“ორი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი”- პრემიერი

“სალომე ზურაბიშვილს გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის  ბუდაპეშტში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერის განმარტებით, გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. „ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას და საზოგადოებამ გააკეთა ის, რომ ორი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი. მას გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან. გავა ეს ორი თვეც…

მეტი...

“მე და ზელენსკი ერთმანეთს მივესალმეთ – საუბარი არ გვქონია”- ირაკლი კობახიძე

“მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ – საუბარი არ გვქონია”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ  ბუდაპეშტში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ კითხვა შეეხებოდა, ჰქონდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კომუნიკაცია. „მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ. ჩვეულებრივად მივესალმეთ ერთმანეთს. საუბარი არ გვქონია, ერთმანეთს მივესალმეთ“ – განაცხადა კობახიძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ მიულოცეს პარტნიორებმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, კობახიძე განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მილოცვები არ არის მიღებული პრაქტიკა. „მილოცვები მოდის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა პრეზიდენტი იგებს არჩევნებს და მთავრობს ფორმირების შემდეგ თუ ტარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს არის…

მეტი...

ავტომობილი ჯერ ხე, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში (video)

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც  და ჯერ ხეს, შემდეგ კი ღობეს დაეჯახა. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

მეტი...

დამწვარია საცხოვრებელი სახლები, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი – ხანძარი აშშ-ში

აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიაში ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი ისეთი მასშტაბურია, რომ 24 საათზე ნაკლებ დროში 14,500 ჰექტარი გაანადგურა. დამწვარია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები, რეგიონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ის უკონტროლოა და ამ ეტაპისთვის, მეხანძრე-მაშველებს მისი არც ერთი კერის ლოკალიზება არ შეუძლიათ, თუმცა სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამინდის ეროვნულმა ბიურომ, ვენტურასა და ლოს-ანჯელესის ოლქში განგაშის წითელი სიგნალი აამოქმედა, რომელიც ძალაში, სულ მცირე, პარასკევის დილამდე დარჩება.

მეტი...

“უკრაინა და აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები”- ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი დონალდ ტრამპს ესაუბრნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დონალდ ტრამპს უკრაინაზე და აშშ-ევროკავშირის კავშირების გაძლიერებაზე ესაუბრნენ. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ. “ტელეფონით მივულოცე პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს. ევროკავშირი და აშშ საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს იზიარებენ. მზად ვართ ევროკავშირი-აშშ-ის ურთიერთობები ყველა სფეროში გავაღრმაოთ. აღვნიშნე ევროკავშირის პრიორიტეტები ეკონომიკაზე და გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, უმთავრესად უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი. გავაგრძელებთ ევროპის გაძლიერებას და ჩვენს თავდაცვასა და უსაფრთხოებაში მეტის ინვესტირებას” – წერს მიშელი X-ის პირად გვერდზე. მალევე ტრამპთან საუბრის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც გაავრცელა. “შესანიშნავი სატელეფონო საუბარი…

მეტი...

“ჩვენ არ უნდა მივანდოთ სამუდამოდ ჩვენი უსაფრთხოება ამერიკელებს”- მაკრონი

“ჩვენ არ უნდა მივანდოთ სამუდამოდ ჩვენი უსაფრთხოება ამერიკელებს” –  ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. ემანუელ მაკრონის თქმით, სხვა ლიდერების მსგავსად, 6 ნოემბერს ესაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და გამარჯვება მიულოცა. „ვფიქრობ, ჩვენი როლი აქ, ევროკავშირში, არ მდგომარეობს იმაში, რომ კომენტარი გავაკეთოთ დონალდ ტრამპის არჩევაზე, რათა გავიგოთ, კარგია ეს თუ ცუდი. ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია და ის დაიცავს ამერიკელების ინტერესებს, ეს არის ლეგიტიმური და კარგი. კითხვა მდგომარეობს იმაში, მზად ვართ თუ არა, ჩვენ დავიცვათ ევროპელების ინტერესები? ეს ერთადერთი კითხვაა, რომელიც საკუთარ თავს უნდა…

მეტი...

