“ექსპერიმენტის დროს, ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა ბიულეტენზე გაფერადებული წრე, თუმცა არ აღიარებს”- ქურდოვანიძე

“ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს” – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე FACEBOOK-ზე წერს, რითაც სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომას ეხმაურება. ქურდოვანიძე წერს, სააპელაციო სარჩელის განხილვისას ექსპერიმენტის ჩატარებისას „ცესკოს დახელოვნებულმა სპეციალისტმა“, ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ისინი   არჩევნებამდე იყენებდა. “სასამართლო განსაკუთრებული მონდომებით ეცადა, რომ ექსპერიმენტი ხელოვნური შეზღუდვებით ჩაეტარებინა და ჩაატარებინა ცესკოს დახელოვნებულ სპეციალისტებს, ანუ იმ ხალხს, ვინც სხვას ასწავლის ბიულეტენის აპარატში მოთავსებას. გარდა ამისა, მან ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად,…

მეტი...

“შეთანხმდნენ ისრაელის უსაფრთხოებისთვის ერთად მუშაობაზე”- ნეთანიაჰუმ ტრამპს გამარჯვება მიულოცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ განცხადებას თავად ნეთანიაჰუ და მისი ოფისი ავრცელებს. განცხადების შესაბამისად, ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის “თბილი და გულითადი საუბრის” განმავლობაში ორი ლიდერი “შეთანხმდნენ ისრაელის უსაფრთხოებისთვის ერთად მუშაობაზე” და “ირანული საფრთხე განიხილეს”. მანამდე ნეთანიაჰუმ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ტრამპის გამარჯვება “ისტორიულია” და “ამერიკას ახალ დასაწყისს სთავაზობს”.  

მეტი...

“დონალდ ტრამპი ყურადღებით ადევნებენ თვალს, ვინ დაუკავშირდება და როდის”- “სიენენი”

დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალს, ვინ დაუკავშირდება ტრამპს და როდის.  ამის შესახებ „სიენენი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს. „სიენენის“ ცნობით, „ტრამპმა, რომელიც აფასებს ერთგულებას და მის ქება-დიდებას, პირადად იკითხა, რატომ არ დაუკავშირდნენ მას კონკრეტული ლიდერები“. უცნობია, რომელი ქვეყნის ლიდერებზეა საუბარი. მსოფლიო ლიდერებმა ევროპისა და აფრიკის ქვეყნებიდან დონალდ ტრამპს უკვე მიულოცეს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა. ტრამპის გამარჯვებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

მეტი...

„პატიმარი მიხელ სააკაშვილი გამოდის და საათ-ნახევარი აქვს საშუალება ისაუბროს, მე არა“ – ხაზარაძე

საქალაქო სასამართლოში, კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა. როგორც მან, მედიას განუცხადა, ის, რაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოხდა, არის მომავლის ქურდობა. მისივე თქმით, მიუხედავად უამრავი ფაქტებისა არვინ დასჯილა, გარდა ორი ადამიანისა, „რომლებმაც უხეშად ჩატენეს ბიულეტენები“. „როგორც კი შეფასებაზე გადავდიოდი, იმ წუთშივე მაჩერებდნენ. როგორც კი შეფასების გაკეთებას დავაპირებდი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში და რატომ ვართ ამ მდგომარეობაში – „არა, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს“ – აბა, რა აინტერესებთ? აქ ორი სტანდარტია, როდესაც პატიმარი მიხელ სააკაშვილი გამოდის და საათ-ნახევარი აქვს საშუალება ისაუბროს ყველა თემაზე, მეორე ოთახში, თურმე მე და…

მეტი...

“დონალდ ტრამპი თუ გაიმარჯვებს, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს”- მექსიკის პრეზიდენტი

“ველოდებით შედეგების დადასტურებას, მაგრამ დონალდ ტრამპი თუ გაიმარჯვებს, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს” – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა. „ჩვენს თანამემამულეებს, მათ ახლობლებს, რომლებიც აქ არიან, გეუბნებით, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. მექსიკა ყოველთვის წინ წავა, ჩვენ ვართ თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და გვექნება კარგი ურთიერთობა აშშ-თან. ამაში დარწმუნებული ვარ“- განაცხადა შეინბაუმმა.

