თურქეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა. იერლიკაიამ ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის უკან სავარაუდოდ „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას. „დაღუპულთა ვინაობასა და სხვა მტკიცებულებებს გავასაჯაროებთ, როგორც კი დადასტურდება“- განაცხადა მინისტრმა. ანკარაში ავიაკოსმოსურ კომპანია TUSAŞ-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ხუთი და დაშავებულია 14 ადამიანი. როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ორი თავდამსმხელი განეიტრალებულია.
მეტი...დღე: ოქტომბერი 23, 2024
“ვფიქრობ, საქართველოში არავის სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის ჩინეთისთვის”- სალივანი
“ვფიქრობ, საქართველოში არავის სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის ჩინეთისთვის” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. „საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ნათლად გავაჟღერეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს საარჩევნო პროცესთან და დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით და ძალიან შეშფოთებულები ვრჩებით. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველ ხალხზე უნდა იყოს დამოკიდებული, და ეს თავისუფალი და სამართლიანი პროცესით უნდა წყვდებოდეს. ვფიქრობ, საქართველოში არავის არ სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის ჩინეთისთვის“, – განაცხადა სალივანმა Globalnew.ge-ს შეკითხვაზე პასუხისას.
მეტი...“დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ”- ირაკლი კობახიძე
„შევდივარ ჩვენი ოპონენტების მდგომარეობაში, დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, სალომე ზურაბიშვილმა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უსუსურია ოპონენტების გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დღევანდელ შეკრებაზე მმართველ პარტიას საჯარო მოსამსახურეები ჰყავდა იძულებით მიყვანილი. „მე შევდივარ ჩვენი ოპონენტების მდგომარეობაში. ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც მათ შეიძლება გაეცეთ. საბოლოო ჯამში, თქვენ დაინახავთ, თუ როგორი იქნება არჩევნების შედეგები. რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეებს, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახურებშიც ჩვენი რეიტინგი არის ძალიან მაღალი, მაგრამ ყველა საჯარო სამსახური ერთად რომ ავიღოთ, რაოდენობა არის შეზღუდული. პოლიცია და…
მეტი...“უნდა იყოს მშვიდობიანი ზეცა, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა არ ნახონ ბომბების წუილი”- ზაზა კოლელიშვილი
“ჩემი სათქმელი არის მამული, ენა, სარწმუნოება და ყველაზე მთავარი – საქართველო, ჩემი ერი იყოს კარგად” – ამის შესახებ თბილისში, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მსახიობმა ზაზა კოლელიშვილმა განაცხადა. მსახიობი ღონისებას ესწრებოდა. “ჩემი სათქმელი არის მამული, ენა, სარწმუნოება და ყველაზე მთავარი – საქართველო, ჩემი ერი იყოს კარგად. უნდა იყოს მშვიდობიანი ზეცა, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა არ ნახონ ბომბების წუილი, თავშესაფარი არ ეძიონ და არ დავინახო ეს ქალაქი ნანგრევებად ქცეული, მეტი არაფერი მინდა”- აცხადებს კოლელიშვილი.
მეტი...ლიბანიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს
ლიბანიდან ცენტრალური ისრაელისკენ ოთხი რაკეტა გაუშვეს, ისმის საჰაერო განგაშის სირენა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. ისრაელის თავდაცვის ძალები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი რაკეტა ჩამოგდებულია, ხოლო რამდენიმე აფეთქდა, თუმცა არ აკონკრეტებენ სად. ამ მომენტისთვის დაშავებულების შესახებ ცნობები არ არსებობს.
მეტი...“ნატო ჩვენი მოკავშირე თურქეთის გვერდით დგას”- მარკ რუტე
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე თურქეთს ავიაკოსმოსური ინდუსტრიის კომპანიაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო უსამძიმრებს. ალიანსის გენერალური მდივნი ამბობს, რომ ნატო თურქეთის გვერდით დგას. „ანკარაში დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ღრმად შემაშფოთებელი ცნობებია. ნატო ჩვენი მოკავშირე თურქეთის გვერდით დგას. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ტერორიზმს და მოვლენების განვითარებას თვალს ვადევნებთ“ – აღნიშნა მარკ რუტემ. ანკარაში ავიაკოსმოსურ კომპანია TUSAŞ-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 14 ადამიანი.
