,,ამ სადისტური სისტემის შემოქმედებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, სათითაოდ გაჟუჟავენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება” – შალვა პაპუაშვილი

,,ამათ თუ მიეცათ საშუალება რომ ხელისუფლებაში იყვნენ, დაერევიან ყველას. ეს არის გარკვეულწილად წამოცდენა ამ პოლიტიკოსების მხრიდან, რასაც აპირებენ და რაც გაწერილია, მათ შორის ქარტიაშიც, რომ საჯარო სექტორს დაერევიან და ჩაატარებენ რეპრესიებს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ. მისი თქმით, სადისტური რეჟიმის შემოქმედნი ამას აკეთებდნენ ადრეც და იმავეს გააკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშიც. „ეს გამოვლინებაა იმისი, რასაც აპირებენ თუ ხელისუფლებაში მოვლენ. „გამოთაყვანებული“ და მტრად გამოცხადება კი არა, სათითაოდ გაჟუჟავენ ამ სიტყვის პირდაპირი…

მეტი...

რა პროცედურას გაივლის ამომორჩეველი საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისას – ცესკოს პრესსპიკერმა ამომრჩევლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ხმის მიცემის პროცედურასა და წესებზე ისაუბრა. მან ამომრჩეველს დეტალური მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა პროცედურების გავლა მოუწევს საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად. ნათია იოსელიანმა ამომრჩევლებს შეახსენა, რომ საარჩევნო უბანზე წამოსვლისას თან უნდა იქონიონ ვალიდური პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. „ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე პირველად შეხვდება ნაკადის მომწესრიგებელ საარჩევნო კომისიის წევრს და გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას. ამომრჩეველი ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ის შეამოწმებს, არის თუ არა დოკუმენტი ვადიანი და გადაამისამართებს რეგისტრატორთან. თუ ამომრჩეველი აქამდე ტრადიციული, ანბანური წესით ელოდებოდა რეგისტრატორს, ახლა უკვე ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეუძლია გადაინაცვლოს…

მეტი...

,,ატლანტიკური საბჭო“ თბილისში, მათი თანამშრომლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმიანება

ამერიკულ კვლევითი ორგანიზაცია ,,ატლანტიკური საბჭო” თბილისში, მათი თანამშრომლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმიანება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღრმად შეშფოთებული არიან ამ მოვლენით და იმედი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, გუშინ, რამდენიმე ადგილას ერთდროულად შევიდნენ. მათ შორის – სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლში. ამოიღეს ტექნიკა. ამასთან, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები ,,ვაკე პლაზაში”, სადაც კომპანია ,,კონცენტრ იქსის” ოფისი მდებარეობს. განმარტებებს აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები დღეს გააკეთებენ. თავად საგამოძიებო სამსახურმა კი, გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ჩხრეკა ე.წ. ქოლ-ცენტრებში ჩაატარეს, ეს ობიექტები კავშირშია ადრე გამოვლენილ დანაშაულთან,…

მეტი...

,,კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკითხი რამდენად სამართლიან გარემოში ჩატარდება არჩევნები საქართველოში” – შაჰინი ჩხრეკებზე

სადამსჯელო ოპერაციას რუსული დეზინფორმაციის მკვლევრების წინააღმდეგ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი გამოეხმაურა. The Hill-თვის მიცემულ ინტერვიუში ის ღიად ამბობს, რომ ამ სპეცოპერაციამ დასავლეთში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია და კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკითხი რამდენად სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება არჩევნები საქართველოში. გამოცემა ამავე სტატიაში უთითებს, რომ ჩხრეკა ,,ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომლების სახლებში არჩევნებამდე 2 დღით ადრე ჩატარდა. ავტორის განმარტებით, ქართველები 26 ოქტომბერს არჩევანს მოქმედ, პრორუსულ პარტიას „ქართულ ოცნებასა“ და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის გააკეთებენ. შეგახსენებთ, გუშინ, 24 ოქტომბერს თბილისში გაჩხრიკეს “ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომლების ეთო ბუზიაშვილის, სოფო გელავასა და მისი მეუღლის –…

მეტი...