მეტი...

დემოკრატების ნაწილი კამალა ჰარისის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას ჯო ბაიდენს აბრალებს

დემოკრატების ნაწილი კამალა ჰარისის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას, ქვეყნის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს აბრალებს. ამის შესახებ „სიენენი“  წერს. „ბაიდენს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამაში და სიმართლე რომ გითხრათ, ასეც არის”-  თქვა ჰარისის საარჩევნო შტაბის თანამშრომელმა ანონიმურობის დაცვით. დემოკრატები ბევრ ნაწილში ადანაშაულებენ ბაიდენს, თუმცა ერთ-ერთი არის მისი გადაწყვეტილება, რომ მეორე ვადით ეყარა კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

მეტი...

“აშშ-ს და ევროპას ერთად ბევრად მეტის მიღწევა შეუძლიათ, ვიდრე ერთმანეთის წინააღმდეგ“- შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპს აშშ-ში გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ აშშ-ს და ევროპას „ერთად ბევრად მეტის მიღწევა შეუძლიათ, ვიდრე ერთმანეთის წინააღმდეგ“. „ამერიკელებმა არჩევანი გააკეთეს. დონალდ ტრამპმა ცხადად გაიმარჯვა არჩევნებში. ვულოცავ მას. პრეზიდენტ ტრამპი თანამდებობას დიდი გამოწვევებისა და კრიზისების პერიოდში დაიკავებს. აშშ-ს და მის პრეზიდენტებს ცენტრალური როლი აქვთ მათ გადალახვაში. სწორედ ამიტომ, აშშ-ის არჩევნებს ყოველთვის აქვს შედეგები ამერიკის ფარგლებს გარეთ. ამერიკის ახალ მთავრობას ჯერ უფლებამოსილება არ გადაუბარებია. ბევრ სფეროში მას ჯერ კიდევ მოუწევს მომავალი კურსის განსაზღვრა. ამიტომ, ჩვენთვის მით უფრო მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ვაშინგტონთან კომუნიკაციის ჩვენი არხების გამოყენება, რათა სწრაფად…

მეტი...

“მაშინ, როდესაც ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, საქართველო ჩვენს ყურადღებას უფრო მეტად საჭიროებს”- პავილიონისი

“მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, საქართველო ჩვენს ყურადღებას უფრო მეტად საჭიროებს, ვიდრე ოდესმე”- ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. პავილიონისის განცხადებით, საქართველო ევროპაა. “მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, არის ქვეყანა, რომელიც ჩვენს ყურადღებას საჭიროებს მეტად, ვიდრე ოდესმე. საქართველო ევროპაა და იმსახურებს არჩევნებში დარღვევების დაუყოვნებლივ და სამართლიან გამოძიებას, რომლებიც საქართველოში გასულ კვირას ჩატარდა!” – წერს პავილიონისი. პავილიონისი საქართველოს შესახებ ევროპული ქვეყნებისა და ევროპარლამენტის 30 ლიდერის და წევრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერიცაა.  

მეტი...

„ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას”- ჯორჯ ბუში

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ბუში სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას, ისევე როგორც არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს, ჯეიმს დევიდ ვენსს, და მათ ოჯახებს. ასევე, მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. ამ არჩევნებში ძლიერი აქტივობა ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის ნიშანია. მე და ლორა მადლობელი ვართ საარჩევნო მოხელეებისა და მოხალისეების, რომლებიც უზრუნველყოფდნენ თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო არჩევნებს. ვუერთდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, ვლოცულობთ ჩვენი ახალი ლიდერების წარმატებისთვის ხელისუფლების ყველა დონეზე“- წერს ჯორჯ ბუში. წინასწარი…

მეტი...

„გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით“- საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წალკისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიების სააპელაციო საჩივარს ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აპელანტები გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად ითხოვენ საოლქო საარჩევნო კომისიებიდან გამოთხოვილი ბიულეტენებისა და სხვა მტკიცებულებების საქმიდან ამოღებას, რომლებიც სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიკვლია. „განსაკუთრებულ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივარში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს” – ნათქვამია საიას განცხადებაში.  

