ღამის ეკონომიკა ჩინეთში

ღამის ეკონომიკა ჩინეთის ურბანული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ „აყვავებული ღამის ეკონომიკა“ განვითარდა ტრადიციული ღამის ბაზრებიდან, რომლებიც ორიენტირებულია კვებასა და  და საყიდლებზე, კულტურაზე, ტურიზმე და  გართობაზე ინტეგრირებულ ჰაბებზე. ქალაქები მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ გაზარდონ ღამის კულტურული და ტურისტული მოხმარება და გთავაზობენ ღამის აქტივობების ფართო არჩევანს. მაგალითად, ტიანჯინის ღამის ცხოვრების მე-5 ფესტივალი  ჩრდილოეთ ჩინეთში, ტიანჯინში ახლახან ჩატარდა. აქ თავმოყრილი იყო 100-ზე მეტი ღონისძიება, რომელიც აერთიანებს „შოპინგს“, ტურიზმის, კულტურასა და სპორტს. შენიანგში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ლიაონინგის პროვინციის დედაქალაქში კი პირველი, ტრადიციული ჩინური მედიცინის (TCM) კულტურის ღამის ბაზრობა ამოქმედდა, სადაც ხალხს შეეძლო ესწავლა ტრადიციული ჩინური ფიტნეს…

მეტი...

,,ჩემსა და გახარიას შორის ნდობა არ შედგა, ამაში დასამალი არაფერია” – გიორგი ქობულია

,,გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და დავიწყეთ მოლაპარაკებები, ამაში დასამალი არაფერია, ისედაც გახდება ცნობილი მოქალაქეებისთვის. საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე ნომრად უნდა ვყოფილიყავი. ამ სამი თვის განმავლობაში ვთვლი, რომ მე პირადად მაქსიმალური ძალისხმევა გავწიე იმისთვის, რომ ნდობა შემექმნა, ჩემი აზრით, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ. როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარია სისტემატურად ცვლიდა პოზიციებს, შესაბამისად, მათი თანამშრომლობის საკითხი დახურულია, ნდობა კი საბოლოოდ დაინგრა. ამის მიზეზად, ქობულია, ორ ძირითად გარემოებას ასახელებს, „ლელოსთან“ ალიანსის შესახებ მოლაპარაკებებს და პარტიის 15-კაციან სიას, რომელიც ერთ დღეში…

მეტი...

პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა

პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა. რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთმა თავდასხმის შემთხვევაში უნდა განიხილოს მოწინააღმდეგის მიმართ ატომური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა მაშინაც კი, როდესაც მოწინააღმდეგე ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოა, თუმცა რუსეთისთვის კრიტიკულ საფრთხეს შექმნის. ასევე, როდესაც ატომური იარაღის არმქონე სახელმწიფოს რუსეთზე დარტყმისთვის ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო დაეხმარება, ამას რუსეთი ახალი დოქტრინის მიხედვით, ერთობლივ თავდასხმად აღიქვამს. კრემლი იმავენაირად იმოქმედებს ბელარუსის შემთხვევაში, სახელმწიფოებს შორის არსებული შეთანხმების გამო. ,,დოკუმენტის განახლებული რედაქციით, რუსეთის წინააღმდეგ აგრესია ნებისმიერი ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოს მხრიდან, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს მიერ მონაწილეობის ან მხარდაჭერის შემთხვევაში…

მეტი...

ყოველი მეათე მოზარდი მსოფლიოში სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ თამაშებზეა დამოკიდებული – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ყოველი მეათე მოზარდი მსოფლიოში სოციალური ქსელებითა და კომპიუტერული თამაშებით გადაჭარბებული გატაცების გამო ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგება. ჯანმოს ევროპული ბიუროს ახალი მონაცემების მიხედვით, მოზარდებს შორის სოცქსელების პრობლემურ გამოყენების მაჩვენებელი 7%-დან (2018 წელი) 11%-მდე (2022) გაიზარდა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თამაშებზე დამოკიდებულებასთან ერთად, ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ახალგაზრდობის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ციფრული ტექნოლოგიების გავლენის მხრივ. ჯანმოს წარმომადგენლებმა 2022 წელს 44 ქვეყანაში თითქმის 280 ათასი მოზარდი გამოჰკითხეს. აღმოჩნდა, რომ მოზარდების 11%-ს არ შეუძლია სოციალურ ქსელებში საკუთარი ყოფნა აკონტროლონ, თანაც გოგოები ამ პრობლემის წინაშე გაცილებით ხშირად დგებიან, ვიდრე ბიჭები…

მეტი...

