“ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია არა აშშ-ის არჩევნებზე, არამედ ჩვენზე” – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. ტუსკმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, მეტი ინვესტიცია ჩადონ თავდაცვის შესაძლებლობებში. „ზოგი ამბობს, რომ ევროპის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებზეა დამოკიდებული, თუმცა ის პირველ რიგში ჩვენზეა დამოკიდებული. იმაზე, შეძლებს თუ არა ევროპა, ბოლოს და ბოლოს გაიზარდოს და დაიჯეროს საკუთარი ძალის“ – აცხადებს ტუსკი.
მეტი...დღე: ნოემბერი 2, 2024
“უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთ-ერთ უძლიერეს შეტევას აკავებენ”- ალექსანდრ სირსკი
“უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთ-ერთ უძლიერეს შეტევას აკავებენ, საჭიროა რესურსების მუდმივი განახლება” – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. სირსკის თქმით, ეს შეტევა ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. „ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება კვლავ რთულია. აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინის რესურსების მუდმივ განახლებას მოითხოვს. ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას აკავებენ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან“- განაცხადა სირსკიმ ჩეხეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.
მეტი...“საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა”- მამა გაბრიელის და (video)
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღეს წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღე აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მამა გაბრიელის დის კადრები ვრცელდება. „ჩემო საყვარლებო, საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა. ყველამ ვიცით, რომ დედა ღვთისმშობლის წილხვედრია. გარდა ამისა, საქართველო ძლიერია თავის ტრადიციებში, რწმენაში, ამიტომ გთხოვთ ყველას, დაფიქრდეთ, რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით და რა გვინდა ჩვენ“- ამბობს მამა გაბრიელის და.
მეტი...“ილია ბევრს საუბრობს, იგი საუკეთესო მებრძოლებთან არ ჩხუბობს”- როგორ უპასუხა თოფურიამ რონალდოს ამ განცხადებას
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ კრიშტიანო რონალდომ UFC-ის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიაზე ისაუბრა. როგორც პორტუგალიელმა PFL-თან ინტერვიუში ილიას ჰოლოუეისთან ბრძოლამდე განაცხადა, ილია ზედმეტად ბევრს საუბრობს და თუ სურს, რომ მისი პატივისცემა დაიმსახუროს, ჰოლოუეი უნდა დაემარცხებინა. “ილია ბევრს საუბრობს, იგი საუკეთესო მებრძოლებთან არ ჩხუბობს. მართალია ვოლკანოვსკი დაამარცხა, თუმცა ალექსი ამ ბრძოლისთვის მზად არ იყო. თუ ილია მაქსს დაამარცხებს, ჩემს პატივისცემასაც დაიმსახურებს” – განაცხადა რონალდომ. პორტუგალიელის ამ განცხადებას ილიამაც უპასუხა. “არ ველოდი, რომ შენნაირი ადამიანი ამპარტავნებასა და თავდაჯერებულობას ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდა. ჩვენ ყველანი საკუთარ რეალობას ავსახავთ სხვებზე. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ კარიერის დარჩენილ ეტაპზე, ღმერთმა…
მეტი...ვალენსიის რეგიონში დამატებით 5000 ჯარისკაცსა და 5000 პოლიციელს გაგზავნიან
ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიის რეგიონში დამატებით 5000 ჯარისკაცსა და 5000 პოლიციელს გაგზავნის. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. წყალდიდობიდან მეოთხე დღეს მაშველები ცხედრებს მანქანებსა და შენობებში ჯერ კიდევ ეძებენ. დაკარგულების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 2000 ჯარისკაცი, ათასობით მოხალისე, 2500 სამოქალაქო გვარდიის წევრი და 1800 პოლიციელია ჩართული. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში წყალდიდობას 205 ადამიანი ემსხვერპლა. ვალენსიაში 202 ადამიანი დაიღუპა, ორი – კასტილია ლა მანჩას რეგიონში, ერთი კი – ანდალუსიაში.
