დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ იორკშირში, ძაღლმა 10 წლის გოგონა დაგლიჯა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამავე ცნობით, ოჯახის წევრებმა ძაღლის ავტომობილში ჩაკეტვა შეძლეს, რის შემდეგაც ის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა დაიჭირეს. ამ დროისათვის, ძაღლი თავშესაფარში იმყოფება და გამოძიების ფარგლებში გამოკვლევები უტარდება.
მეტი...დღე: ნოემბერი 3, 2024
“ვიწყებ იმ ხალხის სიის გამოქვეყნებას, ვინც უკანონოდ მოიპოვა რუსთავის 23-ე და 24-ე უბნების ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაცია”- ლომჯარია
“ვიწყებ იმ ხალხის სიის გამოქვეყნებას, ვინც უკანონოდ მოიპოვა და დაამუშავა რუსთავის 23-ე და 24-ე უბნების ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაცია”- წერს ყოფილი სახალხო დამცველი და პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში და სიას აქვეყნებს. “მოკლედ, ვიწყებ იმ ხალხის სიის გამოქვეყნებას, ვინც უკანონოდ მოიპოვა და დაამუშავა რუსთავის 23-ე და 24-ე უბნების ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაცია (მისამართი – #2 სამუსიკო სკოლა, ხალხთა მეგობრობის გამზირი 41 და #20 საჯარო სკოლა, ხალხთა მეგობრობის გამზირი 35ა). შემიძლია გაგიზიაროთ, ვინ რომელი ამომრჩევლის კონტროლზე იყო პასუხისმგებელი”- წერს ყოფილი სახალხო დამცველი.
მეტი...“ევროპას მოუწევს გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევა”
“ევროპას მოუწევს გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას, თუ დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩევა”- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, კონტინენტი „მარტო ვერ ატარებს ომის ტვირთს“. ორბანის განცხადებით, ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ „ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ“. „ამერიკაში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი, იქნება, რისიც მე არა მხოლოდ მჯერა, არამედ ციფრებსაც ასე ვკითხულობ… თუ მოხდება ის, რასაც ჩვენ მოველით და ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ” – დასძინა მან. ორბანის თქმით, უკრაინა იქნება განხილვის თემა მომავალ კვირაში ბუდაპეშტში ევროპელი ლიდერების შეხვედრისას.
მეტი...“საქართველოს დადუმებულო ელჩებო, დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ!”- პრეზიდენტი
“დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ!”- წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. პრეზიდენტი ამბობს, რომ მათი უმრავლესობა რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს. “დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხან საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და ასეთ იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ სიამაყით! მითუმეტეს, რომ სულხან საბა ჩვენი ევროპული მისწრაფებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ევროპული გზის რომელსაც მივაღწევთ მხოლოდ დიპლომატიით. მაგრამ არა, ვერა არც მოლოცვის სურვილი, არც სიამაყის განცდა! დღეს მისი ხსენება სულ ცოტა უხერხულია,…
მეტი...თურქეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
თურქეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოიწოდებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთთან ერთად 53-მა ხელმომწერმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთობლივი წერილით მიმართა, რომელშიც მოითხოვენ ისრაელისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. წერილი, რომელიც თურქეთის ინიციატივით მომზადდა, ხელმოწერილია 52 ქვეყნისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და გაერო-ში პირველ ნოემბერს წარადგინეს. ხელმომწერებს შორის იყვნენ საუდის არაბეთი, ბრაზილია, ალჟირი, ჩინეთი, ირანი და რუსეთი, ორგანიზაციებს შორის კი არაბული ლიგა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია. „ჩვენ ყველა შესაძლებლობისას უნდა გავიმეოროთ, რომ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა გენოციდში თანამონაწილეობას ნიშნავს”- განაცხადა ფიდანმა პრესკონფერენციაზე.
