რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით, ამერიკული გამოცემის „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით, ამერიკული გამოცემის „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი დააკავეს. ევან გერშკოვიჩი ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. მათივე ცნობით, ჟურნალისტი ეჭვმიტანილია ამერიკის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. რუსეთის სპეცსამსახურის განცხადებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.  

მეტი...

,,ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ”- ერდოღანი

,,რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა,”- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, მათი მიზანია, უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და მყარი მშვიდობა იყოს მიღწეული. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, რომელიც ხასიათდება კრიზისებითა და ომებით. ამ რთულ პირობებში ჩვენ შევძელით, აგვეშენებინა ძლიერი, დამოუკიდებელი თურქეთი და ამას მოფრთხილება სჭირდება. გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ ომი ჩვენს მიწაზე არ მოვიდეს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი…

მეტი...

საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი 32.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. განქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (4 934), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (103).

მეტი...

,,რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა პირველი აპრილის ცუდი ხუმრობაა”- კულება

,,რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა 1-ლი აპრილის ცუდი ხუმრობაა”- ასე ეხმიანება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას. კულებას თქმით, მსოფლიო არ შეიძლება იყოს უსაფრთხო, როცა რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია. ,,რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა 1-ლი აპრილის ცუდი ხუმრობაა. რუსეთმა თავისი ადგილი მიითვისა; ის აწარმოებს კოლონიალურ ომს; მისი ლიდერი არის ომის დამნაშავე, რომელიც იძებნება ICC-ის მიერ ბავშვების გატაცებისთვის. მსოფლიო არ შეიძლება იყოს უსაფრთხო, როცა რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია“,- წერს დმიტრო კულება. 

მეტი...

სარფის საბაჟოზე დააკავეს კაცი, რომელსაც 250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა

თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე დააკავეს საქართველოდან გადასული კაცი, რომელსაც 250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა. როგორც თურქული მედია იტყობინება, მამაკაცის ქურთუკზე პათოლოგიური შეშუპება შენიშნეს. ჩხრეკის დროს აღმოჩნდა, რომ კაცს ტანზე მიმაგრებული ჰქონდა ყუთი, რომელშიც 250 კუ იყო მოთავსებული. კუები ართვინის პროვინციის ბუნების დაცვისა და ეროვნულ პარკებს გადაეცა.

მეტი...

,,ეძებდნენ მიზეზს დევნის დაწყებისთვის, რამდენიც არ უნდა ქექოთ, ვერასდროს ნახავთ რაიმე მიზეზს”- სალომე სამადაშვილი

,,რამდენიც არ უნდა ქექოს „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში ფინანსური ინსპექცია მიავლინა, როგორც კი პოლიტიკური აქტივობა დავიწყე და ეძებდნენ რაიმე მიზეზს დევნის დაწყებისთვის, ვერასოდეს ვერ ნახავთ რაიმე მიზეზს,”- ამის შესახებ ,,ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. სამადაშვილმა  თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომელიც ნახატის დაკარგვას შეეხებოდა. „საზოგადოებას ალბათ ახსოვს, სექტემბერში წულუკიანმა დამადანაშაულა, რომ ბრიუსელში, ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში ნახატი დაიკარგა. მან ბრალი დამდო, რომ ნახატის დაკარგვა დაკავშირებული იყო ჩემს საქმიანობასთან. კულტურის სამინისტროსგან ინფორმაცია გამოვითხოვე და წულუკიანი ვალდებული იყო, ჩემთვის ორ კვირაში გაეცა პასუხი, თუმცა პასუხი მოვიდა ექვსი თვის შემდეგ, მეორედ…

მეტი...

,,ჩემს კოლეგებს ოღონდ ზიზღი აფრქვევინე და ერთმანეთთან აჩხუბე”- იაგო ხვიჩია

,,ჩემს კოლეგებს ოღონდ ზიზღი აფრქვევინე და ერთმანეთთან აჩხუბე, ამის პრობლემა არ არის. ალბათ ხვალ მსგავსი რაღაცები იქნება,” – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში ხვალ დაგეგმილ სალომე ზურაბიშვილის  გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  პრეზიდენტისგან საგარეო კურსთან დაკავშირებით ელოდება მოსაზრებებს. „ცხადია, რომ გაუთვალისწინებელი სიურპრიზებიც იქნება. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ინსტრუმენტები იმისთვის, რომ თავისი თამაშით ითამაშოს და საზოგადოებას აჩვენოს, მისი აზრით რა არის სწორი და რა არასწორი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მეტი...

