,,რაც სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის გააკეთა, არც ერთ სახელმწიფო მმართველს არ გაუკეთებია”- ირაკლი ზარქუა

,,2003 წლიდან რაც სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის გააკეთა, არც ერთ სახელმწიფო მმართველს არ გაუკეთებია, მათ შორის არც შევარდნაძეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, „ნათელია, სააკაშვილი ვის ინტერესებს ემსახურებოდა“. „ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარეს, სტრატეგიული ობიექტებიც რუსეთს გადააბარეს და 2008 წლის ომი ქართველ ბიჭებს დააბრალეს, მეტი ლუსტრაცია რა გინდათ? ვინც ამ თემას ხელმძღვანელობდა, ამას უკრაინელი გენერალი თავად ამბობს. გორდონი იმ ბაბლის ნაწილია, სადაც არიან პოროშენკოები, სააკაშვილები და სწორედ მასთან დისკუსიაში ითქვა, რომ სააკაშვილი იყო უკრაინული სპეცსამსახურის დაკვირვების ქვეშ, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს „კაგებეს“ ქოლგის ქვეშ მუშაობდა.…

მეტი...

ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ ხობში, თავის არეში ქვის ჩარტყმით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 თებერვალს, ხობის მინიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულს ქვის ჩარტყმით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 – დან 15 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მეტი...

სემეკში წარსადგენი განცხადებისა და საჩივრის ჩაბარება იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი

კომუნალური მომსახურების სფეროში მიმართვიანობის გამარტივების მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ. მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის სახლი სემეკს გაუწევს მომსახურებას, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლის მიერ სემეკის სახელზე წარდგენილი ნებისმიერი შინაარსის განცხადების, მათ შორის კომუნალური კომპანიების მიმართ საჩივრის მიღებას. იუსტიციის სახლში ასევე შესაძლებელი იქნება სემეკის მიერ მომზადებული წერილის მიღება. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისათვის სემეკთან და კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი…

მეტი...

რუსეთმა კუპიანსკი დაბომბა – ქალაქში ხანძარი იყო

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხარკოვის ოლქის  ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. იერიშის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები და შენობები.  დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ,,დღეს დილის 07:00 საათზე კუპიანსკს კვლავ დაბომბეს. დაზიანდა 3 კერძო საცხოვრებელი სახლი და კომერციული შენობა, იყო ხანძარი”, – წერს სინეგუბოვი.  

მეტი...

,,ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება”- ირაკლი ზარქუა

,,ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას. მისი თქმით, „ავტორიტეტშელახული, კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტარების ამ მუქარას სერიოზულად ვერც განიხილავს”. „მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ის შანტაჟი და მუქარა, რაც ბატონმა კუბილიუსმა გამოუცხადა საქართველოს, ესეიგი თუ კუბილიუსების, ფოტიგების, გრეგოროვების თამაშის წესებით არ იმუშავებს საქართველო, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვერ გაიგეს ამათ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონით, კანონის უზენაესობით და ჩვენთან მიუხედავად სტატუსის,…

მეტი...

,,შეჩერდეს მშენებლობა”- კალაძემ წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერების დავალება გასცა

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მის მოადგილეს და მუნიციპალურ ინსპექციას წყნეთის გზატკეცილზე უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება და იქ განთავსებული ამწის დემონტაჟი დაავალა. კახა კალაძის თქმით, ობიექტზე ამწის საშუალებით მოძრავი ტვირთი იქვე არსებული სკოლის მიმართულებით გადაადგილდება, რაც საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, კომპანია მშენებლობის გაგრძელებას ამწე მოწყობილობის დემონტაჟისა და სამშენებლო მოედანზე უსაფრთხო პირობების შექმნის შემდეგ შეძლებს. „წყნეთის გზატკეცილზე, შპს „ამბრელასა“ და შპს „ბიჩ ბილდინგ ბაგების“თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში გამოვლინდა ობიექტზე დამონტაჟებული ამწე მოწყობილობის აკრძალვის აუცილებლობა, ვინაიდან ტვირთის გადაადგილებისას არ არის უზრუნველყოფილი მომიჯნავე…

მეტი...

