: ნოემბერი 8, 2024
ინდოეთში ლომმა 7 წლის გოგონა დაგლიჯა
ინდოეთში, გუჯარათში, ამელის ოლქში, ლომმა 7 წლის გოგონა გაიტაცა და დაგლიჯა. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა დედასთან ერთად ფერმიდან ბრუნდებოდა. ინფორმაციას Lokmat Times-ი ავრცელებს. მტაცებელმა ცხოველმა გოგონა ტყეში შეათრია, სადაც ის სამძებრო ოპერაციის შემდეგ იპოვეს. მას სეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. პოლიციამ ლომი შემთხვევის მეორე დღეს იპოვა და დაიჭირა. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში თავდასხმის მეორე შემთხვევაა.
მეტი...“ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა”- მედია
“ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრამპსა და ზელენსკის შორის პირადი საუბრები გარკვეულწილად უფრო იმედისმომცემი იყო უკრაინელებისთვის” – ამის შესახებ გამოცემა Axios ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. მათი ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა. ზელენსკიმ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ხოლო ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, თუმცა დეტალებში არ შესულა. წყაროების ასევე აღნიშნავენ, რომ ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ Starlink სატელიტებით გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია…
მეტი...საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ნოემბერში, ჩვენი გუნდი ერთა ლიგაზე ორ მატჩს, უკრაინასთან და ჩეხეთთან გამართავს. დაგეგმილ შეხვედრებზე დღეს მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მედიასთან ისაუბრეს. მთავარმა მწვრთნელმა მატჩებისთვის გამოცდილი ფეხბურთელები გამოიძახა. საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინას დაუპირისპირდება, 19 ნოემბერს კი – ჩვენი გუნდი ოლომოუცში ჩეხეთს შეხვდება. ეროვნულ ნაკრებს საშინაო შეხვედრაში გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი აქვს.
მეტი...30 დაშავებული და რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგული – ამსტერდამში მომხდარი შეტაკების დეტალები
ამსტერდამში “აიაქსისა” და “მაკაბი თელ ავივის” საფეხბურთო გუნდებს შორის მატჩის დასრულების შემდეგ, ისრაელის გუნდის მხარდამჭერებს, ცივი იარაღით შეიარაღებული ასობით ადგილობრივი მუსლიმი დაესხა თავს. ისრაელელების ნაწილი თავის გადარჩენას გაქცევით ცდილობდა, თუმცა თავდამსხმელები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. მოძალადე ჯგუფმა ისრაელის მოქალაქეების ნაწილი მდინარის არხებში ჩაყარა და წყლიდან ამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ.ვიდრე ისრაელელი არ გაიმეორებდა მოწოდებას “”თავისუფლება პალესტინას””. ისრაელელებს პრო-პალესტინელები მანქანებითაც ეჯახებოდნენ, დილით უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ქუჩებიდან რეანიმაციაში გადაჰყავდათ. დარბევა მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა, ძალადობრივი ჯგუფები ქუჩაში მარტო მყოფ იმ მამაკაცებს ეძებდნენ რომლებიც მოძალადეების აზრით ისრაელელებს ჰგავდნენ. დაარბიეს, ის სასტუმროც რომელშიც…
მეტი...“გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ დონალდ ტრამპი ომების დასრულების მხარეს დადგება“- ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი ომების შეჩერებაზე იმუშავებს. ერდოღანის თქმით, ის ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პირადად ესაუბრა და სატელეფონო დიალოგისას ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. „მქონდა სატელეფონო დიალოგი დონალდ ტრამპთან. მივულოცე ისტორიული გამარჯვება არჩევნებში და ყურადღება გავამახვილეთ ღაზასა და ლიბანში მიმდინარე სისხლისღვრაზე. ჩვენ ველოდებით, რომ ჩემი მეგობარი ტრამპი თავის მეორე ვადის განმავლობაში უარს იტყვის ძველი ადმინისტრაციის არასწორ პოლიტიკაზე. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ომების დასრულების მხარეს დადგება“- აღნიშნა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას.
