საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში, რომელიც ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, ლატვიას უმასპინძლა და 4:4 დაასრულა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ალექსანდრე იაშვილმა გაიბრწყინა – „ჯვაროსნების“ ყოფილმა თავდამსხმელმა პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, ერთი-ერთი გოლი განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა – მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ერთი გოლიც სანდრო კობახიძის ანგარიშზეა.
მეტი...დღე: ოქტომბერი 18, 2024
“პენიტენციური სასაკლაოს შემოქმედნი დღეს ციხეში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ”- რატი ბრეგაძე
“პენიტენციური სასაკლაოს შემოქმედნი დღეს ციხეში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. მინისტრი ამბობს რომ, დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში ოფიციალურად შესვლის გამო შეუწყდათ, დღეს პატრიოტებად ასაღებენ თავს; პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, რუსულად მადლობას უხდიდნენ საქართველოში ჩამობრძანების გამო და რუსულ ინვესტიციებს ღიად მიესალმებოდნენ, დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს; პენიტენციური სასაკლაოს შემოქმედნი დღეს ციხეში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ; ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებას იწუნებენ; „ჯარში მსახური-მონობაა-ს” პროპაგანდისტები, ფულის სანაცვლოდ ჯარისგან გამთავისუფლებელი ვითომ…
მეტი...„ვიქტორია სეკრეტი იყო მიზანი და არა ოცნება“- მატილდა გვარლიანი
21 წლის მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც „ვიქტორია სეკრეტის“ შოუში მიიღო მონაწილეობა. „ვიქტორია სეკრეტი იყო მიზანი და არა ოცნება“, – ეს იყო პირველი გზავნილი, რომელიც ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმა შოუს კულისებიდან მსოფლიოს გაუგზავნა. მატილდა გვარლიანი მოდის ინდუსტრიის ახალი ამომავალი ვარსკვლავია. გვარლიანი გამორჩეული და საინტერესოა მაღალი მოდის ისეთი სახლებისთვის, როგორიცაა „შანელი, დოლჩე გაბანა“, „ქლოე, „გუჩი“ „ლუი ვიტონი“. მანამდე მატილდა გვარლიანი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც MODELS.com-ის TOP 50 ახალგაზრდა მოდელს შორის დაასახელა. ის ასევე არის პირველი ქართველი, რომელიც მოდის ბიბლიად წოდებული „ვოგის“ გარეკანზე მოხვდა. დღესდღეობით მას მსოფლიოს 10 დიდი სააგენტო…
მეტი...“არავინ უნდა გლოვობდეს „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილს”- ირ სტარმერი
“არავინ უნდა გლოვობდეს „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილს”– ამის შესახებ დიდი ბრიტაგნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. „მის ხელებზე უდანაშაულო ისრაელელების სისხლია, რომლებიც 7 ოქტომბერს მოკლეს, ასევე, პალესტინელი ხალხის სისხლი, რომლებიც ქაოსსა და ძალადობაში იტანჯებოდნენ“- თქვა ბრიტანეთის პრემიერმა. სტარმერი ამბობს, რომ ის კვლავ უჭერს მხარს ისრაელის თავდაცვის უფლებას, მაგრამ რაც შეეხება მიმდინარე ომს, მისი აზრით, ამის გადაწყვეტა მხოლოდ დიპლომატიით მოხდება.
მეტი...„ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად“- ანდრეი სიბიგა
“ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა x-ზე წერს. „ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად, და დაუყოვნებლივ იმოქმედოს. რუსეთმა აგრესიის სერიოზული ესკალაცია განახორციელა ჩრდილოეთ კორეის ომის მხარედ ჩართვით. ვითხოვთ ევროატლანტიკური საზოგადოებისა და მთელი მსოფლიოს დაუყოვნებლივ და ძლიერ რეაქციას“ – წერს სიბიგა.
მეტი...რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. 501 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკრაინაში, ხოლო 89 რუსეთში დაბრუნდა. რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, საპარლამენტო საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელის, შამსაილ სარალიევის ცნობით, ცხედრებს უკრაინის მორგებში ამოსაცნობად გადაასვენებენ, რის შემდეგაც ოჯახებს გადასცემენ.
