,,ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს ,,კარუსელებზე” – ომბუდსმენი

,,ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა არჩევნებიდან მე-6 დღეს ,,პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნებზე, პროცედურული დარღვევები, ,,რა თქმა უნდა, იყო”. „მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით. მე არ ვდგავარ მათთან, ხშირ შემთხვევაში არ ვიმეორებ აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა…

მეტი...

,,ქართული ოცნების“ არალიბერალური გადახრის გაგრძელება ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ზიანის მომტანი იქნება“ – ჰადადი

საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ბენჟამინ ჰადადმა აღნიშნა, რომ ,,დამკვირვებლებმა ძალიან ცხადად თქვეს: ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”. მისი თქმით, საქართველოს არჩევნებში თაღლითობა რუსეთის მიერ ევროკავშირის სამეზობლოში ჩარევის უფრო ფართო ჩარჩოს ნაწილია. ,,ცხადად უნდა ვთქვათ, საქართველო გასული წლიდან არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ამას მოჰყვება მოთხოვნები და ვალდებულებები კანონის უზენაესობასთან და არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ არალიბერალური გადახრის გაგრძელება ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, ზიანის მომტანი იქნება“, – განაცხადა ჰადადმა.

მეტი...

,,ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის, ეს ტყუილია” – მამუკა მდინარაძე

,,ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის, ეს ტყუილია. როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირი, ყველა გადაწყვეტილებას საფუძვლად ედება კონკრეტული სამართლებრივი აქტი”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ და მედიის წარმომადგენლებს მიმართა: „თუ შეიძლება, რომელიმე ჟურნალისტმა დამისახელეთ დოკუმენტი, საბუთი, სამართლებრივი აქტი, გარდა განცხადებებისა, რომელიც საფუძველს მოკლებულია, – როგორ შეჩერდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. სად აისახა, რა დოკუმენტში აისახა, რა აქტი გამოვიდა. მე გეუბნებით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის. ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რომელთან დაკავშირებითაც არცერთი სხვა საწინააღმდეგო დოკუმენტი არ არსებობს, ვასრულებთ, ავდივართ ძალიან მაღალ პროცენტზე, 2028 წლისთვის…

მეტი...

,,სამართალი ჩვენთანაც მოვიდა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი” – მამუკა მდინარაძე

,,დაგვიანებით, სამართალი ჩვენთანაც მოვიდა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ზუსტად ასე ბრძოლით და არა ცალ ფეხზე დგომით მივიღებთ ჩვენ ყველა იმ საეტაპო გადაწყვეტილებას, რაც საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდის”, – განაცხადა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. ჟურნალისტმა მას ჰკითხა როგორ წარმოგიდგენიათ ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, ევროკავშირის კრიტიკული განცხადებების ფონზე. „ზუსტად ისე, როგორც აქამდე ვაგრძელებთ სვლას წინ ევროპისკენ. ზუსტად ისე, როგორც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი და ვასრულებთ. ზუსტად ისე, როგორც მივიღეთ ჯერ ლიბერალიზაცია და შემდეგ კანდიდატი სტატუსი. ეს სტატუსი მივიღეთ დიდი ბრძოლით. მაშინაც ამას გვეუბნებოდნენ, მაშინაც ანტიქართული, დამაზიანებელი…

მეტი...

თურქეთი უცხოური აგენტების კანონის მიღებას გეგმავს – Bloomberg

თურქეთის ხელისუფლება უცხოური აგენტების კანონის მიღებას აპირებს. ინიციატივას თურქეთში მომუშავე სამოქალაქო სექტორი და მედია ეწინააღმდეგება. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ კანონის მიღებით პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობას განსხვავებული აზრისა და კრიტიკის ჩახშობა სურს. კანონპროექტის განხილვა თურქეთის პარლამენტში რამდენიმე დღეში დაიწყება. სააგენტოს ცნობით, ახალი ინიციატივის მიზანია შეუზღუდოს საქმიანობა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყნის ან ორგანიზაციის გავლენისა და მითითების საფუძველზე „ძირს უთხრიან სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის შიდა და გარე პოლიტიკურ ინტერესებს“. კანონპროექტი შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. Bloomberg-ის მტკიცებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ერდოღანის პარტიას ეკუთვნის. ის საქართველოში მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს…

მეტი...