მეტი...“რუსეთის სპეცსამსახურები აშშ-ისა და კანადის სატვირთო რეისებზე, სავარაუდოდ, აფეთქებებს ამზადებდნენ”- პოლონეთის პროკურატურა
რუსეთის სპეცსამსახურები აშშ-ისა და კანადის სატვირთო რეისებზე, სავარაუდოდ, აფეთქებებს ამზადებდნენ. პოლონეთის პროკურატურაში განცხადება, რომ რუსული სპეცსამსახურები დგანან საკურიერო კომპანია DHL-ის საწყობებში პოლონეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ივლისში მომხდარი დივერსიული ინციდენტების უკან, როდესაც ამანათებს ცეცხლი წაეკიდა. თუმცა პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ ამანათები, სავარაუდოდ, აშშ-ისა და კანადის რეისებზე უნდა აფეთქებულიყო. საუბარია ელექტრომასაჟორებზე, რომლებიც მაგნიუმის ბაზაზე აალებად ნივთიერებას შეიცავდა და ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში რთულად ჩაქრობადი ხდება. „შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ, დიდი ალბათობით, ნახსენები დივერსიები იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული“- განაცხადეს პროკურატურაში.
მეტი...“ნოემბერში ორ კარგ მატჩს ჩავატარებთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის ამაღლება”- სანიოლი
“ნოემბერში ორ კარგ მატჩს ჩავატარებთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის ამაღლება და მზად ვიყოთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის”- განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე. სანიოლის თქმით, ალბანეთთან მატჩით იმედგაცრუებულია. “რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვიყავი ალბანეთთან მატჩის შემდეგ. თამაშის ჩანაწერი ბევრჯერ ვნახე და ისევ იმ აზრზე ვარ, რომ წაგებას არ ვიმსახურებდით. ახლა ორი რთული მატჩი გველის. უკრაინა და ჩეხეთი ძლიერი გუნდები არიან. ჩვენთვის, ეს არის შესაძლებლობა ვაჩვენოთ, რომ ასეთ ძლიერ ჯგუფში კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ. ბ ლიგა საქართველოსთვის რთული ლიგაა. მართალია, ყველანი კიდევ უფრო დიდ წარმატებებზე ვოცნებობთ, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ…
მეტი...ევროკავშირი და დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საუბარს გამართავენ
ევროკავშირი და დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საუბარს გამართავენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 8 ნოემბერს ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან რუსული აგრესიის შეკავების მნიშვნელობას განიხილავს, ვინაიდან ეს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ვითარებასაც უკავშირდება. კითხვაზე, მზად არის თუ არა ევროკავშირი გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა იმ შემთხვევაში თუ ტრამპი უარს იტყვის ამაზე, ფონ დერ ლაიენმა 50 მილიარდი ევროს ოდენობის Ukraine Facility პროგრამა და “დიდი შვიდეულის” რუსული გაყინული აქტივებიდან კიევისთვის გადაცემული სესხი გაიხსენა. „მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენთვის ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან უფრო მნიშვნელოვანია იმის განხილვა,…
მეტი...“ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ”- ევროპარლამენტარი
“ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ“, მოსკოვმა კი, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია”- ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ლუაზო ამ ფორმით გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 8 ნოემბერს ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპელ ლიდერებს დრო არ ჰქონდათ საქართველოს შესახებ „არსებითი დებატებისთვის“. „ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ”. მოსკოვმა, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია. არასდროს არ ვსწავლობთ“- წერს ლუაზო.
მეტი...ესპანეთს ახალი წყალდიდობა დაატყდა თავს
ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ჟირონას რეგიონს, ახალი წყალდიდობა დაატყდა თავს. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები, რის შედეგადაც წყალმა 30-მდე მანქანა გაიტაცა. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა, სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები გაავრცელეს, სადაც ჩანს რომ წყალმა მანქანები გაიტაცა და ხიდის ქვეშ ჩახერგა. გასულ კვირას ესპანეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ვალენსია დაზარალდა. აღნიშნული წყალდიდობა ევროპაში ამ საუკუნის ყველაზე მასშტაბურ სტიქიად ითვლება.
მეტი...„მკაცრად ვგმობ ამსტერდამში ძალადობას, ფეხბურთის მატჩის გარშემო”- ბორელი
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ამსტერდამში ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმას გმობს. „მკაცრად ვგმობ ამსტერდამში ძალადობას, ფეხბურთის მატჩის გარშემო. ანტისემიტიზმის ან რასიზმის ნებისმიერი გამოვლინება დაუშვებელია. არ შეიძლება ჩვენს საზოგადოებაში ზიზღი შემოვიტანოთ. რელიგიური თუ ეთნიკური საბაბით ნებისმიერი ძალადობა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“- წერს ბორელი სოციალურ ქსელში. „აიაქსისა“ და „მაკაბი თელ ავივის“ საფეხბურთო მატჩის შემდეგ ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, დაშავებულია ათამდე ადამიანი.
