აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა, რომელსაც პანდის ფორმა ეცვა, თეთრ სახლში ჰელოუინის დღესასწაულს უმასპინძლეს და სტუმრებს ტკბილეული დაურიგეს. პირველმა ლედიმ, რომელიც გამოცდილი პედაგოგია, ბავშვებს კითხვის წახალისების მიზნით წიგნები დაურიგა. მოგვიანებით ჰელოუნის კოსტიუმებში გამოწყობილ ბავშვებს მოკლე ზღაპრებიც წაუკითხა. 15 ოქტომბერს ვაშინგტონში ჩინეთიდან ორი გიგანტური პანდა ჩამოიყვანეს, რომლებიც აშშ-ის ეროვნულ ზოოპარკში იმყოფებიან. ჯილ ბაიდენმა პანდას კოსტიუმი „მისასალმებელი ჟესტის“ ნიშნად ჩაიცვა, როგორც ამას თეთრი სახლში აცხადებენ. დღის განმავლობაში თეთრი სახლის კარი დაახლოებით 8 000 ადამიანისთვის გაიხსნა, მათ შორის მოსწავლეებისთვის და სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის.
მეტი...თვე: ოქტომბერი 2024
“რა პრანჭვაა? რაღაცას ვიტყვით, არ მოდის და შემდეგ დგას გაბუტული გენიოსივით”- ელისაშვილი გახარიაზე
“მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი რასაც ფიქრობ. ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და დაგვარწმუნე. ჩვენ რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ და შემდეგ გამოდგება და გვლანძღავს. ეს რა წესია? – მოვიდეს, არავინ კარს არ უჭედავს”- „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარიას მიმართავს. როგორც ელისაშვილი ამბობს, გახარია ერთობლივ შტაბში კონსულტაციებზე არ მიდის. “ამ ძალისხმევაში გახარია რატომ არ არის, არ ვიცი. ღიად არის მისთვის შეთავაზება. უფრო მეტიც, ჩვენ რაღაცაზე ვიკრიბებით, ვმსჯელობთ, ვპატიჟებთ ყოველ ჯერზე გახარიას ან მის წარმომადგენლებს. მოვიდეს და გვითხრას უკეთესი აზრი. ყოველ ჯერზე ვეძახით, ვურეკავთ მასაც და მის წარმომადგენლებსაც, ვეუბნებით, რომ აქა და აქ ვიკრიბებით,…
მეტი...“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას”- უკრაინის საგარეო უწყება
“არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას “- ამის შესახებ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაში უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, ყურადღებით ადევნებდა თვალს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას. „უკრაინა ყურადღებით ადევნებდა თვალს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა. მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმის…
მეტი...ვილი სანიოლი მსოფლიოს წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელის ჯილდოზეა წარდგენილი
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი IFFHS-ის 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზეა წარდგენილი. ნაკრების მთავარი მწვრთნელი საზოგადოების ინტერესის ობიექტი, ჩვენი გუნდის ბოლო დროინდელი წარმატებული მატჩების შემდეგ გახდა. ცოტა ხნის წინ, მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიანიჭეს. ვილი სანიოლი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პოზიციაზე 2021 წელს დაინიშნა. სანიოლის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1995 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „სენტ-ეტიენში“ დაიწყო.
