ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე მორიგ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. როგორც კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრი, სალომე მელია ამბობს, მის მეუღლესა და ბიძაშვილის “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ. „ჩემი მეუღლე და ბიძაშვილი უბნის გარეთ იდგნენ, მე კი უშუალოდ უბანზე შემოვლას ვაწარმოებდი, პროცესი რომ მენახა. მე-9 უბანი რადგანაც დატვირთულია, ჩემმა დამკვირვებელმა მოსვლა მთხოვა, მოვედი და გარეთ უცებ ჩოჩქოლი ატყდა. ჩემი მეუღლე და ბიძაშვილი დაახლოებით, 25-მა ზონდერმა მოსაკლავად გაიმეტა, ეს იყო საშინელება. ვიხვეწებოდით, რომ პატრული გამოეძახათ და არ გამოიძახეს. მოგვიანებით მოვიდა პოლიცია. დაპირისპირების რეალური მიზეზი არ ვიცი”- განაცხადა…

მეტი...

მმართველი გუნდის ოფისთან სცენას ამზადებენ და ზეიმისთვის ემზადებიან

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია. მმართველი გუნდი ზეიმისთვის ემზადება და პარტიის ოფისთან სცენას ამზადებენ. დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

მეტი...

ავსტრალიაში  არჩევნების შედეგები ცნობილია

ავსტრალიაში არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა. საქართველოს მოქალაქეებს ავსტრალიის  დედაქალაქ კანბერაში შეეძლოთ ხმის მიცემა. აქ მხოლოდ ერთი უბანი იყო გახსნილი. არჩევნებში 50-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ხმები ასე გადანაწილდა: 4 – კოალიცია ცვლილებისთვის – 14 ხმა 5 – ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 10 ხმა 9 – ძლიერი საქართველო – 9 ხმა 25 – გახარია საქართველოსთვის – 2 ხმა 41- ქართული ოცნება – 15 ხმა

მეტი...

15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 454 837 ამომრჩეველი მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 454 837 ამომრჩეველი მივიდა, რაც 41.62%-ს შეადგენს. რეგიონების მიხედვით, აქტივობა ასე გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 135 863; თბილისი 437 426; კახეთი 125 558; მცხეთა-მთიანეთი – 38 073; ქვემო ქართლი – 142 851;შიდა ქართლი – 98 338;სამცხე-ჯავახეთი – 62 339; რაჭა ლეჩხუმი – 15 765; იმერეთი – 220 771; გურია – 45 010; აჭარა – 13 2843.      

მეტი...

ლონდონი, რიგი საარჩევნო უბანთან

საზღვრებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაეები არჩევნებში აქტიურად მონაწილეობენ. ემიგრანტების რიგებია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ საარჩევნო უბნებთან. ფაქტის აღმნიშვნელ ფოტო და ვიდეო მასალას საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. „ასეთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დღეს საქართველოს არ ჰქონია, უნდა წავიდეთ არჩევნეზე. ერთხელ ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ ევროპას კი“- ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

მეტი...

„ვერ ვუკავშირდები შინაგან საქმეთა მინისტრს“ – პრეზიდენტი

არჩევნების მიმდინარეობასა და ძალადობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მორიგ განცხადებას აკეთებს. “ძალიან მაღალია აქტივობა, ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და საჭიროა, ეს გაგრძელდეს. არაჩვეულებრივი აქტივობა არის საზღვარგარეთ. ასევე მინდა ავღნიშნო ძალიან ცუდი ფაქტები ძალადობის, რაც ხდება სხვადახვა უბანზე. ხან მედიას აპარატურა დაუნგრიეს, ხან არის პირდაპირ ძალადობა. ჯგუფები არიან იქ შეკრებილი, რომლების ერთადერთი მიზანია, რომ იქ მოხდეს დაძაბულობა, კონფრონტაცია.ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია. ეს რის სისუსტის მაჩვენებელი. მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკიავშირდები სამწუხაროდ. ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეებს. ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს. მინდა მას, ვთხოვო და მოვუწოდო, რეაგირება…

მეტი...

