ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს,  ჯეიმს კლევერლის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯეიმს კლევერლის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას უსვამს ხაზს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის…

მეტი...

ცნობილია ვინ ჩაანაცვლებს ლევან იოსელიანს პარლამენტში

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს.  მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  ირაკლი შატაკიშვილის ინფორმაციით,  პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი ექვსი წლის ვადით სახალხო დამცველის თანამდებობაზეა არჩეული, მისი ახალი თანამდებობა კი პარლამენტის წევრის უფლებამოსილებასთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს, რის საფუძველზეც მას შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.  მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის,  პოლიტიკური გაერთიანება „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ პარტიული სიის მესამე ნომრის ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობას.

მეტი...

12 წლის გოგონას ოჯახი ცხედრის გაკვეთის წინააღმდეგია – მოზარდი სახლში გადაასვენეს

დიღომში გარდაცვლილ გოგონას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სახლში გადაასვენეს. როგორც ირკვევა, ოჯახმა მოზარდის ცხედრის გაკვეთაზე უარი განაცხადა. „ჩემს დისშვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვეთოთო, გაგიჟდა, ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია“, – განაცადა გარდაცვლილი მოზარდის ბაბუამ. ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაერთი ვერსია ვრცელდება. ,,დავიღუპეთ…მოწამვლა ხომ არ იყო?!  ჩვენ სულ სხვანაირად გვაგიჟებენ”- გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა

მეტი...

,,ქართველების სუვერენული უფლებაა, გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი, გარეჩარევის გარეშე” – ჯეიმს კლევერლი

,,ქართველების სუვერენული უფლებაც არის თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი, გარეჩარევის გარეშე და ამას ყველა პატივი უნდა სცეს,”-  ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ,,რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის სრული უპატივცემულობა თქვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. 2008 წელს რუსეთის აგრესიას საქართველოში, რასაც შედეგად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია მოჰყვა, ჰყოფს ოჯახებს და ართმევს ქართველებს საშუალებას, ეწვიონ საკუთარ წმინდა რელიგიურ ადგილებს, ისევე, როგორც წინაპრების მიწებს. ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ…

მეტი...

2022 წლის IV კვარტალში საშუალო ხელფასი 309 ლარით გაიზარდა და 1 773 ლარი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით, 309.9 ლარით გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 672.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 61.8 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 726.7 ლარი (გაიზარდა 12.1 პროცენტით); მშენებლობა – 2 535.8 ლარი (გაიზარდა 14.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 455.1 ლარი…

მეტი...

,,ჰქონდა ჩალურჯება, პირში მიწა ჰქონდა და დუჟი”- გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა

დიდ დიღომში, 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია ვრცელდება. 12 წლის მოზარდის ბაბუის განცხადებით, გოგონა გოგონა სახლიდან ნათესავთან ერთად გამოვიდა. ,,რომ დაგვიანდა და ბავშვი აღარ არის, მეც დამიძახეს, ჩემმა დამ დამიძახა. ჩამოვედით, ვეძებთ ბავშვი არსად არ არის. 3 საათამდე ვეძებდით, პოლიცია, კრიმინალისტები, სასწრაფო გამოვიძახეთ. შემდეგ ვნახეთ, ვნახეთ – გაგვიხარდა, რომ ცოცხალი, თურმე ნახეს, აღარ იყო. ჰქონდა რა, მე ვერ შევხედე, ჩალურჯება, არ ვიცი, პირში მიწა ჰქონდა და დუჟი ჰქონდა. დახეული ჰქონდა და ეს კრიმინალისტი გვეუბნება, ექიმი რომ ამოწმებდა იმ დროსო. თითქოს ისე მეუბნებიან, რომ ძალადობა არ…

მეტი...

