“სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა”- რურუა სუს-ში დაიბარეს

გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ, რურუა FACEBOOK-ზე წერს. მისი განცხადებით, გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის მუხლებით მიმდინარეობს. „საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა. აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა, ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი”- წერს გიორგი რურუა FACEBOOK-ზე.  

მეტი...

უამინდობამ გორში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტში. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. ქარმა ერთ საცხოვრებელ და ერთ დამხმარე შენობას სახურავები გადახადა, ასევე, დაზიანდა ელექტროენერგიის ბოძები და სადენები. გორის მერიის ცნობით, ამ დრომდე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მერიისა და სხვა შესაბამისი უწყებების სამსახურები. ამ დროისთვის სოფლებში, ფაქტობრივად, ყველგან აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო იმ რამდენიმე სოფელში, სადაც დენის მიწოდება შეფერხებულია, ეტაპობრივად მიმდინარეობს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.

მეტი...

“რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქუჩაში, ნულის ტოლია”- კობახიძე ოპოზიციაზე

“ჩვენ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია აუცილებლად გააპროტესტებდა არჩევნების შედეგებს, შეეცდებოდნენ აქციების ორგანიზებას, თუმცა იქვე ვამბობდით, რომ მათ არავითარი რესურსი არ ჰქონდათ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ  ოპოზიციას არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ვერც ქუჩაში მიაღწევს წარმატებას. „ქუჩას და არჩევნების მოგებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი და ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. ამ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ მათ არ აქვთ არავითარი სამოქალაქო მხარდაჭერა, პირიქით, მათი მხარდაჭერა შემცირდა 4 წლის წინანდელ არჩევნებთან შედარებით, აქედან გამომდინარე, მათი რესურსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქუჩაში, ნულის ტოლია. თუმცა, მათ თავი აქვთ გასამართლებელი საკუთარ მხარდამჭერებთან,…

მეტი...

„ცა და დედამიწაა არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ჩვენთან და მოლდოვაში”- კობახიძე

„ცა და დედამიწაა არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ჩვენთან და მოლდოვაში, კონკურენტულობის, თავისუფალი არჩევნების, მანიპულაციებისგან თავისუფლების კუთხით“ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის შეფასებით, საქართველოსა და მოლდოვას შედარებისას სახეზეა მკაფიო უსამართლობა, ისევე, როგორც ეს იყო მაშინ, როდესაც მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს – არა. „მოლდოვაში იყვნენ საკმაოდ გავლენიანი კანდიდატები, რომლებსაც ხელოვნური საბაბით უარი უთხრეს საარჩევნო რეგისტრაციაზე. იყო სერიოზული ხარვეზები კონკურენტულობის კუთხითაც, სხვა საკითხებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ყველა ქვეყანამ თვითონ უნდა მიხედოს საკუთარ არჩევნებს, მაგრამ უსამართლობაა აშკარად. იგივე უსამართლობა იყო გამოხატული, როდესაც მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის…

მეტი...

„უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირთან“- კობახიძე

„ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში, ურთიერთობების გადატვირთვა უზრუნველყოფილი იქნება. “ჩვენ ბევრად უკეთესი ვითარება გვქონდა ურთიერთობების კუთხით ომის დაწყებამდე. ყველაფერი არია ომის დაწყებამ, გაჩნდა განსხვავებული ინტერესები. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ვფიქრობთ, რომ მაშინვე თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირთან. რაც შეეხება ტრამპის და ჰარისის…

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს“- ირაკლი კობახიძე

„პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერი ამბობს,რომ  სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ფაქტები და თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. „იყო ცარიელი ბრალდებები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. როდესაც მიდიხარ პროკურატურაში, გიწევს ფაქტებით საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი აქვს სასაუბრო ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. ეს ადამიანი და ზოგადად, რადიკალური ოპოზიცია აცხადებდა, რომ, რასაც იტყვის ვაშინგტონი ან ბრიუსელი, ყველაფერი არის ბიბლია და უნდა აღიარო, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება. მას მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეთანამშრომლა…

მეტი...