მეტი...

“დასავლეთი ეწინააღმდეგება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს” – მარია ზახაროვა

„დასავლეთმა დაინახა საფრთხე, რომ მოულოდნელად რომელიმე ქვეყანა წავიდოდა თავისი გზით და დაიცავდა თავის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, შემდეგ კი ამან გამოიწვია დასავლეთის რეალური წინააღმდეგობა საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმართ“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მან ასევე ისაუბრა, საქართველოში ოპოზიციის მიტინგზე შვედი გარემოს დამცველი აქტივისტის, გრეტა ტუნბერგის გამოჩენის შესახებ და  აღნიშნა, რომ ამ გზით დასავლეთმა “თვითონვე გამოააშკარავა, თუ როგორ ერევა” საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში. “სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, თუ როგორ გამოააშკარავა დასავლეთმა თავისივე მტკივნეული ჩარევა სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოს [პოლიტიკურ პროცესებში]” – ხაზგასმით აღნიშნა მან. ზახაროვას…

მეტი...

“ტრამპმა მითხრა, რას ფიქრობ, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო, ვუპასუხე, მაგარი შანსები გაქვს-თქო”- სააკაშვილი

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „2013 წელს, უკვე პრეზიდენტობის შემდეგ, ნიუ იორკში ვიყავი, როცა მაიკლ კოენმა დამირეკა და მითხრა, შენთან დონალდს სურს დალაპარაკებაო და გადასცა მას ყურმილი. მკითხა, სად ხარო. ვუთხარი, რომ ნიუ იორკში ვიყავი, თუ გინდა, მესტუმრე-მეთქი. დამპირდა, რომ გამომივლიდა უილიამსბურგში, თანაც მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო. ვუპასუხე: ხომ იცი ამის შესახებ ჩემი აზრი, ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო. ცოტა იხტიბარგატეხილმა…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. ლიდერებს შორის, რომელთანაც პრეზიდენტს საუბარი ჰქონდა, არიან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ, პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სო, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალარ კარისი, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო და შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონ. ინფორმაციისათვის, 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტი გაიმართება.   “ევროპას უნდა ჰქონდეს ცხადი და მყარი პოლიტიკა”- სალომე ზურაბიშვილი

მეტი...

“მტკიცედ მოვითხოვთ საქართველოს ბოლო არჩევნებში დარღვევების დამოუკიდებლად გამოძიებას”- კოლსი

“არ შეგვიძლია საშუალება მივცეთ მანიპულაციას, რომ ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებასა და მათ ევროპულ მისწრაფებებს” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი (ლატვია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მტკიცედ მოვითხოვთ საქართველოს ბოლო არჩევნებში დარღვევების დამოუკიდებლად გამოძიებას. არ შეგვიძლია საშუალება მივცეთ მანიპულაციას, რომ ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებასა და მათ ევროპულ მისწრაფებებს. სასწორზე მათი მომავლის სამართლიანობაა” – წერს კოლსი. კოლსი საქართველოს შესახებ ევროპული ქვეყნებისა და ევროპარლამენტის 30 ლიდერის და წევრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერიცაა.

მეტი...

“მოვითხოვთ ევროკავშირის ყველა დაფინანსების გაყინვას საქართველოს საჯარო ინსტიტუტების დახმარებისთვის “- ევროპარლამენტარები

“მოვითხოვთ ევროკავშირის ყველა დაფინანსების გაყინვას, რომელიც გამოიყენება საქართველოს სახელმწიფო და საჯარო ინსტიტუტების დახმარებისთვისა და თანამშრომლობის პროექტებისთვის, მათი გამონაკლისით, ვინც ჩართულია სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის სტრუქტურების ჩამოყალიბებაში”- ამის შესახებ ევროპის ქვეყნების პარლამენტები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, დეპუტატები და ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგომას აგრძელებენ. “ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია სავიზო თავისუფლება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ხალხისთვის. მოვუწოდებთ ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, გადახედონ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს მისი სრული შეჩერების შესაძლებლობის გამორიცხვის გარეშე, თუ ზემოხსენებული [პირობები] არ იქნება დაკმაყოფილებული. გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ არჩევანთან დგომას. ასევე…

მეტი...

