მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე გუშინ, “ვივამედში” გამართულ პრესკონფერენციას კიდევ ერთხე ეხმიანება. მისი თქმით, ექიმები ხედავენ რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილის და მტკიცებულებებს იქმნიან. ,,ამდენ ხანს რატომ არ ხდებოდა მსგავს ფორმატში პრესკონფერენციების ჩატარება ჩვენთვის არ განუმარტავთ, მაგრამ, მარტივია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი ხედავენ აშკარად რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი, იგი ნებისმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს, ამიტომ, იქმნიან მტკიცებულებებს და ამბობენ, რომ იცით რა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ პაციენტი არ გვემორჩილება, რაც არის ტყუილი”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მეტი...დღე: თებერვალი 23, 2023
,,ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს”- ხატია დეკანოიძე
,,მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი არ არის იმ შედეგის მომტანი, რაც ალბათ, ყველას გვსურს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს. „ვაპირებ, რომ საპარლამენტო განხილვებში ჩავერთო. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი არ არის იმ შედეგის მომტანი, რაც ალბათ, ყველას გვსურს, მაგრამ ვფიქრობ, ეს პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს. ქუჩის პროტესტი, რაც დემოკრატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მექანიზმია, ხელს არ უშლის იმას, რომ პარლამენტში ის ინსტრუმენტები გამოვიყენოთ, რომელიც აუცილებელია და ამით შევასრულოთ უცხოელი მეგობრების თხოვნაც. ძალიან მნიშვნელოვანია განხილვებზე…
მეტი...,,კიევის რეჟიმი მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეიარაღებული პროვოკაციისთვის ემზადება”- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
რუსეთის თავდაცვის სამინიტროს განცხადებით, უკრაინა მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში შეიარაღებული პროვოკაციისთვის ემზადება. „არსებული ინფორმაციით, კიევის რეჟიმი მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში შეიარაღებული პროვოკაციისთვის ემზადება, რომელსაც განახორციელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, მათ შორის „აზოვის“ ნაციონალისტური ფორმირება“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში. მათივე განცხადებით, შეჭრის საბაბად, დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სავარაუდო შეტევის მოწყობა იგეგმება. “ამისთვის დადგმულ შეჭრაში მონაწილე უკრაინელი დივერსანტები ჩაცმული იქნებიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ფორმაში”, – აცხადებენ უწყებაში.
მეტი...,,რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა”- ანტონიო გუტერეში
,,რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა, ეს არის გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა,”- ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა. მისი თქმით, ომი აძლიერებს რეგიონულ არასტაბილურობას, გლობალურ დაძაბულობასა და განხეთქილებას. ,,ეს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა, ეს არის გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ომი აძლიერებს რეგიონულ არასტაბილურობას და აძლიერებს გლობალურ დაძაბულობასა და განხეთქილებას. თვითკმაყოფილება მხოლოდ გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დააზიანებს ჩვენს საერთო პრინციპებს, რომლებიც ქარტიაშია გაცხადებული. ომი არ არის გამოსავალი. ომი არის პრობლემა. უკრაინაში ხალხი იტანჯება. უკრაინელებს, რუსებს და…
მეტი...კარი უროთი შეამტვრიეს – გამოსახლება თბილისში
ხმაური და დაპირისპირება ლავრენტი არდაზიანის ორ ნომერში. ომის ვეტერანი და მისი მრავალსულიანი ოჯახი სახლიდან გამოასახლეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანაშმრომლებმა კარი უროთი შეამტვრიეს. გავრცელებული ინფორმაციით, მევახშისგაან ომის ვეტერანს 20 ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები, აპირებდა თანხის დაბრუნებსაც, თუმცა მევახშემ ფულზე უარი თავად თქვა.