მეტი...ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების თითქმის მეოთხედს სამშობლოში დაბრუნება არ სურს
ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების თითქმის მეოთხედს გრძელვადიან პერსპექტივაში სამშობლოში დაბრუნება არ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი ავრცელებს, რომელიც 2024 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის ანალიზს ეყრდნობა. „უკრაინელი ლტოლვილების დაახლოებით 35 პროცენტს სურს უკრაინაში დაბრუნება, როგორც კი იქ კვლავ უსაფრთხო გარემო იქნება“ – აცხადებს პანუ პოუტვაარამო, მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მიგრაციის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი. უკრაინაში მომავალში დაბრუნებას, უსაფრთხოების სიტუაციის მიუხედავად, გამოკითხულთა 4% გეგმავს. 11%-ზე ოდნავ ნაკლები უკვე დაბრუნდა უკრაინაში, ხოლო კიდევ 25%-ს გადაწყვეტილება არ მიუღია. „რაც უფრო დიდხანს აწარმოებს რუსეთი თავის აგრესიულ ომს უკრაინაში, მით უფრო მეტი ადამიანი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა,…
მეტი...საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
3 სექტემბერს თბილისში, სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის რეპუტაციის შელახვას, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია ნათქვამი „საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 3 სექტემბერს თბილისში, სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე გეგმური სამუშაოების შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის რეპუტაციის შელახვას. შემთხვევის შედეგად დაზარალებული სამი თანამშრომლის შესახებ „საქართველოს რკინიგზამ“ მყისიერად აცნობა შესაბამის უწყებებს. დაშავებული თანამშრომლები სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილ იყვნენ კლინიკებში, სადაც მათ ოპერატიულად აღმოუჩინეს…
მეტი...ირანში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ ლიდერის გარდაცვალება წინააღმდეგობის ძალებისთვის შთაგონების წყარო იქნება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, სინვარს არ ეშინოდა სიკვდილის და სიმამაცით იბრძოდა ბოლომდე. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ირანელმა მინისტრმა დაწერა, რომ სინვარის ცხედრის ფოტოები რეგიონში წინააღმდეგობის მებრძოლებისთვის შთაგონების წყარო იქნება.
მეტი...გერმანიაში ახალი სახანძრო განყოფილება დაიწვა
გერმანიაში ახალი სახანძრო განყოფილება დაიწვა. ზარალმა სულ მცირე, 21 მილიონი დოლარი შეადგინა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა ჰესენის შტადტალენდორფის სახანძრო განყოფილების შენობა, სპეცტექნიკა და ათამდე სასწრაფო დახმარების მანქანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, განყოფილებაში ხანძრის საწინააღმდეგო სიგნალიზაცია არ იყო დამონტაჟებული, რადგან ექსპერტებმა მისი დაყენება საჭიროდ არ ჩათვალეს.
მეტი...ოკუპირებული აფხაზეთი ენგურის ე.წ. საგუშაგოს ერთი კვირით ჩაკეტავს
ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი 23-დან 30 ოქტომბრამდე მდინარე ენგურზე არსებულ ე.წ. გასასვლელს ჩაკეტავს. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, გადაწყვეტილება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს “რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით მიიღეს“. გამონაკლისი დაიშვება „აფხაზეთის რეგიონში დაბრუნებული და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის“, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნებიან.
მეტი...“რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს უკრაინის ბირთვულ შეიარაღებას”- ვლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს უკრაინის ბირთვულ შეიარაღებას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. „უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რაზეც მე არაერთხელ მისაუბრია ჯერ კიდევ მანამ, სანამ კრიზისი ცხელ ფაზაში გადავიდოდა, უკვე მაშინ, ამ მოვლენებამდე, შედარებით რბილად, მაგრამ მაინც საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინას უნდა ჰქონოდა ბირთვული იარაღი. ასეთი საფრთხე შესაბამის რეაქციას გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. შემიძლია პირდაპირ ვთქვა: რუსეთი ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს“- აღნიშნა პუტინმა.