“საქართველოში საარჩევნო დარღვევებს მალე უნდა გაეცეს პასუხი”- ბელგიის პრემიერი

“ბელგია მყარად დგას ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან, საარჩევნო დარღვევებს მალე უნდა გაეცეს პასუხი” – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ დე კროო X-ის საკუთარ გვერდზე  წერს. “ამ წამს ვესაუბრე ტელეფონით საქართველო პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ბელგია მყარად დგას ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან. საარჩევნო დარღვევებს მალე უნდა გაეცეს პასუხი. ხაზს ვუსვამთ დიალოგის საჭიროებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის”- წერს დე კროო.  

მეტი...

“მე მზად ვარ ყველა გამოწვევისათვის”- მოსამართლე, რომელმაც 30 საარჩევნო უბნის შედეგი გააბათილა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, რომელმაც 30 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა, თავის გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულია. მისი თქმით, ის ყველა გამოწვევისთვის მზადაა. „ეს შედეგი ვისთვის მოსაწონია და ვისთვის არა, რომელი პოლიტიკოსი ამას როგორ შეაფასებს, ჩემთვის როგორც მოსამართლისთვის არის უმნიშვნელო. მე მზად ვარ ყველა გამოწვევისთვის. ყველა საღი აზრის მქონე ადამიანი ამას კარგად შეხედავს, როგორ იმ სხდომის დარბაზში მოხდა. მხარეებს არავითარი პრეტენზია არ უთქვამთ. როცა ჩემს გადაწყვეტილებას გააანალიზებენ შეუძლებელია თქვან, რომ მე მივიღე უკანონო გადაწყვეტილება. ვიცოდი, რომ გადწყვეტილება რომელსაც მივიღებდი, რომელიმე მხარისთვის აუცილებლად იქნებოდა მიუღებელი და შეიძლებოდა მოჰყოლოდა არასასიამოვნო ქმედებები“- განაცხადა ვლადიმერ…

მეტი...

თბილისში ძლიერი ქარია – მანქანას ხე დაეცა

ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. პლეხანოვზე, ხე გადატყდა და მანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

“ყველგან კარგი შედეგები გვაქვს”- ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის “დარწმუნებულია” , რომ მოიგებს. ამის შესახებ, მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. ტრამპმა ხმა ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ ბიჩში მისცა ხმა. საარჩევნო უბანზე ის მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად გამოჩნდა. “ძალიან თავდაჯერებულად ვარ. როგორც მესმის, ყველგან კარგი შედეგები გვაქვს… ის [არჩევნები] დაძაბულიც კი არ იქნება, მაგრამ სერტიფიცირებას დიდი დრო დასჭირდება,” – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

ნაძალადევში მდებარე სპორტულ კომპლექსში ხანძარია

თბილისში, ნაძალადევში მდებარე სპორტულ კომპლექში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის სამუშაოები დაწყებულია. ადგილზეა ოთხი სახანძრო-სამაშველო მანქანა და ერთი ამწე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.

მეტი...

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებენ

მოლდოვაში ოპოზიციური ბლოკი „გამარჯვება“ საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს. როგორც ოპოზიციური ბლოკის წევრები აცხადებენ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროინტეგრაციის საკითხზე გამართულ რეფერენდუმზე „სასურველ შედეგს ევროპულ საარჩევნო უბნებზე თაღლითობისა და მასობრივი დარღვევების წყალობით მიაღწია“. მათი მოსაზრებით, პროევროპელმა პოლიტიკოსმა, ფაქტობრივად, „სამჯერ წააგო“. მათი თქმით, მოლდოვის ყველაზე დიდი დიასპორა რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, მაგრამ იქ მხოლოდ ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ევროპის ქვეყნებში კი ათობით უბანი იყო, მაგრამ ბევრი – ცარიელი. ოპოზიცია „ამ უსამართლო პრაქტიკის“ საკანონმდებლო დონეზე აღმოფხვრას ითხოვს.

მეტი...

თურქეთში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა აფეთქდა – არიან დაშავებულები

თურქეთში, იზმირში, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები მიიღეს. აფეთქება, ქარხანაში გეგმური სწავლების დროს მოხდა.

მეტი...

