გელათის ტაძრის წინამძღვარი, რომელმაც ხანძრის შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღო გარდაიცვალა

გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. სასულიერო პირმა დამწვრობა ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო, მას სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი. ცნობისთვის, ხანძარი სენაკში 16 იანვარს გაჩნდა. არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში  გადაიყვანეს.

მეტი...

,,ახლა მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე”- ლევან ხაბეიშვილის პირველი კომენტარი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახლადარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ახლა მისთვის, მისი თანამებრძოლებისთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ეხება. ,,ახლა ვართ პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოზე, მნიშვნელოვანი არის პრეზიდენეტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, 14:00-ზე ბრიფინგს გავაკეთებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში. ახლა ჩემთვის, ჩემი თანამებრძოლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს, რაც ეხება პრეზიდენტს სააკაშვილს, მის ჯანმრთელობას და მის გადარჩენას, ამიტომ, დღეს ანუ აქ სასამართლოზე სხვა განცხადებას არ და ვერ გავაკეთებ, ბოდიშს გიხდით, 14:00-ზე საზოგადოებას ჩვენი გუნდი სპეციალურ ბრიფინგზე მოგახსენებთ არჩევნების შესახებ,”-…

მეტი...

იტალიაში, თმის ფენისა და მტვერსასრუტის მოპარვისთვის 33 წლის ქართველი დააკავეს

იტალიაში, ნეაპოლში  სამართალდამცველებმა 33 წლის ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველმა ტექნიკის მაღაზიიდან თმის ფენი და მტვერსასრუტი მოიპარა. ახალგაზრდა ქართველმა მოპარული ნივთები, ზურგჩანთაში დამალა. ნივთების საერთო ღირებულება 1500 ევროს შეადგენდა. მაღაზიის თანამშრომელმა შენიშნა, რომ დაკავებული ტერიტორიის დატოვებას თანხის გადახდის გარეშე აპირებდა, რის გამოც კარაბინერები გამოიძახა. იტალიელმა სამართალდამცველებმა კაცი ადგილზევე დააკავეს.

მეტი...

,,დღეს თუ არ გადაწყდება, შეიძლება ხვალ უკვე გვიანი იყოს”- მიხეილ სააკაშვილის მამა

,,დღეს თუ არ გადაწყდება, შეიძლება ხვალ უკვე გვიანი იყოს,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილის მამა არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, საპროტესტო აქციები დაიწყოს. ,,ვუყურებ დღევანდელ სასამართლოს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული საბოლოოდ, მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელ სასამართლოს შემდგომ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ გუშინდელი ჩემი ლაპარაკიდან, ასევე მიშას მომხრეებიდან, საქართველოს მომხრეებიდან, რაღაც ზემოქმედება იქნება და დღეს არევაძე მაინც ასე თუ ისე ნორმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს თუ არ გადაწყდება, შეიძლება ხვალ უკვე გვიანი იყოს. მე ასე ვფიქრობ და ამათმა უნდა იფიქრონ თავიანთ…

მეტი...

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.  

მეტი...

,,პარტიაში როგორც მინიმუმ ვიქნები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე”- კობა ნაყოფია

,,მე პარტიაში როგორც მინიმუმ ვიქნები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე ქართულ ციხეში,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ანაცხადა. მისივე თქმით, ნურავის ექნება იმედი, რომ პარტიას დაატოვებს. „რაც შეეხება ჩემს თანამდებობას – პოლიტსაბჭოს არჩევნები ისედაც არის მარტში. დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე”,- განაცხადა ნაყოფიამ. ნაყოფიას არ ჰგონია, რომ . „ნაციონალური მოძრაობა” ორ ფლანგად დაიშლება. „არ მგონია, რომ ორ ფლანგად დაიშალოს. „ნაციონალური მოძრაობა” არის ძალიან დიდი პარტია და არა მგონია, ეს პროცესები მოჰყვეს, თუმცა ალბათ, გადანაცვლებები მოხდება მმართველ რგოლში. ეს…

მეტი...

