რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში მდებარე ქალაქი სელიდოვო დაიპყრო. უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა დაბა ვიშნევოე და სოფელი ზორიანოე აიღეს. რუსეთის ჯარმა წინსვლა განიცადა სოფლებთან ნოვოუკრაინკა, ნოვოდმიტროვკა და კურახოვკა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით კი, გასული დღე-ღამის განმავლობაში 134 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე რთული ვითარებაა კურახოვისა და პოკროვსკის მიმართულებებზე.
მეტი...თვე: ოქტომბერი 2024
,,საქართველო არც პრორუსია და არც პროევროპული, მან მისცა ხმა პროსაქართველოს” – ტიერი მარიანი
ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველო არც პრორუსია და არც პროევროპული. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევით, ქართველები ავლენენ მზადყოფნას, დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები, იდენტობა და მშვიდობა. „ქართველმა ხალხმა უთხრეს „არა“ მოსკოვის ან ბრიუსელის საგარეო გავლენებს“, – დაწერა მარიანიმ.
მეტი...გლოვა ესპანეთში – წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს მიაღწია
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს მიაღწია. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიამ ყველაზე მეტად ვალენსია დააზარალა, სწორედ ამ რეგიონიდან არის დაღუპულთა უმეტესობაც. დატბორილია ათობით მუნიციპალიტეტი. ამ დრომდე, გადაკეტილია გზები, მაგისტრალები, ხიდები, რის გამოც მაშველთა ჯგუფებს დანიშნულების ადგილამდე ჩასვლა უჭირთ. მეტეოროლოგების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ერთი წლის ნორმა ნალექი მხოლოდ 8 საათში მოვიდა. ეს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ესპანეთში ყველაზე კატასტროფული წყალდიდობაა.
მეტი...„მინდა თვალებში ჩავხედო მკვლელს“ – რამდენიმე დღეში ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესია
7 ნოემბერს 12:00 საათზე კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესია. ბრალდებულის ადვოკატი, სალომე არდოტელი ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილს დაარღვევს. არსებული ინფორმაციით, სასამართლოს პროცესს კესარია აბრამიძის ოჯახი დაესწრება. „აუცილებლად, ვიქნები სასამართლო პროცესზე! მინდა ვნახო, თვალებში ჩავხედო მკვლელს. იმედი გვაქვს მოსამართლე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს დუმილს დაარღვევს, მკვლელობას აღიარებს და მოჰყვება დეტალურად ყველაფერს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ოჯახის ერთ-ერთი წევრი.
მეტი...,,ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ” – თინა ბოკუჩავა
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პროკურატურაში დღესაა დაბარებული საგამოძიებო უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებს. პროკურატურამ, ცოტა ხნის წინ, ახალი განცხადება გაავრცელა. უწყების თქმით, ადამიანები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს. პლატფორმის ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერი, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ,,არანაირ თანამშრომლობას ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან მე არ ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე რეაქცია ექნებათ სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განვმარტე, არანაირი გამოძიება…
მეტი...ზელენსკიმ უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებ-გვერდზე უკვე ატვირთულია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსტინმა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. კოსტინი უკრაინის გენერალურ პროკურორად 2022 წლის ივნისიდან მუშაობდა. მანამდე ის ქვეყნის უმაღლესი რადის დეპუტატი იყო.
მეტი...რა წავიღოთ და როგორ მოვემზადოთ ლაშქრობისთვის – რჩევები დამწყებთათვის
ლაშქრობისთვის მზადება ბევრად ადრე იწყება, ვიდრე ლოკაციისკენ მიმავალ გზას დაადგები. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ზურგჩანთის სწორად ჩალაგებაა. ნუ დაგავიწყდება, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, შენი კომფორტი და უსაფრთხოება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. იმისთვის, რომ საველე პირობების გამოწვევებს წარმატებით გაართვა თავი, თან უნდა იქონიო ყველა საჭირო ნივთი და აღჭურვილობა. თუ დამწყები მოლაშქრე ხარ, ჩვენი რეკომენდაციები სწორედ შენთვისაა. გაეცანი რჩევებს, თუ რა ნივთები უნდა წაიღო და როგორ მოემზადო ლაშქრობისთვის. სალაშქრო ნივთების სია სალაშქრო სია მოიცავს იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც მოგზაურობის დროს სხვადასხვა სირთულის გადალახვაში დაგეხმარება. ჩალაგებისას ორი მთავარი კრიტერიუმი უნდა გაითვალისწინო: ნივთების წონა და…
მეტი...„უფალს ებარებოდე ანგელოზო, ყველა სიტყვა უძლურია ახლა“ – გარდაიცვალა პატარა ნუცა, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა
გარდაიცვალა 5 წლის ნუცა გაგნიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ნუცა, უფალს ებარებოდე პატარა ანგელოზო. ყველა სიტყვა უძლურია ახლა. განისვენე მშვიდად. ვუსამძიმრებ ონს, ოჯახის წევრებს და ყველა გულშემატკივარს“, – წერენ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ 5 წლის ნუცა გაგნიძე, ანსამბლ „ძირიანის“ გარდაცვლილი წევრის, ნიკა გაგნიძის შვილი იყო. პატარა უმძიმეს დაავადებას ებრძოდა.