მეტი...ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებზე სისტემატურად ამზადებდნენ და ასაღებდნენ პირადობის დამადასტურებელ ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს. „ბრალდებულები დაკავებულ იქნენ ერთ-ერთ პირზე საქართველოს მოქალაქის ყალბი მართვის მოწმობისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის 1 250 ევროს სანაცვლოდ გასაღების ფაქტზე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქეების პირადობის მოწმობები“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს,…
მეტი...ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევში ჩავიდა. „ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევში ვბრუნდები. ჩვენ ვიქნებით უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, ვიდრე მშვიდობა არ დაბრუნდება ევროპაში“, – დაწერა სანჩესმა „ტვიტერზე“. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერი ირპენსა და ბუჩაში ჩასვლას გეგმავს, ასევე ის მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
მეტი...,,ევროკავშირში შექმნილი ღირებულებითი, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი საქართველოსთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია”- ”ხალხის ძალა”
,,სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედ ევროკავშირს არაფერი აქვს საერთო იმ ევროპულ ოჯახთან, რომლის წევრობაზეც ათწლეულების მანძილზე ვოცნებობდით“,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ”ევროკავშირში შექმნილი ღირებულებითი, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი საქართველოსთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია”. „თანამედროვე სამყაროში სიცრუე უკეთური პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის იარაღია. ამ იარაღს 2004-12 წლებში დიდი წარმატებით იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყველას გვახსოვს, როგორ ტირაჟირებდა მაშინ ერთ ხმაში სიცრუეს „ნაცმოძრაობის“ მიერ მიტაცებული სამი ტელევიზია. 2012 წლის შემდეგაც, „ნაცმოძრაობისთვის“ სიცრუე პოლიტიკაში თავის შენარჩუნების მთავარ იარაღად დარჩა. იმისათვის, რომ სიცრუე წარმატებული იყოს, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები აგრესიულად უპირისპირდებიან…
მეტი...,,ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ”- ეკა ბესელია
,,ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ”,- ამის შესახებ ეკა ბესელია წერს. ბესელიას თქმით, კობახიძემ მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა. ,,ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ. რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს. პარლამენტი ხომ გადაწვა ამ გავრილოვის შიკრიკმა და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით და მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა! საბრალოა ეს პოლიტიკური ზომბი და მართლა მებრალება ქვეყანას რომ არ მტრობდეს…. ნაზი , აკანკალებული ხმით რომ აბედნიერებს ტელე იმედის წამყვანებს , მე კი სულ ის კადრი მიდგას თვალწინ – ბოდიში რომ მოახდევინა ივანიშვილმა უამრავი ადამიანის თანდასწრებით და მორჩილად თავდახრილი იჯდა ……
მეტი...პოლიციამ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 11 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისში, ხიზანიშვილის, ჭირნახულის და აგლაძის ქუჩებზე მდებარე სასტუმროების ნომრებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ ქალებს, რომლებიც პროსტიტუციას ეწეოდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 11 პირი დააკავეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული არიან: 1967 წელს დაბადებული…
მეტი...,,უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება”- რიში სუნაკი
,,უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს სტანდარტების სამხედრო ტექნიკით,”- ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება. „ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება არსებულ სიტუაციაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, არამარტო ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. იდეალურ შემთხვევაში, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს სტანდარტების დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკით, ასევე აუცილებელია შეიარაღებული ძალების გადამზადება, რომ შეძლონ ამ ტექნიკის გამოყენება“, – განაცხადა რიში…
მეტი...ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:37 წუთზე 10 კილომეტრის სიღრმეში ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე კაშგარისა და არტუქსის რეგიონებში მოხდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
მეტი...ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად და მარაგების შესავსებად იარაღის წარმოებას გაზრდის – ბენ უოლესი
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაიწყო თანდათანობით ქვეყნის სამხედრო მრეწველობის დაჩქარება ჭურვების წარმოების კუთხით, რათა დაეხმაროს უკრაინას და შეავსოს საკუთარი მარაგი. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა. “ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტები ჩვენი საბრძოლო მასალის მწარმოებლებთან და უკვე დავიწყეთ პირველი პარტიების მიღება, როგორც ჩვენი მარაგის შესავსებად, ასევე უკრაინისთვის”, – განაცხადა ბენ უოლესმა. მისი თქმით, უკრაინა გაზაფხულზე მიიღებს 14 დაპირებულ “ჩელენჯერ 2”-ის ტანკს. ,,წელს ძალისხმევის აბსოლუტური ნაწილია მდგრადობა – როგორ შეგვიძლია ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გავააქტიუროთ მიწოდების ჯაჭვები, როგორ გავააქტიუროთ მიწოდების ქსელები ჩვენი საკუთარი აღჭურვილობისთვის და ეს იყო ერთ-ერთი ცვლილება,” – განაცხადა უოლესმა.
