„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება.  ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტია საპარლამენტო ცხოვრებაში უკვე ჩართულია, განსაკუთრებით 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს, რომ ყველა საპარლამენტო განხილვაში, სხდომაში ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე  პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ხუთი ფაქტი გახსნა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბ.ტ., 2022-2023 წლებში, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველ ვიდეოებს უკანონოდ ინახავდა. „გარდა ამისა, ბრალდებულმა ზემოაღნიშნული ვიდეოების გავრცელების მუქარით, ქალს შიშველი სხეულის ამსახველი სხვა ვიდეოების გაგზავნა და მის მიერ დასახელებულ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაირღვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი თავისუფლება. სპეციალურმა…

მეტი...

,,19 514 უკრაინელი ბავშვი უკანონოდ დეპორტირებულად ითვლება”- უკრაინა

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, 19 514 უკრაინელი ბავშვი უკანონოდ დეპორტირებულად ითვლება. ,,ეროვნული საინფორმაციო ბიუროს უახლესი მონაცემებით, 19 514 უკრაინელი ბავშვი ახლა უკანონოდ დეპორტირებულად ითვლება. ასევე ცნობილია, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთში დაახლოებით 4 390 სტატუსის მქონე ბავშვია, მათ შორის არიან ობლები და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

,,კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები”- მელია ჩარკვიანს პასუხობს

,,კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ,”- ასე აფასებს ნიკა მელია თაკო ჩარკვიანის განცხადებას აფასებს. „თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე – ვისაც ის ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია. დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე, ბიძინა ივანიშვილის „დავალებით“, ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით. კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ. ქვყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური…

მეტი...

„ჩარკვიანის ჭორაობა-ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება”- ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე თაკო ჩარკვიანის განცხადებას აფასებს. მისი თქმით,  ჩარკვიანის ჭორაობას სერიოზულად არ უპასუხებს. „ჩარკვიანის ჭორაობა/ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი ამ საკითხზე“, – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, სადაც  ნიკანორ მელია და ხატია დეკანოიძე გაწევრიანდებიან.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის პრეზიდენტს უკრაინაში იწვევს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი  კიევში მიიწვია. ზელენსკის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან საუბარი სურს. ,,ჩვენ მზად ვართ ვიხილოთ ის აქ. მსურს მასთან საუბარი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე მქონდა მასთან შეხება. მაგრამ მთელი ამ წლის განმავლობაში, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, არ მქონია”, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

საქართველოში პრინცესა ჩამოდის

დღეს, საქართველოს შვედეთის პრინცესა ესტუმრება. შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია ჩვენს ქვეყანაში ორი დღე დარჩება. შვედეთის საელჩოს ინფორმაციით, პრინცესას მასპინძელია საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო მისიების გაძლიერება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის მთავარი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ევროკავშირის სამოქალაქო CSDP მისიებს დაეხმარონ უსაფრთხოების ხელშეწყობასა და ნდობის ჩამოყალიბებაში“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მეტი...

ჩინეთის პრეზიდენტის შემდეგ, კრემლს ირანის საგარეო მინისტრი სტუმრობს

ბოლო პერიოდში, რუსეთ-ირანისა და რუსეთ-ჩინეთის ურთერთობა დემონსტრირებულად მეგობრულად ვითარდება. მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის სტუმრობის შემდეგ, ვლადიმერ პუტინს ირანის საგარეო მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი სტუმრობს. რუსული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ბირთვული იარაღია. „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ირანელი კოლეგის შეხვედრის ერთ-ერთი თემა სწორედ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა იქნება. რუსი კოლეგები აგრძელებენ ვალდებულებების შესრულებას მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს  ირანის საგარეო მინისტრი. შეხვედრის სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, მოსკოვს, ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩინეთის პრეზიდენტი სტუმრობდა.

მეტი...

გაზაფხულზე, აშშ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევაზე გადასვლას ურჩევს

აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, გაზაფხული სწორედ ის პერიოდის, როდესაც უკრაინა კონტრშეტევაზე უნდა გადავიდეს. ლოიდ ოსტინის შეფასებით, რუსეთი საკმაოდ დასუსტებულია და სწორედ ამიტომ ის დახმარებისთვის ირანსა და ჩრდილო კორეას მიმართავს. „რუსული ძალები გამოფიტულია. გაზაფხულზე, უკრაინულ მხარეს კონტრშეტევაზე გადასვლის შესაძლებლობა სწორედ რუსული ძალების გამოფიტვისა და დასავლეთიდან მიღებული შეიარაღების დამსახურებით აქვთ“ – აცხადებს პენტაგონის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ რუსულ ჯარებს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვთ როგორც  და სამხედრო ტექნიკის, ასევე პერსონალის. „რუსულმა ძალებმა ჯავშანტექნიკის მარაგები ამოწურეს ისე, როგორც ამას არავინ არასდროს არ წარმოიდგენდა. რუსეთს საწყობებიდან T-54 და T-55 ტანკები გააქვს. ვფიქრობ, გაზაფხულზე საბრძოლო ქმედებების…

მეტი...

„შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური დევნა გრძელდება“ – რა წერია ანარიშში?!

საერთაშორისო ორგანიზაცია  Amnesty International-ი მორიგ წლიურ  ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2022 წელს მსოფლიოს 156 ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება. ანგარიშში საქართველო საპატიო ადგილს იკავებს და აღნიშნულია, რომ ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი ისევ მოქმედებს და ოპონენტების პოლიტიკური დევნა გრძელდება. „შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური დევნა ისევ პრობლემაა. ქალები და გოგონები ჯერ კიდევ განიცდიან დისკრიმინაციისა და ძალადობის მაღალ დონეს. წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის გამოძიების წარუმატებლობა პრობლემას წარმოადგენს როგორც  ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ისე სეპარატისტულ რეგიონებში“ – აღნიშნულია ანგარიშში, სადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, გახმაურებული საქმეც მოხდა. კერძოდ, აფგან მუხთარლის საქმე. ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანელი…

მეტი...

სტიქიურმა უბედურებამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა, არიან დაშავებულები

მოგლეჯილი ხეები, გადახდილი სახურავები, დაჭყლეტილი მანქანები, „მფრინავი“ სამშენებლო მასალები, ერთი ადამიანური მსხვერპლი და დაშავებული ადამიანები და ინფრასტრუქტურა – ასეთია გუშინდელი ღამის შედეგი აჭარის მუნიციპალიტეტში. მოგლეჯილი ხე მანქანას დაეცა, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ძლიერი ქარის შედეგად, ჩაქვში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. დაშავდა სახლში მყოფი მამაკაცი.  

მეტი...