მეტი...პროკურატურა არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
,,საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მათ, დროულად გამოცხადდნენ საგამოძიებო სტრუქტურებში და ითანამშრომლონ, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, კერძოდ, არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით. გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი…
მეტი...საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა TKT.GE-ზე უკვე დაიწყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცნობით, მატჩი ბათუმში გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. „უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეექვსე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 19 ნოემბერს გამართავს. მატჩი ჩეხეთში, ქალაქ ოლომუეცში გაიმართება. საქართველოს გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთის ფასი 13 ევროს ეკვივალენტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია”, – აღნიშნულია საქართველოს ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო 73-ე ბაგა-ბაღი დროებით დაიხურა
ენტეროვირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, დიდ დიღომში, 73-ე საბავშვო ბაგა-ბაღი 11 ნოემბრამდე დაიხურა. ,,თბილისის #73 საბავშვო ბაგა-ბაღში დაფიქსირდა ენტეროვირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი. საბავშვო ბაღმა და ბაღების მართვის სააგენტომ იხელმძღვანელეს მოქმედი ტექნიკური რეგლამენტითა და საზოგადორბივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებით და ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაწესებულების ერთი კვირით დახურვის თაობაზე. ასევე, აღსაზრდელების მშობლებს მიეცათ სახლის პირობებში პრევენციის რეკომენდაციები. საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, ჩატარდება დეზინფექცია”, – აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.
მეტი...,,სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა” – შალვა პაპუაშვილი
,,სალომე ზურაბიშვილს უცხოურ პრესასთან დღეში რამდენიმე ინტერვიუ აქვს, ის ცილს სწამებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომ მათი გამოყენება ხდება გაყალბებისთვის, ის დაკავებულია დეზინფორმაციით, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა, რომ უკვე თვალში საცემია ქალბატონი სალომეს დესტრუქციული ქმედება საგარეო დონეზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული. „ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა. სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს მისცეს ჩვენება და ახალი განმარტება მოგვცა სისხლის სამართლის სისტემის, სადაც ამბობს, მე დავაბრალე და მათი ამოცანაა, გამოიძიონო. რატომ უნდა მოვიტანო რამე მტკიცებულებაო,…
მეტი...გერმანიამ ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა, სანქციები დაუწესოს
გერმანიამ ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა, სანქციები დაუწესოს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობას ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები, გერმანია სანქციებს შეიმუშავებს და ეს პოზიცია ჩრდილოეთ კორეის საქმეთა დროებით რწმუნებულს უკვე გააცნეს, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 23 ოქტომბერს დაიბარეს. „თუ დადასტურდება, რომ რუსეთის მხარეს ომში ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები მონაწილეობენ, შემდგომი ნაბიჯების უფლებას ვიტოვებთ, მათ შორის დამატებითი სანქციების დაწესებაზე“, – განაცხადა სებასტიან ფიშერმა. მისი თქმით, დროებით რწმუნებულთან საუბრისას გერმანულმა მხარემ მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი რუსეთის უკანონო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და შეწყვიტოს…
მეტი...„ფაქტობრივად, გარდაცვლილი ვიყავი, მეოთხე დღეს თვალი გავახილე“ – სასწაული, რომელსაც მდუმარე ბერს, ნარიმანს უკავშირებენ
ისტორია, რომელიც მდუმარე ბერ მამა ნარიმანს უკავშირდება. მრევლი აცხადებს, რომ ის ფაქტობრივად, მიცვალებული გაცოცხლდა და დღემდე, ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბერს ეკლესია არ აღიარებს, მასთან უამრავი ადამიანი მიდის და ამბობენ, რომ სასწაულის მომსწრეები გახდნენ. მამა ნიკოლოზს 20 წელზე მეტია მდუმარების აღთქმა აქვს დადებული.