ჯორჯიის შტატში ორი საარჩევნო უბნის დანაღმვის შესახებ შეტყობინების გამო, ხმის მიცემის პროცესი შეაჩერეს

„სიენენის“ ინფორმაციით, ჯორჯიის შტატის ორი საარჩევნო უბნის დანაღმვის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო ხმის მიცემის პროცესი დროებით შეჩერებული იყო. ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, უცნობმა ადამიანებმა შეატყობინეს პოლიციას, რომ ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ორი საარჩევნო უბანი დანაღმულია, რის გამოც განხორციელდა საარჩევნო პერსონალის ევაკუაცია და ხმის მიცემა დროებით შეწყდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ბომბის შესახებ მუქარა ცრუ იყო. „მოხარული ვართ, რომ ეს უბნები უკვე ფუნქციონირებს და ყველა საარჩევნო უბანზე დაცულია უსაფრთხოების ზომები“ – განაცხადეს საარჩევნო ადმინისტრაციაში.

მეტი...

“აღფრთოვანებული ვარ თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადადგმული ნაბიჯით”- სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით გაკვირვებული და აღფრთოვანებულია. „სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი უაღრესად უარყოფითი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადადგმული ნაბიჯით. მადლობა საქართველოს სიყვარულისთვის!“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი ელექტრონული უბნის შედეგები გააბათილა.

მეტი...

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. „რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მეტი...

გერმანიის პარლამენტში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ანგარიშს წარადგენენ

6 ნოემბერს გერმანიის ფედერალური მთავრობა ბუნდესტაგში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენს. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის ანგარიშშია ნათქვამი. განრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განხილვა შეკრების პირველად საკითხად არის დაგეგმილი.  

მეტი...

სპორტის სასახლესთან აქცია დასრულდა – ხვალ სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან

საპროტესტო მსვლელობა სპორტის სასახლესთან დასრულდა. აქციის დასრულებისას პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა მოქალაქეებს 6 ნოემბერს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდეს და ხვალ, 11:00 საათზე კვლავ სააპელაციო სასამართლოსთან შეკრება შესთავაზეს. უკვე აღდგა სამანქანო მოძრაობა მერაბ კოსტავას ქუჩაზეც. მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ.  

მეტი...

“ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული”- ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაციამ სადემონსტრაციო ვიდეო მოამზადა, რომელიც „აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული“. ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებზე გამოყენებული იყო ისეთი პროპორციის ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი, რომ ფარულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა სადემონსტრაციო ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული. ამ ვიდეოში გამოყენებულია სასწავლო ბიულეტენი და ჩარჩო ფორმა, რომელიც გამოიყენებოდა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში. როგორც ამ შემთხვევაში, ისე არჩევნებზე გამოყენებული იყო ისეთი პროპორციის ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი, რომ ფარულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი“ – ნათქვამია…

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ხაჯარატ ახვლედიანის და გიორგი რომელაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და…

მეტი...

საპრეზიდენტო კანდიდატების გარდა, ამერიკელებს ხმის მიცემა კიდევ რამდენიმე საკითხზე მოუწევთ

აშშ-ში, საპრეზიდენტო კანდიდატების გარდა, ამერიკელებს ხმის მიცემა კიდევ რამდენიმე საკითხზე მოუწევთ. კერძოდ: 1. აბორტის უფლებების საკითხი კენჭისყრაზეა 10 შტატში, მათ შორის მერყევ შტატებში, არიზონასა და ნევადაში. 2. აშშ-ის სენატის მესამედი – მისი 100 ადგილიდან 34 ასევე ასარჩევია. დემოკრატებს აქვთ უმრავლესობა. უპარტიო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რესპუბლიკელებს აქვთ კარგი შანსი, დაიბრუნონ სენატი. 3. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, კონგრესის ქვედა პალატაში, ყველა, 435 ადგილია ასარჩევი. რესპუბლიკელებს ამჟამად მცირე უმრავლესობა აქვთ. რესპუბლიკელებმა შეიძლება, დაკარგონ ძალაუფლება პალატაზე, სადაც დემოკრატებს მხოლოდ ოთხი ადგილის დაკავება სჭირდებათ კონტროლის დასაბრუნებლად. 4. მარიხუანას რეკრეაციული ან სამედიცინო მოხმარების საკითხი ასევე არის არჩევნებზე…

მეტი...

