„ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა”- ლევან სილაგავა „მედიაცნეტრ მთავარში“

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა. მისივე თქმით, შეიქმნა მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია, რომელშიც გაერთიანებულია ფერმერები, შესაბამისად აღნიშნული პრობლემის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს საქართველოს მთავრობა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. „ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა. შარშანდელი სიტუაცია მეორდება. მიზეზია რუსეთთან საექსპორტო გადასახადი ხორბალზე და არარსებული გადასახადი ფქვილზე. ეს იმის პირობებს ქმნის, რომ აგრესიულად შემოვიდეს ფქვილი და გაჩერდეს წისქვილკომბინატების მუშაობა. შარშანდელთან შედარებით, ამას წელს დაემატა ადგილობრივი ფერმერების პრობლემა. ადგილობრივ ფერმერებთან დაგროვდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ჩაუბარებელი ხორბალი, რომელსაც წისქვილკომბინატი ვერ იბარებს. შესაბამისად, ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას.…

მეტი...

,,თურქმა სპეციალისტმა მითხრა, საშიში სეისმური რღვევაა, მშენებლობის ხარისხი უკონტროლოა და არ ჩავარდებით კარგ დღეშიო”- თეა გოდოლაძე

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გო­დო­ლა­ძე რიკოთზე, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ფერდის ჩამოშლას ეხმიანება. მისი თქმით, 2019 წელს თურქი გეოტექნიკური ინჟინრების ჯგუფი მივიდა მასთან და უთხრეს, რომ  მშენებლობის ხარისხი არ კონტროლდებოდა. ,,2019 წელს, პანდემიამდე თურქი გეოტექნიკური ინჟინრების ჯგუფი მოვიდა ჩემთან. ერთ-ერთი საშუალო ასაკის არაჩვეულებრივი სპეციალისტი იყო. გავიკითხეო, ვისთან შეუძლება ამ პრობლემებზე ლაპარაკი და თქვენზე მითხრეს უთხარით და გაიგებსო. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დამიქირავაო. ჩინური კომპანია აკეთებს სამუშაოებს ძირულაზე, ვერაფერს უგებენ და ჩვენ დაგვიქირავეს მაკონტროლებლადო. გეოლოგია შესწავლილი არ არის. ძალიან საშიში სეისმური რღვევაა იქ და არც ითვალისწინებენ არაფერსო, მშენებლობის ხარისხი საერთოდ უკონტროლოდაა და…

მეტი...

აქციის მონაწილე სტუდენტების სამინისტროში დაბარების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილე სტუდენტები სამინისტროში დაიბარეს. სამინისტროს განცხადებით, უწყებისთვის მიუღებელია ყოველგვარი ქმედება, რომელიც ახალგაზრდების შევიწროებისკენ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქციის მონაწილე სტუდენტთა სამინისტროში დაბარების თაობაზე. პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის თანასწორი, თავისუფალი და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა, შესაბამისად, უწყებისთვის მიუღებელია ყოველგვარი ქმედება, რომელიც ახალგაზრდების შევიწროებისკენ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული. სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ…

მეტი...

,,ექსტრემისტული აქტივობები შარპისა და აკერმანის სახელმძღვანელოებით ხორციელდებოდა”- ირაკლი კობახიძე

,,აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის „საუკეთესო“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ”ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად.” „ფრანკლინის კლუბი“ პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია – კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული „თავისუფალი უნივერსიტეტი“ და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული „საქართველოს უნივერსიტეტი“. აქტივობებისათვის „ფრანკლინის კლუბი“ აქტიურად იყენებს…

მეტი...

კადიროვი შიშობს, რომ პუტინის კეთილგანწყობას დაკარგავს – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი შიშობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კეთილგანწყობას დაკარგავს. მათივე ცნობით, კადიროვი აგრძელებს ძალისხმევას ჩეჩნეთის მნიშვნელობის შესანარჩუნებლად რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში. ,,13 მარტს, კადიროვი პუტინს შეხვდა, რათა ჩეჩნეთის 2022 წლის სოციალურ-ეკონომიკური მიღწევები განეხილათ. კადიროვმა შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეჩენი მებრძოლები ერთგულად ასრულებენ პუტინის ბრძანებებს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი. მათივე განცხადებით, შეხვედრისას კადიროვი აშკარად ნერვიულობდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მასზე დიდი ზეწოლა იყო. ,,კადიროვს შეიძლება ეშინოდეს, რომ პუტინის კეთილგანწყობას კარგავს, რადგან მას შეუძლია ჩეჩნების საბრძოლო მიღწევების კუთხით ცოტა რამ…

მეტი...

