ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინაში შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ომი უკრაინაში, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. მისი თქმით, სამართლიანი მშვიდობის წინაპირობა უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანაა. ,,ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. მაშინაც კი, როდესაც ომი დასრულდება, ყველაფერი მაშინვე ნორმალურად არ იქნება. მაგრამ ჩვენ ასევე არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ძალისხმევა ომის დასასრულებლად”, – აღნიშნა შოლცმა.  

მეტი...

,,ვისურვებდი, ის მინიმალური სტანდარტი რაც არის ევროკავშირში, ეს სტანდარტი ჩვენთანაც დამკვიდრდეს ეტაპობრივად”- პრემიერი

,,თქვენ ახსენეთ ევროინტეგრაცია და მე ვისურვებდი, ის მინიმალური სტანდარტი რაც არის ევროკავშირში, სადაც ჟურნალისტები პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს, მათ შორის რესპონდენტის უფლებებს იცავენ და არ გადადიან შეტევაზე, ეს სტანდარტი ჩვენთანაც დამკვიდრდეს ეტაპობრივად,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა. მისივე თქმით, ეს არის მინიმალური ევროპული სტანდარტი, რომელიც ჟურნალისტებმა უნდა დააკმაყოფილონ. „ჟურნალისტებმა ერთმანეთს, კოლეგებს პატივი უნდა სცეთ, როცა კითხვებს სვამთ, უნდა დაელოდოთ რესპონდენტის პასუხს და ამის შემდეგ დასვათ დამაზუსტებელი კითხვები, ეს არის სტანდარტი, მინიმალური, ევროპული, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.  

მეტი...

,,მსოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს მსოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, არ არის სპეკულაცია,”- ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამაზე ისაუბრეს და განმარტებები გააკეთეს გუნდის წევრებმა. „ამის თაობაზე გუნდის წევრებმა გააკეთეს განმარტება და განცხადებები. მინდა, გითხრათ მთავარი – დღეს მსოფლიო, მთელო სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის სპეკულაცია. დღითიდღე ჩვენ ვუყურებთ მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის, მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

,,EPP-ის ინიციატივის განხილვას,  ყურადღებით დავაკვირდებით და ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავთ და დაინახავს კიდევ უფრო მეტად რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ან გვინდა რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან და ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში და მთელ ევროპაში ვითარდება,” – ამის შესახებ პრემიერმა მარნეულში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც EPP-ის ჯგუფის პარლამენტარების მოწოდებას შეეხებოდა უცხოურ აგენტებთან დაკავშირებული კანონპროექტის შემუშავებაზე მაშინ, როცა ისინი საქართველოს შემთხვევაში საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებდნენ. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დააკვირდება და ამის შემდეგ გაკეთდება შეფასებები. „თქვენ ახსენეთ EPP-ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება…

მეტი...

,,ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან უმკაცრესი წერილი მიიღო”- ელენე ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან მკაცრი წერილი მიიღო. მისივე ინფორმაციით, წერილის მარტში გამართულ საპროტესტრო აქციებს ეხება. ,,გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან მიიღო უმკაცრესი წერილი, რომელიც მარტის საპროტესტო აქციებს ეხება და კერძოდ, ძალიან მკაცრი გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები იყოს სრულად დაცული. ასევე ძალიან მკაცრადაა საუბარი იამზე, რომ კანონის დღის წესრიგში დაბრუნებაზე ფიქრიც კი დახურავს საქართველოსთვის ყველანაირ პერსპექტივას და ამისთვის საქართველოს მთავრობა დაისჯება”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მეტი...

,,სწორედ ქართული რბილი ძალაა დღესაც ყველაზე ძლიერი ჩვენს ქვეყანაში”- სიმონიანი

,,სწორედ ქართული რბილი ძალაა დღესაც ყველაზე ძლიერი ჩვენს ქვეყანაში,” – ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი წერს. „სწორედ ქართული რბილი ძალაა დღესაც ყველაზე ძლიერი ჩვენს ქვეყანაში. გაისეირნეთ მოსკოვში – დაინახავთ 30 ქართულ რესტორანს. სოჭის სანაპიროზე ოთხი კარგი რესტორანია – ერთი თევზის და სამი ქართული. ჩვენ გვიყვარს ეს ყველაფერი, გვიყვარს კულტურა, დანელია, კინემატოგრაფია, ეს სიმღერები. არ გვინდა, რომ ისინი ცუდად იყვნენ“,  – აღნიშნავს სიმონიანი.