მეტი...“ჩვენი ფრონტი იშლება”- უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი
“ყოველწლიურად ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, 100 000-მდე დაშავდა. ჩვენ დავანგრიეთ ეკონომიკა, დავკარგეთ ტერიტორიები და ყოველდღიურად უფრო მეტს ვკარგავთ, ჩვენი ფრონტი იშლება” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ნიკოლაი ფელდმანის იუთუბარხზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას შეეძლო „ვაჭრობა უფრო მომგებიანად, ვიდრე დღეს“. „რისთვის გამოვიყვანეთ და დავხოცეთ ჩვენი საკუთარი მოქალაქეები ომში, დემოტივირებულები, ძალადობით მოცულები. რისთვის დავკარგეთ დაღუპული ბავშვები, გავუძელით ამ განადგურებულ ენერგეტიკას და დავუშვით პუტინის წამოდგომა, მაშინ, როდესაც შეგვეძლო, გადაგვეწყვიტა ყველაფერი უფრო უკეთესად. ახლა რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, უფრო ცუდ და დასუსტებულ მდგომარეობაში ვართ დიდი დანაკარგებით. რისთვის? ათეულობით…
მეტი...ტაივანში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი მძვინვარებს
ტაივანში, 1996 წლის შემდეგ, ყველაზე ძლიერი ტაიფუნი მძვინვარებს. CNN-ის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია მინიმუმ 73 ადამიანი. გაუქმებულია 500-ზე მეტი ავიარეისი. მაღალი რისკის ზონებიდან 8 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამაშველო ოპერაციებში ჩასართავად 34 000 ჯარისკაცია მობილიზებული
მეტი...“სამ დღეში ვინ გვეტყვის, ეგ მაინც გვითხრან, ტოპტვინები თუ თენგო?“- მდინარაძე
“სამ დღეში ვინ გვეტყვის, ეგ მაინც გვითხრან, ტოპტვინები თუ თენგო?“”– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძე სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლების მიერ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ ორი დღის წინ განაცხადა : „პირდაპირ ვამბობ, არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება“. ასევე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა: „ჩვენ, ტოპ ტვინები, ტოპ აიტი სპეციალისტებთან ერთად ვაანალიზებთ და ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია გამოვლინდება, რომელშიც თითოეული ქართველის ხმა მიიტაცეს“. “აქციები გამარჯვების დასაბრუნებლად”-ოპოზიცია ქუჩაში გადის
მეტი...ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო დაბომბვას ისრაელში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო დაბომბვას ისრაელში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა ქალაქ მეთულას მახლობლად განხორციელებული დაბომბვის შედეგად. დაღუპულთა შორის ერთი ისრაელის მოქალაქე იყო, ოთხი კი უცხოელი. ლიბანიდან ნასროლი რაკეტა სასოფლო-სამეურნეო ზონაში ჩავარდა. პარალელურად, „ჰეზბოლამ“ სარაეკტო შეტევა განახორციელა ქალაქ ჰაიფას მიმართულებით. ჰაიფას მახლობლად კირიათ ათაში დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
მეტი...ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა (video)
ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. სტიქიის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა ვალენსიაში, ორი ადამიანი კასტილია ლა მანჩაში და ერთი ანდალუზიაში. სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს რამდენიმე ადგილას. ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ პრიორიტეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძებნაა. ესპანეთის თავდაცვის დეპარტამენტმა 1 205 სამხედრო მოსამსახურე, 300 მანქანა, 15 ვერტმფრენი და 18 უპილოტო აპარატი გაგზავნა სტიქიის ზონაში. ამ დრომდე 100-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
მეტი...“საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში”- მაია სანდუ
“მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში” – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში, რაც ბოლო რეფერენდუმში ჩვენი ხალხის ნებას ასახავს. გამარჯვება ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნით, რომლებმაც მშვიდობასა და კეთილდღეობაზე დამყარებული მომავალი აირჩიეს”, – წერს სანდუ.
მეტი...“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაიყინა დემოკრატიული უკუსვლის გამო”- ესტონეთის ელჩი
“ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია”- ამის შესახებ საქართველოში ესტონეთი ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ელჩის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია და სწორედ ეს იყო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის “ცხადი მესიჯი”. “ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაიყინა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს იყო ევროკავშირის გუშინდელი გაფართოების ანგარიშის ცხადი მესიჯი,” – წერს მარდისალუ-კაჰარი.
მეტი...“აქციები გამარჯვების დასაბრუნებლად”-ოპოზიცია ქუჩაში გადის
პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის შემდეგ განცხადებები გაკეთდა. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, კონსულტაციების დასრულების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს რუსთაველზე შეიკრიბებიან და მოქალქეებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ. „ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე, რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ – კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“ – განაცხადა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ ოპოზიციის გაერთიანებულ ბრიფინგზე. როგორც ცნობილია, ლიდერები საზოგადოებას ოპოზიციის სამოქმედო გეგმას და სამომავლო ნაბიჯებს გააცნობენ.
