“დავინდობთ ყველას, ვინც მძევლებს გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

„იაჰია სინვარი მოკლულია, დავინდობთ ყველას, ვინც მძევლებს გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის”- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან მიმართა პალესტინელ ხალხს, რომ „ჰამასის“ შემდგომი „დღის დასაწყისია“. „და ეს შესაძლებლობაა თქვენთვის, ღაზას მცხოვრებთათვის, რომ საბოლოოდ თავი დააღწიოთ ტირანიას. სინვარმა თქვენი ცხოვრება გაამწარა. გითხრათ, რომ ლომია, მაგრამ რეალურად ბნელ ბუნაგში იმალებოდა. მოკლულ იქნა, როდესაც პანიკაში ჩვენს ჯარისკაცებს გაურბოდა. ჰამასის“ ტერორისტებს ვეუბნები: თქვენი ლიდერები გარბიან და მათი განადგურება მოხდება”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

“ღაზის სექტორში კვირა-ნახევრის სამყოფი სურსათის მარაგია დარჩენილი”- გაერო

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) დირექტორმა პალესტინის ტერიტორიებზე, ანტუან რენარმა, განაცხადა, რომ ღაზის სექტორში კვირა-ნახევრის სამყოფი სურსათის მარაგია დარჩენილი. ანტუან რენარის ინფორმაციით, სურსათის მიწოდების მდგომარეობა ბოლოდროინდელი ბრძოლებისა და ჰუმანიტარული დახმარების ორკვირიანი შეზღუდვის გაუარესდა რენარმა დააზუსტა, რომ ღაზის 400 ათასამდე მცხოვრები სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის. ისრაელი უარყოფს მიწოდების შეზღუდვას და აცხადებს, რომ ღაზაში 50 სატვირთო მანქანა საკვები და მედიკამენტები იქნა ჩატანილი.

მეტი...

“ყველაფერს შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს და ნატოს წევრი გახდეს”- მარკ რუტე

“ყველაფერს შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს და ნატოს წევრი გახდეს”- შესაბამისი განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკითან ერთად ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც უკრაინა აქ ალიანსის წევრის სტატუსით იქნება. და იქამდე გავაგრძელებთ ყველაფერ შესაძლებელის კეთებას, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის”- განაცხადა რუტემ. მან ასევე პუტინისადმი მესიჯი გააჟღერა: “თუ მას სჯერა, რომ გაიმარჯვებს, ის ვერ გაიმარჯვებს”.  

მეტი...

“ფანტასტიკური ხვიჩა კვარაცხელიაა – თავისი ნიჭით, აზროვნების სისწრაფით”- ალემაო

ბრაზილიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ალემაომ  (რიკარდო როჯერიო დე ბრიტო) „გაძეტა დელო სპორტთან“ ნეაპოლურ გუნდსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „სკუდეტოსთვის „ინტერი“ და „ნაპოლი“ იბრძოლებენ, რამეთუ სხვებზე უკეთ არიან დაკომპლექტებული. შეიძლება სეზონისას ბევრი რამ მოხდეს, მაგრამ ჩემი აზრით, „ნაპოლი“ ფავორიტია, რადგან გაძლიერდა, კარგი ნახევარდაცვა ჰყავს, ანტონიო კონტეს განკარგულებაში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელია. დაე ჩემპიონები გახდნენ. ჩემზე შთაბეჭდილებას სტანისლავ ლობოტკა ახდენს, თუმცა საუკეთესო ფანტასტიკური ხვიჩა კვარაცხელიაა – თავისი ნიჭით, აზროვნების სისწრაფით, ენერგიით, რომელსაც მუდამ ვხედავთ, როდესაც მეტოქეებს დრიბლინგით გვერდს უვლის, რაც ლამაზი სანახავი და მხიარულებაა. ეს ყველაფერი სახალისოა“-აღნიშნა მან.

მეტი...

