,,ელისო ბოლქვაძე ორალურ-მორალურ მდგომარეობაში იმყოფება, შუაშია და ვერ გაუგია სადაა”- თაკო ჩარკვიანი

„იმედია, ამ კანონს არც მორალური და არც „ორალური მხარდაჭერა“ არ ექნება, როგორც დეპუტატმა ბოლქვაძემ თქვა,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,ბევრი ადამიანია აქ, ვისაც პატივს ვცემ, უბრალოდ ჩემი ბავშვობა მაკავშირებს ამ ადამიანთან, თორემ ბოლქვაძეს არც არაფერს ვთხოვ. მესმის, რომ ის ორალურ-მორალურ მდგომარეობაში იმყოფება, შუაშია და ვერ გაუგია სადაა. რა რუსეთი ხალხო, შარტავას დაბადების დღეა დღეს! ჟიული შარტავა ამას შეეწირა? ამას შეეწირნენ 9 აპრილს? რა რუსული კანონი?! სულ რომ ასე ფიქრობდეთ, რომ ასე არაა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება ხომ წავიდოდა ამ დათმობაზე და ამ სტატუსის წინ…

მეტი...

,,ამ ადამიანებმა გვითხრეს, რომ სააკაშვილი მათი აგენტია”- ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდა უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სააკაშვილის შესახებ სამარცხვინო უწოდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროპარლამენტარებს უბრალოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, არ აინტერესებთ, რომ სააკაშვილი ჩაგრავდა, აწამებდა, კლავდა ხალხს, ბიზნესს ატერორებდა და მისი მმართველობის დროს სრულად დახშული იყო მედია თავისუფლება. „მე აქვე მინდა გამოვეხმაურო მაგალითად რამდენიმე კვირის წინ, ევროპარლამენტის…

მეტი...

,,ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც  უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბერლინში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში ისინი ათეულ მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე არ არსებობდა. „მინდა ჩვენი საზოგადოებისთვის გავაკეთო შემდეგი განცხადება და ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო ამ კანონპროექტზე. თქვენ იცით, რომ ორი ვერსი ა არის შეტანილი პარლამენტში. ერთი ე.წ ქართული ვერსია, რომელიც მოამზადა „ხალხის ძალამ“ და მეორე, ე.წ. ამერიკული ვერსია, ანუ, როგორც მე ამიხსნეს და ეს ვიცით, რომ ასე არის, რეალურად, ამერიკული კანონის…

მეტი...

,,ვინმეს სჯერა რომ ამ ხალხმა ან ამერიკული კანონპროექტი წაიკითხა, ან რამის დაწერა შეძლო?”- ანა ნაცვლიშვილი

„ყველა ეუბნება არას რუსულ კანონს, მარტო ხართ ამ კანონთან, რუსულ კანონთან და ამას ამართლებთ. როდესაც ამბობთ, რომ პირველი მოსმენით მიიღებთ მარტო,  ზუსტად, ამ პირველ მოსმენაშია თქვენი სისუსტე“ – ამ სიტყვებით მიმართა   „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ჯგუფის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე. „მანდატურმა რომ გაიყვანა იმ ხალხს დედის გინების მეტი არაფერი შეუძლია. არც ამ კანონპროექტის ინიცირებამდე გაგვიგია მათგან რამე აზრი, ამ კანონპროექტის შემდეგ მხოლოდ დედის გინება რომ ისმის, ვინმეს სჯერა რომ ამ ხალხმა ან ამერიკული კანონპროექტი წაიკითხა, ან რამის დაწერა შეძლო? ამათ ინტელექტს ეს შეუძლია?! ეს დასაჯერებელია? ამას დიდი კი არა…

მეტი...