გლდანში დაპირისპირების დროს დამკვირვებელი დაშავდა

გლდანში, #60-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დამკვირვებელი დაშავდა. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც დაშავებულს დახმარებას უწევს. საარჩევნო უბანთან  არიან სამართალდამცავებიც. „ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად მარტო მე არა, ძალიან ბევრ ჩემს თანატოლ დამკვირვებელს გაუსწორდნენ, არიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. ისინი სუს-ის მიერ მიცემულ დავალებებს ასრულებენ. იციან,რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ და ცდილობენ საარჩევნო პროცესი შეაფერხონ“ – აცხადებს დამკვირვებელი.        

მეტი...

მამაკაცი არჩევნებზე ქალის იმიჯით მივიდა

ეს ფოტო კასპშია გადაღებული. მამაკაცი არჩევნებზე მივიდა როგორც ქალი, რეალურად კი იყო კაცი.

მეტი...

ყიზილაჯლოს 74-ე უბანზე ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის“ დამკვირვებლის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, ყიზილაჯლოს 74-ე უბანზე ე.წ. წიწაკის სპრეი მან გაუშვა. როგორც მუმლაძე განმარტავს, მას სარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ და სპრეი თავდაცვისთვის გამოიყენა. „დამკვირვებელ თინათინ ნოზაძეზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, უბნიდან აგდებდნენ. როცა გასარკვევად მივედით, აღმოჩნდა, რომ რეგისტრატორებზე უკანა მხრიდან დაკვირვების საშუალებას არ აძლევდნენ. ყიზილაჯლოს „ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში, ჯეიჰუნ ჩოიდაროვმა ჯგუფი დააორგანიზა, მათ უბანზე, სადაც კენჭისყრა მიმდინარეობდა, დამარტყეს. საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, მეორე ოთახში 20-მდე ადამიანმა მოგვიმწყვდია, მე პირადად, გაზის სპრეი მქონდა, თავი დავიცავი და ეს ხალხი მოვიგერიე. ამ ხალხის თავდასხმის შემდეგ…

მეტი...

„27 ოქტომბერს რა აკეთებ“- ფიზიკური დაპირისპირებაა გლდანში

დაძაბულია სიტუაცია გლდანში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან. ფიზიკური დაპირისპირებაა უბნის გარეთ, როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაურია უბნი შიგნითაც. ადგილზე მყოფი, ოპოზიციური პარტიი წარმომადგენლები ამბობსნ, რომ  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩევლებს ნების გამოხატვაში ხელს უშლიან. ხმის მიცემის პროცედურა შეფერხებულია. ადგილზე პოლიცია მივიდა.

მეტი...

“პოლიციამ უნდა დააშოროს “ძველი ბიჭების” და ნარკომანების ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო უბნებიდან”- პრეზიდენტი

“პოლიციამ უნდა დააშოროს “ძველი ბიჭების” და ნარკომანების ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო უბნებიდან” – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. „პოლიციამ უნდა დააშოროს ძველი ბიჭების და ნარკომანების ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო უბნებიდან… მეტი რეაგირება და დროული რეაგირება გევალებათ!“- წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

ბიულეტენების ჩატენვა – აღძრულია სს საქმე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილე  როვშან ისკანდაროვი, რომელმაც კამერების, დამკვირვებლებისა და ამომრჩევლების თვალწინ, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩატენა „ბღუჯა-ბღუჯად“, აღძრულია სს საქმე. მარნეულში საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენეს (video)

მეტი...