მეტი...“საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში”- სალივანი
“საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს” – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. სალივანს ჟურნალისტმა ჰკითხა – „როგორია თქვენი ხედვა სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის ინტერესთან დაკავშირებით, კერძოდ, ააშენოს პორტი შავ ზღვაზე, ასევე, ამავე კონტექსტში, რას ფიქრობთ, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, სამ დღეში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია, წინასაარჩევნო პერიოდი კი, მძიმე ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე წარიმართა“. „ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება საქართველოს საარჩევნო პროცესში დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავაც შეშფოთებულები ვართ. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ვინმეს საკუთარი…
მეტი...„ვაგონში დაიწყო ჩხუბი, ფიზიკურად რაც შემეძლო ყველას პასუხი გავეცი”- ლევან გოგიჩაიშვილი
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი მასზე თავდასხმის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ჩხუბი ვაგონში დაიწყო და მას 20-ამდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. „ვაგონში დაიწყო ჩხუბი, მე უბრალოდ ვერ წარმომედგინა ამდენი თუ იყვნენ, ფიზიკურად რაც შემეძლო ყველას პასუხი გავეცი… ვითხოვ, ეს კადრები გასაჯაროვდეს, დაინახოს მთელმა ქვეყანამ მშიშარა ოცი ხროვის სახე. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ სათითაოდ ექნებათ პირადად ჩემგან პრობლემა, გამორიცხულია რამე ვაპატიო. სავარაუდოდ, ეს არის აგენტურა. ყველას, ვინც ამ ადამიანების ჯგუფს ხელმძღვანელობს მათთაც მოუწევს პასუხისგება, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს, უნდა იცოდეს [ივანიშვილმა] სახელსაც არ გიწოდებ რისი თქმაც მინდა, იმდენად პატარა…
მეტი...“ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 60,2%-ს მიიღებდა, „ნაციონალური მოძრაობა” – 15,4%”- “გორბი”
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 60,2%-ს მიიღებდა. კერძოდ, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 60,2%; „ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებულ პარტიებთან ერთად – 15,4% გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანება – 9.0% მამუკა ხაზარაძის გაერთიანება – 3.3 % გიორგი გახარიას პარტია – 2.9 % იაგო ხვიჩიას „გირჩი” – 2.8 % „ლეიბორისტული პარტია“ – 2.0 % „პატრიოტთა ალიანსი“ „ალტ ინფო“ – 1.9 % სხვა პარტიები – 2.5 %.
მეტი...“გამოკითხულთა 34% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 18%”- „ედისონ რისერჩი“
ამერიკულმა ორგანიზაციამ „ედისონ რისერჩმა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. გამოკითხვა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და საზოგადოებრივი აზრი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა. კითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 34% ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 18% კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 14% გახარია – საქართველოსთვის – 11% ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 10% ლეიბორისტული პარტია – 5% გირჩი – 4% პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3% სხვა პარტიები –…
მეტი...“უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია”- ჰელსინკის კომისია
“უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა”- ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „მაისში, შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარების ნიშნად ჰელსინკის კომისიამ „მეგობარი აქტი“ წარადგინა, ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. მაშინ როდესაც კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საბოლოო კენჭისყრას ელის, უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევების მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა“- ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...ანკარაში ავიაკოსმოსურ კომპანია TUSAŞ-ზე თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის, TUSAŞ-ის შტაბბინაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 14 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ავრცელებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ცნობით, „განეიტრალებულია“ ორი ტერორისტი. ანკარაში სახელმწიფო კომპანიის შენობასთან მობილიზებული არიან უსაფრთხოების ძალები და სამაშველო ჯგუფები. თურქული მედიის ცნობით, კომპლექსის შესასვლელ ჭიშკართან ჯერ აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც სროლა დაიწყო.