,,ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია”- ირაკლი ღარიბაშვილი

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია, ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდაჭერა მის მიმართ უზრუნველყოფილი იქნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმრავლესობას თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სახალხო დამცველის პოსტზე თავის კანდიდატურას არ წამოაყენებდა და მხარს იმ კანდიდატს დაუჭერდა, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა. „ჩვენ, უმრავლესობამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ  არ წამოვაყენებდით ჩვენს კანდიდატურას და იმ კანდიდიტს დავუჭერდით მხარს, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა. მე ვფიქრობ, ბატონი ლევან იოსელიანის კანდიდატურა  ჩვენთვის არის აბსოლუტურად მისაღები, იგი არის ღირსეული კანდიდატი, მე ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამას პარლამენტი და უმრავლესობა გადაწყვეტს.  ვფიქრობ, რომ ჩვენი…

მეტი...

,,ჩვენი ქვეყნის მომავალი არ და აღარ ეკუთვნით არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას, ჩვენი ქვეყნის მომავალი არ და აღარ ეკუთვნით არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების, კეთილდღეობის მოატანა. ,,ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას, ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. მე ერთი რამ მინდა, შევახსენო ყველას, მათ…

მეტი...

,,რეაგირების გარეშე დავტოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები”- ირაკლი კობახიძე უმრავლესობას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები რეაგირების გარეშე დატოვონ. ,,ყველას მინდა, გთხოვოთ, მაქსიმალურად, რეაგირების გარეშე დავტოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები. ბოლოსკენ მივცეთ რეაქცია, თუ რამეზე იქნება რეაგირება საჭირო. გთხოვთ, კოლეგებო საპარლამენტო უმრავლესობიდან, რეაგირების გარეშე დატოვოთ თუნდაც შეურაცხმყოფელი გამოსვლები. ასეთი შეურაცხყოფები ამ ერთი საათის განმავლობაში მრავლად იქნება, თუმცა, გთხოვთ, რეაგირების გარეშე დავტოვოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

„ყველა ამბობს მხოლოდ ერთს – ამ ორი კანონპროექტის განხილვაც კი დაგვაზიანებს“- ხატია დეკანოიძე

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ყველა ამბობს მხოლოდ ერთს – ამ ორი კანონპროექტის განხილვაც კი დაგვაზიანებს, არათუ ამ კანონპროექტების მიღება.  „ცხადია, ეს არის ის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს, ამას ამბობს დღეს ჩვენი მნიშვნელოვანი მეგობარი  ამერიკის შეერთებული შტატებიდან და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მთელი მსოფლიო, ყველა ჩვენი მეგობარი, ვინც მხარი დაგვიჭირა მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ყველა ამბობს მხოლოდ ერთს – ამ ორი კანონპროექტის განხილვაც კი დაგვაზიანებს, არა თუ ამ კანონპროექტების მიღება და რეალურად ღილაკზე თითის დაჭერა. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც საქართველოს სუვერენიტეტი და განვითარება…

მეტი...

,,ივარჯიშოს, ეგება რუსულად მაინც, გინების გარდა სხვა სიტყვებიც ისწავლოს”- სამადაშვილმა ყაველაშვილს საჩუქრად წიგნი მიუტარა

,,ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო ამას სჭირდება წიგნის კითხვა,”- ამის შესახებ ”ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა  „ხალხის ძალის“ წევრს, მიხეილ ყაველაშვილს საჩუქრად წიგნი მიუტანა. ,,სამწუხაროა, რომ ყაველაშვილი წავიდა იმიტომ რომ საჩუქარი მქონდა მისთვის მოტანილი, ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო ამას სჭირდება წიგნის კითხვა და ჩემი წიგნი მოვუტანე რუსეთის ფარულ ომზე. რუსულ ენაზე სხვათა შორის, სამ ენაზეა ეს წიგნი გამოცემული, გაქცევა რომ მოუწევთ ამ ქვეყნიდან რუსეთის გარდა არსად ექნებათ გასაქცევი და ივარჯიშოს, ეგება რუსულად მაინც…

მეტი...