იტალიის პრეზიდენტი ჩინეთში ჩადის და პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება

ოფიციალური ჩინეთის ინფორმაციით, დაგეგმილია  იტალიის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტი, სადაც სერჯო მატარელა სი ძინპინსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ,  წელს  ჩინეთსა და იტალიას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებიდან 20 წლის იუბილე აღინიშნება. „პრეზიდენტ სერჯო მატარელას ჩინეთში ვიზიტის დროს, პრეზიდენტი სი ძინპინი გამართავს მოლაპარაკებებს მასთან ორმხრივი ურთიერთობების ზრდის გეგმის შემუშავებისთვის. სტუმარს ასევე შეხვდებიან პრემიერ ლი ციანგი და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ჟაო ლეჯი. ორ ქვეყანას შორის მეგობრული თანამშრომლობა სარგებლობს საზოგადოების ღრმა მხარდაჭერით, ემსახურება ორივე მხარის საერთო ინტერესებს და ასევე ხელს უწყობს ჩინეთსა და ევროპას…

მეტი...

,,მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება” – ლავროვი

,,რუსული მხარე მზადაა, გააგრძელოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსუპ პროპაგანდისტულ გამოცემას ,,რია ნოვოსტის” განუცხადა. „ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება“, – განაცხადა მან საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ და ევროკავშირი ხელოვნურად ცდილობენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის.

მეტი...

ცნობილი მუსიკოსი გარდაიცვალა

მუსიკოსი, ქუინსი ჯონსი 91 წლის იყო. ჯონსს მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს 27 გრემის ჯილდო, ემი და ოსკარი. იგი თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან სტივი უონდერი, ფრენკ სინატრა, ელა ფითცჯერალდი, მაიკლ ჯექსონი და ბიონსე. მისი თანაავტორობით შეიქმნა მაიკლ ჯექსონის “Bad”, “Thriller”, ლესლი გორის “I’ll Cry if I Want to”, ფრენკ სინატრას “Sinatra at the Sands” და სხვა.

მეტი...

,,გამჭვირვალობის” იურისტმა მოსამართლე შოთა სირაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც საარჩევნო დავების განხილვა ცოტა ხნის წინ დაიწყო, მოსარჩელეებმა მოსამართლე შოთა სირაძის აცილება მოითხოვეს. ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მამაა. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენლის, ლელა მოწონელიძის თქმით, სირაძე მოსამართლეობამდე ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი იყო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ამავე დროს მისი შვილი ვაჟა სირაძე შსს მაღალჩინოსანია. მოსამართლეებმა ხათუნა ხომერიკმა და ზაზა რამიშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და შოთა სირაძე დაუბრუნდა მოსამართლეთა კოლეგიას.

მეტი...

სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით დიდუბის მიმართულებით გადაადგილდებიან

სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით დიღმის მასივის გავლით, დიდუბის მიმართულებით გადაადგილდებიან. აქციის მონაწილეების წინ პოლიტიკური პარტიების ლიდერები მიუძღვებიან. ამ დროისთვის სრულად გადაკეტილია გრიგოლ რობაქიძის გამზირი. სააპელაციო სასამართლოსთან აქცია ხვალ, 11:00 საათისთვისაც დაანონსდა.

მეტი...

ხვალ, 11:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია დაანონსდა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალ, სააპელაციო სასამართლოსთან, 11:00 საათზე აქცია ჩაინიშნა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები აქცია-მსვლელობას დიღმის მასივის ცენტრალური გამზირიდან დაიწყებენ. ,,სასამართლო პროცესი გადაიდო ხვალისთვის. ხვალ 12:00 საათზე არის პირველი პროცესი, მეორე პროცესი არის 14:00 საათზე. ასე ვთქვათ, სანამ გავაგრძელებთ ჩვენ მიტინგს, ხვალ 11:00 საათზე გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ. დღეს, ფაქტობრივად დახურეს სასამართლო, შიგნით როგორც ჩანს პროცესი არ არის, პროცესი, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო გადაიდო ხვალისთვის. ხვალ 11:00 საათზე გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ აქ, დავიწყოთ შეკრება 12:00-ზე იქნება პირველი პროცესი 14:00 მეორე. ახლა, გადავინაცვლოთ მარცხენა მხარეს და…

მეტი...