მეტი...პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ
„გახარია საქართველოსთვის” წევრს ლევან გოიგიჩაიშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ, პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ. მათივე ცნობით, პოლიტიკოსს მეტროსადგურ “პოლიტექნიკურთან” ოცამდე ახალგაზრდა თავს დაესხა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
მეტი...“მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ამ გზას “ქართული ოცნება” ჰქვია”- ბერა ივანიშვილი
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, შვილმა, ბერა ივანიშვილმა, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე იმღერა და მხარდამჭერებს სიტყვითაც მიმართა. “ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად დგომა. გუშინდელი დღესავით მახსოვს – 16 წლის ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო და მამაჩემის გვერდით ვიბრძოდი. მინდა გითხრათ, რომ მაშინაც და დღესაც, მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გავყვებოდი და გავყვები. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს უკვე მე თვითონაც მამა ვარ და სულ სხვანაირად აღვიქვი და გავაცნობიერე, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული – თუ რისთვის იბრძვიან მამაჩემი და ჩვენი…
მეტი...“ირანზე დარტყმის შემდეგ მსოფლიო გაიგებს ისრაელის ძალას და ეს იქნება გაკვეთილი მისი მტრებისთვის”- გალანტი
ისრაელი ამზადებს პასუხს ირანის პირველი ოქტომბრის მასირებულ საჰაერო იერიშზე. ამის შესახებ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა საჰაერო ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. “ირანზე დარტყმის შემდეგ მსოფლიო გაიგებს ისრაელის ძალას და ეს იქნება გაკვეთილი მისი მტრებისთვის. მას შემდეგ, რაც ირანზე თავდასხმას განვახორციელებთ, ყველა გაიგებს თქვენს ძალას, მომზადების პროცესსა და წვრთნას, ნებისმიერი მტერი, რომელიც ეცდება, ზიანი მიაყენოს ისრაელის სახელმწიფოს, დიდ საფასურს გადაიხდის“ – დაწერა გალანტმა სოციალურ ქსელ X-ში.
მეტი...„პოლიტიკური თაღლითობა – ხედავდე ქვეყნის წინსვლას და ჯიუტად ატყუებდე საზოგადოებას“- ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცადებით, „პოლიტიკურ თაღლითებს“ რამდენიმე დღეში მოსახლეობა ადგილს მიუჩენს. „ყველა რეიტინგს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც სავალუტო ფონდის უახლეს პროგნოზს როდესაც გაეცნობი, თავი პოლიტიკოსად და ფინანსისტად რომ მოგაქვს და მაინც ჯიუტად იმეორებ, თითქოს ქვეყანა ჭაობში იმყოფება – ამას არაფერი ჰქვია, თუ არა თაღლითობა. ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ სასამართლოს განაჩენს – ეს არის პოლიტიკური თაღლითობა – ხედავდე ქვეყნის წინსვლას და ჯიუტად ატყუებდე საზოგადოებას, რომ ქვეყანა თითქოს უფსკრულისკენ მიექანება; თვითონ გაარკვიეთ, რას ნიშნავს ეს. ცხადია, ამ ყველაფერს ჩვენი ხალხი კარგად ხედავს და თაღლითებს სათანადო ადგილს მიუჩენს რამდენიმე…
მეტი...“მოვედი კაცურად, წავალ კაცურად… მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში გავყვები” – ბერა
“მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში გავყვებოდი და გავყვები”- განაცხადა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანშვილმა. ბერა ივანიშვილი მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდა. ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი იმღერა: “მოვედი კაცურად, წავალ კაცურად”. თბილისში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიება გაიმართა.