,,წაგებულ ომში ხართ”- ნინო ლომჯარია

,,ყველა მცდელობა საქართველოს გარუსებისა უშედეგოდ დამთავრდა, წაგებულ ომში ხართ!”,- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს. ნინო ლომჯარია დეპუტატებს მიმართავს არ დაიჭირონ მხარი ე.წ. აგენტების კანონს. ,,არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, “აგენტებად” – დასავლური მისწრაფებების და ღირებულებების მქონე ადამიანებად და “გამყიდველებად” – რომლებმაც ეს მისწრაფებები რუსული სტილის სახელმწიფოს ფორმირებამდე დაიყვანეს. “გამყიდველები” იქნებით თქვენ, თითოეული დეპუტატი, ვინც მხარს დაუჭერთ ამ საშინელ განზრახვას და ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი მოგექცევათ, როგორც გამყიდველებს. არ გიშველით თქვენი მორყეული პროპაგანდა. ნუ გაუკეთებთ ამას ქვეყანას და საკუთარ…

მეტი...

„ევროკავშირი არის ჩვენი იდენტობის გადარჩენის და ამ ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზა”- ბექა დავითულიანი

„ევროკავშირი არის ჩვენი იდენტობის გადარჩენის და ამ ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზა, სხვა გზა უბრალოდ ამ ქვეყანას არ გააჩნია“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობებში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული საქართველოსგანაც, როდესაც არასაკმარისი დემოკრატია გვქონდა იმისთვის, რომ ევროპაში ინტეგრაცია დაგვემსახურებინა თუმცა, ასევე ბევრი შეცდომა იყო ევროკავშირის მხრიდანაც. „1921 წელს, როდესაც საბჭოთა რუსეთს შეგვატოვეს გეოპოლიტიკური გადანაწილებისას, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის დასჯის ნაცვლად, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას მიემხრნენ. ცოტა ხნის წინ, სრულიად უსაფუძვლოდ, კანდიდატის სტატუსზე გვითხრეს უარი და ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნისგან განსხვავებით გადაგვივადეს. ახლაც…

მეტი...

,,ნუ იჭიმები, წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბიჭო…მიდი, ბურთი გააგორე”- დაპირისპირება პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. საკანონმდებლო ორგანოში ხმაური იყო. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, გინებას და სიტყვიერ დაპირისპირებას. დაპირისპირება ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. ,,ნუ იჭიმები. წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბიჭო. მიდი, ბურთი გააგორე, ღალატზე ხელის მომწერი ადამიანი წამსვლელია ყველაფერზე. თქვენი ოჯახის წევრებთან გექნებათ პასუხი მოსათხოვნი“, – აღნიშნა ვაშაძემ.”, – ასე მიმართა გიორგი ვაშაძემ მიხეილ ყაველაშვილს.

მეტი...

,,ნუ იქაჩები…მანდ არ მომიყვანო”- გინება და ჩხუბი პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. საკანონმდებლო ორგანოში ხმაური იყო. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, გინებას და სიტყვიერ დაპირისპირებას. ,,ნუ იქაჩები; საცოდავი ხარ; ნაბიჭვარი ხარ; მანდ არ მომიყვანო; ვის ღალატზე ლაპარაკობს; ენა გააჩერე…”- ეს იმ სიტყვების არასრული ჩამონათვალია რომელიც სესიაზე ისმოდა.  

მეტი...

„ქართული ოცნება“ ყველაზე პროევროპული ძალაა საქართველოში”- რატი ბრეგაძე

„ქართული ოცნება“ ყველაზე პროევროპული ძალაა საქართველოში, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანს ემსახურება,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მინისტრის თმით, ”ძალიან მაღლაა პოლიტიკური ტემპერატურა აწეული და სასურველია, ეს დაცხრეს იმისთვის, რომ არგუმენტები, როგორც ამ კანონპროექტის მომხრეების, ასევე მოწინააღმდეგეების, საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ცხადი გახდეს და მაქსიმალურად ჯანსაღი ფორმა მიიღოს.” ,,ძალიან ამაყი ვარ იმით და ძალიან მოხარული, რომ წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი იმ საკონსტიტუციო კომისიის წევრი, რომელმაც ჩამოაყალიბა 78-ე მუხლი და ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ მივეკუთვნები იმ ძალას, რომლის მმართველობის პერიოდშიც პირველად გაჩნდა საკონსტიტუციო ჩანაწერი და კონსტიტუციურ ვალდებულებად ექცა ყველა სახელმწიფო ორგანოს…

მეტი...

