,,ვინც ამ სიბინძურეს ემსახურებით იმ რუსულ გემზე ადგილი რომ არ იქნება, სად აპირებთ ცხოვრებას?”- სოფო ჭყონია

,,ვინც ამ სიბინძურეს ემსახურებით იმ რუსულ გემზე ადგილი რომ არ იქნება, სად აპირებთ ცხოვრებას?”- ამის შესახებ სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში წერს. ჭყონია დათო ტურაშვილს, რომელიც კლინიკაში იმყოოფება ჯანმრთელობას და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას უსურვებს. ,,ვინც ამ სიბინძურეს ემსახურებით იმ რუსულ გემზე ადგილი რომ არ იქნება, სად აპირებთ ცხოვრებას? დაფიქრდით! თქვენი არავის არ ეშინია და თქვენი მახინჯი სიტყვების. დათო ტურაშვილი • Dato Turashvili ჯანმრთელობა და თავისუფალ საქართველოში ცხოვრება მინდა გისურვო”- წერს სოფო ჭყონია.

მეტი...

,,გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი?”- ნინო წილოსანი

,,რადგან ჩვენს მშობლებზე და შვილებზე არ ვსაუბრობთ ამ მავლებლიური ფეიკკამპანიით რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?!”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბულინგი და ფაშისტური მიდგომები არავის მიმართ მოსწონს, რადგან საბოლოო ჯამში შედეგი ყველასთვის ძალიან მძიმეა. ,,პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას. მეორე, – რადგან ჩვენს მშობლებზე და შვილებზე არ ვსაუბრობთ ამ მავლებლიური ფეიკკამპანიით რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?! რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარება ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას”- მარკ კლეიტონი

,,მუდმივად ვახსენებთ საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება,”- ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარება ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. ,,მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ძალიან მკაფიოა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშებს. მუდმივად ვახსენებთ საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარება ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. მოვუწოდებთ ყველას, იპოვონ გამოსავალი ამ ვითარებიდან“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

მეტი...

ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. მედიის ცნობით, ირაკლი კოვზანაძემ პარლსმენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა დაუდასტურა.

მეტი...

,,ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია შედეგიანი ბრძოლა სამშობლოსათვის”- კობა კობალაძე

თბილისში აღინიშნება მდ. გუმისთაზე წარმოებული, სისხლიანი ბრძოლების 30-ე წლისთავი. აფხაზეთში დაწყებული სამხედრო კონფლიქტიდან, 8 თვის შემდეგ – 1993 წლის 14-16 მარტს, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს, მოეგერიებინათ რუსეთისა და აფხაზების გაერთიანებული ძალების მასირებული შემოტევა, რომელიც სოხუმის აღებას ისახავდა მიზნად. “ეხოკავკაზა” გაესაუბრა, გუმისთის ბრძოლების აქტიურ მონაწილეს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, თადარიგის გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს. – 30 წელი გავიდა იმ სისხლიანი ბრძოლების შემდეგ, გუმისთის ხიდთან, ამ მოვლენებს თქვენ ყოველ 16 მარტს იხსენებთ,რას ნიშნავს თქვენთვის ეს დღე? – თუ გავიხსენებთ იმ დღეების დინამიკას, შევხედავთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი დღე, 16…

მეტი...

გომარდულში ჩატარდა რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, ამირან მამალაძის მემორიალური ტურნირი  სათხილამურო სპორტში

მიმდინარე წლის 19 მარტს, შუახევში, გომარდულის სათხილამურო ბაზაზე ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ამირან მამალაძის მემორიალური ტურნირი სათხილამურო სპორტში. შეჯიბრს სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე, მერიის წარმომადგენლები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ამირან მამალაძის ოჯახის წევრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ. ტურნირში შუახევის სპორტული სკოლის 50-მდე მოსწავლე ასპარეზობდა. საპრიზო ადგილების მფლობელები გამოვლინდნენ როგორც ვაჟთა, ასევე, გოგონათა შორის; მათ, ვეტერანების…

მეტი...

