,,არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს!”- პრეზიდენტი

,,ამ ომის შედეგი, როგორც ჩვენს, ასევე, მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს,”-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველო უკრაინის მხარეს დგას. ,,არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს! სხვა ალტერნატივაც არ არსებობს და ამ ომის შედეგი, როგორც ჩვენს, ასევე, მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს. ქართულ ენას ყველაფრის სწორი გამოხატვა შეუძლია, ბრძნული ენაა: გამარჯობას ვიძახით და მშვიდობას და ვიცით, რომ ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნება. მჯერა უკრაინელი ხალხის გამარჯვების და გამარჯვებული მშვიდობიანი მომავლის! მათი და ჩვენი ერთობლივად! გაუმარჯოს…

მეტი...

,,რუსეთის პრეზიდენტი დამარცხდა”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი რაც უფრო მალე გააცნობიერებს, რომ ის ვერ მიაღწევს თავის იმპერიალისტურ მიზანს, მით უფრო დიდია ომის მალე დასრულების შანსი. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ფსონი დაყოფაზე დადო და მიიღო აბსოლუტურად საწინააღმდეგო. „გასულ წელს თუკი გადახედავთ, დაინახავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დამარცხდა. მან ფსონი დაყოფაზე დადო და მიიღო აბსოლუტურად საწინააღმდეგო. უკრაინა და ევროკავშირი ერთიანია როგორც არასდროს. ომის შედეგად უკრაინასა და გერმანიაშიც შექმნილი ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ბევრი რამე შევძელით საკმაოდ წარმატებულად. რამდენიმე თვეში ჩვენ რუსეთის ენერგიისგან დამოუკიდებლები გავხდით, ჩვენ გვაქვს საკმარისი გაზი და ნავთობი, ეკონომიკა არ განიცდის…

მეტი...

„ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ტრენინგები იწყება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია(სემეკ) ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან ერთად, პროექტ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში ჟურნალისტებისთვის 9 მარტიდან ონლაინ კურსს იწყებს. კურსის თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებს. კურსს გახსნის სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და მონაწილეებს ენერგეტიკული ბიზნესის, ენერგეტიკული სექტორის რეგულირების საკითხებს გააცნობს. ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები. კურსის ფარგლებში განხილული იქნება ელექტროენერგიის საცალო ბაზრის, განახლებადი ენერგიების რეგულირების, ჰიდრო და თბოენერგეტიკის ისტორიის, ენერგეტიკის სექტორში მოწყვლადი მომხმარებლების სტატუსის, ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის, ენერგეტიკული ბირჟის, საბალანსო და დამხმარე ბაზრების, კონკურენციის, ბუნებრივი გაზის სექტორის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის…

მეტი...

,,უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს”- ანდრეი კასიანოვი

,,უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენ ქვეყნებს,”-  ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ”დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არა მხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი დგას უკრაინის გამარჯვებაზე”. ,,უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენ ქვეყნებს და ეს არის ის, თუ რატომ იღებენ ჩვენი ქვეყნები ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საერთო პოზიციას იმისთვის, რომ დაძლიონ რუსეთის პოზიცია, რათა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინონ. უკრაინელი ჯარისკაცები…

მეტი...

,,ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში”- შალვა პაპუაშვილი

ნატო-სა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი და თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკის წინაშე მდგარი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ომის დაწყების დღიდან ურყევად, უპირობოდ დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. ,,საქართველო ომის დაწყების დღიდან ურყევად და უპირობოდ დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. ნატო-სა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი და თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკის წინაშე მდგარი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის…

მეტი...

,,2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო”- შალვა პაპუაშვილი

,,ხვალ 102 წელი სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან, უკრაინაში მსოფლიო დადგა იმავე მასშტაბის გამოწვევის წინაშე, 2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა  განაცხადა. მისი თქმით, მაშინ მსოფლიომ თვალი დახუჭა საქართველოსა და სხვა ერების თავისუფლებების მისწრაფებების ძალით ჩახშობაზე. „დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება, ერთი წელი ნგრევის, ტკივილის, ათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის, მილიონობით ადამიანის დანგრეული აწმყოსა და მომავლის, ჩვენი თაობის ყველაზე მასშტაბური აგრესიის. ამავე დროს, ხვალ სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი.…

მეტი...

