ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმში“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა. მან დუბლი შეასრულა და „გრაცერის“ დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა – 5:2. მიუხედავად საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მძიმე მატჩებისა, 28 წლის ნახევარმცველი გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო, 84 წუთი ითამაშა და 8,5 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
მეტი...დღე: ოქტომბერი 19, 2024
“შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა ქარტიის და სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა”- პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩს შეხვდა, რომელმაც გამოხატა მხარდაჭერა ქარტიის და სამოქმედო გეგმის მიმართ. პრეზიდენტის ინფორმაციით, ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ „როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა“. „მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ჩემი ძალიან ღრმა თვითდაჯერების მეორე მიზეზი, რომ ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით. ამის დამადასტურებელია ის ბოლო განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან და ასევე, დღეს, მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არა მხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის და სამოქმედო გეგმის,…
მეტი...“4 პარტიის ჯამი მიგვიყვანს ევროპაში” – პრეზიდენტი ამომრჩევლებს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 4 მთავარი პარტია „ქართული ქარტიის“ ერთგული რჩება. “ის სულისკვეთება, ის ერთსულოვნება, რაც აუცილებელი არის გამარჯვებისთვის, რაც აუცილებელია ევროპაში დაბრუნებისთვის არსებობს, ამ ქვეყანაში. ის ოთხი, მთავარი პარტია “ქართულ ქარტიის” ერთგული რჩება, იმ ქარტიის, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში”- განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნული პარტიების ხმათა ჯამი „ევროპაში მიგვიყვანს“. “ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა, ალტერნატივა არის ევროპა, აძლევს საშუალებას, თვითონ, თავისი გემოვნებით აირჩიოს, რომელი უფრო ახლოსაა მის სურვილებთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ რომელიმე 4 პარტიისთვის, მიგვიყვანს ევროპაში, ამ ხმების…
მეტი...სალომე ზურაბიშვილი ხვალ, საყოველთაო მარშს შეუერთდება
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ საყოველთაო მარშს უერთდება. ამის შესახებ, მან ორბელიანების სასახლეშ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტი ამბობს, რომ სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი. “ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. თქვენ მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა,ზეწოლა – თქვენ არ უნდა გეშინოდეთ არაფრის, იმიტომ რომ ხართ სწორ გზაზე”- განაცხადა პრეზიდენტმა. “საქართველო ირჩევს ევროკავშირს!” – ხვალ, 20 ოქტომბერს, დედაქალაქში 4 სხვადასხვა ადგილიდან თავისუფლების მოედნამდე საყოველთაო მარში გაიმართება. მარში სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით იმართება.
მეტი...ოლაფ შოლცი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. სტამბულში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა შოლცს განუცხადა, რომ თურქეთს სურს თანამშრომლობის გაძლიერება გერმანიასთან თავდაცვის მრეწველობის პროდუქტების შეძენის კუთხით. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა და ბერლინი ვალდებულებას იღებენ ებრძოლონ ტერორისტულ დაჯგუფებებს, განსაკუთრებით „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ფეთულაჰის მომხრეთა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას გერმანიაშიც. რაც შეეხება ისრაელსა და ღაზაში არსებულ ვითარებას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აქვს ექსპანსიონისტური აზროვნება, რაც ნათლად მიუთითებს კონფლიქტის მის ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა გაფართოების განზრახვაზე. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასისა“ და…
მეტი...“არ მჯერა, რომ აღარ ხარ”- მომღერალ ალექსანდრე აზარაშვილს ძმა გარდაეცვალა
მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ძმა გარდაიცვალა. „ძმა დავკარგე სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები ნიკა, უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდი, სულ თვალწინ მიტრიალებს მთელი ჩვენი ბავშვობა, არ მჯერა რომ აღარ ხარ და ალბათ ვერც დავიჯერებ“ – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.
