,,მსოფლიოს მშვიდობა და უსაფრთხოება უფრო სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდება”- კიმ ჩენ ინის და

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დის, კიმ იო ჯონგის განცხადებით, აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის გაფორმებული შეთანხმება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, გააუარესებს უსაფრთხოების მდგომარეობას. ,,ვაშინგტონის დეკლარაცია … მხოლოდ მიგვიყვანს იმ ფაქტამდე, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიისა და მთელი მსოფლიოს მშვიდობა და უსაფრთხოება უფრო სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდება და ეს არის ქმედება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივესალმოთ”, – განაცხადა კიმ იო ჯონგმა.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე 190 040 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე 190 040 სამხედრო დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 190 040; ​ტანკი – 3 697; ჯავშანტექნიკა – 7 184; საარტილერიო სისტემა – 2 908; სარაკეტო სისტემა – 543; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 294; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 471; საკრუიზო რაკეტები – 932; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 836; გემი/ნავი/კატარღა – 18;  სპეციალური აღჭურვილობა – 355.

მეტი...

,,ჯინ შაჰინი, სამანტა პაუელი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები ხელისუფლებას საბჭოთა ცეკა-ს სტანდარტებით აფასებენ”- „ხალხის ძალა“

,,ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, არ ცნონ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია და საარჩევნო მარცხის მიუხედავად, ხალხს „ნაცმოძრაობის“ აგენტოკრატია თავს მოახვიონ,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯინ შაჰინი, სამანტა პაუელი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა ცეკა-ს სტანდარტებით განიხილავენ და აფასებენ. „გასული კვირის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა IRI-ის გაყალბებული კვლევები და სენატორ შაჰინისა და USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუელის აგრესიული განცხადებები. როგორც კვლევის გაყალბება, ისე ამერიკელ მაღალჩინოსანთა გამონათქვამები „მზარდი ავტოკრატიისა“ და „2024 წლის არჩევნებზე ამერიკელების კრიტიკული როლის“ შესახებ ერთადერთ რამეზე მიგვანიშნებს –…

მეტი...

ყირიმში საწვავის ავზი იწვის

დროებით ოკუპირებულ ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში საწვავის ავზი იწვის.  როგორც რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი აცხადებს, ხანძარი ავზზე სავარაუდოდ დრონით თავდასხმამ გამოიწვია. “საწვავის ავზი იწვის….წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა გამოეწვია დრონით თავდასხმას”, – რუსული მედიის TASS-ის ცნობით, დაწერა რაზვოჟაევმა ტელეგრამზე.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა მაგისტრალზე – არიან დაშავებულები

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, კრწანისის ტყე-პარკთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ნისანისა” და “ტოიოტას” მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

მეტი...

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება

დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიხსნა. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდება. ამომრჩევლები დღეს – საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს ირჩევენ. ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს.

მეტი...

,,ტერორის შეჩერება მხოლოდ  იარაღით შეგვიძლია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ტერორის შეჩერება და ადამიანების გადარჩენა მხოლოდ  იარაღით შეგვიძლია,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოაგდეს. ,,დღეს ჩვენმა საჰაერო ძალებმა მოახერხეს რუსული რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოგდება – 23-დან 21. ასე რომ არ მომხდარიყო, ტერორისტული სახელმწიფო კიდევ მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორის შეჩერება და ადამიანების გადარჩენა მხოლოდ  იარაღით შეგვიძლია. საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე თვითმფრინავი, რომლის გარეშეც არ არსებობს სრულად ეფექტური საჰაერო თავდაცვა,  არტილერია, ჯავშანტექნიკა, ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი ქალაქების, ჩვენი სოფლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საფრანგეთის ძლიერ და ქმედით  მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართულებით გაწეულ უდიდეს ძალისხმევას. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა და ამ მიმართულებით აღინიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების ხელშეწყობას,…

მეტი...

საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ მიიღებს – სალომე ზურაბიშვილი კატრინ კოლონას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კატრინ კოლონასთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის მოსახლეობა ურყევად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას და სწორედ ამის დამადასტურებელი იყო 7-8 მარტის აქციები. დღეს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში იმყოფება და ამ მომენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გეოპოლიტიკური კონტექსტიც – საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ მიიღებს, ეს რთულად გასაგები და კონტრპროდუქტიული გზავნილი იქნება. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხს და ამ მიმართულებით…

მეტი...

სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება – 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმე

დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პირველადი დასკვნის თანახმად, მოზარდს სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც გოგონას გარდაცვალების მიზეზად ასფიქსიაა დასახელებული. გარდაცვლილს მთელ სხეულზე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნება, რომელიც  სიცოცხლის დროინდელია და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა მიყენებული. ,,დაზიანებები არის მრავლობითი, არის როგორც სახის არეში, ასევე ყურის სხვადასხვა მხარეს, ყელზე არის საკმაოდ დიდი მოცულობის დაზიანება, ასევე ფეხის, ზურგის, თითქმის მთელ სხეულზე არის დაზიანებები. არის როგორც  ჭრილობები, ასევე სისხლნაჟღენთები,”- განუცხადა ადვოკატმა ”ტვ პირველს”. 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი შედეგები ცნობილია

მეტი...

კატრინ კოლონას საქართველოში ვიზიტი საფრანგეთის გამორჩეული მეგობრობის დასტური და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა – ილია დარჩიაშვილი

„კატრინ კოლონას საქართველოში ვიზიტი საფრანგეთის გამორჩეული მეგობრობის დასტური და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, კატრინ კოლონასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით. პირველ რიგში, ვიზიტი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მრავალგანზომილებიანი და მჭიდრო თანამშრომლობის გამოძახილია; ამასთან, ევროპის კონტინენტზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და საქართველოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში, ვიზიტი საფრანგეთის გამორჩეული მეგობრობის დასტური და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილის…

მეტი...

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გამოსცა. კარანტინი გამოცხადდა ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან ათი კილომეტრის რადიუსში. განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში ჩატარდება ცხოველების ვაქცინაცია, 2-3 კილომეტრის რადიუსით. აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში. კარანტინის პერიოდში იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც. მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია. განკარგულების შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ცხოველის მიერ დაკბენილი ან დადორბლილი იყვნენ, აყვანილ იქნენ ანტირაბიულ (პრევენციულ) კონტროლზე. კარანტინი მოიხსნება ცოფით ცხოველის…

მეტი...

,,2008 წელს ჩვენ გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ აღვადგენდი სამართლიანობასაც”- მიხეილ სააკაშვილი

,,2008 წელს  გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ სრულად აღვადგენდი სამართლიანობასაც,”- ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენი გმირების დამსახურებაა. ,,2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ სრულად აღვადგენდი სამართლიანობასაც. ახლა ვამბობ, რომ საქართველო ისევე, როგორც უკრაინა, 1991 წლის საზღვრებში განახლდება. ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენი გმირების დამსახურებაა. მათ რომ მაშინ სახელმწიფოებრიობა არ შეენარჩუნებინათ, ევროპელი ლიდერები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ამერიკას მე-6 ფლოტი რომ არ გამოეგზავნა, ჩივილითაც კი არავინ იჩივლებდა. ჩვენ…

მეტი...

,,სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს. ,,ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმეზე  მორიგი საეტაპო გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სიმართლეს. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს! – წერს სალომე ზურაბიშვილი. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა  

მეტი...

,,არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ 1-2 წელიწადში შეიძლება სრულყოფილი სასამართლო რეფორმის ჩატარება” – ილია დარჩიაშვილი

,,ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს, მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საგარეო უწყებაში ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,  არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთ ან ორ წელში შეიძლება, სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, ან ნებისმიერი ტიპის რეფორმა ჩაატაროს ქვეყანამ. ,,ყველამ კარგად შეძლოს და გაიაზროს, რომ ყველა ის რეფორმა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს, მოითხოვს ძალიან დიდი ძალისხმევას. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ერთ, ან ორ წელიწადში შეიძლება სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, ან ნებისმიერი ტიპის რეფორმა ჩაატაროს ქვეყანამ. ამას სჭირდება წლები, ამას…

მეტი...

,,ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი, მიჯაჭვულობა ევროკავშირთან”- კატრინ კოლონა

,,ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი, მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში,”- ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ჰქონდეს. ,,როდესაც ჩამოვედი, ძალიან ბევრი ევროპული დროშა იყო თბილისში. როგორც ვიცი, გაზაფხულზე იყო პროევროპული მანიფესტაციებიც და ქართველების 85 პროცენტი ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ციფრი, რომელიც გვაფიქრებს და გვაძლევს მომავლის ხედვას. ვფიქრობ, საქართველო არის ერთიანი ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთიანად არის აღიარებული ივნისში, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.…

მეტი...