“კრაინის ომის უარყოფითი შედეგები დღითიდღე იზრდება”- ერდოღანი

“თურქეთის სრული ჩართულობა ევროპის თავდაცვის ძალისხმევაში არსებითია ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის”-  ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის გაჭიანურება სულ უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს დიპლომატიისთვის. „სამწუხაროდ, ჩვენ ევროპაში მიმდინარე ომის მესამე წელში შევდივართ. უკრაინის ომის უარყოფითი შედეგები დღითიდღე იზრდება. ომის გაჭიანურება სულ უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს დიპლომატიისთვის. ჩვენ თავიდანვე, მხარს ვუჭერდით ორივე მხარის ჩართულობით მოლაპარაკების პროცესს, რაც გამოიწვევს გრძელვადიან და სამართლიან აღნიშნა ერდოღანმა.

მეტი...

“სხვისი პირადობის მონაცემებით ხმის მიცემის სქემაში ჩართული იყო უამრავი ადამიანი”- ნინო ლომჯარია

„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, “ქართულ ოცნების” სასარგებლოდ საშუალო ზომის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის კონტროლზე და პერსონალური ინფორმაციის უკანონო დამუშავებაზე პასუხისმგებელი 30-მდე პირი მუშაობდა, + თითო უბანზე მიმაგრებული იყო 1 “კაპიტანი”- ამის შესახებ, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ დასტურდება, ასევე, სხვისი პირადობის მოწმობების ყიდვის ფაქტებიც. „ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, “ქართულ ოცნების” სასარგებლოდ საშუალო ზომის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის კონტროლზე და პერსონალური ინფორმაციის უკანონო დამუშავებაზე პასუხისმგებელი 30-მდე პირი მუშაობდა, + თითო უბანზე მიმაგრებული იყო 1 “კაპიტანი” და 2-3 ქოლ-ცენტრის თანამშრომელი (სულ იყო 3111 უბანი), უბნის შიგნით მათ სასარგებლოდ მუშაობდნენ…

მეტი...

“საქართველოსა და აშშ-ის არჩევნები, ცა და დედამიწაა ხარისხის კუთხით”- ირაკლი კობახიძე

“ამერიკის შეერთებულ შტატებში, აბსოლუტურად პირდაპირ, ცხადად ჩანდა, თუ ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში”- ამის შესახებ საქართველოს ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. კობახიძის შეფასებით, საქართველოში არჩევნები უმაღლესი ხარისხით ჩატარდა. “ამერიკის შეერთებულ შტატებში, აბსოლუტურად პირდაპირ, ცხადად ჩანდა, თუ ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში. საქართველოში არჩევნები ჩატარდა უმაღლესი ხარისხით. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ასეთი ხარვეზები ნებისმიერ ქვეყანას ახასიათებს, როცა სამი ათასი უბანი იხსნება, მაგრამ, თქვენ რომ შეადაროთ საქართველოსა და მოლდოვას არჩევნები, საქართველოსა და აშშ-ის არჩევნები, ცა და დედამიწაა ხარისხის კუთხით – ქართული არჩევნები იყო ბევრად უფრო…

მეტი...

ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ილონ მასკის ქონება 21 მილიარდი დოლარით გაიზარდა

აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ოთხშაბათს ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის ქონება 21 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 285,6 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ფორბსი“ ავრცელებს. დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ილონ მასკის კომპანია „ტესლას“ აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით გაძვირდა და 288 დოლარს გადააჭარბა, რაც წელს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კომპანიების – „ტესლას“, „სფეის იქსის“ და სოციალური ქსელ X-ის მფლობელი ილონ მასკი დონალდ ტრამპის მხარდამჭერი და მისი საარჩევნო კამპანიის უმსხვილესი შემომწირველია.  

მეტი...

„ამ არჩევნებზე, სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი”- პრემიერი

“ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკაშირის წევრი ქვეყანა” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო. „ამ არჩევნებზე, სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი. თქვენ იცით, რა გეგმები ჰქონდა ოპოზიციას და საბოლოო ჯამში, ამ გეგმების არ განხორციელება იყო გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური…

მეტი...

“შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება”- კობახიძე

“შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი, მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. „შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა 4 წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში, იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა 4 წლის წინ. რაც შეეხება…

მეტი...