მეტი...ბელგრადში რკინიგზის სადგურზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა
ბელგრადში, რკინიგზის სადგურზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტები სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის გამო, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხელისუფლებას დაუდევრობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით „სისხლი თქვენს ხელებზეა“ და „კორუფცია კლავს“. დემონსტრანტები სკანდირებდნენ – „დააპატიმრეთ პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი“. შეგახსენებთ, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვა ჩამოინგრა და მოსაცდელში მსხდომ ადამიანებს დაეცა. შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
მეტი...ლენინის მუზეუმი, რომელიც ევროპაში ერთადერთი იყო, დაიხურა
ფინეთში, ლენინის მუზეუმი დაიხურა, რომელიც 78 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ეს იყო ერთადერთი მოქმედი მუზეუმი ევროპაში, რომელიც ბოლშევიკების ლიდერს ეძღვნებოდა. მომავალ წელს, მის ადგილას პოლიტიკური ისტორიის მუზეუმი გაიხსნება, რომლის გამოფენა რუსეთისა და ფინეთის ურთიერთობებს მიეძღვნება.
მეტი...გარე გაგრილების სისტემა საუდის არაბეთში (video)
საუდის არაბეთში გარე გაგრილების სისტემა დაამონტაჟეს. იგი 750 სვეტისგან შედგება და 10 კილომეტრს მოიცავს. გაგრილების სისტემა წყლის ბურუსს ასხურებს, რომელიც ჰაერში მალევე იფანტება.
მეტი...ევროკავშირმა ვაჭრობის პლატფორმა Temu-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა ოფიციალური გამოძიება დაიწყო, რომელიც ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა Temu-ში აკრძალული პროდუქტების გაყიდვას შეხება. ასევე, განიხილავენ მის დიზაინსაც, რომელიც მომხმარებლებში მასზე დამოკიდებულებას აჩენს, რადგან თამაშის მსგავსად ჯილდოებზეა აგებული. „რეალური ეჭვებია იმის შესახებ, რომ აკრძალული პროდუქტების გაყიდვის წინააღმდეგ საკმარისი და ეფექტიანი ნაბიჯები არ იდგმება”, – აცხადებენ ევროკომისიაში. საუბარია მედიკამენტებზე, სათამაშოებსა და კოსმეტიკურ საშუალებებზე. მიმდინარე წელს ევროპის სავაჭრო ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Temu-ში ნაყიდი 19 სათამაშოდან უმეტესობა ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო. ისინი საშიშ ნივთიერებებს შეიცავდა და მახვილი კუთხეები ჰქონდა.
მეტი...„მესმის ხალხის აღშფოთება”- ვალენსიის პრეზიდენტი
ვალენსიის პრეზიდენტმა, კარლოს მაზონმა თანაგრძნობა გამოხატა რეგიონში გამოვლენილი საზოგადოების აღშფოთების მიმართ და შეაქო მეფე ფელიპეს რეაქცია. „მესმის ხალხის აღშფოთება და, რა თქმა უნდა, დავრჩები და მივიღებ ამას. ეს ჩემი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა. მეფის დამოკიდებულება დღეს დილით სამაგალითო იყო“- წერს მაზონი. ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა.
მეტი...ღაზაში ისრაელის თავდასხმებს 31 ადამიანი ემსხვერპლა
3 ნოემბერს ღაზაში ისრაელის თავდასხმებს, სულ მცირე, 31 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ღაზაში მდებარე საავადმყოფოს ექიმების ცნობით, სულ მცირე, 13 პალესტინელი დაიღუპა ქალაქ ბეით ლაჰიასა და ჯაბალიაში, დანარჩენები კი დაიღუპნენ ქალაქ ღაზასა და სამხრეთ რაიონებში, მათ შორის ხან იუნისში. ჯანდაცვის სამსახურების ცნობით, ხან იუნისში დაიღუპა რვა ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. ისრაელს თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
მეტი...ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
ესპანეთში, ვალენსიის რეგიონის ქალაქ ტორენტში მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა. სამაშველო-სამძებრო სამუშოები გრძელდება. ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიის ზონაში ესპანეთის მეფე ჩავიდა. მონარქს დაზარალებული მოსახლეობა პროტესტით დახვდა. ესპანელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქში ჩავიდნენ, მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ
მეტი...რუსებმა ხერსონი დაბომბეს
რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბელოზერკას დასახლებას დაარტყეს, მტრის თავდასხმის ქვეშ სასწრაფო სამედიცონო დახმარების ბრიგადა მოექცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბომბვის დროს ქუჩაში მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი და ექთანი დაშავდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც.