მეტი...ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი არიან.
მეტი...,,ბირთვული ტრიადის გაძლიერებას დიდ ყურადღებას მივაქცევთ”- ვლადიმერ პუტინი
,,ისევე, როგორც მანამდე, დიდ ყურადღებას მივაქცევთ ბირთვული ტრიადის გაძლიერებას,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინმა რუსებს „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა. „წელს, საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანთ „სარმატის“ სარაკეტო სისტემის პირველ გამშვებებს ახალი მძიმე რაკეტით. გავაგრძელებთ „კინჟალის“ ჰიპერბგერითი სისტემების სრულ წარმოებას და დავიწყებთ „ცირკონის“ საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტების მასობრივ განლაგებას“, – განაცხადა პუტინმა.
მეტი...,,არ შევამცირებთ, როგორც გარე, ისე შიდა ზეწოლას მტერზე”- ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ შეამცირებენ, როგორც გარე, ისე შიდა ზეწოლას მტერზე. ამის შესახებ მან ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ,,როგორც ყოველთვის, მთელი დღის განმავლობაში ვიღებდი მოხსენებებს ჩვენი სამხედრო, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ლიდერებისგან. კერძოდ, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ „შეტევითი გვარდიის“ ახალი ბრიგადების ფორმირების შესახებ ისაუბრა. შედეგები კარგია. მე გავმართე რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრა ჩვენი ქვეყნის მხრიდან სანქციების შემდგომი ნაბიჯების კონტექსტში. ჩვენ არ შევამცირებთ ზეწოლას მტერზე – როგორც გარე, ისე შიდა. დეტალებს გაგიზიარებთ”,- განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...,,ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები, ასევე იყვნენ ჯაშუშის ჯაშუშები, აგენტის აგენტები”- ირაკლი კობახიძე
,,ჯაშუშები არიან ქართულ პოლიტიკაში. ჩვენს გუნდშიც იყვნენ თავის დროზე ასეთი ადამიანები და ასევე იყვნენ ჯაშუშის ჯაშუშები, აგენტის აგენტები,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ პატარა სახელმწიფოში გარკვეული ტიპის ინტერვენცია განახორციელოს. „მე ვარ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, აქედან გამომდინარე, გამიჭირდება სახელობითად დავაკონკრეტო ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ჯაშუშურ საქმიანობას ეწევიან. მაგრამ, ზოგადად მინდა ვთქვა, დავამშვიდო ეს ადამიანები, რომ ეს კანონი არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას, ეხება მხოლოდ უცხოური გავლენის რეალიზების საკითხებს. რაც შეეხება ჯაშუშებს, ზოგადად ვიტყვი, ჯაშუშები არიან ქართულ პოლიტიკაში.…
მეტი...,,ჩვენ გვაქვს უფლება, არ მოგვკლან საკუთარ სახლებში”- ოლენა ზელენსკა
უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, უკრაინის გამარჯვება ადამიანის უფლებების გამარჯვებას ნიშნავს. მისი თქმით, სამართლიანობა უკრაინისთვის, არის სამართლიანობა მთელი მსოფლიოსთვის. ,,უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ადამიანის უფლებების გამარჯვებას უკანონობაზე, წამებასა და ნგრევაზე. ამიტომ სამართლიანობა უკრაინისთვის, არის სამართლიანობა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ გვაქვს უფლება, არ მოგვკლან საკუთარ სახლებში. თუმცა, უკანასკნელი ერთი წელია, უკრაინელებს კლავენ მთელი მსოფლიოს თვალწინ. მათ კლავენ საკუთარ ქალაქებში, სოფლებში, ბინებში, საავადმყოფოებსა და თეატრებში”, – განაცხადა ზელენსკამ.