იოავ გალანტი „ჰამასის“ მებრძოლებს მოუწოდებს გაათავისუფლონ მძევლები და დანებდნენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი „ჰამასის“ მებრძოლებს მოუწოდებს გაათავისუფლონ მძევლები და დანებდნენ. „ისრაელის სახელმწიფომ სამართლიანობა აღასრულა იაჰია სინვარის, მკვლელისა და ტერორისტის ლიკვიდაციით. იაჰია სინვარი იყო მთავარი ტერორისტი, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა. სინვარი მოკვდა გაქცევისას. ის არ მომკვდარა როგორც მეთაური, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა. ეს არის ნათელი გზავნილი ჩვენი მტრებისთვის – ისრაელის თავდაცვის ძალები მისწვდება ნებისმიერს, ვინც შეეცდება, ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს ან ჩვენს უსაფრთხოების ძალებს. ჩვენ გადაგიხდით სამაგიეროს“- აღნიშნა იოავ გალანტმა ვიდეომიმართვისას. ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა არის მკაფიო გზავნილი დაღუპულებისა და მძევლების ოჯახებისთვის, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს მძევლების სახლში…

მეტი...

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ლიდერი მოკლულია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლულია. მინისტრი ამბობს, რომ იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა დღეს მოკლეს. როგორც კაცმა აღნიშნა, მისი მკვლელობა არის ისრაელისთვის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევა. „მასობრივი მკვლელობების ჩამდენი იაჰია სინვარი, რომელიც პასუხისმგებელია 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტასა და სისასტიკეებზე, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა მოკლეს. ეს არის ისრაელისთვის დიდი სამხედრო, მორალური მიღწევა და მთელი თავისუფალი მსოფლიოს გამარჯვება რადიკალური ისლამის ბოროტების ღერძზე, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს“-ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილის ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება”- იაგო ხვიჩია

“სადღეგრძელოებში ყველას ერთმანეთი უყვარს და ეთანხმება, მაგრამ როგორც კი სადღეგრძელო საქმეში გადავა, სალომე ზურაბიშვილის ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება”– ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია ამბობს, რომ ქარტია პრეზიდენტის გასართობია. „ქარტია პრეზიდენტის გასართობია, რითიც მან ოპოზიციის რიგებში შეღწევა მოახერხა. ახლა კი წინასაარჩევნოდ მათ აფეთქებას ცდილობს. მას პრემიერმინისტრობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია და ახლა ზოგად სადღეგრძელოებს ვისმენთ. სადღეგრძელოებში ყველას ერთმანეთი უყვარს და ეთანხმება, მაგრამ როგორც კი სადღეგრძელო საქმეში გადავა და ეს არჩევნებამდე მოხდება, ამ ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი...

“ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა”- სააკაშვილი

“ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, მე არასდროს მქონია ფული და მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ივანიშვილს სჯერა, რომ ადამიანების მოსყიდვა არის ერთადერთი გზა მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფის. ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, ხელის ჩამორთმევა და გულში ჩახუტება. მე თვითონ არასდროს მქონია ფული და, რა თქმა უნდა, მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მე მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული. შესაბამისად, შევინარჩუნე ჩემი ხალხის უდიდესი ნაწილის სიყვარული, რაც ვერ ამოძირკვეს დღემდე ვერანაირი მანქანებით და ვერც ამოძირკვავენ, რაც…

მეტი...

მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ „რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ“ მოქმედებენ ქონებას დაუყადაღებენ

თათრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა, დააყადაღონ რუსეთის იმ მოქალაქეების ქონება, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეწევიან „რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო“ საქმიანობას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების ტექსტი სახელმწიფო დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ინიციატივის ავტორები  ამტკიცებენ, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსი ემიგრანტები უფრო ხშირად ახორციელებენ „საჯარო ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის საფუძვლების დარღვევისკენ მოწოდებებთან“. „ახალი შესწორებების მიზანია ასეთი ქმედებების „აღკვეთა“ – განაცხადეს თათრეთის დეპუტატებმა.

მეტი...

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 14 ნოემბერს საქართველოში, ხოლო საპასუხო კი ხორვატიაში, 19 ნოემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის 2:1 დამარცხების შედეგად, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

მეტი...