2022 წელს საქართველოში 42 319 ბავშვი დაიბადა, გარდაიცვალა 49 118 ადამიანი – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 42 319 ბავშვი დაიბადა, მათ შორის 21 897 ბიჭი და  20 422 გოგო. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 7.9 პროცენტით. 2022 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (14 202 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (246 ბავშვი) 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18%-ით შემცირდა და 49 118 შეადგინა.

მეტი...

აშშ-ში სამხედრო ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ – არის მსხვერპლი

აშშ-ის კენტუკის შტატში სამხედრო ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას, სავარაუდოდ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:35 საათზე მოხდა. შემთხვევა ფორტ კემპბელის სამხედრო ბაზის სიახლოვეს მოხდა. რა გახდა შეჯახების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ენერგენიკული ბაზარი ივლისიდან გაიხსნება – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა. დავით ნარმანიამ განმარტა ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გახსნის გადავადების მიზეზები და აღნიშნა, რომ სემეკმა ბაზრის მონაწილეებს შესასრულებლად დამატებითი ღონისძიებები განუსაზღვრა. „მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზრის გახსნა გადავადდა პირველ ივლისამდე,  რაც განპირობებული იყო რიგი მიზეზებით. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევებია. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მზადყოფნა ახალი ბაზრის მოდელის ამოქმედების დღისთვის. აუცილებელია, რომ   ორივე სადგური მზად იყოს მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრის სულ მცირე 70-80%-ის გამომუშავებისთვის, რაც წყლის დონის გათვალისწინებით, სწორედ…

მეტი...

,,დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზატორი, ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები”- თეიმურაზ კუპატაძე

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, სპეცოპერაციის ფარგლებში, ათზე მეტი ნარკორეალიზებაში ბრალდებული პირია დაკავებული. „გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ფონიჭალაში, ოთხ ლოკაციაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზატორი ამ დრომდე. ღონისძიება გრძლედება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ. ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

მეტი...

რუსეთი 400 000 „მოხალისეს“ ვერ აიყვანს, ხალხი იძულებული გახდება ჯარში გაწევრიანდეს – გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტის შეფასებით,  რუსეთი ვერ შეძლებს ჯარში ნებაყოფლობით 400 000 ადამიანის გაწვევას. კრემლი ძირითადი სამხედრო რეკრუტირების კამპანიის დასაწყებად, დამატებითი 400 000 საკონტრაქტო ჯარისკაცის ასაყვანად ემზადება. ,,რუსეთი კამპანიას წარმოაჩენს, როგორც მოხალისე, პროფესიონალი პერსონალისკენ სწრაფვას და არა ახალ, სავალდებულო მობილიზაციას. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პრაქტიკაში ეს განსხვავება ბუნდოვანი იყოს და რეგიონული ხელისუფლება შეეცდება დააკმაყოფილოს მათ მიერ გამოყოფილი რეკრუტირება. სამიზნეები მამაკაცების შეერთების იძულებით“,- იტყობინება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დაზვერვის ინფორმაციაში.    

მეტი...

ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა

ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ,,1 აპრილიდან, სამედიცინო დაწესებულებებმა, ექიმებისა და ექთნების ნამუშევარი საათები და გაცემული ანაზღაურება, ელექტრონულ სისტემაში უნდა ასახონ, მონაცემებს კი შრომის ინსპექციის სამსახური დაამუშავებს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალი პორტალი სამედიცინო დაწესებულებებს გააცნეს. შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურ რეჟიმში აგრძელებს კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისტემის გამართული ფუნქციონირება. ელექტრონული პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის – „ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების“ ფარგლებში შეიქმნა. 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი…

მეტი...

უკრაინის ძალებმა ოთხ მიმართულებაზე რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს – გენშტაბი

29 მარტს  უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღის განმავლობაში რუსეთმა განახორციელა 5 სარაკეტო და 25 საჰაერო დარტყმა, განახორციელა 34 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან. მედიის ცნობით, ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავისა და დონეცკის ოლქის დრუჟკოვკას ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავდა მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანდა კერძო სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მათზე მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ბელოგოროვკა, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა.

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 29 მარტს, რუსეთის ძალებმა რეგიონი 45-ჯერ დაბომბეს. დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ,,გასული დღის განმავლობაში მტერმა 45 შეტევა განახორციელა, 216 ჭურვი ისროლა. ხერსონის რაიონი რუსული ავიაციის, გრადებისა და არტილერიის ცეცხლის ქვეშ იყო”, – იტყობინება ადმინისტრაციის თავმჯდომარე.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 172 900 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 172 900 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 172 900; ​ტანკი – 3 610; ჯავშანტექნიკა – 6 974; საარტილერიო სისტემა – 2 671; სარაკეტო სისტემა – 526; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 278; თვითმფრინავები – 306; ვერტმფრენი – 291; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 239; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 518; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 291.  

მეტი...