“ამერიკელი ხალხი ძალაუფლების მშვიდობიანად და მოწესრიგებულად გადაბარებას იმსახურებს”- ბაიდენი

“ამერიკელი ხალხი ძალაუფლების მშვიდობიანად და მოწესრიგებულად გადაბარებას იმსახურებს”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის სიტყვით გამოსვლაში განაცხადა. “200 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ამერიკას მსოფლიო ისტორიაში თვითმმართველობის უდიდესი ექსპერიმენტი აქვს. ეს ჰიპერბოლა არ არის. ეს ფაქტია. როდესაც ხალხი ხმას აძლევს და თავის ლიდერებს ირჩევს, ამას მშვიდობიანად აკეთებენ. და ჩვენ დემოკრატიაში ვართ. ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს… გუშინ პრეზიდენტად არჩეულ ტრამპს ვესაუბრე, რათა მისი გამარჯვება მიმელოცა, და დავარწმუნე, რომ მთელს ჩემს ადმინისტრაციას დავავალებ მის გუნდთან იმუშაონ მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაბარებისთვის. ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს” – განაცხადა ბაიდენმა. ამერიკელებისადმი მიმართვის დროს ბაიდენმა აღნიშნა,…

მეტი...

რუსეთმა ზაპოროჟიეს დაარტყა – არიან დაღუპულები

ზაპოროჟიეზე რუსეთის  იერიშის შედეგად  დაიღუპა ოთხი და დაშავდა 18 ადამიანი. შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები. ნანგრევებში, შესაძლოა, მოქალაქეები იყვნენ მოყოლილი. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რუსეთის ძალებმა ქალაქზე იერიში საავიაციო ბომბებით მიიტანეს. დანგრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, კერძო სახლები და დაზიანებულია ონკოლოგიური საავადმყოფოს შენობა. „რუსეთის თითოეული დარტყმა არა მხოლოდ კლავს ადამიანებს და ანადგურებს სიცოცხლეს, არამედ ასევე ანადგურებს ნებისმიერი სიტყვების აზრს იმის შესახებ, თითქოს არის რუსეთთან მოლაპარაკებების, კრემლში რაღაც ზარების ნაკლებობა. იქ ადამიანების დაღუპვით სიამოვნებას იღებენ. სწორედ ამიტომ, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა არის შესაძლებლობა, გაანადგუროს რუსული…

მეტი...

“სერბეთსა და საქართველოს შორის კავშირების განმტკიცება”- ვუჩიჩი კობახიძესთან შეხვედრას ეხმაურება

“შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის კონტინენტისთვის, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ წერს და ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, საუბარი შეეხო ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ საერთო გამოწვევებს. “მე და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა – ირაკლი კობახიძეს გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული საერთო გამოწვევების შესახებ. ხაზი გავუსვით ჩვენს მზადყოფნას სერბეთსა და საქართველოს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებასთან დაკავშირებით, ასევე აღვნიშნეთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაუმჯობესების მნიშვნელობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულებას არსებითი…

მეტი...

“გვჭირდება საკმარისი რაოდენობის იარაღი და არა მხარდაჭერა მოლაპარაკებებში”- ზელენსკი

პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ საკმარისი რაოდენობის იარაღი სჭირდებათ. „ჩვენ თავს ვიცავთ არა რუსული სიტყვებისგან, არამედ რუსული თავდასხმებისგან, ამიტომ ჩვენ გვჭირდება საკმარისი რაოდენობის იარაღი და არა მხარდაჭერა მოლაპარაკებებში. პუტინთან ჩახუტება არ გამოგადგებათ. ზოგიერთი თქვენგანი უკვე 20 წელია, მას ეხუტება და ყველაფერი უარესდება. ის მხოლოდ ომებზე ფიქრობს და არ შეიცვლება. მხოლოდ ზეწოლას შეუძლია მისი ჩარჩოებში მოქცევა“, – განაცხადა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა ლიდერებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის. ზელენსკიმ განაცხდა, რომ საჭიროა, გამოიყენონ კონცეფცია „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ უკრაინის დათმობების წინააღმდეგ. „ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო…

მეტი...