ევროკომისია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რათა ევროკავშირიდან უფრო მეტი მიგრანტის დეპორტაცია გახდეს შესაძლებელი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომლითაც ევროკავშირიდან უფრო მეტი მიგრანტის დეპორტაცია გახდება შესაძლებელი.ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილშია ნათქვამი. ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამჟამად ევროკავშირიდან სამშობლოში არალეგალი მიგრანტების დაბრუნების მაჩვენებელი მხოლოდ 20%-ს შეადგენს, რაც  იმას ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობა, რომლებიც ვალდებულნი არიან ევროკავშირი დატოვონ, ამას არ აკეთებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია, გამოიტანოს დასკვნა იტალიისა და ალბანეთის მიერ შემუშავებული სქემიდან, რომლის მიხედვითაც, ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ნაწილს დროებით ალბანეთში გახსნილ ცენტრებში გადაიყვანენ, სადაც ისინი თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადის დამუშავების პერიოდში…

მეტი...

Victoria’s Secret-ის მოდელებს შორის ყველაზე მეტი მოწონება მატილდა გვარლიანის ფოტოს აქვს

Victoria’s Secret-ის „ფანგვერდზე“ , „ანგელოზების“ ფოტოები გავრცელდა. მათ შორის არის მატილდა გვარლიანი, რომელიც პირველი ქართველი მოდელი გახდა Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე. მატილდას ფოტოს სხვა მოდელებთან შედარებით გაცილებით მეტი მოწონება, უამრავი გაზიარება და კომენტარი აქვს დაგროვებული. მათი რაოდენობა ყოველ წუთს იმატებს. ამ წუთში, კი მის ფოტოს 67 000-ზე მეტი მოწონება აქვს.

მეტი...

“ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს”- ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს. მისივე თქმით, ის აპირებს, წამოწიოს ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების იდეა. „ის, რაც ზელენსკიმ გუშინ უკრაინის პარლამენტში წარადგინა, შეუძლებელია არ იწვევდეს შიშს“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანის თქმით, მას სურს, მთელი ევროკავშირის სახელით, მოუწოდოს გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ მოლაპარაკებები რუსებთან, რათა ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შესაძლებელი გახდეს.

მეტი...

ისრაელმა სავარაუდოდ, “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარე იაჰია სინვარი მოკლა

ისრაელმა სავარაუდოდ, “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარე იაჰია სინვარი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს. აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გაავრცელა, რომ ამ მომენტისთვის ამოწმებენ, არის თუ არა ღაზას სექტორში დაბომბვის შედეგად მოკლულ სამ ტერორისტს შორის “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარე, იაჰია სინვარი. განცხადებაში აღინიშნება, რომ სახლში, სადაც მათ ტერორისტები მოკლეს, მძევლები არ იმყოფებოდნენ. იაჰიას მოკვლის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა “ტვიტერის” პირად გვერდზე დაწერა: “ყველა ტერორისტს მივწვდებით და მათ გავანადგურებთ”. მან ასევე გამოაქვეყნა “ჰამასის” სამხედრო ხელმძღვანელის, მუჰამად დეიფის და “ჰეზბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას ფოტოები,…

მეტი...

უკრაინა უახლოეს პერიოდში ნორვეგიისგან F-16 ტიპის ექვს თვითმფრინავს მიიღებს

უკრაინა უახლოეს პერიოდში ნორვეგიისგან F-16 ტიპის ექვს თვითმფრინავს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ნორვეგიელ კოლეგა ბიორნ არილდ გრამთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებს. “უკრაინა-ნატოს საბჭოს დროს ორმხრივი მოლაპარაკებები მქონდა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრთან, ბიორნ არილდ გრამთან. მადლობა გადავუხადე ნორვეგიის მთავრობას და ხალხს უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება და ჩვენი საჭიროებები, კერძოდ შორი მანძილის იარაღში. ცალკე ფოკუსია საავიაციო შემადგენელი. კერძოდ, ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერება F-16 ავიაგამანადგურებლებით. ნორვეგია გააგრძელებს მხარდაჭერას და უახლოეს პერიოდში უკრაინას ექვს თვითმფრინავს გადასცემს” – წერს უმეროვი.

მეტი...