“დაასანქცირონ პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი”- ევროპარლამენტარების საერთო განცხადება

ვროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, დეპუტატები და ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დოკუმენტში საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზე. მათი შეფასებით,  არჩევნები საქართველოში ჩატარდა „ინციდენტებისა და სისტემური დარღვევების უპრეცედენტო რაოდენობით”. ისინი მმართველი გუნდისგან გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვენ. “მოვითხოვთ, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უზრუნველყონ: საარჩევნო მანიპულაციების შესახებ ყველა ბრალდება (მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში) გამჭვირვალედ იქნება გამოძიებული, განსაკუთრებით ამომრჩევლების დაშინებისა და ხმების ყიდვაზე. ვინაიდან, ხელთ არსებული ბრალდებები იმდენად სერიოზულია, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია ამ არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს ყველა დაფიქსირებული დარღვევის შესწავლა და გამოძიება. ხმის მიცემის პროტოკოლები ხელმისაწვდომი და…

მეტი...

ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, დეპუტატები და ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დოკუმენტში საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზე. მათი შეფასებით,  არჩევნები საქართველოში ჩატარდა „ინციდენტებისა და სისტემური დარღვევების უპრეცედენტო რაოდენობით”. “მყარად ვართ სოლიდარული ერებთან, რომლებიც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის ღირებულებების ერთგული არიან. მყარად ვდგავართ ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ არჩევანთან. დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას, მათ შორის ანტიევროპული კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და ადამიანის უფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს. ვიმეორებთ ჩვენს უღრმეს შეშფოთებას იმ ფაქტის თაობაზე, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა ინციდენტებისა და სისტემური დარღვევების…

მეტი...

“ევროპას უნდა ჰქონდეს ცხადი და მყარი პოლიტიკა”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპას „ცხადი და მყარი პოლიტიკა“ უნდა ჰქონდეს. “მთელი ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელებში. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს ცხადი და მყარი პოლიტიკა, და არ უნდა მიიღოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გამოწვევები დემოკრატიისადმი”, – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

უბედური შემთხვევა, არის დაღუპული

მცხეთის მუნიციპალიტეტში,  სოფელ წიწამურთან ერთ-ერთ მოქალაქეს   ხელყუმბარა აუფეთქდა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. მიმდინარეობს გამოძოება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე.  

მეტი...

როგორია რუსეთის პოზიცია ტრამპის გამარჯვებაზე?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთის პირობები უცვლელია. „საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თეთრ სახლში ბრუნდება, რა თქმა უნდა, ამერიკელების უკმაყოფილებას ასახავს, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის შედეგების, ისე დემოკრატიული პარტიის საარჩევნო პროგრამის მიმართ… რუსეთი იმუშავებს ახალ ადმინისტრაციასთან, როცა ის „თეთრ სახლში“  განთავსდება, რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა დასახული მიზნის მიღწევაზე. ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში ამის შესახებ კარგად იციან“ – ასეთია ოფიციალური კრემლის პოზიცია.

მეტი...

ლაგოდეხში, სოფელ კაბალში სროლა იყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ არზუმან ზიმიროვის სახლს რამდენჯერმე ესროლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, სროლის მოტივი სავარაუდოდ შურისძიებაა, რადგან რამდენიმე დღით ადრე, ამავე სოფელში მცხოვრებ საიდ მამედოვსა და არზუმან ზიმიროვს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სროლის შედეგად, არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც მომხდარის დეტალებს არკვევენ.

მეტი...