ხმაური იყო ბათუმის ერთ-ერთ კაზინოში

ხმაური იყო ბათუმში  კაზინო ,,შანგრილაში”, სადაც 400-მდე თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს. თანამშრომლების თქმით, მათ 23 სექტემბერს, ყოველგვარი  ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კაზინო იხურებოდა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემოსავლის გარეშე დატოვეს. როგორც ისინი ამბობენ, არც სექტემბრის ანაზღაურება მიუღიათ და არც კომპენსაცია. კაზინოს 88% წილის მფლობელი ნატალია მენაბდიშვილი ამბობს, რომ ის ფორმალური მფლობელია და რეალურად კომპანია ებრაელ ბიზნესმენებს ეკუთვნის.

მეტი...

უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის საფრთხეა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ხმელნიცკის მიმართულებით  Kinzhal-ის რაკეტები გაუშვეს. დეპარტამენტი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მეტი...

ნიუ-იორკის მერს კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს

ნიუ-იორკის მერს ფედერალური კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს. NYT-ის ცნობით, საბრალდებო დასკვნის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც გამოცემა წერს, გამოძიება ნაწილობრივ იმას ეხებოდა, მიიღო თუ არა 2021 წელს ერიკ ადამსმა და მისმა მერის საარჩევნო კამპანიამ თურქეთის მთავრობისგან არალეგალური შემოწირულობები. საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ერიკ ადამსი ნიუ-იორკის ისტორიაში პირველი მერი გახდება, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნისას ბრალს წაუყენებენ. ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. „თუ ბრალს წამიყენებ, ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ. სასწრაფო საქმის მოსმენას მოვითხოვ, რათა ნიუ-იორკელებმა სიმართლე გაიგონ“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა. გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა,…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჯო ბაიდენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში თავის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს შეხვდა. პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა. ზელენსკიმ ბაიდენს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება გააცნო. ,,მე შევხვდი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოვხატე, რომელიც სიცოცხლის გადარჩენასა და უკრაინას დამოუკიდებლობის დაცვაში გვეხმარება. მე მოვახსენე პრეზიდენტ ბაიდენს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ და წამოვწიე გამარჯვების გეგმა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მას დეტალურად განვიხილეთ ხვალ ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს. ჩვენ ერთად მივიღეთ მონაწილეობა G7+-ის სპეციალურ შეხვედრაში უკრაინის რეკონსტრუქციაზე, სადაც 30-ზე მეტმა ქვეყანამ…

მეტი...

,,ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს” – პრეზიდენტი ,,ოცნების” ბანერებზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები საქართველოს ქალაქებსაა შედარებული, სამარცხვინოს უწოდებს. „ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს. რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!“, – წერს ზურაბიშვილი Facebook-ზე.

მეტი...

პრეზიდენტის მიმართვა დიასპორას

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან დიასპორის წევრებს მიმართა და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. ,,თქვენ ხელშია საქართველოს მომავალი. თქვენ ხელში, ჩემს ხელში, ჩვენ ხელში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს რუსეთის გავლენის ქვეშ, სადაც თქვენ და თქვენი შვილები ალბათ არც ჩამოხვალთ და არც გექნებათ სურვილი რომ დაბრუნდეთ. ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მე ვიცი რამდენად გართულდა ეს მონაწილეობის მიღება, რომ უბნები სამწუხაროდ არ გაგვიხსნეს. მაგრამ ამის მიუხედავად მე ვიცი, რომ თქვენ მზად ხართ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა.…

მეტი...

დედოფლისწყაროში უბედურ შემთხვევას 2 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 2 წლამდე გოგონა, სავარაუდოდ, ასფიქსიით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დედამ დილით საწოლში გარდაცვლილი ნახა. ოჯახის წევრების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. უბედური შემთხვევის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

მეტი...

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს: „დგება წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღე, – 26 სექტემბერი. მისი მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წელთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ერთი წელი მიეძღვნება ამ საოცარი დედოფლის ღვაწლის წარმოჩენას. შემოგთავაზებთ იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც აღნიშნული მიზნით განხორციელდა და განხორციელდება უახლოეს მომავალში: როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, პირველი კონფერენცია ჩატარდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ორშაბათს, 23 სექტემბერს; 25 სექტემბერს 13:00 საათზე პარაკლისი გადახდილი იქნება გრემში (სადაც წმინდა დედოფალი ხშირად ესწრებოდა ღვთისმსახურებას). რა თქმა უნდა, საზეიმო წირვა-ლოცვა ყველგან აღევლინება, მაგრამ ჩვენ ორ ადგილზე გავამახვილებთ ყურადღებას,…

მეტი...