მეტი...ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
უნგრეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს. ცნობილია, რომ ელჩის დაბარება შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კრიტიკას მოჰყვა. საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ორბანის განცხადებას კრისტერსონი გამოეხმაურა და თქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შვედეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების სახელით არ საუბრობს, არამედ შესაძლოა, საუბრობდეს რუსეთის სახელით. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ელჩი უნგრეთის საგარეო უწყებაში იყო დაბარებული. „ჩვენ გვაქვს კონტაქტი უნგრეთთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. ორმხრივი დიალოგი არის მნიშვნელოვანი და ურთიერთობების ბუნებრივი ნაწილი“, – განაცხადა მან.
მეტი...პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ადამიანი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს. „აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. მომხდარ…
მეტი...ორსული ქალი მე-9 სართულიდან გადავარდა – ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს
დიდ ბრიტანეთში, 38 წლის ემა ეტკინსონი, რომელიც ორსულად იყო, კორპუსის მე-9 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა. შემთხვევა ქალაქ ლიდსში მოხდა. ორსულის გარდაცვალება მამამ დაადასტურა. დევიდ ეტკინსონმა შვილის ცხედარი ამოიცნო. ემა ეტკინსონი, რომელიც მეხუთე შვილს ელოდებოდა, მრავლობითი ტრავმების შედეგად გარდაიცვალა, ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს. პატარას პოზი დაარქვეს, რომელიც საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის.
მეტი...,,აშშ-ის პოლიცია საპრეზიდენტო არჩევნებზე ძალადობისთვის ემზადება” – Politico
ამერიკელი პოლიციელები 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსალოდნელი ძალადობისთვის ემზადებიან. ინფორმაციას Politico ავრცელებს. „არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად პოლიციის მეთაურები და შერიფები მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო კომისიების თანამშრომლების მისამართით ძალადობის მუქარის, საარჩევნო უბნებზე არეულობისა და ამომრჩევლების დაშინებისთვის ემზადებიან“, – წერს გამოცემა. გამოკითხულმა ექსპერტებმა და ოფიციალურმა პირებმა Politico-სთან საუბარში აღნიშნეს, რომ მუქარის, ხულიგნობისა და ძალადობის ატმოსფერო აშშ-ის არჩევნებისთვის ჩვეულებრივ დღის წესრიგად იქცა. გამოცემის ცნობით, ასე, მაგალითად, არიზონის შტატის მარიკოპას ოლქში 5 ნოემბერს რამდენიმე საგანგებო ცენტრი იმუშავებს. ჯორჯიის შტატში ყველა ახალი პოლიციელი ვალდებულია ისწავლოს საარჩევნო კანონმდებლობა. ნებრასკას შტატის ქალაქ ომაჰაში შერიფმა ადგილობრივი მცხოვრებლების…
მეტი...,,სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ” – ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოს საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით ნორდიკული ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოჩენილი სიფრთხილის გამო, ევროპა საქართველოს კარგავს ,,სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ”, – წერს მარკო მიჰკელსონი X-ზე.
მეტი...საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვემო ქართლი, სოფელი ბაზაქლო იყო. ბიძგების სიმძლავრემ 2,1 მაგნიტუდა შეადგინა. სხვა დამატებითი ინფორმაცია, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ
სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში შექმნილი ვითარებას განცხადებით ეხმაურებიან და ამბობენ, რომ არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების გამოძიების მოწოდებას უერთდებიან. ,,ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს საფუძვლიანად და მიუკერძოებლად იქნას გამოძიებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. არსებითი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესის მთლიანობაზე გაჩენილი ეჭვების გაფანტვას. სკანდინავიურმა ქვეყნებმა მტკიცედ დაუჭირეს მხარი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ბოლო წლებში ჩვენ მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და კანონმდებლობა სულ უფრო შორდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის შესაბამისი გზიდან. კანონის უზენაესობისა…
მეტი...,,საქართველო მოძრაობს უკუსვლით” – ფიშერი
,,საქართველო მოძრაობს უკუსვლით”, – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი და ევროკომისიის დასკვნას აქვეყნებს. ,,საქართველო მოძრაობს უკუსვლით – აღინიშნება მართლმსაჯულებისა და ძირითადი უფლებების უპრეცედენტო უკუსვლა. არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელიც კანდიდატისგანაა მოსალოდნელი. შედეგებისთვის, ევროკავშირის ლიდერები, მალე შეხვდებიან”, – წერს ფიშერი.
