“რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა”- ვლადიმერ ხუჭუა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო. “რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა. დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი იყო. სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა” – განაცხადა მოსამართლემ.

მეტი...

„ძალიან მაგარი ამბავი! თეთრიწყაროს სასამართლომ 30 უბნის შედეგები გააბათილა”- ნინო ლომჯარია

“თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის 30 ელექტრონულ უბანზე შედეგები გააბათილა ხმის ფარულობის დარღვევის გამო!”- ამის შესახებ პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას საიას სარჩელთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს „ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია. „ძალიან მაგარი ამბავი! თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე (30 უბანი) შედეგები გააბათილა ხმის ფარულობის დარღვევის გამო! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, ყველა ელექტრონულ უბანზე ასე უნდა მოხდეს, სადაც ბიულეტენი ლანდავდა“ – წერს ლომჯარია „ფეისბუქზე“.

მეტი...

აქციის მონაწილეებმა მშრალი ხიდიც გადაკეტეს, რის შემდეგაც მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნისკენ გადაინაცვლებენ

მოქალაქეები და პოლიტიკოსები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, მშრალი ხიდი გადაკეტეს. ისინი რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთით საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. ამის შემდეგ კი მსვლელობით მშრალ ხიდზე გადაინაცვლეს. ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის  თქმით, მშრალი ხიდიდან მარჯანიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლებენ. “უნდა ვიმოქმედოთ სისტემურად. ყველა უბანი უნდა მოვიაროთ. საქართველოს გადარჩენის ფორმულა არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. დღეს არის ისტორიის გარდამტეხი მომენტი, როდესაც პოსტსაბჭოთა მენტალობა უნდა დასრულდეს”- განაცხადა ხაზარაძემ.

მეტი...

ბათუმში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ლიფტი მოწყდა – არიან დაშავებულები

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ლიფტი მოწყდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფიში გადაიყვანეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მეტი...

“ფარულობა დარღვეულია”- მოსამართლემ 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა

თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა. ამის შესახებ, მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საარჩევნო აპარატით და ბიულეტენით ხმის ფარულობა არ იყო დაცული. „ამომრჩეველმა ყოველგვარი მანიპულაციის და საფრთხის გარეშე უნდა იცოდეს, რომ მისი არჩევანი იქნება თავისუფალი, მისი არჩევანი იქნება ფარული, და მისი ნების გამოხატვა იქნება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. დღეს განვიხილეთ საკითხი ფარულობის შესახებ  და სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად  მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით ამ საარჩევნო აპარატით, ამ ბიულეტენით ხმის დაცულობის და ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა“- განაცხადა მან. ცნობისთვის, მოსამართლემ ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა. მან დარბაზში ხმის მთვლელი აპარატი,…

მეტი...

“აღმაშფოთებელია”- შვედი აქტივისტი თბილისში აქციას შეუერთდა

“აქ ვიმყოფები, რათა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად გამოდიან, მხარდაჭერა გამოვხატო” – ამის შესახებ შვედმა აქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა განაცხადა, რომელიც   თბილისში აქციაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება “აღმაშფოთებელია”. „აქ ვიმყოფები, რათა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და დემოკრატია, დასაცავად გამოდიან. ეს აღმაშფოთებელი განვითარებაა, ავტორიტარული განვითარებაა, რომელიც ახლა საქართველოში ხდება და მე დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც ისევ და ისევ ქუჩებს ავსებს და დემონსტრაციის უფლებას იყენებს, რათა ჩაგვრის მიუხედავად, არსებული მდგომარეობის…

მეტი...

ბარათაშვილის ხიდი გადაიკეტა

აქციის მონაწილეებმა ბარათაშვილის ხიდი გადაკეტეს. ისინი მშვიდობიან მსვლელობას გააგრძელებენ. „ვაპროსტესტებთ, რუსულ დიქტატურას. არ მივცემთ უფლებას მიიტაცონ ჩვენი ხმები, მიიტაცონ არჩევნები“- ამბობს აქციის მონაწილე.

მეტი...