მეტი...ჯგუფი „მგზავრები“ ზღვის უბნის პარკში კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
“სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე” – ამის შესახებ ჯგუფი „მგზავრები“ სოციალურ ქსელში წერს. მათი განცხადებით, “მგზავრები“ ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. „რა თქმა უნდა, პარკის გახსნა პარტიული ღონისძიება არ არის, თუმცა გახსნის თარიღი დაემთხვა 20 ოქტომბრის ღონისძიებას, ამიტომ, კონცერტმა მიიღო პოლიტიკური ელფერი. სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე“- ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს
“ვიცი, რომ ბევრი მიდიხართ არჩევნებზე იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებით. მნიშვნელოვანია, რომ დაურეკოთ თქვენ ახლობლებს, ვინც საქართველოშია და სთხოვოთ, არ მისცენ ხმა ქვეყნის გარუსებას და, პირიქით, მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს”- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებისადმი მიმართვაში. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, თუკი არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, გაუქმდება ევროკავშირთან სავიზო მიმოსვლა და ქვეყანა „სვიფტის“ გადარიცხვის სისტემიდან ჩაიხსნება. “თქვენ იცით, რომ თუ რაღაც მანქანით ივანიშვილი დარჩა, ჩვენ გაგვიუქმებენ უვიზო მიმოსვლას და ჩაგვხსნიან „სვიფტის“ გადარიცხვის სისტემიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვეღარ გადმორიცხავთ ფულს და გაგიჭირდებათ წინ და უკან გადაადგილება. გარდა ამ უშუალო ზიანისა, ჩვენ…
მეტი...ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი სახლის გუნდს უკრაინაში ელოდება
თეთრი სახლის გუნდი მალე ეწვევა უკრაინას. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „უკუკავშირთან დაკავშირებით [გამარჯვების გეგმაზე], თეთრი სახლის გუნდს ველი უკრაინაში. ველით, და უახლოეს დროში ის აქ იქნება ამა თუ იმ პასუხებით” – განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...პუტინი არ წავა „დიდი ოცეულის” სამიტზე ბრაზილიაში, სადაც ის ჰააგის სასამართლოს ორდერით უნდა დააკავონ
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ წავა „დიდი ოცეულის” სამიტზე ბრაზილიაში, სადაც ის ჰააგის სასამართლოს ორდერით უნდა დააკავონ. ამის შესახებ პუტინმა BRICS-ის წევრი ქვეყნების ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. კითხვაზე, წავა თუ არა ის ბრაზილიაში მასზე გაცემული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გათვალისწინებით, პუტინმა უპასუხა: „რა, სპეციალურად წავალ იქ, რომ ამ ფორუმის ნორმალური მუშაობა დავარღვიო?“ „ხომ ყველას შესანიშნავად გვესმის, რომ ეს სსსს-ც [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო] რომ გამოვრიცხოთ, ყველა საუბარი მხოლოდ ამაზე იქნება. ფაქტობრივად ჩავშლით „ოცეულის“ მუშაობას. რისთვის? ვიპოვით ვინმეს, ვინც მაღალ დონეზე ღირსეულად წარადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ბრაზილიაში“ – განაცხადა პუტინმა.
მეტი...რუსთავში ოთხი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოთხი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 9 თებერვალს, რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბულის ბაზარი“-ს ტერიტორიაზე ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მისი ძმის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ხუთ დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ოთხი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთის გადარჩენა დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით…
მეტი...ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა. როგორც უცხოური მედია იტყობინება, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობა და რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს. შოლცმა ისაუბრა ორივე ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობაზე მშვიდობის დამყარების საკითხში. მისი თქმით, გერმანიის პოზიცია ნათელია, მხარი დაუჭიროს უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ,,ამავდროულად, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ გახდეს ომის მხარე, ეს ომი არ გადაიზარდოს გაცილებით უფრო დიდ კატასტროფაში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. მისივე თქმით, ორივე სახელმწიფო ერთად მუშაობს ძლიერი NATO-სთვის, რომელიც დაიცავს ალიანსის ტერიტორიის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს. ,,ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი…
მეტი...თბილისში შუახნის კაცს ეძებენ
თბილისში შუახნის კაცს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახი ავრცელებს. ,,გამარჯობა მეგობრები. მოკლედ ვეძებ მამას, რომელიც გუშინ გავიდა სახლიდან და ჯერ არ დაბრუნებულა. გავიდა შერმადინის ქუჩიდან (დიდი დიღომი). აცვია წითელი სპორტული ზედა, შავი სპორტული შარვალი და შავი ბოტასები. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და გთხოვთ ეს პოსტი გადააზიაროთ. თუ შენიშნავთ სადმე დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე ან არ ვიცი, ნებისმიერ ლოკაციაზე, გთხოვთ დაუკავშირდეთ 112 ან დაგვიკავშირდით ნომერზე 597 107 907 ; 599318392. ვტვირთავ ფოტოსაც საორიენტაციოდ”, – წერს ოჯახი.
