პირადობების ჩამორთმევა ამომრჩევლებისთვის – ომბუდსმენი გამოძიების დაწყებას ითხოვს

გავრცელებულ ინფორმაციებს, რომ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ, სახალხო დამცველი ეხმაურება. ომბუდსმენი საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაიწყონ გამოძიება. ,,უკანასკნელ დღეებში მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს. საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის მოტყუებით, ძალადობით თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების…

მეტი...

,,გამჭვირვალობა მავანს არ მოსწონს, იმიტომ, რომ პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციას, შუღლის გაღვივებას და საზოგადოების გახლეჩას” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, ვალდებული არიან, საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. დედაქალაქის მერმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასმულ იმ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, 156-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე დაასრულა იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა, ორგანიზაციათა ნაწილი კი აღნიშნულ კანონს აპროტესტებს. „აღნიშნულ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. შენ თუ კეთილსინდისიერი ადამიანი, ორგანიზაცია ხარ, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე გამჭვირვალობას? თანხებს რომ იღებ უცხოეთიდან, გაფინანსებს უცხოური მთავრობა ან ორგანიზაცია, ეს უნდა დაარეგისტრირო, უთხრა ხალხს, დეკლარირება გაუკეთო, რა თანხები მიიღე, ვისგან და რა კონკრეტულ პროექტებში ხარჯავ.…

მეტი...

სი ძინპინი 22-24 ოქტომბერს რუსეთში „ბრიქსის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთში „ბრიქსის“ სამიტს დაესწრება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სი ძინპინი „ბრიქსის“ მე-16 სამიტს დაესწრება, რომელიც ყაზანში, 22-24 ოქტომბერს გაიმართება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაო ნინის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში და მიმდინარე საერთაშორისო ვითარების შესახებ ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს. „ბრიქსი“ თანასწორობის პრინციპზე შექმნილი ხუთი ქვეყნის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა.

მეტი...

რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა

რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, წრიული, ერთბაგირიანი, გონდოლური საბაგირო გზა წარმოადგენს საინჟინრო ნაგებობას, რომელშიც შედის ქვედა და ზედა სადგურები და სადგურებს შორის არსებული ხუთი საყრდენი ანძა. ამსათან, საბაგიროს რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა და კეთილმოეწყო ქვედა სადგურის ინტერიერი. აღნიშნული სადგური წარმოადგენს ძველი საბაგირო გზის რკინაბეტონის შენობისა და მასზე მიშენებული ლითონის კონსტრუქციის შენობის შერწყმას. ასევე, აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო ხუთი საყრდენი ნაგებობა. სადგურებს შორის გაიჭიმა ბაგირის (d = 47 მმ) ორი შტო, რომლის მეშვეობითაც გონდოლები იმოძრავებს სადგურებს შორის 5 მ/წმ-ის სიჩქარით. მგზავრებს 21…

მეტი...

რომის პაპმა ავტობიოგრაფია დაწერა

რომის პაპმა ფრანცისკემ პირველი ავტობიოგრაფია დაწერა. The Guardian-ი გამომცემლობა Penguin Random House-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ წიგნი სახელწოდებით „იმედი“ 2025 წლის იანვარში გამოვა. ფრანცისკეს თანაავტორი იტალიელი გამომცემელი კარლო მუსო გახდა. ისინი წიგნზე ბოლო 6 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა თავიდან ნამუშევრის გამოქვეყნებას პონტიფექსის გარდაცვალების შემდეგ გეგმავდნენ. გამომცემლობაში განმარტავენ, რომ რომის პაპმა გადაიფიქრა და წიგნის ახლა გამოქვეყნება „ჩვენი დროის საჭიროებებიდან გამომდინარე“ გადაწყვიტა. წიგნი ფრანცისკეს სიცოცხლეზე მოგვითხრობს, დაბადებიდან ამ დრომდე. ავტობიოგრაფიაში რომის პაპი მსჯელობს ეკლესიის მომავალზე, გლობალურ კონფლიქტებზე, ფეხბურთსა და ბევრ სხვა თემაზე. მემუარები 80 ქვეყანაში 2025 წლის 14 იანვარს გამოქვეყნდება.