ქარიშხლის გამო ბარსელონაში საავტომობილო გზები დაიტბორა და შეფერხდა ავიარეისები

ქარიშხალ „დანას“ გამო ბარსელონაში საავტომობილო გზები დაიტბორა, შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და ავიარეისები. როგორც ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბარსელონის აეროპორტში შემავალი რეისები გაუქმდება ან გადამისამართდება. ამავე დროს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ვალენსიაში, წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ. სტიქიის შედეგად ვალენსიაში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

გერმანია ზამთრისთვის უკრაინას დახმარების სახით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია ზამთრისთვის უკრაინას დახმარების სახით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ანალენა ბერბოკზე დაყრდნობით ავრცელებს. კიევში ვიზიტით მყოფმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე ზამთრის მოახლოებისა და მის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების გამო უკრაინას ახლა დახმარება ესაჭიროება და 200 მილიონი ევრო ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე სახლების გათბობას მოხმარდება. „ასევე, მოხმარდება იმას, რომ უკრაინელებმა აუცილებელი ნივთები მიიღონ, საბნები და თბილი ტანსაცმელი, რათა ცივი ტემპერატურისგან თავი დაიცვან“ – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მეტი...

მსვლელობით ბარათაშვილის ხიდის პიკეტირებისკენ გაემართნენ

აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ გადაინაცვლებენ. ამის შესახებ, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. „დავიძრათ ახლა და გამაფრთხილებელი პიკეტირება გავაკეთოთ ბარათაშვილის ხიდის. მხოლოდ ასეთი მოძრაობით, რომელსაც მერე დაემატება სხვადასხვა ღონისძიებები შევძლებთ გამოვაფხიზლოთ მთელი ქალაქი, რომელმაც მოიგო არჩევნები“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.  

მეტი...

ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. სამხედრო ოპერაციის შედეგად არიან დაშავებულები. გავრცელებული ინფორმაციით, დაიბომბა სამი საცხოვრებელი სახლი ქალაქ ბეით ლაჰიაში და ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკი. ღაზის მოსახლეობა აცხადებს, რომ ახალი საჰაერო და სახმელეთო შეტევები და იძულებითი ევაკუაცია იყო ეთნიკური წმენდა, რომელიც მიზნად ისახავს ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ორი ქალაქის, მათი მოსახლეობის და ლტოლვილთა ბანაკის დაცლას ბუფერული ზონების შესაქმნელად. გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა, 156 კი დაშავდა.

მეტი...

დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს თანაბარი, 49-პროცენტიანი რეიტინგი აქვთ

სოციოლოგიური კვლევების თანახმად,  ქვეყნის მასშტაბით დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს თანაბარი, 49-პროცენტიანი რეიტინგი აქვთ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი კამპანიის ბოლო დღეს პენსილვანიაში გაატარებს, დონალდ ტრამპი კი შეხვედრებს გამართავს ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიასა და მიჩიგანში. ამერიკული მედიის შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლაში გამარჯვებული, სავარაუდოდ, არჩევნების ღამეს ვერ გამოცხადდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ახლოსაა ზღვარი მთავარ საბრძოლო შტატებში.

მეტი...

“ორშაბათობით აქ მოეწყოს დიდი დემონსტრაცია”- ლაშა ბაქრაძე

“რას ფიქრობთ იმაზე, რომ ორშაბათობით აქ მოეწყოს დიდი დემონსტრაცია, სადაც ჩვენ გაგაცნობთ შემდგომ გეგმებს? – ასე მიმართა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე მდგომ აქციის მონაწილეებს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ორშაბათობით ცენტრალურ გამზირზე მთავარი აქციები მოეწყობა. „რას ფიქრობთ იმაზე, რომ ორშაბათობით აქ მოეწყოს დიდი დემონსტრაცია, სადაც ჩვენ გაგაცნობთ შემდგომ გეგმებს, შემდეგი კვირისთვის და დაინიშნოს ასეთი ორშაბათის დემონსტრაციები? მე ეს მახსოვს ჯერ კიდევ “გედეერის” პერიოდიდან, როდესაც “გედეერში” ასეთი ორშაბათის დემონსტრაციები იმართებოდა და ამას, საბოლო ჯამში, მოჰყვა კედლის დანგრევაც. მზად ხართ ორშაბათობებზე? არ ვისვენებთ, ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა აქცია, მაგრამ არის ერთი…

მეტი...