მეტი...ბუდუ ზივზივაძეს გოლი არ ჩაუთვალეს
ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგის მე-11 ტურში ერთ-ერთ ლიდერს, „ჰანოვერს“დაუპირისპირდა და ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა. პირველ ტაიმში „ჰანოვერი“ უტევდა, მაგრამ პირველი გოლი „კარლსრუემ“ გაიტანა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 29-ე წუთზე შესანიშნავი თავური დარტყმით მოახერხა ანგარიშის გახსნა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ ბუდუს თანაგუნდელზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. „კარლსრუე“ შესვენებამდე მაინც დაწინაურდა – ანგარიში 45-ე წუთზე მარსელ ფრანკემ გახსნა. მეორე ტაიმში „ჰანოვერმა“ უპირატესობა მოიპოვა, დიდი ძალებით შეუტია და საბოლოოდ მოიგო – ანგარიში 66-ე წუთზე ჯესიკ ნგანკამმა გაათანაბრა, ხოლო 88-ე წუთზე მარსელ ჰალსტენბერგმა პენალტი უნაკლოდ შეასრულა. „კარლსრუეს“ 11 ტურის…
მეტი...უეფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა
უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთა ლიგაზე საქართველო-ალბანეთის მატჩის დროს მომხდარი დისციპლინარული დარღვევების გამო დააჯარიმა. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ უეფა-ს ეგიდით გასამართი მომავალი საშინაო მატჩი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იქნება მასპინძელი, ნაწილობრივ დახურული იქნება (მინუს 2000 ადგილი). გამოსაცდელი ვადა ორი წელიწადია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 14 ათასი ევრო ჯარიმა საზოგადოებრივი გასასვლელების დაბლოკვისთვის დაეკისრა, 12 ათასი ევრო – ტრიბუნებიდან ლაზერის გამოყენებისთვის, ხოლო 30 ათასი ევრო – ფანების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისთვის.
მეტი...კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი სროლის შედეგად საფრანგეთში 5 მოზარდი დაშავდა
საფრანგეთის ქალაქ პუატიეს ერთ-ერთ რესტორანში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი სროლა მასშტაბური დაპირისპირების მიზეზი გახდა. დაშავებულია, სულ მცირე, ხუთი მოზარდი. სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაიოს თქმით, რესტორანში მომხდარი სროლის შემდეგ ქუჩაში 400-დან 600-მდე ადამიანი გამოვიდა, რომლებიც სხვადასხვა სახის იარაღით იყვნენ აღჭურვილნი და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ბრძოლაში ჩაერთო. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება გახდა საჭირო. დაპირისპირებული მხარეები ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალეს.
მეტი...ისრაელის საზღვაო ძალებმა ჩრდილოეთ ლიბანში ერთი ადამიანი ტყვედ აიყვანეს
ისრაელის საზღვაო ძალებმა ჩრდილოეთ ლიბანში ერთი ადამიანი ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ისრაელის საზღვაო ძალებმა ოპერაცია ჩრდილოეთ ლიბანში, სანაპირო ქალაქ ბატრუნში ჩაატარეს. ლიბანის ტრანსპორტის მინისტრმა, ალი ჰამიემ ისრაელის საზღვაო ძალების მიერ ჩატარებული ოპერაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ სამხედროების მიერ შეპყრობილი იმად ამჰაზი სამოქალაქო გემების კაპიტანია. ისრაელის მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია
მეტი...მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია
პოლონეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მარიამ მურღვლიანმა ( 87კგ.) სამი უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა, – ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 97 /100 /103 დაძლია, ოქროს მედალს დაეუფლა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მურღვლიანმა აკვრაში დაძლეული 120 /125 კილოგრამითაც ოქროს მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში კი მარიამმა 228 კილოგრამი ასწია და ამ შემთხვევაშიც ოქროს მედალი დაიმსახურა.
მეტი...თბილისში, კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა
თბილისში, კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა პირველ ნოემბერს საღამოს საათებში მოხდა. დაჭრილია კიდევ ერთი ქალი, რომელიც თავდამსხმელის შეკავებას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით კაცი წარსულში ნასამართლევია და მან საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. დაჭრილი ქალები კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შსს-ს ინფორმაციით, კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ოჯახის წევრის
მეტი...მოხალისეები სტიქიის წინააღმდეგ ესპანეთში (video)
ესპანეთის პრემიერმინისტრი ბრძანებით, ვალენსიაში, სადაც სტიქიას ებრძვიან, დამატებით 5000 სამხედროსა და 5000 პოლიციელს გააგზავნიან. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, როპმელშიც თუ როგორ იკრიბებიან მოხალისეები. ბოლო მონაცემებით, 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა თავად ვალენსიაში და მიმდებარე რაიონებში. ამასთან, მოსალოდნელია წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვის გაზრდა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლება აკრიტიკებს იმის გამო, რომ სწრაფი რეაგირება არ ჰქონიათ და არც წყალდიდობაზე ყოფილა რაიმე გაფრთხილება.
მეტი...ბუდუმ „ჰანოვერსაც“ გაუტანა
ბუდუ ზივზივაძის გუნდი „ჰანოვერს“ დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თავი ამჯერადაც გამოიჩინა და მეტოქის კარებში გოლი გაიტანა. ბუდუმ გოლი რამდენიმე დღის წინაც გაიტანა.