,,ხვალ, ჩვენი თანამებრძოლის, გია ხარჩილავას გასვენებაა წალენჯიხაში და ვიქნებით იქ. ბრძოლა გრძელდება – პარალელურად, გეტყვით, რას ვაკეთებთ ზეგ” – ნიკა მელია

,,ხვალ, ჩვენი თანამებრძოლის, გია ხარჩილავას გასვენებაა წალენჯიხაში და ვიქნებით იქ. ბრძოლა გრძელდება – პარალელურად, გეტყვით, რას ვაკეთებთ ზეგ”, – ამის შესახებ ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა და სააპელაციო სასამართლოსთან, აქციის მონაწილეებს მიმართა. მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება და პროტესტი ყოველდღიურად უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ საბოლოოდ, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება მართვის სადავეებს ჩამოშორდეს. ,,ჩვენი თანაბებრძოლის გასვენებაა წალენჯიხაში, გია ხარჩილავასი და ჩვვნ გვიწევს იქ ყოფნა, მიუხედავად ბრძოლისა, არ არის არანაირი მიზეზი რომ ჩვენ იქ არ ჩავიდეთ. ბრძოლა გრძელდება და პარალელურად გეტყვით, რას ვაკეთებთ ზეგ. ჩვენ სხვა დინამიური პროცესი, პროტესტი უნდა ვაწარმოოთ ყოველდღიურად.…

მეტი...

,,არჩევნების საერთაშორისო გამოძიება, ივანიშვილის სანქცირება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება” – EU-ს ქვეყნების დეპუტატების განცხადება

ევროკავშირის ქვეყნები არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. საგანგებო განცხადებას ხელს აწერენ ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, იტალიის, ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, პარლამენტების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები და ევროპარლამენტარები. იხილეთ განცხადება: ,,მტკიცე სოლიდარობით ვდგავართ რა იმ ერების გვერდით, რომლებიც იცავენ დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის ღირებულებებს, მტკიცედ ვდგავართ რა ქართველი ხალხისა და მისი ევროპული არჩევანის გვერდით, ღრმა სინანულით აღვნიშნავთ რა საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას, მათ შორის ანტიევროპული კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და ადამიანის უფლებებისთვის, ვიმეორებთ რა ჩვენს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოში…

მეტი...

თბილისის სააპელაციოში საარჩევნო დავების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილია

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილია. კოლეგიაში არიან მოსამართლეები: გოჩა დიდავა და დავით ახალბედაშვილი. მოსამართლეთა კოლეგია სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საიას და „ჩემი ხმის“ საჩივრებს განიხილავს. გვრიტიშვილი მოსამართლეთა კლანის წევრად მიიჩნევა, რის გამოც, არასამთავრობოებმა მისი აცილება მოითხოვეს.

მეტი...

ოპოზიციის ლიდერები ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდნენ

ოპოზიციის ლიდერები ორბელიანების სასახლეში იმყოფებიან. პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ მივიდა ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. ადგილზე იმყოფება ელენე ხოშტარიაც. ათონელზე ოპოზიციის სხვა ლიდერებიც აპირებენ მისვლას.

მეტი...

სარა მაკბრაიდი პირველი ტრანსგენდერი გახდა, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს

დელავერის შტატის სენატორი, დემოკრატიული პარტიის წევრი სარა მაკბრაიდი პირველი ტრანსგენდერი გახდა, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს. ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ იტყობინება. სარა მაკბრაიდმა რესპუბლიკული პარტიის წარმომადგენელი ჯონ ვეილენ III დაამარცხა. ხმების 95%-ზე მეტის დათვლის შემდეგ მაკბრაიდმა ხმების 58% მიიღო, ხოლო ვეილენმა – 42%. „დღევანდელი საღამო არის იმის დასტური, რომ დელავერელები კანდიდატებს ვაფასებთ მათი იდეების და არა იდენტობის მიხედვით“, – განაცხადა მაკბრაიდმა. როგორც „ენბისი ნიუსი“ იტყობინება, სარა მაკბრაიდი აქტიურად უჭერს მხარს საკანონმდებლო ინიციატივებს თანასწორობის, ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ. 2016 წელს მაკბრაიდი პირველი ტრანსგენდერი გახდა, რომელიც დემოკრატიული პარტიის…

მეტი...

