,,მომდევნო თვეებში უფრო რეალურ პროცესს ნახავთ”- ვანო მერაბიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი ორჯერ აჭარბებს ყველა სხვა პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს,”- ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მერაბიშვილი ”რეალურ პროცესებს”, მათ შორის ქუჩის აქციებს აანონსებს. ,,საქართვლოში ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია, სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ აჭარბებს ყველა სხვა პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს. ამ პარტიაში ხელმძღვანელობის ვადამდელი არჩევნები გაიმართა, რადგან ჩვენი პარტიის ყოფილი ლიდერები რბილად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურობდნენ, არ რეაგირებდნენ უკრაინის ომზეც კი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ძალიან ახალგაზრდა, საინტერესო ადამიანებმა პროვოცირება მოახდინეს ხელმძღვანელობის ვადამდელ გადარჩევაზე. პარტიის მოქმედი ხელმძღვანელი დამარცხდა. დაახლოები 50 000 მხარდამჭერი დარეგისტრირდა არჩევნებზე…

მეტი...

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ოლექსეი გერაშენკო ავრცელებს. მისი თქმით, მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, ბელარუსის ტერიტორიაზე მტრის თვითმფრინავების აქტივობა ფიქსირდება. გავრცელებული ინფორმაციით, განგაშია კიევშიც.

მეტი...

,,ქართველ ხალხს აქვს სურვილი შეუერთდეს ევროკავშირს, მთავრობა კი ყველაზე მთავარ დაბრკოლებად იქცა”- კუბილიუსი

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “ნაციონალური მოძრაობის”, “დროასა” და “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერებმა  ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგში შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ქართველ ხალხს აქვს ძლიერი სურვილი, შეუერთდეს ევროკავშირს, მთავრობა კი ყველაზე მთავარ დაბრკოლებად იქცა ამ გზაზე. ,,ძალიან კარგი შეხვედრა იყო და ძალიან სასიამოვნოა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები  ერთად ჩამოვიდნენ აქ. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ არსებული სიტუაცია და მომდევნო ნაბიჯები, იმიტომ რომ უკვე ძალიან ნათლად ვხედავთ, ქართველ ხალხს აქვს ძლიერი სურვილი, შეუერთდეს ევროკავშირს, მთავრობა კი ყველაზე მთავარ დაბრკოლებად იქცა ამ გზაზე. ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები უცხოეთის…

მეტი...

პოლონეთში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს

პოლონეთში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს. ჯაშუშების ჯგუფს დივერსიის მოსაწყობად, პოლონეთში მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა. პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ჯაშუშური საქმიანობისთვის 6 პირი დააკავეს. ,,მათ სარკინიგზო მარშრუტებზე, სადაც მთავარ კვანძებზე დაამონტაჟეს ფარული კამერები, შემდეგ მონაცემებს ინტერნეტით გადასცემდნენ ქსელს. ამ გზით მათ მიიღეს ინფორმაცია მოძრაობისა და ტრანსპორტის შესახებ”,- იტყობინება პოლონური მედია.

მეტი...

მესტიაში სასტუმრო დაიწვა

ღამით, მესტიაში, სასტუმრო “ფოსტაში” ხანძარი იყო.  არსებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა. დამწვარია სასტუმროს ბოლო სართული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,თუკი რაიმე გადაადგილება იქნება, ეს იქნება გუნდის შიგნით”- ირაკლი კობახიძე

,,თუკი რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს გადაადგილება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ იმ დეპუტატებზეც ისაუბრა, რომლებმაც ე.წ. ”აგენტების კანონს” მხარი არ დაუჭირეს. ,,თუკი რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს გადაადგილება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა. თუ რაიმე გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ჩვენ ამაზე საზოგადოებას, ბუნებრივია, მივაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება ხმის არმიცემას, რამდენიმე დეპუტატმა, ჩვენმა კოლეგამ, ჩვენმა მეგობრებმა მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი, ეს იყო ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებდა დეპუტატების მიმართ. ბევრი დეპუტატი…

მეტი...