მეტი...“ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა”- დანიის ელჩი
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას დანიის ელჩი ანნე ტოფტ სორენსენი ეხმაურება. ის განცხადებას X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა, ასე მარტივად არის საქმე”-წერს საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი.
მეტი...„წელს საქართველო უკან წავიდა“ – შვედეთის ელჩი
საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შვედი დიპლომატი საუბრობს. როგორც შვედეთის ელჩი საქართველოში ანა ლიბერგი აცხადებს, საქართველო უკან წავიდა. „გზავნილი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია. სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. წელს საქართველო უკან წავიდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია. ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება”, – ამბობს ლიბერგი.
მეტი...„მეცხრე ცის“ ჩანჩქერი, ჩინეთი
ამ ბუნების საოცრებას „მეცხრე ცის“ ჩანჩქერისა და „ირმის ნახტომის“ სცენურ ადგილს უწოდებენ. ტიანჩის ტბის წყალი ჩამოდის მორენის კაშხლის გავლით, აყალიბებს ჩანჩქერს მთაზე, რომელიც მოჩუხჩუხებს მთებს შორის. ეს არის ბუნების საოცრება ალპური ტბებითა და უნიკალური ბინადრებით. ეს არის ტურისტული კურორტის ღია ატრაქციონი. მისი ფართობია 4,15 კვადრატული კილომეტრზეა გადაჭიმული და საშუალო სიმაღლე 1300 მეტრი. მაღალი წერტილი კი 2 000 მეტრი. Urumqi (ულუმუცი) არის სინძიანგის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. ის არის სიდიდით მეორე ქალაქი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სიანის შემდეგ, ასევე უდიდესია ცენტრალურ აზიაში მოსახლეობის თვალსაზრისით. ტიანჩის ნახევარმთვარის ალპური ტბა ჩინეთში – მოგზაურობა…
მეტი...„ასტრაზენეკას“ პრეზიდენტზე ჩინეთში გამოძია ტარდება
ცნობილი ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრაზენეკა“ საზოგადოებამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემდეგ გაიცნო. მსოფლიოს ქვეყნები „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს აქტიურად იყენებდნენ. კომპანია აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტი ჩინეთის ხელისუფლების მიერ გამოძიების ქვეშ იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშრებით დღეს ჩინეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერსაც ჰკითხეს. როგორც ლინ ჯიანმა აღნიშნა, გამოძიება კანონის შესაბამისად წარიმართება. „ჩინეთის მთავრობა მიესალმება უცხოურ კომპანიებს ინვესტირებას და ბიზნესს ჩინეთში და დაიცავს მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს კანონის შესაბამისად“ – ასეთია ჩინეთის საგარეო უწყების მოკლე კომენტარი.