დონალდ ტრამპი ტელეკომპანია CBS-ს უჩივის

დონალდ ტრამპი ტელეკომპანია CBS-ს უჩივის, მიზეზი არის ინტერვიუ კამალა ჰარისთან. ტრამპი ირწმუნება, რომ CBS-მა ისე დაამონტაჟა ინტერვიუ, რომ ჰარისს დახმარებოდა, უკეთესად წარმოეჩინა და საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა. გადაცემა ,,60 წუთთან” ინტერვიუში, კამალა ჰარისმა ამერიკის ეკონომიკაზე, იმიგრაციაზე, ახლო აღმოსავლეთის ომსა და ტრამპთან განსხვავებებზე ისაუბრა. აღნიშნული ინტერვიუს გამო, რესპუბლიკელი კანდიდატი CBS-გან, ზარალის სახით, 10 მილიარდი დოლარის გადახდასა და სასამართლო განხილვას ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ითხოვს. პასუხად, CBS-ში აცხადებენ, რომ გადაცემა “60 წუთს” ტრამპისთვის ინტერვიუს ჩაწერა შეთავაზებული ჰქონდა, რაზეც მან უარი განაცხადა.

მეტი...

,,ყველას თავი მოგებული ჰგონია, ახლა ფიქრობენ, როგორ შეძვრნენ პარლამენტში” – იაგო ხვიჩია

,,გეგმა აქვს პარლამენტში შესვლის ოპოზიციას, ოღონდ ისე, რომ სხვას დაბრალდეს ეს, ეს არის გეგმა, ყველას თავი მოგებული ჰგონია, ახლა ფიქრობენ, როგორ შეძვრნენ პარლამენტში. უბრალოდ, იმდენი იყვირეს, მოვიგეთ, მოვიგეთო, რომ ახლა ფიზიკურად ვერაფერს შვებიან,” – ამის შესახებ პარტია ,,გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ ,,დღის კურიერის” ეთერში განაცხადა. ,,წინასაარჩევნოდ ყვიროდნენ ,,4 პარტია ხმა არ დაიკარგოსო”, ,,ქარტიაო”, რაღაც ასეთ გიჟობას იძახდნენ. გუშინ ამ 4 პარტიიდან უკვე 3 იყო დარჩენილი, თუმცა ამ ოთხივეს აერთიანებს ის, რომ ხალხი ყველამ აზეიმა, მიულოცეს გამარჯვება არარსებული, თავიანთი გაყალბებული ეგზიტპოლებით, ეგზიტპოლები გაყალბებული რომ იყო, ეს ცხადია. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ,,4…

მეტი...

,,ბაიდენის პოლიტიკამ რუსეთი და ჩინეთი გააერთიანა, რაც ძალიან სახიფათოა” – ტრამპი

,,ბაიდენის პოლიტიკამ რუსეთი და ჩინეთი გააერთიანა, რაც ძალიან სახიფათოა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა არიზონას შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მოქმედი პრეზიდენტისგან განსხვავებით, მას შეუძლია რუსეთის და ჩინეთის კვლავ განცალკევება. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ კარგავს დოლარის სტანდარტს, რაც ომის წაგების მსგავსია. „ერთი რამ, რაც არასდროს გვინდოდა, გვეხილა, არის რუსეთის და ჩინეთის გაერთიანება. ჩვენ გავაერთიანეთ ისინი. ბაიდენმა გააერთიანა ისინი. ეს სირცხვილია და სისულელეა, რაც გააკეთეს. მე მომიწევს მათი დაშორება. ვფიქრობ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება. ისინი ბუნებრივი მტრები არიან, რადგან რუსეთს აქვს…

მეტი...

ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ და არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მტკიცებულებები წარუდგინეს

3 პროევროპული პარტიის წარმომადგენელმა საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების შესახებ ანგარიში წარუდგინა. კონსულტაციები დახურულ ფორმატში დაახლოებით ორ საათს მიმდინარეობდა. ადგილზე 14 საელჩოს წარმომადგენელი და 6 ქვეყნის ელჩი იმყოფებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ NATO- ს სამეკავშირეო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და IRI-ის სადამკვირვებლო მისიაც. ,,აქ იყო ანგარიში, იყო პრეზენტაცია, სლაიდებზე, დაჯამებული ინფორმაციის, მათ შორის სტატისტიური ანალიზის. ეს ყვეალფერი იყო დარიგებული დაბეჭდილის სახით. საუბარი იყო ძირითადად ამ საკითხებზე. ასევე კითხვები დაისვა პროტესტთან დაკავშირებით. რას ვაპირებთ, როგორ ვგეგმავთ და ამაზეც პასუხები გავეცით. ქუჩის აქციები იქნება. როგორც წავა პროცესი, იქიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ეს…

მეტი...

ოპოზიციური გაერთიანების ლიდერების საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გახარიას პარტიიდან არ დასწრებიან

ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. შეხვედრა „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა. საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გახარიას პარტიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გაიმართა სამი ოპოზიციური გაერთიანების, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეხვედრა. შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

მეტი...

,,აქციებში მონაწილეობას მივიღებთ, კარვებს რაც შეეხება, არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს” – მეზვრიშვილი

,,აქციებში მონაწილეობას მივიღებთ”, – განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან, 4 ნოემბერს, 3 ოპოზიციური კოალიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას. ,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა ხმების დაცვისთვის და იმისთვის, რომ მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი პირველი ამოცანა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, ჩვენ…

მეტი...

,,მხარს ვუჭერთ საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას” – ლებედევი

,,მხარს ვუჭერთ საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას”, – ამის შესახებ გაერთიანების ლიდერმა სერგეი ლებედევმა განაცხადა. ,,დსთ-ს ქვეყნების მეთაურებმა არაერთხელ თქვეს, რომ თანამეგობრობაში დაბრუნების კარი ღიაა, არა მხოლოდ ყოფილი წევრებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. ამიტომ, სულ ახლახან ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გამოთქვა იმედი, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო თანამეგობრობის ფარგლებში ურთიერთქმედებას დაუბრუნდებიან. ამ იდეას მხარს ორივე ხელით ვუჭერ“, – თქვა მან. მანამდე, საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით ლუკაშენკომაც ისაუბრა და თქვა, რომ მას დსთ-ს ოჯახის აღდგენა სურს.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტი ადმინისტრაცია ავრცელებს. საუბრის დეტალებზე X-ზე გერმანიის პრეზიდენტის სპიკერმა დაწერა: ,,პრეზიდენტი შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და მას საპარლამენტო არჩევნების მთლიანობის გამჭვირვალე და სრული გადახედვისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილი ბოლოს მან 30 სექტემბერს მიიღო”.

მეტი...

ბოტსვანაში, მმართველმა პარტიამ 58-წლიანი მმართველობის შემდეგ ძალაუფლება დაკარგა

ბოტსვანაში, მმართველმა პარტიამ 58-წლიანი მმართველობის შემდეგ ძალაუფლება დაკარგა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც ცნობილია, ოპოზიციურმა კოალიციამ, ,,ქოლგა დემოკრატიული ცვლილებებისთვის” (Umbrella for Democratic Change) ოლქების უმრავლესობა მოიგო, რაც ნიშნავს, რომ პარტიის ლიდერი, ადვოკატი დუმა ბოკო, ქვეყნის პრეზიდენტი გახდება. ბოკოს ჯერ საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია. ,,მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენა მსურდა, პატივს ვცემ ხალხის ნებას და ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს. გვერდზე გავდგები და მხარს დავუჭერ ახალ ადმინისტრაციას”, – განაცხადა მასისმა პრესკონფერენციაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ანალიტიკოსები თვლიდნენ, რომ არჩევნები კონკურენტული იქნებოდა, თუმცა მმართველი პარტიის გამარჯვებას ბევრი ელოდა. მასის პარტია ბოტსვანის რესპუბლიკას, სადაც 2,3 მილიონი ადამიანი…

მეტი...

რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ სერბეთში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, ორი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე, მაშველები კონტაქტზე გავიდნენ ორ ადამიანთან, რომლებიც კვლავ ნანგრევების ქვეშ არიან.

მეტი...

ზელენსკიმ უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოკორეელი სამხედროების ჩაყვანასთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქცია გააკრიტიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩრდილოკორეელი სამხედროების ჩაყვანასთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქცია გააკრიტიკა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეების მხრიდან რეაქციის არარსებობა რუსეთის პრეზიდენტს წააქეზებს, გაზარდოს ჩრდილოკორეელი მებრძოლების რაოდენობა უკრაინაში. „პუტინი ამოწმებს დასავლეთის რეაქციას. მე მჯერა, რომ რეაქცია, რომელიც დღეს დასავლეთს აქვს, არაფერია, ნულის ტოლფასია და კორეელი ჯარისკაცების რაოდენობა ჩვენს მიწაზე გაიზრდება“– აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

“მხნედ იყავით! ყველანი აქციაზე”-გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას, ორშაბათს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. “ქართულ ოცნებაში” უნდათ, რომ მოგვპარონ არჩევნები, პერსპექტივა და სახელმწიფო… ეს ადამიანები, თავიანთი ქურდული აზროვნებით, ევროდეტექტორში ვერ გავლენ… მინდა მაყურებელს ვუთხრა: მხნედ იყავით! კი ბატონო, გამოუშვით ეს თქვენი ემოცია Facebook-ზე, მაგრამ ორშაბათს, სამშაბათს და ა.შ, როდესაც საჭირო იქნება, ყველანი იყავით აქციაზე. არ მივიღოთ ეს ტყუილი!”- აცხადებს მარგველაშვილი.  

მეტი...

სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ

სადამკვირვებლო მისიამ “ჩემი ხმა“, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”, საქართველოში მოქმედ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ერთობლივი პრეზენტაცია წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს და სავარაუდო გაყალბების სქემას. „სადამკვირვებლო მისიებმა დიპლომატებს გააცნეს არჩევნების დღეს თითოეული მისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები, სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, ასევე ინფორმაცია მათ მიერ არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების შესახებ. პრეზენტაცია მოიცავდა ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს. სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრებმა ასევე პასუხი გასცეს დიპლომატიური კორპუსის…

მეტი...

„გიორგი მიქაუტაძემ საბოლოოდ გამოიღვიძა“- გულშემატკივრები ქართველი ფეხბურთელის გოლებით კმაყოფილი არიან

„გიორგი მიქაუტაძემ საბოლოოდ გამოიღვიძა“– ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ფრანგულმა გამოცემამ, footmercato-მ წერილი „ლიონის“ ქართველ თავდამსხმელზე, რომელმაც უგოლო თამაშების სერია „ოსერთან“ დუბლით დაასრულა. „მიქაუტაძისთვის „ლიონში“ დაბრუნება რთული აღმოჩნდა. სირთულე სეზონის დასაწყისში იგრძნობოდა, როდესაც მიქაუტაძეს „საწვავი“ ამოეწურა. რამდენიმე საინტერესო თამაში აჩვენა, მაგრამ 10 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და არაეფექტური იყო. სანამ „ლიონი“ 4-3-3 სქემით თამაშობდა, მიქაუტაძე კაპიტან ალექსანდრე ლაკაზეტის შემცვლელის ფუნქციას ასრულებდა. ქართველს თამაში და გოლები სურდა. „ოსერის“ წინააღმდეგ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და დუბლი შეასრულა. მართალია, „ლიონმა“ „ოსერთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა (2:2), მაგრამ გუნდის გულშემატკივრები იმითაც კმაყოფილი არიან, რომ მიქაუტაძემ გამოღვიძება შეძლო.…

მეტი...