“ვითხოვთ, ახალი არჩევნების დანიშვნას”- ოპოზიციის გეგმა

ოპოზიციის საერთო გეგმა, რუსთაველზე შეკრებილ მოქალქეებს „ერთობა ნაციონალური მოძრაობის“- წევრმა გიორგი ვაშაძემ გააცნო. მისი თქმით, ისინი არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმაციას და მოითხოვენ ახალი არჩევნების დანიშვნას. „მინდა გაგაცნოთ მთავარი პრინციპები რაზეც ჩვენ შევთანხმდით: ვითხოვთ, ახალი არჩევნების დანიშვნას, არ ვაღიარებთ მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა, და ფრონტს ვშლით ჯერ თბილისში და შემდეგ რეგიონებში . ყოველი შემდგომი პროტესტი იქნები უფრო და უფრო მწვავე, ვაგრძელებთ მტკიცებულებების შეგროვებას“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მეტი...

“მოლდოვამ გაიმარჯვა, საქართველო დგას და არ დანებდება”- სალომე ზურაბიშვილი

“მოლდოვამ გაიმარჯვა, საქართველო დგას და არ დანებდება” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილისოციალურ ქსელში წერს. “მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ ხმების 55,33% მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ მაია სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართველი ხალხის სიმტკიცით აღფრთოვანებულია. „მოლდოველებმა გუშინ ჩვენს ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება. მივმართავ ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმტკიცით, აშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით – მოლდოვა თქვენთანაა“ – აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მეტი...

“პროტესტი გამოიტანს შედეგს”- გიორგი მარგველაშვილი

“პროტესტი გამოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტი იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი “პიკებით” და ჩავარდნებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ძალიან გრძელი გზა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს. “პროტესტი გამოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტი იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი “პიკებით” და ჩავარდნებით. ეს არის ძალიან გრძელი გზა, რომელიც უნდა გავიაროთ და რომელიც ჩვენ უკვე ერთხელ გავიარეთ, როდესაც საბჭოთა საქართველოდან დამოუკიდებელი საქართველო შევქმენით. იმავე პროცესში ვართ ჩვენ ახლა. მე ძალიან მომწონს, რომ პოლიტიკური ლიდერების და საზოგადოების მიერ ნელ-ნელა ხდება…

მეტი...

“ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა”- ოპოზიციამ მოქალქეებს ხვალ სპორტის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდა

თბილისში, რუსთველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს.შეკრებილებს ოპოზიციური პარტიის ლიდერები სიტყვით მიმართავენ. მათი თქმით, აქციები უნდა იყოს ყოველდღიური. „ყველა მოედანზე და ყველა ხიდზე უნდა ვიდგეთ, რომ თბილისი იყოს სავსე ხალხით, სავსე მართალი ხალხით. ხვალ დღის ორ საათზე სპორტის სასახლესთან უნდა შევიკრიბოთ, ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა. გავმართოთ ყოველდღიური საპროტესტო აქცია“- განაცხადა “კოალიცია ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

მეტი...

პარლამენტში სამართალდამცველები შეიყვანეს

პარლამენტში შენობასთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სამართალდამცველები შეიყვანეს. ანალოგური ვითარებაა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეშიც. პარლამენტის ეზოში კი პოლიციელებით სავსე ორი ავტობუსი და რამდენიმე მანქანა დგას. აქციის მონაწილეები კი მსვლელობით პარლამენტს უახლოვდებიან.  

მეტი...

”რუსეთმა ამას ვერ მიაღწია“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოლდოველ ხალხს ევროპულ არჩევანს და გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჯო ბაიდენი აცხდებს, ეს არის მაია საუდოს ისტორიული გამარჯვება. „ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ისტორიულ ხელახლა არჩევას ვულოცავ. მოლდოველი ხალხი არჩევნებზე მივიდა და ხმა მისცა პრეზიდენტ სანდუს უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული მოლდოვის ხედვას“, – ამბობს პრეზიდენტი ბაიდენი. მისივე თქმით, ეს არის გამარჯვება, რადგანაც რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია. „მოლდოველმა ხალხმა მაია სანდუ პრეზიდენტად ხელახლა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმიდან ორი კვირის შემდეგ აირჩია. რუსეთი ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა. მან  ამას ვერ მიაღწია. მოლდოველმა…

მეტი...

