,,სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა, თუმცა ამ დამამუნჯებელი ტრაგედიის ხსოვნას დღემდე ცხადად ატარებს საქართველოს ათასობით მოქალაქე” – აშშ-ის საელჩო

სოხუმის დაცემიდან 31 წლისთავზე საქართველოში აშშ-ის საელჩო პატივს მიაგებს დაღუპული გმირების ხსოვნას. გმირთა მემორიალთან დღეს აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი მივიდა. ,,დღეს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა, თუმცა ამ დამამუნჯებელი ტრაგედიის ხსოვნას დღემდე ცხადად ატარებს საქართველოს ათასობით მოქალაქე. მათ მსხვერპლსა და თავდადებას თქვენთან ერთად მივაგებთ პატივს”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ პოსტში.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე დღეს ვიზუალური გამოსახულების გარეშე ჩართეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა „ვივა მედიდან“ დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი, თუმცა  ვიზუალური გამოსახულების გარეშე. დარბაზში მყოფებმა მესამე პრეზიდენტის აუდიო ჩართვა გააპროტესტეს, თუმცა სასამართლომ დარბაზის შეცვლასა და ვიდეოჩართვაზე უარი თქვა.

მეტი...

პრეზიდენტმა ,,ამნისტიის შესახებ კანონს” ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა ,,ოცნების” მიერ მიღებულ ,,ამნისტიის შესახებ კანონს” ხელი მოაწერა, თუმცა თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, მსგავსი აქტი ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა. ,,საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე. პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდადებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ,,ამნისტიის შესახებ კანონს”, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ,,ქართულმა ოცნებამ” მესამე მოსმენით 17 სექტემბერს დაამტკიცა.

მეტი...

ცნობილია, როდის დაიწყება საქართველო-ალბანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა

14 ოქტომბერს, საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში ავრცელებს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებს ჩეხეთსა და ალბანეთზე გამარჯვების შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. 11 ოქტომბერს ჩვენი ეროვნული გუნდი უკრაინას პოლონეთში შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს ალბანეთს უმასპინძლებს.

მეტი...

,,რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რომლებსაც გვიყენებდნენ, საქართველოში, 2022 წელს, რუსეთი იქნებოდა შემოსული” – პრემიერი

,,ამ ბანერებით ხალხს კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წელს, რითაც გვემუქრებიან დღესაც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მეორე ფრონტი თავიდან ავაცილოთ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რა შედეგები მოჰყვება ომს და რა შედეგები აქვს მშვიდობას, ამის შედარება ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი. „რა შედეგები მოჰყვება ომს და რა შედეგები აქვს მშვიდობას, ამის შედარება ქართველი ხალხისთვის არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. ქართველ ხალხს უნდა შევახსენოთ, რა არის ომის ფასი და რა არის მშვიდობის ფასი. ხალხს კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022…

მეტი...

,,ექიმების რეკომენდაცია როცა იქნება, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში” – რატი ბრეგაძე

,,ექიმების რეკომენდაცია როდესაც იქნება, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „დანარჩენზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა. მე სიხარულით შემიძლია გამცნოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესებულია. ადრეც გიკითხავთ და ახლაც გავიმეორებ, რომ ექიმების რეკომენდაცია როდესაც იქნება, აუცილებლად დაბრუნდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მეტი...

ბეირუთში ,,ჰეზბოლას” საჰაერო ძალების მეთაურია ლიკვიდირებული

ისრაელის ძალების იერიშის შედეგად ბეირუთში ,,ჰეზბოლას” საჰაერო ძალების მეთაურია ლიკვიდირებული. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. მათივე ცნობით, სარური ხელმძღვანელობდა და მეთაურობდა უამრავ საჰაერო თავდასხმას ისრაელზე, მათ შორის დანაღმული უპილოტო თვითმფრინავებით და ფრთოსანი რაკეტებით. ისრაელში აცხადებენ, რომ მოჰამედ სარური ხელმძღვანელობდა ,,ჰეზბოლას” უპილოტო თვითმფრინავების წარმოებას და დააფუძნა ადგილები ლიბანში, სადაც დაჯგუფებას უნდა ეწარმოებინა უპილოტო საფრენი აპარატები.