„რა დღეში ხართ, არაფრის არ გრცხვენიათ? სარკეში ჩაიხედეთ, საკუთარი თავის არ გრცხვენიათ?”- ხმაური პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში დაპირისპირება გრძელდება.  „არა რუსულ კანონს”- ამ სიტყვებით ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები დაჩი ბერაიას მიმართავდნენ იმ დროს, როდესაც ”ხალხის ძალის” წევრი   ჟურნალისტების კითხვას პასუხობდა. „რა დღეში ხართ, არაფრის არ გრცხვენიათ? სარკეში ჩაიხედეთ, საკუთარი თავის არ გრცხვენიათ? ამ ქვეყანას რამის არ გრცხვენიათ? მარტო ასე ბინდგადაკრული და რაღაც ზომბირებულად იქცევი, ზომბებად რომ გადაიქეცით“, – უპასუხა ბერაიამ ქალ დეპუტატებს.

მეტი...

,,კვაზიპატრიოტული განცხადებების გაკეთების უფლებას არავის მივცემთ”- შალვა პაპუაშვილი

,,არავის მივცემ უფლებას რუსეთთან პარალელების. არავის მოგცემთ უფლებას, პატრიოტობაზე თავს არ დაგადებინებთ, როდესაც აქ ვართ ჩვენ“,- ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომდგენლებს მიმართა. მისი თქმით, კვაზიპატრიოტული განცხადებების გაკეთების უფლება არავის მიეცემა. „ჩვენ გვახსოვს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ნაწილი ადამიანებს, როგორ იქნა შეცდომაში შეყვანილი პროგაპაგანდით, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აქციებიც გვახსოვს, განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ ხომ ვნახეთ, სიმართლე რაც იყო, ვერ დამალეს. აქაც არის პროპაგანდა, თითქოს რუსულ კანონის ვიღებთ და ეს არ არის პირველი მოსმენა, თითქოს ვენეციის კომისია არ იქნება. ამ ყველაფერს ხალხის ხომ ხედავს და დაინახავს.…

მეტი...

,,ეს კანონი რუსულ ინტერესებზეა დაფუძნებული და არა საქართველოს ინტერესებზე”- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

,,აშკარაა, რომ ეს კანონი რუსულ ინტერესებზეა დაფუძნებული და არა საქართველოს ინტერესებზე,”- ასე აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ტოდ რობინსონი ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. მისი თქმით, ე.წ. ”აგენტების კანონი” არ ემსახურება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ,,აშკარაა, რომ ეს კანონი რუსულ ინტერესებზეა დაფუძნებული და არა საქართველოს ინტერესებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ეს კანონი ამას არ ემსახურება და რაც ყველაზე მთავარია, ეს კანონი არ მოსწონთ ქართველებს. ამიტომ, ჩვენ მჭიდრო კავშირი გვექნება საქართველოს მთავრობასთან, რათა ამ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის”, – განაცხადა ტოდ რობინსონმა.

მეტი...

,,გამოქანების პროცესში ხართ და გაკვირდებით როდის დაენარცხებით”- სალომე სამადაშვილი

,,მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ და არა პარლამენტის თავმდჯომარე,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. სამადაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა. ,,ბატონო შალვა, თქვენ როდესაც ამბობთ, რომ ამ პარლამენტში რაც ხდებოდა, ამას უყურებდით, მე მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ და არა პარლამენტის თავმდჯომარე, იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა. თქვენ რასაც დღეს აკეთებთ არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედება, ამიტომ გიწევთ ამ უსაფრთხოების ზომების გატარება. თქვენ ხართ უმცირესობაში და ამიტომ გიწევთ ძალადობით ამ კანონის გათრევა პარლამენტში. მე თქვენს…

მეტი...