“უკრაინა ირჩევს ნატო-ს და არა – ბირთვულ იარაღს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობა განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფებიდან ვინ დაზარალდა? ყველა? არა, ერთადერთი უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთადერთმა უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბარში მე მას ვუთხარი: „ჩვენთან ასე ხდება, რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ექნება ბირთვული იარაღი და ეს იქნება ჩვენთვის დაცვა, ან უნდა გვქონდეს რაიმე ალიანსი. ნატო-ს გარდა, დღეს ჩვენ ეფექტური ალიანსები არ ვიცით“– განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკი ამბობს, რომ ნატო-ს ქვეყნები…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ნოემბრიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ ნოემბრიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს, ამავე ცნობით, „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ ენერგოდეფიციტის გამო ელექტროენერგია ყოველდღე ოთხი საათით გაითიშება. მისივე თქმით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთიდან ელექტროენერგიას კომერციულ ფასად შეისყიდის. „ამჟამად აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი 260 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება „ინტერ რაოსთან“ რუსეთიდან პირველი ნოემბრიდან 180 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების შესახებ (60 მლნ კვტ.სთ ნოემბერში და 120 მლნ კვტ.სთ დეკემბერში). დეფიციტის დასაფარად, ასევე ნოემბრიდან რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე დაწესდება ელექტროენერგიის ოთხსაათიანი გამორთვები“– განაცხადა ჯინჯოლიამ.

მეტი...

იტალიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთ სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობას კრძალავს

იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებს საზღვარგარეთ სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობას უკრძალავს. კანონპროექტის ინიციატორი პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მემარჯვენე პარტიაა. 2023 წელს დოკუმენტს მხარი პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე დაუჭირა. იტალიაში სუროგაცია 2004 წლიდან არის აკრძალული. ახალი კანონპროექტი სასჯელს ითვალისწინებს მათთვის, ვინც ამ სერვისით ისარგებლებს ქვეყნებში, სადაც ეს დაშვებულია – მაგალითად აშშ-სა და კანადაში. ამისთვის გათვალისწინებულია 2 წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა მილიონ ევრომდე. ასევე, კანონი დანაშაულებრივს ხდის იმ მედპერსონალის მუშაობას, რომლებიც სუროგატული დედობის მხარდამჭერ რეპროდუქციული მედიცინის უცხოურ კლინიკებში მუშაობენ. კანონის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტის მთავარი სამიზნე ლგბტქ-წყვილები არიან, რომლებსაც იტალიაში…

მეტი...

,,შეუძლებელია, რადიკალიზმმა, ბოროტებამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის დამარცხებას ვარაუდობს და აცხადებს, რომ ოპონენტებს გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. მისი მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის ოპოზიციასთან თანამშრომლობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. „ამ ოპოზიციას, გინდ შეერთებულს, გინდ დაშლილს, გინდ სალომესთან ერთად, გინდ მის გარეშე, გინდ შალიკოს ფანჩატურით, გინდ მის გარეშე, აქვს ნულის ტოლფასი  შანსი. არანაირი შესაძლებლობები არ გააჩნიათ, ეს არის რეალობა. თქვენ თუ გინდათ ამ რეალობის დამახინჯება, საზოგადოებისთვის სხვანაირად მიწოდება, ეს თქვენი საქმეა. შეგიძლიათ, გააგრძელოთ, მაგრამ დღევანდელ რეალობაში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გაიმარჯვოს საკონსტიტუციო უმრავლესობით. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ აკეთებს შტაბს. მე…

მეტი...

უკრაინამ საბერძნეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

უკრაინამ საბერძნეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან საბერძნეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას, ასევე წვრთნებს. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან. საბერძნეთი მზადაა მომავალში უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები. ის ასევე უზრუნველყოფს დამატებით რესურსებს ჩვენი პილოტებისა და ტექნიკოსებისთვის F-16 წვრთნების დასაჩქარებლად. მადლობას ვუხდი საბერძნეთს გაწეული დახმარებისთვის და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დასაცავად გაცემული შესაძლებლობებისთვის”, – წერს ზელენსკი.

მეტი...

,,უკრაინის მიღება ნატოში ომის დროს რთულად განხორციელებადია” – ბელგიის პრემიერი

ბელგიის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ დე კროს ცნობით, უკრაინა ნატოს წევრი გახდება, თუმცა ეს ომის პირობებში რთულად განხორციელებადია. „ტრაექტორია ნატოს წევრობისკენ არსებობს. მაგრამ, სინამდვილეში, სანამ უკრაინა ომის პერიოდს გადის, ეს რთულად განხორციელებადია. თუმცა, ნათელია, რომ უკრაინა ნატოს ნაწილი იქნება“, – თქვა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შედგენილი გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტი ქვეყნის წლის ბოლომდე ნატოში მიწვევას გულისხმობს.