მეტი...“იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, ქვეყანას უღალატა და საქართველო ომში ჩაითრო”- ბიძინა ივანიშვილი
“იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ღირსება წაართვა, ციხე და მართლმსაჯულების სისტემა წამების ინსტრუმენტად აქცია, ხოლო თუკი ვინმეს განსხვავებული პოლიტიკური აზრი ჰქონდა, უკანონო პატიმრობითა და ჯოჯოხეთის გამოტარებით სჯიდა!”- ამის შესახებ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “მკვლელობა და წამება რომ არ აკმარეს მოსახლეობას, 2008 წელს უარესი ტრაგედიაც დაატრიალეს, ქვეყანას უღალატეს და საქართველო ომში ჩაითრიეს, რასაც დამატებით ტერიტორიების დაკარგვა, ათეულობით ათასი დევნილი, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ასობით გმირი მებრძოლისა და მშვიდობიანი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის შემდეგ კი, ამ ხალხმა კვლავ…
მეტი...“2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა”- ბიძინა ივანიშვილი
“2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით და ჩვენ ამაყად, თავაწეულნი შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველვყოთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა საჭირო.
მეტი...“ჩვენი ვალია სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს”- კახა კალაძე
“ჩვენი ვალია, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყანა” – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაზემ ქუთაისში, პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, „26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოს მომავლის დასაცავად, მშვიდობის დასაცავად!“ “დღეს ჩვენი ვალია, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი ქვეყანა. მეგობრებო, საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მას აქვს უზარმაზარი ადამიანური რესურსი,…
მეტი...“ხმამაღლა ვუთხრათ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია”- ღარიბაშვილი
„როგორც შავი და თეთრი ფერი, ისე განსხვავდება 2012 წლის და 2024 წლის საქართველო“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე. „ამიტომ მეგობრებო, 26 ოქტომბერს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ ომს, უარი უნდა ვუთხრათ ქაოსს, უცხო ქვეყნების ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, არა უნდა ვუთხრათ უცხოელი პოლიტიკოსების უხეშ ჩარევას ქართულ პოლიტიკაში, მათი ჭკუის სწავლებას, ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ აღვირახსნილი „ლგბტ“ პროპაგანდის დაკანონების მცდელობას ბაღებში და სკოლებში, ჩვენ არა უნდა ვუთხრათ ბოროტი აგენტურის დაბრუნებას ხელისუფლებაში და…
მეტი...“საფრანგეთი ღიაა უკრაინის ნატო-ში მოწვევის იდეისადმი”- ჟან-ნოელ ბარო
“საფრანგეთი ღიაა უკრაინის ნატო-ში მოწვევის იდეისადმი, ეს საკითხი პარტნიორებთან განიხილება” – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ კიევში უკრაინელ კოლეგა, ანდრეი სიბიგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებისთვის მოწვევას, [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა ამაზე გასულ კვირას პრეზიდენტ ზელენსკის პარიზში ვიზიტის დროს ისაუბრა. ღია ვართ ამისთვის, და ეს არის საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან განვიხილავთ და, რა თქმა უნდა, ამ საუბარში ჩვენი უკრაინელი პარტნიორები მონაწილეობენ” – განაცხადა ბარომ. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამოქალაქო ასპექტებში, სამხედრო და ევროპულ კონტექსტებში”.
მეტი...“საქართველო ირჩევს ევროკავშირს!”- 20 ოქტომბერს თბილისში საყოველთაო მარში გაიმართება
“საქართველო ირჩევს ევროკავშირს!” – ხვალ, 20 ოქტომბერს, დედაქალაქში 4 სხვადასხვა ადგილიდან თავისუფლების მოედნამდე საყოველთაო მარში გაიმართება. მარში სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით იმართება. მარში 17:00 საათზე მარჯანიშვილის მოედნიდან, გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, 300 არაგველის ობელისკიდან (ორთაჭალა) და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთიდან (მთაწმინდა) დაიწყება. 19:00 საათზე კი ყველა კოლონა თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება.