მეტი...“ვერ წამართვი ღირსება”- ბერამ გარეპა
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლოს შემდეგ, ბერა ივანიშვილმა იმღერა: “მოვედი კაცურად, წავალ კაცურად”. ის სიტყვითაც გამოვიდა და თქვა, რომ მამას მხარს ნებისმიერ ბრძოლაში დაუჭერს. “მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში გავყვებოდი და გავყვები”- განაცხადა ბერა ივანშვილმა. თბილისში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიებას, ბიძინა ივანიშვილის შვილები, ცოტნე და ბერა ივანიშვილებიც ესწრებიან.
მეტი...“ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდება საქართველო ევროპის ღირსეული წევრი“- ბიძინა ივანიშვილი
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბძინა ივანიშვილის განცხადებით, სწორედ მათი მმართველობის პირობებში გახდება საქართველო ევროპის წევრი. “გარწმუნებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ევროპის კანდოდატის სტატუსზე ვიყავით გაჩერებული და იმის გაგრძელებას ვახერხებთ. ამ პროცესს აუცილებლად მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე. სწორედ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდება საქარეთველო ევროპის ღიორსეული წევრი“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. „თავისუფლების მოედანზე“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს
მეტი...“ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი” – ცოტნე ივანიშვილი
“მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს და მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ვაჟმა ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა, რომელიც პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შემაჯამებელ ღონისძიებაზე იმყოფება. როგორც ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, მისი იქ ყოფნის მიზეზი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. „მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას. მე ვთვლი, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ჩვენი მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს და მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები”- აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.…
მეტი...“ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის ღირებულებებია,რომელიც ქრისტიანულ საწყისებზეა დაფუძნებული”- კახა კალაძე
“ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის ღირებულებებია, რომელიც ქრისტიანულ საწყისებზეა დაფუძნებული. ის ღირებულებებია, რაც საერთოა ჩვენთვის – თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. აი, ასეთი ევროპული მომავლისკენ ვისწრაფით ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი უნიკალურობით, ჩვენი რწმენითა და იდენტობით”- განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველო იქნება სასურველი პარტნიორი. “შესაბამისად, ჩვენ საკუთარი ტრადიციებით, საკუთარი კულტურით, წელში გამართულები გავაღებთ ევროკავშრის კარს, გავამდიდრებთ მას ჩვენი მრავალფეროვნებით. საქართველო იქნება ყველასთვის სასურველი პარტნიორი და არა ხელგაწვდილი, მოწყალების მთხოვნელი და ცალ ფეხზე მდგომი. ასეთ საქართველოზე ვოცნებობდით ყველა და ასეთ საქართველოს ვაშენებთ, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხთან ერთად. რამდენსაც არ უნდა ეცადონ ჩვენი…
მეტი...“ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისე, როგორც ამას გარედან მოგვიწოდებენ”- ირაკლი ღარიბაშვილი
“ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისე, როგორც ამას გარედან მოგვიწოდებენ”- ამის შესახებ “ქათული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ევროპაში ქართული ტრადიციებით და კულტურით, “წელში გამართულები გავაღებთ კარს”. “ჩვენ არ ვიქნებით ვინმეს ვასალი, ვერ ვიქნებით გარედან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძანებების შემსრულებლები, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა, არ დაითმობა ქვეყნის სუვერენიტეტი, არ დაითმობა ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც მოვიპოვეთ სისხლით, რომელიც მოიპოვა ჩემმა, შენმა, ჩვენმა წინაპრებმა, თუმცა მზად ვართ, ვიყოთ ღირსეული პარტნიორები და მეგობრები. ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის ღირებულებებია, რომელიც ქრისტიანულ საწყისებზეა დაფუძნებული. ის ღირებულებებია, რაც საერთოა ჩვენთვის – თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. აი, ასეთი ევროპული მომავლისკენ ვისწრაფით ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი უნიკალურობით, ჩვენი რწმენითა და იდენტობით.…
მეტი...“იქნება ომი ან მშვიდობა” – ღარიბაშვილი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართველ ხალხს ორი არჩევანი აქვს, “ან ომი ან მშვიდობა”. “26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ორი არჩევანის წინაშეა. ერთ მხარეს არის სტაბილურობის და მშვბიდობის გარანტი “ოცნება”, ხოლო მეორე მხარეს ომისა და ძალადობის სიმბოლოდ ქცეული ოთხ პარტიად გაშლილი აგენტური კოალიცია დგას”-განაცხადა ღარიბაშვილმა. თბილისში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიება მიმდინარეობს.