,,ჩემი რეკომენდაციაა, იმუშაოთ ერთად, მოუსმინოთ ერთმანეთს, კრიტიკაც მოვისმინოთ, რათა წინ წავიწიოთ”- კატრინ კოლონა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას განცხადებით, საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს  სერიოზული სამოქალაქო ორგანიზაციები. მისი თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროა ინკლუზიური მუშაობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. „ჩამოსვლისთანავე მინდოდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რადგან საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს დინამიური, სერიოზული, მომთხოვნი ორგანიზაციები და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვიზიარებთ საფრანგეთი და საქართველო და თუ შემიძლია რომ რეკომენდაცია გავაკეთო, ის არის, რომ უნდა იმუშაოთ ერთად, მოუსმინოთ ერთმანეთს, კრიტიკაც მოვისმინოთ ერთმანეთის იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ინკლუზიური მუშაობა არის საჭირო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ეს არის ყოველთვის პლიუსი. მე მოვედი, რომ გადმოგცეთ მხარდაჭერის მესიჯი უპირველეს…

მეტი...

,,მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციის სავალდებულო ატრიბუტი უნდა იყოს რუსეთის სიძულვილი”- პესკოვი პუტინისთვის მოლდოვაში შესვლის აკრძალვაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა მოლდოვას პრემიერ-მინისტრის, დორინ რესიანის განცხადებაზე, რომ  პუტინს მოლდოვაში შესვლა აეკრძალა. მისი თქმით, მოლდოვა ცდილობს გახდეს არამეგობრული ქვეყანა. „ცხადია, მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სწრაფად მიდის იმ ძალიან კარგად ცნობილი რუსოფობიისკენ, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით“, – განაცხადა პესკოვმა. პესკოვის განცხადებით, კიშინიოვში რატომღაც „ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებას“ რუსოფობიის აყვავებასთან აიგივებენ. „მათ მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციის აბსოლუტურად სავალდებულო ატრიბუტი უნდა იყოს – რუსეთის სიძულვილი და ნებისმიერი პრორუსული გამოვლინება“, – აღნიშნა პესკოვმა. ვლადიმერ პუტინს მოლდოვაში შესვლა აეკრძალა

მეტი...

,,მთავრობის პროპაგანდა ჩამოშლილია”- ლევან ხაბეიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სტრასბურგის  გადაწყვეტილებას ეხმაურებას  და  აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ მთელი პროპაგანდა ჩამოშლილია. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებაკიდევ ერთი დასტურია, რომ პუტინის რუსეთი არის დამნაშავე, რომ 2008 წელს განახორციელა საქართველოს ანექსია. „ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი კრიმინალური მთავრობა უკვე წლებია ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს, რომ ისინი კრემლიდან იღებენ დავალებას და ყველა ის პროპაგანდა, რაც ჰქონდათ ნაწარმოები პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, ჩვენი საქართველოს, ქვეყნის, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი გმირი ბიჭების წინააღმდეგ, არის ჩამოშლილი და ჰააგის შემდეგ ეს უკვე დაადასტურა სტრასბურგმა. დიახ, ქართველმა ხალხმა, პრეზიდენტ…

მეტი...

უკრაინის კონტრშეტევისთვის მზადება დასკვნით ეტაპზეა – რეზნიკოვი

უკრაინის კონტრშეტევისთვის მზადება დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. ,,სწავლება სრულდება, რადგან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გარდა, ჩვენმა სამხედროებმაც უნდა აითვისონ. ჩვენ მივიღეთ ძალიან თანამედროვე სისტემები,”- განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა. მისივე თქმით, უკრაინამ მიიღო „ლეოპარდ-2“-ის, „ჩელენჯერის“ ტიპის ტანკები, ასევე სხვადასხვა სახის ჯავშანმანქანები, ასევე ელოდება „ლეოპარდ-1“-ის და „აბრამსის“ ტანკების მიწოდებას. „აბრამსის“ ტიპის ამერიკული ტანკები ამ კონტრშეტევაში მონაწილეობას არ მიიღებს,

მეტი...

12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი შედეგები ცნობილია

დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ბავშვის დედას) და ორგანიზაციის ადვოკატებს გადაეცათ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი. ამის შესახებ ინფორმაციას,  ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს. ,,სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის. ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია. ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური,…

მეტი...