,,ვერასოდეს გახდები ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი”- ირაკლი კობახიძე ყიფიანზე

,,ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილის, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია მიზეზი, რის გამოც ვიქტორ ყიფიანი აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. ,,რაც შეეხება ვიქტორ ყიფიანს, ის უკვე კვირაზე მეტია აღარაა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. იყო გარკვეული სპეკულაციური მცდელობა, რომ მისი განცხადებები დაეკავშირებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის, კვირაზე მეტია ის აღარაა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. გარდა ამის, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზეც, როგორც უცხოური…

მეტი...

პატარა დამ დატენილი იარაღი აიღო და თავის დას შემთხვევით ესროლა – 3 წლის ბავშვმა შემთხვევით უფროსი და მოკლა

აშშ-ში, ჰიუსტონში 4 წლის გოგოს 3 წლის დამ ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევით ესროლა და მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, პატარა დამ დატენილი იარაღი აიღო და თავის დას შემთხვევით ესროლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოლქის პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, წაუყენებენ თუ არა ბრალს ოჯახის რომელიმე წევრს.

მეტი...

,,გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად”- ირაკლი კობახიძე

,,უმრავლესობაში, გუნდში ზოგადად არის ყველაფერი ძალიან კარგად,”– ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, საკადრო ცვლილებების შემთხვევაში საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან. „რაიმე საკადრო გადაადგილება თუ იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით გაგიზიარებთ რა თქმა უნდა, ინფორმაციას. რაც შეეხება მთავრობას, ამასთან დაკავშირებით მე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ დაგიდასტურებთ. ეს არის პრემიერის ექსკლუზიური პრეროგატივა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ გუნდში რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს პარლამენტი, მთავრობა თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავუზიარებთ რა თქმა უნდა, საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას, როცა ეს იქნება საჭირო“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,სააკაშვილის პოლიტპატიმართა შორის მოხსენიება მეტყველებს კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც ევროპარლამენტშია”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის პოლიტპატიმართა შორის მოხსენიება ევროპარლამენტში არსებულ კორუფციულ პრობლემებზე მეტყველებს. ,,ჩვენთვის ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, უკიდურესად მიუღებელია, მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც მისჯილი აქვს სასჯელი კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის. ეს არის უმძიმესი დანაშაულები და მისი მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის, მეტყველებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც დღეს სამწუხაროდ წარმოდგენილია ევროპარლამენტში, მე იმედი მაქვს ევროპარლამენტი ასეთ პრობლემებს უახლოეს მომავალში დაძლევს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

,,ნაციონალი ლექტორები სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას”- ირაკლი კობახიძე

,,გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც,”-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ”ამ დაჯგუფებების მეშვეობით იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ.” ,,აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის „საუკეთესო“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი. ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით, ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებზე, ცნობად სახეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე. გარდა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებებისა, ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები,…

მეტი...

,,კანონპროექტმა ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე ამოქმედებით შეეძლო”- ირაკლი კობახიძე

,,კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა,”-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტმა ”ამოქმედების გარეშეც გახდა ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი”. ,,პირველ რიგში, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო – ჩრდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის თუ აღმოსავლეთის; – საზოგადოება ახლა უკვე ერთმანეთისგან უკეთ არჩევს უცხოური გავლენის აგენტებს ხალხის გავლენის აგენტებისგან. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, სცენიდან ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ცდილობენ ეკლესიის რეპუტაციის შერყევას,…

მეტი...

,,ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს”- ირაკლი კობახიძე

,,გასულ კვირაში სპეცრაზმისა და მომიტინგეების დაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე. ,,სადაც არის ნაცმოძრაობა, იქ არის ძალადობა, იქნება ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. გასულ კვირაში, სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავებს, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ამისათვის. ხელისუფლებამ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე. ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო კანონპროექტის…

მეტი...

