,,ისევ ეს მჩაგვრელი, ნეოფაშისტური რეჟიმი რომ ყოფილიყო 10 000-ობით ადამიანი უბრალოდ ვერ შეძლებდა მკურნალობას, ათასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ”- პრემიერი

,,მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ამ პროგრამის ამოქმედება, დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და ესაა შედეგი, რითაც ათასობით ადამიანი გადარჩა და ათი ათასობით. რომ ყოფილიყო ისევ ეს მჩაგვრელი, ნეოფაშისტური რეჟიმი ქვეყანაში ძალიან ბევრი, 10 000-ობით ადამიანი უბრალოდ ვერ შეძლებდა მკურნალობას და ამდენი, ათასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ, ესაა რეალობა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კერძო სამედიცინო კლინიკებმა მიიღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხებიდან თითქმის 6.8 მლრდ ლარი. „ჩვენ ძალიან ბევრი დახმარება გამოვუყავით კერძო კლინიკებს, მთელი ეს თანხა წავიდა კერძო კლინიკებში, 6 მლრდ 800 მლნ…

მეტი...

,,იგივეა რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს ჯილდო”- პრემიერი სააკაშვილისთვის დემოკრატიის პრიზის გადაცემაზე

ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ჯილდო – სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რომ ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი, სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოეს ადამიანის უფლებების დარგში. „ის, რაც მოგიყევით და შეგახსენეთ, ეს იყო ის საშინელი რეალობა, რომელიც დაგვხვდა 2012 წელს. როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა და რამხელა დაცინვაა ჩვენი ხალხის და შეურაცხყოფა, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული…

მეტი...

ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებები იყო

ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლტში აფეთქებები იყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებით, მელიტოპოლის ცენტრში შენობა ნაწილობრივ განადგურდა. „წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი და დაზიანებულია რამდენიმე შენობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

„ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში“- კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისიტროს განცხადებაზე

,,საქართველოს ფარმაცევტული ქსელები, განვითარების დონით, ლიდერები არიან პოსტსაბჭოთა სივრცეში და შესაძლოა, ევროპაშიც, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო, ვერ იტყვის, რომ კარგი მმართველები და მენეჯერები არიან,”- ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერის, კახა ოქრიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, სრულიად გაუგებარია მინისტრის მხრიდან საბოტაჟზე საუბარი. ,,ბატონი ღარიბაშვილის შემდეგ, მედიკამენტების ფასების სამართლიანობაზე საუბარი ჯანდაცვის მინისტრმა, ბატონმა აზარაშვილმა განაგრძო. მან განაცხადა, რომ დაადგენს, სამართლიანია თუ არა ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. რა სამართლიანობაზეა საუბარი – სახელმწიფო აფინანსებს ონკოლოგიურ პროგრამას და თქვენ გაქვთ ორი ინსტრუმენტი: 1. მედიკამენტების და არა მარტო მედიკამენტების კონსოლიდირებული შესყიდვა,…

მეტი...

,,10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი ლარით დააფინანსა პროგრამები”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი ლარით დააფინანსა პროგრამები. „დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა. მე შევეცდები ძალიან მოკლედ შევაჯამო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლის იუბილეს შედეგები. მანამდე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობა დაგვხვდა, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს…

მეტი...

,,რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, ”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. „ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც არის სიცრუე. არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის და ხელფასის გარეშე. ძალიან კარგი ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარია იმავე ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. მღელვარების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

,,შალვა რამიშვილი არის სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­ა­კი, რო­მე­ლიც არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ხი­ფა­თოა”- გუბაზ სანიკიძე

,,შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი არის სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­ა­კი, რო­მე­ლიც არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ხი­ფა­თოა,”- ამის შესახებ გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ განცხადა. მისი თქმით, შალვა რამიშვილი უნდა გა­სა­მარ­თლდეს. ,,შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი არის სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­ა­კი, რო­მე­ლიც არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ხი­ფა­თოა. სა­ნამ რა­მეს არ ჩა­ი­დენს ქუ­ჩა­ში, სა­ნამ ვინ­მეს არ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებს ან შე­მო­აკ­ვდე­ბა… ძველ დრო­ში ქვბით ქო­ლავ­დნენ ასე­თებს, როცა კა­ნო­ნი არ იყო, კონ­სტი­ტუ­ცია და და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნე­ბი არ­სე­ბობ­და მხო­ლოდ. ახლა და­წე­რი­ლი კა­ნო­ნე­ბით უნდა გა­სა­მარ­თლდეს ეს კაცი. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­ა­კი” – გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ “ტვ პირ­ველ­თან”

მეტი...