მეტი...დევიდ ლემი აცხადებს, რომ ბიზნესს ჩინეთთან ვაჭრობის მიმართულებით სტაბილურობა და სიცხადე სურს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი აცხადებს, რომ ბიზნესს ჩინეთთან ვაჭრობის მიმართულებით სტაბილურობა და სიცხადე სურს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ პარასკევს ლამისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორმხრივი კავშირები ახლა ახალ საწყის წერტილში დგას და აღნიშნა, რომ ამ ეპოქის ფონზე მსხვილ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია არ უნდა იყოს. ლამი შანხაიში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. შანხაიში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთთან სავაჭრო კავშირებზე სასაუბროდ ბრიტანელ ბიზნეს ლიდერებს ხვდება. მედიის ცნობით, ბრიტანეთმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთისადმი მიდგომაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. კერძოდ. ბოლო წლების განმავლობაში ბრიტანეთი ჩინეთს მკაცრად აკრიტიკებდა, ახლა კი ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს.…
მეტი...ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ ბრაზილიის პრეზიდენტს შეხვდება
ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ ბრაზილიის პრეზიდენტს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პერუში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ბრაზილიის პრეზიდენტი, ლულა და სილვაც დაესწრება. 16 ან 17 ნოემბერს კი აშშ-ის პრეზიდენტი ბრაზილიის ქალაქ მანაუსს ან ბელენს ეწვევა. ცნობისთვის, ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი 18-19 ნოემბერს გაიმართება. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, იგი სამიტს არ დაესწრება, რადგან მას „ფორუმის ნორმალური მუშაობის დარღვევა“ არ სურს.
მეტი...100 წლის ბრაზილიელმა უოლტერ ორტმანმა, ერთ კომპანიაში 84 წელი იმუშავა, რითაც გინესის რეკორდი დაამყარა
100 წლის ბრაზილიელმა უოლტერ ორტმანმა, ერთ კომპანიაში 84 წელი და 9 დღე იმუშავა, რითაც გინესის რეკორდი დაამყარა. ორტმანის კარიერა 1938 წელს, 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მან, ტექსტილის კომპანიაში, მიტანის თანაშემწის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. უოლტერ ორტმანს პატარა ასაკიდან მუშაობა ოჯახის ფინანსური კრიზისის გამო მოუწია. მან კომპანიის ყველაზე დაბალი კარიერული კიბიდან, მენეჯერის პოზიციამდე დაწინაურება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში კომპანიამ რეორგანიზაცია არაერთხელ განიცადა, ორტმანი კარიერის ბოლომდე ფასეულ კადრად ითვლებოდა.
მეტი...“ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ჯარისკაცების გაგზავნა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად”- “ბიბისი”
სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ჯარისკაცების გაგზავნა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ოფიციალური სეული ფხენიანის ამ ქმედებას საფრთხედ აფასებს. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, ომში, შესაძლოა, 10 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი ჩაერთოს.
მეტი...“პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, მაგრამ ბაიდენმა არ იცის, რომ ცოცხალია”- ტრამპი
“პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, მაგრამ ბაიდენმა არ იცის, რომ ცოცხალია”- ამის შესახებ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პატრიკ ბეთ-დევიდთან პოდკასტში განაცხადა. ტრამპი ამბობს, რომ არჩევნებზე მისი კონკურენტი დემოკრატებიდან კამალა ჰარისი უფრო საშიშია, რადგან ის, „არსებითად, მარქსისტია, ისევე როგორც მისი მამა“. მან ასევე გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია საზღვრის კონტროლის მხრივ ხარვეზების გამო. „ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ გახსნა საზღვარი და ქვეყანა მოიწამლა კრიმინალებით, ნარკობარონებით და ტერორისტებით“ – ამბობს ტრამპი.