,,სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს”- ომბუდსმენი 12 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე

სახალდო დამცველის განცხადებით,  დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს აპარატი შეისწავლის და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს. ,,სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება. სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

,,სულ წევს, მუდმივად, უჭირს მოძრაობა…არის მძიმე ავადმყოფი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტს მოძრაობა უჭირს და მუდმივად წევს. მისივე თქმით, სააკაშვილს 47 დიაგნოზი აქვს დასმული. ,,რომ მივდივარ ადამიანი სულ წევს, მუდმივად, უჭირს მოძრაობა, უჭირს ყველაფერი ფაქტობრივად, და ისიც მახსოვს, როგორი შემოვიდა ვივა მედში. ჩვენ გვყავდა აქ ძალიან ავტორიტეტული ხალხი ჩამოყვანილი და ზოგიერთი აქაური, ძალიან ცნობილი სახელები, ყველას ერთსულოვანი აზრით, არის მძიმე ავადმყოფი, 47 დიაგნოზი აქვს დასმული, აქედან სამი არის უმძიმესი,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,დავიღუპეთ…მოწამვლა ხომ არ იყო?!  ჩვენ სულ სხვანაირად გვაგიჟებენ”- გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა

დიდ დიღომში, 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაერთი ვერსია ვრცელდება. 12 წლის მოზარდის ბაბუის განცხადებით, გოგონა სახლიდან ნათესავთან ერთად გამოვიდა. ,,დავიღუპეთ, გამოვიდა გუშინ საღამოს მეორე ნათესავთან ერთად, ისეირნეს. მოწამვლა ხომ არ იყო?!  ჩვენ სულ სხვანაირად გვაგიჟებენ, რომ ვიღაცამ რაღაცა ბავშვი. ახლა იმაზე ვართ გადართული, რომ ვიღაცას სულში ვწვდეთ, აღარ აქვს ცხოვრებას აზრი”,- განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის ბაბუამ. ბავშვი როცა იპოვეს თბილი იყო, თუმცა, ვერ გადაარჩინეს – ტრაგედია თბლისში

მეტი...

20 ივნისს პოლიციისგან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური – გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია 2019 წლის 20 ივნისსა და 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო აქციებს ადარებს. მისი თქმით, ამ ორ აქციას შორის უდიდესი განსხვავებაა. ,,უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს და ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას და ეს იყო უბრალოდ დარღვევა. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციას და სხვათაშორის პოლიცია ამას მოთმინებით იტანდა 3-4 საათზე მეტი. მაგრამ როცა ამ ორ მიტინგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ვერ შედარდება ერთმანეთს, სრულიად სხვადასხვა ამბავია. ამიტომ არის, რომ გამოძიებამ 20 ივნისთან დაკავშირებით დაადგინა, რომ იყო ინდივიდუალური ფაქტები,…

მეტი...

ბავშვი როცა იპოვეს თბილი იყო, თუმცა, ვერ გადაარჩინეს – ტრაგედია თბლისში

კრიმინალისტები დიდ დიღომში ამ დრომდე მუშაობენ. 12 წლის გოგონას ცხედარი კი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. როცა გოგონა იპოვეს, ის ჯერ კიდევ თბილი იყო. როგორც ცნობილია, ბავშვს სხეულზე, ყელის არეში გარკვეული დაზიანებები აღენიშნებოდა. როგორც ბავშვის ბაბუა აცხადებს, ანას 21:00 საათიდან ეძებდნენ. ბავშვის პირად ნივთს – ტელეფონს კი ამ დრომდე ვერ მიაგნეს. „12 წლის ბავშვი, ჩემი დის შვილიშვილია, დავიღუპეთ. გამოვიდა საღამოს ნათესავთან ერთად, ისეირნეს და როცა სახლში ბრუნდებოდა, ეს უბედურება დაგვემართა. კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ, რაღაც ვერსიები არსებობს. ცხოვრებას აზრი არ აქვს. დაზუსტებით ვერც იმას ამბობენ ვინმემ იძალადა თუ რა მოხდა. ნათესავი ბავშვი სახლში…

მეტი...

ელმავალმშენებელი ქარხანა 80%-იანი „სეილით“ გაიყიდა, მყიდველის ვინაობა გასაიდუმლოებულია

ელმავალმშენებელი ქარხანა გასხვისდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია  „თბილის ტრანსფერი“ მზად იყო ქარხნისთვის პროფილი შეენარჩუნებინა, ინვესტიცია ჩაედო და ყველა დავალიანება დაეფარა, ქარხანა თავისი მიწის ფართობებითა და დანადგარებით აუქციონზე გაიტანეს და 80%-იანი ფასდაკლებით გაყიდეს. ქარხანა, საბოლოოდ 19.5 მილიონ ლარად გაიყიდა, არადა, მისი  ღირებულება 97.6 მილიონ ლარს შეადგენდა.  „თბილის ტრანსფერის“ დამფუძნებელი ირაკლი ჭითანავა მზაობას აცხადებდა ინვესტირებისთვის, პროფილის შენარჩუნებისა და უნიკალური ქარხნის ამოქმედებისთვის. უფრ მეტიც, შეთანხმებაც კი არსებობდა ელმავალმშენებელი ქარხნის დამფუძნებელთან – კომპანია „ლოკოტრანსთან“, აქციების შეძენაზე, თუმცა, ქარხანა აუქციონზე აღმოჩნდა. ქარხანას თბილისში, გურამიშვილის გამზირზე 22 ჰექტარის უძრავი ქონება და მანქანა-დანადგარები გააჩნია. პარალელურად, აუქციონამდე ერთი…