ქუთაისის სააპელაციოში, საიას საარჩევნო დავების ერთ-ერთი განმხილველი მოსამართლე ვაჟა სირაძის მამაა

დასავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა. საქმის განხილვა დღეს, 16:00 საათზე დაიწყება. საიას ცნობით, ერთ-ერთი მოსამართლე, ვინც საჩივრებს განიხილავს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის მამა, შოთა სირაძეა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: ზაზა რამიშვილი (მომხსენებელი), ხათუნა ხომერიკი და შოთა სირაძე. პროცესი ამ წუთებში იწყება.

მეტი...

წარწერის გამოფენის გამო, ორგანიზაცია 1500 ლარით დააჯარიმეს

ოზურგეთში ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საპროტესტო ბანერის გადმოფენის გამო 1500 ლარით დააჯარიმეს. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ორგანიზაციის ოფისში დაახლოებით 15:00 საათზე მივიდნენ. უწყების თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ისინი ვალდებული არიან რეაგირება მოახდინონ. იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ბანერს ხვალამდე არ ჩამოხსნის, ჯარიმა 3000 ლარამდე გაიზრდება.

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, ბევრნი ვიყოთ, რათა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმაც იგრძნონ საზოგადოებრივი წნეხი” – თინა ბოკუჩავა

,,ძალიან მნიშვნელოვანია, ვიაქტიუროთ და ბევრნი ვიყოთ სააპელაციო სასამართლოსთან, რომ ეს საზოგადოებრივი წნეხი სიმართლის დადგენისთვის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმაც იგრძნონ”, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე. მისი თქმით, გუშინ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დაადასტურა სარჩელი, რომლის თანახმად, ელექტრონულ არჩევნებზე ფარულობა დარღვეული იყო. ხელისუფლება კი ამის გადაფარვას ვერ შეძლებს, მაგრამ ეცდება, აღნიშნული მორჩილი მოსამართლით და მორჩილი მოსამართლის გადაწყვეტილებით გააუქმოს. „ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება. უდიდესი ალბათობით, პროცესი ხვალ იქნება. სხდომა დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა რომ გაიგეს აქციის ადგილი და დრო შევცვალეთ, თვითონაც შეცვალეს განხილვის დრო და ხვალ გადაიტანეს.…

მეტი...

ვინ არის სტუდენტი გოგო, რომელმაც ირანში პროტესტის ნიშნად გაიხადა

ირანში სტუდენტი, აჰო და­რი­ა­ე­ი­ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტანსაცმელი გაიხადა. Amnesty Iran-ის ცნობით, ქალმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ირანის ,,მორალის პოლიციამ” მას ჰიჯაბის ,,არასწორად ტარების” გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სტუდენტი გოგონას ვიდეოკადრები თავდაპირველად გამოქვეყნდა სტუდენტურ სოციალურ მედიაარხზე „ამირ ქაბირის საინფორმაციო ბიულეტენი“, შემდეგ კი გაავრცელა სხვადასხვა მედიასაშუალებამ, მათ შორის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Hengaw-მ, Iran Wire-მა და Amnesty International-მა. კადრები, სავარაუდოდ, მეზობელი შენობიდან არის გადაღებული. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩასვეს სტუდენტი გოგონა მანქანაში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა და წაიყვანეს. „ამირ ქაბირის…

მეტი...

,,გუშინ „პირველი მერცხალი გამოჩნდა“ მოსამართლეებში” – პაატა ბურჭულაძე მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებაზე

,,სიმართლის ნაპერწკალი გაჩნდა” მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაცული არ იყო. პაატა ბურჭულაძე, რომელიც ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაში მონაწილეობს, იმედოვნებს, რომ მსგავსი გმირი მოსამართლე სააპელაციოშიც გამოჩნდება. „გუშინ „პირველი მერცხალი გამოჩნდა“ მოსამართლეებში, ვინც სამართლიანად გადახედა საქმეს და განაჩენი გამოიტანა. დღეს იმისთვის მოვედით, რათა სააპელაციო სასამართლოს ვუთხრათ, რომ მომხრეები ვართ სასამართლო სამართლიანი იყოს და არა მიკერძოებული. დღეს ჩანიშნული სხდომა ხვალ გადაუტანიათ, ხვალაც მოვალთ, ზეგაც და არ დავიღლებით! საქართველო ჩვენია, ერთი ქვეყანა გვაქვს. უკუსვლა იქნება, თუ დავიღალეთ და ჩავაბარეთ ივანიშვილს გაყალბებული არჩევნები. ერთ მუშტად შეკრულები უნდა ვიყოთ. ერთი მოსამართლე გამოჩნდა?!…

მეტი...