უნგრეთი დაიღალა დასავლური კრიტიკით – პიტერ სიიარტო

,,უნგრეთი დაიღალა დასავლური კრიტიკით,”– ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს თქმით,  დასავლეთის კრიტიკა უნგრეთში დემოკრატიული და კულტურული საკითხების მიმართ აფერხებს თანამშრომლობას, განსაკუთრებით ნატოსა და რუსეთთან დაკავშირებით. მისივე თქმით, უნგრეთს არ დაუჭერია მხარი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებისთვის, რადგან უნგრელი კანონმდებლები უკმაყოფილო არიან ამ ქვეყნების კომენტარებით უნგრეთის საშინაო საქმეებზე. „იცით, როდესაც ფინელი და შვედი პოლიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ბუნებას, ეს ნამდვილად მიუღებელია“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მეტი...

,,პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უკრაინაში სრულ გამარჯვებას მიაღწევს”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ დროთა განმავლობაში ის უკრაინაში სრულ გამარჯვებას მიაღწევს. ანალიტიკოსების განცხადებით, ვერც უკრაინამ და ვერც დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტი ვერ დაარწმუნა, რომ რაიმე უნივერსალური ან კომპრომისული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, პუტინი ისევ კონცენტრირებულია გაჭიანურებული კონფლიქტის გზით თავისი თავდაპირველი მიზნების მიღწევაზე და გამარჯვებაზე – უკრაინაზე საკუთარი ნების ძალით თავზე მოხვევით, ან უკრაინელების ნების გატეხით მას შემდეგ, რაც დასავლეთის მხარდაჭერა ამოიწურება.  

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. კოკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება ბოლო პერიოდში, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. „მოკვლევას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით. მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები) გულისხმობს. კომპანიებს, რომელთა მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს და ფარმაცევტულ ასოციაციებს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საშუალება ექნებათ…

მეტი...

,,ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს უნდა დაასრულოს ომი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს უნდა დაასრულოს ომი,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიომ ისევე ინტენსიურად უნდა გაიგოს, როგორც გასულ წელს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება. ,,უნდა გაიგოს, რომ ომის წელს შეჩერება, რუსული ბოროტებისგან უკრაინის წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა“, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც აქვს ინფორმაციული გავლენა.  

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აქციას მართავენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები  კლინიკის შესასვლელში აქციას მართავენ. მედპერსონალი პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის დანგრევასა და მათი საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხებსა და განმარტებებს ითხოვენ.

მეტი...

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 4 კუბურ მეტრამდე ცაცხვის სახეობის სამასალე მერქანი. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში. ეროვნული სატყეო სააგენტო კანონდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად მუშაობს.  

მეტი...

,,ყველა მოძალადე და სექსუალურად შემვიწროებელი უნდა დაისაჯოს მაქსიმალურად და სრულად!”- გიორგი ბურჯანაძე

,,ყველა მოძალადე და სექსუალურად შემვიწროებელი უნდა დაისაჯოს მაქსიმალურად და სრულად!”,- სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. ბურჯანაძე თათია სამხარაძესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ,,რამდენჯერმე ვუყურე თათია სამხარაძის ვიდეოს. წარმოუდგენელია ის ყველაფერი რაც მის მიმართ მიმდინარეობს. უფრო სწორად, წარმოუდგენელია ამ უკანონობისა და სითავხედის მასშტაბი! ერთი შეხედვით მედიის თავისუფლების ანტურაჟით შენიღბული სახელისუფლო პროპაგანდისტის გადასარჩენი სპეცოპერაცია, მაგრამ რეალურად ეს გაცილებით მეტია და კარგად ჩანს პირადი ცხოვრების უფლების უკანონო ხელყოფა, უფლებადამცველების შევიწროება და დისკრედიტაცია და სამართალდამცველების პოლიტიკური მიზნით გამოყენება. ამ ყველაფრის თანმდევი მძიმე ადამიანური ტვირთის ატანა უწევს თათიას და მის ახლობელ…

მეტი...