მეტი...“ომში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვა სერიოზული ესკალაცია იქნება”- ჟან-ნოელ ბარო
“ომში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვა სერიოზული ესკალაცია იქნება” – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრე სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს სერიოზული იქნება და კონფლიქტს ახალ ეტაპზე გადაიყვანს, დამატებითი ესკალაციის ეტაპზე“- განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი აღმოსავლეთ რუსეთში ამჟამად წვრთნას გადის და 1-ელი ნოემბრისთვის ისინი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მზად იქნებიან.
მეტი...„ქართული ოცნების” გუნდის შეთავაზება მიღებულია!”- თინათინ რუხაძე
„ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება! საქართველოს პრემიერ მინისტრის და „ქართული ოცნების” გუნდის შეთავაზება მიღებულია! პირადად ჩემთვის ეს თანამდებობა მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ტკბობის ან ხიბლის საბაბი” – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის ახლად დანიშნული მინისტრი, თინათინ რუხაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც რუხაძე აღნიშნავს, შეეცდება განვითარებაზე, მომავალზე და შედეგზე ორიენტირებული იყოს. „ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება! საქართველოს პრემიერ მინისტრის და “ქართული ოცნების” გუნდის შეთავაზება მიღებულია! თითქოს ყურში მესმის რას მეტყოდა დედა, რომელიც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და ღვაწლმოსილი ადამიანი იყო; რას მეტყოდა ვიტალი ნოდია, ვისაც ძალიან ვენდობოდი, რას მეტყოდა ყველა ის დიდი ადამიანი, ვინც…
მეტი...„მადაგონსა“ და „ფარმა სახლში“ კანონდარღვევები აღმოაჩინეს, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვას ეხება”- კორძაია
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თამარ კორძაიას ინფორმაციით, რუსთავში, სუპერმარკეტ „მადაგონსა“ და ფარმაცევტულ კომპანია „ფარმა სახლში“ კანონდარღვევები აღმოაჩინეს, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვას ეხება. როგორც კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. „საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ეს არის ამომრჩეველთა მოსყიდვა და სისხლის სამართლის დანაშაული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას, პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებს, რომ ამ ფაქტებით დაინტერესდნენ და სათანადოდ გამოიძიონ, მონახონ ის პირები, ვისი დავალებითაც სრულდება ეს კანონდარღვევა და დამნაშავეები აუცილებლად წარდგნენ სამართლის წინაშე. ის, რაც ხდება რუსთავში კერძო კომპანიების, ბიზნესის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, დანაშაულია და თითოეული მათგანი, ვინც ამას აკეთებს,…
მეტი...“გარდაცვლილიც კი იღიმებოდა”- ავტოკატასტროფის დროს დაღუპულ ელენე მეგრელიშვილს ემშვიდობებიან
14 ოქტომბერს, გურჯაანში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაღუპული ელენე მეგრელიშვილი დღეს დაკრძალეს. მეგრელიშვილი პოლიტიკური პარტია „ახალი“-ს წევრი იყო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ელენესთან გამოსამშვიდობებელ ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „დღეს ჩვენი პატარა ელენე გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე. გარდაცვლილიც კი იღიმებოდა თავისი განსაკუთრებულად კეთილი და თბილი გამომეტყველებით. ასე დაგვემშვიდობა. წავიდა და დაგვიტოვა დიდი ტკივილი და გულისწყვტა. ჩემო კეთილო და უსაყვარლესო გოგო, ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენ აქ ვიზეიმებთ და შენ იქ, კეთილთა სასუფეველში! გვიყვარხარ და არასდროს არ დაგვავიწყდები ❤ RIP“ – წერს ნიკა გვარამია
მეტი...კანადელმა მამაკაცმა 38 ძაღლი ერთდროულად გაასეირნა და რეკორდი მოხსნა
კანადელმა მიტჩელ რუდიმ 38 ძაღლი ერთდროულად, 2 კმ-მდე მანძილზე ფეხით გაასეირნა და გინესის რეკორდი მოხსნა. რეკორდსმენის თქმით, მისი მიზანი ძაღლების აყვანის ხელშეწყობა იყო. “ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რითაც ეს ძაღლები ჩემპიონები გახდებოდნენ” – განაცხადა მან.