რას ემსახურება სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება სააპელაციოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე – ვაჟა სირაძის კომენტარი

საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოსთან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად არის მობილიზებული პოლიცია, რადგან ადგილზე აქციაა დაანონსებული. „როგორც მოგეხსენებათ, დაანონსებული არის აქცია სააპელაციო სასამართლოსთან. შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. პოლიციის რაოდენობასთან დაკავშირებით პირადად ვიღებთ გადაწყვეტილებას და საჭიროებისამებრ გამოგვყავს ხოლმე. სასამართლოს შენობაა, მიმდინარეობს პროცესები და რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია, დაძაბულობა, პოლიციელები იქნებიან ადგილზე, რათა მშვიდად წარიმართოს სასამართლო პროცესები“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ. ვაჟა სირაძე განმარტავს, რომ კანონმდებლობით აკრძალულია სასამართლო და სხვა სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება, ასევე, მისი ფუნქციონირების შეფერხება. „აქციის მონაწილეებმა და მათმა ორგანიზატორებმა აღნიშნული კანონი…

მეტი...

პოლიციამ სააპელაციო სასამართლოსთან გზა აქციის დაწყებამდე 1 საათით ადრე ჩაკეტა

სააპელაციო სასამართლოსთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. ჟურნალისტები სასამართლოს შიდა ეზოში იმყოფებიან, ხოლო გარე პერიმეტრზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. თუმცა, პოლიციამ დიღმის მასივის მხრიდან შესასვლელი, აქციის დაწყებამდე 1 საათით ადრე, მთლიანად ჩაკეტა. საპატრულო პოლიციის მანქანებით ჩაკეტილია კორნელი ჩალაძის ქუჩა, რომლითაც სააპელაციო სასამართლოსთან და პოლიციის დეპარტამენტთან მისვლაა შესაძლებელი. ,,რომ არ მოხდეს სასამართლოს შენობის ბლოკირება, პოლიციაა მობილიზებული და უზრუნველყოფს როგორც ტრანსპორტის თავისუფალ გადაადგილებას, ასევე აქციაზე უსაფრთხოების დაცვას. უკვე იყო ის რაოდენობა ავტომანქანების, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო გადაადგილება”, – ამბობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე.

მეტი...

თბილისში, გუდიაშვილის სკვერთან საცხოვრებელი სახლის მესამე სართული ჩამოინგრა

თბილისში, გუდიაშვილის სკვერთან საცხოვრებელი სახლის მესამე სართული ჩამოინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის ამსახველი ფოტომასალა ,,ტვ პირველს” მოქალაქეებმა გაუგზავნეს. ფოტოში ჩანს, რომ ჩამოცვენილი აგურები ეზოში გაჩერებულ ავომობილს დაეცა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლის ავარიულობის შესახებ განცხადება არაერთხელ დაწერეს, თუმცა მთავრობამ რეაგირება არ მოახდინა.

მეტი...

,,გიორგი კალანდარიშვილი თავის სამუშაო კაბინეტშია, ინფორმაცია, რომ ის მიმალვაში იმყოფება, არის სიცრუე” – ცესკოს პრესსპიკერი

,,ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად”, – ასე უპასუხა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცესკოში ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ სასწრაფოდ ჩაინიშნოს სხდომა, რომელზეც ხელახალი არჩევნების დანიშვნის საკითხის განხილვა მოხდება. როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკოს სხდომები კანონმდებლობის შესაბამისად გაიმართება. „მიმდინარეობს სასამართლოებში საჩივრების განხილვის პროცესი და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, ამის შემდეგ ჩაინიშნება სხდომა ცესკო-ში. იცით, რომ სასამართლოში საჩივრების განხილვის შემდეგ, საოლქო-საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ამის შემდეგ იქნება შესაბამისი კანონით დადგენილი პროცედურები და ბოლოს იქნება უკვე ცესკო-ს სხდომა, სადაც საპარლამენტო…

მეტი...