მეტი...

დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისთვის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა. დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.

მეტი...

ლავროვი დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში ფერადი რევოლუციების დაფინანსებაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ფინანსურად ეხმარება “ფერადი რევოლუციების მოსამზადებლად”. მისი თქმით, ვერ ხედავს შესაძლებლობას და აუცილებლობას სამხრეთ კავკასიის შესახებ დასავლეთთან რაიმე დიალოგის წარმოებისთვის. „დასავლეთი  ცდილობს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას თავს მოახვიოს თავისი პირობები. ის კვლავ პრეტენზიას აცხადებს, რომ დომინირებდეს და განამტკიცოს თავისი ჰეგემონია ყველგან, საკუთარი საზღვრებიდან შორს, პირდაპირ უტევს სამი უახლოესი მეზობლის – სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს – ლეგიტიმურ ინტერესებს. მხედველობაში მაქვს, თურქეთის, ირანის და რუსეთის. რით ხელმძღვანელობს დასავლეთი, როცა სამხრეთ კავკასიაში რაღაც თამაშებს იწყებს? ამ გეოპოლიტიკურ ჩანაფიქრთან ერთად, დასავლეთი ხელს…

მეტი...

,,უნდა მივაკვლიოთ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის მიზეზებს”- ჯო ბაიდენი

,,ვიზიარებ კონგრესის მიზანს, გაასაჯაროოს ინფორმაცია 2019 წელს კორონავრისუსის წარმოშობის შესახებ,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი. ბაიდენმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. „მე ვიზიარებ კონგრესის მიზანს, გაასაჯაროოს ინფორმაცია 2019 წელს კორონავრისუსის წარმოშობის შესახებ. 2021 წელს მე სადაზვერვო სამსახურებს დავავალე, გამოიყენოს ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი „კოვიდ-19“-ის წარმომავლობის გამოსაძიებლად და ეს სამუშაო გრძელდება. ჩვენ უნდა მივაკვლიოთ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის მიზეზებს, რაც დაგვეხმარება უკეთესად ავიცილოთ თავიდან მომავალი პანდემიები“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.  

მეტი...

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ – Politico

რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესონ. ამის შესახებ ინფორმაციას ”Politico” ავრცელებს. ,,ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენს უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შეიძლება გამართლებული იყო ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე. მედიის ცნობით, რუმინელმა და ესტონელმა კოლეგებმა, ასევე მოუწოდეს ბლოკს, სანქციები დაწესდეს მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ. ამასთან, მედია წერს, რომ ორი კვირის წინ, თასობით ადამიანმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართა “უცხოელი აგენტების“ საკამათო…

მეტი...

იაპონიის პრემიერ-მინისტრი დღეს კიევში ჩავა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა დღეს კიევს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ფუმიო კიშიდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ეს  არის პირველი შემთხვევა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც იაპონიის პრემიერი ეწვევა ქვეყანას ან რეგიონს, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.

მეტი...

ოკუპირებულ ყირიმში რუსული საკრუიზო რაკეტები განადგურდა – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტები განადგურდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით განადგურებულია „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტები მათი რკინიგზით ტრანსპორტირების დროს. სეპარატისტული რეჟიმის ცნობით, ჯანკოიზე დარტყმები უპილოტოებიდან განხორციელდა. ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის სერგეი აქსიონოვის განცხადებით,  ჯანკოიში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა. მისივე თქმით, ერთი ადამიანი დაშავდა და ორი შენობა დაზიანდა.

მეტი...

,,თქვენი საქმიანობა საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის”- პრემიერი ჟურნალისტებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ჟურნალისტების საქმიანობა, რომელიც  საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზეა დაფუძნებული, საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის. ,,ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, მედიასაშუალებების ყველა თანამშრომელს. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული თქვენი საქმიანობა საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის. თქვენ არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების თავისთავად უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებით, არამედ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის განვითარებაში, დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრებაში. ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. მოქალაქე 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანის ტრანსპორტირებას უკანონოდ ახორციელებდა. ფაქტზე შედგაადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია ახალციხის „საქმიან ეზოში”.  