მეტი...,,გვინდა დავინახოთ, რომ საქართველოში ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია” – მილერი
,,გვინდა დავინახოთ, რომ ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საუბრობს და პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას ატლანტიკური საბჭოს მკლევრების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით. ,,ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, ,,ატლანტიკური საბჭოს” მკვლევრების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის საქმეზე, კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ, ცხადია, ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია. გვინდა დავინახოთ, რომ ისინი თავისუფლები არიან პროტესტში, რომ მათი გამოხატვის ფუნდამენტური უფლება რამენაირად არ ირღვევა”, – თქვა მილერმა.
მეტი...,,ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველებმა ფარსი მიიღეს” – სენატორი ვიკერი
,,ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველებმა ფარსი მიიღეს”, – ასე ეხმაურება სენატორი როჯერ ვიკერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნებზე მანიპულირება არის მძიმე დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებისა და სუვერენიტეტისათვის. „გასულ შაბათს, ქართველი ხალხი მივიდა არჩევნებზე, რათა გამოეყენებინათ თავიანთი დემოკრატიული უფლება, აირჩიონ თავიანთი მომავალი მთავრობა. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ მიიღეს ფარსი. საქართველოს ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირს უთხრიდა ყოვლისმომცველი დარღვევები, მათ შორის დაშინება, ძალადობა, ხმების შესყიდვა და შედეგები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა სანდო, დამოუკიდებელი წინასაარჩევნო გამოკითხვებისგან და ეგზიტპოლების შედეგებისგან, ისევე წინა არჩევნების ტენდენციებისგან. ჩვენ ვიზიარებთ…
მეტი...,,სადღაც უკან რომ ფერი გამოვიდა, ეს როგორაა ხმის ფარულობის დარღვევა?” – კალანდარიშვილი
,,სადღაც უკან რომ ფერი გამოვიდა, ეს როგორაა ხმის ფარულობის დარღვევა?”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩევლის ხმის ფარულობა არ დარღვეულა. ,,კაბინიდან როდესაც გამოვიდა ამომრჩეველი და ამ დროს, ჩვენ შეთავაზებული გვქონდა ამომრჩევლისთვის სპეციალური ჩარჩო ფორმა, რომელშიც თავსდებოდა ამობრუნებული სახით ბიულეტენი და ზუსტად ეს ამობრუნებული სახით მოთავსებაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის გათვალისწინებით უზრუნველვყავით, რომ კიდევ დამატებით ინსტიტუციას მოეფიქრებინა და გადაწყვეტა ჰქონოდა ფარულობის მაქსიმალურ გადაზღვევასთან მიმართებაში და არა სახით, არამედ გადმობრუნებული სახით ბიულეტენი თავსდებოდა სპეციალურ ჩარჩო ფორმაში, რომელშიც მისი სრულყოფილად მოთავსებისა და შემდეგ…
მეტი...როგორი ამინდი იქნება 31 ოქტომბერს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დღე უნალექოდ ჩაივლის. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +17, +22°; მთაში +13, +18°; მაღალმთაში +11, +16°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +14, +19°; მთაში +12, +17°; მაღალმთაში +9, +14°. დედაქალაქშიც უნალექო ამინდი და დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. იქროლებს სუსტი ქარი. თბილისში ტემპერატურა +18° გრადუსამდე აიწევს.
მეტი...ბოლო ცნობები ესპანეთიდან – ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მთავრობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან დიდია დაკარგულთა რაოდენობა. დატბორილია საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ვალენსიის აეროპორტში. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი სისტემა, რის გამოც ათობით დასახლებულ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება აქვს შეწყვეტილი. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
მეტი...“საკითხი მანიპულაციურად არის წარმოჩენილი”- ცესკოს განცხადება ბიულეტენებთან დაკავშირებით
“ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სამ სტამბაში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ ცესკოს წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. ბეჭდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო საჯარო” – ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაციამ ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა განვმარტოთ საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის ქაღალდის შეძენასა და ბეჭდვასთან დაკავშირებული დეტალები. პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არამარტო ელექტრონული, არამედ ყველა არჩევნების ბიულეტენებისთვის ქაღალდს საარჩევნო ადმინისტრაცია ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს და აწვდის…
მეტი...“ვთავაზობ ხელისუფლებას ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში” – ელჩი
“ვთავაზობ ხელისუფლებას ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ”- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. ელჩი ამბობს, რომ საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი. “ვთავაზობ ხელისუფლებას ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ, მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას და დაბრუნებას ჩვენი უპირობო პრინციპებისა და ღირებულებებისადმი, რომლებზედაც ევროკავშირი არის დაფუძნებული. გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე,…