,,ხალხს რომ ეუბნებიან, ევროპას დაუჭირეთ მხარიო, გაბედონ და კონკრეტულადაც თქვან, ვინაა ევროპა” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს. მამუკა მდინარაძე ოპონენტებს მოუწოდებს, დაასახელონ კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ლიდერს განიხილავენ, როგორც პროევროპელ პოლიტიკოსად, მაშინ როდესაც საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მხარი ევროპას დაუჭირონ. „ღიად რომ ვერ ბედავენ ნაცების მხარდაჭერას და ხალხს ეუბნებიან, ევროპას დაუჭირეთ მხარიო, გაბედონ, კონკრეტულადაც თქვან, ვინაა ევროპა, სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე თუ გახარია, თორემ გაძვრა ამასობაში პაატა დავითაია“, – წერს მდინარაძე.

მეტი...

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ჯერ ხელისუფლებასთან, შემდეგ კი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გაიმართა. სადამკვირვებლო მისიის დაახლოებით 150 კაციან შემადგენლობას აინტერესებს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. ,,მათი ძირითადი კითხვა იყო, თუ რამდენად შეძლებს ოპოზიცია ხმების დაცვას და რა ინფორმაციის გაზიარება შეგვიძლია ჩვენ მათთვის. მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ძალადობის ფაქტები, თავდასხმები და ა.შ.”, – ამბობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის შემდეგ, ,,კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი გიორგი ბუტიკაშვილი. სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია აქვს პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე, თუმცა ,,ოცნება” ამტკიცებს, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და არც კითხვები დასმულა. ,,კითხვა არ ყოფილა…

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ბრძნულ არჩევანს გააკეთებს” – რატი ბრეგაძე

,,დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ბრძნულ არჩევანს გააკეთებს”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოახლოებული არჩევნების საკითხზე საუბრისას. მისი თქმით, არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორისაა და შეუძლებელია, რომ საზოგადოებამ ბოროტება აირჩიოს. „ეს არჩევანი არის მარტივი, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ის უალტერნატივოა. როდესაც არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებობს, შეუძლებელია ვინმემ აირჩიოს ბოროტება; შეუძლებელია როდესაც არჩევანი არსებობს ავტოკრატიულ წარსულსა და დემოკრატიულ განვითარებას შორის, ვინმემ ავტოკრატიულ წარსულ მისცეს ხმა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ბრძნულ არჩევანს გააკეთებს“, – აღნიშნა ბრეგაძემ. 26 ოქტომბერს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის…

მეტი...

ორი მასშტაბური აფეთქება მექსიკაში

მექსიკაში ორი მასშტაბური აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 5 პოლიციელი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. პირველ შემთხვევაში, დანაღმული ავტომობილი ქალაქ აკამბაროში, შეიარაღებული ძალების ოფისის წინ აფეთქდა. მეორე თავდასხმა ჯერეკუაროში, აკამბაროდან 30 კილომეტრში მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო და ფედერალური ძალები აფეთქებების ორგანიზატორებსა და შემსრულებლებს ეძებენ. დაკავებების შესახებ ინფორმაცია, ამ დრომდე, არ ვრცელდება.

მეტი...

საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს ევროპაში – Associated Press

,,საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს ევროპაში”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოში არსებულ ვითარებაზე და 26 ოქტომბრის არჩევნებზე Associated Press. გამოცემა მიმოიხილავს სახელისუფლებო პარტიის მმართველობას, მოსახლეობის განწყობებსა და იმ კანონებს, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ” ბოლო დროს, მასობრივი პროტესტის მიუხედავად მიიღო და რასაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება მოჰყვა. ,,სამხრეთ კავკასიის ამ 3,7 მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ოპოზიციური პარტიების კოალიცია უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, რომელიც 2012 წლიდან მზარდი ავტორიტარული გზით მართავს. გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქართველების დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და კონსტიტუცია ავალდებულებს ლიდერებს…

მეტი...

,,კონკრეტული სახელ-გვარებით ვიცით, ვინ არიან დამნაშავეები” – კახა კალაძე ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეზე

,,ეს არის თაღლითური სქემა და ამაზე ევროპული ქვეყნებიც საუბრობენ. კონკრეტული სახელ-გვარებით ვიცით, ვინ არიან დამნაშავეები”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რითაც ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეს გამოეხმაურა. „ამ ბოროტების ერთ-ერთი შემოქმედი არის კეზერაშვილი, მიღებული თანხები შავად შემოდის საქართველოში, რომელიც ხმარდება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ტელევიზიებს. ამას წერტილი უნდა დაესვას და ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს“, – აღნიშნა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ქუთაისში ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. თაღლითობა, ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება – სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით მიმდინარეობს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ობიექტი, რომელშიც ფინანსური პოლიცია შევიდა, დავით კეზერაშვილის…

მეტი...