მეტი...“ბიულეტენებს ცეცხლი წაუკიდეს”- ვაშინგტონის შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული
საპრეზიდენტო არჩევნების დროს შესაძლო ძალადობის პრევენციისთვის ვაშინგტონის შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ განაცხადა. „ზოგად და კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პოტენციურ ძალადობასთან ან სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით არსებული შეშფოთებების გამო, რომელიც დაკავშირებულია 2024 წლის არჩევნებთან, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ რეაგირებისთვის“,– განაცხადა შტატის გუბერნატორმა. აღნიშნულ შტატში დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი ლიდერობს და ცოტა ხნის წინ აქ ერთ-ერთ საარჩევნო ურნას, სადაც ხმის მიცემის წინასწარი პროცედურის ფარგლებში ამომრჩეველთა ბიულეტენები იყო მოთავსებული, ცეცხლი წაუკიდეს. ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ვაშინგტონის შტატში ამ დროისთვის უკვე ორმა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.
მეტი...ზურიკო დავითაშვილი ევროპის TOP 5 ლიგის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ფრანგული “სენტ ეტიენის” ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი ევროპის TOP 5 ლიგის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. დავითაშვილი საუკეთესო თერთმეტეულში ანალიტიკურმა პორტალმა “სოფასკორმა” დაასახელა. ოქტომბერში “სენტ ეტიენმა” 3 მატჩი ჩაატარა.მის ანგარიშზე სულ 5 გოლია, რომლებიც ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა. სენტ ეტიენი 9 ტურის თავზე 7 ქულით მე-16 ადგილზეა, მომდევნო თამაშს კი 2 ნოემბერს, შინ, სტრასბურგთან ჩაატარებს.
მეტი...“არჩევნების მეორე ტურის წინ მოქალაქეებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებიან”- მოლდოვის პრემიერი
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოქალაქეებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებიან. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა. „დაშინების ამ აქტებს ერთი მიზანი აქვს: პანიკისა და შიშის შექმნა, რათა ხალხს ქუჩაში გამოსვლის და ხმის მიცემის შეეშინდეს. გარწმუნებთ, რომ სამთავრობო ინსტიტუტები წესრიგსა და მოქალაქეებს დაიცავენ“, – განაცხადა დორინ რეჩანმა. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგით მოქალაქეებთან ერთად ჟურნალისტებსა და ცნობილ ადამიანებს ურეკავენ და მოკვლით ემუქრებიან.
მეტი...“კეთილსინდისიერად განახორციელეთ თქვენი ვალდებულება”- ნინო ლომჯარია ომბუდსმენს მიმართავს
“300 000 კაცი კი არ აყალბდებდა, 1 აძლევდა ხმას 100 კაცის ნაცვლად” – ამ სიტყვებით მიმართავს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამჟამინდელ ომბუდსმენს. „ლევან, Levan Ioseliani, როგორც ჩანს ჩვენი ანგარიშების კითხვა დაგეზარათ და ხვალ 20:00 საათზე ჩაუჯექით ამ გადაცემას. 300 000 კაცი კი არ აყალბდებდა, 1 აძლევდა ხმას 100 კაცის ნაცვლად. ომბუდსმენის ინსტიტუტის რეპუტაცია წლების განმავლობაში ადამიანების თავდადებაზე, ღირებულებების ერთგულებაზე და პროფესიულ სინდისზე იდგა და თქვენი თანამშრომლების შრომას მაინც ეცით პატივი. და კი, თქვენი მანდატი ფარავს საარჩევნო უფლებას (კონსტიტუციის 24-ე მუხლი), ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის დაცვა და ზედამხედველობა თქვენი მანდატია და…
მეტი...“ქუჩის პროტესტი”- ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთმანეთს ხვდება
გაერთიანებულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. აუდიენცია კოალიცია “ცვლილებებისთვის” შტაბში იმართება. „ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციამ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ბრძოლის მთავარ ელემენტზე გადავდივართ, ეს არის ქუჩის პროტესტი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ამასთანავე ძალიან პრინციპული და ძალიან მწვავე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვემზადებით, ორშაბათს იქნება აქცია, საზოგადოებაში უამრავი ჯგუფი, აქტივისტია, რომელსაც ბევრი იდეა აქვს, დღეს ჩვენ ამ ჯგუფებთან შეხვედრა გვაქვს, რომ მათი აზრები მოვისმინოთ, ამ პროცესზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ამასთანავე, ჩართულობა ყველასი უნდა იყოს, რადგან ეს არის საერთო, ეროვნული ბრძოლა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა დაგვიბრუნოს“ – განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა…
მეტი...სიების გახსნის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