მეტი...“საქართველოში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებს დაშინების და ფიზიკური შეურაცხყოფის მზარდ ფაქტებს”- გაფართოების ანგარიში
“საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა უკუსვლა, რამაც გამოიწვია ვითარება, როდესაც საქართველო იმყოფება გამოხატვის თავისუფლების მომზადების ადრეულ ეტაპს და მომზადების გარკვეულ დონეს შორის”- ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშის იმ ნაწილშია აღნიშნული, რომელიც გამოხატვის თავისუფლების საკითხს ეხება. დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს დაშინების, მუქარისა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მზარდ ფაქტებს. „მაღალი დონის საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსების მიერ მედიის სპეციალისტების მიმართ დისკრედიტაციის რიტორიკამ შექმნა მზარდი მტრული გარემო, რომელიც საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, პლურალიზმს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას. „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღება კიდევ უფრო ზღუდავს…
მეტი...წალენჯიხაში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს
წალენჯიხაში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
მეტი...“ნუ დაკარგავთ იმედს!”- ჰერჩინსკის მიმართვა ქართულად
“ნუ დაკარგავთ იმედს!” – ამ სიტყვებით დაასრულა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენცია, რომელიც 2024 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართა. ელჩის თქმით, ისურვებდა, რომ მეტი პოზიტიური მიღწევების შესახებ საუბარი შეეძლოს, სამწუხაროდ, „მიღწევები დაჩრდილა შემაშფოთებელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულმა მტრულმა ნარატივებმა და დეზინფორმაციამ“. “დღეს, ერთი წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება…
მეტი...“გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით”- ევროკავშირის ელჩი
“წევრი სახელმწიფოები განიხილავენ საქართველოში არსებულ მოვლენებს მომდევნო დღეებსა და კვირებში, მათ შორის უმაღლეს დონეზე – გადაწყვეტილებები საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით იქნება მიღებული “ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩმა უპასუხა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ თავის დროზე ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლაში „ჩააშენა“ გარკვეული უსაფრთხოების ზომები და ევროკომისიის საქმეა, მუდმივად გაუწიოს მონიტორინგი მას. “ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ 7-8 წლის წინ, იმ გაგებით, რომ საქართველო ევროკავშირს უფრო დაუახლოვდება. რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც ასოცირების შეთანხმება აქვს, დაეყრდნობა პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირის საფუძველს წარმოადგენს. ჩვენ ასევე…
მეტი...“ქართველი ხალხი სიცხადეს იმსახურებს იმაზე, თუ რა მოხდა არჩევნებზე”- პაველ ჰერჩინსკი
“ქართველი ხალხი სიცხადეს იმსახურებს იმაზე, თუ რა მოხდა არჩევნებზე”- ამის შესახებ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩი მიიჩნევს, რომ გამოძიება აუცილებელია. “ამ ეტაპზე არჩევნების ოფიციალური შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჯერ არ გამოცხადებულა. ახალი პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა და, შესაბამისად, ადგილზე არ არის ახალი მთავრობა. არჩევნების დამკვირვებლებმა აღნიშნეს ბევრი დარღვევა და პოტენციური საარჩევნო დარღვევა ბოლო არჩევნების დროს. ახლა ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ყველა შესაბამის ოფიციალურ პირს, რომ შეასრულონ თავიანთი ვალდებულება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და გადაწყვეტილება გამოიტანონ საარჩევნო დარღვევებსა და ბრალდებებზე. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ საქართველოს…
მეტი...“საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 18 ნოემბერს განიხილავენ “- ჰერჩინსკი
“საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 18 ნოემბერს განიხილავენ “- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. “ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ოფიციალურ პირებს, რომ შეასრულონ თავიანთი ვალდებულება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და გადაწყვეტილება გამოიტანონ სააერჩევნო დარღვევებსა და ბრალდებებზე… თქვენ ნახეთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მოშელმა უკვე კვირას გამოაცხადა, რომ ის განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას ევროკავშირის ლიდერებთან ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ბუდაპეშტში 6 ნოემბერს. პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტს ბრიუსელში გუშინ წინასწარი განხილვა ჰქონდა. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში…
მეტი...„მიღწევები დაჩრდილა შემაშფოთებელმა უკუსვლამ, ევროკავშირის წინაღმდეგ მტრულმა ნარატივებმა”- ელჩი
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან არ იყო პოლიტიკური მზაობა ევროკავშირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ამ მხრივ უკუსვლა შემაშფოთებელია. „მიღწევები დაჩრდილა შემაშფოთებელმა უკუსვლამ ევროკავშირის წინაღმდეგ მტრულმა ნარატივებმა და დეზინფორმაციამ. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ცხრა ნაბიჯი. სამწუხაროდ სარქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტკიური მზაობა, საკმარისი რეფოემების განსახორციელებლად“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მეტი...