პატრიარქის საინტერესო ქადაგება ავადმყოფობაზე

,,ავადმყოფობა და ფიზიკური დაუძლურება უფლის წყალობად ითვლება. ღმერთი ფიზიკურ უძლურებას სულის საწრთობად უვლენს ადამიანს. ამ დროს კაცი თავის შემოქმედს უახლოვდება და თუ მანამდე, სხვა საზრუნავებით იყო გართული და უფალი ,,დავიწყებული” ჰყავდა, ავადმყოფობისას მის ხსენებაშია და ლოცულობს, გულში მაინც”, – ამბობს ჩვენი პატრიარქი ავადმყოფობაზე. „ზოგჯერ ადამიანს თვითონ უფალი უკავშირდება. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს, რომელსაც ავადმყოფობა ეგზავნება, უფალი სარეცელზე დააწვენს და ესაუბრება. ამ დროს ადამიანი, რომელიც მანამდე ყველაფრისათვის იცლიდა გარდა უფლისა, იქნებოდა ეს ოჯახი, სამსახური, დასვენება-გართობა, თუ სხვა, ღმერთსა და სულის გადარჩენაზე ფიქრს იწყებს. როცა ოჯახში ავადმყოფი გვყავს, რა თქმა უნდა,…

მეტი...

რატომ არ უნდა წაიყვანოთ 10 წლამდე ბავშვები დაკრძალვაზე

ბავშვთა ფსიქოლოგი ამბობს, რომ დაკრძალვაზე ათ წლამდე ასაკის ბავშვების წაყვანა არაა სასურველი. თუმცა, მისი თქმით, დაკრძალვის ცერემონიას შეუძლია ასწავლოს ბავშვს წინაპრების ხსოვნისა და ოჯახური ფასეულობების პატივისცემა. გარდა ამისა, შეგიძლიათ აჩვენოთ მას მისი წინაპრების სამარხი და აუხსნათ სასაფლაოს მნიშვნელობა. თუმცა, უცნობმა ატმოსფერომ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი. ეს განსაკუთრებით საშიშია, თუ ბავშვმა დაკარგა ძალიან ახლო ადამიანი. ექსპერტის აზრით, არსებობს შიშის რისკი, რადგან ბავშვისთვის არასასურველია მოგონებები, რომლებსაც ზოგჯერ ზრდასრული ადამიანიც კი ვერ განიცდის. „ეს გამოუსწორებელ კვალს დატოვებს მის ფსიქიკაზე. უმჯობესია, შვილთან ერთად მიხვიდეთ ეკლესიაში და ასწავლოთ ილოცონ გარდაცვლილი ნათესავისთვის“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა.

მეტი...

„მოსალოდნელია წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები“ – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. „25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას „ინფო რუსთავის” ავრცელებს და წერს, რომ გარდაცვლილი 60 წლამდე კაცია. სააგენტოს ცნობით, ცეცხლი მიტოვებულ შენობაში გაჩნდა, რომელსაც შუახნის კაცი საცხოვრებლად იყენებდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

მეტი...

ჩეჩნეთში უცნობმა პირებმა ,,როსგვარდიის” სატვირთო მანქანა დაცხრილეს

ჩეჩნეთში, გროზნოს რაიონის სოფელ პეტროპავლოვსკაიაში უცნობმა პირებმა რუსეთის ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას ესროლეს. ჩეჩენი ოპოზიციონერების, რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებული მოძრაობა NIYSO-ს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი რუსი სამხედრო თანამშრომელი დაიღუპა. მოგვიანებით, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სამთავრობო ტელეგრამ არხმა Mash-მა, თუმცა მათი ცნობით, დაღუპულია მხოლოდ ერთი და დაჭრილია ასევე ერთი პირი. Mash-ის ცნობითვე, დაცხრილული „ურალის“ სატვირთო მანქანა ეკუთვნის ურუს-მარტანში განლაგებულ რუსეთის გვარდიის 46-ე ცალკეულ ოპერატიულ ბრიგადას. ,,როსგვარდიაზე” თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს და მათ დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეისთან საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

26 ოქტომბერს აბუ დაბიში UFC 308 ჩატარდება, სადაც ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ქამარს პირველად დაიცავს. ღონისძიების წინ თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა, მან 65.7 კგ დააფიქსირა. ბრძოლამდე მხოლოდ აწონვების საჩვენებელი ღონისძიება რჩება, რომელიც დღეს საღამოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი მიმდინარე წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ქართველს MMA-ში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 15 გამარჯვება აქვს. რაც შეეხება მის ამერიკელ მეტოქეს, ჰოლოუეიმ 33 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 26-ჯერ მოიგო.