მეტი...

„ნაცმოძრაობას“ უნდა პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად” – პრემიერი

„ნაცმოძრაობაში“ საუბრობენ აქტიურად პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა, მე საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყვნენ ძალიან ფხიზლად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მიეცეს. „ნაცმოძრაობაში“ საუბრობენ აქტიურად პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც ჩავატარე. მე საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყვნენ ძალიან ფხიზლად, ძალიან ფრთხილად და არავინ უნდა დაუშვას ასეთი პროვოკაციების მოწყობა. სახელმწიფო ყველა შემთხვევაში მიიღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჩვენ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

,,ბირთვული დოქტრინის შეცვლასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის განცხადება უპასუხისმგებლობაა” – ბლინკენი

ენტონი ბლინკენი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ქვეყნის ბირთვული დოქტრინის შეცვლასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას უპასუხისმგებლო უწოდა. ,,ეს სრული უპასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, მსოფლიოში ეს ბევრმა, მათ შორის ჩინეთმაც ნათლად გამოხატა, როდესაც ბირთვული იარაღით ადრე იმუქრებოდა”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები იგეგმება. მისივე თქმით, რუსეთს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ბირთვული დარტყმა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რუსეთს ჩვეულებრივი შეიარაღებით დაესხმებიან თავს და ეს რუსეთის სუვერენიტეტს კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის.

მეტი...

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა – საგარეო ნინო ლომჯარიას პასუხობს

საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რაოდენობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პასუხობს: ,,გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ. სამწუხაროდ, ცალკეული პირები მანიპულირებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, რომ თითქოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65000 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა. საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: აღნიშნული ვებ-გვერდი ამოქმედდა 2015 წელს. შესაბამისად, ვებ-გვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც…

მეტი...

იოსებ ბაბაევი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

გორელი ბიზნესმენი, ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი იოსებ ბაბაევი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გამოიტანა. იოსებ ბაბაევს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ და ამ ბრალდებით ის გორში, ბიძინა ივანიშვილის ჩასვლის დღეს დააკავეს. სასამართლომ ბიზნესმენს 2 დღიანი პატიმრიბა შეუფარდა. იმის გამო, რომ მან იზოლატორში 2 ღამე უკვე გაატარა სასჯელი მოხდილად ეთვლება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბიზნესმენს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგომა არ გაუწევია და საკუთარ რესტორანში მისვლას, პროდუქტების მიტანის მიზნით ცდილობდა. ბაბაევის თქმით, მისი დაკავების ბრძანება ოლიგარქის სიმშვიდისთვის პირადად შიდა ქართლის პოლიციის უფროსმა, ვალერიან თელიამ გასცა.

მეტი...

,,ხელის ჩამორთმევა, თუ ვახშამი, რაც იყო” – კობახიძე ბაიდენთან გაუქმებულ მიღებაზე

პრემიერი კობახიძე ბაიდენთან მიწვევის გაუქმებაზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და ამ მიღებას ,,ხელის ჩამორთმევას” უწოდებს. ,,რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას ვახშამზე, ხელის ჩამორთმევაზე , რომელიც იყო დაგეგმილი, ეს იყო ბავშვური ნაბიჯი. აშშ არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს”, – ამბობს კობახიძე. მისივე მტკიცებით, ამ მიღებაზე ბაიდენმა ავტორიტარული ქვეყნების ლიდერები მიიწვია და ამაზე ,,საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას”. ,,რაც შეეხება, ხელის ჩამორთმევას, თუ ვახშამს, რაც იყო; ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი”, – ამბობს კობახიძე, თუმცა არ ასახელებს რომელი სახელმწიფოებს გულისხმობს. კობახიძის თქმით, მიღებაზე მიწვევის გაუქმების შემდეგ,…

მეტი...