ფილიპინებში,სამგზავრო ბორანზე ხანძარმა სულ მცირე 10 ადამიანი იმსხვერპლა

ფილიპინების სამხრეთში ღამით სამგზავრო ბორანს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა,  სულ მცირე შვიდი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. NYT-ის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა გემიდან ხუთშაბათის დილის მდგომარეობით, გადაარჩინეს 233 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 35 წევრი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ადგილზე გაეცნო. „დღეის მდგომარეობით, გურიის რეგიონში „საქმიანი ეზოები“ ფუნქციონირებს ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. წლის ბოლომდე, დაგეგმილი გვაქვს ორი „საქმიანი ეზოს“ მოწყობა ლანჩხუთის და ერთის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მოსახლეობას ყველა იმ სერვისთან ჰქონდეს გამარტივებული წვდომა, რასაც სატყეო სააგენტო სთავაზობს. „საქმიანი ეზოების“ ფუნქციონირების მთავარი მიზანი მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. სოციალური ჭრა ეტაპობრივად სატყეო სააგენტოს კომფორტული სერვისებით ჩანაცვლდება, რათა მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს საშეშე მერქანი“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. ეროვნული სატყეო…

მეტი...

რიკოთის ნაცვლად მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით განხორციელდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან ზესტაფონამდე (საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე). მათივე ცნობით, მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის – გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

მეტი...

რუსეთში გაზსადენი აფეთქდა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ სვერდლოვსკის ოლქში იამბურგ-იელეცის მაგისტრალურ გაზსადენს ცეცხლი გაუჩნდა. ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ადგილზე აფეთქებების შესახებაც. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

გორში მასწავლებელმა 14 წლის ბავშვს სცემა

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში პედაგოგმა 14 წლის ბავშვს სცემა. მასწავლებლის მიერ განხორციელებული ძალადობის ამსახველი ვიდეო მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. გეოგრაფიის მასწავლებელი სკოლის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

მეტი...

,,იმ ადამიანებს, ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი”- ნინო წილოსანი

ისტორიას დარჩება ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გავატარეთ მე და ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი წერს. წილოსანის თქმით, იმ ადამიანებს, ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ თვლის. ,,ბოლო დღეებში ბევრჯერ ვუხსენებივარ მე და გენდერული თანასწორობის საბჭო, თუ ოპოზიციონერ ქალებს, თუ ტელეწამყვანებს. განსაკუთრებულ ყურადღებას არ დავუთმობ მათი საქმიანობის დახასიათებას, ეს ანალიზი და შესაბამისი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება საზოგადოების საქმეა. ერთს კი ვიტყვი, რაც დარჩება ისტორიას, არის ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გავატარეთ მე და ჩემმა პოლიტიკურმა…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს. მისი თქმით, პუტინი შესაძლოა დაესწროს “როსატომის” მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის ინაუგურაციას. ,,შესაძლოა, პუტინი ჩამოვიდეს 27 აპრილს, ან ჩვენ შეიძლება დავუკავშირდეთ ინაუგურაციის ცერემონიაზე ონლაინ”, – განაცხადა ერდოღანმა.

მეტი...

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება და დაკავებულია რამდენიმე პირი. ამასთან, სპეცოპერაცია  საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს.

მეტი...

რომის პაპი კლინიკაშია მოთავსებული

რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს. პაპს ფილტვების ინფექცია დაუდგინდა. ვატიკანის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს COVID-19 არ დაუდგინდა, თუმცა, მისი მდგომარეობა გართულდა.  

მეტი...

პოლიციელისთვის ქვების სროლასა და ცეცხლის წაკიდებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

7, 8, 9 მარტს პარლამენტის შენობის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს, საუბარია პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და ქვების სროლაზე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელი ლ.გ. პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.გ.-მ მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე…

მეტი...

„2025 წლის ბოლოსთვის, გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციაზე“ – თამარ გაბუნია

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნობრივი პროგრამაა, რომელიც ქვეყანაში, 2015 წლიდან, ამოქმედდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. შექმნის დღიდან, მკურნალობაში ჩაერთო 81,184 ადამიანი, აქედან, უკვე განიკურნა 56772 პაციენტი. „თუ, 2015 წელს, დაავადების მაჩვენებელი, მოსახლეობის 5.4% იყო, 2021 წელს,  შემცირდა 1.8% მდე,  ანუ 67%-ით. ეს იყო მართლაც გარდამტეხი პროგრამა, რომელმაც დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 2025 წლის ბოლოსთვის, გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციაზე“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ. თამარ გაბუნიას განმარტებით, წლიდან წლამდე, იზრდება პროგრამის ბიუჯეტი, რადგან მიზნობრივი პროგრამებისა და…

მეტი...