„საქართველოში ჩატარებული არჩევნებით კმაყოფილია კრემლი – “ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!” – ასეთია მარგარიტა სიმონიანის შეფასება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
მეტი...დღე: ოქტომბერი 26, 2024
,,დღეს ოპოზიცია, ეს რადიკალური დაჯგუფება არის დამარცხებული” – კახა კალაძე
,,თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, ,,ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ გადატრიალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა. მისი თქმით, იმისთვის, რომ გადატრიალება მოაწყოს, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. ,,ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს იმის, რომ ქვეყანაში მოაწყოს გადატრიალება და რევოლუცია. როდესაც შენ აწყობ გადატრიალებას, უნდა გქონდეს საზოგადოებისა და ხალხის მხარდაჭერა. დღეს ოპოზიცია, ეს რადიკალური დაჯგუფება არის დამარცხებული. თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას,…
მეტი...,,ოპოზიცია იტყვის, პარლამენტში არ შევალთო – ნუ შემოვლენ, მათ ნაცვლად მშვენივრად მივიღებთ გადაწყვეტილებას” – მამუკა მდინარაძე
,,ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს. იტყვიან, პარლამენტში არ შევალთო. ნუ შემოვლენ! ძალიანაც მივქარეთ, რომ წინა შემთხვევაში ვეხვეწეთ”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ოპოზიციას ქუჩის რესურსი მაშინ გამოეცალა, როდესაც საუკუნის აფერა დადგეს. ისინი არჩევნებისთვის არ ემზადებოდნენ. 11%-ზე მეტი ვერც ერთმა პარტიამ ვერ აიღო. მათი ყველზე წარმატებული პარტია „ნაცაგენტურა“ ნომერი 2 აღმოჩნდა. „ნაცებს“ გაასწრეს „ნაცობაში“. უფრო მეტმა „ნაცმა“ გვარამიას მისცა ხმა, ვიდრე თავად „ნაცებს“. ისინი 27 ოქტომბრისთვის ემზადებოდნენ. ახლა გააგრძელებენ რაღაც სპექტაკლების დადგმას. ძალიან მაინტერესებს, რას მოიფიქრებენ და რას იტყვიან, როგორ გაყალბდა ელექტრონული არჩევნები. არანაირი რესურსი არ…
მეტი...,,გამოკითხვები აჩვენებს პროევროპული ოპოზიციის ლიდერობას” – ფოტიგა
,,გამოკითხვები აჩვენებს პროევროპული ოპოზიციის ლიდერობას ახლახან დასრულებულ კენჭისყრაში”, – საქართველოში ჩატარებულის საპარლამენტო არჩევნებისა და ეგზიტპოლების შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა X-ზე წერს. ,,მიუხედავად იმისა, რომ მმართველი „ქართული ოცნება“, პრო-სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლის შემდეგ, აცხადებს, რომ გაიმარჯვა, სხვა გამოკითხვები აჩვენებს პროევროპული ოპოზიციის ლიდერობას ახლახან დასრულებულ კენჭისყრაში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაადასტურა ოპოზიციის გამარჯვება, ის ასევე მიუთითებს არჩევნების გაყალბების მცდელობებზე უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში”, – წერს ფოტიგა
მეტი...არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია
არჩევნების დასრულების შემდეგ, ცესკოს თავმჯომარემ ბრიფინგი გამართა და პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. გორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 3111 უბნიბდან 2265 უბანი არის მოდერნიზებული, საიდანაც მოსულია 2 206 საარჩევნო უბნის შედეგი. მისივე თქმით, ეს არის არჩევნების პირველადი შედეგები. „ქართული ოცნება“ – 52,94 პროცენტი; „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 11,19 პროცენტი; „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9, 79 პროცენტი; ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9,05 პროცენტი; „გახარია საქართველოსთვის“ – 8,26 პროცენტი; კალანდარიშვილის თქმით, ეს არ არის საბოლოო შედეგები და გარკვებული უბნებიდან შედეგებს კიდევ ელოდებიან.