,,ნაცმოძრაობა უდრის ძალადობას”- ირაკლი კობახიძე

,,2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” უდრის ძალადობას. ,,გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური ნაცმოძრაობის, გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობა უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირების მაგალითები. 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, 2012 წლამდე ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე…

მეტი...

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხუთი მიმართულებით მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. უწყების ცნობით, რუსეთი იყენებს ტერორის ტაქტიკას, განურჩევლად უხსნის ცეცხლს დასახლებულ პუნქტებს, რითიც უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. ,,ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტერსკის მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.  

მეტი...

ომის დაწყებიდან 12 მარტის ჩათვლით, უკრაინაში 8 231 მშვიდობიანი დაიღუპა – გაერო

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, 2023 წლის 12 მარტის ჩათვლით, უკრაინაში 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 13 734 კი დაშავდა. მათივე ცნობით,  უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 6 372 ადამიანი დაიღუპა, 11 247 კი დაშავდა. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში: დაიღუპა 3 762; დაშავდა – 5289 სხვა რეგიონებში: დაიღუპა 2 610 და დაშავდა 5 958. რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე: 1,859 დაიღუპა და 2,487 დაშავდა. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში: დაიღუპა 632; დაშავდა – 2 247. სხვა რეგიონებში: დაიღუპა 1 227; დაშავდა 240. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის…

მეტი...

რუსეთში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ხუმრობის გამო კაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ხუმრობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთში, რიაზანის რეგიონის მაცხოვრებლის წინააღმდეგ. მას  5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნოემბრის დასაწყისში ქალაქ კასიმოვის (რიაზანის რაიონი) მკვიდრმა ვასილი ბოლშაკოვმა VKontakte-ზე გამოაქვეყნა ხუმრობა: ”-სერგეი, რატომ ვიხევთ ხერსონიდან? – ვოლოდია, ასე რომ თქვენ თავად ბრძანეთ უკრაინის განთავისუფლება ფაშისტებისგან და ნაცისტებისაგან,”- დაწერა ბოლშაკოვმა. ვასილი ბოლშაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსული არმიის “დისკრედიტაციის” მუხლით აღიძრა. თებერვლის შუა რიცხვებში ბოლშაკოვის სახლი გაჩხრიკეს. ბოლშაკოვის მეუღლის თქმით, დაცვის თანამშრომლებმა ჩხრეკისას მის მეუღლეს სცემეს და ხელბორკილები დაადეს. სახლიდან მათ წაიღეს ლეპტოპი და ტელეფონები.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიპლომატების პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ დიპლომატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება. რეგიონულ ამბასადორიალში მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მაღალი რანგის პირები; მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე თურქეთსა და ავსტრიაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები. ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გარკვეული პერიოდულობით იმართება და კონკრეტული რეგიონის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის განხილვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს. როგორც…

მეტი...

,,პოლონელი ექიმები მზად არიან საქართველოში ჩამოსასვლელად”- პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერი

პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერის პეტრ მიულერის განცხადებით,  მზად არიან საქართველოში სამედიცინო მისია გამოგზავნონ, მიხეილ სააკაშვილისთვის გამოკვლევების ჩასატარებლად. ,,ჩვენ მზად ვართ საქართველოში სამედიცინო მისია გავგზავნოთ. იმედი გვაქვს, რომ ამაზე შეთანხმება მოხდება. თუ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს საბაბი საკუთარი თავი ამ მიმართულებით აკრიტიკოს, მაშინ ვერ ვხედავ პრობლემას. ეს არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ევროპარლამენტარების მოწოდებაც არის”, – განაცხადა მიულერმა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრის ვიდეოს ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. რა საკითხები განიხილეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,დავაწესოთ ახალი სანქციები, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს გლობალურ ზეწოლასთან ადაპტირება”- ზელენსკი

,,დავაწესოთ ახალი სანქციები, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს გლობალურ ზეწოლასთან ადაპტირება,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება ძალიან მწვავეა და საჭიროა მტრის სამხედრო ძალის განადგურება. „ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევზღუდოთ ტერორისტი სახელმწიფოს უნარი, გვერდი აუაროს არსებულ სანქციებს, არამედ ასევე დავაწესოთ ახლები, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს გლობალურ ზეწოლასთან ადაპტირება. რაც ნაკლები იქნება სანქციებთან ადაპტირების რუსეთის უნარი, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უკრაინისთვის მშვიდობის დაბრუნებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...

