,,გასტერილებული, ჯანმრთელი და არააგრესიული ძაღლი იცავს უბანს სხვა ძაღლების შემოსვლისაგან”- მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციის პროექტი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციის პროექტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ,,გასტერილებული, ჯანმრთელი და არააგრესიული ძაღლი იცავს უბანს სხვა ძაღლების შემოსვლისაგან. ბინადრობის არეალიდან ძაღლის გაყვანის შემთხვევაში, მის ადგილს სხვა- პატრონის მიერ ქუჩაში დატოვებული, ან რეგიონებიდან მიგრირებული ძაღლები დაიკავებენ,”- წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციის პროექტის შესახებ.

მეტი...

საქართველოს მთავრობა თურქეთს სამაშველო ღონისძიებებისთვის შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გაუგზავნის

საქართველოს პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან. ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს დილით მოხდა.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა კედელში გაჭედილი კატა უსაფრთხოდ გამოიყვანეს და მეპატრონესთან დააბრუნეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის სიმაღლეზე, კედელში გაჭედილი კატა უსაფრთხოდ გამოიყვანეს და მეპატრონესთან დააბრუნეს. აღნიშნულ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.  

მეტი...

რატომ არის სასარგებლო სტერილიზაცია/კასტრაცია თავად ცხოველისთვის? – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, თუ რატომ არის სასარგებლო სტერილიზაცია/კასტრაცია (ჰუმანური გზით გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა) თავად ცხოველისთვის. ,,სტერილიზაცია ძუს, ხოლო კასტრაცია ხვად ცხოველს უტარდება, რაც: პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას – მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი; ჰუმანური გზით შემცირდება ქუჩის ცხოველების რაოდენობა; მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკს; დაახლოებით, 3-5 წლით ზრდის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას; ძაღლი შეჯვარების მიზნით აღარ დატოვებს სახლს, რაც შეამცირებს თქვენი ცხოველის დაკარგვის რისკს; დაგიზოგავთ თანხას – ბევრად უფრო ეფექტიანია ცხოველის სტერილიზაცია, ვიდრე არასასურველი მაკეობის თავიდან არიდება. გასტერილეთ თქვენი ცხოველი. ერთად…

მეტი...

,,საქართველოში, ალბათ, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი „კრაკენი“ დომინანტი გახდება”- ბიძინა კულუმბეგოვი ”მედიაცენტრ მთავარში”

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ საქართველოში, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი – „კრაკენი“ სავარაუდოდ, დომინანტი გახდება. მისი თქმით, კრაკენი „ომიკრონის“ ყველა სხვა შტამისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. „კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის“ ყველა სხვა შტამისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში ჩაანაცვლებს „კრაკენი“ BA4-BA5 შტამს და დომინანტი გახდება. „კრაკენს“, როგორც დამოუკიდებელ შტამს, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაზრდილი არ აქვს, თუმცა, ვაქცინებისადმი ეფექტურობა მკვეთრად არის შემცირებული. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას, 2023 წლის იანვარშიც კი არ აქვს ბივალენტური, ახალ „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინის არცერთი დოზა. რა თქმა უნდა, ახლა მეტი…

მეტი...

გორში მომხდარი სასტიკის მკვლელობის ახალი დეტალები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივების ინფორმაციით,  კაცი ხვთისო პეტრიაშვილია, იგი მეუღლესთან ერთად სოფელ რეხაში გორიდან საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა.  მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით გაიგონეს გასროლის ხმა. ადგილზე მისულებს კი შემზარავი სურათი დახვდათ. ღვთისო პეტრიაშვილი ყოფილი პოლიციელია. მისი ერთ-ერთი ნათესავის ინფორმაციით, ყოფილ პოლიციელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა, თუმცა, ბოლო პერიოდში მედიკამენტების მიღება შეწყვიტა. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 109-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

განგაშის უმაღლესი დონე თურქეთში – მიწისძვირის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის ათ პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა. თურქეთში ძლიერი მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

მეტი...

