,,ძალიან ცუდადაა…არ ვიცი როდემდე გაძლებს”- გიული ალასანია

კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დედა, გიული ალასანია მივიდა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტმა გუშინ ისევ დაკარგა გონება. ,,ისევ გონების დაკარგვის ეპიზოდი გამეორდა. ძალიან ცუდადაა. ეს პროცესები მიდის, ხვალ იქნება კიდევ პროცესი, გუშინ იყო, მაგრამ მე არ ვიცი უკვე რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არ ვიცი როდემდე გაძლებს. ამდენი ხანი გაძლებს ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში?! ძალიან მეეჭვება, რა ვიცი. ეს მომდევნო კვირა აღარ დაილია”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არ ენდობა „ვივამედის“ კლინიკის მედიკოსებს”- გიული ალასანია

,,როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არ ენდობა „ვივამედის“ კლინიკის მედიკოსებს და ამიტომ არ იწყებს მკურნალობას,”– ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ კიდევ დაკარგა გონება. „ძალიან ცუდად არის. ხვალ იქნება კიდევ ახალი პროცესი. გუშინაც იყო, ხვალაც იქნება, მაგრამ მე არ ვიცი უკვე რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, რადგან არ ვიცი, როდემდე გაძლებს ეს ადამიანი“, – განაცხადა ალასანიამ.  

მეტი...

რუსული ბაზარი მთლიანად უცხოური კომპანიების მხოლოდ 6%-მა დატოვა – კიევის ეკონომიკის სკოლა

კიევის ეკონომიკის სკოლის ანგარიშის თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე რუსული ბაზარი მთლიანად უცხოური კომპანიების მხოლოდ 6%-მა დატოვა. მათივე ცნობით, რუსული ბაზრიდან მთლიანად მხოლოდ 179-მა საერთაშორისო კომპანია გავიდა, დანარჩენები კი რუსეთში საქმიანობას ნაწილობრივ მაინც აგრძელებენ. ინსტიტუტის ინფორმაციით, 491-მა კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში ოპერირებას წყვეტენ და ქვეყანას ეტაპობრივად ტოვებენ. 1218 კომპანია კი, რომლებიც რუსულ ბაზარზე არსებული უცხოური კომპანიების 40%-ს შეადგენენ, რუსეთში საქმიანობას ომის დაწყების შემდეგაც უცვლელად აგრძელებენ.

მეტი...

დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11%–ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.1 პროცენტით განისაზღვრა. მათივე ცნობით, 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების დარგებში.

მეტი...

,,მოღალატეები არიან რამდენიმე მხრიდან, მიხეილ სააკაშვილმაც იცის, ვინ ვინ არის”- ლიზა იასკო

,,მოღალატეები არიან რამდენიმე მხრიდან. მიხეილ სააკაშვილმაც იცის, ვინ ვინ არის და კარგად იცის, ვინ რას ეუბნებოდა, ვინ ასრულებდა თავის დაპირებას და ვინ არა,”- ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა  იცის თუ ვინ უღალატა მას. ,,არ მინდა, სახელები დავასახელო, არც ვანო მერაბიშვილი, არც სხვა. უბრალოდ, მე კარგად ვიცოდი, ვინ უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილი ამ ჯგუფში არ იყო. ის ძალიან იშვიათი სტუმარი იყო კიევში. მე ვერ დავადასტურებ, რომ იმ დროს რაღაც ხდებოდა. ალბათ, ვანომ თქვა ის, რაც ჰქონდა სათქმელი. ვფიქრობ, რომ რაღაც სპეკულაცია ამ თემასთან…

მეტი...

,,ნიკა მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა, კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, „მაჩვის“ გაბაზრებულია”- თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი მედიაში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც ნიკა მელია ფიგურირებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და მატი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული. „სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა, ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება – ხომ ვთქვი, მინდოდა ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში. ახლა, როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული. ამ ჩეთში ვიყავით მე, გიგა, უგულავა (ციხიდან გამოსვლის მერე და არა ვოისების მომენტში), კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, მელია და გვარამია (რომელიც მაგ ვოისების ჩაყრის მომენტში უკვე გასული…

მეტი...

პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი პირი დაშავებულია. პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში,ლოცვის დროს სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ეს პაკისტანში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა. მოძრაობა „თალიბანმა“ ფეშავარში თავდასხმასთან კავშირი უარყო.

მეტი...

,,რუსეთის ეკონომიკა უარესდება, ომი წაგებულია – სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური გახდება”- აბას გალიამოვი

,,უკრაინასთან გამარჯვების გარეშე პუტინს რუსებთან სირთულეები შეექმნება. რუსებს არ სჭირდებათ ის, თუ ის ძლიერი არ არის. მან შეიძლება მართლა გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და გააუქმოს არჩევნები”- ამის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა აბას გალიამოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური ხდება. ,,რუსეთის ეკონომიკა უარესდება, ომი წაგებულია, რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ რუსებს უფრო მეტი სირთულეები შეექმნებათ და ისინი შეეცდებიან იპოვონ ახსნა, რატომ ხდება ეს, შეხედავენ პოლიტიკურ პროცესს და თავადვე გასცემენ პასუხს: “ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ძველი ტირანი, ძველი დიქტატორი”. ამ მომენტში ვფიქრობ, სამხედრო გადატრიალების…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით,  ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირი კლინიკაში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

რუსეთი განაგრძობს შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე და დიდ დანაკარგს განიცდის – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალები განაგრძობს შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე და დიდ დანაკარგს განიცდის. ასევე წარუმატებელ შეტევით მოქმედებებს აწარმოებს ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე. უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერის რუსეთის თავდასხმა. გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ სამი საჰაერო და ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, 60-ზე მეტჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაშავებულები. მათივე ცნობითვე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოთხი დარტყმა განახორციელეს მტრის ძალების კონცენტრაციის რაიონებზე, იერიში მიიტანეს რუსი სამხედროების მართვის სამ პუნქტზე და საბრძოლო მასალების ორ საწყობზე.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის, ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ”- მარკ ფეიგინი

,,საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის, ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ,”- ამის შესახებ რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი აცხადებს. მისი თქმით, იმოქმედეგენ მათზე ვინც იღებს გადაწყვეტილებებს დასავლეთში, მათ შორის სანქციებზე. ,,საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ. ვიმოქმედებთ მათზე ვინც იღებს გადაწყვეტილებებს დასავლეთში, მათ შორის სანქციებზე, ასევე პოლიტიკურ ზეწოლაზე. მათზე ვისაც საქართველო ჯერჯერობით მოკავშირედ თვლის. მოვამზადებთ ახალ აქციას. მოვიკრებთ ძალებს და ზემოქმედება იქნება საკმაოდ მტკივნეული, რადგან საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ რეაგირებს. ეს ძალიან ცუდია. 190 სანტიმეტრიანი ადამიანი იწონის 69 კილოგრამს – დააკვირდით შეფარდებას. ასე რომ შევათანხმებთ, მოვემზადებით და ვეცდებით გავაგებინოთ…

მეტი...

ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას არ გამორიცხავს. „პრინციპში, არაფერია გამორიცხული“, – განაცხადა მაკრონმა დანიის პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ. საფრანგეთის პრეზიდენტის განმარტებით, ნებისმიერმა შეიარაღებამ არ უნდა შეუწყოს ხელი ესკალაციას. ასევე  შეიარაღება არ იქნება გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, არამედ მხოლოდ წინააღმდეგობის ძალისხმევისთვის. ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ იარაღის ნებისმიერმა მიწოდებამ არ უნდა შეასუსტოს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები.

მეტი...

,,მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთქმედება ამიერკავკასიაში”- რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს 3+3 ფორმატის მონაწილედ განიხილავს

,,მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთქმედება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ თანაბარ დიალოგს საქართველოს და აფხაზეთს, ასევე სამხრეთ ოსეთს შორის,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამია, მოსკოვის მიზანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით 3+3 საკონსულტაციო პლატფორმა გაააქტიუროს. ,,ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთქმედება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ თანაბარ დიალოგს საქართველოს და აფხაზეთს, ასევე სამხრეთ ოსეთს შორის. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ 2021 წლის დეკემბერში დაწყებული 3+3 საკონსულტაციო რეგიონული…

მეტი...