“თავისუფალი ნების გამოხატვის ხელშეშლა”- „ადამიანის უფლებათა ცენტრი” დარღვევებზე

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებმა, 13:00 საათისთვის, 6 საჩივარი დაწერეს და 7 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში – მთავარ ტენდენციად შეიძლება დასახელდეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის მანძილზე პარტიების კოორდინატორების და აგიტატორების შეკრება და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვის ხელშეშლა” – ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრისას იდენტიფიცირებული დარღვევებსა და ტენდენციებზეა საუბარი. ორგანიზაციის ინფორმაციით, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ხმის მიცემისას კაბინაში ბიულეტენზე ფოტოების გადაღების რამდენიმე ფაქტი, ასევე, მარნეულის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კაბინაში შესული ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ფაქტები.

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება იყო ისანში

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ისანში. მე-17 საარჩევნო უბანთან რამდენიმე ადამიანს  ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაიით, ინციდენტის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უბანზე სუს-მა “ტიტუშკები” მიუგზავნა. ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილიც.

მეტი...

შსს-მ მარნეულში, 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში, 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყებამ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე 3 პრიმა მუხლით (არჩევნების გაყალბება) დაიწყო, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს და ვადით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მარნეულის 69-ე უბნიდან, სადაც ჩანს, მამაკაცი, როგორ ყრის ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში. ამ დროისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულში 69-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეჩერებულია.

მეტი...

ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა

ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა. უბნის თავმჯდომარის, გიორგი ჩხარტიშვილის ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი მოულოდნელად გახდა ცუდად. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. “რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ აქ რა მოხდა, არ ვიცი. ცუდად გახდა, გონებ აგაეთიშა. სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟიც გავუკეთეთ. პულსი მხოლოდ მაშინ ესინჯებოდა, როდესაც გულის მასაჟს ვუკეთებდით. სასწრაფოს გარდაცვლილი დახვდა” – განაცხადა მე-15 უბნის დამკვირვებელმა მარინა ღლონტმა

მეტი...

უბანზე, სადაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, კენჭისყრა შეჩერებულია

მარნეულის 69-ე უბანზე, სადაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, კენჭისყრა შეჩერებულია. „კენჭისყრა შეწყვეტილია, განკარგულება მიიღო საოლქო საარჩევნო კომისიამ, ინციდენტის გამო. რეაგირება არის ის, რომ კენჭისყრა შეწყვეტილია“- განაცხადა ცესკო-ს წარმომადგენელმა, იაკობ ასანიძემ. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.

მეტი...

“შუშის ბოთლი მესროლეს”- ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი

300 არაგველის ტერიტორიაზე, N 9 საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე მისულ ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას ე.წ. “ძველი ბიჭები”დახვდნენ, რომლებიც აგინებდნენ და შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართავდნენ.   მარიამ დოლიძე ამბობს, რომ მას ” ქართული ოცნების” აგიტატორებმა შუშის ბოთლიც კი ესროლეს. “იყვნენ, დაახლოებოთ, 15-20 კაცამდე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, წარმოუდგენლად იქცეოდნენ, მსგავსი არასდროს, არაფერი მინახავს. შუშის ბოთლი მესროლეს, პირადად, მე, ამის ვიდეოკადრებს მოგაწვდით, როგორც მტკიცებულებას. როგორც კი დაინახეს, რომ ვიღებდით, იმწამსვე, გახდნენ აგრესიულები, გვაგინებდნენ, ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, ამის შემდეგ რაც გამოჩნდნენ სამართალდამცავები, იდგნენ და უბრალოდ, უყურებდნენ, ცემა-ტყეპას – როგორ გვცემდნენ და როგორ გამისწორდნენ ფიზიკურად, როგორ მესროლეს…

მეტი...

„ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია”- ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრაზე

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს, გაერკვეს მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარში და სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს. კერძოდ, საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. კალანდარიშვილი აღნიშნულს შემაშფოთებელს უწოდებს. გარდა ამისა, ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეზე წარმოება რაც შეიძლება სწრაფი ტემპით განახორციელოს. „ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ. მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო, მოვთხოვო მარნეულის…

მეტი...

