,,პროგნოზის გაკეთება რთულია, მოსალოდნელი რისკები არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურია” – ზურაბ ჩხაიძე

,,პროგნოზის გაკეთება რთულია, სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელი რისკები, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია,”- ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ  განაცხადა. მისი თქმით, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში და უგრძელდება მკურნალობა. „პაციენტს გუშინ დაუდასტურდა კოვიდი. ვინაიდან შესაბამისი სიმპტომატიკა აღენიშნებოდა – მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, ეჭვი იყო კოვიდინფექციაზე. ჩატარდა სწრაფი ტესტი, შემდეგ კი „პისიარ“ ტესტით დადასტურდა. ექიმთა კონსილიუმი გუშინვე შეიკრიბა, სხვადასხვა სპეციალობის ექიმების შემადგენლობით. მისი დაავადებიდან გამომდინარე კონსილიუმში მონაწილეობდა ჰემატოლოგი, რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი და ინფექციონისტი. შესაბამისად, შეთანხმებული იქნა მკურნალობის გეგმა, როგორც სამკურნალო, ისე პრევენციული. მიმდინარეობს მკურნალობა.…

მეტი...

რუსეთმა დეპორტირებული უკრაინელების მობილიზება დაიწყო – ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაცია

ლუგანსკის რეგინალური ადმინისტრაციის ინფორმაციით,  რუსეთმა  დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპორტირებული უკრაინელი მამაკაცების მობილიზება დაიწყო. მათივე ცნობით, რუსები აგრძელებენ უკრაინის დაპატიმრებული მოქალაქეების რეკრუტირებას. მათი განმარტებით, კრასნოდარში ასეთი პატიმრები აქტიურად ირიცხებიან კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერში”. “რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დეპორტირებული მამაკაცების მობილიზება მიმდინარეობს.ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საცხოვრებელ ადგილზე პასპორტების გაცემის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

,,ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს სტრატეგიული მარცხი განგვაცდევინოს”- აშშ-ში რუსეთის ელჩი

,,ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების შესაძლო მიწოდება რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია იქნება, ”- ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს სტრატეგიული მარცხი განავაცდევინოს რუსეთს. „აშკარაა, რომ ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს სტრატეგიული მარცხი განგვაცდევინოს. თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს ტანკების მიწოდებას, მაშინ მსგავსი ნაბიჯის გამართლება „თავდაცვითი იარაღის“ არგუმენტებით ნამდვილად არ იმუშავებს. ეს იქნება კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, – აღნიშნა რუსეთის ელჩმა.

მეტი...

ევროკავშირი არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის რაოდენობის გაზრდას აანონსებს

ევროკომისია არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ახალ გეგმას აანონსებს.  ევროკომისარ ილვა იოჰანსონის განცხადებით, ახალი გეგმა მიმართულია ევროკავშირში არალეგალი მიგრანტების გაზრდილ რაოდენობასთან გასამკლავებლად. ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის, მონაცემთა გაცვლის პროცესისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარების ინიციატივით გამოდის. მათ იმედი აქვთ, რომ შეძლებენ არალეგალი მიგრანტების დაბრუნებას იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირი თანამშრომლობს. ევროკომისარის თქმით, 2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე 300 000 არალეგალი მიგრანტი ჩავიდა. მათ უმრავლესობას არ აქვთ თავშესაფრის მიღების უფლება. გერმანიაში ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი 2022 წელს იყო სირიიდან (27%), ავღანეთიდან (17%) თურქეთიდან (10%), ერაყიდან (6,9%) და საქართველოდან (4%).

მეტი...

ბრალდებული თანხის  სანაცვლოდ ამზადებდა და ასაღებდა უცხოურ ყალბ პირადობის მოწმობებს – საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც ტურისტული მომსახურების ოფისი გააჩნდა, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირის მეშვეობით, ამზადებდა და ასაღებდა უცხოურ ყალბ პირადობის მოწმობებს. „ბრალდებული პირები მხილებულ იქნენ ერთ-ერთ მოქალაქეზე 800 ევროს სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის გასაღების ფაქტზე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღმოჩენილ იქნა უცხო ქვეყნების ათეულობით მოქალაქის ყალბი პასპორტების, ასევე ქართული მართვის მოწმობების…

მეტი...