მეტი...“სინვარის მკვლელობის შემდეგ ახალი პერსპექტივა გაიხსნა, ჩვენ იგი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ”- ბორელი
“სინვარის მკვლელობის შემდეგ ახალი პერსპექტივა გაიხსნა და ჩვენ იგი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და მძევლების გასათავისუფლებლად უნდა გამოვიყენოთ” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისია შესაძლოა გაძლიერდეს. „სინვარის მკვლელობის შემდეგ ახალი პერსპექტივა გაიხსნა და ჩვენ იგი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად და პოლიტიკური პერსპექტივის მოსაძებნად უნდა გამოვიყენოთ“- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მეტი...“ჰეზბოლამ” დრონის გამოყენებით ისრაელის პრემიერის სახლზე მიიტანა იერიში
„ჰეზბოლამ“ დრონის გამოყენებით ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლზე იერიში მიიტანა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. მათივე ცნობით, ლიბანიდან გაშვებული დრონის სამიზნე კესარიაში მდებარე პრემიერ-მინისტრის კერძო სახლი იყო. შემთხვევის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონი, რომელიც პრემიერ-მინისტრის სახლს მოხვდა ლიბანიდან გაშვებული სამი დრონიდან ერთ-ერთი იყო, დანარჩენი ორი კი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. შემთხვევის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ „მას ვერაფერი შეაჩერებს და ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს“.
მეტი...ტიანჩის ნახევარმთვარის ალპური ტბა ჩინეთში – მოგზაურობა სამოთხეში
სამოთხე 2000 მეტრ სიმაღლეზე
მეტი...“გადმოვიდა 5 კაცი, ამოიღეს პულვიზატორები, მცემეს და შემღებეს”- ბადრი ოყუჯავა
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ბადრო ოყუჯავა მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მას ფიზიკურად 5 ადამიანი გაუსწორდა. “ვიღაც ბიჭმა დამიძახა, ბიჭო მოდი აქო, ეს ისაა, დარეკეთო, მოვიდა მანქანა, გადმოვიდა 5 კაცი, ამოიღეს პულვიზატორები, მცემეს და შემღებეს” – სოვლაბის მკვლევარი, ბადრი ოყუჯავა თავდასხმის დეტალებზე.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს
დღეს 21 :00 საათზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გაიმართება. ამის შესახებ ანონსი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. უცნობია, თუ რა თემაზე გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი განცხადებას.
მეტი...“დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ შოლცის სიტყვები მნიშვნელოვანია”- პესკოვი
“დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ შოლცის სიტყვები მნიშვნელოვანია” – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „გვესმის სიტყვები, რომლებიც ბერლინიდან მოდის – დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ შოლცის სიტყვები. ეს მნიშვნელოვანი სიტყვებია, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, გერმანია კოლექტიური დასავლეთის იმ დანარჩენ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც პუტინთან კონტაქტებს სრულად გამორიცხავდნენ. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს პოზიცია არაპერსპექტიული იყო“ – განაცხადა პესკოვმა. პესკოვმა აღნიშნა, რომ ოლაფ შოლცის მზადყოფნა არის „ის, რაც შეიძლება მისასალმებელი იყოს“.
მეტი...სასწრაფო დახმარების სამსახურში მცხოვრები კატის გამოსახლების წინააღმდეგ 62 000 ხელმოწერა შეგროვდა
ლონდონში, სასწრაფო დახმარების სამსახურში მცხოვრები კატა გამოსახლებას მოსახლეობამ გადაარჩინა. გამოსახლების წინააღმდეგ 62 000 ხელმოწერა შეგროვდა. კატამ ლონდონის სასწრაფო დახმარების სადგურში ჯერ კიდევ კნუტობისას დაიდო ბინა, მას შემდეგ, რაც 16 წლის წინ, ის მაშველებმა გადაარჩინეს. კატას გამოსახლების საფრთხე მას შემდეგ დაემუქრა, რაც სამსახურის მენეჯმენტი შეიცვალა, თუმცა, სოციალური ქსელების მეშვეობით, მალევე შეგროვდა 62 000 ხელმოწერა გამოსახლებისგან მის დასაცავად. ახალმა მენეჯმენტმა საზოგადოების თხოვნა გაითვალისწინა და კატა კვლავ სასწრაფო დახმარების სადგურში განაგრძობს ცხოვრებას.