მეტი...

„რუსული ბომბები ვერ შეცვლის ობიექტურ რეალობას“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინის ევროკავშირის წევრობაზე საუბრობს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ნაწილი. „დადგება დღე, როცა შეიქმნება ტრიბუნალი, რომ ჩვენი ხალხის სამართლიანობა დადგეს. ტრიბუნალი, რომელიც აგრესორს ისევე დასჯის, როგორც წარსულის აგრესორები დაისაჯნენ. ჩვენი ხალხის ხსოვნა იყოს, ყველა ზრდასრულის და ბავშვის, რომელთაც სიცოცხლე რუსულმა ტერორმა წაართვა. უკრაინა ყოველთვის ევროპა იყო. უკრაინა ყოველთვის იქნება ევროპა. რუსული ბომბები ვერ შეცვლის ობიექტურ რეალობას.  რეალობას, რომელსაც უკრაინელები იცავენ,” – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში მადლობას უხდის ყველა, ვინც უკრაინის ღირსებას და ტერიტორიას იცავს. „მადლობა ყველას, ვინც იბრძვის მარინკას…

მეტი...

ომში მყოფ უკრაინას ბელგია სამხედრო ტექნიკით დაეხმარება

„უკრაინას არაფერს გავუგზავნით ისეთს, რაც არ სჭირდებათ და რასაც თავად არ ითხოვენ“ – აცხადებს ბელგიური მხარე და ომში მყოფი ქვეყნისთვის „ვოლვო“-ს 240 სამხედრო სატვირთო ტექნიკის გაგზავნას აანონსებს. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი მარშრუტი ბელგიიდან უკრაინის მიმართულებით  მომავალ კვირას შედგება. ბელგიური მხარის ინფორმაციით, იარაღებთან ერთად, რაც დღეს უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება, სატვირთო მანქანებია.  

მეტი...

ჩინეთი უკრაინასა და რუსეთში მშვიდობიან მოლაპარაკებას სთავაზობს

ჩინეთი მზად არის, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს. როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განსა და უკრაინის საგარეო მინისტრს – დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარიც შედგა. ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებით, ჩინეთი ყოველთვის მშვიდობიანი მოლაპარაკებების მომხრე იყო და ორივე ქვეყანას, ამ მიმართულებით საკუთარ როლსაც სთავაზობდა. „ჩინეთი ყოველთვის ინარჩუნებდა სამართლიან მიდგომას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ყოველთვის მომხრე იყო და ხელს უწყობდა მშვიდობიან მოლაპარაკებებს. იმედი გვაქვს, მხარეები შეინარჩუნებენ სიმშვიდეს და თავშეკავებულობას, რომ  მალე განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს“ – აღნიშნულია  ოფიციალურ განცხადებაში. მეორე მხრივ,…

მეტი...

საშინელი ტრაგედია – დიდ დიღომში 12 წლის ბავშვი გრდაცვლილი იპოვეს

12 წლის ანა, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვი ბოლოს 23:00 საათზე ნახეს ქუჩაში. მას შემდეგ კი კვალი ქრება. პირველადი ინფორმაციით, მას ძალადობის კვალი აღენიშნება. მოკლული გოგონა იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ძველ პარკთან, რაგბის სტადიონთან იპოვეს. სასწრაფო დახმარება ცდილობდა ბავშვის გადარჩენას თუმცა, ვერაფერი უშველეს. „დაახლოებით 23 საათისთვის დაიკარგა 12 წლის ანი დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან. თუ კი ფლობთ რაიმე ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ“… აღნიშნულ  ინფორმაციას ავრცელებდნენ ახლობლები, სანამ გოგონას მოკლულს ნახავდნენ.

მეტი...