მეტი...ზესტაფონის ფერო 5 თვით მუშაობას წყვეტს, ჩერდება ჭიათურის მაღაროც
ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო ხვალიდან მუშაობას წყვეტს. ათასობით დასაქმებული დროებით უმუშევარი რჩება. „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ორივე საწარმოში 100 %-იანი წილის მფლობელია, კომენტარს არ აკეთებს. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გუშინ, 30 ოქტომბერს, შპს „მაღაროელის“ თანამშრომლებს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა და განუცხადა, რომ კომპანია 5 თვით, 2025 წლის აპრილამდე აჩერებდა მუშაობას. დასაქმებულებს საშუალება ექნებოდათ ხელფასის 60% მიეღოთ. „ერთი კვირაა ჭორებია, მაგრამ მხოლოდ გუშინ დადასტურდა, რომ აპრილამდე მაღარო მუშაობას წყვეტს. გუშინ, 30 ოქტომბერს, გამოგვიცხადეს ოფიციალურად. თემურ ხონელია შეგვხვდა დასაქმებულებს, გარკვეული მიზეზები დაასახელა, კრიზისშია კომპანია, რესტრუქტურიზაცია უნდა გავაკეთოთ და აპრილამდე უნდა გავჩერდეთო.…
მეტი...,,სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობას უცხადებს და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კარგია, რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას პროკურატურაში დაბარებაზე. ,,მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მომეწონა რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას. მე ვნახე რომ ქ-ნ სალომეს არც მედვედევის მუქარა გამორჩენია მხედველობიდან. ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ზუსტად ასეთი, მოსკოვიდან მოსული ინსტრუქციების შედეგად უკვე სამ წელზე მეტი ვიმყოფები, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით პატიმრობაში და არ მსურს, რომ ამ უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა. თქვენ რას…
მეტი...აშშ-მა რუსული ბანკები დროებით სანქცირებულთა სიიდან ამოიღო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებულ რუსულ ბანკებს ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელების ნება დართო. ფინანსური ოპერაციების წარმოებას რუსეთის რამდენიმე ბანკი, მათ შორის Sberbank-ი, VTB და Rosbank-ი, ასევე რუსეთის რამდენიმე საკრედიტო ორგანიზაცია შეძლებს. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება ტრანზაქციებს, რომლებიც ენერგომატარებლების მოპოვებას, გადამუშავებას, ტრანსპორტირებასა და ვაჭრობას ეხება. შეზღუდვა 2024 წლის 1 ნოემბრამდეა მოხსნილი მისი გაგრძელების შესაძლებლობით. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს , რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკმარისად პრაგმატულ პოზიციას იკავებენ და სწრაფად რეაგირებს მაშინ, როცა საქმე ამერიკის სავაჭრო- ეკონომიკურ ინტერესებს ეხება.
მეტი...ისრაელის ჩრდილოეთით სარაკეტო იერიშს 5 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ მეტულაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი სერიოზულად დაშავდა. ხუთი გარდაცვლილი ადამიანიდან ერთი ისრაელის მოქალაქე, ხოლო დანარჩენი ოთხი – უცხოელი იყო. ებრაული მედია აღნიშნავს, რომ რაკეტა, სავარაუდოდ, ლიბანიდან იყო გაშვებული. ებრაული მხარე მომხდარში ლიბანში განლაგებულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ადანაშაულებს.
მეტი...ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობას ურჩევს, 3 დღისთვის საკმარისი საკვები და მედიკამენტები მოიმარაგონ
ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობას ურჩევს, 3 დღისთვის საკმარისი საკვები და მედიკამენტები მოიმარაგონ. რეკომენდაცია მოსახლეობის სამოქალაქო და სამხედრო მზადყოფნის გაძლიერების შესახებ, ევროკომისიის ანგარიშშია ასახული. ევროკომისია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 72-საათიანი მარაგის გამოყენება შესაძლოა ევროკავშირზე რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან შესაძლო კიბერთავდასხმებისა და დივერსიების განხორციელების შემთხვევაში დასჭირდეთ. ანგარიშში პოტენციურ საფრთხეებად ასევე დასახელებულია ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა, გლობალური ეკონომიკური კრიზისები, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ სტიქიური უბედურებები და ახალი პანდემია.