,,ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება პანდორას ყუთს გახსნის”- ენტონი ბლინკენი

ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელს მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენი აღნიშნავს, რომ მშვიდობის მისაღწევად პუტინმა ჯერ უარი უნდა თქვას თავის წარმოდგენაზე, რომ უკრაინა „მისი საკუთრებაა”. „ჩვენ თუ მოვახდენთ ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების რატიფიცირებას და ვიტყვით, კარგი, თქვენ შეგიძლიათ, შეხვიდეთ, მიიტაცოთ ის ძალით და დაიტოვოთ, ეს გახსნის პანდორას ყუთს მთელს მსოფლიოში, გამოჩნდებიან აგრესორები, რომლებიც იტყვიან – კარგი, ჩვენც ვიზამთ იმავეს და ეს შეგვრჩება“, – განაცხადა ბლინკენმა.  

მეტი...

,,ტრანსპორტი დღეში 1500-მდე ბრუნს ვერ აკეთებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ასი ათასამდე მგზავრი სათანადო მომსახურებას ვერ იღებს”- კახა კალაძე

დღეიდან, თბილისის მერია დედაქალაქში არსებული 12 პრობლემური კვანძის მოწესრიგებას ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთიდან იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში კომფორტულად გადაადგილების მიზნით,ქუჩები ახლებური დიზაინით მოეწყობა. „დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, გამართული ავტობუსების რაოდენობა ან გზების რეაბილიტაცია, არამედ ქუჩის დიზაინი. ქუჩის ახალი დიზაინი ორიენტირებულია უსაფრთხო გადაადგილებაზე. პრიორიტეტი ენიჭება ტროტუარების გაფართოებას, ქვეითთა პანდუსებისა და ადაპტირებული გადასასვლელების მოწყობას. პარალელურად, მიმდინარეობს ახლომდებარე რეკრეაციული და საჯარო სივრცეების რეაბილიტაცია. ამჟამად, დედაქალაქში არის 12 პრობლემური კვანძი, რომელიც იწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის…

მეტი...

,,მივმართავ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, აიღეთ ლიცენზიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გააგრძელებთ საქმიანობას”- კახა კალაძე

პირებმა, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, მუნიციპალიტეტს ლიცენზიისთვის 20 მარტამდე უნდა მიმართონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, აღნიშნული პირები პირველ აპრილს უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ. „საზოგადოებამ უკვე იცის, რომ 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან განსხვავებული მოდელი ამოქმედდება – ერთჯერადად დარიგდება უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონვე შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს…

მეტი...

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძრა მოხდა

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მიწისძრა მოხდა. მიწისძრვრის სიმძლავრემ 4.6 მაგნიტუდა შეადგინა. მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,არავის სიამოვნებს ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ ვანდალიზმი დიდი პრობლემაა და ერთად უნდა შევეჭიდოთ ამ გამოწვევას”- კახა კალაძე

მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება დაჯარიმებას გამოიწვევს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში ძალიან ბევრი ვანდალიზმის ფაქტებია და ნადგურდება ქალაქის ინფრასტრუქტურა. „მოვამზადეთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მინდა, გაგაცნოთ რას ითვალისწინებს ის. მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება საზოგადოებრივი…

მეტი...

სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაია დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე, გოგი წულაია დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და მსჯავრდებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე, გ.წ. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს, მსჯავრდებულმა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე,მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, მსჯავრდებულმა დაზარალებულს ნაქირავებ…

მეტი...

,,ქართველ ემიგრანტთა ჯგუფებთან ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა შევქმნათ ემიგრანტთა მძლავრი გაერთიანება”- მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ემიგრანტებისთვის საგანგებო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის ახალ ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც ემიგრანტებთან ერთად სპეციალური პლატფორმის შექმნას გულისხმობს. „ბოლო 12 წლის განმავლობაში მოსახლეობის 23%- მა დატოვა ქვეყანა! გამოკითხვების შედეგად, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე თავისი სამშობლოს დატოვებაზე – გაქცევაზე ფიქრობს. მეტიც, ყოველი მესამე ახალგაზრდაა, ვინც ვერ ხედავს თავის მომავალს ამ ქვეყანაში და წასვლაზე ფიქრობს. სამწუხაროა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალური რესურსი, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, რომელსაც შეუძლია, შექმნას დოვლათი და შექმნას მომავალი ამ ქვეყნის. მე ჩემს გუნდთან ერთად სერიოზულად ვმუშაობ ამ პრობლემის გადაჭრაზე. გვაქვს ძალიან საინტერესო ინიციატივა, ეს იქნება მძლავრი გაერთიანება,…

მეტი...