ლიფტი ჩავარდა, არიან დაშავებულები

ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფთი ჩავარდა. არიან დაშავებულები, რომლებიც ლიფტით მგზავრობდნენ. სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებმა დაშავებულები ლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის დროს ლიფტში 4 ადამიანი იყო. დაშავებულები კონტაქტურები არიან.  

მეტი...

ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კლინიკაში გადაჰყავს. ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. თვითმხილველების თქმით, ლიფტი ახალაშენებულ კორპუსში მეხუთე სართულიდან ჩავარდა. ექიმების თქმით, დაშავებულები კონტაქტურები არიან. ისინი სხვა დეტალებზე კომენტარს ჯერჯერობით ვერ აკეთებენ.

მეტი...

პროდასავლური ოპოზიცია სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიემართება

პროდასავლური ოპოზიცია სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიემართება. მსვლელობა ამ წუთებში მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. აქციის ორგანიზატორი სამი მსხვილი გაერთიანებაა ,,კოალიცია ცვლილებისთვის”, ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” და ,,ძლიერი საქართველო”. ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერები და აქციის მონაწილეები ,,ქართული ოცნების” მიერ მოპარულ, გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.  

მეტი...

,,ბრძოლის ფორმები თანდათან გამოჩნდება, ივანიშვილს ,,სამეცადინოს” წინასწარ არ მივცემთ” – ანა დოლიძე

,,ბრძოლის ფორმები თანდათან გამოჩნდება, ივანიშვილს “სამეცადინოს” წინასწარ არ მივცემთ”, – განაცხადა ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც ამ წუთებში კოალიციის დანარჩენ წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადება. ანა დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია ქუჩის პროტესტიც, რომლის ფორმებიც თანდათან გახდება ცხადი, რადგან ივანიშვილს წინდაწინ სტრატეგიას არ გაუმჟღავნებენ. ,,მე ახლა მოვდივარ სასამართლოდან, ჩვენ „ძლიერმა საქართველომ“ მოვითხოვეთ გახსნა ყუთების და სასამართლომ, რა თქმა უნდა, უარი გვითხრა, იმიტომ, რომ მალავს მტკიცებულებებს. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას, მაგრამ ასევე უნდა იყოს არაძალადობრივი პროტესტი, ხალხი არის გაბზარებული და ეს პროტესტში უნდა გამოიხატოს. ფორმები იქნება სხვადასხვა, დღეს განვაცხადებთ ამ ფორმების…

მეტი...

,,დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი” – მიხეილ სააკაშვილი

,,მზადდება საქართველოს დიდი ეთნიკური წმენდა. კიდევ მილიონამდე ადამიანის იძულება დატოვონ ქვეყანა. ჩვენ ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს. რა თქმა უნდა გვჭირდება მოთმინებაც, მაგრამ მოთმინებაზე მეტად გვჭირდება აგრესიული წინააღმდეგობა უკვე დე-ფაქტო დამყარებული დიქტატურისადმი”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება დღეს, ოპოზიციის მიერ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად იმართება. „დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. უფრო მნიშვნელოვანია აქციების განგრძობადობა, წინააღმდეგობის ხარისხი და ორგანიზატორების პრინციპულობა. 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყნის შიგნით და გარეთაც ჩართულმა საზოგადოებამ სრულად ჩააბარა გამოცდა, აჩვენა…

მეტი...

თბილისში საპროტესტო მსვლელობა იწყება

თბილისში, ამ წუთებში, მსვლელობისთვის ემზადებიან. ოპოზიციონერი ლიდერები, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები ვაგზლის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა – საპროტესტო მარში პარლამენტის მიმართულებით. საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დასრულდება. პარლამენტის შენობასთან სცენა უკვე დამონტაჟებულია. აქციააა ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება. ტრიბუნას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაიკავებენ და აქციაზე მისულ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

მეტი...

ავტობუსი ხევში გადავარდა – დაღუპულია 36 ადამიანი

ჩრდილოეთ ინდოეთის შტატ უტარახანდში, ავტობუსი ხევში გადავარდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 36 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაღუპულთა ოჯახებისთვის 200 000 რუპიის ოდენობით კომპენსაციას გამოყოფს, დაშავებულების ოჯახებისთვის კი 50 000 რუპიას.