მეტი...ესპანელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქში ჩავიდნენ, მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ
ესპანეთის მეფე ფელიპე დედოფალთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, ვალენსიაში, წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ პაიპორტაში ჩავიდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები სკანდირებდნენ – „მკვლელებო, მკვლელებო“ და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. ესპანეთი ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე კატასტროფული წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. სამაშველო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, უკვე მეექვსე დღეა, მიმდინარეობს. წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა.
მეტი...ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება – გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეტი...ისრაელის სამხედროებმა ჩრდილოეთ ღაზაში სახლი დაბომბეს – დაღუპულია სამი ადამიანი
ისრაელის სამხედროებმა ჩრდილოეთ ღაზაში სახლი დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ღაზას სექტორში ყუმბარის აფეთქების შედეგად ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ქვეყნის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჯარისკაცი შაბათს ღამით ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მოკლეს.
მეტი...“ქურდებს სურთ, იყიდონ ჩვენი ხმა, მაგრამ ხალხის ძალა აღემატება მათ ბოროტებას”- მაია სანდუ
“ქურდებს სურთ, იყიდონ ჩვენი ხმა, იყიდონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ხალხის ძალა აღემატება მათ ბოროტებას” – ამის შესახებ მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, მაია სანდუმ განუცხადა, რომელმაც საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. სანდუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხმა მისცა „მოლდოვას“ და ყველა მოქალაქეს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა. „მე ხმა მივეცი მოლდოვას. მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ სწორ არჩევანს ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და დამოუკიდებლობა. ქურდებს უნდათ ჩვენი ხმის ყიდვა, ჩვენი ქვეყნის ყიდვა, მაგრამ ხალხის ძალა აღემატება მათ ბოროტებას. ძალა თითოეულ თქვენგანშია. წადით რწმენით და…
მეტი...“სრული მობილიზება”- ოპოზიცია ხვალინდელი დღისთვის ემზადება
“ძლიერი საქართველოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ოპოზიციის საკოორდინაციო შეხვედრას სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. კუპრაძის თქმით, “ძლიერი საქართველოს” შტაბში გამართულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრები. მისივე თქმით, ბრძოლა ბოლამდე გაგრძელდება. “საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ყველა კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. ხვალინდელი ღონისძიება იგეგმება, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! მაქსიმალურად ვემზადებით, სრული მობილიზებისთვის, მათ შორის მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომელიც ამტკიცებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიისაკუთრა, გააყალბა არჩევნები და სამწუხაროდ, ამაში მრავალი ათასი ადამიანი ჩართული ჰყავდა. ბრძოლა ბოლომდე იქნება, არ ვაპირებთ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას და პარლამენტში შესვლას“- აღნიშნა მან.
მეტი...ირიანში სტუდენტი დააკავეს, რომელიც პროტესტის ნიშნად გაშიშვლდა
ირიანში სტუდენტი დააკავეს მას შემდეგ, რაც ჰიჯაბის ტარების იძულების პროტესტის ნიშნად ქუჩაში გაშიშვლდა. ინციდენტის შესახებ, რომელიც მოხდა წინა დღეს, ცნობილი გახდა 3 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გოგონას ფოტო გამოჩნდა. ფაქტს ირანის ოფიციალური მედია გამოეხმაურა და დაწერა, რომ საუბარია ფსიქიკურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეზე, რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. თუმცა, უფლებადამცველებმა უარყვეს ეს ინფორმაცია და განმარტეს, რომ გოგონა არის აზად აჰვაზი, პრესტიჟული ისლამური უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ადგილობრივი მორალის პოლიციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამოვიდა.