მეტი...„ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა” – მამუკა მდინარაძე
„ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ ამომრჩეველს”, – ასე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებს, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო. მან მადლობა გადაუხადა ,,ქართული ოცნების” ამომრჩევლებს, ვინც მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ მომავალს. ,,როგორც უკვე იცით და ცესკოს საიტზეც გამოქვეყნდა მონაცემები, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, თითოეულ ადამიანს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა მომავალზე ევროპულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ მომავალზე და „ქართულ ოცნებას“…
მეტი...2 176 უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი 5-მა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.98% მიიღო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 176 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.988% მიიღო, მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებებისთვის 11.199 %-ით, მესამე ადგილზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების 9,805 % აქვს. რაც შეეხება „ძლიერ საქართველოს“ , მას ამომრჩეველთა 9,04 %-მა დაუჭირა მხარი, შემდეგ ადგილზე კი „გახარია- საქართველოსთვისაა“ 8.243 %-ით. არჩევნებზე სულ 3111 უბანი იყო გახსნილი.
მეტი...ამომრჩეველთა აქტივობამ 2 მილიონს გადააჭარბა
ამომრჩეველთა აქტივობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ეს არ არის საბოლოო შედეგი, რადგან 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება. „ამომრჩეველთა აქტივობამ, ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2 060412, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია. ეს არ არის საბოლოო შედეგი, ვიანიდან ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
მეტი...,,საქართველოში ეგზიტპოლებთან დაკავშირებით კარგი ამბები მოდის” – ლუკ კოფი
,,საქართველოში ეგზიტპოლებთან დაკავშირებით კარგი ამბები მოდის. ვნახოთ, როგორი იქნება საბოლოო შედეგები”, – წერს ამერიკელი ანალიტიკოსი ლუკ კოფი X-ზე.
მეტი...,,მაგრად დადექი, საქართველო” – კინზინგერი
,,მაგრად დადექი, საქართველო”, – ასე ეხმაურება შეერთებული შტატების კონგრესის ყოფილი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ადამ კინზინგერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ეგზიტპოლების შედეგებს.
მეტი...,,მსოფლიოში ისე ვითარდება მოვლენები, იმისთვის, რომ ერმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მომავალ მსოფლიო მოწყობაში” – მეუფე შიო
,,მსოფლიოში ისე ვითარდება მოვლენები, იმისთვის, რომ ერმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მომავალ მსოფლიო მოწყობაში, წესრიგში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩენა და შენარჩუნება”, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას. როგორც მეუფე შიომ განაცხადა, იმედოვნებს, რომ დღევანდელი არჩევნები იქნება საწინდარი და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ,,მინდა, დავლოცო ჩვენი ქვეყანა – საქართველო და ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და საღვთო გზით სიარული, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, მსოფლიოში ისე ვითარდება მოვლენები, იმისთვის, რომ ერმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მომავალ მსოფლიო მოწყობაში, წესრიგში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩენა და შენარჩუნება. ეს არის…
მეტი...,,მადლობა ქართველ ხალხს” – პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „გორბის“ ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის 12 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი განსაკუთრებულად რთული იყო. „პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი გუნდს. დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, თითოეულ თქვენგანს. დიდი მადლობა ქართველ ხალხს. ამ 12 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი მაინც განსაკუთრებულად რთული იყო. ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ვერცერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით,…
მეტი...„არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა“ – ბიძინა ივანიშვილი
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, მმართველი გუნდი პარტიის ეზოში შეიკრიბა და ამომრჩევლებს გამარჯვება მიულოცა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა. „გუნდის ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. პრემიერ-მინისტრი სანთლით საძებნი კაცია – სანდოობა, განათლება, კულტურა, ყველაფერი აქვს. გუნდში უამრავი წარმატებული წევრი გვყავს, ვუყურებ და მიხარია, ბევრს ვხედავ პარლამენტარს, სპორტსმენს თუ წარმატებულ ადამიანს. ერთი მინდა იცოდეთ, მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგები ყველა მიმართულებით, გუნდი ამას არ დააკლებს, არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ…
მეტი...,,ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ,,ქართული ოცნების” პარტიას საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას” – ორბანი
,,ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ,,ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას”, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი “ტვიტერის” პირად გვერდზე. ,,ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას. საქართველოს ხალხმა იცის რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის, და თავიანთი ხმა დღეს გააჟღერეს!”, – წერს ორბანი.