,,ჩემი სიკვდილი ციხეში იმის ნიშანი იქნება, რომ ჩემი ქვეყანა რუსეთის ხელშია”- სააკაშვილი

,,გწერთ, რადგან გთხოვოთ მხარდაჭერა- მოუყვეთ ყველას ჩემი წამების და ჩემი სიკვდილით კრემლის პირდაპირი ინტერესის შესახებ,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ფრანგ ჟურნალისტ ბერნარ ანრი ლევის წერს. როგორც სააკაშვილი წერს, მისი სიკვდილი ციხეში იმის ნიშანი იქნება რომ საქართველო რუსეთის ხელშია. ,,გწერთ, რადგან გთხოვოთ მხარდაჭერა- მოუყვეთ ყველას ჩემი წამების და ჩემი სიკვდილით კრემლის პირდაპირი ინტერესის შესახებ. გწერთ იმიტომ, რომ თქვენ 2008 წელს იყავით საქართველოში, როცა პუტინმა მორიგი რკინის ფარდა დატესტა, დღეს კი ამას უკრაინაში აკეთებს. და მინდა მოუყვეთ მსოფლიოს რომ ჩემი სიკვდილი ციხეში იმის ნიშანი იქნება რომ ჩემი ქვეყანა რუსეთის…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის შეტევის საერთო ტემპი შემცირდა – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

”ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” შეფასებით, რუსეთის ოპერაციების საერთო ტემპი უკრაინაში, როგორც ჩანს, წინა კვირებთან შედარებით შემცირდა. ტავრიისკის თავდაცვის ძალების უკრაინის ერთობლივი პრეს-ცენტრის სპიკერმა, პოლკოვნიკმა ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ 15 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის შეტევითი მოქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო კვირის განმავლობაში და აღნიშნა, რომ რუსული სახმელეთო შეტევები ყოველდღიურად შემცირდა 90-დან 100-მდე დღეში. 20-დან 29-მდე დღეში. დმიტრაშკოვსკი იტყობინება, რომ რუსეთის ძალებმა გარკვეულწილად დაკარგეს შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვანი ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის დაკარგვის გამო. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის შეტევითი ოპერაცია ლუგანსკის ოლქში, სავარაუდოდ, კულმინაციას უახლოვდება, თუ ის ჯერ არ დასრულებულა.  

მეტი...

,,2012 წლის მაისში რეალურად ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ვიყავი”- ვანო მერაბიშვილი

,,2012 წლის მაისში რეალურად ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ვიყავი და ნოემბერში ყველაზე არაპოპულარული გავხდი,” – ამის შესახებ  ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა. უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაზე არასტაბილური რამ რეიტინგია. „ყველაზე არასტაბილური რამ რეიტინგია, მე 2012 წლის მაისში რეალურად ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ვიყავი და ნოემბერში ყველაზე არაპოპულარული გავხდი. ეს ობიექტური შედეგებია, ასე რომ რეიტინგები არაფერს ნიშნავს. ხვალ რომ აღარ იყოს პუტინი, საქართველო სხვანაირი გახდება, ერთ დღეში შეიცვლება“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მეტი...

რუსთავში ქალმა სხვისი ბარათით ივაჭრა

რუსთავში ქალმა სხვისი ბარათით ივაჭრა. 40 წლამდე ქალმა ქუჩაში ბარათი იპოვა, რომლითაც მაღაზიაში მაღაზიაში პროდუქტები შეიძინა. მოქალაქემ, რომელმაც ბარათი დაკარგა, დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა  ქალი პასუხისგებაში მისცეს.     ინფორმაციას „ინფო რუსთავის“ ავრცელებს.

მეტი...

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოში 16-17 მარტს, ოფიციალური ვიზიტით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი დაესწრება ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას და შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან. ბოლოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს 2016 წელს სტუმრობდა.  

მეტი...