,,ნაცმოძრაობაში” არჩევნები გაყალბდა”- იაგო ხვიჩია

გირჩის დეპუტატის, იაგო ხვიჩია განცხადებით, ”ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები გაყალბდა. მისი თქმით, თავმჯდომარე არ არის არჩეული სათანადო წესით, რადგან ყველას შეეძლო აერჩია, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა შეძლეს. „მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ “ნაცმოძრაობაში” არჩევნები გაყალბდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა“. არჩევნები რომ გაყალბდა ამის თქმის საშუალებას მაძლევს, მაგალითად, სანდრო რაქვიაშვილის ფეისბუქ გვერდზე დადებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აძლევს სხვა პარტიის წევრი, პარლამენტის დეპუტატი ხმას ერთ-ერთ კანდიდატს, თუ ეს შესაძლებელია, რომ სხვა პარტიის წევრებმა ხმა მისცენ, ხომ წარმოგიდგენიათ, „ქართული ოცნება“ რამდენ ხმას მისცემდა…

მეტი...

,,ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა, კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით”- თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა, კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით,” – ასე ეხმიანება „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი  ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევას. „ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა და ახლა ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა, ვაშაძის ლიდერობის ქვეშ. კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.

მეტი...

,,ეს გამარჯვება არ არის საზეიმო გამარჯვება ჩემთვის”- ლევან ბეჟაშვილი

,,ეს გამარჯვება არ არის საზეიმო გამარჯვება ჩემთვის, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე”, – ასე ეხმაურება  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას. ,,ეს გამარჯვება არ არის საზეიმო გამარჯვება ჩემთვის, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, პარტიის წევრების წინაშე და ჩვენი გუნდი ამას უყურებს, როგორც პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ზეიმს და ა.შ. ჩვენ ვაპირებთ უკვე ხვალიდან დავიწყოთ ამ პარტიის გაერთიანება, მათ შორის ყველა კანდიდატის და ჩვენ ერთობლივად უნდა დავსახოთ ის სტრატეგია, რომელიც პარტიას გამოიყვანს კრიზისიდან და…

მეტი...

რუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა ქალაქი ხარკოვი და ოლქის დასახლებული პუნქტები „ეს 300“-ის საზენიტო სისტემებით დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. ხარკოვში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემიდან 24 შეტევა განახორციელეს.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა. ​არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.  

მეტი...

„აბრამსის“ ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს – მედია

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. გამოცემის ცნობით,  აბრამსის“ ტიპის ტანკებს ამერიკული არმიის საწყობებიდან არ წაიღებენ, არამედ მწარმოებლისგან ახალს შეუკვეთავენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ „აბრამსები“ ურანის გამოყენების დაცვის გარეშე იწარმოება. აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ურანის ჯავშანი საიდუმლო ტექნოლოგიაა და პენტაგონს არ სურს, რომ ის რუსეთის ხელში მოხვდეს.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. დილის 9 საათის მონაცემებით, პროცესში მონაწილეობა 41 100 ადამიანმა მიიღო. თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ტარდებოდა. არჩევნებში მონაწილეობას 4 კანდიდატი – ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იღებდნენ.

მეტი...

ტრაგედია მატჩამდე – რა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახში?

მცირე პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა და „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა „რომასთან“ ტურის მატჩი, რომელიც ნეაპოლელებმა 2:1 მოიგეს. თუმცა, წარმატებულ მატჩამდე, ხვიჩა კვარაცხელიას ბებია გარდაეცვალა. როგორც ირკვევა, შემთხვევა მატჩამდე 2 დღით ადრე მოხდა. კვარაცხელიას ხელის სამაჯურზე ბებიის სახელი ეწერა. ოჯახური ტრაგედიის მიუხედავად, კვარაცხელიამ თამაში წარმატებით ჩაატარა და  მე-17 წუთზე მისი საგოლე პასით ”ნაპოლი” დაწინაურდა. კვარაცხელიას ანგარიშზე  იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

მეტი...

,,საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდა”- ”ხალხის ძალა”

,,საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა,” – ამის შესახებ  მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება აღარასოდეს უნდა დაუშვას, რათა საქართველოში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას“. „მონობის არჩევის თავისუფლება თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგიური საყრდენია. სწორედ ამ საყრდენზე დგას იმავე ფსევდოლიბერალების მიერ მართული აგენტოკრატიაც, რომელიც თავის თავში აგენტების, ანუ მონების მმართველობას მოიაზრებს. უცხო ქვეყნის აგენტობა იმთავითვე მონობას ნიშნავს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი სახელმწიფოს სამსახურში დგახარ – რუსეთის, ამერიკის თუ სრულიად უწყინარი ახალი ზელანდიის.…

მეტი...