მეტი...

რატომ დააჯარიმა უეფამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია საქართველოსთან მატჩის შემდგომ

უეფა-ს ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრების საქციელის გამო დასაჯა. „ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ფეხბურთის ფედერაცია 41 250 ევროთი დააჯარიმა ალბანელი გულშემატკივრების მიერ უკრაინა – ალბანეთისა (2024 წლის 7 სექტემბერი) და ალბანეთი – საქართველოს (2024 წლის 10 სექტემბერი) მატჩებში მომხდარი ინციდენტების გამო“, – ვკითხულობთ უეფა-ს განცხადებაში. საქართველოს ეროვნულ გუნდთან ტირანაში გამართული შეხვედრის დროს ალბანელმა გულშემატკივრებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან მისასვლელი კიბე გადაკეტეს, რისთვისაც ფედერაცია 18 000 ევროთი დაჯარიმდა. ამას გარდა, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 4 750 ევროს ქართველების მხარეს ტრიბუნებიდან საგნების სროლისთვის გადაიხდის, ხოლო 12 500 ევროს – საქართველოს…

მეტი...

,,დასავლელი პარტნიორები „გამარჯვების გეგმას“ მხარს თუ არ დაუჭერენ, ეს იქნება დიდი შეცდომა და რუსეთისთვის პრივილეგია” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერების უმეტესობამ, მის მიერ წარდგენილ „გამარჯვების გეგმას“ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერთა სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა ცალკეულ წევრ პარტნიორთან გამართულ საუბრებზე, იმ ქვეყნების ლიდერებთან, ვისზეც უკრაინის გაძლიერებაა დამოკიდებული. „ამ ქვეყნებს აქვთ დიდი გავლენა იმაზე, გაგვაძლიერონ თუ არა შორი მოქმედების იარაღით. იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც მე ვესაუბრე ამ ტიპის იარაღზე იყო პოზიტიური სიგნალებიც. ჩვენ ძალიან გვსურს, რომ აშშ-ის, როგორც უკრაინის თავდაცვისთვის მთავარი დონორის, პოზიცია იყოს დადებითი და გადამწყვეტი“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, თუ პარტნიორები მხარს არ დაუჭერენ…

მეტი...

ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოზე დეკლარაცია დაამტკიცა

ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოზე დეკლარაცია დაამტკიცა. დეკლარაციის თანახმად, კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და დემოკრატიული უკუსვლის ნიშნების გამო. კონგრესმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ანტიჰუმანური კანონმდებლობა. ,,კონგრესი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნების გამო, რაც აღინიშნება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაციისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ამოქმედებით. ეს მოვლენები დაგმო კონგრესის პრეზიდენტმა განცხადებებში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის და ანტი ლგბტ საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ასევე ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ. გარდა ამისა, კონგრესის მონიტორინგის კომიტეტმა…

მეტი...

VIDEO: მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

მტკვარში ადამიანი ჩავარდა. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახლა ამოიყვანეს.  წყალში ტივტივებდა უგონოდ“, – წერენ სოციალურ ქსელში. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს ,,გამარჯვების გეგმას” აცნობს

ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს ,,გამარჯვების გეგმას” აცნობს. სხდომას ზელენსკი შარლ მიშელის მიწვევით ესწრება. მიშელმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა: ,,მე ორი გზავნილი მაქვს უკრაინისთვის და თქვენთვის, ბატონო პრეზიდენტო. პირველი ის არის, რომ ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას რამდენი ხანიც საჭირო იქნება და რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გჭირდებათ მეტი სამხედრო და ფინანსური დახმარება. ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია დავაჩქაროთ ეს ყველაფერი, რათა დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს. მეორე გზავნილი ის არის, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია და გასულ კვირებში ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ პროგრესს, რადგან…

მეტი...