მეტი...„თავისუფლების მოედანზე“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს
თბილისში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიება მიმდინარეობს. მმართველი პარტიის ლიდერები ამომრჩეველს სიტყვით მიმართავენ. ოფიციალური გამოსვლების დაწყებამდე მუსიკოსებმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მუსიკალური ნომრები შესთავაზეს. საარჩევნო ღონისძიებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.
მეტი...“ქართული ოცნება” არის ძალა, რომელიც იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას”- ლაშა ტალახაძე
“26-ში ყველა ერთად დავამტკიცებთ, რომ “ქართული ოცნება” არის ძალა, რომელიც იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას” – განაცხადა “ქართული ოცნების” პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. “ჩვენ, ერთობით შევინარჩუნებთ საქართველოში მშვიდობას და ჩვენი ამომრჩევლის იმედებს აუცილებლად გავამართლებთ. ვივლით წინ, ევროპისკენ. ხედავთ, რამდენი გულშემატკივარი, რამდენი მხარდამჭერია მობრძანებული და 26-შიც ასე ერთობით, აუცილებლად გავიმარჯვებთ” – აცხადებს ლაშა ტალახაძე.
მეტი...“ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი ქართველი ხალხის გვერდით”- ლაშა ბექაური
“ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი ქართველი ხალხის გვერდით” – ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ დასკვნით ღონისძიებას ესწრება. როგორც ბექაურმა აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ძალიან ბევრი რამ წყდება. „ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი ქართველი ხალხის გვერდით. მე რასაც ვაკეთებ ცხოვრებაში, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, სადაც მე უნდა ვიყო, ეს არის ის გზა, რასაც მე მივყვები ჩემს ცხოვრებაში ჩემი ხალხისთვის, ჩემი პატრიოტიზმისთვის, ჩემი სარწმუნოებისთვის და მე…
მეტი...მსვლელობა დაიწყო, რომელსაც ცოტნე ივანიშვილი მიუძღვება
თბილისში, მმართველი გუნდი შემაჯამებელ, წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს. სანამ ოფიციალური პირები ტრიბუნას დაიკავებენ, მსვლელობა იმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი, მმართველი გუნდის საარჩევნო სიის წევრებთან ერთად მიუძღვება. ტრიბუნას დღეს ბიძინა ივანიშვილიც დაიკავებს.
მეტი...,,მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ შემოგვიერთდნენ, ძალიან მაგარი მსვლელობა გვაქვს” – გენო პეტრიაშვილი
,,მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ შემოგვიერთდნენ, ძალიან მაგარი მსვლელობა გვაქვს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა გენო პეტრიაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები ასევე გაემართებიან თავისუფლების მოედნისკენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი შეხვედრისთვის. „ადამიანები, ვინც მშვიდობის, ღირსების და ერთობის მხარეს ვართ, ვისაც მშვიდობა და სტაბილური განვითარება უნდა. მიხარია, რომ ამდენ მაგარ ქართველთან ერთად ვარ. 26 ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღეს. კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ ქართველმა ხალხმა, რომ ჩვენ ვირჩევთ ღირსებას, მშვიდობიან მომავალს და სტაბილურ განვითარებას. ამისათვის უნდა გავაფერადოთ 41 „ქართული ოცნება“, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ და…
მეტი...აქციას ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა
,,როგორც რიგითი ახალგაზრდა, მხარს ვუჭერ ,,ქართულ ოცნებას”, მხარს ვუჭერ მშვიდობას, ჩვენს ნათელ მომავალს, ჩვენს ოჯახურ ღირებულებებს, ჩვენს საყვარელ სამშობლოს”, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა, რომელიც ,,ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას დაესწრება და მას მსვლელობით სხვა მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდება. ,,არჩევანი არის ომსა და მშვიდობას შორის. ძალიან გადამწყვეტი არჩევნებია და ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ”, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე ,,ქართული ოცნების” წევრები და მხარდამჭერები რამდენიმე მსვლელობით მივიდნენ. შეკრების ერთ-ერთი წერილი რესპუბლიკის მოედანია.