,,პოლონეთმა მზადყოფნა გამოთქვა, გამოაგზავნოს სამედიცინო თვითმფრინავი მიხეილ სააკაშვილის სწრაფი გადაყვანისთვის”- შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პოლონურმა მხარემ გამოაგზავნოს სამედიცინო თვითმფრინავი მიხეილ სააკაშვილის სწრაფი ექსტრადირებისთვის. „მას შეუძლია, რამდენიმე წუთში დატოვოს ციხეთა სისტემა. პოლონეთმა გამოთქვა მზადყოფნა, სამედიცინო თვითმფრინავი გამოაგზავნოს, რათა მოხდეს მისი სწრაფი გადაყვანა სამედიცინო წესების დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ჩვენ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. თვითმფრინავზე უშუალოდ პოლონეთისგან არის ინიციატივა, ხოლო შემდგომ სად იქნება გადაყვანილი, მერე გადაწყდება. ალბათ, უფრო გერმანიაში. ვნახოთ, ჯერ მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მასზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ. სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, რომ მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი განაჩენის გამოცხადებამდე მოინახულოს. „არ…

მეტი...

,,ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ, აღმოვუჩინოთ ნებისმიერი დახმარება”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კაჰრამანმარაშში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობას უცხადებს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის, ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად. „უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ, აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 323 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ათზე…

მეტი...

„გადამარჩინეთ“ – ნანგრევებში მოყოლილი ქალი ფოტოს აქვეყნებს

„გადამარჩინეთ“ – ამის შესახებ თურქეთში,  გამთენიისას მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ქალი ”ტვიტერზე” წერს. აღნიშნული ფოტო ქალმა თურქი მომღერლის, ჰალუქ ლევენთის ტვიტის ქვეშ გამოაქვეყნა, რომელიც დაშავებულების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. თურქეთში ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრას 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 440 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა.  

მეტი...

,,იანვარში, მსოფლიოში კოვიდის ოცი მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, 114 000 ადამიანი გარდაიცვალა”- ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში“

,,იანვრის თვეში, მსოფლიოში დაფიქსირდა ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდის ოცი მილიონი შემთხვევა, 114 000 ადამიანი გარდაიცვალა”- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, კოვიდის შემთხვევების ძირითადი მატება მსოფლიოში, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში ფიქსირდება. ,,იანვრის თვეში, მსოფლიოში დაფიქსირდა ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდის ოცი მილიონი შემთხვევა, 114 000 ადამიანი გარდაიცვალა. თუ შევადარებთ წინა ერთი თვის მონაცემებს, რაოდენობრივი კლება არის 70 პროცენტიანი, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლის 60 პროცენტიანი ზრდა, რაც საყურადღებო და მნიშვნელოვნად ითვლება. ჯერჯერობით, ტენდენცია იმის ახსნის, რომ რომელიმე ახალმა ვარიანტმა ან ინტერესის ვარიანტმა,  ხომ არ გამოიწვია სიკვდილიანობის რაოდენობის მომატება, ასეთ მინიშნებას…

მეტი...

,,რეზნიკოვი სხვა სამინისტროში გადავა”- საკადრო ცვლილებები უკრაინის მთავრობაში

უკრაინის მმართველი ფრაქციის მეთაურის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი ჩაანაცვლებს. არახამიას თქმით, რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის პოსტზე განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, როტაცია იგეგმება სხვა სამინისტროებშიც.

მეტი...

ხანძარი ჩილეში – დაიღუპა სულ მცირე 24 ადამიანი

სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა ჩილეში ტყეში გაჩენილ ხანძარს, დაშავებულია 1000-ზე მეტი. ხანძრის ქრობის ოპერაციას მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს. ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება. ოფიციალური ინფორმაციით, განადგურებულია 270 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის ასობით კერაა.  

მეტი...

სირიაში მიწისძვრას 237 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამანგრეველ მიწისძვრას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, სტიქიას 237 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაზარალებულ პროვინციებს შორისაა ალეპო, ლატაკია, ჰამა და ტარტუსი. თურქეთში ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრას 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 440 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა.