,,თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი”- სალომე ზურაბიშვილი

,,თბილისი, თავის მხრივ, მსოფლიოს გაახსენებს, რომ საქართველო დგას, სადაც საუკუნეების მანძილზე იდგა და რაღაც საკუთარი ინტერესების ძახილმა არ დაგვავიწყებინა მთავარი, საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია. ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი. გუშინ ჩვენთან ლევან სონღულაშვილმა უკრაინის ტრაგედიისთვის მიძღვნილი ნახატის დასათვალიერებლად მოიწვია ახალგაზრდები. დღეს ჩვენთან ერთად დიპლომატიური კორპუსი ეზიარება სიმბოლიკას ჩვენი ორი სახელმწიფოს ერთობისა და…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი, ცდილობს, გაამართლოს ვითომ დაბალანსებული პოზიცია”- პრეზიდენტი

,,არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია საკუთარი თავი,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ,,ამ მოცემულობაში არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი. გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია. გაუგებარი იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ. რომელმაც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი. რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე”,-…

მეტი...

,,რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია”- სალომე ზურაბიშვილი

,,რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია. ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა საიდან მოდის საფრთხე და რომ დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს. ,,ერთი წელია რაც რუსეთმა უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენობის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ერთი წელია რაც უკრაინელი ხალხი ერთობლივად და არნახული შემართებით უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, დესტრუქციას, ქალაქების, სოფლების, ადამიანების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას, ერთი წელია რაც მიმდინარეობს რუსეთის მიერ…

მეტი...

,,საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში”- ბრიტანეთის ელჩი

,,საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში,”- ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი მიმართვაში აღნიშნავს. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, სრულ გამარჯვებამდე. „ერთი წლის წინ, უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა პირველმა რუსულმა ბომბებმა, მილიონობით ადამიანის ცხოვრება ერთ წუთში შეცვალა. მას შემდეგ, ჩვენ მომსწრენი ვართ უდანაშაულო ადამიანების ტრაგიკული სიკვდილის, განადგურებული ქალაქების და სასოწარკვეთის. ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელ სიმტკიცეს და სიმამაცეს. ისინი დღემდე მედგრად და ამაყად იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის ამ ყოვლად არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის წინაშე. უკრაინაში ომმა გამოიწვია დემოკრატიული სახელმწიფოების და ხალხების…

მეტი...

,,ბრუტალური რუსული აგრესიის წელი, წინ ერთიანობის მომავალი გველის”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,იმდენ ხანს ვიქნებით თქვენთან ერთად, რამდენიც საჭირო იქნება”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ბრუტალური რუსული აგრესიის წელი. გმირული უკრაინული წინააღმდეგობის წელი. ევროპული სოლიდარობის წელი. წინ ერთიანობის მომავალი გველის. თქვენ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროკავშირში თქვენი ადგილისთვის იბრძვით. ჩვენ იმდენ ხანს ვიქნებით თქვენთან ერთად, რამდენიც საჭირო იქნება”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მეტი...

,,პუტინის მსგავს დიქტატორებს ავიწყდებათ ჭეშმარიტება, “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია” – აშშ-ის საელჩო

,,კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს,”- ასე ეხმიანება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უკრაინაში ომის წლისთავს. საელჩოს თქმით, ერთი წლის წინ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ კიევი ერთ დღეში დაეცემოდა, მის ჯარს უკრაინელი ხალხი ყვავილებით შეეგებებოდა და დასავლეთი მის საქციელზე თვალს დახუჭავდა. „ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა. ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ. პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე. პუტინის მტერია ფეხმძიმე ქალები, რომლებსაც სამშობიაროში ბომბავს,…

მეტი...

მამამ 2 წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ა.თ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შსს- ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. უწყების ცნობით, გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას. ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე…

მეტი...