მეტი...უგანდაში საწვავ-მზიდის აფეთქების შედეგად სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია
სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა უგანდაში საწვავ-მზიდის აფეთქების შედეგად. ავტოსაგზაო შემთხვევა დედაქალაქ კამპალასთან ახლოს, მაგისტრალზე მოხდა. მანქანის გადაბრუნების შემდეგ, აფეთქებამდე, მასთან ადგილობრივები მიცვივდნენ და ტრანსპორტიდან საწვავის შეგროვება დაიწყეს, რაც მსხვერპლის დიდი რაოდენობის მიზეზი გახდა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. მსგავსი ინციდენტები აღმოსავლეთ აფრიკაში უცხო არ არის და საკმაოდ ხშირად ხდება.
მეტი...,,თურქეთს, NATO-ს ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირეს, „ბრიქსის“ პარტნიორებთან თანამშრომლობის სუვერენული უფლება აქვს” – მარკ რუტე
,,თურქეთს, ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირეს, „ბრიქსის“ პარტნიორებთან თანამშრომლობის სუვერენული უფლება აქვს”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. „ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთი ალიანსის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მას ნატო-ში ერთ-ერთი საუკეთესოდ აღჭურვილი სამხედრო ძალები ჰყავს. ის სასიცოცხლო როლს ასრულებს და სუვერენული უფლება აქვს, იმუშაოს „ბრიქსის“ პარტნიორებთან“, – განაცხადა მარკ რუტემ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში. როგორც რუტემ აღნიშნა, კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ თურქეთი მრავალი წელია, ალიანსის განუყოფელი ნაწილია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ ყაზანში „ბრიქსის“ სამიტი მიმდინარეობს. სამიტზე დასასწრებად რუსეთში ჩინეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები ჩავიდნენ. „ბრიქსის“ სამიტს ასევე…
მეტი...,,რუსეთი კიდევ შეეცდება, მოლდოველებს ხელი შეუშალოს საკუთარი ლიდერების არჩევის სუვერენულ უფლებაში” – ბლინკენი
,,აშშ კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთი კიდევ შეეცდება, მოლდოველებს ხელი შეუშალოს საკუთარი ლიდერების არჩევის სუვერენულ უფლებაში”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „რუსეთმა ყველაფერი გააკეთა არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩაშლისა და მოლდოვაში დემოკრატიის შერყევისთვის, მათ შორის უკანონო დაფინანსებითა და ხმების მოსყიდვით, დეზინფორმაციითა და მავნე კიბერაქტივობებით. 3 ნოემბერს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად, აშშ კვლავ შეშფოთებულია, რომ რუსეთი კიდევ შეეცდება მოლდოველებს ხელი შეუშალოს საკუთარი ლიდერების არჩევის სუვერენულ უფლებაში. აშშ განაგრძობს მოლდოვის ძალისხმევის მხარდაჭერას 3 ნოემბერს სანდო, გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცესის უზრუნველსაყოფად. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად,…
მეტი...„არ გავაფართოვოთ ბრძოლის ველი და ვისწრაფოთ სიტუაციის სწრაფი დეესკალაციისკენ“ – სი ძინპინი
„მიუხედავად იმისა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება კვლავ გაუარესდება, ომის ალი კვლავ აინთო ლიბანში და კონფლიქტები მწვავდება მხარეებს შორის. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას და მკვლელობებს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ განუწყვეტელი ძალისხმევა პალესტინის საკითხის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტისთვის“ – აცხადებს სი ძინპინი ყაზანში BRICS-ის სამიტზე, რომელიც ყაზანში იმართება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ტექნოლოგიურ რევოლუციაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ვინაიდან ტექნოლოგიური რევოლუციისა და ინდუსტრიული ტრანსფორმაციის უახლესი რაუნდი დაჩქარებული სისწრაფით მიიწევს წინ, ჩვენ უნდა გავუყვეთ დროს და ხელი შევუწყოთ ახალი ხარისხის საწარმოო ძალებს. „ჩინეთმა ცოტა ხნის წინ გახსნა ჩინეთი-BRICS ხელოვნური…