მეტი...

ცნობილი ბლოგერი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა

ცნობილი ბლოგერი, გველების მომთვინიერებელი და ბუნების დამცველი, 44 წლის გრემ დინგო დინკლეიმანი, გველის ნაკბენით გარდაიცვალა. ინფორმაციას The Telegrap-ი ავრცელებს. ბლოგერს საკუთარ სახლში შხამიანმა გველმა, მწვანე მამბამ უკბინა, რომლის შხამიც ნერვული სისტემის დაზიანებას და სხეულის დასივებას იწვევს. დინკლეიმანს ნაკბენის შედეგად ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რის გამოც ერთი თვე კომატოზურ მდგომარეობაში იყო. ის ოქტომბრის ბოლოს გარდაიცვალა. დინკელმანის ვიდეოებს, რომლებიც ყველაზე საშიშ ქვეწარმავლებს ეხებოდა, ყოველთვიურად, დაახლოებით, სამი მილიონი ნახვა ჰქონდა. მან ბანკში მუშაობაზეც უარი თქვა, რათა კონტენტი შეექმნა და აუდიტორიისთვის ველური ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე მოეყოლა.

მეტი...

,,აშშ ევროპას რუსეთთან თვითმკვლელი პირდაპირი კონფლიქტისთვის ამზადებს” – ლავროვი

,,აშშ ევროპას რუსეთთან თვითმკვლელი პირდაპირი კონფლიქტისთვის ამზადებს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვს უარი არ უთქვამს დასავლეთთან დიალოგზე და განიხილავს წინადადებებს კონტაქტების აღდგენის შესახებ, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. „როგორც სარეზერვო ვარიანტი ზელენსკის რეჟიმის ჩავარდნის შემთხვევაში, ისინი ამზადებენ კონტინენტურ ევროპას თვითმკვლელობის ავანტურასა და რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში შესვლისთვის. როცა ისინი საკმარისად მომწიფდებიან, რათა განაახლონ კონტაქტები და მოაწყონ ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და ინტერესების პატიოსანი ბალანსის პრინციპებზე, შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედებთ მსგავს წინადადებებთან დაკავშირებით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმ სურვილებიდან, რომლებსაც პერიოდულად ვისმენთ დასავლეთის…

მეტი...

მესტიაში, ბიძაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს და პატიმრობა შეუფარდეს

საქართველოს პროკურატურამ მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარში, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მეორე დღეს დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა…

მეტი...

,,ქართველ ხალხს: მტკიცედ დადექით – მოლდოვა თქვენთანაა” – მაია სანდუ

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ქართველ ხალხს მიმართავს: ,,გუშინ მოლდოველებმა გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი ჩვენს ევროპულ გზაზე. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება. ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამძლეობითა და მონდომებით, ავაშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით – მოლდოვა თქვენთანაა”, – წერს მაია სანდუ.

მეტი...

,,ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთადერთი ხავსი ჰქონდათ და ის ხავსიც აღარ დარჩათ” – კახა კალაძე

,,არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რაც შეეხება ამომრჩევლების მობილიზებას, ამისთვის გვყავს პარტიის წევრები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ მათთან”, – აღნიშნული განცხადებით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამომრჩევლის მობილიზებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ვარაუდებს უპასუხა. მისი თქმით, ამ საკითხზე პარტიები NDI-ის და IRI-ის ტრენინგებს გადიოდნენ. „სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით და აბსოლუტურად გულწრფელი ვარ: არანაირი მტკიცებულება, ფაქტი არ არსებობს ბუნებაში, რომ არჩევნები გაყალბდა. ნახეთ, რამხელა სხვაობაა „ქართულ ოცნებასა“ და მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ პარტიას შორის, გინდ ხმების რაოდენობით, გინდ პროცენტულად. ლაპარაკობენ, რომ ეს იყო, ის იყო, მაგრამ არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. უკვე ყველანაირი რესურსი…

მეტი...