უკრაინაში ომიკრონის ახალი შტამი, კრაკენი დაფიქსირდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ომიკრონის ახალი შტამი, კრაკენი დაფიქსირდა. უწყების ინფორმაციით, ინფიცირების ერთი შემთხვევა სუმის რეგიონში დაფიქსირდა. ცნობისთვის, კრაკენი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID 19-ის ყველაზე გადამდებ ქვევარიანტად 4 იანვარს დაასახელა.

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი 138 -ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 28 იანვარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 138-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა…

მეტი...

ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სამხედროების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ზრდის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამხედროების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ზრდის. ცვლილებების თანახმად, სამხედროების მიერ ბრძანების შეუსრულებლობისთვის, ბრძოლის ველის მიტოვებისა და ადმინისტრაციული დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა იზრდება. სასამართლოებს  აღარ ექნებათ უფლება, სამხედროებს პირობითი სასჯელი დაუდგინონ ან პატიმრობის ვადა შეუმცირონ. ეს შეეხება იმ ჯარისკაცებს, რომლებიც მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობისთვის, ხელმძღვანელი პირის მიმართ მუქარის ან ძალადობის, ბრძოლის მიტოვებისა და დეზერტირობისთვის არიან გასამართლებულნი.  

მეტი...

ნოდარ ათუაშვილი დასავლეთ საქართველოში, ერთ-ერთ სასაფლაოზე საიდუმლოდ დაკრძალეს

ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც 20 იანვარს საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო და ხუთი ადამიანი მოკლა, დასავლეთ საქართველოში, ერთ-ერთ სასაფლაოზე საიდუმლოდ დაკრძალეს. თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცნობისთივის, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი ყოფილი სამხედრო იყო, თამდამსხმელი 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. მან 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით,  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა…

მეტი...

როგორია საგარეჯოში, სროლის შედეგად დაჭრილთა მდგომარეობა

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი ერთი პაციენტი “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკიდან გაწერეს. კიდევ ერთი პაციენტის გაწერა კი უახლოეს დღეებში იგეგმება. კვლავ მძიმეა 24 წლის დაჭრილის მდგომარეობა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით,  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

გერმანია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემს

გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემს. ტანკები ბუნდესვერის მარაგებიდან იქნება მიწოდებული. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილებას, აშკარაა, წინ უძღოდა მოკავშირეებთან მრავალდღიანი კონსულტაციები, განსაკუთრებით აშშ-სთან. ამასთან, გამოცემა წერს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებში შესაძლოა დამატებითი ტანკები იქნას გამზადებული გასაგზავნად იმ მარაგებიდან, რომლებიც გერმანულ მრეწველობას გააჩნია.  

მეტი...

,,ბევრი სიტყვა და დაპირებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია რეალობის დანახვა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ყველამ, თავისუფალ სამყაროში, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, რათა არა მხოლოდ ვუპასუხოთ რუსეთის რეგულარულ დანაშაულებს, არამედ რუსეთის ახალი კრიმინალური ქმედებები შეძლებისდაგვარად აღვკვეთოთ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ძალებმა ”ძალებმა უნდა შეინარჩუნონ ინიციატივა ომში”. „სხვათა შორის, ტანკებზე ახლა ბევრს საუბრობენ. იმ თანამედროვე ტანკების შესახებ, რომელიც ჩვენ გვჭირდება და იმაზე, თუ როგორ უნდა შეივსოს ეს დეფიციტი. დიდი ძალისხმევა, ბევრი სიტყვა და დაპირებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია რეალობის დანახვა: ეს არ ეხება 5,10 ან 15 ტანკს. საჭიროება უფრო დიდია. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა დეფიციტის შესავსებად და მადლობელი ვარ ყველასი,…

მეტი...

რუსთავში, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა. 6 წლის ბავშვი და 30 წლამდე ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკიდან გაწერეს, ხოლო ბიჭს მარცხენა ლავიწის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, რის გამოც კლინიკაში რჩება. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.  

მეტი...