“დააზიანების გამო 8500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა”- “თბილისი ენერჯი“

“თბილისი ენერჯის“ განცხადებით, გაზსადენი დააზიანეს, რის გამოც 8500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა. დაზიანების გამო, დღეს, 7 ნოემბერს, 18:00 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა: იური გაგარინის ქ. 18-ში მდებარე ამხანაგობა ,,გაგარინის 18″-ს, იური გაგარინის ქ. 29-ში მდებარე შპს ,,ირს თაუერი”-ს, ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქ. 2-ში მდებარე შპს ,,მ.დ.კ.”-ს, ნუცუბიძე – ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ – მუხრან მაჭავარიანის ქ. 6-ში მდებარე შპს ,,აპექს ლისის”, ზემო ვეძისის ქ. 103, მუხრან მაჭავარიანის ქ. 6-ში მდებარე შპს ,,აპექს ლისის” საცხოვრებელი კორპუსების, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. 3, 3ა, 5, 7, 9, ვაჟა-ფშაველას გამზ. 2, 2ა, 3, 4, 5, 6,…

მეტი...

“აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ თუ იქნება მიმართული და არა ომის გაგრძელებისკენ, უკეთესი იქნება”- პესკოვი

“უკრაინის კრიზისი ერთ ღამეში ვერ მოგვარდება, თუმცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ თუ იქნება მიმართული და არა ომის გაგრძელებისკენ, ეს უკეთესი იქნება”- ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მედიას სოჭში განუცხადა, სადაც „ვალდაის ფორუმი“ მიმდინარეობს. „ჩვენ გვახსოვს ტრამპის დაპირება, ინაუგურაციამდე წარადგინოს რამე უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა, ცოტა გადაჭარბებულია, რომ ამას ერთ ღამეში შეძლებს. ამ პრობლემას ერთ ღამეში ვერაფერი განკურნავს, თუმცა ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ თუ იქნება მიმართული და არა ომის გაგრძელებისკენ, ეს უკეთესი იქნება“ – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა. ამასთან, პესკოვს კითხვა დაუსვეს კამალა ჰარისის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, პუტინი ტრამპს…

მეტი...

“ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად”- პრემიერი

“ჩემთვის სასიხარულოა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობა – ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის და დღის წესრიგის მთავარი საკითხების განხილვის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად. „ჩემთვის სასიხარულოა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის და დღის წესრიგის მთავარი საკითხების განხილვის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა. მოუთმენლად ველი წელს ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიებში მონაწილეობის და საქართველოს სტრატეგიების წარმოჩენის შესაძლებლობას. დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება…

მეტი...

“ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას”- ცესკო

“ბოლო პერიოდში შეინიშნება არჩევნებში ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ არასწორი, მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, რომელთა აქტორების გათვლაც, როგორც ჩანს, არის საარჩევნო საკითხებსა და პროცედურებში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანების შეცდომაში შეყვანა”  – ამ განცხადებით ეხმაურება ცესკო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ ბრალდებებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნების შემდგომ პერიოდში ყველა ბრალდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უტყუარი ფაქტებითა და უდავო მტკიცებულებებით იქნა უარყოფილი. “დღეს, სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში ორგანიზაცია ,,სამართლიან არჩევნებზე’’ დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და…

მეტი...

“ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან”- კობახიძე

“ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X”-ზე წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრისას ხაზი გაესვა ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა. „ჩვენი ხაზი გავუსვით ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა. მე გამოვხატე მადლიერება სლოვაკეთის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანების, კერძოდ კი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ჩვენი მისწრაფებების, როგორც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, მტკიცე მხარდაჭერისთვის”- აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

„უნდა უზრუნველყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ – მაიკლ როთი

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში მიმდინარე პროცესებს იდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ ნებისმიერმა, ვისაც ევროკავშირის ნაწილად ყოფნა სურს, უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. „ნებისმიერმა, ვისაც ევროკავშირის ნაწილად ყოფნა სურს, უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ასე არ მოხდა“ – აცხადებს როთი. მისივე შეფსებით, ევროპარლამენტარები საქართველოს მოსახლეობის  მხარეს არიან. „მთელი ევროპიდან მაღალი თანამდებობების მქონე პარლამენტარები ურყევად დგანან ქართველების მხარეს, რომლებიც თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან. სხვა მიმართულებით არ ვიყურებით და შედეგებს არ ველოდებით“ – აცხადებს როთი.  

მეტი...

პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაციას აგრძელებს

საქართვლოს პრეზიდეტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან აქტიურ დიალოგსა და კონუმიკაციაშია. ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, სალომე ზურაბიშვილმა მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან აწარმოა. პრეზიდენტი დღეს ესაუბრა  ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდერ სტაბსმ  საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონსა და  საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრ ბენჟამინ ჰადადს.

მეტი...

ჩინელი ქალი 2.8 მილიონი დოლარის ქონებას ძაღლებსა და კატებს უტოვებს

ჩინეთში, შანხაიში მცხოვრებმა მილიონერმა ქალმა გადაწყვიტა, შვილების ნაცვლად ქონება საკუთარ შინაურ ცხოველებს, ძაღლებსა და კატებს დაუტოვოს. ბიზნესინსაიდერის ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების შემდეგ $2.8 მილიონის ოფიციალური მფლობელები სწორედ მისი ოთხფეხა მეგობრები გახდებიან. ქალი, გვარად ლიუ, შვილებს უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ავადმყოფობის დროს არც ერთმა მათგანმა არ მოინახულა. სამაგიეროდ, მისივე სიტყვებით, ,,ძაღლებმა და კატებმა განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინეს და იგი არასდროს მიუტოვებიათ”. ანდერძის მიხედვით, ქონება შინაური ცხოველების მოსავლელად დაიხარჯება. რადგანაც ჩინეთში არ არსებობს კანონი, რომელიც ქალს ქონების ცხოველებზე გადაფორმების საშუალებას მისცემს, ფინანსურ მენეჯმენტზე პასუხისმგებლობა ერთ-ერთმა ვეტერინარულმა კლინიკამ აიღო. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ქალბატონი ლიუს…

მეტი...

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე პარაკლისი აღევლინება. „გაცნობებთ, რომ 2024 წლის 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენებასთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

,,სამიტზე ვარ იმისთვის, რომ ვუთხრა ევროკავშირის ლიდერებს, რა სიტუაციაა მოლდოვაში, რომ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა” – სანდუ

,,სამიტზე ვარ იმისთვის, რომ ვუთხრა ევროკავშირის ლიდერებს, რა სიტუაციაა მოლდოვაში, რომ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა”, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა. ,,რამდენიმე დღის წინ მოლდოველმა ხალხმა ევროპული მომავალი აირჩია. ვამაყობ თითოეული მოლდოველით, რომელიც დემოკრატიის გზაზეა. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვუთხრა ევროკავშირის ლიდერებს, რა სიტუაციაა მოლდოვაში, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა”, – განაცხადა სანდუმ. მან ასევე X-ზე დაწერა: ,,ამ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაზე მოლდოველი ხალხის განახლებული მანდატით ვარ, რათა ჩვენს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ წავიწიოთ. მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, უფრო სწრაფად იმუშაონ…

მეტი...

3-4 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი გაიმართება

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 3-4 დეკემბერს გაიმართება. ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე გაუძღვება. მინისტერიალი ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება.

მეტი...

„რეგისტრატორები, რომლებმაც გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა, კანონმა უნდა დასაჯოს“ – ნიკა მელია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, დაახლოებით 80 კონკრეტული სახელი და გვარია ცნობილი, ვინც არჩევნების დღეს გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ნიკა მელიამ განმარტა, რეგისტრატორები, რომლებმაც გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა კანონმა უნდა დასაჯოს. „დაახლოებით 80 კონკრეტული სახელი და გვარია ცნობილი, ვინც გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა არჩევნების დღეს. მაგალითად, ჩუღურეთის რაიონში. ჩუღურეთის რაიონის მთელი სქემა არის გამოაშკარავებული. გაყალბებაში ყველაზე მინიმალური წვლილის მქონე ადამიანიდან დაწყებული, ყველაზე დიდი როლის მქონე ადამიანით დამთავრებული, გამოაშკარავებულია. ამ ადამიანების დასჯის ილუზია არავის არ აქვს მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება. ხელისუფლება შეიცვლება და დარწმუნებული ვარ, ყველა ეს ადამიანი პასუხს აგებს. არავინ…

მეტი...