,,ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა…”- ჯონსონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი დაემუქრა

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ომის დაწყებამდე  სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ჯონსონის თქმით, მან პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრა გამოიწვევდა დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას და ნატო-ს მეტი ჯარების რაოდენობის გაზრდას რუსეთის საზღვრებზე. “ის ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა: “ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.    

მეტი...

,,რუსეთს ომის გახანგრძლივების იმედი აქვს, დრო ჩვენ იარაღად უნდა ვაქციოთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ომის გახანგრძლივების იმედი აქვს. მისი თქმით,  ფრონტზე მდგომარეობა მძიმეა, მუდმივი თავდასხმების ქვეშაა ბახმუტი, უგლედარი და დონეცკის რეგიონი. “რუსეთს ომის გაჭიანურების, ჩვენი ძალების ამოწურვის იმედი აქვს. ასე რომ, დრო უნდა გამოვიყენოთ ჩვენს იარაღად. უნდა დავაჩქაროთ მოვლენები, დავაჩქაროთ მიწოდება და უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების ახალი ვარიანტების გახსნა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.  

მეტი...

,,იმ რეჟიმის პატიმარი ვარ, რომელიც პუტინს, ჩემი დატყვევებით, ერთგულებას უდასტურებს”- მიხეილ სააკაშვილი

,,მე იმ რეჟიმის პატიმარი ვარ, რომელიც პუტინს, ჩემი დატყვევებით, ერთგულებას უდასტურებს” – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილი ფრანგული გამოცემა Le Monde-სთვის გაგზავნილ წერილში წერს. სააკაშვილი წერილში ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,  ასევე  საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასა და  რუსეთის მიმართ მათ დამოკიდებულება საუბრობს. ,,ამ წერილს ჩემი, ქართული ციხის სამედიცინო საკნიდან ვწერ, სადაც, ფიზიკური მდგომარეობის სწრაფად გაუარესების გამო, უკვე რამდენიმე თვეა ვიმყოფები. სახალხო დამცველის კონსილიუმში გაერთიანებული დამოუკიდებელი ქართველი ექიმები, ამერიკელი, შვეიცარიელი და ბრიტანელი პროფესიონალები ერთსულოვნები არიან: ჩემზე განხორციელებულმა არაადამიანურმა მოპყრობამ, რომელსაც თან მძიმე მეტალებით მოწამვლა დაერთო, ჩემი ჯანმრთელობა გააუარესა. ამიტომ, მოგმართავთ მანამ, სანამ ჩემი მდგომარეობა მაძლევს ფიქრისა…

მეტი...

ორბანის განცხადებით, პუტინს არჩევნებში წაგების ეშინია და უკრაინაში ომზე უარს არ იტყვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომზე უარს არ იტყვის, რადგან მოახლოებულ არჩევნებში წაგების ეშინია. ორბანის თქმით,  პუტინს ესმის, რომ უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, ის ვერ მოიგებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუნდაც მასობრივი გაყალბებით. მისივე განცხადებით, რუსეთმა ისტორიულად აჩვენა, რომ ომების დასაწყისში ის სუსტია „კორუფციის, დაუდევრობის, მეთაურების არაკომპეტენტურობისა და საშინელი ტაქტიკური შეცდომების“ გამო, მაგრამ „ძალიან მალე იცვლება, ძალების მობილიზებას ახდენს და სწრაფად სწავლობს“. რაც შეეხება რუსეთის მიზნებს, ორბანი აღნიშნავს, რომ საქმე  არა უკრაინის სრულ დაპყრობას, არამედ ბუფერული ზონის შექმნას ეხება, დაახლოებით, დონბასში კონტაქტის ხაზის გასწვრივ.

მეტი...

,,უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა მისმა ზეწოლამ გადაწონოს  ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები”- ზელენსკი

,,უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მცდელობა, დააბრუნოს რუსი სპორტსმენები შეჯიბრებებსა და ოლიმპიურ თამაშებზე, არის მცდელობა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ტერორი შეიძლება იყოს მისაღები. „დღეს მე გავუგზავნე წერილი ბატონ პრეზიდენტ მაკრონს სწორედ ამასთან დაკავშირებით. პარიზის ოლიმპიადისთვის მზადებისას დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ რუსეთი ვერ გამოიყენებს მას ან სხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას აგრესიის ან საკუთარი სახელმწიფო შოვინიზმის პროპაგანდისთვის. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაში ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც საშინელი ტრაგედიები გამოიწვია.…

მეტი...