,,ჰეი, “ქართული ოცნება”, ხომ იცით, რუსეთი აგებს ომს”- ადამ კინზინგერი

 ყოფილი კონკრესმენი, ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას ეხმიანება.  კინზინგერი სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” პოსტს აქვეყნებს. ,,საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთის ქმედებები? ჰეი, “ქართული ოცნება”, ხომ იცით, რუსეთი აგებს ომს,”- წერს კინზინგერი.

მეტი...

,,ჩემი შვილი მატყუებს, რომ გონება დაკარგა?”- გიული ალასანია

„როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვას, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?!”- ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიულიალასანია „ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ექთანი 24- საათის განმავლობაში  სააკაშვილის პალატაშია და გონების კარგვის ეპიზოდი არ ფიქსირდება. ალასანიას თქმით, თავად სააკაშვილმა უთხრა, რომ გონება დაკარგა. „ძალიან სასიამოვნოა თუ ასეა, კარგია. თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ გონება დაკარგა. რას ნიშნავს ექიმებს არ სჯერათ? ბადრაგებმა ამიყვანესო და იმ ბადრაგებს ჰკითხონ. ექთანი არის, რომელიც დერეფნის იქეთ ზის, პალატაში არავინ არ იმყოფება. ბადრაგები კარებთან არიან, მერე დერეფანი უნდა გაიარონ და დერეფნის იქით ზის ექთანი, თუმცა ეს…

მეტი...

,,არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია”- დავით მათიკაშვილი

,,არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი, CS Victims სტატიას, რომლის თანახმად, ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში. მათიკაშვილის თქმით, ნებისმიერი მცდელობა შანტაჟისა, ფიასკოსთვის არის განწირული. „ომის დაწყების შემდგომ არის არაფორმალური მცდელობა დასანქცირების. ეს კარგად ახსნეს ადვოკატებმა საკუთარ განცხადებაში, რომ იყო და არის იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და შემდგომ მან გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ე.წ. გლობალური ომის პარტიის ინტერესებში შედის და საქართველო ჩაერთოს ომში, გაიხსნას მეორე ფრონტი. სწორედ ამ ზეწოლაზე საუბრობენ ადვოკატები და ადრეც იყო არაერთი განცხადება გაკეთებული, რომ…

მეტი...

,,კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით, არის მსუბუქი გამოვლინება”- ზურაბ ჩხაიძე

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კოვიდის მსუბუქი გამოვლინება აქვს. მისი თქმით, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში. “პაციენტი აგრძელებს მკურნალობას პალატაში. კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. არის მსუბუქი გამოვლინება და როგორც გითხარით, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და სხვა დანარჩენი მაჩვენებლებიც. რისკებზე ვსაუბრობ ზოგადად, რადგან კოვიდს ზოგადად ახასიათებს გართულებები და მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, როდესაც არის სხვა თანმხლები დაავადებები, გამორიცხული რაიმე გართულება არ არის, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე მიმანიშნებელი, რომ გართულებასთან გვაქვს საქმე, არ არის” ,- განაცხადა ჩხაიძემ.  

მეტი...

 ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში – CS Victims

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში. ამის შესახებ ”CS Victims”-ის მიერ გავრცელებულ სტატიაშია ნათქვამი. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ივანიშვილი და მისი მრჩევლები  განიხილავენ მტკიცებულებების გამოქვეყნებას იმის შესახებ, თუ როგორ დააზარალა, მისი აზრით, ბანკის რეპუტაცია და თავად შვეიცარიის იმიჯი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობამ. „ივანიშვილის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც საუბარია შემდეგზე: „მათ, ვინც თვალყურს ადევნებდა მოცემულ შემთხვევას, ახსოვთ, რომ „კრედიტ სუისთან“ გახანგრძლივებული დავა მალევე გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური სახე მიიღო, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ. რამდენიმე კვირაში ბატონი ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც თანხებზე წვდომასთან, ასევე…

მეტი...

გერმანია უკრაინისთვის 10 000 Starlink-ის ტერმინალის შეძენას დააფინანსებს

გერმანია უკრაინისთვის 20 მილიონი ევროს ღირებულების Starlink-ის სატელიტური ტერმინალების შეძენას დააფინანსებს. “მადლობა გამოვხატე გერმანელი ხალხის მიმართ 10 000 Starlink-ის ახალი პარტიისთვის, რომელსაც ჩვენ მომავალ თვეში მივიღებთ”, –  განაცხადა კიევის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა. Starlink საშუალებას აძლევს მებრძოლებს იყვნენ ონლაინ, მაშინაც კი, როცა მობილური ტელეფონები და ინტერნეტ ქსელები. “რეალურ დროში კომუნიკაცია საშუალებას აძლევს უკრაინელ ჯარისკაცებს კოორდინირება გაუწიონ თავიანთი სამშობლოს დაცვას და უკეთ დაიცვან თავი რუსული თავდასხმებისგან”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.  