„სიცრუეა, რომ ვინმემ ცესკო-ს ვებგვერდიდან რაიმე ინფორმაცია გააქრო“ – გიორგი კალანდარიშვილი

,,სიმართლეს არ შეესაბამება და სრული სიცრუეა ის ინფორმაცია, თითქოს ცესკოს ვებ გვერდიდან ინფორმაცია ქრება და შემდეგ ის კორექტირებულად იდება”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ცესკოს გვერდიდან არაფერი არ იშლება და თუ რაიმე დოკუმენტი ახლდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე წაიშალა. ,,სიცრუეა, რომ ვინმემ რაიმე ინფორმაცია გააქრო და ეს შემიძლია დავადასტურო. თუ ხდება რაიმე ინფორმაციის განახლება, მათ შორის, შემაჯამებელ ოქმებს ეხება თუ სხვა ტიპის დოკუმენტაციას, რომელშიც ცვლილება შევიდა ეს სხვა საკითხია და თუ რაიმე ახლდება ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია ქრება. მეორე და მნიშვნელოვანი…

მეტი...

,,ერთი რამ ცხადია, ძლიერი გერმანიის გარეშე ევროპა ვერ იქნება ძლიერი” – მეცოლა

,,ერთი რამ ცხადია, ევროპა ვერ იქნება ძლიერი, თუკი გერმანია არ იქნება ძლიერი”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანება“ მომდევნო თვეებში მოლოდინის რეჟიმში იქნება. „ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მომდევნო რამდენიმე თვეს, როდესაც გამოვალთ მოწოდებებით პოლიტიკური სტაბილურობისკენ, როდესაც მოვუწოდებთ ყველა მხარეს პასუხისმგებლობით მოქმედებისკენ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ. ცნობისთვის, გერმანიის მმართველი კოალიცია, რომელიც 2021 წლის ბოლოს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავის გამო დაიშალა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა გადაწყვიტა, გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი ქრისტიან ლინდნერი – კოალიციაში შემავალი…

მეტი...

,,მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა კომენტარი. ,,დემოკრატიის ევროპული მოდელი ასევე არის განსახილველი საკითხი. მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე: კიბერშეტევები, ამომრჩევლების მოსყიდვა, მანიპულირება. ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. მანამდე ვაიმარის სამკუთხედის წარმომადგენლებმა (საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერი) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც გამოხატეს შეშფოთება საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო. შეგახსენებთ, რომ ევროპელი ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი…

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელიას ჩვენი დახმარება სჭირდება

ხვიჩა კვარაცხელია „სერია A-ს“ ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა წარდგენილი. გულშემატკივრებს ხმის მიცემა EA Sports-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ ბმულის საშუალებით შეუძლიათ – მიეცი ხმა! ცნობისთვის, გასულ თვეს, ქართველი ტალანტი სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მეტი...

ბუდაპეშტში, კობახიძის ვიზიტის პარალელურად, ქართველმა სტუდენტებმა აქცია გამართეს და არჩევნების გაყალბება გააპროტესტეს

ბუდაპეშტში, ირაკლი კობახიძის ვიზიტის პარალელურად, ქართველმა სტუდენტებმა აქცია გამართეს და არჩევნების გაყალბება გააპროტესტეს. უნგრეთის დედაქალაქში იგეგმება ემიგრანტების აქციაც. კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება.

მეტი...

,,სასამართლომ ამომრჩეველს დააბრალა ის, რომ ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული” – ქურდოვანიძე სააპელაციოზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე, არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა, ხოლო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. ,,სასამართლო იმასაც კი არ შეეცადა, რომ ფორმალურად პატივი ეცა დარბაზში მყოფი ხალხისთვის და 2 სიტყვა მაინც ეთქვა, რატომ აუქმებდა, მათ შორის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და რატომ არ აკმაყოფილებდა ჩვენს საჩივრებს. მათ არაფერი არ თქვეს, მათ უბრალოდ პროცედურული ნორმები დაასახელეს და თქვეს, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა დაკმაყოფილდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოთხოვნა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ეს…

მეტი...

სააპელაციომ არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გააუქმა. 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 22 საათი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა. სარჩელები აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებს ეხებოდა.

მეტი...

,,სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება” – საია

,,სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება”, – ასე შეაფასა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე, არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა. ,,თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის 24 საათიანი განხილვის შედეგად, არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტის გამო, ბათილად ეცნო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293 ტექნოლოგიური უბანი. ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება. შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ უბნებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

მეტი...