ბათუმში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში, ანწუხელიძის ქუჩაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მანქანა რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი მალევე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

,,ბოლო სამუშაო დღე მაქვს. არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო, დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა” – წულუკიანი

,,ბოლო სამუშაო დღე მაქვს. არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო, დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. „დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ მე ბოლო სამუშაო დღე მაქვს. რაც შეეხება ჩვენს ერთად მუშაობს, ამ 3 წლის განმავლობაში – თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს – ეს ხანდახან პრობლემაა.…

მეტი...

ისრაელი ლიბანში ,,ჰეზბოლას” წინააღმდეგ სახმელეთო შეტევისთვის ემზადება

,,ისრაელის სამხედროები ლიბანში ,,ჰეზბოლას” წინააღმდეგ სახმელეთო შეტევისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა. ,,დღეს ,,ჰეზბოლამ” გააფართოვა სროლის დიაპაზონი. დღეს, მოგვიანებით ის მიიღებს ძალიან ძლიერ პასუხს. დღეს ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ თავდასხმას და ვაგრძელებთ მათზე დარტყმას ყველგან. მიზანი არის ძალიან მკაფიო, ჩრდილოეთის მცხოვრებლების უსაფრთხოდ დაბრუნება. ამისთვის ჩვენ ვამზადებთ სახმელეთო მანევრს. თქვენი სამხედრო ჩექმები შევა მტრის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ. შტაბის უფროსი მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადის სიმულაციურ სწავლებას დაესწრო.

მეტი...

საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრთა შორის (მათ შორის, შშმ ვეტერანებს შორის) ფრენბურთის პოპულარიზაციისა და ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და მონაწილეობით გამართულ სპორტულ ღონისძიებებში მათი ჩართულობის ხელშეწყობისკენ. მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ქართველიშვილმა მოაწერეს. მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

მეტი...

დიდ დიღომში, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა – დაკავებულია 3 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული თ.ზ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ბრალდებულმა ა.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, დიდ დიღომში, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1993 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ჯ ბრალდებულის სახით…

მეტი...

,,რუსეთმა გაანადგურა ჩვენი ყველა თბოელექტროსადგური, ასე ემზადება პუტინი ზამთრისთვის” – ზელენსკი

,,რუსეთმა გაანადგურა ჩვენი ყველა თბოელექტროსადგური, ასე ემზადება პუტინი ზამთრისთვის”, – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის საკითხსა და ატომური რისკების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ისაუბრა. მისი თქმით, ოკუპანტების კონტროლქვეშაა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რაც მთელ რიგ საფრთხეებს ქმნის, როგორც ევროპისთვის ასევე მსოფლიოსთვის. ,,2022 წლის 4 მარტის ღამეს, მე მივიღე ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი მოხსენება, რაც რუსეთმა სრულ მასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო უკრაინაში. მოხსენება იყო რუსულ ტანკებზე, რომლებიც პირდაპირ ჩვენს ატომურ სადგურს ესროდნენ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადგურია, ექვსი ატომური რეაქტორით. რუსებმა ისევე დაუფიქრებლად და ბრუტალურად მიიტანეს…

მეტი...

ბათუმში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE ავრცელებს და წერს, რომ ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას კაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა. ამ დროისთვის, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

ამერიკაში მცხოვრები ქართველები ირაკლი კობახიძის ესკორტს ქუჩაში დახვდნენ და რუსეთის მონა უძახეს

ამერიკაში მცხოვრები ქართველები ირაკლი კობახიძის ესკორტს ქუჩაში დახვდნენ და კობახიძეს რუსეთის მონა უძახეს. ,,ირაკლი კობახიძის დელეგაცია გაიპარა. რაც ყველაზე სამარცხვინო იყო, ავტომობილზე საქართველოს დროშაც კი მოხსნილი ჰქონდა. მონის შეძახილებით გავაცილეთ აქედან და მოვუწოდებთ მას და მის გუნდს: სასწუმროშიც მოვალთ და იქაც შეგამკობთ მაგ სიტყვებით, აეროპორტშიც მოვალთ და გაგაცილებთ, როგორც გეკადრებათ ისე. ვინაიდან, ამერიკა არის თავისუფაი ხალხის ქვეყანა და ჩვენ აქედან ყველაფერს გავაკეთებთ 26 ოქტომბერს, რომ გაგიშვათ რუსულ სანაგვეზე. თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რომ საქართველოს სახელი შელახოთ და გააქროთ საერთოდ ორბიტიდან. ამის უფლებას კი ჩვენ თავისუფალი ქართველი ხალხი არ მოგცემთ”, – ამბობს…

მეტი...