მეტი...

,,არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით თუ არ ჩატარდება მზად ვართ, წარმოვადგინოთ განსხვავებული ვარიანტები, ეს არ არის მუქარა, რეალობაა” – პაველ ჰერჩინსკი

,,გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს შეფასდება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ამასთანავე, თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ ჩვენ ხელთ არსებული განსხვავებული ვარიანტები, ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რეაგირება მოვახდინოთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ ველოდებით არჩევნების დღეს. ვნახავთ, როგორ ჩატარდება არჩევნები. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს შეფასდება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. ამასთანავე, თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ,…

მეტი...

მაშველებმა სახლში მარტო დარჩენილი 4 წლის ბავშვი გადაარჩინეს

,,ძალიან დიდი მადლობა სამაშველო სამსახურს, რომ სახლში მარტო დარჩენილი 4 წლის ბავშვი გადაარჩინეს, რომელიც მე-5 სართულის ფანჯრიდან იყო გადმოყუდებული და ტიროდა ბოლო ხმაზე. იმედი მაქვს, სოციალური სამსახურიც ჩაერევა ამ ამბავში და გაირკვევა, რატომ იმყოფებოდა პატარა ბავშვი სახლში მარტო”, – ამის შესახებ მოქალაქე ანა სახიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მეტი...

,,შეჯიბრია საქართველოს მთავრობასა და ,,ოცნებაში” ოფიციალურ პირებს შორის, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას EU-ს ყველაზე ძლიერად” – ჰერჩინსკი

,,შეჯიბრია საქართველოს მთავრობასა და ,,ოცნებაში” ოფიციალურ პირებს შორის, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას EU-ს ყველაზე ძლიერად”, – თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. ,,გვაქვს შეჯიბრი საქართველოს მთავრობასა და მმართველ პარტიაში უმაღლეს ოფიციალურ პირებს შორის, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას ევროკავშირს ყველაზე ძლიერად. ეს მიუღებელია ქვეყნისგან, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, საქმე გეხებათ თქვენ და თქვენი შვილების მომავალს და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ თქვენ, ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. ეს არის მთავარი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ამიტომ, თქვენც უნდა სცეთ პატივი…

მეტი...

,,დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვეს, მაგრამ მათი წარსული არ დავიწყებია საზოგადოებას” – კახა კალაძე

„დღეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, რადგან მარტივად შესაფასებელია, თუ ვინ დგას ერთ მხარეს, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნისთვის და ვინ არის მეორე მხარეს“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ ამომრჩეველმა პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების წარსული უნდა შეაფასოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. „დღეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, ძალიან მარტივია შეფასება და ანალიზის გაკეთება, ვინ არის ერთ მხარეს, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და ქართველებისთვის და ვინ არის მეორე მხარეს – პირდაპირ ომის გაჩაღება და მეორე ფრონტი უნდათ. ჩვენ ხომ გვახსოვს, ვინ…

მეტი...

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ,  Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ  ვაქცინებს შორის.ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ. გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები,აივ ინფექცია/შიდსისა და ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები. აგრეთვე, 60 წლის და უფროსი  ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი…

მეტი...

,,ევროკომისია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რათა ევროკავშირიდან უფრო მეტი მიგრანტის დეპორტაცია გახდეს შესაძლებელი” – ლაიენი

ევროკომისია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომლითაც ევროკავშირიდან უფრო მეტი მიგრანტის დეპორტაცია გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილშია ნათქვამი, რომელშიც ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამჟამად ევროკავშირიდან სამშობლოში არალეგალი მიგრანტების დაბრუნების მაჩვენებელი მხოლოდ 20%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობა, რომლებიც ვალდებულნი არიან ევროკავშირი დატოვონ, ამას არ აკეთებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია, გამოიტანოს დასკვნა იტალიისა და ალბანეთის მიერ შემუშავებული სქემიდან, რომლის მიხედვითაც, ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ნაწილს დროებით ალბანეთში გახსნილ ცენტრებში გადაიყვანენ, სადაც ისინი თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადის დამუშავების პერიოდში დარჩებიან. იტალიისა და ალბანეთის მიერ…

მეტი...