მეტი...

სამეგრელოში ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს.  პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 5 310 000 ლარი გამოიყო. „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი გაეცნენ. რეგიონში ძლიერმა ქალმა 40-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. გარდა აღდგენითი სამუშაოებისა, სტიქიის შედეგად დაზიანებული კერძო სახლების მფლობელებისთვის საკონპენსაციოდ მთავრობის განკარგულებით 1 470 000 ლარი გამოიყო. ძლიერი ქარის შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანდა 2400-მდე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების ჩარიცხვა მიმდინარეობს, საკომპენსაციო ნაწილი სამშენებლო მასალებთან ერთად ხელოსნებისთვის საჭირო თანხასაც ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. „გვაქვს ძალიან მყისიერი მოქმედება სტიქიიდან…

მეტი...

ფილიპინებზე სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა ორი სამხედრო

ფილიპინებზე, სასწავლო ფრენის დროს სამხედრო სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდა. შემთხვევას ორი ფილიპინელი სამხედრო მფრინავი ემსხვერპლა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ორადგილიანი SF-260 TP Marchetti აფრენიდან 40 წუთის შემდეგ ჩამოვარდა. უცნობია რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი.  

მეტი...

კომპანია „მეტა“ დონალდ ტრამპს „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშების აღდგენის უფლებას მისცემს

ორწლიანი შეზღუდვის შემდეგ, კომპანია „მეტა“ დონალდ ტრამპს „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშების აღდგენის უფლებას მისცემს. კომპანიის განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ პოლიტიკოსების მოსაზრებები სოციალურ ქსელებშიც მოისმინოს. ,,იმ შემთხვევაში, თუ ბატონი ტრამპი განათავსებს დამატებით დამრღვევ კონტენტს, კონტენტი წაიშლება და მას ერთი თვიდან ორ წლამდე შეუჩერებენ წვდომას, დარღვევის სიმძიმის მიხედვით”, – განაცხადა მეტას-ს გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა. ტრამპის ანგარიშები 2021 წლის 7 იანვარს დაიბლოკა, როდესაც ექსპრეზიდენტის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

მეტი...

,,მტერი განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგს, მაგრამ საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს”- ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, მტერი ზეწოლას აძლიერებს ბახმუტისა და უგლედარის მიმართულებებზე. მისი თქმით, რუსეთი განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგს, მაგრამ საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს. ,,გრძელდება მძიმე ბრძოლები. მტერი ბრძოლაში ისვრის პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობას, ცდილობს ჩვენი დაცვის გარღვევას, განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგს, მაგრამ საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს. ბრძოლების ინტენსიურობა იზრდება. ახლა დონბასში მათი მებრძოლებისა და შეიარაღების რაოდენობაში უპირატესობის წინააღმდეგ ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობის პროფესინალიზმსა და მებრძოლების სიმამაცეში უპირატესობაა”, – წერს მალიარი ტელეგრამზე.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 123 860 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთმა დაახლოებით 123 860 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 123 860; ტანკი – 3 175; ჯავშანტექნიკა – 6 334; საარტილერიო სისტემა – 2 169; სარაკეტო სისტემა – 452; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220; თვითმფრინავები – 292; ვერტმფრენი – 282; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 908; საკრუიზო რაკეტები – 749; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 986; გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა – 195.

მეტი...

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია

უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. განგაში გამოცხადდა კიევშიც. მოსახლეობა მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხის შესახებ გააფრთხილა მიკოლაევისა და ჟიტომირის ოფიციალურმა პირებმა. ოფიციალური პირები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მომეზადონ ელექტროენერგიის გათიშვისთვის და დარჩნენ თავშესაფრებში.

მეტი...

,,უკრაინაში ამერიკული Abrams-ების გაგზავნას მრავალი თვე დასჭირდება”- ჯონ კირბი

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი აცხადებს, რომ უკრაინაში ამერიკული Abrams-ების გაგზავნას მრავალი თვე დასჭირდება. მისი თქმით, გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკები უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავლენ, ვიდრე ამერიკული Abrams-ის ტანკები. „Leopard-ის ტანკები ასევე ძალიან დახვეწილია. ისინი ძალიან კარგი ტანკებია და ევროპის კონტინენტზე ბევრი მათგანია. მადლობელი ვართ, რომ გერმანელები აპირებენ დაუყოვნებლივ გადასცენ 14 ტანკი. ამასთან, ისინი აპირებენ იმუშაონ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაამატონ ტანკების ორი სრული ბატალიონი, ეს არის დაახლოებით 60 ტანკი. ისინი უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავლენ, ვიდრე Abrams-ები“, – განაცხადა კირბიმ.  