,,გეგმა არის მარტივი – ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები, სამართლიან საარჩევნო გარემოში” – თამაზ დათუნაშვილი

,,გეგმა არის მარტივი, ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები, სამართლიან საარჩევნო გარემოში”, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრი, პროტესტის ფარგლებში, სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს, სადაც შესაძლოა ბევრი სპონტანური ნაბიჯიც გადაიდგას. ,,ვმოქმედებთ სიტუაციის შესაბამისად. გეგმა არის მარტივი, ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები, სამართლიან საარჩევნო გარემოში, გეგმა არის სვლა ამ ახალი არჩევნებისკენ. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, იქნება სპონტანური შემთხვევები, იქნება დაგეგმილი ცენტრალური ღონისძიებები, იქნება ძალიან ბევრი ფორმის სხვადასხვა წინააღმდეგობა, პოლიტიკური სპექტრიდან, სამოქალაქო საზოგადოებისგან მოქალაქეებისგან. მინდა, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვუთხრა, რომელთა არჩევანიც იქნა მიტაცებული,…

მეტი...

რას აცხადებენ ჩინეთში აშშ-ის არჩევნებზე?    

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშრებით, სადაც პრეზიდენტი ისევ დონალდ ტრამპი გახდა, ოფიციალური ჩინეთი მოკლე კომენტარს აკეთებს. „შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები მისი შიდა საქმეა. ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს. რაც შეეხება იმას, რაც გკითხეთ, ჩვენ არ ვპასუხობთ ჰიპოთეტურ კითხვებს“ – ასეთია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის შეფასება კითხვაზე:  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმარჯვებს აშშ-ს არჩევნებში. მისი თქმით, მკვეთრად გაზრდის ტარიფებს ჩინეთზე. როგორ ემზადება ჩინეთი უფრო მაღალი ტარიფების ამ შესაძლებლობისთვის? შეიძლება ეს უფრო ფისკალური სტიმული იყოს, თუ ეს მოხდება?

მეტი...

წიწამურში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

წიწამურში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 1 და დაიღუპა 1 ადამიანი. ადგილობრივების თქმით, დაღუპული და დაშავებული მათი თანასოფლელები არ არიან და აფეთქების ხმა არ გაუგიათ. შსს-ის ცნობით, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.  

მეტი...

,,მაგისტრანტ მოსამართლესთან მივალ და ვუპასუხებ კითხვებს” – მამუკა ხაზარაძე

არჩევნების გაყალბებაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაბარებულია მამუკა ხაზარაძე და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. პოლიტიკოსები, კოლეგების მსგავსად, არ გეგმავენ უწყებაში მისვლას, სავარაუდოდ, გამოიკითხებიან სასამართლოში, თუმცა როდის, ჯერ უცნობია. ,,ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხებს. ,,ყველგან მოვალ, თქვენ იცით, რომ მე დავეთანხმე, რომ მაგისტრანტ მოსამართლესთან მივალ და ვუპასუხებ კითხვებს”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მეტი...

სააპელაციომ ISFED-ის მოთხოვნა ხმების გადათვლაზე არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლოში ამ დრომდე არ დაწყებულა პროცესი, რომელიც 14 საათზე იყო ჩანიშნული. უცნობია მოსამართლეთა შემადგენლობაც, რომელმაც საიას საარჩევნო დავები უნდა განიხილოს. სააპელაციომ რამდენიმე ასეული სარჩელი გააერთიანა, სადაც საუბარია დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე, მათ შორისაა, ყველაზე მნიშვნელოვანი – ფარულობის დარღვევის შემთხვევები. სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციაა და მისი გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით ვეღარ გასაჩივრდება. იქამდე კი სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ,,სამართლიანი არჩევნების” მოთხოვნა ხმების ხელახლა გადათვლაზე და გორის სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილება გააუქმა 15 უბნის გადათვლის შესახებ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრების გარდა, მეორე ინსტანციამ დღეს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზეც უნდა იმსჯელოს, რომელიც…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დიდუბის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში მიუსაფარ ცხოველებს გაასტერილებს