,,უკრაინის წელი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისტორია და აგრძელებს მთელი მსოფლიოს შეცვლას”- ოლენა ზელენსკა

,,უკრაინის წელი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისტორია და აგრძელებს მთელი მსოფლიოს შეცვლას,”- ასე ეხმიანება უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა რუსეთ-უკრაინის ომის 1 წლისთავს. ,,ომის დღეც კი უკვე სასიკვდილოა. იმიტომ, რომ რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს ჩვენი ხალხი დაიღუპა. ომის ერთი კვირაც კი გამოუსწორებლად ბევრია. იმიტომ რომ უკვე პირველ კვირას დამპყრობლის რაკეტებმა და ტყვიებმა უკრაინელი ბავშვები იმსხვერპლეს. ომის ერთი თვე უკვე უსაზღვროდ მტკივნეულია, რადგან ამ ხნის განმავლობაში აგრესორმა აწამა ხალხი ბუჩასა და მარიუპოლში. ახლა კი ომის მთელი წელიწადი. წელი, რომელიც მოიპარეს ჩვენი ცხოვრებიდან და მრავალი მოპარული ცხოვრების წელი. ეს ნამდვილად არ არის თარიღი,…

მეტი...

,,ერთი წლის წინ პუტინი ფიქრობდა, რომ სწრაფად აიღებდა კიევს”- ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთ-უკრაინის ომის 1 წლისთავს ეხმაურება. მისი თქმით, ერთი წლის წინ პუტინი ფიქრობდა, რომ სწრაფად აიღებდა კიევს. ,,ერთი წლის წინ პრეზიდენტი პუტინი ფიქრობდა, რომ სწრაფად აიღებდა კიევს. შემდეგ იგი ყველგან შეხვდა უკრაინის ვაჟკაცობასა და ერების ძლიერ სიმტკიცებს”- წერს ჯო ბაიდენი.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები კიდევ რამდენიმე მისამართზე განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები დედაქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე მისამართზე განათავსა. სახლები განთავსდა ვაშლიჯვარში, არზაყან ემხუარის ქუჩაზე, გლდანის მესამე და მეშვიდე მიკრორაიონებში.. სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კერძო და საჯარო სექტორს ქუჩის ბინადარი ცხოველების დახმარებასა და მკაცრი ზამთრის გადასატანად, მსგავსი აქტივობების განხორციელებისაკენ მოუწოდებს.

მეტი...

,,უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა”- გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რუსეთ-უკრაინის ომის 1 წლისთავს ეხმაურება. მისი თქმით, 1 წლის თავზე უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან, „1 წლის წინ რუსეთი ფიქრობდა, რომ უკრაინას 3 დღეში დაიპყრობდა. 1 წლის თავზე უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან. უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. მე დარწმუნებულო ვარ, ერთად უფრო სწრაფად დავუახლოვდებით ევროპულ ოჯახს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,“- წერს გიორგი გახარია.

მეტი...

დაუყონებლივ, სრულიად და უპირობოდ გაიყვანოს რუსეთმა საკუთარი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან – გაერომ რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია და რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. დოკუმენტი რუსეთის ფედერაციისადმი მოიცავს შემდეგ მოთხოვნას – „დაუყონებლივ, სრულიად და უპირობოდ გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში”. ამასთან, რეზოლუცია მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ჩადენილი სერიოზული დანაშაულებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა მსხვერპლთათვის და მოხდეს მომავალში სხვა დანაშაულების პრევენცია. რეზოლუცია ასევე მოიცავს მოწოდებას „დაუყონებლივ შეწყდეს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურებზე თავდასხმები“ და უზრუნველყოფილი იყოს სამხედრო ტყვეებისადმი შესაბამისი მოპყრობა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრულად შესრულება. რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან…

მეტი...

გურჯაანში 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ მამა დააკავა

კახეთში, ორი წლის ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, მცირეწლოვანის მამა დააკავეს. ორი წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს. მცირეწლოვანი გურჯაანის “ჯეოჰოპიტალსში”, დამწვრობებითა და მუცლის ძლიერი ტკივილით, გუშინ შეიყვანეს. ბავშვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტები მიიღეს. მცირეწლოვანის ბებია ძალადობაში ბავშვის 30 წლამდე ასაკის დედას ადანაშაულებდა.

მეტი...