ისრაელი ირანის თავდასხმას ელოდება-„სიენენი“

ისრაელი ირანის თავდასხმას ელოდება, ქვეყანა მაღალი მზადყოფნის რეჟიმშია.  ამის შესახებ „სიენენი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ირანის გადაწყვეტილების შეფასება, რათა დადგინდეს საპასუხო დარტყმის შესაძლო დრო და მასშტაბი. შეგახსენებთ, მანამდე „სიენენს“ ასევე ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ირანი ისრაელის წინააღმდეგ „გადამწყვეტ და მტკივნეულ“ საპასუხო ზომებს გეგმავდა. მიუხედავად იმისა, რომ წყარომ თავდასხმის ზუსტი თარიღი არ დააკონკრეტა, აღნიშნა, რომ ეს, სავარაუდოდ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდება.

მეტი...

“სჯობს მამუკა მდინარაძე  ვირეშმაკობას მოეშვას”- ნათია მეზვრიშვილი

“ჩვენ პირიქით გვაქვს მტკიცებულებები, მდინარაძე და მისთანები როგორ აყალბებდნენ არჩევნებს – არ ვიცი, მამუკა მდინარაძე რას ბოდავს! – ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციამ მათ ხმები დააკლო. როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნება” ჩირგვებშია ჩამალული. “სჯობს მამუკა მდინარაძე  ვირეშმაკობას მოეშვას. შეგიძლია გადასცეთ, თუ რაიმე დასამალი არ აქვთ, ძალიან მარტივად, ნება იბოძონ და ცესკოს სიები, სრული ბაზა გადასცენ ნეიტრალურ პლატფორმას. გარშემო გვახვევია ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავები აღმოაჩინეს იმ უბნებზე მიწერილი, სადაც ფეხიც კი არ დაუდგამთ. ადამიანმა, რომელიც ნიუ – იორკში ცხოვრობს, თავი აღმოაჩინა…

მეტი...

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა. ინფორმაციას, BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტეგრირებულ ოპერატიულ საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 202 ადამიანი ვალენსიის რეგიონში დაიღუპა, ორი – კასტილა ლა მანჩას რეგიონში, ერთი კი – ანდალუსიაში. „მსხვერპლთა შეგროვებისა და იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება“ – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მეტი...

სროლა ჰელოუნის ღამეს-დაღუპულია ორი ადამიანი

ფლორიდის შტატის, ქალაქ ორლანდოში ჰელოუინის ღამეს სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილები რეგიონულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. სროლა ღამის დაახლოებით, პირველ საათზე იმ რაიონში მოხდა, სადაც ასობით ადამიანი ჰელოუინს აღნიშნავდა. 17 წლის დამნაშავე დაკავებულია.  

მეტი...

ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად, “ვალენსიის” ყოფილი ფეხბურთელი დაიღუპა

ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად, “ვალენსიის” 28 წლის ყოფილი ფეხბურთელი დაიღუპა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სტიქიის შედეგად, ესპანელში 158 ადამიანია დაღუპული. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ქვეყნის არმია. ვალენსიაში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, სტიქიამ დაანგრია სახლები, მოვარდნილმა წყალმა წაიღო ხიდები და მანქანები, გაანადგურა გზები და რკინიგზა. რისკის ზონაში რჩებიან საქართველოს მოქალაქეებიც. საელჩომ მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი აამოქმედა.  

მეტი...

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ დიპლომატიურ კორპუსს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს დღეს წარუდგენენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში, 18:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ელჩისთვის „ყველა კომპოზიციისა და კომპონენტის წარდგენაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე განახორციელა“. „დღეს, 18:00 საათზე დიპლომატიურ კორპუსთან იქნება შეხვედრა, სადაც ჩვენ წარვადგენთ არჩევნების, უფრო სწორად სპეცოპერაციის ყველა კომპოზიციას და კომპონენტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება. ძალიან ცალსახაა ფაქტები, რომლითაც ამომრჩევლის ნებაზე ტოტალური კონტროლი და მონაცემების გაყალბება მოხდა. შეხვედრის მთავარი მზიანია, წარვადგინოთ ყველა მტკიცებულება იმ სისტემურ,…

მეტი...