,,როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა”- შალვა პაპუაშვილი

,,როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წევრებსა და მანდატურის სამსახურს მადლობა გადაუხადა. ,,რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის სასახლეს, მართალია, მანდატურის სამსახური გვყავს, მაგრამ იცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ისევე როგორც სხვა ადმინისტრაციულ შენობებს. ეს დღეები როდესაც განსაკუთრებულად გაძლიერებული რეჟიმია, შენობაში იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, მინდა მათაც მადლობა გადავუხადო. სხვა აქ არავინ არაა. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ პატივი ვცეთ იმ წესრიგს, რომელსაც ვცდილობთ, რომ იყოს აქ და ეს…

მეტი...

ჩემს მიმართ იყო ფიზიკური ძალადობა – გიორგი ვაშაძე

,,პარლამენტის შენობაში გადაადგილების შეზღუდვა სპეცსამსახურების მიერ როდის აქეთ არის ნორმალური?!”- ამის შესახებ  “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, მის მიმართ  მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. ,,ეს არის, როგორ იქცევა შავლეგ პაპუაშვილი. პარლამენტის წევრს აქვს ბიუროზე დასწრების უფლება. პარლამენტის შენობაში გადაადგილების შეზღუდვა სპეცსამსახურების მიერ როდის აქეთ არის ნორმალური? ეს პარლამენტი დაუბრუნდება ხალხს, არ იქნება აქ რუსული ინტერესების დაცვა არასდროს. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ასრულებენ პოლიტიკურ დავალებას, დაცვის უფროსი ჯანელიძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, სხვებიც იქ იყვნენ, დააფიქსირეს, რომ მან ფიზიკური მოქმედებიდან გამომდინარე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ვგულისხმობ ჩემს გამოყვანას კომიტეტიდან…

მეტი...

,,ეს არის შიშის მაჩვენებელი”- ხატია დეკანოიძე

,,რაც დღეს ხდება და როგორც იცავს სახელმწიფო, ხელისუფლება, უმრავლესობა, „ქართული ოცნება“ დეპუტატებისგან და პრესისგან თავს, არის წარმოუდგენელი“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის შიშის მაჩვენებელი. „არ ვიცი, რატომ დაჭირდა ხელისუფლებას, რომ ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი ორგანო ვინც უნდა იყოს, დაიცვას სუს-ის და შსს-ის რაზმებით ჩვენგან და თქვენგან. ეს არის შიშის მაჩვენებელი. ამ კანონპროექტის მიღება ძალიან მძიმე იქნება ქვეყნის მომავლისთვის, არ გამოუვათ ის გზავნილი, რომ ყველა თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ქვაბში მოხარშონ, მეცნიერები, საფეხბურთო კლუბები, ყველა ადამიანი, ვისაც საქართველოს მომავლისთვის უშრომია, ვნახეთ ყველას მოსაზრება. ოპოზიცია ვაპირებთ კოორდინირებულ…

მეტი...

,,თანამდებობისთვის შეუფერებელი არაკაცი და რომ ვნახავ ყოველთვის ამას ვიტყვი“- ხვიჩია ირაკლი ბერაიაზე

,,ეს ადამიანი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი არაკაცი და რომ ვნახავ ყოველთვის ამას ვიტყვი“,- ამ სიტყვებით „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ირაკლი ბერაია მოიხსენია. მისი თქმით, ირაკლი ბერაიამ თავდაცვის კომიტეტის სხდომა უსაფუძვლოდ დამოაძევა და შალვა პაპუაშვილს რეაგირება სთხოვა. „ჩემი აზრით, გუშინ ძალიან უმსგავსო ფაქტი მოხდა თავდაცვის კომიტეტზე. ბატონმა ბერაიამ დამატოვებინა დარბაზი. მე არ მიმაჩნია ეს სწორ პრაქტიკად, მე არაფერი დამიშავებია გუშინ იმისთვის, რომ ვინმეს საიდანმე გავეძევებინე და გთხოვდით თქვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს, რომ ასეთ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები აჭარბებენ თავიანთ უფლებამოსილებას და თავი კაცები ჰგონიათ, მაშინ როდესაც რაღაც პატარა…

მეტი...