მეტი...

,,26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ჩემი ქვეყნის მომავლისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

,,26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ჩემი ქვეყნის მომავლისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ,,ვაშინგტონ პოსტისთვის” დაწერილ სტატიაში ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები დიდი ხნის განმავლობაში გავლენას მოახდენს შავი ზღვის რეგიონზე, უკრაინის ჩათვლით. არჩევნების კონტექსტში მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ მისი პარტია ,,ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა” ,,ანტიივანიშვილის” ქოლგის ქვეშაა გაერთიანებული. ,,ვლადიმერ პუტინი ყურადღებით აკვირდება არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში. საქართველო, 4 მილიონზე ნაკლები მოსახლეობით, პატარა ქვეყანაა, მაგრამ სტრატეგიულ დონეზე პუტინი თვლის, რომ საქართველოს კონტროლი მას დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფნებზე ძალაუფლებას აძლევს. უფრო ღრმა, პიროვნულ დონეზე, პუტინი ვერ ეგუება დამოუკიდებელი საქართველოს ცნებას. მას…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, მსოფლიომ არ დაივიწყოს გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები” – ზელენსკი

,,მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება და მსოფლიოსთვის ჩვენი მოტივების, საჭიროებებისა და ამ ომის სამართლიანი დასასრულისკენ წარმართვის უნარის მკაფიოდ გადმოცემა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ყირიმის პლატფორმა დიდ ყურადღებას ამახვილებდა ჩვენი მშვიდობის ფორმულის პუნქტებზე, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობასა და გაეროს წესდების განხორციელებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები და ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს ყაზანის ცდუნებებს, ვიდრე გაეროს წესდების შინაარსს. ჩვენი სამყარო…

მეტი...

სტუდენტური მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” დღეს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება და მსვლელობას გამართავს

სტუდენტური მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” დღეს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება და მსვლელობას გამართავს, რომლის ფარგლებშიც თანამოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. აქცია პარლამენტის წინ 7 საათიდან დაიწყება. ,,დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

მეტი...

მაჭახელას ხეობაში, სოფელ ცხემლარაში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა

მაჭახელას ხეობაში, სოფელ ცხემლარაში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

,,ღრმად შეშფოთებული ვართ ჩხრეკებით” – ატლანტიკური საბჭოს განცხადება

საქართველოში ჩატარებულ ჩხრეკებს ,,ატლანტიკური საბჭო” X-ზე ეხმაურება. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო და წერს, რომ მათი თანამშრომლები, ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა საქართველოში ეწევიან დამოუკიდებელ, უპარტიო საქმიანობას, რაც მიზნად დემოკრატიის დაცვას ისახავს. „24 ოქტომბერს, დილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, საქართველოში, ატლანტიკური საბჭოს ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის ორი თანამშრომლის სახლები დაარბიეს და მათი ელექტრონული მოწყობილობები ჩამოართვეს. ისინი არ დაუკავებიათ და საქართველოს ხელისუფლებას ბრალი არ წაუყენებია. ატლანტიკური საბჭო ღრმად შეშფოთებულია ამ განვითარებით და მისი გავლენით ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე, საქართველოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და…

მეტი...

,,ქართულმა ოცნებამ” საფრანგეთისგან წერილი მიიღო

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საფრანგეთისგან წერილი მიიღო, სადაც ფრანგი პოლიტიკოსები  ივანიშვილის გუნდს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებენ. წერილის შინაარსის, მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობასა და საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შესახებ ფრანგულ მედიასთან ვრცლად ისაუბრა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრმა, ბენჟამენ ჰადადმა. ,,ვნახეთ ,,ქართული ოცნების” მთავრობის მხრიდან არალიბერალური ნაბიჯები, თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და უმცირესობებზე, რაც რისკს უქმნის არჩევნების წესიერებას. ვაკვირდებით ყურადღებით. რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერე ჩემს კოლეგებთან ერთად წერილს, რომელიც გავუგზავნეთ საქართველოს ხელისუფლებას და მოვუწოდეთ პატივი სცეს არჩევნების წესიერებას და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რადგან თუ გსურს…

მეტი...