,,წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი “ონიქსის” გამოყენება ჰააგის სასამართლოს მიმართულებით”- მედვედევი

შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი “ონიქსის” მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვიდან, რუსული გემიდან ჰააგის სასამართლოს მიმართულებით,”- ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ,,ბატონებო, ყველა დადის ღმერთისა და რაკეტების ქვეშ. სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი “ონიქსის” მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვიდან, რუსული გემიდან ჰააგის სასამართლოს მიმართულებით. ვერავინ ჩამოაგდებს მას. და სასამართლო კი უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ომი არ დაიწყება. მათ შეეშინდებათ. შემბრალებელიც არავინ იქნება. ასე რომ, მოსამართლის მოქალაქეებო, ყურადღებით შეხედეთ ცას.” – წერს მედვედევი.  

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „დედოფლისწყაროს ტელევიზია” ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილი 22 წლის ვანო (ილია) ჩოხელია. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინის ქალაქ ხარკოვში 16 მარტს დაიღუპა.  

მეტი...

ავარია კახეთში – დაიღუპა ქალი, 7 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა.  შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, ადგილზე დაიღუპა.  მისი 7 წლის შვილი და მეუღლე მძიმედ დაშავდნენ. წყარო: ”პრაიმტაიმი”.  

მეტი...

,,ისევ გონება დაკარგა, ადამიანი დაემსგავსა ჩონჩხს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტმა კლინიკა ”ვივამედში” გონება ისევ დაკარგა. ,,ისევ გონება დაკარგა, წონის კლება ყოველდღიურად ხდება და ადამიანი დაემსგავსა ჩონჩხს”, – განუცხადა გიული ალასანიამ ”მთავარ არხს”.

მეტი...

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევას 50 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითად გადაადგილდებოდა, რადროსაც  მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.   აღნიშნულ ინფორმაციას ”ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი დღეს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს

პრემიერ-მინისტრი დღეს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,დღეს, 20 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ჭავჭავაძეზე საიუველირო მაღაზია გაქურდეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული ა.ჰ. ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზიიდან სხვადასხვა ძვირადღირებული სამკაული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ჰ. მომხდარიდან მეორე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს…

მეტი...

 ,,რუსეთი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს კონსტრუქციული როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში” – პუტინი 

რუსეთი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს კონსტრუქციული როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში სამშვიდობო პროცესის მომავალი დამოკიდებულია მხოლოდ სერიოზული საუბრის მზადყოფნაზე. ,,თანამოაზრეებთან ერთად, ჩვენი ქვეყნები მუდმივად ემხრობიან უფრო სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე და არა გარკვეულ „წესებზე“, რომლებიც ემსახურება „ოქროს მილიარდის“ საჭიროებებს. რუსეთი და ჩინეთი მუდმივად მუშაობენ თანაბარი, ღია, ინკლუზიური უსაფრთხოების სისტემის შექმნის ინტერესებში, რომელიც არ არის მიმართული რეგიონის და მთლიანად მსოფლიოს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. ამ კუთხით ჩვენ აღვნიშნავთ ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის კონსტრუქციულ როლს, რომელიც შეესაბამება რუსეთის…

მეტი...

პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისი – ევროკავშირი პუტინის დაკავების ორდერზე

ევროკავშირი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის წინაამდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სრული პასუხისმგებლობის დაკისრება ომის დანაშაულებზე. ,,ევროკავშირი განიხილავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისს და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომლებთან დაკავშირებითაც ისინი ბრძანებას გასცემენ ან ახორციელებენ უკრაინაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,უკრაინა ომში თუ დამარცხდება, პოლონეთი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში შევა”- ელჩი

,,უკრაინა ომში თუ დამარცხდება, პოლონეთი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში შევა,”– ამის შესახებ საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა, იან ემერიკ როშიშევსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, უკრაინა დამოუკიდებლობას თუ ვერ დაიცავს, პოლონეთი იძულებული იქნება კონფლიქტში ჩაერთოს. „დღეს ან უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ან თუ ვერ დაიცავს, ჩვენ იძულებული ვიქნებით ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენს ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია, ამიტომ არჩევანი არ გვექნება“, – განაცხადა ელჩმა.  

მეტი...

რუსეთსა და ჩინეთს მსოფლიო წესრიგის დარღვევა სურთ – ჯონ კირბი

აშშ-ის უშიშროების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო წესრიგის დარღვევას ცდილობენ. ამის შესახბე მან Fox news-თან ინტერვიუში ისაუბრა. ,,ჩინეთი და რუსეთი ორი ქვეყანაა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, რომელიც აშშ-მა და ჩვენმა მოკავშირე ქვეყნებმა შექმნეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მათ თამაშის წესების გლობალურად შეცვლა სურთ”, – განაცხადა კირბიმ.