მეტი...,,ზელენსკის ომი უკრაინაში არ უნდა დაეშვა” – ტრამპი
,,უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ომი საკუთარ ქვეყანაში არ უნდა დაეშვა”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა. „ვფიქრობ, რომ ზელენსკი ერთ-ერთი საუკეთესო ვაჭარია, რომელიც ოდესმე მინახავს. ყოველთვის, როცა ის ჩამოდის, ჩვენ მას 100 მილიარდს ვაძლევთ. ვის მიუღია ისტორიაში ასეთი ფული? ასეთი რამ არასდროს მომხდარა. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მისი დახმარება არ მსურს. მე ძალიან მეცოდებიან ეს ადამიანები. მას არასდროს არ უნდა დაეშვა ომი“, – თქვა ტრამპმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მთლიანად განადგურებულია. „თითქმის ყველა ქალაქი განადგურებულია. ყველა შესანიშნავი ოქროს გუმბათი ძირს აგდია და დამსხვრეულია.…
მეტი...ზელენსკი უარყოფს ცნობებს უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბირთვული არსენალის აღდგენის შესახებ არ ფიქრობს. როგორც მან ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას არასდროს უთქვამს, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას ან რამე მსგავსის გაკეთებას აპირებს. მისი თქმით, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, უკრაინაში არსებული ბირთვული იარაღი რუსეთს გადაეცა. შესაბამისი მემორანდუმი 1994 წელს ბუდაპეშტში გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინა საკუთარ ბირთვულ პოტენციალს რუსეთს გადასცემს, ხოლო რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და მოგვიანებით ჩინეთი და საფრანგეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორები იქნებიან. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს, ვინაიდან რუსეთი უკრაინაში შეიჭრა…
მეტი...,,ევროპა რომ გვინდა, თურმე ამიტომ უნდა ავირჩიოთ მკვლელი და მწამებელი სააკაშვილის პარტია” – მამუკა მდინარაძე
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ხელისუფლების ოპონენტების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს კამპანიურ სიყალბეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი გზავნილები სულ უფრო მძაფრდება. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართულ საზოგადოებას ევროპა რომ უნდა, თურმე, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიებს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი, რომლებიც საერთო პატრონის აგენტურას წარმოადგენენ. „კამპანიური სიყალბე, „ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია”, წინასაარჩევნოდ სულ უფრო მძაფრდება. ევროპა რომ გვინდა, თურმე ამიტომ ოთხიდან ერთი უნდა ავირჩიოთ: მკვლელი და მწამებელი, ტერიტორიების რუსეთზე ჩამბარებელი და საკუთარ ჯარზე ომის დამბრალებელი სააკაშვილის პარტია; ან იგივე ნაცწარსულის, რუბლებით დაფინანსებულ-ჩახდილი…
მეტი...აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი 1 კვირით ენგურის ხიდს კეტავს
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით საოკუპაციო ხაზთან მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი – ენგურის ხიდი ჩაიკეტება. ადგილობრივი მედიის ცნობით, გადაწყვეტილება, ,,საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებს და სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენებს უკავშირდება”. ენგურის ხიდის ჩაკეტვა არ შეეხებათ ენგურჰესის თანამშრომლებს, ასევე აფხაზეთის ,,მოქალაქეებს და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს”, რომლებიც დანარჩენი საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბრუნდებიან. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმაც მიიღო.
მეტი...აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსულ და ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის არმიისთვის შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის წარმოებაში მონაწილეობენ
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსულ და ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის არმიისთვის შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონ „ჰარპიას“ წარმოებაში მონაწილეობენ. დრონებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ სექტემბერში გაავრცელა, ჩინურ ქარხნებში რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობით აწარმოებენ. „ეს არის პირველი სანქციები ჩინური საწარმოების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ ავითარებენ და აწარმოებენ შეიარაღების სისტემებს რუსულ კომპანიებთან პარტნიორობით“, – ნათქვამია ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
მეტი...დააკავეს რუსი ჩინოვნიკი, რომელიც საქართველოში ძვირადღირებულ ქონებას მალავდა
როგორც რუსული მედია წერს, რომ კომპანია ,,როსპრიროდნადზორის“ სამხრეთ ციმბირის რეგიონთაშორისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ანდრეი ფროლოვს, საქართველოსა და თურქეთში ძვირადღირებული უძრავი ქონება აღმოაჩნდა. ამ ქონების შესახებ კი ის ინფორმაციას მალავდა. პროკურატურის თქმით, ფროლოვი ანტიკორუფციული კანონმდებლობის უხეშად დარღვევაშია ბრალდებული. მათივე ცნობით, ჩინოვნიკის საქმიანობის შედეგად კომპანიამ 5 მილიონზე მეტი იზარალა. რა სახის უძრავ ქონებას ფლობს ფროლოვი თურქეთსა და საქართველოში, არ აკონკრეტებენ.