,,არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს ამჟამინდელი მოქმედებების კურსი და რიტორიკა EU-ს მიმართ” – გერმანიის საგარეო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, ისევე როგორც ქვეყნის გზა ევროკავშირისკენ საფრთხის ქვეშაა და კვლავ მოუწოდებენ მთავრობას, შეცვალოს ამჟამინდელი კურსი და რიტორიკა EU-ის მიმართ. გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ,,ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს ამჟამინდელი მოქმედებების კურსი და რიტორიკა ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ საქართველოში გავრცელებული ცრუ ნარატივებით ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ფარგლები და სიღრმე, ისევე როგორც საქართველოს გზა ევროკავშირისკენ საფრთხის ქვეშაა. მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. ჩვენ მოვუწოდებთ თავისუფალი და სამართლიანი…

მეტი...

ბუნების საოცრება ალპური ტბებით – ფოტორეპორტაჟი სინძიანგიდან

ფოტორეპორტაჟი ტიანშან ტიანჩის სცენური ტერიტორიიდან თავად ამბობს სათქმელს. ეს არის ბუნების საოცრება, რომელიც მთებს, ტბებს, ჩანჩქერებს, უნიკალურ ხე-მცენარეებს, წყლის ბინადრებსა და ცხოველებს მოიცავს. რასაც აქ ხედავთ სწორედ ბუნერის საოცრებაა. ეს არის ტურისტული კურორტის ღია ატრაქციონი. მისი ფართობია 4,15 კვადრატული კილომეტრზეა გადაჭიმული და საშუალო სიმაღლე 1300 მეტრი. მაღალი წერტილი კი 2 000 მეტრი. ტიანშან ტიანჩის სცენური ტერიტორია მდებარეობს სინძიანგ უიგურის ავტონომიური რეგიონში. ეს არის ბუნებრივი ადგილი, რომელიც მდებარეობს მთებსა და ტბებზე. ტიანშანის მთების ბოგდას მწვერვალი 5445 მეტრი სიმაღლეზეა და კარგად ჩანს თოვლიანი  მყინვარი, დათოვლილ მთები, ტყეები, წყაროები, ყვავილები და ულამაზესი პეიზაჟი. ასევე…

მეტი...

აშშ-მა იემენში იარაღის მიწისქვეშა საცავები დაბომბა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციამ იემენში, ჰუსიტების მიერ კონტროლირებულ რაიონებში მდებარე მიწისქვეშა საცავებზე იერიში მიიტანა. პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი სამიზნე 5 მიწისქვეშა საცავი იყო, რომლებშიც „რეგიონში სამოქალაქო და სამხედრო ხომალდებზე თავდასხმებისთვის გამოყენებული იარაღის კომპონენტები ინახებოდა“. 2023 წლის ნოემბრიდან იემენელი ჰუსიტები რეგულარულად ესხმიან თავს წითელ ზღვაში მოძრავ გემებს. თავის ქმედებებს ისინი „ღაზის სექტორში ამერიკულ-ისრაელურ აგრესიაზე პასუხს“ უწოდებენ. თუმცა მათი სამიზნე არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო ხომალდებიც გახდა. თავდასხმების გამო ხომალდებმა სუეცის არხის გამოყენება შეწყვიტეს, რამაც ლოგისტიკა გაართულა. აშშ-მა მოკავშირეებთან ერთად იემენის ტერიტორიაზე ჰუსიტების ობიექტებზე სულ მცირე…

მეტი...

,,უკრაინა გახდება ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი” – რუტე

,,უკრაინა მომავალში შეუერთდება ნატოს და გახდება ალიანსის 33-ე ან 34-ე წევრი”, – ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა. „თუ არის კონკრეტული შეკითხვა, „როდის?“, მე ვერ ვუპასუხებ მას ახლა, ამ მომენტში“, – დასძინა რუტემ და აღნიშნა, რომ მოკავშირეები ახლა მუშაობენ „ხიდის“ აშენებაზე უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის. რუტე დღეს ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. ბოლო ერთ თვეში ეს მათი მესამე შეხვედრა იქნება. ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაც იმართება და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს შარლ მიშელსაც შეხვდება. ევროკავშირის ლიდერებს ის უკრაინის “გამარჯვების გეგმას” გააცნობს.

მეტი...