კოალიცია “ძლიერი საქართველო” სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლებმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს. პოლიტიკოსები მოითხოვენ, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები გასაჯაროვდეს. “ძლიერი საქართველოს” სახელით შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში. პირველივე დღიდან ვითხოვთ, გაიხსნას სიები, რაც უტყუარად ატარებს დანაშაულის კვალს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩადენილია დანაშაული, არჩევნების მიტაცება. თუ არაფერი არ აქვს დასამალი ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას, მაშინ ამ სიების გახსნა პრობლემა არ უნდა იყოს. ეს მოგვცეს შესაძლებლობას, დავინახოთ სწორედ ის გაყალბების სქემა, რომელიც გამოიყენა ხელისუფლებამ. ამიტომ არ ასაჯაროებენ ისინი სიებს. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, რადგან დადასტურდეს ქართველი ხალხის ხმის უფლების უხეში მიტაცება და…
მეტი...“მადლობას გეტყვით გია ხარჩილავა, თითოეული აგურისთვის რაც ჩემი ნიკოს სახელს დააშენე”- იზა ომაძე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას გარდაცვალებას ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ეხმაურება. ის ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და გია ხარჩილავას გაწეული თანადგომისთვის მადლობას უხდის. „ჩვენი მოქალაქეობაი ცათა შინა არს“ – ხო და ზეცას წავიდა ჩვენი ქვეყნის, კუთხის, წალენჯიხის ღირსეული მოქალაქე. წავიდა ალალი და მართალი, მებრძოლი და ბობოქარი გულით… ძალიან წუხს ჩვენი ოჯახი ქალბატონო ვარო კვარაცხელია. გიასთან ერთად თქვენც გვეფიქრებით, გვეცოდებით გაუსაძლისი ტკივილისთვის.. მადლობას გეტყვით გია ხარჩილავა თანადგომისთვის, თანაგრძნობისთვის და თითოეული აგურისთვის რაც ჩემი ნიკოს სახელს დააშენე ნათელში იყავი ნათელო ადამიანო! ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას ,გისამძიმრებთ წალენჯიხა“ –…
მეტი...დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზღვაზე – შტორმული ღელვა
გარემოს ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში 3 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 3 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, ზღვაზე – 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...“მტრები გამანადგურებელ პასუხს მიიღებენ”- აიათოლა ალი
მტრები გამანადგურებელ პასუხს მიიღებენ. -ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. „მტრები, ეს სიონისტური რეჟიმი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები, აუცილებლად მიიღებენ გამანადგურებელ პასუხს იმის გამო, რასაც ისინი ირანის, ირანელი ხალხისა და წინააღმდეგობის ფრონტის წინააღმდეგ აკეთებენ“ – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ. ხამენეის თავდასხმის დრო და პოტენციური მასშტაბი არ დაუკონკრეტებია.
მეტი...ესპანეთი მხარდაჭერით უკმაყოფილოა-ვალენსიაში სამძებრო ოპერაციები გრძელდება
მხარდაჭერის ნაკლებობის გამო მზარდი უკმაყოფილების ფონზე, ესპანეთის მთავრობა ვალენსიაში დამატებით 500 ჯარისკაცს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ხუთი დღის წინ დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. შედეგად, განადგურდა ხიდები და ქალაქები ტალახით დაიფარა, მოსახლეობა წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მედიის ცნობით, ვალენსიის რეგიონში სამძებრო – სამაშველო ოპერაციებში უკვე 1,700-ზე მეტი ჯარისკაცია ჩართული. „ბიბისი“ წერს, რომ მხარდაჭერის ნაკლებობის გამო მზარდი უკმაყოფილების ფონზე, ესპანეთი ვალენსიაში დამატებით 500 ჯარისკაცს აგზავნის. არსებული ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად 205-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ვალენსიასა და მის მიმდებარედ, თუმცა მოსალოდნელია,რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. ესპანეთის…
მეტი...კახა კალაძე წალენჯიხის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის მერი კახა კალაძე წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. „ვწუხვარ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებ გიორგის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს“- წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
მეტი...სერბეთში გლოვის დღეა-დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. ქვეყნის რეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, დაღუპულთა შორის 5 ადამიანის ამოცნობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მედიის ცნობით, დაშავებულია 3 ადამიანი. „როგორც სერბეთის პრეზიდენტი მოვითხოვ, დაისაჯოს ყველა, ვინც ამაზე პასუხისმგებელია“– განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა. ცნობისთვის, ჩრდილოეთ სერბეთში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვა ჩამოინგრა და მოსაცდელში მსხდომ ადამიანებს დაეცა. სერბეთის ხელისუფლებამ 2 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მეტი...სამთავროს დედათა მონასტერში მამა გაბრიელის ხსენების დღე აღინიშნა (video)
2 ნოემბერი წმინდა მამა გაბრეილ სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, სამთავროს დედათა მონასტერში წირვა-ლოცვა აღევლინა. ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2010 წლიდან აღნიშნავს.