“გადამზადებულები არიან ერთ რაღაცაში – შექმნან ქაოსი!”- ზუგდიდში საარჩევნო უბნიდან ხუთი დამკვირვებელი გააძევეს

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბნიდან ხუთი დამკვირვებელი გააძევეს. როგორც მე-9 უბნის კომისიის თავმჯდომარემ დონა ბერიშვილმა განუცხადა, ხუთივე დამკვირვებლის გაძევების მიზეზი იყო ის, რომ ისინი საარჩევნო უბანზე ხმაურობდნენ და რეგისტრატორებს ხელს უშლიდნენ. „რეგისტრატორებს ხელს უშლიდნენ, ხმაურობდნენ. მთელი დღეა ამ გოგოს პირი არ გაუჩერებია. ვუთხარი, დააკვირდი და ა.შ. შევიდა მდივანთან, ჩართო კამერა და მდივნის ჟურნალს ფოტო-ვიდეოს უღებდა. ამბობდა, უფლება მაქვსო. ასე არ შეიძლება, პარტია რომ წარმომადგენელს უშვებს, უნდა დაატრენინგოს, ასწავლოს და ასე შემოუშვას. სირცხვილია დაზეპირებული ფრაზებით შემოდიან. გადამზადებულები არიან ერთ რაღაცაში – შექმნან ქაოსი! გაძევებულთა შორის ერთ-ერთი იყო “ლელო”, სხვებს…

მეტი...

12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა-ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ს შეადგენს. რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 72 443; თბილისი 238 992; კახეთი 70 441; მცხეთა-მთიანეთი – 20 903; ქვემო ქართლი – 83 448; შიდა ქართლი – 51 522; სამცხე-ჯავახეთი – 31 651; რაჭა ლეჩხუმი – 9 096; იმერეთი – 113 536; გურია – 21 748; აჭარა – 62 876.  

მეტი...

ბაღდათში ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთი დააზიანა

ბაღდათში, სოფელ დიდველაში გახსნილ საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. ამომრჩეველმა, რომელიც ხმის მისაცემად იყო მისული, საარჩევნო აპარატურა დააზიანა და საარჩევნო პროცესი შეაფერხა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ფაქტი იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ ადგილზე მყოფმა პირებმა, ვერც რეაგირებდა და ვერც აღნიშნული მოქალქის შეკავება მოახერხეს. ადგილზე ამ ეტაპისთვის საარჩევნო პროცესი აღდგენილია და არჩევნები ერთი აპარატურით მიმდინარეობს.

მეტი...

მარნეულში საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენეს (video)

მარნეულში, N69 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენა.  შესაბამის კადრებს, ყოფილი სახალხო დამცველი  ნინო ლომჯარია ავრცელებს. “მარნეულის 69-ე უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როდესაც ის ბიულეტენების ჩაყრის აღნიშნულ კადრს იღებდა” – წერს ლომჯარია.  

მეტი...

“გვეუბნებიან, რომ აქტივობა ძალიან მაღალია, რაც ძალიან კარგია შედეგების ლეგიტიმურობისთვის” – ევროპარლამენტარი

“გვეუბნებიან, რომ აქტივობა ძალიან მაღალია, რაც ძალიან კარგია შედეგების ლეგიტიმურობისთვის” – ამის შესახებ უნგრელმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელმა, ანდრას აურელ ლასზლომ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. „გვეუბნებიან, რომ აქტივობა ძალიან მაღალია, რაც ძალიან კარგია შედეგების ლეგიტიმურობისთვის. ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივი დამკვირვებლების წარმომადგენლებს, ვესაუბრეთ საარჩევნო პერსონალს, ვესაუბრეთ ამომრჩევლებს, ყველაფერი ძალიან მშვიდია, ყველაფერი ძალიან ორგანიზებულია, რაც ძალიან კარგია და ასევე, ვიკითხეთ ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის შესახებაც. ყველა ბედნიერად გამოიყურება, ყველა დარწმუნებული ჩანს კენჭისყრის შედეგების სანდოობაში და ეს ძალიან კარგი დღეა საქართველოსთვის. რაც დღეს რამდენიმე ადამიანთან საუბრის შედეგად გავიგეთ, არის ის, რომ საქართველოში არჩევნები…

მეტი...

“გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი დაფიქსირდა, ტყუილია”- კობახიძე

“გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი დაფიქსირდა, ტყუილია – შეიძლება მათ აღიზიანებდეთ მაღალი აქტივობა, მაგრამ ეს გაღიზიანება უნდა დაიტოვონ თავისთვის. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში განვაგრძობთ ამომრჩეველთა მობილიზაციაზე ზრუნვას” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კობახიძის განცხადებით, თუ სადმე დაფიქსირდება დარღვევა, მმართველი გუნდი იქნება პირველი, ვინც ამაზე რეაგირებას განახორციელებს. „ჩვენ ვაკვირდებით მათ განცხადებებს, როგორც რადიკალური ოპოზიციის, ასევე მათთან დაკავშირებული NGO-ების განცხადებებს, როგორიცაა ISFED და ა.შ. და ჩვენ ვსწავლობთ შესაბამის ფაქტებს. მაგალითად, ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს, დაფიქსირდა მოსყიდვის 3 ფაქტი. ჩვენ ჩავეძიეთ სამივე…

მეტი...

უამინდობის გამო თუშეთში ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ვერ მიაქვთ

თუშეთში მყოფმა მოქალაქეებმა შესაძლოა, ხმის მიცემას ვერ შეძლონ. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც, თუშეთში ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ვერ მიაქვთ. ახმეტის #18 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძე აცხადებს, რომ თუ თუშეთში მყოფი მუდმივად მცხოვრები 5 ადამიანი და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მყოფი მესაზღვრები ხმის მიცემას ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ. მისივე ინფორმაციით, თუშეთის მიმართულებით სამანქანე გზა დაკეტილია, ვერტმფრენი კი უამინდობის გამო ფრენას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტს, საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არცერთი დარღვევა და საჩივარი არ დაფიქსირებულა, მოქალაქეთა აქტივობა კი, საშუალოა.

მეტი...

“ბანდიტური ჯგუფი შემოვარდა უბანზე”- ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში

მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება იყო. დაშავებულია ერთი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება უბნიდან დამკვირვებლის გაძევების მცდელობას მოჰყვა. “საშინელება ხდება აქ. დამკვირვებლეს აძევბდნენ. უცებ ბანდიტური ჯგუფი შემოვარდა უბანზე და დაგვიწყეს გინება და რტყმევა. ჩვენი პარტიი წევრია დაშავებული, ველოდებით სასწრაფოს”- აცხადებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე.  

მეტი...

“აჭარაში საარჩევნო უბნებზე ათობით საჩივარი დაიწერა”- ენმ-ს სპიკერი ბათუმში

“აჭარაში საარჩევნო უბნებზე ათობით საჩივარი დაიწერა”- ამის შესახებ ბათუმში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერმა ნიკა ქაშიბაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე მანიპულაციის გზით არჩევნების გაყალბებას ახდენს. „უბნებთან „ქართული ოცნების” წარმომადგენლები მობილიზებული არიან და ზეწოლას ახდენენ, ისინი სიებით დგანან. ჩვენი ინფორმაციით სამარშრუტო ტაქსებში ხდება თანხების გადაცემა. ყველა მუნიციპალიტეტში მასიურად ხდება ორ-ორი ბიულეტენის გადაცემა რეგისტრატორების მიერ. ჩვენი ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარეებთან და გამყალბებელ რეგისტრატორთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ „ქართული ოცნების” შტაბიდან და აწვდიან სახელ- გვარს, ვის უნდა გადასცენ ორი ბიულეტენი. გვინდა გავაფრთხილოთ ყველა კომისიის წევრი, ეს არის გაყალბების ორგანიზებული დანაშაული და ყველა აგებს…

მეტი...