“გრან-პრი საქართველოში მოგვაქვს”- ოთო ბაზერაშვილი დედა

ოთო ბაზერაშვილი  დუბაიში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, ტალანტის კატეგორიაში გრან-პრი მოიპოვა. ამის შესახებ ბაზერაშვილის დედა სოციალურ ქსელში წერს. გრან-პრი საქართველოში მოგვაქვს. არ იყო ადვილი, ძალიან რთული გზები გავიარეთ, მაგრამ ოთომ ეს შეძლო თქვენი გვერდში დგომით საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა დუბაიში, სადაც 30 ქვეყანას შორის, ოთო ტალანტის კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას”- წერს ოთო ბაზერაშვილის დედა.

მეტი...

“პასუხს ველოდები „ქართული ოცნების“ მხრიდან – მზად არის თუ არა საერთაშორისო გამოძიებისთვის”- ვაშაძე

“მამუკა მდინარაძის დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია“ – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა,ტოტალურად მოპარულია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ვაშაძის თქმით, თუ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლო, „მით უმეტეს, არჩევნები გასაუქმებელი და ახლიდან ჩასატარებელია“. “მამუკა მდინარაძის დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია. ისინი ხმას ვერ იღებენ იმ ტოტალური კონტროლის სისტემაზე, რომელიც ქვეყანაში ბიულეტენების გამჭვირვალობით და ხმის მიცემის კონტროლით შექმნეს. ეს არჩევნების დაუყოვნებლივ გაუქმების პირდაპირი ფუნდამენტია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორედ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“ – განაცხადა ვაშაძემ. გარდა…

მეტი...

„ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა”- როთი

“მმართველი პარტია ავრცელებს პროპაგანდა და სიცრუეს იქნება ეს გაყალბებული არჩევნების შესახებ განცხადებები თუ ევროკავშირის ანგარიში საქართველოს შესახებ” – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X- ზე წერს. მისი თქმით, ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა. „ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა და ევროკავშირისკენ გზაზე პროგრესის ნაცვლად, ის აშკარა უკუსვლას ხედავს. კატასტროფაა!“ – წერს როთი.

მეტი...

“ადამიანი კვდება. დამნაშავე იქნება ის ვინც, საქართველოს მართავს”- აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე

“დიდი ხანია მათ ეს სცენარი დაწერეს. ჩვენ ხომ თქვენ მთელი ფაქტები მოგეცით. რატომ არ უყურებთ, რადგან დაკვეთას ასრულებთ, ადამიანი კვდება, ის უდანაშაულოა, თქვენ მას სჯით ალიევის გეგმის მიხედვით” – ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობის დამატებით, 3 თვით გაგრძელების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, თუ აფგან სადიგოვი დაიღუპება, ამაზე პასუხისმგებელი აზერბაიჯანული რეჟიმი და საქართველოს მთავრობა და სასამართლო იქნებიან. „ბოლომდე ვიბრძოლებ! ადამიანი კვდება, მას სურს სახელმწიფომ, სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ეს იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება. რამდენი მტკიცებულება წარვადგინეთ და არ შეხედეს. ეს არ არის სასამართლო, ეს…

მეტი...

მარნეულში საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ სამ ადამიანს პატიმრობა შეეფარდა

მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს პროცედურის დარღვევებს, თუმცა არა გაყალბებას. „ბრალდებულის პოზიციაა, რომ საქმე გვაქვს არა გაყალბების ფაქტთან, არამედ, შესაძლოა, საქმე გვქონდეს პროცედურის დარღვევებთან და არამც და არამც გაყალბებასთან. არცერთი ყალბი ბიულეტენი არაა საქმეში წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულებმა ეს ბიულეტენები ჩაყარეს საარჩევნო ყუთში“- განაცხადა ადვოკატმა. პროკურორის განცხადებით კი, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო-ჩანაწერები ადასტურებს, რომ…

მეტი...