მეტი...,,მიჩიგანში ჩინელმა სტუდენტმა არჩევნებზე ხმა უკანონოდ მისცა, თუმცა მისი ბიულეტენი მაინც ჩაითვლება” – CNN
აშშ-ში 19 წლის ჩინელი სტუდენტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში უკანონო მონაწილეობის გამო დააკავეს. CNN-ის ცნობით, ჩინელი სტუდენტი, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლობს, ამერიკის მოქალაქე არ არის, შესაბამისად, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. ინფორმაცია მიჩიგანის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკურმა“ პარტიამ არჩევნებში უცხოელების მონაწილეობის შესახებ გააკეთა განცხადება. ჩინელმა სტუდენტმა ხმა კვირას მისცა. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მან რეგისტრაცია სტუდენტური ბილეთის წყალობით გაიარა, თუმცა იმავე დღეს ადგილობრივ საარჩევნო კომისიას მიმართა და სთხოვა, რომ მისი ბიულეტენი ამოეღოთ. ახლა შტატის სამართალდამცველები და ხელისუფლება ცდილობენ დაადგინონ ეს ინდივიდუალური შემთხვევა იყო, თუ ჩინეთის მიერ არჩევნებში ჩარევის…
მეტი...,,ვერ იქნები პრეზიდენტი, თუ გძულს ამერიკელი ხალხი” – ტრამპი კამალა ჰარისზე
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარს უპასუხა, რომელმაც ტრამპის მხარდამჭერებს „ნაგავი“ უწოდა. დონალდ ტრამპის თქმით, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ვერ უხელმძღვანელებს ამერიკას, რადგან არ უყვარს ამერიკელები“. „მიმდინარე კვირაში კამალა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს ისტორიაში ყველაზე ბოროტ მასობრივ მკვლელებს ადარებდა“, – აღნიშნა ტრამპმა. „ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. ამერიკას ვერ უხელმძღვანელებ, თუ ამერიკელები არ გიყვარს. ვერ იქნები პრეზიდენტი, თუ გძულს ამერიკელი ხალხი. ბევრი სიძულვილია. კამალა ჰარისი არ არის შესაფერისი კანდიდატი შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობისთვის. მას არ აქვს ინტელექტი, ან განსაკუთრებული თვისება, რაც ნამდვილ ლიდერებს უნდა ჰქონდეთ“, – დასძინა მან.
მეტი...ხარკოვზე რუსეთის ძალების იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 34 დაშავდა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 34 დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შემთხვევის ადგილის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ნანგრევებში, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ. „ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რაც ყოველდღიურად ხდება. მათი გადაწყვეტილებები – ჩვენი ხალხის სიცოცხლეა. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ რუსეთი და გავაკეთოთ ეს ყველა შესაძლო საშუალებით“, – წერს ზელენსკი.
მეტი...„ბავშვობა მქონდა ძალიან რთული, სოფლის ყოფა, გაჭირვება, უსახსრობა” – ლაშა ბექაური
როგორი იქნება ლაშა ბექაური ოცი წლის შემდეგ, როგორი ბავშვობა ჰქონდა და რისთვის არის მზად სამომავლოდ? – ამ თემებზე ისაუბრა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა გადაცემის ანონსში „ნოესთან“. „ვცდილობ ბევრი კარგი საქმე გავაკეთო რაც შემიძლია ცხოვრებაში. ბავშვობა მქონდა ძალიან რთული, სოფლის ყოფა, გაჭირვება, უსახსრობა… გაჭირვების პერიოდში ბებო ემიგრაციიდან გვეხმარებოდა… ყველაფრისთვის მზად ვარ…“, – ამბობს ბექაური ანონსში.
მეტი...აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 400-მდე იურიდიულ და ფიზიკურ პირს ათზე მეტ ქვეყანაში, რომლებიც, ოფიციალური ვაშინგტონის ცნობით , რუსეთს აწვდიან მოწინავე ტექნოლოგიებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში გამოიყენება. სანქციები და სხვა სახის შეზღუდვები ერთდროულად გამოცხადდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებებში. ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა 274 სუბიექტს, სახელმწიფო დეპარტამენტმა 120-ზე მეტს, ვაჭრობის სამინისტრომ კი სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა 40 კომპანიასა და კვლევით ინსტიტუტს.