აშშ-მა უკრაინას Bradley-ს 60 საბრძოლო მანქანა გაუგზავნა

აშშ-მა უკრაინას „ბრედლის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაუგზავნა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობის ინფორმაციით, „ბრედლის“ 60 ერთეული უკრაინისკენ სამხრეთ კაროლინის ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროდან გასულ კვირას გაემართა. მათივე განცხადებით, გაგზავნილი საბრძოლო მანქანები უკრაინის ძალებს დამატებითი შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს რუსეთის უკანონო ინტერვენციისგან საკუთარი საზღვრების დასაცავად. ,,ბრედლი არის ძალიან ძლიერი მანქანა, რომელსაც ჩვენ უკრაინელებს ვაძლევთ. იმედია ეს გააძლიერებს მათ შესაძლებლობებს წინსვლის უზრუნველსაყოფად ბრძოლის ველზე და დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, იმ აღჭურვილობით, რომელიც ემთხვევა ან აღემატება იმას, რაც რუსებს აქვთ”, – განაცხადა არმიის ვიცე-პოლკოვნიკმა, რებეკა დ’ანჯელომ.

მეტი...

,,ქართველებზე არ იყიდება” – ბათუმში, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე ბინებს ყიდის

“ქართველებზე არ იყიდება!” – სოციალურ ქსელში გამოჩნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ბინებს, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე ყიდის. როგორც პოსტის ავტორს აქვს მითითებული, ბინა ქართველებზე არ იყიდება. მას შემდეგ, რაც მის პოსტს უკმაყოფილება მოჰყვა, ავტორმა განცხადება წაშალა.  

მეტი...

,,რუსეთს  150 000 ადამიანი ჰყავს რეზერვში ახალი შეტევისთვის, კიევი ძლიერად ემზადება ასეთი სცენარისთვის”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას 150 000 ადამიანი ჰყავს რეზერვში უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევისთვის. მისივე თქმით, კიევი ძლიერად ემზადება ასეთი სცენარისთვის. ,,ჩვენ გვესმის საფრთხეები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ამისთვის ვემზადებით ძალიან ძლიერად. პრეზიდენტი ყოველდღიურად ურთიერთობს თავის უცხოელ კოლეგებთან სამხედრო დახმარების საკითხზე და ყოველდღიურად გრძელდება მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ეს არის გამოწვევა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევას გადავლახავთ, რადგან 2022 წლის 24 თებერვალი გაცილებით რთული იყო. მაშინ მარტო ვიყავით აგრესორი ქვეყნის პირისპირ და არ გვჯეროდა ჩვენი გამარჯვების“, – განაცხადა დანილოვმა. მისი თქმით,…

მეტი...

თავდასხმა ბრიუსელის მეტროში – არიან დაშავებულები

ბრიუსელში, მეტროსადგურ შუმანზე ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. მედიის ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. თავდასხმის მოტივი და დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მეტი...

,,რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს ყველგან და ყველაფერში”- ვოლოდიმირ ზელენსკი

​„რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს ყველგან და ყველაფერში – ბრძოლის ველზეც და იმაშიც, რომ ჩვენს ქვეყანაში არ დარჩეს არცერთი ნანგრევი, რომ ჩვენ შევძლოთ ყველაფრის აღდგენა და დამტკიცება, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია“,- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს. „ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის თავდაცვით საჭიროებებზე. იმაზე, რა შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი სამხრეთისა და ჩვენი აღმოსავლეთის გათავისუფლებაში. ასევე იმაზე, თუ რა გვჭირდება უკრაინის აღდგენის კონტექსტში. მიკოლაევი არის ქალაქი, რომლის აღდგენაზეც დანიამ პატრონაჟი საკუთარ თავზე აიღო. ეს საჭიროებს პროექტებს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის…

მეტი...