მეტი...

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა. სირიის მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 100, ხოლო დაშავდა ასობით ადამიანი.  მედიის ცნობით, უამრავი ადამიანი ამ დრომდე შენობების ნანგრევებშია მოყოლილი. თურქეთში ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრას 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 440 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას შეადგენდა.

მეტი...

გორში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  

მეტი...

,,რუსეთი თებერვალში შეეცდება შური იძიოს შარშანდელი მარცხისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთი თებერვალში შეეცდება შური იძიოს შარშანდელი მარცხისთვის,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, დონეცკის რეგიონში სიტუაცია ძალია რთულია. ,,უკვე ბევრია ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ ოკუპანტებს თებერვალში სიმბოლური რაღაცის გაკეთება სურთ. შეეცდებიან შური იძიონ შარშანდელი მარცხებისთვის. ჩვენ ვხედავთ ამ გაზრდილ ზეწოლას ფრონტის ხაზის სხვადასხვა ზონაში, ისევე როგორც ზეწოლას საინფორმაციო სფეროში. დონეცკის რეგიონში ძალიან რთულია (სიტუაცია) – სასტიკი ბრძოლებია. მაგრამ რაც არ უნდა მძიმე იყოს და რამდენი წნეხიც არ უნდა იყოს, უნდა გავუძლოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და ვიყენებთ ყოველდღეს და ყოველ კვირას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა ფრონტზე, გავაძლიეროთ ჩვენი…

მეტი...

,,ეს ჩრდილოვანი თამაშებიც ისეთი ფიასკოთი დასრულდება, როგორც სააკაშვილის ვოიაჟი”- თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ეს ჩრდილოვანი თამაშებიც ისეთი ფიასკოთი დასრულდება, როგორც სააკაშვილის ვოიაჟი”-  ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, ”თავისუფლების დაცვა ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ და არა ტრულაილებს”. „მთელი ეს ჩრდილოვანი თამაშებიც ისეთი ფიასკოთი დასრულდება, როგორც სააკაშვილის ვოიაჟი. ვისაც ჭკუა გაქვთ, შორს დადექით. ვისაც ჭკუასთან ერთად, პატიოსნებაც გაქვთ და ქვეყანა გიყვართ, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები გააძლიერეთ. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყოველთვის იყვნენ გონიერი და პატიოსანი ადამიანები, მაგრამ ისინი უტვინოებთან და უსინდისოებთან აგებდნენ შიდა კონკურენციას (ილია ჭავჭავაძე, აკაკი ბაქრაძე, ზურა ჭავჭავაძე …) და ეს ქვეყანას უკან ხევდა – მაჩანჩალობაში. ნორმალური მომავალი თუ გვსურს, ამჯერად ჩრდილიდან…

მეტი...

,,რეკომენდებულია ზღვისპირა ტერიტორიების დატოვება”- იტალიის ხელისუფლება მოსახლეობას ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

იტალიის ხელისუფლება ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს. მოქალაქეებს მოუწოდებენ შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას დაელოდონ. „გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცუნამის განგაშის ცენტრის მონაცემების საფუძველზე, სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა გამოსცა გაფრთხილება 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, რომლის ეპიცენტრი თურქეთსა და სირიას შორის მდებარეობდა, იტალიის სანაპიროზე შესაძლო ცუნამის ტალღების შესახებ. რეკომენდებულია ზღვისპირა ტერიტორიების დატოვება, უფრო მაღალ მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლა და ადგილობრივი ხელისუფლების მითითებების დაცვა“, – ნათქვამია იტალიის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თურქეთის საგანგებო სამსახურების ცნობით, დღეს, გამთენიისას ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე…

მეტი...