მეტი...,,ერევანსა და მოსკოვს შორის მთელ რიგ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე უთანხმოებაა” – არარატ მირზოიანი
,,ერევანსა და მოსკოვს შორის უთანხმოებაა მთელ რიგ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე”, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნებს ძლიერი ეკონომიკური კავშირები აქვთ და, ამავდროულად, ურთიერთობა საკმაოდ გამჭვირვალეა. „ჩვენ ყოველთვის არ ვიზიარებთ ერთმანეთის პოზიციებს. ეს ეხება ერთ ან ორ მოედანს, სადაც ჩვენ ვართ წევრი. მაგალითად, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“. ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება ამ სტრუქტურის მიმართ“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა. მირზოიანმა გაიმეორა ოფიციალური ერევნის პოზიცია, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ საკმარისად არ უპასუხა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებულ…
მეტი...ოპოზიციის სამოქმედო გეგმა დღეს, 20:00 საათზე გახდება ცნობილი
ოპოზიცია ერთობლივ სამოქმედო გეგმას საზოგადოებას დღეს, საღამოს 20:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააცნობენ. გადაწყვეტილება ლიდერებმა დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. მათი თქმით, კოორდინაციაში არიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ,,იქნება ერთობლივი ბრიფინგი, სადაც ვისაუბრებთ კონკრეტულ გეგმაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მოიპოვეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე”, – განაცხადა კონსულტაციების დასრულების შემდეგ ენმ-ის ლიდერმა. ასევე, ოპოზიცია აგრძელებს გაყალბების მტკიცებულებები შეგროვებასა და სქემების გაშიფვრას რომელსაც ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემენ.
მეტი...VIDEO: ტრამპი მიტინგზე ნაგვის მანქანით მივიდა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი ვისკონსინის შტატში საარჩევნო მიტინგზე ნაგვის მანქანით მივიდა. ინფორმაციას და ვიდეომასალას Nexta Live ავრცელებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრამპის მომხრეებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ „ნაგავი“ უწოდა. ამის შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენის სიტყვები არასწორად გაიგეს. ,,როგორ მოგწონთ ჩემი ნაგვის მანქანა? მას კამალას და ჯო ბაიდენს ვუძღვნი“, – განაცხადა ტრამპმა. რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენმა მედისონ-სკვერ-გარდენზე ტრამპის მიტინგზე გამოთქმული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა: „ამ დღეებში მის (ტრამპის) მიტინგზე ერთ-ერთმა ორატორმა პუერტო-რიკოს ნაგვის მცურავი კუნძული უწოდა. ერთადერთი ნაგავი, რომელსაც მე…
მეტი...,,უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ხელშეკრულებას რუსეთსა და ირანს შორის” – ლავროვი
,,უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ხელშეკრულებას რუსეთსა და ირანს შორის, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა თავდაცვის საკითხებს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ევრაზიული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. „რუსეთ-ირანის ურთიერთობების განმტკიცების სერიოზული ფაქტორი იქნება მომავალი შეთანხმება რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ხელშეკრულება მზადდება ხელმოწერისთვის უახლოეს მომავალში. იქ დადასტურდება მხარეთა სურვილი თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე რეგიონულ…
მეტი...როგორ მოვაწყოთ სტუდია პოდკასტისთვის სახლის პირობებში
ბოლო წლების განმავლობაში უამრავმა ადამიანმა გადაწყვიტა პოდკასტის საშუალებით საკუთარი ცოდნისა და ინტერესების ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება. ამ ტიპის პროექტების აქტუალობა სულ უფრო იზრდება, მათ შორის საქართველოშიც. თუკი თქვენც გაქვთ პოდკასტის იდეა, თუმცა გარემო ფაქტორები გაბრკოლებთ, მაშინ კარგი ამბავი გვაქვს. დღეს მოგიყვებით, როგორ არის შესაძლებელი მარტივად, სახლის პირობებში პოდკასტის სტუდიის მოწყობა. ასე რომ, ცალკე სივრცის მოძებნა და დამატებითი ხარჯების გაღება აღარ მოგიწევთ. გაეცანით, რა ტიპის აპარატურა დაგჭირდებათ თქვენი გეგმის სისრულეში მოსაყვანად, როგორ უნდა შეარჩიოთ ადგილი და მოაწყოთ ოთახი. ქვემოთ გთავაზობთ რჩევებს ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. როგორ შევარჩიოთ ადგილი პოდკასტის ჩასაწერად…