მეტი...ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში პიზის მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ქალთა ნაკრებმა იტალიაში, ქალაქ პიზაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობა დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ნახევარფინალში ბელარუსი მოწინააღმდეგე ალესია ილმინსკაია 15:7 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი უკრაინელ ნადია დოლოჰს 15:13 სძლია.
მეტი...12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. „თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +18 გრადუსი დაფიქსირდება.…
მეტი...“ჩვენ ვაფასებთ ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ მიიღო დემოკრატიის დასაცავად”- ლატვიის პრემიერი
“ჩვენ ვაფასებთ ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ მიიღო დემოკრატიის დასაცავად” – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, წავლენ თუ არა პირდაპირ და არის თუ არა მათი გზა ევროპა, რისთვისაც იბრძოდნენ მოლდოვა, ლატვია და ბალტიის ქვეყნები. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვისმინოთ საარჩევნო პროცესის დამოუკიდებელი დამკვირვებლებისგან მათი ანალიზი, როგორ წარიმართა საარჩევნო პროცესი. გუშინ შევიტყეთ მოლდოვის გამოცდილების შესახებ, რომ მათი არჩევნების თითქმის 10 პროცენტზე რუსეთმა ზეგავლენა მოახდინა. ამიტომ ჩვენ ნამდვილად ვაცნობიერებთ ძალიან რთულ ვითარებას ისეთ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთთან უფრო ახლოს არიან. ჩვენ ვაფასებთ ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ…
მეტი...პროკურატურა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. „საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა…
მეტი...თბილისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა – ეძებენ მოქალქეებს, რომლებსაც დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდათ
სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს მოქალაქეებს, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ. ამავე ცნოპბით, დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ ადამიანებს გამოხმაურებისა და დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აღებული პათოლოგიური მასალა გამოიკვლია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, რის შედეგადაც დადასტურდა ცოფი. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა, ინფექციის კერაში მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების ვაქცინაცია)…
მეტი...,,უკრაინა უნგრეთთან ორმხრივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან იქ არაფერია ნათქვამი ნატოზე” – ზელენსკი
,,უკრაინის ხელისუფლება უნგრეთთან თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან იქ არაფერია ნათქვამი ბუდაპეშტის მხარდაჭერაზე კიევისადმი ნატოში ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მხარეებმა ორმხრივ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყეს, როცა კიევს ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის მიერ მხარდაჭერა უკრაინისადმი ევროკავშირის გზაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ნატოს გზაზე. დღესდღეობით დოკუმენტში არ წერია უნგრეთის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი ნატოს გზაზე. და რადგან ეს არ წერია, დოკუმენტი არ იქნება ხელმოწერილი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მეტი...ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ – დაშავებულია ათზე მეტი პირი
უცნობი ადამიანები ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. ებრაული მედიის ცნობით, ისრაელის მოქალაქეები ამსტერდამში ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში აიაქსისა და თელ-ავივის მაკაბის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩავიდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ გარეთ გამოსულ ებრაელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები „თავისუფლება პალესტინას“ ყვიროდნენ. ისრაელის ხელისუფლება ამსტერდამში ჩასულ საკუთარ მოქალაქეებს სასტუმროებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო მომხდარი და ორი თვითმფრინავი გააგზავნა ნიდერლანდების დედაქალაქში, რათა საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინოს.