,,მე ვემხრობი საქართველოს ევროპულ გზას”- სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს ევროპულ გზას ემხრობა. მისი თქმით, მოისმენს ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონის განხილვას. ,,ჩემი პოზიცია ცალსახაა, მე ვემხრობი საქართველოს ევროპულ გზას, რაც შეეხება კონკრეტულ კანონს, მოვისმენ განხილვას”,- განაცხადა დავით სერგეენკო. ცნობისთვის, დღეს ბიუროს სხდომაზე”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დღის წესრიგი უნდა დამტკიცდეს.

მეტი...

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, საქართველო  არის  ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში – ირაკლი ღარიბაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20%  რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, საქართველო  არის  ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ვიზიტორისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში  მობრძანდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის – ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახის წევრობისკენ სწრაფვისას ქართველებს მდიდარი და უნიკალური ისტორია და კულტურა გვიმაგრებს ზურგს. „ქალბატონებო და ბატონებო, მოწვეულო სტუმრებო, მსურს ჩვენი ქვეყნის სახელით მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და გითხრათ:  ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახის წევრობისკენ სწრაფვისას ჩვენ მდიდარი და უნიკალური ისტორია და კულტურა გვიმაგრებს ზურგს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20%  რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დგას უამრავი გამოწვევის…

მეტი...

,,გასამხედროებული წესია პარლამენტში, ასე იქნება მთელ ქვეყანაში ამ კანონის მიღების შემთხვევაში”- ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს პარლამენტში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ბიუროს დარბაზთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ”ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ასამხედროებული წესია პარლამენტში, ასე იქნება მთელ ქვეყანაში ამ კანონის მიღების შემთხვევაში. ,,დემოკრატიულ და ქვეყნის სასიკეთო კანონს რომ იღებდეს დღეს ქართული ოცნება, ეს ვითარება არ იქნებოდა. საკუთარი თვალით ხომ ხედავთ ბიურომდე არ გიშვებენ ჟურნალისტებს, რომლებიც აკრედიტებული ხართ, წლებია ამ პარლამენტში მუშაობთ. გასამხედროებული წესია პარლამენტში, ასე იქნება მთელ ქვეყანაში ამ კანონის მიღების შემთხვევაში. ესაა ყველაზე ნათელი ლუსტრაცია. დემოკრატიულ ქვეყნებში, დემოკრატიულ კანონებს პარლამენტი ხალხისგან არ იცავს ძალოვნების მეშვეობით, ესაა ნათელი სურათი, რა კანონის მიღებას აპირებენ”, – განაცხადა ანა…

მეტი...

,,ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, ყაველაშვილის სჯერა, თუ ევროკავშირის”- ზურაბ ჯაფარიძე

,,ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, ყაველაშვილის სჯერა, თუ ევროკავშირის,”- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. „გაცხადებული გვაქვს, რომ ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ და იმ სივრციდან მგონი აღარ დარჩა ადამიანი, ვინც არ გვითხრა, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის ამ გზას. ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, ყაველაშვილის სჯერა, თუ ევროკავშირის. ყაველაშვილთან ერთად უნდა რუსეთის გუბერნიაში დარჩენა, თუ ევროკავშირში უნდა. ძალიან მარტივი ამბავია და კითხვის ნიშნები აღარ არსებობს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 154 830 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთმა ომში დაახლოებით 154 830 ჯარისკაცი დაკარგა. რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 154 830; ​ტანკი – 3 432; ჯავშანტექნიკა – 6 714; საარტილერიო სისტემა – 2 456; სარაკეტო სისტემა – 488; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 253; თვითმფრინავები – 303; ვერტმფრენი – 289; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 095; საკრუიზო რაკეტები – 873; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 323; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 236.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 46 000-ს გადააჭარბა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდორანის განცხადებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 46 000 გადააჭარბა. მისი თქმით, სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია 3 000 000 ადამიანი. მათი ნაწილი ახლომდებარე სოფლებში გადაიყვანეს. ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.

მეტი...

,,ვიპოვით მკვლელებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მედიაში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინელი ჯარისკაცის დახვრეტაა ნაჩვენები. ,,დღეს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ სასტიკად მოკლეს ოკუპანტებმა ჯარისკაცი, რომელმაც მათ გაბედულად უთხრა: “დიდება უკრაინას”. მინდა, რომ ყველამ ერთად ვუპასუხოთ მის სიტყვებს: “დიდება გმირებს!” “დიდება გმირებს!” დიდება უკრაინას!” ჩვენ ვიპოვით მკვლელებს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

მეტი...