მეტი...,,პოლონეთმა იპოვა ახალი მიზეზი, რომ „მიგ-29“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას არ გადასცეს” – ზელენსკი
პოლონეთმა იპოვა ახალი მიზეზი, რომ არ გადასცეს „მიგ-29“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თვითმფრინავების საკითხზე მოლაპარაკება ჰქონდა ნატო-ს ხელმძღვანელობასთან. „ძალიან გვინდოდა „მიგები“ მიგვეღო პოლონეთიდან, მაგრამ ვერ მოგვცეს, რადგან თავისთვის არ ჰქონდათ საკმარისი. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით ნატო-სთან, რომ ჩვენი ბალტიელი მეგობრების მსგავსად მათთვის საპოლიციო მისია გამოეყოთ. ჩვენ ამაზე შევთანხმდით. და რა ამის შემდეგ? პოლონეთმა მოგვცა თვითმფრინავები? არა. სხვა მიზეზი იყო? დიახ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება მუდმივად სთხოვდა პოლონეთს, ჩამოეგდო პოლონეთის მიმართულებით მფრენი რუსული რაკეტები,…
მეტი...როგორ ვიყოთ მაქსიმალურად პროდუქტიული საერთო სამუშაო სივრცეში
პანდემიამ ჩვენი ყოველდღიურობა საგრძნობლად შეცვალა. ეს ცხოვრების ყველა ასპექტზე აისახება, მათ შორის, სამსახურებრივ პირობებზეც. თუკი აქამდე კომპანიების უმეტესობა უარს ამბობდა დისტანციური სამუშაო პირობების შეთავაზებაზე, დღეს დამსაქმებლების დიდი ნაწილი სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას. დისტანციურად მუშაობის ხანმოკლე გამოცდილებამ დაგვიმტკიცა, რომ ის კომფორტული და პროდუქტიულია, როგორც დასაქმებულებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის. სამსახურებრივი გარემოს ამგვარმა ტრანსფორმაციამ ახალი საჭიროებები წარმოშვა. ასე გაჩნდა საერთო სამუშაო სივრცის იდეა, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ დისტანციურ რეჟიმში მომუშავე ადამიანებზეა გათვლილი. მათი რიცხვი, ვინც ამ კონცეფციით მოიხიბლა და უკვე შეუერთდა საერთო სამუშაო სივრცეს, სულ უფრო იზრდება. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, მაშინ დღევანდელი…
მეტი...,,შვედეთის პრემიერი ბრალს მდებდა, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოვადგენდი” – ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ შვედეთის მთავრობის თავმჯდომარე ულფ კრისტერსონი, რომელმაც ის საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასების გამო გააკრიტიკა, ვაშინგტონიდან იღებს ინსტრუქციებს. „შვედეთის პრემიერ-მინისტრი ბრალს მდებდა მე იმაში, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოვადგენდი. ნათელია, რომ მან ეს ინსტრუქციები ვაშინგტონიდან მიიღო. რა სამწუხაროა“, – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ორბანის განცხადებას კრისტერსონი გამოეხმაურა და თქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შვედეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების სახელით არ საუბრობს, არამედ, შესაძლოა, საუბრობდეს რუსეთის სახელით. ამის გამო უნგრეთის საგარეო…
მეტი...,,სალომე ზურაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებს” – პრეზიდენტი ათონელის სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდა
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პროკურატურაში დღეს არის დაბარებული, საგამოძიებო უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებს. პრეზიდენტი ათონელის სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდა. პროკურატურამ დღეს ახალი განცხადება გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს.
მეტი...,,საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოიპარეს” – როთი
,,საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოიპარეს”, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის წევრმა მიხაელ როთმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. ის აგრეთვე გამოეხმაურა უკრაინასა და მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის უკან რუსული იმპერიალიზმი დგას. „უკრაინაში დამანგრეველი ომია. მოლდოვა ჰიბრიდულ ომშია ჩართული. საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოპარულია. ამ ყველაფრის უკან რუსული იმპერიალიზმი დგას. მას აღმოსავლეთ ევროპაში ახალგაზრდა დემოკრატიების განადგურება სურს. ჩვენ უბრალოდ თვალს ვადევნებთ, თუ გავიღვიძებთ ოდესმე?“, – დაწერა როთმა.
მეტი...