მეტი...

აშშ ჩინეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, პუტინს უკრაინის სუვერენიტეტზე ელაპარაკოს

მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. დღეს, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ. გუშინ კი პრეზიდენტები ერთმანეთს მეგობრულ გარემოში შეხვდნენ და ერთმანეთს პატივისცემა ა მეგობრობა დაუდასტურეს. თეთრი სახლი ჩინეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში მიმდინარე სისასტიკეზე ესაუბროს და აუხსნას, რომ  უკრაინის სუვერენიტეტს პატივისცემა სჭირდება. „მოვუწოდებთ პრეზიდენტ სი ძინპინს, რომ მოახდინოს ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და პატივისცემასთან დაკავშირებით“ – აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯონ კირბი. პუტინი მზაობას აცხადებს, უკრაინასთან დაკავშირებით ჩინეთის წინადადებები განიხილოს

მეტი...

კრემლის განცხადებით, უკრაინელ ბავშვებს მაშინ დააბრუნებენ, როცა იქ მშვიდობა იქნება

ომის პირობებში უკრაინიდან რუსეთში გაყვანილ ბავშვებთან დაკავშირებით კრემლში განმარტებებს აკეთებენ. როგორც გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ აღნიშნა, ბავშვების დასაბრუნებლდ საჭიროა, ქვეყანაში იყოს მშვიდობა. რუსული მხარე უკრაინიდან ბავშვების გაყვანის მიზეზად ქვეყანაში არსებულ საფრთხეებს ასახელებს. „გვინდოდა, რომ მათთვის თავიდან აგვეცილებინა ის საფრთხე, რომელიც, შეიძლება, სამხედრო მოქმედებების გამო დაემუქროთ. სულ ესაა მიზეზი. რუსეთში ძალით ჩამოყვანილი ბავშვების საკითხი სრულიად გადაჭარბებულია”, – აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან რუსეთში ათასობით ბავშვია გაყვანილი. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ბავშვები გაიტაცეს და იძულებით გაიყვანეს.

მეტი...

„პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს, ფართოვდება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პოზიტიური გზავნილია, რომ უკრაინის პარტნიორთა და მეგობართა წრე გარდაუვლად ფართოვდება, რომლებიც მზად არიან მაქსიმალური გააკეთონ რუსეთის დასასჯელად. „პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს აგრესიისთვის, გარდაუვალად ფართოვდება და დასჯის პერსპექტივას სულს უფრო რეალურს ხდის. საკმარისი არ არის დამნაშავეებისთვის მხოლოდ პასუხისგების დაკისრება.  საჭიროა  სამართლიანი და კანონიერი სასჯელი ყველაზე თავდაპირველი დანაშაულისთვის, რომელმაც შვა ამ ომის ყველა სხვა დანაშაული. ამას უზრუნველყოფს სპეციალური ტრიბუნალი. ყოველ დღე ჩვენ მის შექმნას ვაახლოებთ“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორიო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.  

მეტი...

ვის რა უთხრა ჰააგის სასამართლომ?! – გზავნილი 212-ე საკნიდან

„პერსონალურად მიშა სააკაშვილს უთხრა, რომ ვის და რითი ჩამოკიდებენ, ერთად შევხედოთ ახლაო“. პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია საპატიმრო დაწესებულების 212-ე საკნიდან გზავნილს ავრცელებს. გზავნილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება, რომელიც ვლადიმერ პუტინისთვის დაპატიმრების ორდერის გაცემას ითვალისწინებს. „ვის რა უთხრა ჰააგის სასამართლომ: უპირველესი გზავნილი ისტორიულია: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არა მგონია, ასეთი მნიშვნელობის რამე მომხდარიყოს. ცხადია, რომ რუსეთის დაშლა ურალს გამოღმა მოსკოვიად და ურალის მიმდებარედ და ურალს გაღმა ახალ სახელმწიფოებად, მხოლოდ დროის საკითხად იქცა. კიდევ უფრო მოკლე ხანში რუსეთის ატომური იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას უნდა ველოდოთ; ყველას, განსაკუთრებით კი საერთაშორისო…

მეტი...