მეტი...„ცა დაიფარა“- უჩვეულო მოვლენა იტალიაში (video)
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ცა გაურკვეველი მუქი წერტილები იყო დაფარული. ფოტო იტალიაში იყო გადაღებული. მოგვიანებით, ქვეყნის ერთ-ერთი ქალაქიდან ვიდეო-კადრებიც გავრცელდა, რაზეც მოქალაქეები წერდნენ, რომ ეს „უჩვეულო მოვლენა“ ფრინველების გუნდი იყო, რომლებიც თბილ ქვეყნებში მიფრინავდნენ.
მეტი...ესპანეთში, სადაც დამანგრეველი სტიქიის შედეგებს ებრძვიან, კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ
ესპანეთში ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე კატასტროფული წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან. სტიქიის შედეგად დაღუპულია 210 ზე მეტი ადამიანი და ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 13 ათასი მოქალაქე. პარალიზებულია ქუჩები, მოსახლეობა წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მდგომარეობა რთულია. მომდევნო რამდენიმე დღე, სინოპტიკოსები უამინდობას პროგნოზირებენ.
მეტი...ახალი გამოკითხვის მიხედვით, კამალა ჰარისმა სამი პროცენტით გაასწრო დონალდ ტრამპს
Des Moines Register/Mediacom-ის ახალი გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მოულოდნელად სამი პროცენტით გაასწრო დონალდ ტრამპს შტატში, რომელშიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტრამპმა ორჯერ გაიმარჯვა. 28-31 ოქტომბერს აიოვას შტატში 808 პოტენციური იამომრჩეველი გამოიკითხა. გამოკითხვის შედეგად ჰარისს 47% აქვს, ხოლო ტრამპს – 44%. სექტემბერში ჩატარებულ ბოლო გამოკითხვაში დონალდ ტრამპი აიოვას შტატში ჰარისს ოთხი პროცენტული პუნქტით ასწრებდა. აღსანიშნავია, რომ, Des Moines Register-ის გამოკითხვის თანახმად, აიოვას შტატში ქალ ამომრჩევლებს შორის კამალა ჰარისი ტრამპს 20 პროცენტული პუნქტით ასწრებს. ტრამპის საარჩევნო კამპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც Des Moines Register-ის გამოკითხვას „აშკარა გადახრა“ უწოდა. მათი განმარტებით, შაბათს…
მეტი...“დონალდ ტრამპის გამარჯვება აიძულებს ევროპას, გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას”- ორბანი
“დონალდ ტრამპის გამარჯვება აიძულებს ევროპას, გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ აშშ-ში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი იქნება, რისაც მე არა მხოლოდ მჯერა, არამედ რიცხვებშიც ასე ვკითხულობ, თუ მოხდება ის, რასაც ველოდებით და ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრე“, – განაცხადა ორბანმა. მისივე თქმით, უკრაინის საკითხი მთავარი თემა იქნება მომავალ კვირას, ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრასა და ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე.