მეტი...მსოფლიო ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მისი ხელისუფლების დამხობასა და მარიონეტული მთავრობის დანიშვნის მცდელობაში ადანაშაულებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ხელმძღვანელობას მისი ხელისუფლების დამხობასა და უნგრეთში მარიონეტული მთავრობის დანიშვნის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის თარიღთან გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ბრიუსელის მიმართ მისი წინააღმდეგობა, 1956 წლის ამბოხს შეადარა. მისი თქმით, ევროკავშირს უნგრეთის სათავეში, „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის ხილვა სურს, როგორც მის დაქვემდებარებაში მყოფი პირის. „ბრიუსელში განაცხადეს, რომ თავიდან მოიცილებენ უნგრეთის ეროვნულ მთავრობას, რომ სურთ ბრიუსელის მარიონეტული მთავრობის დაყენება. ისევ ვსვამთ ძველ კითხვას, ვემორჩილებით უცხოურ ნებას, ამჯერად ბრიუსელისას, თუ მის წინააღმდეგ მივდივართ. უნგრეთს ამ არჩევანის გაკეთება ელოდება. უამრავჯერ დავამტკიცეთ, რომ…
მეტი...,,ქართველ ხალხს ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი” – მეუფე ზენონი
,,ქართველ ხალხს ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი”, – ამბობს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონ იარაჯული. ,,დანამდვილებით, ქართველ ხალხს ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი. ეს იყო რუსეთის თავდასხმა, რომელიც გრძელდება ხანგრძლივ დროში საქართველოს სახელმწიფოზე”, – ამბობს მეუფე ზენონი მისი თქმით, განცხადებები, რომლის შინაარსი და პათოსი რუსეთის აგრესიაში საქართველოს დადანაშაულებაა, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. კითხვაზე, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე სინოდს, მეუფე ზენონი ამბობს, რომ მას მხოლოდ ცალკეულ სასულიერო პირებთან აქვს ურთიერთობა. მეუფე ზენონი საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გუშინდელ განცხადებასაც ემიჯნება, რომელიც ,,ოცნების” პროპაგანდას იმეორებს და ამბობს, რომ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ,,დიდი ხანია…
მეტი...„არ გავაფართოვოთ ბრძოლის ველი და ვისწრაფოთ სიტუაციის სწრაფი დეესკალაციისკენ“ – სი ძინპინი
ყაზანში BRICS (მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ირანს, ეგვიპტეს, ეთიოპიას და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს) XVI სამიტი იმართება, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ესწრება. როგორც მან აღნიშნა, BRICS-ის გაფართოება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ სამიტზე გადაწყდა მრავალი ქვეყანა მოიწვიონ პარტნიორ ქვეყნებად. „ჩვენ BRICS-ის ქვეყნები გავერთიანდით ჩვენი საერთო მისწრაფებისთვის და მშვიდობისა და განვითარების ძირითადი ტენდენციისთვის. ჩვენ სრულად უნდა გამოვიყენოთ ეს სამიტი, შევინარჩუნოთ BRICS-ის იმპულსი და განვიხილოთ და შევიმუშავოთ ჩვენი სტრატეგია იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებსაც აქვთ გლობალური გავლენა, განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი მიმართულება და გააჩნიათ სტრატეგიული მნიშვნელობა. როდესაც სამყარო შედის…
მეტი...