,,ომისა და მშვიდობის შედარება არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი” – პრემიერი

,,ომისა და მშვიდობის შედარება არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან რაც არის გამოსახული სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი. „მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს და ზოგადად რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022, 2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი…

მეტი...

ნიუ-იორკის მოქმედ მერს, ერიკ ადამსს, კორუფციის ბრალდება წარუდგინეს

აშშ-ში, ნიუ-იორკის მოქმედ მერს, ერიკ ადამსს კორუფციის ბრალდება წაუყენეს. ადამსს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლით წარედგინა, მათ შორისაა ქრთამის აღება, თაღლითობა და საარჩევნო კამპანიისთვის თურქეთიდან უკანონო დაფინანსების მიღება. 57-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა დღეს დილით, რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გამოქვეყნდა. პროკურატურის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში, დადგინდა ადამსის თურქ ჩინოვნიკებთან და ბიზნესმენებთან კავშირები, ასევე მისი კამპანიის ფარგლებში მიღებული შემოწირულებების წარმომავლობაც.

მეტი...

ფლორიდა დამანგრეველი ქარიშხლისთვის ემზადება

ატლანტის ოკეანის თავზე ქარიშხალი ,,ჰელენის” გაძლიერების გამო, ფლორიდის შტატმა სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა. ხუთშაბათს დილის მდგომარეობით, ქარიშხალი გადაიზარდა მე-2 კატეგორიაში და მოსალოდნელია, რომ ფლორიდას დღეს ღამე გადაუვლის. ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ხალხს, გაითვალისწინონ ევაკუაციის ბრძანებები და გააფრთხილეს, რომ ქარიშხალი ,,სიცოცხლისთვის საშიშია”. მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ქალაქს ტალაჰასს გადაუვლის. ასევე, პროგნოზირებენ, რომ ის სიძლიერით მეოთხე კატეგორიას მიაღწევს.

მეტი...

,,ქაბულში ჩიტს შეუძლია საჯაროდ იმღეროს, მაგრამ გოგოს არა” – მერილ სტრიპმა გაეროში ავღანელი ქალების უფლებებზე ისაუბრა

,,ქაბულში ჩიტს შეუძლია საჯაროდ იმღეროს, მაგრამ გოგოს არა”, – ასე მიმართა მერილ სტრიპმა გაეროს გენერალურ ასამბლეას. სიტყვით გამოსვლისას მსახიობმა აღნიშნა, რომ ავღანელ ქალებს მხარდაჭერა სჭირდებათ და თალიბანის რეპრესიები უნდა შეწყდეს. ,,დღეს ქაბულში კატებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე ქალებს. კატას შეუძლია სახეზე მზის სხივი იგრძნოს, შეიძლება ციყვს დაედევნოს პარკში. დღეს ავღანეთში ციყვსაც უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე გოგოს, რადგან საზოგადოებრივი პარკები ქალებისა და გოგოებისთვის თალიბებმა დაკეტეს. ქაბულში ჩიტს შეუძლია საჯაროდ იმღეროს, მაგრამ გოგოს არა”, – განაცხადა მერილ სტრიპმა.

მეტი...

,,დაუშვებლად მიგვაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგების სურათების გამოყენება” – უკრაინის საგარეო

,,ქართველ ხალხს შეუძლია, არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას ეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი. ,,უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენება. ქართველ ხალხს შეუძლია, არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, “ქართული ოცნების” მმართველ პარტიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ…

მეტი...