,,მეუღლეს ვუთხარი: უნდა მოვემზადოთ, ბავშვები გავაღვიძოთ, ომი დაიწყო”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენ არ დავღლილვართ, თუმცა ვერ დავმშვიდდები თუკი არ იქნება გამარჯვება,”- ამის შესახებ უკრაინის  პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ”ბიბისისთან” ინტერვიუში  განაცხადა. ზელენსკი იხსნებს, რომ პირველი აფეთქებების ღამეს ოჯახთან ერთად სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ოფისიდან დაურეკეს და შეატობინეს, რომ საჰაერო დარტყმები დაიწყო. ,,ევროპის რამდენიმე წამყვანი სახელმწიფოს ლიდერმა დამირეკა და მითხრა რომ ესაუბრნენ პუტინს და ის თავს არ დაგვესხმებოდა. მაგრამ ჩვენ ვგრძნობდით რომ შემოჭრის შანსი დიდი იყო… სამხედროებმა იცოდნენ. ყველა მზად იყო. მანამდე გვქონდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომები. ყველას ესმოდა, რა უნდა გაეკეთებინა, თუ ეს მოულოდნელად მოხდებოდა. ყველაფერი მომზადებული იყო. თუ ომი…

მეტი...

,,ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა”- ირაკლი კობახიძე

ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. „ომის შედეგად დაიღუპა ათი ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია – 450-ზე მეტი ბავშვი. ლტოლვილად და დევნილად იქცა 16 მილიონი უკრაინელი. ომმა გაანადგურა უკრაინის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა. ომის დაწყებამდე ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ომის არდასაშვებად და უდიდესი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის სამხედრო აგრესია მაინც შედგა. უკრაინელი სამხედროები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა…

მეტი...

,,ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია”- დავით არახამია

,,უკრაინელები გამძლეობისა და სიმამაცის მაგალითი გახდნენ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია,”- ამის შესახებ უკრაინის “რადას” ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია წერს. არახამიას თქმით, დღეს უკრაინა უფრო ახლოს ვართ გამარჯვებასთან, ვიდრე ერთი წლის წინ. ,,ერთი წლის წინ უკრაინელებს არ შეეშინდათ და დაიწყეს “მსოფლიოს მეორე არმიის” სრულმასშტაბიანი შემოჭრის მოგერიება. საკუთარი თავის გარდა არავის სჯეროდა, რომ გავუძლებდით. მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვებრძოლა და მსოფლიოს დაეჯერებინა ჩვენი გამარჯვება. და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ შემოჭრიდან ერთი წლის შემდეგ უკრაინა გაძლიერდა, რუსეთი კი დასუსტდა. უკრაინელები გამძლეობისა და სიმამაცის მაგალითი გახდნენ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ…

მეტი...

,,უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბარში შეუსაბამო თანხის გადახდას სთხოვდნენ” – პოლიციამ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული მოქმედებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ოთხი პირი: 1994 წელს დაბადებული ბ.კ., 1985 წელს დაბადებული მ.ღ., 1986 წელს დაბადებული მ.მ. და 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს – 1982 წელს დაბადებულ დ.კ.-ს თბილისში, მდებარე ერთ-ერთ ბარში, ამავე ობიექტის თანამშრომლები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, შეკვეთისთვის შეუსაბამო თანხის გადახდას სთხოვდნენ, რაზეც დ.კ.-მ უარი განაცხადა. ამის გამო ბარის 4-მა…

მეტი...

,,2023 წელი ჩვენი გამარჯვების წელი იქნება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ომის წლისთავთან დაკავშირებით, ”ტვიტერზე” ვიდეო აქვეყნებს და წერს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინამ გააკეთა საკუთარი არჩევანი. მისი თქმით, 2023 წელი მათი გამარჯვების წელი იქნება. ,,24 თებერვალს მილიონობით ჩვენგანმა გააკეთა არჩევანი. არა თეთრი დროშა, არამედ ლურჯი და ყვითელი. გაქცევა კი არა, პირისპირ დახვედრა. წინააღმდეგობა და ბრძოლა. ეს იყო ტკივილის, მწუხარების, რწმენისა და ერთიანობის წელი. წელს კი ჩვენ უძლეველი დავრჩით. ვიცით, რომ 2023 წელი ჩვენი გამარჯვების წელი იქნება!”,- წერს ზელენსკი.

მეტი...

„უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება“ – ევროკავშირის ელჩი

„უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. მიმდინარე ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების უპრეცედენტო დარღვევაა“ – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაშ, რომელიც უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით ვრცელდება. როგორც ელჩი აცხადებს, უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. „უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან მას სურდა საკუთარი მომავალი თვითონ, და არა მოსკოვის მითითებით, განესაზღვრა. გაეროს წესდების შესაბამისად, უკრაინას, როგორც აგრესიის მსხვერპლს, აქვს თავდაცვის ხელშეუვალი უფლება. ევროკავშირი კვლავ უდრეკად, ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა – ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო – ფრონტზე. ეს აგრესია…

მეტი...

შსს-ს ინფორმაციით, რიკოთზე გადაადგილება ეტაპობრივად აღდგა

დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ოსული უხვი ნალექისა და გზებზე შექმნილი პრობლემების გამო, შსს განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაი განმარტავენ, პრობლემები თოვლის გამო შიქმნა და შესაბამისი ჯგუფები მთელი რამის განმავლობაში მუშაობდნენ. „რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა. შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. ამჟამად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის…

მეტი...

„ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“  – აქცია 19:00 საათზე დაიწყება

უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქციის სლოგანია „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს.“ აქცია  19:00 საათზე დაიწყება. „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, აქ მცხოვრები უკრაინელები ვერთიანდებით და გავმართავთ აქციას პარლამენტთან. 24 თებერვალი არის დღე, როდესაც პუტინის რუსეთმა სასტიკი დამპყრობლური ომი დაიწყო უკრაინაში. ეს ომი დღემდე გრძელდება და აუცილებლად უკრაინის და უკრაინელების მხარდამხარ მებრძოლი ქართველი გმირების გამარჯვებით დასრულდება… გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად ჩვენი გმირებისთვის, ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, უკრაინისთვის, საქართველოსთვის! 24 თებერვალს ვაჩვენოთ, სად არის საქართველო და რა არის საქართველო! 24 თებერვალს თბილისში მცხოვრები უკრაინელი…

მეტი...

დღეს, ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავაზე, აშშ-ის პრეზიდენტი  „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს. „ჩვენ ერთად ვიმუშავეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკური, საბიუჯეტო, ჰუმანიტარული და ენერგეტიკული დახმარების მიწოდებისთვის, რომელიც მას სჭირდება”, – აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი. მან ასევე მადლობა გადაუხადა იაპონიას  რომელმაც დამატებით 5.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაიღო უკრაინისთვის.  

მეტი...

„ვიზრუნებთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“ – ევროსაბჭოს წევრები

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს წევრები უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ უკრაინის გასამარჯვებლად ყველაფერს გააკეთებენ. „ვიზრუნებთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, რათა დაცული იყოს საერთაშორისო სამართალი, აღდგეს მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უზრუნველვყოფთ, უკრაინა აღდგეს და აღსრულდეს სამართლიანობა. მანამდე ჩვენ არ დავისვენებთ“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში. ევროპული საბჭოს წევრები უკრაინას ევროპული ოჯახის ნაწილად მიიჩნევენ. „ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის რეკონსტრუქციას. მივისწრაფვით, გამოვიყენოთ გაყინული რუსული აქტივები ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მივიღებთ სანქციების მეათე პაკეტს…

მეტი...

ორბელიანების სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს პრეზიდენტის ორბელიანების სასახლე უკრაინის  ომის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის დროშის ფერებში განათდა. აღნიშნული სიმბოლური აქტით გამოიხატება სოლიდარობა უკრაინის მიმართ. შენობის ფოტოებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. პრეზიდენტის სასახლეში დღეს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო Noli Me Tangere/ არ შემეხო გამოიფინა. 24 თებერვლის 03:00 საათამდე ორბელიანის სასახლე ღიაა და მსურველებს გამოფენის დათვალიერება შეეძლებათ.  

მეტი...

ბორის ჯონსონი არ გამორიცხავს, ნატოს გენერალური მდივნობისთვის იბრძოლოს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ მალავს, რომ  ნატო-ს გენერალური მდივნობა სურს. როგორც მან უკრაინულ ტელეარხ „RADA TV“-ს განუცხადა, ნატო-ს სათავეში ჩადგომა მშვენიერი აზრია. „იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი არის მარაგში. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს”, – აღნიშნა ჯონსონმა. შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ოქტომბერში ეწურება.  

მეტი...