,,როდესაც ნათელ მომავალზე ვსაუბრობთ, არ შეგვიძლია, დავივიწყოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქალები”- სალომე ზურაბიშვილი

როდესაც ნათელ მომავალზე ვსაუბრობთ, არ შეგვიძლია, დავივიწყოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქალები, რომლებსაც მცირე ან არანაირი წვდომა არ აქვთ ძირითად უფლებებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ახალმა ტექნოლოგიებმა უკვე მოახდინა ერთგვარი ეფექტი, ისინი ამ მწუხარებაში მარტო აღარ არიან სატანჯველად დარჩენილნი. „მაშინ, როდესაც ნათელ მომავალზე ვსაუბრობთ, რომლამდეც ტექნოლოგიებს, ინოვაციებსა და თანაბარ შესაძლებლობებს მივყავართ, არ შეგვიძლია, დავივიწყოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქალები და გოგონები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებსაც მცირე, ან არანაირი წვდომა არ…

მეტი...

ქართველი დეპუტატები “უცხოელი აგენტების” კანონის გამო ჩხუბობენ – ”ბიბისი”

ბრიტანული გამოცემა ”ბიბისი” გუშინ, საქართველოს პარლამენტში დატრიალებულ მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით “ქართველი დეპუტატები “უცხოელი აგენტების” კანონის გამო ჩხუბობენ”. როგორც ”ბიბისი” წერს, დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტის სხდომაზე იმ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა, რომელიც “ცდილობს, ზოგიერთ ორგანიზაციას აიძულოს, თავი “უცხოური აგენტების” სიაში შეიყვანოს. ,,საქართველოში დეპუტატები იბრძოდნენ საპარლამენტო კომიტეტის მოსმენის დროს შემოთავაზებულ კანონმდებლობაზე, რომელიც ცდილობს აიძულოს ზოგიერთი ორგანიზაცია, თავი “უცხოური აგენტების” სიაში შეიყვანოს. ეს ეხება ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ თავიანთი სახსრების მეხუთედზე მეტს საზღვარგარეთიდან და აიძულებენ მათ დაემორჩილონ ხელისუფლების მხრიდან მონიტორინგს. კრიტიკოსები პარლამენტის წინ აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კანონმდებლობა რუსეთის კანონმდებლობაზეა შექმნილი, რომელიც…

მეტი...

,,რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა. პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008 წლის ომის დროს მოხდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,  დღეს როგორც არასდროს, მშვიდობასა და დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას ხაზი გაესვა ამ ფორმატის შედეგიანობის გაზრდის მნიშვნელობას.…

მეტი...

,,ჩვენ ცალ ფეხზე დგომას და ასკინკილით სიარულს ამ ქვეყანას არ ვუპირებთ”- მამუკა მდინარაძე

,,ჩვენ ცალ ფეხზე დგომას და ასკინკილით სიარულს ამ ქვეყანას არ ვუპირებთ. ჩვენ მყარად, ორ ფეხზე ვიდგებით და ისე გავხდებით ევროკავშირის წევრები, ისე გავხდებით ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრები” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნულ თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე ამ ყველაფერს არ გააკეთებენ. „ვინ ლაპარაკობს, ამას კი არ ვაქცევთ ყურადღებას, ჩვენ, პირველ რიგში, თუ თავმოყვარეობა გვაქვს ამ ქვეყანაში ადამიანებს – და ქართული საზოგადოება არის ერთ-ერთი ყველაზე თავმოყვარე საზოგადოება და ყველაზე თავმოყვარე ერი – იმას კი არ ვუყურებთ, აქედან გამომდინარე, ვინ ამბობს, ჯერ ვისმენთ, რას ამბობს და…

მეტი...

,,ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, უკიდურესად საზიანო იქნება”- სალომე ზურაბიშვილი

,,ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. „ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი. ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს,…

მეტი...