მეტი...საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს თავს დაესხნენ
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს ბადრი ოყუჯავას თავს დაესხნენ. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად პარლამენტის ყოფილი დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. “სოვლაბის მკვლევარს ბადრი ოყუჯავას რამდენიმე წუთის წინ 7 კაცი დაესხა თავს მაჭავარიანის და ბარნოვის კუთხეში” – წერს გიორგი კანდელაკი. მოგვიანებით, ფეისბუქლაივით თავდასხმის შესახებ ისაუბრა თავად ბადრი ოყუჯავამაც. მისი თქმით, თავდამსხმელები ბრალს სდებდნენ, რომ კედლებს ღებავდა.
მეტი...საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საფრანგეთის ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო უკრაინელ კოლეგას, ანდრე სიბიგას დღეს დილით შეხვდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ჟან-ნოელ ბაროს საფრანგეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის და თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ერთ-ერთი პირველი საგარეო ვიზიტის უკრაინაში განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. ბაროს განცხადებით, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთს ეწვევა.
მეტი...ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 55 რაკეტა გაუშვეს
ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 55 რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. არიან დაშავებულები. მედიის ცნობით, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ზემო, დასავლეთ და ცენტრალური გალილეის რამდენიმე ქალაქსა და დაბაში. ჰაიფის გარეუბან კირიათ-ატაში დაზიანდა საცხოვრებელი შენობა და ახლომდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომობილები. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს ხანძარი, რომელიც ერთ-ერთი რაკეტის დაცემის ადგილზე გაჩნდა.
მეტი...გორი-რუისის მონაკვეთზე ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა
გორი-რუისის მონაკვეთზე ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა, დღეს ხილის ბაზრობასთან ახლოს მოხდა. არსებული ინფორმაციით დაღუპულს ავტომობილი დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
მეტი...“მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა”- ჰელსინკის კომისია
“საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და მმართველი „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის, მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა” – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი. „სამივე ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უნიკალური შესაძლებლობებისა და გამოწვევების აღიარებით, აშშ-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მომავლის ფორმირებაში, რომელიც შეესაბამება როგორც ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს, ასევე სამხრეთ კავკასიის ხალხების მისწრაფებებს“- აღნიშნულია ანგარიშში. ჰელსინკის კომისია წერს, რომ „უკრაინის გადამწყვეტი გამარჯვება კიდევ უფრო შეასუსტებს რუსეთის უნარს, რეგიონში ძალების გადანაწილება შეძლოს, შეამცირებს მის უნარს…
მეტი...“ავლაბარში ავარიული სახლის კედელი ჩამოინგრა”- ოჯახი დახმარებას ითხოვს
ავლაბარში ავარიული სახლის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ე.წ იტალიურ ეზოში მდებარე ბინაში დედა-შვილი ცხოვრობდა, შენობის ერთი ოთახი შედეგად საცხოვრებლად უვარგისია. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ “კედელი შუაზე იყო გახეთქილი და ასე ვცხოვრობდით, გუშინ ჩამოინგრა. გამგეობაში დავრეკეთ და ვუთხარით, მოვლენო და არავინ არ მოსულა” – აცხადებს დაზარალებული მოსახლე.
მეტი...რიკოთის გვირაბში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
რიკოთის გვირაბში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნული ინციდენტის გამო გადაადგილება შეზღუდულია.
მეტი...