მეტი...როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
როინ შავაძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. აჭარის კუდ-ის ყოფილ სპეცრაზმელებს ასლან ინაიშვილსა და გელა გვიანიძეს, ასევე, მალხაზ აბულაძეს, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე მონაწილეობდნენ სერჟანტის ჯერ უკანონოდ დაკავებაში და შემდეგ – სასტიკ მკვლელობაში. გამოძიების მიხედვით, აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძეს წინა ხელისუფლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აბრალებდა. 2008 წელს, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში მისი დაკავება ნარკოდანაშაულის მოტივით, მკვლელობა კი – წინააღმდეგობის გაწევით ახსნეს. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჩატარებულმა გამოძიებამ საქმე თავდაყირა დააყენა. რეზონანსულ საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელიც 15 წლის წინ…
მეტი...26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დასრულდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მედიას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გააცნო. როგორც მან აღნიშნა, საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა. „მთლიანობაში კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამურად წარმოდგენილი იყო 1 201 საჩივარი, მათგან 537 შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ან გადათვლას. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით წარმოდგენილი იყო 466 საჩივარი, ხოლო მოთხოვნის გარეშე – 47. ისეთი საჩივრების რაოდენობა, სადაც დაფიქსირებული იყო შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით მოთხოვნა ან შესაბამისი ქმედების განხორციელების თაობაზე მოთხოვნა, ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 151. წარმოდგენილი საჩივრებიდან ჯამურად…
მეტი...,,იძებნებიან პირები, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში” – სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აღებული პათოლოგიური მასალა გამოიკვლია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, რის შედეგადაც დადასტურდა ცოფი. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა, ინფექციის კერაში მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების ვაქცინაცია) და ცოფით დაავადებულ ძაღლთან შეხებაში მყოფი ცხოველების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ზედამხედველობის მიზნით, გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში. ამავდროულად აღნიშნულის შესახებ ეცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და…
მეტი...როგორი ამინდი იქნება 12 ნოემბრამდე საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო…
მეტი...რუსეთის მიერ კიევზე დრონებით იერიშის შედეგად ესტონეთის ელჩის, ანელი კოლკას საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა
რუსეთის მიერ კიევზე დრონებით თავდასხმის შედეგად მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, რომელშიც ესტონეთის ელჩის, ანელი კოლკას საცხოვრებელი სახლი იყო. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს. ცაჰკნა წერს, რომ წერს ელჩი არ დაშავებულა. „ვერავინ იქნება უსაფრთხოდ უკრაინაში, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს მის აგრესიას. უკრაინას ესაჭიროება მეტი საჰაერო თავდაცვა საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. ამას არ უნდა შევეჩვიოთ“, – წერს მარგუს ცაჰკნა.
მეტი...,,ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი” – პრემიერი
,,ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე „გამჭვირვალობის კანონისა“ და “ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის. „ოლაფ შოლცს დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მე მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და საქართველოს თემებთან დაკავშირებით არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს“, – განაცხადა ირაკლი…
მეტი...9 ნოემბერს, 15:00 საათზე, პროევროპული ოპოზიცია მსვლელობას მართავს
ხვალ, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ინფორმაციით, შეკრება ორ ლოკაციაზე, 15 საათიდან დაიწყება: ,,9 ნოემბერს, 15:00-ზე, ვიკრიბებით ორ ლოკაციაზე, საიდანაც მსვლელობით დავიძრებით თბილისის ქუჩებში. ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ვიკრიბებით მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ასევე, იქნება მეორე ლოკაციაც მეტროსადგურ მარჯანიშვილთან. შემოგვიერთდით!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტი...,,მომზადებულია ანგარიში, რომელიც არჩევნებზე სისტემურ დარღვევებს აღწერს და ის ბრიუსელში გაიგზავნება” – ჯაფარიძე ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ
,,მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რა მტკიცებულებები შევაგროვეთ. ანგარიში მზად არის, ის ელჩ ჰერჩინსკის გადაეცემა, რომ ეს ანგარიში ბრიუსელში გადააგზავნოს”, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს იმ ვითარების განხილვა, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შეეხება. „ეს შეხვედრა ძალიან ინფორმატიული, სასარგებლო და აუცილებელი იყო. 2 საათის განმავლობაში ჩვენ ელჩთან ერთად განვიხილეთ ის ვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა, ის სამუშაო, რომელიც ოპოზიციამ გასწია, ის გეგმები, რომელიც ოპოზიციას…
მეტი...,,უნდა ითქვას, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მისმა ლიდერებმა შეაჩერეს” – ესტონეთის პრემიერი
,,საქართველოს არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი”, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება. „გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უნდა ვთქვათ, რომ ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმა შეაჩერეს. ასე რომ, ჩვენ ამას განვიხილავთ“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.
მეტი...,,მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე” – დანიის პრემიერ-მინისტრი
,,ნამდვილად მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე”, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნების შეფასება მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.