დედამ ჩვილის მოშორება სცადა და აეროპორტის ტუალეტში დატოვა – ის პოლიციამ დააკავა

თურქეთში, რუსეთის 18 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ახალშობილის თავიდან მოცილება სცადა და ანტალიის აეროპორტის ტუალეტში დატოვა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ახალგაზრდა დედამ, ბავშვის თავიდან მოშორების მიზნით, მისი უნიტაზში ჩარეცხვა სცადა. ბავშვის დედასთან ერთად, დაკავებულია ბებიაც. პოლიცია მიიჩნევს, რომ ქალი საკუთარ შვილს ბავშვის მოშორებისკენ აქეზებდა. ჩვილის ჯანმრთელობის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება, ის აეროპორტის დამლაგებელმა გადაარჩინა.

მეტი...

ჩერკასის ეკლესიაში მოსკოვის საპატრიარქოს მხარდამჭერები შეიჭრნენ და დაარბიეს

უკრაინაში, ქალაქ ჩერკასში, წმინდა მიქაელის ტაძარში, რომელიც უკრაინის ეკლესიას გადაეცა, მოსკოვის ეკლესიის მხარდამჭერები შეიჭრნენ და დაარბიეს. მათ გატეხეს შესასვლელი ჭიშკარი და ტაძრის ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეიჭრნენ. ტაძარში პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავების ცნობით, რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. ჩერკასის წმინდა მიქაელის საკათედრო ტაძარი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვის საპატრიარქოს კონტროლის ქვეშ იყო, დღეს გადაეცა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას – კიევის საპატრიარქოს.

მეტი...

,,საქართველოში არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სიარული – ევროპისკენ თუ მის საპირისპიროდ” – ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის შეფასებით საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა აშკარაა. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ,,საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა აშკარაა. ამ ქვეყანაში არჩევნები იქნება და ეს იქნება ჭეშმარიტების მომენტი. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სიარული – ევროპისკენ თუ მის საპირისპიროდ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ქართველებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რადგან საკითხი მათ ქვეყანას ეხება”, – განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა დღეს ბრიუსელში უკრაინის საკითხზე უნდა იმსჯელონ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოთხოვნით სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საქართველოსა და მოლდოვას…

მეტი...

მილანში ასტრონავტებისთვის Prada-ს მიერ შექმნილი სკაფანდრები წარადგინეს

მილანში გამართულ ასტრონავტიკის საერთაშორისო კონგრესზე მოდის სახლმა Prada და კერძო კოსმოსურმა კომპანიამ პირველად წარადგინეს სკაფანდრი, რომელიც მთვარეზე დაჯდომისთვის იქნება გამოყენებული. სკაფანდრები დამზადებულია ინოვაციური მასალისგან, რომელიც გაუძლებს როგორც ექსტრემალურ სიცხეს მთვარის განათებულ სამხრეთ პოლუსზე, ასევე დაბალ ტემპერატურებს რეგიონებში, რომლებიც მუდმივად ჩრდილშია. ღია კოსმოსში კი ასტრონავტები ამ სკაფანდრებში სულ მცირე 8 საათის გატარებას შეძლებენ. NASA-ს მისია Artemis III, რომლის ფარგლებშიც 1972 წლის შემდეგ პირველად ადამიანის მთვარეზე დაჯდომა იგეგმება, 2026 წლის შემოდგომაზე უნდა დაიწყოს

მეტი...

,,ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება” – კამალა ჰარისი

,,ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. კამალა ჰარისმა პირველად მისცა ინტერვიუ „Fox News“-ს, სადაც არალეგალური იმიგრაციისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შესახებ ისაუბრა. „მინდა, ძალიან ნათლად ვთქვა, ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება. როგორც ყოველი ახალი პრეზიდენტი, რომელიც მოვა თანამდებობაზე, მე მოვიტან ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ახალ იდეებს“, – განაცხადა ჰარისმა. 25- წუთიანი ინტერვიუს დროს ,,ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტმა ჰარისს ჰკითხა, არიან თუ არა ადამიანები, რომლებიც კვლავ უჭერენ მხარს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ…

მეტი...

საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად 7 წლის ბიჭი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში, ნიუკასლში, სახლის აფეთქების შედეგად 7 წლის ბავშვი დაიღუპა, 6 ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აფეთქების შედეგად 3 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. აფეთქების ადგილი ფრენისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადდა და ადგილობრივების ევაკუაცია მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქებას ძალიან დიდი ხმა ჰქონდა, რასაც ნგრევა მოჰყვა, ასევე დაზიანებულია ავტომობილები და ინფრასტრუქტურა. აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

მეტი...