მამაკაცს გარდაცვალების შემდეგ მეუღლის დატოვება არ სურდა და მისი მკვლელობა სცადა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, 93 წლის მამაკაცს გარდაცვალების შემდეგ მეუღლის დატოვება არ სურდა და მისი დახრჩობა სცადა. ინფორმაციას NBC15News-ი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, 911-ზე ოჯახური ძალადობის შესახებ სატელეფონო ზარი შევიდა, საიდანაც ისმოდა მამაკაცის ხმა, რომელიც ამბობდა ,,შეგიძლია, ჩემთან ერთად მოკვდე”. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს სახლის ეზოში დახვდათ ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელსაც კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა და მკლავზე სისხლდენა ჰქონდა. პოლიციამ მოძალადე მამაკაცი სახლში იპოვა. სამართალდამცველებმა ის დააკავეს. მამაკაცის წინააღმდეგ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ევროკავშირმა საკუთარი მოქალაქეებისთვის ომის პირობებში ქცევის რეკომენდაციები გამოსცა

ევროკავშირში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა მოაგროვონ საკვებისა და აუცილებელი ნივთების სასწრაფო მარაგი ომის დაწყების ან სხვა სერიოზული საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. შესაბამისი რეკომენდაცია მოცემულია ევროპის სამოქალაქო და სამხედრო მზადყოფნის შესახებ ანგარიშში, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის მრჩეველმა, ფინეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ მოამზადა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ იყო მომზადებული არც „კოვიდ-19“-ის პანდემიისთვის, არც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის და ევროკავშირი უნდა გადავიდეს „რეაქციიდან პროაქტიულ მზადყოფნაზე“. როგორც ამ სტრატეგიის ნაწილი, ევროკავშირმა უნდა ურჩიოს მოქალაქეებს, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, იყვნენ თვითკმარი, სულ მცირე, 72 საათის განმავლობაში. ანგარიშში რჩევაა წევრი სახელმწიფოების მიმართ, სხვა საკითხებთან ერთად, თავის მოქალაქეებს მიაწოდონ…

მეტი...

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში წყალმომარაგების რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები“. აღნიშნული კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან. კურსის ფარგლებში, მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ წყალმომარაგების სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირები. კურსის მიზანია წყალმომარაგების სექტორში არსებული და სამიზნე რეგულირების ზოგადი პრინციპების გაცნობა, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე არსებული მაგალითების ანალიზი. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. სასწავლო კურსზე რეგისტრაცია დასრულება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს. დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://entc.ge/ka/news/20241011110810-newregistrationwater.

მეტი...

მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგები აღიარა

მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგები აღიარა, რომელშიც მცირე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. სასამართლოს გადაწყვეტილება გზას უხსნის მოლდოვას, შეცვალოს კონსტიტუცია, დაადასტუროს თავისი სწრაფვა, შეუერთდეს 27-ქვეყნიან ბლოკს. თუმცა რეფერენდუმი არჩევნებში ჩარევის ბრალდებების ფონზე წარიმართა. მოლდოვის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა.

მეტი...

,,თუ თავმოყვარეობა აქვთ, არ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში” – მამუკა მდინარაძე

,,ჩემი აზრით, ესენი პარლამენტში შემომსვლელები არ არიან. ან არიან, წარმოდგენა არ მაქვს. უფრო მგონია, რომ არ შემოვლენ. ისე, თუ თავმოყვარეობა აქვთ, არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ თავმოყვარეობა არ აქვთ და შეიძლება შემოვიდნენ კიდევაც”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას საარჩევნო ბაზების გახსნასთან დაკავშირებით. „შემობრძანდნენ, კომისია გავაკეთოთ. გინდათ პარლამენტში, გინდათ გამოძიებაში მივიდნენ, გახსნან ყველა უბანი, ყველა უბანში ჩაჰყვნენ. რომელ უბანზეც 300 ათასზე კი არა 1 კაცზე აქვთ ეჭვი, იმ უბანზე შეიტანონ საჩივარი და ჩაჰყვნენ ბოლომდე.…

მეტი...

რუსი ტურისტი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთში, ალანიაში, რუსი ტურისტი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. თურქული მედიის ცნობით, რუსეთის 49 წლის მოქალაქე ქალი სასტუმროს თანამშრომლებმა საკუთარ ნომერში იპოვეს. ის იატაკზე უგონო მდგომარეობაში იწვა. ადგილზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადასტურა, რომ ქალი გარდაცვლილი იყო. ექსპერტ-კრიმინალისტების დასკვნით, ქალი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ტურისტის გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება. გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...