,,ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს” – მაკრონი

,,ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებული ვითარების გამო, როდესაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ფაქტობრივად იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გაკეთება რამდენიმე დღეში მოუწევს. „რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებული ვითარების გამო, მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ფაქტობრივად იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს“, – განაცხადა ემანუელ…

მეტი...

,,თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის, გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა” – პაველ ჰერჩინსკი

,,არჩევნები არის დემოკრატიის დღესასწაული. ხალხს ექნება უფლება და მოქალაქეობრივი ვალდებულება, წავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის. მან საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა. „ჩვენი მხრიდან, როგორც საქართველოს შემთხვევაში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის შემთხვევაში დაჟინებით ვითხოვთ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ყველა პოლიტიკურ პარტიას შეეძლოს წარმოადგინოს პროგრამა, შეეძლოს სხვებთან კონკურენცია. არჩევნები უნდა იყოს კონკურენტული, გამჭვირვალე, ინკლუზიური. არჩევნები არის წმინდა და თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ მათ საკუთარი ქვეყნისთვის.…

მეტი...

ცესკომ ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა – ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია

საარჩევნო ადმინისტრაციამ  ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910 ია. ,,ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება…

მეტი...

,,უკრაინის NATO-ში მიწვევა რუსეთთან ომის შეწყვეტის ერთადერთი გზაა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ნატოში მიწვევა რუსეთთან ომის შეწყვეტის ერთადერთი გზაა. როგორც ზელენსკი The Financial Times-თან ნტერვიუში აღნიშნავს, უკრაინის ნატოში მიწვევა მისი ხუთპუნქტიანი გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტია, რამაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასვას. „ჩვენ ვერ ვიქნებით ძლიერები მიწვევის გარეშე, რამაც, თავის მხრივ, ჩვენი დიპლომატია უნდა გააძლიეროს, რათა ომი დავასრულოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. „ეს ომი დასრულდება მაშინ, როცა პუტინი იზოლაციაში აღმოჩნდება, და სხვა პარტნიორები მას დიპლომატიისკენ უბიძგებენ“, – დასძინა მან. გამოცემის მტკიცებით, იმ დროს, როცა ნატოს ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ უკრაინა ალიანსში წევრობის შეუქცევად გზას…

მეტი...

,,ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს” – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს. მისი თქმით, ის აპირებს, წამოწიოს ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების იდეა. ამის შესახებ ორბანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს საკუთარ ცუდად ორგანიზებულ, ცუდად განხორციელებულ, ცუდად გათვლილ სტრატეგიას უკრაინის მიმართ. „ეს არ ნიშნავს მეტ ომს, მეტ სახიფათო იარაღს და შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, არამედ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ ომის სტრატეგიიდან მშვიდობის სტრატეგიაზე. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები”, – წერს ორბანი. ვიქტორ ორბანის თქმით, მას სურს, მთელი…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 22 ოქტომბრამდე საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ამოტრიალდა – არის მსხვერპლი

თურქეთში, აქსარაის პროვინციაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა, შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ავტობუსი ქვეყნის დასავლეთით მდებარე ბალიკესირის პროვინციიდან ნევშეჰირის პროვინციაში, კაბადოკიაში მიემართებოდა, რომელიც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში პოპულარულია. ავარიის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ვარაუდობენ, რომ ავარიის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება და მძღოლის უყურადღებობა გახდა.

მეტი...