ისრაელის პრეზიდენტი მთავრობას მოუწოდებს, საკანონმდებლო ცვლილებები შეაჩეროს

ისრაელი საპროტესტო აქციებში გაეხვა. სამართალდამცველებს პროტესტანტების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება მოუწიათ. ისრაელის პრეზიდენტი კი მთავრობას მიმართავს და საკანონმდებლო პროცესების შეჩერებისკენ მოუწოდებს. „უსაფრთხოება, ეკონომიკა, ყველაფერს საფრთხე ემუქრება. იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც გაკისრიათ, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი. ახლა არ არის პოლიტიკის დრო, ახლა არის ლიდერობისა და პასუხისმგებლობის დრო”, – აცხადებს პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი შეგახსენებთ, რომ ისრაელის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ შორის არიან სტუდენტებიც. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც  პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნულის მიზეზი კი  მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა გახდა, რომლის წინააღმდეგაც მინისტრი გამოდიოდა.  

მეტი...

ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების გამო, ლიეტუვა სანქციებს ითხოვს

ვლადიმერ პუტინის მორიგ აგრესიულ გადაწვეტილებას ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით, ლიეტუვაც გმობს და ორივე ქვეყნისთვის სანქციების გამკაცრებას ითხოვს. როგორც ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავს, რუსეთი ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან უფრო მკაცრ სანქციებში უნდა მოექცეს. „ეს არის პუტინისა და ლუკაშენკოს მორიგი აგრესიული ნაბიჯები ევროპაში დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ტალღის გასაძლიერებლად. ეს ქმედებები ბელარუსს კიდევ უფრო უბიძგებს უკრაინასთან ომისა და დემოკრატიულ სამყაროსთან დაპირისპირებისკენ. ეს არის ორი არაპროგნოზირებადი დიქტატორული რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა, დაემუქროს მეზობლებს და მთელ ევროპულ კონტინენტს” – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელარუსში ბირთვული იარაღი განთავსდება. შეთანხმება მიღწეულია.…

მეტი...

იერუსალიმში აქციის მონაწილეების ცრემლსადენი გაზით დაშალეს

იერუსალიმში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მასობრივ აქციაში გადაიზარდა. დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. მათ დასაშლელად კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამოქალაქო პირებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაშავაბულებისა და დაკავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ ვრცელდება. პროტესტი კი ისრაელის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებამ გამოიწვია. აქციას სტუდენტებიც უერთდებიან. უნივერსიტეტები სასამართლო რეფორმის გამო 27 მარტიდან გაფიცვას აცხადებენ. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ  ნეთანიაჰუს სახლის მიმდებარედაც შეიკრიბნენ, რომლებიც წყლის ჭავლით დაშალეს. .  

მეტი...

ლიმანი, ბახმუტი, ავდეევკა და მარინკა რუსეთის ძირიტადი შეტევის ობიექტებია

რუსეთ-უკრაინას შორის შეტაკებები გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მხრიდან განხორციელებული 50-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. ~ უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ძირითადი თავდასხმები ხორციელდება ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკას მიმართულებით. ასევე, დარტყმის ობიქტია ქალაქი ბახმუტი. წუხელ შეტევა განხორციელდა სარაკეტო სისტემებიდან. ბრძოლა ისევ აქტიურ ფაზაშია.  

მეტი...

ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში, ევროკავშირი მას დაასანქცირებს

​ბელარუსს ევროკავშირის მხრიდან სანქციები ემუქრება, რუსეთს კი სანქციები გაუმკაცრდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება სისრულეში მოვა და ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განთავსდება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, აღნიშნული ქმედება დამატებით სანქციებს დაექვემდებარება. „რუსული ბირთვული იარაღისთვის ბელარუსის მასპინძლობა ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს აღნიშნული ქმედება. ეს მათი არჩევანია. ევროკავშირი კი მზადაა, მას შემდგომი სანქციებით უპასუხოს “ , – აცხადებს  ბორელი. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსდება.  

მეტი...

„უკრაინა იბრძვის ყველა ერისთვის, რომელსაც რუსული ტირანია ემუქრება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში რუსეთის მორიგ აგრესიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ  ომის დასრულება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა. პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის გააქტიურების საჭიროებაზეც საუბრობს და ყველას მიმართავს, ამ ნაწილში იაქტიუროს. „ძალიან მნიშვნელოვანია, საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც ინფორმაციაზე გავლენა გააჩნია. ეს მხოლოდ ჟურნალისტებს  არ ეხება, ეხება ყველას, ვისაც შეუძლია აგრესიის შესახებ სიმართლის გავრცელება.  უკრაინა იბრძვის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ყველა ერისთვის, რომელსაც რუსული ტირანია ემუქრება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.  

მეტი...