,,ვგრძნობთ, რომ რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, სადაც შეიძლება გატყდეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში. გამონაკლისი არც რუსეთია,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მუდმივად უნდა გაიზარდოს ზეწოლა ტერორის  მიმართ. ,,რამშტეინის ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, უკვე მეათე. ჩვენი მეომრების საბრძოლო მასალა, არტილერია, ტანკები, უკრაინის ცის დაცვა – ეს ყველაფერი განიხილეს. არის გადაწყვეტილებები. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როცა ვგრძნობთ, რომ რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, სადაც შეიძლება გატყდეს. არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში. გამონაკლისი არც რუსეთია. ჩვენ მუდმივად უნდა გავზარდოთ ზეწოლა ტერორის მიმართ. ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, ზეწოლა რუსეთის…

მეტი...

,,პატარა ისტორიას მოვყვები, რატომ შეირჩა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  ”იმედის” ეთერში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ შეირჩა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. მისი თქმით, კანდიდატის შერჩევის პროცესში ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩართული. ,,პატარა ისტორიას მოვყვები, რატომ შეირჩა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე, მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩართული კანდიდატის შერჩევაზე. ძირითადი კრიტერიუმი იყო რა – ერთი, რომ იყო ქალბატონი და ეს სიმბოლიზმი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამახვილებდა ყურადღებას, იყო მისი განსაკუთრებული კავშირი ჩვენს უახლეს ისტორიასთან, საუბარია მის ოჯახზე პირადად მასზე და მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ ეს…

მეტი...

კობა კობალაძემ ზურაბ იარაჯულის მემორიალური ტურნირის მონაწილე სპორტსმენები დააჯილდოვა

მიმდინარე წლის 14-15 მარტს, ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრ ‘’განთიადის’’ ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სამგორის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, ცენტრის სპორტულ დარბაზში ჩატარდა საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის მემორიალური ტურნირი ძიუდოში 2011-2012 წლებში დაბადებულ ჭაბუკებსა და 2009-2010 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის. ასპარეზობა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის 350-მდე მოზარდი სპორტსმენი მონაწილეობდა, 19 წონით კატეგორიაში გაიმართა. საპრიზო ადგილების მფლობელებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სპეციალური თასები, მედლები და სიგელები სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ზურაბ იარაჯულის დამ, ლია იარაჯულმა და სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ გადასცეს. საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში…

მეტი...

,,ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და  ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს. „ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან – როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

,,გლობალური ომის პარტიის გავლენაა პოზიცია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი აფიქსირებს”- ირაკლი კობახიძე

,,ბევრი განცხადება, გადაწყვეტილება, რომელსაც ვხედავთ პრეზიდენტის მხრიდან, არის გაუგებარი,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, დროთა განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეიცვალა. „გავიდა გარკვეული დრო და მისი მხრიდან კეთდება განცხადებები, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია, თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ გლობალური ომის პარტიას თავისი საკმაოდ დიდი რესურსი აქვს, ამისი გავლენაა ის განცხადებები, პოზიციები, რომელსაც ქალბატონი სალომე აფიქსირებს. თუმცა, ამასთან ერთად პერიოდულად ჩანს, რომ ამ ადამიანს საკუთარი პრინციპები აქვს და უკადრებელს მაინც არ იკადრებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

მეტი...

,,კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი „სეკრეტ სანტა“, რომელმაც გვაჩუქა მერაბიშვილი და ხაბეიშვილი”- კობახიძე

,,კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი „სეკრეტ სანტა“, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი,”– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ძნელად წარმოსადგენია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“თუნდაც 30-პროცენტიანი ნდობის შენარჩუნება შეძლოს. „კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ადამიანებთან გვაქვს საქმე. კეზერაშვილი, რომელიც გახდა მულტიმილიონერი ქართული ჯარის და ბიზნესის რეკეტის, ძარცვის ხარჯზე. ეს არის მთავარი ლიდერი დღეს „ნაცმოძრაობაში“. ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღესაც გვეუბნება, ხელისუფლებაში თუ მოვლენ, მეორე ფრონტს გახსნიან. ესეც იყო 7 ნოემბრის, 26 მაისის, „იმედში“ შემოჭრის ავტორი. ერთი კორუმპირებული უბედური კაცი, რომელმაც ლაპარაკიც არ იცის. მისი ნებისმიერი გამოჩენა არის საჩუქარი ჩვენთვის. კეზერაშვილი…

მეტი...