,,რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის შემდეგ თანხა დაზარალებულებზე განაწილდება”- იუსტიციის სამინისტრო

2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება. სამინისტროს განცხადებით,რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის შემდეგ თანხა დაზარალებულებზე განაწილდება. „2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დარღვევების მტკიცებულებების საფუძვლიანი ანალიზის შემდგომ, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 20 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები დაზარალებულ პირთა კომპენსაციასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება და რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის შემდეგ თანხა დაზარალებულებზე განაწილდება.…

მეტი...

ქალაქ უმანში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

მაშველებმა უმანში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, რის შედეგადაც რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია  შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ჩერკასის ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. „მოცემული მომენტისთვის გვყავს რუსების მიერ მოკლული უმანის 17 მშვიდობიანი მცხოვრები. სამაშველო ოპერაცია გრძელდება“, – წერს ჩერკასის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ ტაბურეცი „ტელეგრამში“.

მეტი...

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია. კატრინ კოლონა ვიზიტს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრით იწყებს. ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში,რის შემდეგაც, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

პუტინმა ბრძანება გასცა მთელ რუსეთში აშენდეს უკრაინის “გმირული” ომისადმი მიძღვნილი მუზეუმები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც აშენდება მუზეუმები, რომლებიც მიეძღვნება უკრაინის ომის მოვლენებს. ამის შესახებ განცხადება კრემლში გაკეთდა. კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მუზეუმები, რომლებიც აშენდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოფენენ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მოვლენებს და მის მონაწილეთა გმირულ საქმეებს“. პუტინმა კულტურის, თავდაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განათლების სამინისტროს ხელმძღვანელებს ვადა წლის ბოლომდე მისცა, რომ მოამზადონ ანგარიში იმ გალერეების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების მიერ.

მეტი...

,,გასული ღამე სააკაშვილისთვის ძალიან მძიმე იყო”- გიორგი ჩალაძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ჩალაძის განცხადებით, გასული ღამე მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან მძიმე იყო. მისი თქმით, სააკაშვილს მაღალი ტემპერატურა და მაღალი წნევა აღენიშნება. ,,გასული ღამე სააკაშვილისთვის ძალიან მძიმე იყო. მას მაღალი ტემპერატურა და მაღალი წნევა აღენიშნება, ფაქტიურად ვერ მეტყველებს. ასეთი სააკაშვილი არავის ახსოვს. ძალიან კრიტიკულია მისი მდგომარეობა. მას არა თუ გადაადგილება, არამედ მეტყველებაც კი უჭირს”.- განუცხადა გიორგი ჩალაძემ ტვ პირველს.

მეტი...

„იუმორინა ხომ არ არის ეს ოხერი – ვერ ვხვდები, რა აჩემებაა რიგგარეშე არჩევნები”- ალეკო ელისაშვილი

,,ალბათ 2024 წლის სექტემბრის ბოლოსაც იტყვიან, ვადამდელი არჩევნები გვინდაო“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ვადამდელი  არჩევნების მოთხოვნა ჩვევად  ექცათ. „იუმორინა ხომ არ არის ეს ოხერი, იუმორინაში ხომ არ მონაწილეობ და ასეთ რამეს ამბობ. ეს ძალიან არასერიოზულია. როდის უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები? ახლა უკვე აპრილის ბოლოა, ამ გაზაფხულზე ვერ მოესწრება. თეორიულად რომ ვთქვათ, რიგგარეშე არჩევნები შემოდგომაზე თუ დაინიშნა, ერთწლიანი პარლამენტი უნდა გვყავდეს? კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 2024 წლის ოქტომბერში აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები სრულად პროპორციულად. წარმოგიდგენიათ, ერთწლიანი პარლამენტი რა იქნება? რას შეცვლის ერთწლიანი პარლამენტი? ეს უბრალოდ…

მეტი...

,ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული”- გივი მიქანაძე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. კენჭისყრა გუშინ 27 აპრილს ჩატარდა და მასში ქართული დელეგაციის წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ. როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა, ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ, რის გამოც, კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მოახერხეს. ,,ჩვენ აქედან როდესაც მივდიოდით, რამდენიმე კვირით ადრე, ბილეთები უკვე ნაყიდი იყო იმიტომ, რომ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღის წესრიგი. ჩვენ ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული, ამიტომ გამონაკლისი ამაზე არ არსებობს შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დასრულდა გუშინ წინ და გამოვემგზავრეთ, მაგრამ ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაცას არ ვუერთდებით, სპეკულაციაა”-…

მეტი...