10 ნოემბერს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დიდუბის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში მიუსაფარ ცხოველებს გაასტერილებს. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ექნება, თავისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი მიუსაფარი ცხოველი აღნიშნულ მისამართზე მოიყვანოს, სადაც მას ჩაუტარდება სტერილიზაცია/კასტრაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. გარდა ამისა, აღნიშნული აქტივობის ფარგლებში სააგენტო მოქალაქეებს შესთავაზებს შემდეგ სერვისებს: მეპატრონეებს, ადგილზე ცხოველის ჩიპირების შემთხვევაში, საშუალება ეძლევათ, ის, იქვე უფასოდ გაასტერილონ. კერძოდ, მეპატრონემ უნდა დაჩიპოს და დაირეგისტრიროს თავისი შინაური ცხოველი (რისთვისაც იხდის მხოლოდ ჩიპის თითღირებულების საფასურს – 19 ლარს) და ამის შემდგომ შეძლებს, სტერილიზაციის უფასო სერვისით ისარგებლოს. რა თქმა უნდა, ცხოველებს…

მეტი...

შერეული ჯიშის (მეტისი) ძაღლების მეპატრონეების საყურადღებოდ!

შერეული ჯიშის (მეტისი) ძაღლების მეპატრონეების საყურადღებოდ! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შესაძლებლობას გაძლევთ, თქვენი ცხოველის მუნიციპალურ თავშესაფარში ჩიპირებისა და რეგისტრაციის შემთხვევაში, ის აქვე უფასოდ გაასტერილოთ. აქცია 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აუცილებელია, რომ მეპატრონეებმა, რომელთაც გსურთ აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა, წინასწარ დარეკოთ (10:00 საათიდან 18:00 საათამდე) ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ნომერზე – 032 2 421 171 და ჩაეწეროთ. შემდეგ, თქვენთვის განკუთვნილ დროს თქვენს ცხოველთან ერთად, უნდა მიბრძანდეთ მუნიციპალურ თავშესაფარში (მის: ა. თვალჭრელიძის 45ა), სადაც ის გაივლის ჩიპირება-რეგისტრაციის პროცედურას და შემდეგ უფასოდ გასტერილდება. მოგახსენებთ, რომ ჩიპირებისას მეპატრონე იხდის ჩიპის თვითღირებულებას – 19 ლარს, ხოლო…

მეტი...

პოლიციამ თელ-ავივში იოავ გალანტის გათავისუფლების შემდეგ გამართული აქცია ძალის გამოყენებით დაშალა

თელ-ავივში მასშტაბური აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქტივისტებმა ქალაქში საავტომობილო გზა გადაკეტეს და სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს, რის გამოც, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. თელ-ავივსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში მასშტაბური აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრი გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრემიერ-მინისტრმა მიზეზად მათ შორის არსებული უნდობლობა დაასახელა. ისრაელის თავდაცვის მინისტრი კი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმ კანონპროექტს ასახელებს, რომელმაც შესაძლოა, ულტრა ორთოდოქსი ებრაელები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გაათავისუფლოს.

მეტი...

,,საბოლოო ჯამში გამოძიება დაადგენს, რომ ყველაფერი მოგვეჩვენა და არჩევნები არ გაყალბებულა” – მეზვრიშვილი გამოკითხეს

,,გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა. მეზვრიშვილის შეფასებით, გამოძიება ობიექტური ვერ იქნება და გამოძიების დაწყებაც სიმბოლურად მოხდა „ეს არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმისკენ, რომ საბოლოოდ, გამოძიებამ დაადგინოს, თქვენ ყველას ყველაფერი მოგეჩვენათ, თქვენ არაფერი წარმოგიდგენიათ, არანაირი მტკიცებულება არავის აქვს და ეს არჩევნები არ გაყალბებულა. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდება, რომ გაყალბებული არჩევნების თვითლეგიტიმაცია მოახდინოს ივანიშვილმა. ვფიქრობ, გამოძიება თუ მიაქცევს ყურადღებას იმას, რაზეც ვისაუბრე, სრულყოფილ გამოძიებას ჩაატარებს. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნები არჩევნებამდე გაყალბდა. არჩევნები მხოლოდ 26 ოქტომბერს არ გაყალბებულა“,…

მეტი...

ავლაბარში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს 17-17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საუბარია თბილისში, თებერვალში მომხდარ დანაშაულზე, რა დროსაც 47 წლის ფელიქს კაპანოვი მოკლეს. პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ძმები დააკავა. ,,თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულებმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო,…

მეტი...