მეტი...,,საქართველოს არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი რაც უნდა და გაწევრიანდეს EU-ში” – ფიშერი
ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომელსაც ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო აწერს ხელს და ნათქვამია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ნაბიჯები აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, გერმანიის ელჩი ეხმაურება: ,,ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაამტკიცა ევროკავშირის გაფართოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ – ევროპულმა საბჭომ. თუ გაღელვებთ ეს საკითხი, წაიკითხეთ და გაიგეთ ეს სიტყვები. საქართველოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა, მაგრამ მას არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა და გაწევრიანდეს ევროკავშირში. თქვენ გადაწყვიტეთ”, – წერს პეტერ ფიშერი.
მეტი...„მე თვითონ, არასდროს მქონია ფული“ – მიხეილ სააკაშვილი
მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი წინასაარჩევნო პროცესს ეხმაურება და ამომრჩეველთან დამოკიდებულების შესახებ, სოციალურ ქსელში წერს. „ივანიშვილს სჯერა, რომ ადამიანების მოსყიდვა არის ერთადერთი გზა მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფის. ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, ხელის ჩამორთმევა და გულში ჩახუტება. მე თვითონ, არასდროს მქონია ფული და რა თქმა უნდა, მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მე მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული და შესაბამისად, შევინარჩუნე ჩემი ხალხის უდიდესი ნაწილის სიყვარული, რაც ვერ ამოძირკვეს დღემდე, ვერანაირი მანქანებით, და ვერც ამოძირკვავენ, რაც არ უნდა დამაბრალონ და რა მაქინაციებიც არ უნდა ჩაატარონ“, – წერს სააკაშვილი.
მეტი...ბაიდენს გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა
აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, დიდი ჯვარი „გერმანიის წინაშე დამსახურებისთვის“ გადაეცა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ბაიდენს, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, ორდენი გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინაიერმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია ბერლინში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. თავის სიტყვაში გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-სთან მეგობრობა გერმანიისთვის „ეგზისტენციურად მნიშვნელოვანია“ როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ასევე მისი დემოკრატიისთვის. ბაიდენის მიღწევებს შორის დასახელებულია ტრანსატლანტიკური ურთიერთობების აღდგენა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ. „როდესაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, პრაქტიკულად ერთ ღამეში დაუბრუნეთ ევროპას ტრანსატლანტიკური ალიანსის იმედი“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრაზე ბაიდენმა და შტაინაიერმა განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის…
მეტი...მოტყუებით დაეუფლნენ აშშ-ში მცხოვრები პირების კუთვნილ $1 634 000 და 1 მილიონ ევროს – ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია 4 ადამიანი. ,,ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი, სადაც დაასაქმეს უცხო ენების მცოდნე ოპერატორები და შესაბამისი მიმართულებების კურატორი მენეჯერები. ოპერატორები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ…
მეტი...რას ამბობს ლიონის მწვრთნელი გიორგი მიქაუტაძეზე
,,გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით გოლი ჯერ არ გაუტანია, მაგრამ მას შეუძლია, მთავარი მწვრთნელის, პიერ საჟის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს”, – ამტკიცებს გამოცემა Madeingones-ი. „ლიონის „ოლიმპიკში“ გასულ ზაფხულს 18.5 მილიონ ევროდ გადასული გიორგი მიქაუტაძე კვლავ ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. 23 წლის ქართველ თავდამსხმელს ტრანსფერის შემდეგ ახალ გუნდში გოლი ჯერ არ გაუტანია და სათადარიგოთა სკამზეც კი გადაიყვანეს. თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელს, პიერ საჟს თავისი მოთამაშის მაინც სჯერა“, – წერს გამოცემა. „გიორგი მიქაუტაძის ისტორია ახლა იწყება. მან პირველად თავი „მეცში“ გამოიჩინა. „ლიონში“ მას დიდი იმედით ელოდნენ და ვფიქრობ, ეს ზეწოლა მისთვისაც კარგია. მართალია, ჯერ არ…
მეტი...ლა-მანშის სრუტის გადაცურვის დროს მიგრანტების ნავი ჩაიძირა
საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ლა-მანშის სრუტის გადაცურვის მცდელობისას, მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ოფიციალური პირების განმარტებით, გადატვირთული ნავი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, ჩრდილოეთ საფრანგეთში, ვისანის სანაპიროსთან ჩაიძირა.