,,ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”-  ოლექსი გონჩარენკო

,,ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა,”- ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი  ოლექსი გონჩარენკოს სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. ,,საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი ხალხის ოცნებებს პუტინის ოცნება აირჩია. PACE-ში ხმის მიცემისას საქართველოს მმართველი პარტის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები. დროა მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”,- წერს ოლექსი გონჩარენკო. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. დოკუმენტზე საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის ხელმოწერა არ ფიქსირდება.

მეტი...

,,საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს”- ლევან ხაბეიშვილი

,,საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს,”- ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი წერს. მისი თქმით, “დეოლიგარქიზაცია” ნიშნავს, რომ ხალხის მსახური უნდა იყოს მთავრობა ,,ირაკლი ღარიბაშვილი – პრემიერ მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკის” ყოფილი თანამშრომელი, თანამდებობის პირი – პირადი ბანკირი. გრიგოლ ლილუაშვილი სუსი – ივანიშვილის “ქართუ ბანკის” თანამშრომელი, თანამდებობის პირი. ჯუანშერ ბურჭულაძე – თავდაცვის მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკში” პლასტიკური ბარათების დამზადების დეპარტამენტი – თანამშრომელი ზურაბ აზარაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკის” თანამშრომელი. პლასტიკური ბარათების დამზადების დეპარტამენტი – თანამშრომელი ვახტანგ გომელაური – შსს მინისტრი,…

მეტი...

ვაკეში, უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე 28 აპრილიდან 26 აგვისტოს ჩათვლით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 28 აპრილის 16:00 საათიდან 26 აგვისტოს 00:00 საათამდე ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ,,გადაადგილების შეზღუდვა უჩანეიშვილის ქ. N8-დან უჩანეიშვილის I გასასვლელამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს უჩანეიშვილის II გასასვლელის, მალხაზ დოლიძის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის გამოყენებით. შეზღუდვის პერიოდში N450 მიკროავტობუსი წყნეთის გზატკეცილიდან უჩანეიშვილის ქუჩას დაუკავშირდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩით და შემდეგ გზას არსებული სქემის მიხედვით გააგრძელებს,”- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის სხვადასხვა მიმართულებით დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთს 2008 წელს საქართველოში შეჭრის შედეგად მოქალაქეების მიმართ მიყენებული დარღვევებისა და ზარალისთვის საქართველოსთვის კომპენსაცია სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა. სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 41-ე მუხლი გამოიყენებოდა წინამდებარე საქმეზე სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლთა მიმართ. ასევე, „ბუფერულ ზონაში“ სახლების გადაწვისა და გაძარცვის ადმინისტრაციული პრაქტიკის,…

მეტი...

ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი, სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ,,მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

თავდასხმა უკრაინის ქალაქ უმანზე – დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ უმანში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩერკასის რეგიონული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მათ შორის ორი 10 წლის ბავშვია. მაშველები ნანგრევების დემონტაჟს აგრძელებენ. შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის ქალაქ უმანზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი განადგურდა.

მეტი...

„რა რიგგარეშე არჩევნები, ხვალ შუალედური არჩევნებია და არსად კანდიდატი არ ჰყავთ”- დავითულიანი ოპოზიციაზე

„რა რიგგარეშე არჩევნები, ხვალ შუალედური არჩევნებია და არსად კანდიდატი არ ჰყავთ,”- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი  ოპოზიციის ნაწილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, რიგგარეშე არჩევნებს იმ შემთხვევაში მოითხოვენ, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. „რა რიგგარეშე არჩევნები, ხვალ შუალედური არჩევნებია და არსად კანდიდატი არ ჰყავთ. რომელი რიგგარეშე არჩევნები ამ სიტუაციაში ან რისთვის? ოპოზიციასაც კი რაიმე პრაგმატიზმი თუ აქვს, რიგგარეშე არჩევნები თავისთვის არაფერში სჭირდება, უარეს შედეგს მიიღებს, ვიდრე დღესაა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მეტი...

,,სააკაშვილის შემოგორება საქართველოში, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით” – კალაძე

სააკაშვილის ქეისი, მისი შემოგორება საქართველოში, შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთვის, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ მეგობრების ხელით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ  განაცხადა. მისი თქმით, მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა. ,,ეს არის დაგეგმილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, მარტო ხელისუფლებაზე არ არის საუბარი, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია. თავიდან ბოლომდე სააკაშვილის ქეისი რომ ავიღოთ, მისი შემოგორება საქართველოში, შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთი, ეს თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით. დაგეგმილი იყო, რადგან მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ.…

მეტი...