მეტი...„ევროპული საქართველო იგებს“ – პრეზიდენტი
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, პირველ განცხადებას აკეთებს სალომე ზურაბიშვილი და წერს, რომ „ევროპული საქართველო იგებს“. „ევროპული საქართველო 52%-ით იგებს არჩევნების გაყალბების მცდელობებისა და დიასპორის ხმების გარეშეც. საქართველომ აჩვენა დემოკრატია, ევროპულობა და ზრდასრულობა… მეამაყება და დარწმუნებული ვარ ჩვენს ევროპულ მომავალში!” – აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
მეტი...მმართველი გუნდი გამარჯვებას ზეიმობს
„მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელს საქართველოს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია. იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს – ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა უახლოეს ოთხ წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწევს”, – მიმართა ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა. კერძოდ, ეგზიტპოლის თანახმა: „ქართულმა ოცნებამ“ ხმების…
მეტი...არჩევნებში გამარჯვებას ყველა პოლიტიკური პარტია ზეიმობს
ყველა პოლიტიკური სუბიექტი აცხადებს რომ გამარჯვებულია. ყველ პოლიტიკური სუბიექტი გამარჯვებას აღნიშნავს, ყველა პარტიის ოფისში განცხადებები კეთდება და ზეიმობენ. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა. კერძოდ: „ქართულმა ოცნებამ“ ხმების – 56.1 % მიიღო; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6 %; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერი საქართველო“ – 7.0 %; „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %; Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს. ტელეკომპანია “ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში, რომელიც სრულად პრიპორციული წესით ჩატარდა,…
მეტი...საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა. სულ რამდენიმე წუთში უკვე ცნობილი იქნება ეგზიტპოლის შედეგები. 22:00 საათზე კი უკვე რჩევნების შედეგებსაც გავიგებთ. წელს, საქართველოში პირველად, არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმების დათვლაც ელექტრონულად ხდება.
მეტი...„გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ“ – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო უბნების დახურვამდე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას აქვს ადგილი. „მინდა ვუთხრა ადამიანებს, ვინც შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად, არაევროპულად აცხადებენ „მოვიგეთ-ო“. რაღაცა სცენას გავმართავთო, გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ. ეს ყველაფერი არის თქვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე პასუხი არის თვითდაჯერება, არჩევნებში მისვლა და შედეგებისთვის დალოდება. არ ვაპირებ აქ რაიმე სცენა გავმართო. არ ვაპირებ წინმსწრებით რაიმე შედეგები გამოვაცხადო. მე დაველოდები როგორც ევროპელი, ქართველი, როგორც ღირსეული ქართველი. დაველოდები შედეგებს და ყველა ერთად გავიგებთ როცა დრო მოვა ამ შედეგებს. ასე რომ,…
მეტი...ეგზიტპოლის მოლოდინში
,,ქართული ოცნების” მთავარი ოფისის ეზოში პარტიის მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი 20:00 საათზე არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ელოდებიან. კენჭისყრის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდება.
მეტი...“როგორც ღირსეული ქართველი და ევროპელი, დაველოდები შედეგებს”-პრეზიდენტი
“არ ვაპირებ, წინსწრებით შედეგები გამოვაცხადო, როგორც ღირსეული ქართველი და ევროპელი, დაველოდები შედეგებს” – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, პასუხი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე თვითდაჯერება, არჩევნებზე მისვლა და შედეგებზე დალოდებაა. „დარჩა 50 წუთი, ვინც ჯერ არ მისულა უბანზე, კიდევ 50 წუთი გაქვთ, რომ მიხვიდეთ. მერე არ ინანოთ, რომ მე არ მიიღეთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში. დღეს არის ის დღე და ვისაც აქვს სურვილი მონაწილე იყოს ამ ისტორიული ფურცლის, ახლა და აქ უნდა მიხვიდეთ. სხვა დრო არ იქნება თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და მომავალი საქართველოსთვის. მინდა, უცხოეთში მყოფ ჩვენ ემიგრანტებს შევახსენო, რომ…
მეტი...მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სამართალდამცავების მობილიზებაა
არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სამართალდამცავების მობილიზებაა. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც კადრებში ჩანს მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში პოლიციის რამდენიმე ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი შედის , სადაც, სავარაუდოდ, სამართალდამცავები სხედან. აღნიშნილზე განცხადება პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა და მოქალაქეებს მოუწოდა არ შეშინდნენ.