მეტი...

პოლონეთში, 30 წლის ქართველი ტაქსისტი  არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს 

პოლონეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით  საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 30 წლის კაცის მიმართ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც არასრულწლოვანმა გოგონამ პოლიციის განყოფილებას მიმართა და განაცხადა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. საქართველოს მოქალაქე ქალაქ პოზნანში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.  გამოძახებაზე მისულმა მძღოლმა მოზარდი დანიშნულების ადგილის ნაცვლად, სხვა მისამართზე წაიყვანა, ავტომობილის კარი შიგნიდან ჩაკეტა და კლიენტთან ძალის გამოყენებით სექსუალური კონტაქტის დამყარება სცადა. არასრულწლოვანმა მეგობართან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნა მოასწრო, რის შემდეგაც მამაკაცმა ის გაათავისუფლა და გაიქცა.  

მეტი...

„ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან”- ნინო ნადირაძე

„ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან…რა ცუდად მიცნობთ, შეაშინეთ ბებიათქვენი“,- ამის შესახებ კლინიკა ”ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში. „ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, ჩამონათვალიც გამომიგზავნეს ღმერთო, რა კუჭზე და დროსტარებაზე ორიენტირებული ხალხია, მემუქრებიან, ვერ იმოგზაურებ, ფული არ გექნება, საჭმელს ვერ შეჭამ საშვილიშვილოდო  ეგ თქვენ გადარდებთ, ცაკალელებო მაგ ჩამონათვალში რომ ყოფილიყო სამშობლოზე, სარწმუნოებაზე და ენაზე უარის თქმა, მაშინ ნამდვილად ვიდარდებდი, რა ცუდად მიცნობთ, შეაშინეთ ბებიათქვენი“ – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

ხანძარია თელავში, სოფელ ართანთან – ცეცხლი სავარაუდოდ ხმელ ფოთოლსა და ბალახს უკიდია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანიდან 16 კილომეტრში. ხანძრის კერა ალპურ ზონაშია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ტყის ქვედა საფარს უკიდია. ცეცხლის ქრობის სამუშაოები დილიდან დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

მეტი...

,,ახლა მთავარია ტანკების მარაგის მოცულობა, მათი უკრაინაში მიწოდებისა და ჩვენი სამხედროების მომზადების სიჩქარე”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მოკავშირეს მათი მზაობისთვის, მოგვაწოდონ თანამედროვე და ძალიან საჭირო ტანკები,”-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიისა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, რაც უფრო მეტ თავდაცვით მხარდაჭერას მიიღებენ ფრონტის ხაზზე მყოფი მებრძოლები, მით უფრო მალე დასრულდება რუსული აგრესია. „პირადად ვუხდი მადლობას პრეზიდენტს ბაიდენს, მადლობა კონგრესს, ყველა ამერიკულ ოჯახს ამერიკის გლობალური ლიდერობის ხელშესახები ძალისთვის! მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მოკავშირეს მათი მზაობისთვის, მოგვაწოდონ თანამედროვე და ძალიან საჭირო ტანკები. ეს ყველაფერი ახლა მსოფლიოსთვის ადასტურებს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს, რომ თავისუფლება მხოლოდ ძლიერდება. ჩვენ…

მეტი...

ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა. ჰაერის ტემპერატურა მინუს 34 გრადუსამდე დაეცა. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ცივი ზამთარია ქვეყნისთვის. მოსახლეობის დიდი ნაწილი „თალიბანის“ მმართველობის პირობებში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება გათბობაზე, ქვანახშირზე, ღუმელსა და თბილ ტანსაცმელზე.

მეტი...

ავარია ახმეტაში – დაშავდა სამი ადამიანი, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტში – შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ავარია ალვანი-ბაბანეურის საავტომობილო გზაზე მოხდა. ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები შეეჯახნენ, რა დროსაც ორი ძმა დაშავდა. ერთი ძმის  მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ორი დაშავებული კი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მეტი...

გერმანიაში დანით შეიარაღებული მამაკაცი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა

გერმანიის ჩრდილოეთში დანით შეიარაღებული მამაკაცი მოძრავი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი პოლიციამ სადგურზე დააკავა. ის 30 წლამდე მამაკაცია. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.  

მეტი...