„იაჰია სინვარის ხელებზე ამერიკელების სისხლი იყო, „ჰამასი“ განადგურებულია და მისი ლიდერები ლიკვიდირებული არიან“ – კამალა ჰარისი

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მის ხელებზე ამერიკელების სისხლი იყო“. „ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება და „ჰამასის“ საფრთხე ისრაელისთვის აღარ უნდა არსებობდეს. დღეს ამ მიზნისკენ აშკარა პროგრესი არსებობს. „ჰამასი“ განადგურებულია და მისი ლიდერები ლიკვიდირებული არიან“, – განუცხადა ჰარისმა ჟურნალისტებს. როგორც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს მომენტი იძლევა შესაძლებლობას, საბოლოოდ დასრულდეს ომი ღაზაში. „ის უნდა დასრულდეს ისე, რომ ისრაელი იყოს დაცული, მძევლები გათავისუფლდნენ, დასრულდეს ტანჯვა ღაზაში და პალესტინელ ხალხს შეეძლოს ღირსების, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლების რეალიზება“, – აღნიშნა ჰარისმა.

მეტი...

ბაიდენი ბერლინში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავს. გერმანიის დედაქალაქში ის ქვეყნის კანცლერს ოლაფ შოლცს, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერებს შეხვდება, რათა განიხილოს კიევის მიერ გაჟღერებული წინადადებები რუსეთთან ომის დასრულების შესახებ. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას განიხილავს. Reuters-ის მტკიცებით, ბაიდენის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის მკვლელობის შემდეგ ღაზაში საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა მალე დასრულდეს. ბაიდენი გერმანიაში ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს გეგმავდა ჩასვლას, სადაც რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მისი ვიზიტი ამერიკაში მძვინვარე ქარიშხალ „მილტონის“…

მეტი...

რუსეთმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

გუშინ, 17 ოქტომბერს, რუსეთმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,რუმინეთის საჰაერო სივრცის კიდევ ერთი უკანონო დარღვევა გუშინ მოხდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ დარღვევებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის უგუნურ ქცევას. ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის დახმარებას”, – წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ცნობისთვის, რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყანაა.

მეტი...

ზელენსკი ტრამპთან საუბრის დეტალებს ასაჯაროებს

,,უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატოს წევრი ვიქნებით”, – უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის თქმით, ამის შე­სა­ხებ მან აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან და მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატთან, დო­ნალდ ტრამ­პთან საუბრისას გა­ნა­ცხა­და. ,,დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი — უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა — უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატოს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ბრიუსელში,…

მეტი...

ისრაელი ადასტურებს, რომ მათ ,,ჰამასის” ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ მათ ,,ჰამასის” ახალი ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს. სინვარის ცხედარი ღაზაში 17 ოქტომბერს მოკლული 3 ტერორისტიდან ერთ-ერთია. ,,სინვარი მოკლეს, როდესაც ჩვენს ჯარისკაცებს გაურბოდა. მივმართავ ,,ჰამასის” ტერორისტებს: თქვენი ლიდერები გარბიან და ჩვენ მათ ლიკვიდაციას მოვახდენთ”, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიუაჰუმ. უწყების განცხადებით, შენობაში, სადაც ტერორისტები იმყოფებოდნენ, ისრაელელი მძევლების ყოფნის კვალი არ იკვეთებოდა. სინვარი ჰამასის ლიდერი ივლისში, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გახდა.

მეტი...

საფრანგეთის სამხრეთში წყალდიდობას ებრძვიან – საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც

საფრანგეთის სამხრეთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. რთული ვითარება შეიქმნა არდეშის ხეობაში, სადაც, მდინარის ადიდების გამო, ქალაქ ანონეს ცენტრი დაიტბორა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სენ-სირ-სიურ-ლუარი რეგიონში რამდენიმე მთავარი მაგისტრალი დაიკეტა, ალპ-მარიტიმის გზა კი დიდი მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩაკეტილია. გავრცელებული ინფორმაციით, ლიონის მახლობლად მდებარე ჟივორიდან 180-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ლუარის ხელისუფლებამ, სოციალურ ქსელის საშუალებით, განგაშის „წითელი დონე“ გამოაცხადა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა ქვეყანას წყალდიდობის შედეგად.

მეტი...