მეტი...პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა საპატრიარქოში გადასატანი ყუთის საშუალებით მისცა. შესაბამის ვიდეომასალას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მეტი...“რა უნდა პარლამენტში გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს, ბოკუჩავას”- პრემიერი
“თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მით უკეთესი! – რა უნდა პარლამენტში გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს, ბოკუჩავას, სალომე სამადაშვილს, გრიგოლ გეგელიას, საბა ბუაძეს, თაზო დათუნაშვილს?! ისინი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის სრულიად შეუფერებელი სახეები არიან! რაც ნაკლები შემოვა პარლამენტში, მით უკეთესი! – ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძის თქმით, თუ პარლამენტი ლეგიტიმურად არჩეული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში ოპოზიცია არ შევა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2021 წლისაგან განსხვავებით ოპოზიციასთან არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება და არავითარი ახალი 19 აპრილის შეთანხმება არ გაფორმდება. “ჩვენ ჯერ კიდევ 2021 წელს ვთქვით, რომ არც ერთ…
მეტი...“არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-თან, არც შს მინისტრთან”- ირაკლი კობახიძე
“არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-თან, არც შს მინისტრთან” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, განცხადებას, რომ შს მინისტრს და მის მოადგილეს ვერ უკავშირდება. პრემიერის განცხადებით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და სალომე ზურაბიშვილი უნდა დაემორჩილოს სუბორდინაციის სისტემას. „ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ამ საპარლამენტო რესპუბლიკაში არსებობს ვერტიკალი, არსებობს მთავრობა, არსებობს სისტემა, სუბორდინაციის სისტემა, ამ სისტემას პატივი უნდა სცეს სალომე ზურაბიშვილმა ის არღვევს ხოლმე კონსტიტუციას, თუმცა ამ შემთხვევაში მას არავითარი საშუალება არ ექნება, რომ წავიდეს კანონის და კანონმდებლობის წინააღმდეგ. ძალიან მარტივადაა აქ საქმე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს ახალისებდა ძალადობას…
მეტი...მატილდა გვარლიანმა საკუთარი არჩევანი ნიუ იორკში დააფიქსირა
მოდელმა, მატილდა გვარლიანმა საკუთარი არჩევანი ნიუ იორკში დააფიქსირა. შესაბამის ფოტოს სოციალურ ქსელში კობა სუბელიანი ავრცელებს. ემიგრანტების მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საზღვრებს გარეთ. რამდენიმე ქვეყნაში, ხმის მიცემა დასრულდა და შედეგები უკვე ცნობილია.
მეტი...„ხმა მივეცი იმედით – განთავისუფლდეს სახელმწიფო და ეკლესია მიკერძოებული მართლმსაჯულებისაგან”- დეკანოზი გიორგი მამალაძე
საკუთარი არჩევანი დააფისირა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ. როგორც მან განაცხადა, ხმა მისცა მიკერძოებული მართლმსაჯულებისგან გათავისუფლებას. „ხმა მივეცი იმედით და სურვილით – განთავისუფლდეს სახელმწიფო და ეკლესია მიკერძოებული მართლმსაჯულებისაგან. განხორციელდეს კორუმპირებული სასამართლოს და პროკურატურის რეორგანიზაცია. სხვა შემთხვევაში, არც განათლების სისტემა, არც ეკონომიკა და არც სხვა რამ სასიკეთო არ განხორციელდება“- განაცხადა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ.
მეტი...“მარნეულში კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე “- ნინო დოლიძე
“მარნეულში კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე – კომისიის წევრმა 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა და ჩვენი დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევა” – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. დოლიძემ 18:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობა შეაჯამა და დარღვევებზე ისაუბრა. „დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გრძელდება კენჭისყრის პროცესში ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე. მათ შორის, კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, ისევ მარნეულის საარჩევნო ოლქში, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე. რა თქმა უნდა, გასაჩივრებული გვაქვს ეს საარჩევნო უბანი. გამოვლენილ ტენდენციებს შორის განსაკუთრებით ხაზგასასმელია მარკირების პროცედურის გარეშე საარჩევნო უბანზე დაშვების შემთხვევები, ხმის…
მეტი...“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში შეიჭრნენ
ხმაური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისთან. ოფისში უცნობი ადამიანები შეიჭრნენ. ოპოზიოციური პარტია მომხდარს მმართველ პარტიას უკავშირებს. „ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს. უკიდურესად შეშინებულია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც აცნობიერებს ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში. იმარჯვებს ოპოზიცია“- განაცხადა ინციდენტის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
მეტი...ევროკავშირის ელჩი გახარებულია
“წინ, საქართველო, წინ!”-წერს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და ფოტოს აქვეყნებს. ფოტო სამუშო გარემოშია გადაღებული და ელჩის ემოცია კარგად ჩანს. დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. უბნების დახურვამდე ორი საათი რჩება.