,,ვინ არის ის ძალა, ვინც ბანკის მენეჯმენტს ივანიშვილის შანტაჟი დაუკვეთა?”- „ემ ქეი დის” განცხადება

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დავის შესახებ პრესრელიზს ავრცელებს. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, აღნიშნულ განცხადებაში „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებითი უარის შესახებ არის საუბარი. “ჩვენ ისევ იმ ბარიერს შევეჯახეთ, რომელსაც ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების ცენზურა ჰქვია. შეგახსენებთ, რომ როდესაც საქმე ეხება ბანკის კრიტიკას, წამყვანი საერთაშორისო მედია, მათ შორის, Financial Times, Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და მსგავსი კალიბრის სხვა გამოცემები სიამოვნებით აქვეყნებენ მათ. სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება, როდესაც ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჟღერდება ლოგიკური და ობიექტური ანალიზი, რასაც მოსდევს ასეთივე, საღ მსჯელობაზე…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 139 770 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთმა დაახლოებით 139 770 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​   ჯარისკაცი – დაახლოებით 139 770; ​ტანკი – 3 290; ჯავშანტექნიკა – 6 507; საარტილერიო სისტემა – 2 303; სარაკეტო სისტემა – 466; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 236; თვითმფრინავები – 298; ვერტმფრენი – 286; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 011; საკრუიზო რაკეტები – 857; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 161; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 219.

მეტი...

აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს – მედია

აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. დახმარება  რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პოტენციალურ პაკეტს მოიცავს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული პაკეტი უკრაინის ხელისუფლებისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება იქნება.

მეტი...

რა შემთხვევაში იმსჯელებს გერმანია უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე – თავდაცვის მინისტრის განმარტება

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბერლინი მზადაა, უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე იმსჯელოს, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინის საჰაერო სივრცე დაცული იქნება. „თუ უკრაინის ცა უსაფრთხო დარჩება შემდეგი სამი-ოთხი თვის განმავლობაში, მაშინ ყველა შემდგომ ნაბიჯებზე შეგვეძლება საუბარი – ახლა ჯავშანსატანკო ქვედანაყოფების გამოყენებას აქვს აზრი”, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მეტი...

ყალბი დიპლომის, სერტიფიკატების, უცხო ქვეყნის მართვის მოწმობების დამზადება – დაკავებულია 1 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელსაც ქ. თბილისში გააჩნდა ბეჭდვითი და სარეკლამო მომსახურების ოფისი, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამზადებდა და ასაღებდა ფულადი გზავნილების შესახებ ყალბ ამონაწერებს. ბრალდებული დაკავებულ იქნა ერთ-ერთ მოქალაქეზე ყალბი საბანკო ამონაწერის გასაღების ფაქტზე. საგამოძიებო მოქმედებების პროცესში აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით დამზადებული ყალბი დოკუმენტები, მათ შორის ყალბი დიპლომი, სერტიფიკატები, უცხო ქვეყნის მართვის ყალბი მოწმობები და პარკირების საშვები. ასევე, ამოღებულ იქნა ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სახელმწიფო უწყებების, კერძო ორგანიზაციებისა და…

მეტი...

უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მათთან პუტინთან ძალიან დაახლოებული პირები თანამშრომლობენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოშო აცხადებენ, რომ მათთან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები თანამშრომლობენ. უწყების წარმომადგენელის, ანდრეი ჩერნიაკის განცხადებით, იპოვეს თანამშრომლობის მექანიზმები ისეთ პირებთანაც, რომლებიც “დიდი რუსეთის” მხარდამჭერებად ითვლებიან. “ომში ჩვენ ვიყენებთ კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას. ჩვენ ვიპოვეთ თანამშრომლობის მექანიზმები პუტინთან ძალიან დაახლოებულ ადამიანებთანაც კი. ეს ხალხი ყოველგვარ ეჭვს მიღმაა, ისინი ცნობილია როგორც “დიდი რუსეთის” მხარდამჭერები”, – აღნიშნა ჩერნიაკმა. ოფიციალური პირის განცხადებით, პუტინის გარემოცვაში საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც მხარს არ უჭერს რუსეთის დღევანდელ პოლიტიკას უკრაინის მიმართ.

მეტი...

ავარიას საგარეჯოში, ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამი ადამიანი, ერთი ოჯახის წევრები არიან. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანია. შეჯახების დროს დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ათეულშია

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა შორის ათეულში დაწინაურდა. 22 წლის ქართველი ფეხბურთელი კანდიდატთა სიაში მე-17 პოზიციაზე იყო, მაგრამ დაწინაურდა და ამჟამად მე-8 პოზიციას იკავებს. „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა განახლებული რეიტინგი პოპულარულმა გამოცემამ, Goal-მა გამოაქვეყნა. „ოქროს ბურთის” კანდიდატთა ათეული ასე გამოიყურება: 1. ლიონელ მესი (პსჟ) 2. კილიან მბაპე (პსჟ) 3. ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“) 4. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“) 5. ნეიმარი (პსჟ) 6. მარკუს რაშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“) 7. ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“) 8. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“) 9. ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“) 10. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“)

მეტი...

,,რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად წააგო”- მარკ მილი

,,რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად წააგო”, – ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი უზარმაზარ ფასს იხდის ბრძოლის ველზე. „პუტინი ფიქრობდა, რომ შეეძლო უკრაინის სწრაფად დამარცხება, ნატო-ს ალიანსის დაშლა და დაუსჯელად მოქმედება – ის შეცდა. უკრაინა რჩება თავისუფალი, დამოუკიდებელი. ნატო და ეს კოალიცია არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი და რუსეთი ახლა გლობალურად გარიყულია. მსოფლიო შთაგონებულია უკრაინული სიმამაცითა და გამძლეობით. მოკლედ, რუსეთმა წააგო – წააგო სტრატეგიულად, ოპერაციულად და ტაქტიკურად და უზარმაზარ ფასს იხდის ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.  

მეტი...

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგი ატომური ბომბების აფეთქების ტოლფასი იყო – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგი ატომური ბომბების აფეთქების ტოლფასი იყო. მისი თქმით,  ის პრობლემები, რომლებიც თურქეთს გაუჩნდა მიწისძვრის დროს, ნებისმიერ ქვეყანას ექნებოდა მსგავსი მასშტაბის სტიქიისას. „ვუსამძიმრებ მიწისძვრის შედეგად დაღუპული 35 418 მოქალაქის ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანი დაკარგეს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ 105 505 მოქალაქეს, რომლებმაც ან თავად შეძლეს ნანგრევებიდან ამოსვლა, ან მათ მაშველები დაეხმარნენ და გადაარჩინეს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისივე თქმით, მიწისძვრის დროს დანგრეული შენობების  უმრავლესობა 1999 წლამდე იყო აშენებული. „ის ფაქტი, რომ დანგრეული შენობების უმეტესობა 1999 წლამდე იყო აშენებული, მიუთითებს იმ პროგრესზე,…

მეტი...

თურქეთსა და სირიაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს. ამის შესახებ  ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლიგემ განაცხადა. ,,სტიქიური უბედურების ზონაში წყლისა და კანალიზაციის სისტემა სერიოზულადაა დაზიანებული. ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ჩნდება საფრთხე, რომ წყლით გადამდები და ინფექციური დაავადებები გავრცელდეს“, – განაცხადა ჯანმოში თურქეთის წარმომადგენელმა, ბათირ ბერდიკლიჩევმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე შიშობენ, რომ თურქეთსა და სირიაში სეზონური გრიპებისა და კოვიდინფექციის ეპიდემიის რისკიც მაღალია.  

მეტი...