სარფის საბაჟოზე ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებში დამალვის გზით, საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს ჯამში დაახლოებით 4 447 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს…

მეტი...

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ემიგრანტებს მიმართავს

,,ნუ იფიქრებ, რომ უშენოდაც აირჩევენ. დარეგისტრირდი საარჩევნო სიაში, მიდი არჩევნებზე”, – წერს საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში და ემიგრანტებს მიმართავს: ,,მეგობრებო, ძველო და ახალო ნაცნობებო, რაკი ხშირად მწერთ და მეკითხებით 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხომ არ შეგექმნებათ პრობლემა საფრანგეთის ხელისუფლებასთან, ვცდილობ ყველა გადავამისამართო საკონსულო სამსახურთან, რადგან საკონსულოა ყველაზე კომპეტენტური არჩევნებთან დაკავშირებით, რათა დიასპორის წარმომადგენლები დააკვალიანოს. ჩემი მოკრძალებული აზრი კი ის გახლავთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ ჩაგეთვლებათ საკონსულო მომსახურების მიღებად. საკონსულოც და საელჩოც არჩევნების დღეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უბანი და არა დიპლომატიური წარმომადგენლობა.…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 26 სექტემბერს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. meteo.gov.ge – ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +24, +29°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით  +22, +27°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +15, +20°. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ნისლი და სეტყვა. დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°.

მეტი...

,,აშშ-ის წინააღმდეგ ყველა იმ შეურაცხყოფისა და ტყუილის შემდეგ, არ არის სიურპრიზი, რომ კობახიძე მიღებაზე არ მიიწვიეს” – იან კელი

,,აშშ-ის წინააღმდეგ ყველა იმ შეურაცხყოფისა და ტყუილის შემდეგ, არ არის სიურპრიზი, რომ კობახიძე მიღებაზე არ მიიწვიეს”, – ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი. ,,ალბათ, არავის არ უნდა გაჰკვირვებოდა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომ არ მიეწვიათ პრემიერმინისტრი კობახიძე და მისი დელეგაცია მიღებაზე, რომელსაც მასპინძლობდა პრეზიდენტი ბაიდენი. ყველა იმ შეურაცხყოფის და კომენტარების შემდეგ, რომელიც გაკეთდა და მიმართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებისა და ელჩების წინააღმდეგ და ის ტყუილები იმის შესახებ, თუ რა განზრახვა აქვს ქვეყანას, არ არის არანაირი სიურპრიზი ის ფაქტი, რომ არ მიიწვიეს მიღებაზე. თქვენ ალბათ იხილეთ განცხადება, რომელიც…

მეტი...

,,ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, სამხრეთ კავკასია კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ” – პრემიერი

,,ვაღიარებთ რა მშვიდობის ფასს, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, სამხრეთ კავკასია კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა – “ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში”. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს. „მთელი გულით მივესალმებით და გვახარებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესი, რითაც შეიქმნა პლატფორმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ნდობის, ერთიანობის გაძლიერებისა და საერთო მომავლის უზრუნველყოფისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

,,ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება” – პრემიერი

,,3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერის შეფასებით, ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. „განსაკუთრებულ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. არასერიოზულია, 3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა. ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე გამიჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. თითქმის ორსაათიანმა ძლიერმა წვიმამ დატბორა რამდენიმე სახლი, დააზიანა შიდა გზები და ჩახერგა ხიდები. სოფელ საჩინოში, ნაგურუს უბანში წყალმა სახლს საძირკველი გამოეცალა, რის გამოც სახლის ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა. კედელი ოთახის იმ მხარეს ჩამოინგრა, სადაც 2 მცირეწლოვან ბავშვს და მოხუცს ეძინათ, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. შექმნილია და ადგილზე მუშაობს ზარალის შემსწავლელი კომისია. წალენჯიხის მერის განცხადებით, ოჯახს დროებით საცხოვრებელ ფართს დაუქირავებენ, შემდგომ კი დახმარებას გაუწევენ.

მეტი...