მეტი...“ბოლოს და ბოლოს, გადავშალოთ დონალდ ტრამპის ათწლეულის ფურცელი”–ჰარისი
“ბოლოს და ბოლოს, გადავშალოთ დონალდ ტრამპის ათწლეულის ფურცელი”– ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. „ნუ შეგეპარებათ ეჭვი იმაში, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ როცა იცი, რისი გწამს, იცი, რისთვის იბრძვი. ამ არჩევნებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ გადავშალოთ დონალდ ტრამპის ათწლეულის ფურცელი, რომელიც მთელ დროს ხარჯავს იმაზე, რომ დაგვყოს და ერთმანეთის გვეშინოდეს. ჩვენ მოვრჩით, ჩვენ დავიღალეთ ამით, კმარა. ჩვენ უკან არ დავბრუნდებით“ – განაცხადა ჰარისმა ატლანტაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ჰარისმა ყურადღება გაამახვილა აბორტის უფლებაზე. „ამერიკაში ყოველი მესამე ქალი ცხოვრობს შტატში, სადაც აბორტი აკრძალულია,…
მეტი...“არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომს ვერ შეაჩერებს”-მედვედევი
“აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომს ვერ შეაჩერებს” – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს. მისი მტკიცებით, თუ დონალდ ტრამპი ომის შეჩერებას შეეცდება, შესაძლოა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ბედი გაიზიაროს, რომელიც 1963 წელს მოკლეს. “დაღლილი ტრამპი, რომელიც შემდეგნაირ ბანალურ აზრებს გამოთქვამს : “მე შემოგთავაზებთ გარიგებას” და “მე მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა…”, ასევე იძულებული იქნება, დაიცვას სისტემის ყველა წესი. ის ომს ვერ შეაჩერებს და თუ ნამდვილად ეცდება, შეიძლება ახალი JFK (ჯონ ფიცჯერალდ კენედი) გახდეს“ – აცხადებს მედვედევი.
მეტი...“უვიზო მიმოსვლის შეჩერდებამ ყველასთვის, შეიძლება გაზარდოს „ქართული ოცნებისადმი“ ბრაზი საზოგადოებაში”- ჯანელიძე
“როგორც ჩანს, სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და „ქართული ოცნებაც“ ამისთვის მომზადებულია. მე მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვთხოვო, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის!- ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს. “იმ შემთხვევაში, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება ყველასთვის, ამან შეიძლება გაზარდოს „ქართული ოცნებისადმი“ ბრაზი საზოგადოებაში, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში, თუმცა მაშინ, როდესაც სახელმწიფო სრულად მიტაცებული აქვს „ქართულ ოცნებას“, ეს მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს, დააცილებს რა მას ევროპას. „ქართული ოცნება“ კი, ამ საკითხს, კიდევ…
მეტი...ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება
4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. სეზონურ გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა განთავსებულია ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/content/666ecf18-b8a9-446b-8a9d-f48cfb1e6c22
მეტი...“ახალგაზრდები რომ გამოიყვანოთ, ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ?”- მეუფე იაკობის მიმართვა პრეზიდენტს
მეუფე იაკობმა პრეზიდენტს და ქალ ოპოზიციონერებს კიდევ ერთხელ მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი იმისთვის საუბრობენ, რომ „უცხოელს მოაწონონ თავი.“ „მინდა ქალბატონ პრეზიდენტს და ქალბატონებს მივმართო – კაცებთან მიმართვას აზრი არ აქვს. დედები ხომ ბრძანდებით? – ახალგაზრდები რომ გამოიყვანოთ, ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ? დაფიქრდით ამაზე, რას აკეთებთ… ლაპარაკობთ იმისთვის, რომ უცხოელს მოაწონოთ თავი. ხომ შეიძლება ისე ვიცხოვროთ, რომ არჩევნების დამთავრების შემდეგ ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე?“, – განაცხადა იაკობმა. მთავარეპისკოპოსის განცხადებით, ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ქართველი ერია. „კაცებს მივმართავ, ქუჩაში შემდეგ გავლა ხომ გინდათ? 90-იანებში ეს სცენარი ვნახეთ და აღარ…
მეტი...“მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები?”- მეუფე იაკობი
“მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები? ის ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის”- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ დათმობს. „მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები? ის ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის. ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ დათმობს. როდემდე უნდა ვიყოთ სხვების ჭკუაზე? – ორი ძალა იბრძოდა არჩევნებზე – ერთი იყო, რომელიც გეუბნებოდა, რომ მშვიდობით…
მეტი...მატილდა გვარლიანი Gucci-ის კაბში
ქართველი მოედელი, მატილდა გვარლიანი ლოს-ანჯელესში იტალიური მოდის სახლის, “გუჩის” სპონსორობით გამართულ LACMA Los Angeles County Museum of Art -ის ყოველწლიურ გალა საღამოზე. გვარლიანმა Gucci-ის კაბა მოირგო.