მეტი...

,,გლობალური ომის პარტია, თავისი მიზნების მისაღწევად ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს იყენებს”- ”ხალხის ძალა”

 მოძრაობა „ხალხის ძალის“ მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “გლობალური ომის პარტია” საქართველოში თავისი მიზნების მისაღწევად ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს იყენებს. „საზოგადოებას გვინდა, შევახსენოთ მშრალი ფაქტები გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც საქართველოში თავისი მიზნების მისაღწევად ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს იყენებს: – აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“, „ფრანკლინის კლუბს“ და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს; – ანუ პირდაპირ და თავხედურად აფინანსებს პოლარიზაციას – როცა ამბობ, რომ პოლარიზებულ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს არ მისცემ და თან პოლარიზაციას აფინანსებ, კარგად ჩანს, რომ კანდიდატის სტატუსს, როგორც ერთმა კოლეგამ თქვა, მხოლოდ ანკესის კაუჭზე წამოცმული ჭიასავით იყენებ; – პირდაპირ…

მეტი...

„ორდერი რუსეთის ლიდერის დაკავების შესახებ გარდამტეხი მომენტია“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმრთვაში ჰააგის სს საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს გარდამტეხი მომენტია. „ამ კვირამ, საბოლოოდ, მართლაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი მოიტანა უკრაინისთვის. არსებობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი რუსეთის ლიდერის დაკავების შესახებ.  ეს გარდამტეხი მომენტია. სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს 100 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია. განეიტრალებულია 400 ათასზე მეტი მტრის ჭურვი. უკვე ამოღებულია 200 ათასზე მეტი ასაფეთქებელი ნივთი. მადლობელი ვარ ყველას, ვინც მონაწილეობს ამ საქმეში! ოკუპანტის განდევნა, ჩვენი მიწის გაწმენდა ბოროტი სახელმწიფოს ყოველგვარი კვალისაგან და ტერორისტების დასჯა ჩვენი ამოცანაა,”- აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში. პრეზიდენტის…

მეტი...

განათლების მინისტრი, სავარაუდოდ, მინისტრის სავარძელს დღეს დაემშვიდობება

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თანამდებობას ტოვებს. ოფიციალურად, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ მინისტრმა უნდა გააკეთოს. სამთავრობო ცვლილების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დღეს, მთავრობის სხდომაზე გაკეთდება. არის საუბარი, რომ ჩხენკელს დეპუტატი გიორგი ამილახვარი შეცვლის. ოფიციალური მიზეზი, რა გახდა მინისტრის ანაცვლების მიზეზი, არ სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით  სტუდენტების აქციაზე გამოსვლა და პროტესტია.

მეტი...

ევროკავშირის პუტინის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჰააგის სასამართლოს ორდერთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერს ეხება, ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული ორდერი სს პასუხისმგებლობის დასაწყისია. „ევროკავშირი მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რომ  უზრუნველყოფილი იყოს სრული პასუხისმგებლობის დაკისრება ომის დანაშაულსა და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, რომლებიც კავშირშია ა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან”, – აცხადებენ ევროკავშირში. ევროკავშირი ყველა მონაწილე სახელმწიფოს გამოძიების პროცესში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. „ევროკავშირი განიხილავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისს და აქვს მოლოდინი რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა იმ სასტიკი დანაშაულისთვის, რომელსაც ისინი უკრაინაში ახორციელებენ. ევროკავშირი ასევე გამოხატავს მხარდაჭერას საერთაშორისო სასამართლოს…

მეტი...

დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია პარლამენტს ტოვებს

„ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვლადემერ ჩაჩიბაია. მისი აღნიშნული გადაწყვეტილება კი ე.წ. აგენტების კანონპროექტს უკავშირდება, რომლისთვისაც ჩაჩიბაიას ხმა არც მიუცია. „საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ვიყავი ჯარში. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან. მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი. ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ალბათ, საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში’ – აღნიშნა ჩაჩიბაიამ „ფორმულასთან“. მან კანონპროექტისთვის ხმის არმიცემაზეც ისაუბრა. „გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ჩემი მხრიდან მიღებული, ესეც…

მეტი...