აშშ-მა რუსეთს კიბერდანაშაულებისა და ფულის გათეთრების გამო ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ს მთავრობამ რუსული ვირტუალური ფინანსური პლატფორმებისა და ცალკეული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ კიბერდანაშაულებისა და ფულის გათეთრების გამო ახალი სანქციები დააწესა. ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელი (FinCEN) აწესებს შეზღუდვებს რუსული ვირტუალური ვალუტის PM2BTC-ის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთში ფულის გათეთრებაში აქტიურადაა ჩართული. გარდა ამისა, საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) სანქციებს რუსეთის მოქალაქე სერგეი ივანოვის წინააღმდეგ აწესებს, რადგან ივანოვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფულის გათეთრების პროცესებში. სანქციები დაწესდება ასევე სენტ-ვინსენტსა და გრენადინების კუნძულებზე რეგისტრირებული ვირტუალური ვალუტის, Cryptex-ის წინააღმდეგ.

მეტი...

ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებს ,,გამარჯვების გეგმა” წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებს ,,გამარჯვების გეგმა” წარუდგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს და წერს, რომ ზელენსკი სენატორთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერები, ჩაკ შუმერი და მიტჩ მაკკონელი ხელმძღვანელობდნენ. მათივე ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის ყველაზე დიდი ყურადღება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, უკრაინელი ჯარისკაცების პირველად საჭიროებებს, იარაღის ერთობლივ წარმოებასა და აშშ-ის შემდგომი მხარდაჭერის ძირითად მიმართულებებს დაეთმო. „აქ, აშშ-ის დედაქალაქში, ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველი დღეებიდან დგანან უკრაინელების გვერდით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მადლობა სენატის თითოეულ წევრს ასეთი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. უკრაინის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს ,,გამარჯვების გეგმა” გააცნო. აუდიენციაზე განიხილეს სამხედრო დაფინანსებასა და უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოება. ,,უკრაინასთან ვდგავართ ახლა და მომავალშიც ვიდგებით. ნება მომეცით, ვიყო მკაფიო. რუსეთი ომში ვერ გაიმარჯვებს”, – განაცხადა ბაიდენმა. ზელენსკიმ ბაიდენს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მედიასთან გაკეთებული კომენტარების შემდეგ შეხვედრა ორ ლიდერს შორის დახურულ კარს მიღმა წარიმართა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს ორ ლიდერს შორის უკვე მე-11 შეხვედრაა.

მეტი...

საქართველოში ძლიერი ქარია მოსლოდნელი

საქართველოში ძლიერი ქარია მოსლოდნელი. აღმოსავლეთ საქართველში ტემპერატურა მხოლოდ +23° -მდე გათბება. meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი   17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +26, +31°; მთაში დღისით  +23, +28°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +17, +22°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ნისლი.  აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +18, +23°; მთაში დღისით +18, +23°; მაღალმთაში დღისით +13, +18°. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე…

მეტი...

რუსეთში ქართველ ჯარისკაცს ასამართლებენ

ქართველი ჯარისკაცი გიორგი გოგლიძე, რომელიც 2023 წელს რუსებმა ლუგანსკის ოლქში დაატყვევეს, მალე რუსული სასამართლოს წინაშე წარდგება. რუსული მედიის ცნობით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნის დასამტკიცებლად და შემდგომ სასამართლოში გადასაცემად პროკურორს უკვე გადაეგზავნა. როგორც ქართველი მებრძოლის დედა ამბობს, შვილთან კომუნიკაცია უკვე ერთი წელია არ ქონია და მწირ ინფორმაციას მხოლოდ ,,წითელი ჯვრის” ორგანიზაციისგან იღებს. საქართველოს ხელისუფლება კი რუსეთში პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდით არ დაინტერესებულა, მიუხედავად იმისა რომ ოჯახმა დახმარებისთვის არაერთ უწყებას მიმართა. გიორგი გოგლიძეს ,,დაქირავებულის” სტატუსით ასამართლებენ, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მეტი...

ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა – 31 წელი სოხუმის დაცემიდან

ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ომმა 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იქცა. შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით შინაგანი ჯარის დამატებითი ძალები გაგზავნა. შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტებმა შინაგანი ჯარის დანაყოფს ოჩამჩირესა და გულრიფშში ცეცხლი გაუხსნეს. ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტებმა ადგილობრივი მთავრობის წევრები: ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა,…

მეტი...