,,უკრაინა იმსახურებს, ერთ მშვენიერ დღეს NATO-ს 33-ე წევრი გახდეს” – ზელენსკი რუტეს შეხვდა

,,უკრაინის NATO-ში მოწვევა დიპლომატიურად გაგვაძლიერებს და ნამდვილ და სამართლიან მშვიდობასთან დაგვაახლოებს. უკრაინა იმსახურებს, ერთ მშვენიერ დღეს გახდეს NATO-ს 33-ე წევრი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს”, – ასე ეხმაურება ვოლოდიმირ ზელენსკი ალიანსის გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრას. ,,NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან, შეხვედრისას განვიხილეთ ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს უკრაინას და დაეხმარება ჩვენს ბრძოლაში. მადლობა ალიანსის წევრ ქვეყნებს, რომლებიც ხელს უწყობენ უკრაინის თავდაცვის წარმოების განვითარებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენასა და სამხედრო დახმარებას. გვაქვს NATO-ს წევრების მზადყოფნის იმედი, რომ ჰააგაში, NATO-ს მომდევნო სამიტამდე, უკრაინისთვის ფინანსური დახმარება, 40 მილიარდი ევროს ოდენობით, გამოცხადდება”,…

მეტი...

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს, ნოემბრიდან, რუსეთის მიერ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს, ნოემბრიდან, რუსეთის მიერ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. რუსული მედიის ცნობით, ,,ჩერნომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ ენერგოდეფიციტის გამო ელექტროენერგია ყოველდღე ოთხი საათით გაითიშება. მისივე თქმით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთიდან ელექტროენერგიას კომერციულ ფასად შეისყიდის. ,,ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი 260 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება “ინტერ რაოსთან” რუსეთიდან პირველი ნოემბრიდან 180 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების შესახებ (60 მლნ კვტ.სთ ნოემბერში და 120 მლნ კვტ.სთ დეკემბერში). დეფიციტის დასაფარად, ასევე ნოემბრიდან დე ფაქტო რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე დაწესდება ელექტროენერგიის ოთხსაათიანი გამორთვები”, – განაცხადა ჯინჯოლიამ. ,,ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორის თქმით,…

მეტი...

,,ჰამასის” ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია” – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ,,ჰამასის” ახალი ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდირებას X-ზე ეხმაურება. ,,ჰამასის” ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია. ეს კარგი დღეა ისრაელისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის”, – წერს ბაიდენი. აშშ-ის პრეზიდენტი პოსტს ვრცელ განცხადებას ურთავს თავს, სადაც ნათქვამია, რომ IDF-ი ამერიკის დაზვერვასთან ერთად მუშაობს და სამართლიანობას ვერცერთი ტერორისტი გაექცევა.  

მეტი...

ავსტრალიის მთავრობამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 10 წლამდე შეამცირა

ავსტრალიის მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი ქვეყანაში 10 წლამდე შემცირდა. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ქვეყანაში არასრულწლოვანთა დანაშაულის მაჩვენებლის შესამცირებლად. კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 10-დან 14 წლამდე უნდა გაზარდონ, სხვა განვითარებული ქვეყნებისა და გაეროს სტანდარტების შესაბამისად. ავსტრალიაში ბავშვთა დაკავების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით 11-ჯერ მაღალია. მათი უმრავლესობა აბორიგენია.

მეტი...

,,მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას” – ევროპული საბჭოს დოკუმენტი

,,ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს. მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას”, – ამის შესახებ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია საუბარი. ,,45. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე. ამავე დროს, იგი იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული იმ ქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. 46. ევროპული საბჭო იმეორებს, რომ ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე-ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. იგი მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი…

მეტი...

სამოთხე 2000 მეტრ სიმაღლეზე

ტიანშან ტიანჩის სცენური ტერიტორიიდან თავად ამბობს სათქმელს. ეს არის ბუნების საოცრება, რომელიც მთებს, ტბებს, ჩანჩქერებს, უნიკალურ ხე-მცენარეებს, წყლის ბინადრებსა და ცხოველებს მოიცავს.  რასაც აქ ხედავთ სწორედ ბუნების საოცრებაა.

მეტი...