,,უარს ვამბობ, ვიყო „ყრილობის“ მიერ დამტკიცებული „პოლიტიკური საბჭოს“ წევრი”- აკაკი მინაშვილი

,,მარტივად და პირდაპირ – უარს ვამბობ, ვიყო „ყრილობის“ მიერ დამტკიცებული „პოლიტიკური საბჭოს“ წევრი, ”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, მხოლოდ რამდენიმე ასეული წევრის მიერ დანიშნულ ერთ პოზიციაზე მყოფ კლუბად გარდასახული „პოლიტიკური საბჭოს“ ლეგიტიმაცია არის ნულის ტოლი. „სულ რამდენიმე დღის წინ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარდა უპრეცედენტოდ დემოკრატიული, მონაწილეობითი და მაღალი ლეგიტიმაციის არჩევნები ( 42 ათასმა მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილის გუნდი თავდაპირველ ეტაპზე არჩევნების „ვიწრო წრეში“ ჩატარების იდეით გამოდიოდა). ხაბეიშვილის გუნდი მხარდამჭერებს პირდებოდა ფართომასშტაბიან არჩევნებს ყველა დონეზე. არადა, სულ რამდენიმე დღე დასჭირდათ მათ, ფეხქვეშ გაეთელათ როგორც…

მეტი...

,,მტერი წინსვლისთვის, ჩვენ კი თავდაცვისთვის ვემზადებით” – დავით არახამია

უკრაინის მმართველი ფრაქციის მეთაურის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დამტკიცდა. ,,ლოგიკა იგივეა. სამართალდამცავ სტრუქტურებს, ამ ეტაპზე, არა პოლიტიკოსები, არამედ სამართალდამცველები უნდა ხელმძღვანელობდნენ. მტერი წინსვლისთვის, ჩვენ კი თავდაცვისა და საკუთრი თავის დასაბრუნებლად ვემზადებით”, – წერს არახამია. არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის უფროსი კირილ ბუდანოვი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი კი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი გახდება.  

მეტი...

,,ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ტვიტერზე” წერს. მისი თქმით, მაშველები უკვე გააგზავნეს სტიქიით დაზარალებულ ზონაში. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი. „იმედი მაქვს, სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით”, – წერს თურქეთის ლიდერი. თურქეთის საგანგებო სამსახურების ცნობით, დღეს, გამთენიისას ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე 76 ადამიანი ემსხვერპლა, 440 კი დაშავდა.  

მეტი...

,,ბატონი მიხეილი ძალიან კარგად იქნება, თავის ყველა მეუღლესთან ერთად, მე დავრჩები მეუღლის გარეშე”- ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ხმაურიანი სასამართლოს შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. „ჩემი პროგნოზი ასეთია – ბატონი მიხეილი ძალიან კარგად იქნება, თავის ყველა მეუღლესთან ერთად, საზოგადოებაც ძალიან კარგად იქნება და მე დავრჩები მეუღლის გარეშე. იმიტომ, რომ გუგამ გამომიცხადა, მე ცოლი დავკარგე და სავარაუდოდ, ის მიმატოვებს. და მერე აი, 50 წლის ქალი დავრჩები უქმროდ. ისე მიდის საქმე, თუ ასე გაგრძელდა… გუგა მეუღლის დაბრუნებას ითხოვს ოჯახში“ – განაცხადა ნადირაძემ „იმედი ლაივში“.  

მეტი...

მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 90-ს აჭარბებს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა. დაზარალებულ ქალაქებს შორისაა –  გაზიანთეფი, ჰატაი, ადანა, დიარბაქირი და კილისი. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ქალაქ მალათიაში დაიღუპა 23 ადამიანი, 42 დაშავდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი სულ 90-ს აჭარბებს. თურქი სეისმოლოგები მიწისძვრის სიმძლავრეს 7.4 მაგნიტუდად აფასებენ, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური კი 7,8 მაგნიტუდად. სტიქიას მოჰყვა განმეორებითი ბიძგებიც. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია სირიაშიც. ბიძგები იგრძნობოდა ლიბანში, კვიპროსსა და ღაზის სექტორშიც.

მეტი...

თურქეთში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას აღწევდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გაზიანთეფთან იყო. მიწისძვრის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი. სტიქიას მოჰყვა ნგრევა. ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე შენობის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილები.

მეტი...