მეტი...ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ შემდგომი ესკალაციის საფრთხის გამო არ მოიწონა
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, შემდგომი ესკალაციის შიშით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ ძირითადი პუნქტები უარყო. კერძოდ, შოლცმა გააკრიტიკა ზელენსკის გეგმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ. „ბილდის“ ინფორმაციით, შოლცი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პასუხისმგებლობის აღება, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომი არ გადაიზარდოს ომში რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს შორის. შოლცმა განაცხადა, რომ ვერაფერი აიძულებს შეცვალოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. შოლცმა ასევე თქვა, რომ დაბლოკავს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სწრაფ მოწვევას.
მეტი...,,11 000 ჩრდ. კორეელი ჯარისკაცი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 1-ელი ნოემბრიდან მზად იქნება” – ბუდანოვი
,,დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ამჟამად წვრთნას გადის აღმოსავლეთ რუსეთში და უკვე 1-ელი ნოემბრისთვის ისინი მზად იქნებიან მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში”, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. უკრაინული მედიის ცნობით, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კორეელი ჯარისკაცები რუსულ აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას გამოიყენებენ. მისივე ინფორმაციით, 2600 ჯარისკაცისგან შემდგარი პირველი ქვედანაყოფი კურსკის ოლქში გაიგზავნება და ჯერჯერობით, არ არსებობს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის დანარჩენი ჯარების გადაადგილების შემდგომი გეგმების შესახებ.
მეტი...ირაკლი კობახიძემ კულტურის და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე თინათინ რუხაძე წარადგინა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა. კულტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. თინათინ რუხაძე, ამ დრომდე, ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეა წულუკიანი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში დაასახელა.
მეტი...,,ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა. თუ მშვიდობა არ იქნება, თუ სხვა მთავრობა მოვიდა, არ იქნება კარგი” – გიორგი ანწუხელიძის მამიდა
„ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა“, – ამის შესახებ გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე აცხადებს. ეთერ ანწუხელიძე მიიჩნევს, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ასევე, ის აცხადებს, რომ ყველას მშვიდობა ურჩევნია და ამომრჩეველი თუ დაფიქრდება ხმა „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცეს. „ყველას თავისი აზრი აქვს. სხვის მაგივრად მე როგორ ვთქვა. მე ჩემი აზრი მაქვს, ვფიქრობ, მშვიდობა ყველას უნდა. თუ დაფიქრდებიან მშვიდობა გვირჩევნია, რომ მისცენ ხმა „ოცნებას“. ეს ჩემი აზრია და ყველას თავისი ჭკუა აქვს. დღეს საქართველოს მშვიდობა სჭირდება რა თქმა უნდა, თუ მშვიდობა არ იქნება, თუ სხვა მთავრობა…
მეტი...მბაპემ დაასახელა ადამიანი, რომელიც შვედეთში მომხდარ გაუპატიურებაზე ჭორებს ავრცელებს
მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე დარწმუნებულია, რომ გაუპატიურებაში ბრალდებების უკან მისი ყოფილი კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ დგას. ამის შესახებ წერს ესპანური გამოცემის, Cadena SER-ის ჟურნალისტი ხავი ერაესი. ცნობილია, რომ სტოკჰოლმის პოლიციამ გამოძიება დაიწყო იმ სასტუმროში გაუპატიურების ფაქტზე, რომელშიც მბაპე შვედეთში მგზავრობისას დაბინავდა. დაზარალებულმა ქალმა ფრანგი ფეხბურთელი მომხდარში დამნაშავედ დაასახელა. მბაპემ „რეალს“ განუცხადა, რომ ჭორებს გაუპატიურების შესახებ პსჟ ავრცელებს მისი პრეზიდენტის ნასერ ალ-ჰელაიფის მითითებით. ცნობილია, რომ პარიზულ კლუბს სასამართლო დავა აქვს ფეხბურთელთან 55-მილიონიან დავალიანებაზე. „რეალიდან“ სტოკჰოლმში არავინ ყოფილა. მათ იციან ის, რასაც კილიანი ატყობინებს. მბაპე დარწმუნებულია, რომ ეს არის ალ-ჰელაიფის ხაფანგი და…
მეტი...