ჩინეთში ჭიების წვიმა მოვიდა

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ჩინეთში ჭიების წვიმა მოვიდა. კადრები ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქშია გადაღებული და მასზე ჭიებით დაფარული მანქანებია ასახული. ვიდეო  სავარაუდოდ, გადაღებულია პეკინში. მედიის ინფორმაციით, მოსახლეობას გარეთ გასვლის შემთხვევაში ქოლგების ტარება ურჩიეს. ამასთან, ჩინელმა ჟურნალისტმა შენ შივეიმ განაცხადა, რომ ვიდეო ყალბია და  ქალაქ პეკინში ბოლო დროს წვიმა არ ყოფილა. „მე პეკინში ვარ და ეს ვიდეო ყალბია. პეკინში ამ დღეებში ნალექი არ არის“, – დაწერა შენ შივეიმ ტვიტერზე.

მეტი...

,,რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო”- გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო ან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები. მისი თქმით, ევროპა არ უნდა მოდუნდეს. „ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვიდრე რუსეთი ჩაეფლო ბახმუტის ტალახში, ის იმდენად არის დაკავებული, რომ მთელი მისი სამხედრო და პოლიტიკური ყურადღება მიმართულია მხოლოდ უკრაინისკენ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არის საშიში მეზობელი, რომელმაც აჩვენა წარსულში, რომ შეუძლია ერთ სამიზნეზე მეტის დანახვა. ის შეიძლება, იყოს აქტიური მოლდოვაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ასე რომ, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ მოლდოვისთვის, ისევე,…

მეტი...

,,ქართული ოცნება” აგრძელებს ლაქუცს ჩაფლავებულ მოსკოვიასთან”- ადამ კინზინგერი

,,საქართველოს სურს დასავლეთში ყოფნა, “ქართული ოცნება” კი აგრძელებს ლაქუცს ჩაფლავებულ მოსკოვიასთან”,- ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. ,,როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა სრულად გადაეშვა რუსული დეზინფორმაციაში. ნაციონალური მოძრაობის „სატანისტური ფორმები“.  საქართველოს სურს დასავლეთში ყოფნა, “ქართული ოცნება” კი აგრძელებს ლაქუცს ჩაფლავებულ მოსკოვიასთან”, – წერს კინზინგერი.

მეტი...

,,ლევან ლომჯარიას დებიუტი”- ნანა კაკაბაძე სახალხო დამცველზე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ახლად არჩეული სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის გუშინდელ ბრიფინგს აფასებს, რომელიც ომბუდსმენის რანგში პირველად გამართა. მისი თქმით, ლევან იოსელიანმა პირველივე გამოსვლაში საკუთარი პრეზენტაცია ისეთი კუთხით მოახდინა, რომ ბევრმა მას ”ლევან ლომჯარია” უწოდა. ,,აქციაზე მისული “სახალხო დამცველი” გვარიანად დააშინეს, კვერცხებიც დაუშინეს და ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრნენ.ალბათ ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო და ახალი სახალხო დამცველის პირველივე პრეს-კონფერენციაზე ვიხილეთ დამფრთხალი და შეშინებული „უფლებადამცველი“. მან თავისი გამოსვლის შინაარსით ყველას მისცა სიგნალი, რომ ექვემდებარება ზეწოლას და არ აპირებდა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით სვლას.ძნელია სხვა ახსნა მოუნახო ისეთი ელემენტლური ფაქტების უარყოფას, რასაც ახალმა ომბუდსმენმა მიმართა…

მეტი...

უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მეწყრულმა პროცესმა დროებით მოპირკეთებული ზედაპირი ჩამოშალა – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ფერდი ჩამოიშალა. მათი განცხადებით, უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, მიმდინარე მშენებლობის პროცესში, უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი ჩამოშალა და დააზიანა გარე ბეტონის სექცია. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოები. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მეწყრული პროცესების გამო ჩამოშლილ ფერდთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება. სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის…

მეტი...