მეტი...,,რუსეთს აქვს კოლონიალური ამბიციები, 2008 წელს თავდასხმა განახორციელა საქართველოზე, მუდმივი პრობლემაა მოლდოვაშიც”- დუდა
,,რუსეთს სურს, დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები და მათგან მიიღოს სარგებელი,” – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი არის იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიალური ამბიციები. „პირველ რიგში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არის ის, რომ რუსეთმა უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე. რუსეთი არის იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიალური ამბიციები. მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები და მათგან სარგებელი მიიღოს. ამის კარგი მაგალითი დღეს უკრაინაა, მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც. ბოლო წლებში, 2008 წელს რუსეთმა თავდასხმა განახორციელა საქართველოზე, ასევე მუდმივი პრობლემაა მოლდოვაში. ასე რომ, რუსეთი ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას ახდენს და უკრაინამ განიცადა ეს ფრონტალური შეტევა.…
მეტი...,,ხაბეიშვილი ვერ გაკეთდება, რაც არ უნდა 100 ათასი ფუნტი დახარჯო მასზე”- ირაკლი კობახიძე
,,ხაბეიშვილს ვერანაირი 100 ათასი ფუნტით, ვერც ევროთი და ვერც დოლარით ვერ გარეცხავ, უბრალოდ, შეუძლებელია, რაღაცები არ კეთდება,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილის სახეა. „კეზერაშვილის სახე არის ხაბეიშვილი, ხაბეიშვილს ვერანაირი 100 ათასი ფუნტით, ვერც ევროთი და ვერც დოლარით ვერ გარეცხავ, უბრალოდ, შეუძლებელია. რაღაცები არ კეთდება. ხაბეიშვილი ვერ გაკეთდება, რაც არ უნდა 100 ათასი ფუნტი დახარჯო მასზე. მილიონებს ხარჯავენ ისინი, ბევრად მეტი აქვთ მოპარული. დღეს გვქონდა საუბარი, სააკაშვილის ოჯახს, მარტო საქართველოში რაც აქვს დაგროვილი უძრავი, ნაძარცვი ქონება მისი ღირებულება, რაც ზუსტად ვიცით, დაახლოებით…
მეტი...,,გადაწყვიტეს მოკლან ჩემი შვილი, სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი”- გიული ალასანია
,,გადაწყვიტეს მოკლან ჩემი შვილი, სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი წუხს, რომ ახლა უკრაინაში არაა. ,,2003 წლის ვარდების რევოლუციისა და მერე 2004 წლის შემდეგ ასეთი ფინალი ვერ წარმომედგინა. ისევ მეთოთხმეტე საუკუნეში დავბრუნდით. თქვენ უკრაინაში ჯოჯოხეთი გაქვთ, მაგრამ ჩვენთანაც ომია. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ევროპაში სურს, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, უკვე რუსეთის ნაწილი ვართ. ამბობენ, რომ სააკაშვილი სისხლისღვრისთვის ჩამოვიდა. საინტერესოა, 2003 წელს რევოლუციის დროს თმის ღერიც არავის ჩამოვარდნია. საიდან მოიტანეს ეს. სად დაღვარა სისხლი. ის ახლა ძალიან ცუდადაა. მოწამლეს ციხეში. ეს უკვე დადასტურებულია…
მეტი...