მეტი...ესპანეთის ყველაზე მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფა (video)
ესპანეთის ყველაზე მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფა ათწლეულების განმავლობაში – ასე უწოდებენ სტიქიას ესპანეთში, რომელსაც სულ მცირე 205 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 202 ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონში ვალენსიაშია, განაცხადეს რეგიონის საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, ყოველ დღე იბრძვიან ადამიანების გადასარჩენად და ცხედრების გამოსაყვანად. SOS Desaparecidos ასოციაციამ განაცხადა, რომ მათ მიიღეს ინფორმაცია მინიმუმ, 1 300 ადამიანის შესახებ, რომლებიც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულები.
მეტი...აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს აანონსებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.ნმათი განცხადებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას დახმარება ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა. პაკეტში სხვა ყველაფერთან ერთად შედის NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტები, Stinger რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, “ჰაერი-მიწა” კლასის რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემები. გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სიაში მოხსენიებულია Stryker ჯავშანტრანსპორტიორები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო…
მეტი...განზრახ მკვლელობა მესტიაში-დაკავებულია ერთი ადამიანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1976 წელს დაბადებული კ.დ. დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი – 1963 წელს დაბადებული თ.დ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.დ. ადგილზე გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და…
მეტი...“ქალი ავტომანქანაში ჩაიწვა”- ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კოდაში
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მანქანა აალდა და ქალი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მეტი...“მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო”- პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მთავრობის სახელით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს “საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მეტი...სამთავროს დედათა მონასტერი, მამა გაბრიელის ხსენების დღე (ფოტო)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა. სახელად ღირსი მამა გაბრიელ სალოსი ეწოდა.
მეტი...საქართველოდან უცხო ქვეყნის 60 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 60 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა – თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ერაყის, ნიგერიის, იორდანიის, ალჟირის, ეგვიპტის და განას, ჯამში 60 მოქალაქე. გაძევებულთა შორის ასევე არიან პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.…
მეტი...“შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს უკრაინაზე პუტინის თავდასხმას”- ლოიდ ოსტინი
“არ არსებობს ჯადოსნური საშუალება, შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს უკრაინაზე პუტინის თავდასხმას” – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს. როგორც ოსტინი აღნიშნავს, შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ შეცვლის მოვლენების მსვლელობას ბრძოლის ველზე. „ვერცერთი ცალკეული შესაძლებლობა ვერ შეცვლის მოვლენების მსვლელობას. არ არსებობს ჯადოსნური საშუალება, შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის თავდასხმას. მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივი ეფექტი და კონცენტრირება იმაზე, რაც მუშაობს“ – წერს ოსტინი. ოსტინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიაში გავრცელებული არაერთი ინფორმაციის მიუხედავად, აშშ-ის ხელისუფლება კვლავ უკრაინის გამარჯვებას უჭერს მხარს და არა ომის…
მეტი...ხელოვნური ინტელექტის ყალბმა ცნობამ დუბლინის მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანა (video)
დუბლინის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ჰელოუინის აღლუმის საყურებლად, რომლის გამართვასაც არავინ აპირებდა. ღონისძიება ვებგვერდმა დააანონსა, სადაც ახალ ამბებს ხელოვნური ინტელექტი ქმნის. როგორც ჩანს ხელოვნური ინტელექტი მოქალქეებს “გაეხუმრა”. ხელისუფლებამ კი გამოაცხადა, რომ აღლუმი არ იქნებოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო – ყალბი ცნობა გავრცელებული იყო სოციალურ ქსელებში და ხალხი ქუჩაში გამოვიდა.
მეტი...„დავიბრუნოთ ქვეყანა“- პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა
„დავიბრუნოთ ქვეყანა“ – ამ ლოზუნგით დღეს, 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „ტალღაა“. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს, დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რის გამოც აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. „2 ნოემბერს, შაბათს, 20:00 საათზე, გაბრაზებული მოქალაქეები ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, სცენის, გამომსვლელებისა და ლიდერების გარეშე. ეს არის პროტესტი მათთვის, ვისაც ბრაზი და უსამართლობის განცდა სახლში არ აჩერებს. ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს. სასტიკად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. საია მოითხოვს 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას,…
მეტი...