მეტი...ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის 60 მოქალაქეს უფლება მისცა, შეუერთდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს
ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის 60 მოქალაქეს უფლება მისცა, შეუერთდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ამის შესახებ პრეზიდენტის, პეტრ პაველის წარმომადგენელმა, ფილიპ პლატოშმა განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად ჩეხეთის უკვე 60 მოქალაქეს აქვს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებისთვის პრაღისგან ოფიციალური ნებართვა. ცნობისთვის, ჩეხეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ უცხო ქვეყნის ჯარში ჩეხეთის პრეზიდენტის ნებართვის გარეშე გაწევრიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ.
მეტი...ისრაელი ერაყს აფრთხილებს
ისრაელი ერაყს აფრთხილებს, რომ თუ პროირანული გასამხედროებული ძალები ისრაელზე თავდასხმებს განაგრძობენ, ისრაელი ერაყში სამიზნეებს დაარტყამს. ამის შესახებ სააგენტო „საუდი ელაფი“ წერს. როგორც სააგენტოს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ისრაელმა თანამგზავრების საშუალებით მოიპოვა ინფორმაცია, რომ თეირანი ბალისტიკური რაკეტებისა და შესაბამისი აღჭურვილობის ერაყის ტერიტორიაზე გადატანაზე მუშაობს, რათა შემდგომ, სავარაუდოდ, ის ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმისთვის გამოიყენოს. ასევე ცნობილი ხდება, რომ ისრაელი ირანის მიერ მხარდაჭერილი ამ დაჯგუფებების დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების მონიტორინგსა და იდენტიფიცირებას ახორციელებს და ბაღდადს აფრთხილებს, გააკონტროლოს მის ქვეყანაში მოქმედი ძალები, შეაჩეროს ისინი, რათა მათ ერაყის ტერიტორია ისრაელზე თავდასხმის განსახორციელებლად არ გამოიყენონ.
მეტი...“საერთაშორისო გამოძიება ვერ დაიწყება, თუ „ქართული ოცნება“ მათ წვდომას არ მისცეს ყველა ამ მასალაზე”- ვაშაძე
“ჩვენ პირველადი დასკვნები უკვე წარვუდგინეთ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ახლა „ქართული ოცნებისგან“ ველოდებით პასუხს, რადგან საერთაშორისო გამოძიება ვერ დაიწყება, თუ მათ წვდომა არ მისცეს ყველა ამ მასალაზე”- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ტოტალური და სისტემური დანაშაული ვერც დაიმალება და ვერავის ვერ შერჩება. „ჩვენ პირველადი დასკვნები უკვე წარვუდგინეთ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ახლა „ქართული ოცნებისგან“ ველოდებით პასუხს, იმიტომ რომ საერთაშორისო გამოძიება ვერ დაიწყება, თუ მათ წვდომა არ მისცეს ყველა ამ მასალაზე. აქ საუბარია უზარმაზარ სისტემაზე. კიდევ მეტი ფაქტი გამოვა როგორ გააყალბეს, როგორ…
მეტი...“ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში”-პრემიერი
“ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონით“ არ იზღუდება ადამიანის უფლებები, „აქ საუბარია პროპაგანდის შეზღუდვაზე“. „ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“. როცა ვინმე, ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. „ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონით“ არ იზღუდება ადამიანის უფლებები. აქ საუბარია პროპაგანდის შეზღუდვაზე. ეს კანონი…
მეტი...“საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია”- კობახიძე
“საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყვლა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. „ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. “ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ”- ირაკლი კობახიძე
მეტი...“ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ”- ირაკლი კობახიძე
“ჩვენ არ გვაქვს არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კომუნიკაციისთვის ორი სპეციფიკური ხაზია. “ჩვენი კომუნიკაცია ძირითადად ეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ვაჭრობასა და ეკონომიკას. თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ამისთვის აუცილებელია გულწრფელი დისკუსია”-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მეტი...