,,ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავასრულო ომი ღაზაში, დავაბრუნო მძევლები, უზრუნველვყო ისრაელის უსაფრთხოება” – კამალა ჰარისი

,,ყველაფერს გავაკეთებ ღაზაში ომის დასასრულებლად”, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. ჰარისმა აღნიშნული განცხადება მიჩიგანში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს გააკეთა. „ეს წელი რთული იყო ღაზაში სიკვდილისა და ნგრევის მასშტაბის, სამოქალაქო მსხვერპლისა და ლიბანში იძულებით გადაადგილებულთა გათვალისწინებით. ეს გამანადგურებელია და როგორც პრეზიდენტი, გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალაშია, რათა დავასრულო ომი ღაზაში, დავაბრუნო მძევლები, დავასრულო ტანჯვა ღაზაში, უზრუნველვყო ისრაელის უსაფრთხოება და პალესტინელი ხალხის თავისუფლების, უსაფრთხოებისა და თვითგამორკვევის უფლება“, – განაცხადა ჰარისმა.

მეტი...

,,ენერგოდეფიციტის გამო, უკრაინას უმძიმესი ზამთარი ელოდება” – „პოლიტიკო“

ენერგოდეფიციტის გამო, უკრაინას უმძიმესი ზამთარი ელოდება. „პოლიტიკოს” ცნობით, რუსეთის იერიშების ფონზე, კიევში მოსალოდნელია ელექტროენერგიის გათიშვა ყოველდღიურად 8-20 საათით. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ომის დაწყებიდან უკრაინაში ყველა ზამთარი იყო გამოწვევებით სავსე, თუმცა მოახლოებული სეზონი დგება ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მრავალთვიანი დარტყმების შემდეგ. მხოლოდ აგვისტოს ბოლოს, რუსეთმა ენერგეტიკის ობიექტების წინააღმდეგ 200 რაკეტა და დრონი გაუშვა. უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრის, გენადი რიაბცევის მონაცემებით, რუსეთის იერიშების გამო უკრაინის ელექტროენერგიის წარმოება ცხრა გიგავატზე მეტით შემცირდა. ეს არის რვა ელექტროსადგურის და თბომომარაგების 800-ზე მეტი ობიექტის დაკარგვა. ექსპერტების თქმით, განსაკუთრებით სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთის დარტყმებს უკრაინის…

მეტი...

„ჩინეთი მზად არის, იმუშაოს მოლდოვასთან“ – საგარეო უწყება

მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კომენტარი ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გააკეთა. როგორც მაო ნინი აცხადებს, ჩინეთი მზადაა იმუშაოს მოლდოვასთან. „მოლდოვა ჩინეთის მეგობარი პარტნიორია. ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა მოლდოვის ხალხის არჩევანს და გულწრფელად იმედოვნებს, რომ ქვეყანა სტაბილურად დარჩება და ისარგებლებს კეთილდღეობით. ჩინეთი მზად არის იმუშაოს მოლდოვასთან ორმხრივი ურთიერთობების მდგრადი ზრდისთვის“ – აღნიშნეს საგარეო უწყებაში. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა.  

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი მუშაობას განაახლებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი (ემერჯენსი) და სტაციონარი მუშაობას ანახლებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი სრულად გარემონტდა, თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა. განყოფილება 12 საწოლზეა გათვლილი, მოწყობილია-ტრიაჟის ოთახი, შოკის დარბაზი, მცირე და დიდი ობსერვაციის დარბაზები, ასევე ბოქსირებული პალატა. კლინიკაში განახლდა და აღიჭურვა კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტიც (რეანიმაცია), სადაც განთავსებულია 12 საწოლი – I-II-III დონის ინტენსიური საწოლები, გადაუდებელი დიალიზის საწოლი, იზოლირებული და ბოქსირებული პალატები. ჯამში, ორივე დეპარტამენტში, 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული.

მეტი...

,,კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები. მაგრამ რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?” – კახა კალაძე

„ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ბრალდებების საპასუხოდ. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და ამის შესაბამისი დასკვნებიც არსებობს. „ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია. აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენონ. რეალურად არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ეუთო/ოდირმა შესაბამისი განცხადებები გააკეთა, გამოაქვეყნეს შუალედური დასკვნებიც და საბოლოო შეფასებაც. ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს. გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა თბილისის…

მეტი...