“ლონდონში 8:11 საათზე გაიხსნა უბანი და უკვე რიგია”- არჩილ კუპრეიშვილი

“ლონდონი-8:11. უბანი გაიხსნა და უკვე რიგია”- წერს მოქალაქე არჩილ კუპრეიშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს. ემიგრანტები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში აქტიურად მონაწილეობის შესახებ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. “ჩვენი ჰამბურგის ქართველობა მიდის ხმის მისაცემად”- მარიკა ლაფაური      

მეტი...

“ჩვენი ჰამბურგის ქართველობა მიდის ხმის მისაცემად”- მარიკა ლაფაური

ემიგრანტი მარიკა ლაფაური სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ჰამბურგში მცხოვრები ქართველები ხმის მისაცემად მიდიან. “ჩვენი ჰამბურგის ქართველობა მიდის ხმის მისაცემად. ძალიან იყოჩაღა ყველამ. ჩემი იქაური ფონდით ტრანსპორტირების თანხის ნაწილი დავაფინანსე ასევე წვლილის შესატანად”- წერს მოქალაქე მარიკა ლაფაური სოციალურ ქსელში.

მეტი...

სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანზე

მარნეულის №3 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალაა განთავსებული. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. კანონის მიხედვით არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან პარტიული აგიტაცია და სიმბოლოები იკრძალება.

მეტი...

“ეს 88 წლის ბებიაჩემია, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა ხმის მისაცემად“- ნინო აგლაძე

“ეს 88 წლის ბებიაჩემია, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა, დეიდაჩემთან და ბიძაჩემთან ერთად, ხმის მისაცემად “- წერს მოქალაქე ნინა აგლაძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს. დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

მეტი...

“საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები” – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა

“საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები” – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები, რათა საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მიერ ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით შეაფასონ“- წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა.  

მეტი...

10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა

10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პრესსპიკერის ინფორმაციითვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი, თუმცა ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულად იოსელიანის განმარტებით, ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.

მეტი...

“ბაჩიაშვილზე რომ საუბრობთ, ელემენტარული კრიტიკული აზროვნება არა გაქვთ!”- ივანიშვილი ჟურნალისტებს

“ბაჩიაშვილზე რომ საუბრობთ, ელემენტარული კრიტიკული აზროვნება არა გაქვთ! – მას პასუხი არ სჭირდება! თუ მისი ინტერვიუ ნახეთ, იქ უკვე ყველაფერი იკითხება! – ასე მიმართა ჟურნალისტს “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა გიორგი ბაჩიაშვილს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცლად ისაუბრა. ბაჩიაშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ოფშორების კანონს შეეხო და როგორც განაცხადა, ივანიშვილმა  ერთ ოპერაციაში სახელმწიფოს დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოპარა.

მეტი...

საქართველოში არჩევნებს 200-მდე  ორგანიზაცია აკვირდება 

26 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნები იმართება.  არჩევნებს 64 საერთაშორისო ორგანიზაცია და 102 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება. საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად საქართველოში უცხოური მედიაც ჩამოვიდა. არჩევნებში   18 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს.  წელს პირველი წელია, როცა საქართველოს მოსახლეობა ხმას განსხვავებულად – ელექტრონული წესით აძლევს, როცა ამომრჩევლების ხმებს სპეციალურიმ ელექტრონული აპარატი ითვლის. უპრეცენდენტო მობილიზებაა ქართველ ემიგრანტებშიც, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან ირჩევენ. დღეს, საქართველოში მმართველ პარტიას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს. აღნიშნული გუნდი ხელისუფლებას 12 წელია მართავს. არჩევნბში მონაწილეობა უკვე მიიღო და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. პოლიტიკური…

მეტი...