მეტი...სეულში არჩევნების შედეგები ცნობილია
სეულში არჩევნები დასრულდა და მონაწილეობა სულ 26-მა ამომრჩეველმა მიიღო და საარჩევნო ხმები ასე გადანაწილდა: საარჩევნო სუბიექტი 4 “კოალიცია ცვლილებებისთვის” – 8 ხმა; სუბიექტი 5 “ნაციონალური მოძრაობა” – 2 ხმა; სუბიექტი 9 “ძლიერი საქართველო – ლელო” – 5 ხმა; საარჩევნო სუბიექტი 25 “გახარია” – 9 ხმა და 41 “ქართული ოცნება” – 2 ხმა.
მეტი...„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათ წევრს თავს დაესხნენ და ის კლინიკაშია გადაყვანილი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, მათი პარტიის წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს დაესხნენ თავს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც პარტიაში აცხადებენ, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, აწყობდნენ პროვოკაციებს. ისინი მომხდარს მმართველ პარტიას უკავშირებენ. „მას შემდეგ, რაც მარიამმა კანონის მითითებით ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა – ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წარმომადგენელს. მარიამი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში. ეს ჩვენს წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, მთელი დღეა, წაგების აგონიაში მყოფი ივანიშვილის ტიტუშკები ფიზიკურად უსწორდებიან “ერთიანობის” წევრებს“ – წერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
მეტი...ქუთაისი-პრაღის რეისზე თვითმფრინავს მეხი დაეცა
ქუთაისი-პრაღის რეისზე თვითმფრინავს ორჯერ მეხი დაეცა. შემთხვევის გამო ფრენა გაუქმდა და თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა. შემთხვევის შესახებ მგზავრები სოციალურ ქსელში წერენ. „მეხი დაგვეცა……აფრენიდან 20 წთ-ში. ტექნიკური დათვალიერების მიზნით დაბრუნდა ხომალდი ქუთაისის აეროპორტში და საბოლოოდ გაუქმდა ფრენა. არავინ დაშავებულა თუ არ ჩავთვლით სტრესს და შიშს. მადლობა ხომალდის ეკიპაჟს. მადლობა მგზავრებს ძალიან გონივრული ქცევისთვის და პანიკისგან თავშეკავებისთვის….ჩვენ თვალწინ თვითმფრინავზე ცეცხლი აალდა და საშინელი გრუხუნი იყო. მადლობა უფალს ყველაფრისათვის….“- იხსენებს ერთ-ერთი მომხმარებელი.
მეტი...გავრცელებული ინფორმაციით, ისანში “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრს ხელკეტებით გაუსწორდნენ
გავრცელებული ინფორმაციით, ისანში, მე-9 საარჩევნო უბანთან “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრს ხელკეტებით გაუსწორდნენ. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიციამ კორდონი მოაწყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო გლდანსა და ზუგდიდშიც.
მეტი...“მე ვირჩევ წმინდა მეფეს,მამა ნიკოლოზსს!!!”- წარწერა ბიულეტენზე
საქართველოს საპარალამენტო არჩევნებზე მოქალქემ ყველა პარტია გადახაზა და ბიულეტენზე ამ შინაარსის წარწერა დატოვა: “მე ვირჩევ წმინდა მეფეს,მამა ნიკოლოზსს!!! საქართველოს მანამდე არ ეშველება სანამ მეფე არ ეყოლება, წ.მ მამა გაბრიელი“- წარწერა ბიულეტენზე. კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება.
მეტი...“ეს არის დადგმული”- კალაძე 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე.
“მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს არის დადგმული, იმიტომ, რომ თუ ვინმეს არ აწყობდა აღნიშნული ქმედება, ეს არის ხელისუფლება, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი. მისი განმარტებით, მმართველი ძალა დარწმუნებულია საზოგადოების უდიდეს მხარდაჭერაში და ამ ფონზე მისი მთავარი ამოცანა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაა. „ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ ყოფილიყო ანალოგიური ფაქტი, ამაზრზენი, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ მარნეულში. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს არის დადგმული, იმიტომ, რომ თუ ვინმეს არ აწყობდა აღნიშნული ქმედება, ეს არის ხელისუფლება. რეაგირების გარეშე, რა თქმა…
მეტი...