მეტი...,,შარლ მიშელთან ყველაფერზე ვისაუბრე, ალბათ გამოიტანს დასკვნას” – ირაკლი კობახიძე
,,ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, განმარტებები გავუკეთე, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება. „ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას, ბორელის განცხადება შევახსენე მას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და ისინი საუბრობდნენ სწორედ ეროვნულ გამოძიებაზე, ქართული, კონსტიტუციური ორგანოების მიერ ჩასატარებელ გამოძიებაზე. მე მას განვუმარტე, რომ ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, მეორე დღესვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არჩევნების თემასთან დაკავშირებით. შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს…
მეტი...,,2012 წლიდან ჩვენ დავამკვიდრეთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა” – პრემიერი
,,ოპოზიცია უმტკიცებდა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს და დღეს უწევთ თავის მართლება, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით მმართველმა პარტიამ აიღო 890 000-ით მეტი ხმა და ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია. „თქვენ იცით, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან ჩვენი სხვაობა არის 890 000-ზე მეტი ხმა. ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. თავიდან დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, საერთოდ ჰაერიდან, უსაფუძვლოდ. შემდეგ ჩამოვიდნენ 200 000-ზე როცა ნახეს, რომ ჭარბი რიცხვებით…
მეტი...,,ოპოზიციის არც პარლამენტში შესვლას და არც არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს” – პრემიერი
,,არავითარი ფასი არ აქვს ოპოზიციის არც პარლამენტში შესვლას და არც არშესვლას, მათი საქმიანობა თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, პარლამენტში თუ არ შევლენ, მეტი სიმშვიდე იქნება ქვეყანაში. „სამწუხაროდ, მგონია, რომ შევლენ, ალბათ შევლენ. არც მათ შესვლას და არც არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს. არავითარი რესურსი არ აქვთ, რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას და მათი საქმიანობა თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება. არც მათ შესვლას და არც არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თუ არ შევიდოდნენ, მეტი სიმშვიდე იქნებოდა ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სიმშვიდეს ასედაც და…
მეტი...,,11 ნოემბერს, 8 ევროპული ქვეყნის დელეგაცია თბილისს ეწვევა” – როთი
11 ნოემბერს, კომიტეტის თავმჯდომარეთა დელეგაცია ფინეთიდან, ისლანდიიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვადან, ავსტრიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან თბილისს ეწვევა. ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მიხაილ როთი X-ზე წერს. ,,საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგული ვართ ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებით”, – წერს როთი.
მეტი...,,ილიას საქართველო ვართ აქ, ჩვენ ვართ მისი გზის გამგრძელებლები” – შალვა პაპუაშვილი
,,როგორც ყველა დროში, ისე დღესაც, ჩვენ ვართ მომსწრე ბოროტების, მტრობის, შინაურის ძირგამომთხრელი საქმიანობის, ძალაუფლების ჟინითა და შურისძიების წყურვილით აღვსილი ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან ყოველი საშუალებით უმტრონ ქვეყანას და თავისი უპასუხისმგებლობით, როგორც არაერთხელ მომხდარა, ქვეყანა გადაჩეხონ და თავად იხეირონ. ჩვენს წარსულში, ასეთი ადამიანებისგან ნასროლი ტყვია მოხვდა ბევრ ქართველს და პირველ რიგში ილიას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ილიაობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას. პაპუაშვილის თქმით, არსებობს ერთი დიდი განსხვავება, დღევანდელ საქართველოსა და საუკუნენახევრის წინანდელ საქართველოს შორის. დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ოცნებობდა ილია, რომლის აწმყოც იყო ყამირი მიწა და…
მეტი...,,წმინდა ილია მართალი იყურება ზეციური საქართველოდან და ხარობს იმის შემყურე, რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს” – შალვა პაპუაშვილი
,,ამ ღირსშესანიშნავ დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა ილია მართალი იყურება ზეციური საქართველოდან და ხარობს. ხარობს იმის შემყურე რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს, ფეხზე მდგომს, წინ მავალს, საკუთარი ბედის მჭედელს და საიმედო ხელში მყოფს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ილიაობის დღესთან დაკავშირებით. მისი თქმით, ახალგაზრდა ილიამ მოახერხა მარადიული ფორმულით – მამული, ენა, სარწმუნოება – გამოეხატა ის არსი, რაც ასე ნათლად აღწერს სრულიად საქართველოს, გვახსენებს ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვიყავით გუშინ და ვინ უნდა ვიყოთ ხვალ. „187 წლის წინ საქართველოს მოევლინა ადამიანი, რომელსაც ურთულეს დროში, ბობოქარი იმპერიების აღზევებისა და…
მეტი...,,ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნებია” – ესტონეთის პრემიერი
,,ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება”, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნებია. გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლო არჩევნები არ იქნა მიჩნეული თავისუფლად და სამართლიანად. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მისმა ლიდერებმა შეაფერხეს. ასე, რომ ჩვენ ამასაც განვიხილავთ“, – განაცხადა კრისტენ მიჰალმა.
მეტი...